მთავარი,რეკლამა,სიახლეები

პაციენტს ქვედა ყბის კეთილთვისებიან სიმსივნეზე საკუთარი ძვლოვანი ქსოვილი გადაუნერგეს

26.07.2019 • 5587
პაციენტს ქვედა ყბის კეთილთვისებიან სიმსივნეზე საკუთარი ძვლოვანი ქსოვილი გადაუნერგეს

55 წლის ქალბატონს, რომელსაც ჰქონდა ქვედა ყბის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ჩაუტარდა უნიკალური ოპერაცია, ქვედა ყბის სუბტოტალური რეზექცია, მომენტალური აუტოპლასტიკა სისხლძარღვოვანი ანასტომოზით.

3 ივლისს ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი სტაბილურად კარგად მიმდინარეობს, პაციენტი დამაკმაყოფილებლად გრძნობს თავს, გადის ყოველკვირეულ მონიტორინგს. უკვე დაიწყო კვებაც და სიარულიც.

ოპერაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ წარმოადგენს ალოვიტალურ ტრანსპლანტაციას, რაც გულისხმობს, რომ გადანერგილი ძვლოვანი ქსოვილი ინტეგრირდება სრულფასოვნად.

დღემდე ტარდებოდა წარმონაქმნის ამოკვეთის შემდგომ რეკონსტრუქცია (დეფექტის აღმოფხვრა) იმპლანტის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფდა მხოლოდ კარკასის როლს, ანუ ერთმომენტიანი ოსტეოპლასტიკის გარეშე.

ამ შემთხვევაში კი გადანერგილი ძვალი ქსოვილი (ტრანსპლანტატი) აღებულ იქნა მცირე წვივის ძვლიდან სისხლძარღვოვან ანასტომოზთან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ გადანერგილი ტრანსპლანტატი განაგრძობს ცხოველმყოფელობას და ის არ იქნება მხოლოდ კარკასის ჩამნაცვლებელი. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური დეფექტის აღმოფხვრა.

ლევან კონცელიძე, ყბა-სახის ქირურგი: „სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთის შემდეგ, მთავარ სირთულეს და ამოცანას წარმოადგენდა, ტრანსპლანტატს – ამ შემთხვევაში მცირე წვივის ძვალს, სისხლძარღვოვან ანასტომოზთან ერთად გაეგრძელებინა ცხოველმყოფელობა, რაც მიღწეულ იქნა.“

წარმატებული ოპერაცია ყბა-სახის ქირურგებთან ერთად ანგიოლოგმა მერაბ მიქელაძემ და ტრავმატოლოგმა მამუკა შარაშიძემ ჩაატარეს.


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71 
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.

სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze’s Clinic

მისამართი: ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81

გადაბეჭდვის წესი


ასევე: