ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი ხელახლა გამოაცხადა.  წინა კონკურსი, სადაც წინადადებების მიღება 2026 წლის 16 ივლისს დასრულდა, არ შედგა. შესყიდვების პორტალის მიხედვით კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხელახალი კონკურსიც 2,5 მილიონი ლარითაა გამოცხადებული [დღგ-ს გარეშე]. წინადადებების მიღება კი, ამჯერად 2026 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 …

გასულ წელს გმირთა ხეივანზე 25 მილიონი დაიხარჯა, წელს რეაბილიტაცია დასჭირდა

ბათუმის გმირთა ხეივანში ხარაჩოები და სხვა სამუშაო ინსტრუმენტები ისევ დაგხვდებათ. აღდგენის სამუშაოები დაუწყიათ, თუმცა როდის დასრულდება, არ ვიცით და არც ის ვიცით, ეს სამუშაოები ხარვეზების სრულ განახლებას ითვალისწინებს, თუ მხოლოდ იმ ადგილებს შეაკეთებენ, საიდანაც კომერციულ ობიექტებში წყალი ჩადის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, განახლებისთვის შეწუხებას არავინ აპირებდა, საფეხმავლო ხიდების ქვეშ განთავსებული კომერციული ობიექტების მოიჯარეებს ამ ფართობებში წყლის ჩასვლა …

ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე 179 მილიონი უკვე დაიხარჯა – რას აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. შენობების დიდი ნაწილი ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. რამდენიმე ქუჩაზე პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია. ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს. პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო …

„ნელი ტემპით მიდის“ – რას ამბობენ აბასთუმანში რეაბილიტაციის პროექტზე

ოქტომბრის მიწურულს აბასთუმანში დამსვენებელს ნაკლებად შეხვდებით. კომერციული ობიექტების უმეტესობა, რომელიც ზაფხულში მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობდა, დაკეტილია ან შეზღუდულად მუშაობს. აბასთუმანში რესტავრირებული სახლების უმეტესი ნაწილი ღამის საათებში ჩაბნელებულია, ახალ რესტავრირებულ პარკში კი თითქმის არავინაა, მხოლოდ სტადიონზე თუ ნახავთ ბავშვებს. ერთადერთი მიზიდულობის ცენტრი შემოდგომაზე აბასთუმნის ობსერვატორიაა. ობსერვატორია ახლა, როცა დამსვენებელი არ არის, ძირითადად სასკოლო ექსკურსიებს ემსახურება. აქ …

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლი გაჩხრიკეს, მისი მოადგილე კი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო. გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 …

შარტავას გამზირზე სამუშაოების დასრულების ვადა და ფასი გაიზარდა | ფოტორეპორტაჟი

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობა 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა 2024 წლის 20 აპრილამდე გადაიწია. პარალელურად, 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა პროექტის ღირებულებაც. სამუშაოები შარტავას გამზირზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. ფონდის ინფორმაციით პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, რაშიც 7 315 132 ლარი დაიხარჯა მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი, ხელშეკრულება …

ფერიის, ორთაბათუმისა და მახინჯაურის საბავშვო ბაღების რეკოსტრუქციაზე 6 მილიონია გამოყოფილი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფერიის, მახინჯაურისა და ორთაბათუმის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც მთლიანობაში 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ფონდმა სამივე საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციაზე ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში პრეისკურანტით და Design-Build მეთოდით გამოაცხადა, რაც გულისხმობს არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების …

შენობების იერსახის შენარჩუნება სავალდებულო არ არის – რა იგეგმება ძველ ბათუმში 200 მილიონად

ბათუმის ისტორიულ უბანში საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აქვს დაგეგმილი, თუმცა, რომელ ობიექტებზე – ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. პროექტით კი, სავალდებულო არ არის ობიექტების არსებული იერსახის შენარჩუნება და „საჭიროების შემთხვევაში“ ის შესაძლოა განაახლონ. სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ძველ ბათუმში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოების ჩატარებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება შპს …

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა შესაძლოა ახალშენში გადავიდეს – 10,6 მილიონი რემონტისთვის

ბათუმის N5 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 10,6 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტერიტორია, სადაც სკოლის შენობა დგას, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის №58-ში მდებარეობს და მისი ფართობი 6 039 კვადრატული მეტრია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის სექტემბერში შეისწავლეს. რეკომენდაციები შენობის გამაგრების საჭიროების შესახებ აისახა სკოლის რეაბილიტაციის პროექტში. …

200 მილიონი ძველი ბათუმისთვის – ქალაქი, რომელიც პლაჟს კარგავს

საქართველოს ხელისუფლება ბათუმში 200 მილიონი ლარის სამუშაოებს გეგმავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. სამუშაოები „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ უნდა ჩატარდეს და ეს მაშინ, როცა ბათუმი, როგორც ტურისტული ქალაქი, თანდათან პლაჟის გარეშე რჩება. შტორმის დროს ნაპირის ნგრევამ ბათუმში ბოლო წლებში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. წარეცხილ სანაპიროსთან ერთად ნადგურდება საპლაჟო ინფრასტრუქტურაც. სპეციალისტების დასკვნით „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა …

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა შესაძლოა ორთაბათუმში გადავიდეს – 4,9 მილიონი რემონტისთვის

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების დაწყების შემთხვევაში სად გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ვარიანტად ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმის სკოლა განიხილება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 926 650 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „ამჟამად, სკოლაში სწავლობს 1 124 …

როდის დასრულდება შარტავას გამზირზე სამუშაოები, რაშიც 23,8 მილიონი ლარი იხარჯება

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მიმდინარე სამუშაოები 2022 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება. „ბათუმელები“ ამჯერად დაინტერესდა, რატომ ვერ დასრულდა სამუშაოები დროულად, როდის დასრულდება და რა თანხა იხარჯება პროექტში, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი, მთლიანობაში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნების რეაბილიტაციას და საფეხმავლო ხიდების მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიზნით ხეივნები 2021 წლის აგვისტოდან შემოღობეს. …

ბათუმში 52 მილიონად აშენებულ ნაპირდამცავ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს

ბათუმის ახალ ბულვართან 1700 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე თითქმის 3 თვეა არავინ ზრუნავს. ამ ნაგებობის პოტენციური მეპატრონე ბათუმის მერიაა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქალაქის მერია ობიექტს, უკვე მესამე თვეა არ იბარებს. ნაპირდამცავი ნაგებობიდან ალაგ-ალაგ მორღვეული ლოდები ზღვაში ყრია, ნაგებობის გასწვრივ კი, პლაჟი უმეტესწილად წარეცხილია. ამ ნაგებობაში სახელმწიფოს მიერ აღებული სესხი – 52,2 მილიონი ლარია …

12 მილიონი ლარი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისთვის ბათუმსა და ქობულეთში

ბათუმსა და ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯამში მაქსიმუმ 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საბოლოო სახელშეკრულებო თანხა კი ტენდერების დასრულების შემდეგ დაზუსტდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მომსახურების შესყიდვაზე ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული: პირველი ტენდერი ბათუმში 2 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის დაპროექტებას და მშენებლობას ითვალისწინებს და სატენდერო თანხა 8 მილიონი ლარია; მეორე ტენდერით კი, …

10.6 მილიონი ლარი გმირთა ხეივანში ხეივნის მოსაწყობად

ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტები, რისთვისაც ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 20 მილიონ ლარზეა გაფორმებული. ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანხით ოთხივე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სამუშაოების ღირებულება შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. კომპანია „საბა კონსტრაქშენში“, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ხელშეკრულება პირველი ეტაპის სამუშაოებს ითვალისწინებს, დეტალების დასაზუსტებლად …

 აჭარაში 20 მილიონის დასახარჯად ტენდერი ხელახალა გამოაცხადეს

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელახლა გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ჯამში 20 მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს. წინა ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ტენდერის პირობით, გამარჯვებულმა ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და სამშენებლო სამუშაოებიც თავად უნდა შეასრულოს. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის …

რაში დახარჯავს აჭარა 20 მილიონ ლარს, პროგრამა – „განახლებული რეგიონები“

ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარი იქნება. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის პერიოდში უნდა დასრულდეს. ფონდმა ელექტრონული ტენდერი „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, აუქციონის გარეშე, პრეისკურანტით გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ განსაზღვრულია …

ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები რომ შენდება, ახალი ამბავი არ არის. აქ სიახლე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი იყო, თუმცა ის, ერთკილომეტრიან მონაკვეთში, ზღვამ უკვე წარეცხა, ზოგან მთლიანად. ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო. ამ ხელოვნური პლაჟის მოწყობაზე ქვეყანამ უკვე დახარჯა 55 მილიონი ლარი. „ბათუმელებს“ …

„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში

ბათუმის ახალ ბულვარში სასეირნო ბილიკის, ნაპირდამცავი ნაგებობების და ხელოვნური პლაჟის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 55 მილიონამდე ლარი იხარჯება. ნაპირის დაცვის მიზნით აქ დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძეზე ჩაწყობილია ქვის ლოდები, რომელთა უმეტესობა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, 3-დან 7-ტონამდე იწონის. ეს ხელოვნური ნაგებობა უსაფრთხო არ არის, რასაც ფონდშიც ადასტურებენ. ქვებს შორის არის სიცარიელე, რის გამოც, გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული …

ანაკლიიდან-ქობულეთამდე მდინარეებზე ნატანდამჭერების მოსაწყობად კვლევა ჩატარდება

შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთამდე მონაკვეთში, ნატანდამჭერების მოსაწყობად ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 400 ლარია. „შავ ზღვაში სანაპირო აკვატორიები ხშირ შემთხვევაში სავსეა მცურავი ნატანით [მათ შორის საყოფაცხოვრებო ნაგავით], რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ზღვის ეკოსისტემაზე. დანაგვიანების სხვა წყაროებთან ერთად, მნიშვნელოვანი წილი მოდის წყალდიდობების დროს მდინარეების მიერ ჩატანილ ტივტივა …

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  

ქედის პატარა სოფელ ჭინკაძეებში ახლაც არ იციან, გაგრძელდება თუ არა კლდის აფეთქება ისევ. 31 ოქტომბრის საღამოს, მორიგი აფეთქების დროს ასხლეტილმა ქვამ ამ სოფელში, ერთ-ერთი სახლის ეზოში 6 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევიდან მეორე დღეს გამოძიებამ სამი მუშა დააკავა. პასუხისგებაში არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ მიუციათ. პასუხი არც რომელიმე საჯარო უწყებისთვის მოუთხოვია ვინმეს – უნებართვოდ …

ქობულეთის სანაპიროს ზღვის სეზონისთვის სანახევროდაც ვერ აღადგენენ

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქობულეთში გასამაგრებელი სანაპირო ზოლის სიგრძე 1900 მეტრია. ბულვარის, სულ მცირე, 700- მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და დანარჩენი 1200-მეტრიანი მონაკვეთის დროებითი კეთილმოწყობა კი, 2018 წლის 15 ივნისამდე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ფონდის ადრინდელი გათვლებით, სანაპიროს სრული რეაბილიტაცია 2 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც 8 მილიონამდე ლარი იყო გათვალისწინებული. „ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოსაწყობად საჭირო …

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2 549 330 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების 80 პროცენტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. შესაბამის შესყიდვაზე ტენდერი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ობსერვატორიის რეაბილიტაცია სხვადასხვა სამუშაოებს გულისხმობს, მათ შორის, დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამსართულიანი ტერასული შენობის გადაგეგმარებას. რეაბილიტაციის შემდეგ, ობსერვატორიის პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა მცირე კაფე …

10 – მილიონიანი ტენდერი ჭორვილას წყალსადენის მოსაწყობად

მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭორვილასა და საირხეს წყალსადენის მოსაწყობად სატენდერო წინადადებაზე მოწვევის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. შესყიდვის ბიუჯეტი 10 მილიონ 874 ათას 147 ლარია. სატენდერო წინადადების მიხედვით პროექტი ითვალისწინებს საიხისა და ჭორვილასთვის წყლის მიწოდებას მდინარე ყვირილას მარჯვნივ მდებარე რაჭის ქედიდან. პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების სათავე ნაგებობებიდან, მაგისტრალური 250მმ მაღალი წნევის მილსადენით წყალი მიეწოდება საირხისა …

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრება თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს. ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მომავალი წლის იანვარში დაიწყება და …

Exit mobile version