აჭარის რეგიონში მდებარე ონკოლოგიაში 60-წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი „ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით. ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის სხივურ თერაპიას. ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საქართველოში ერთადერთი, თანამედროვე, დახვეწილი, კლინიკურხაზოვანი ამაჩქარებლით …
Tag Archives: მედცენტრი
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა თქვენ სამსახურში
ონკოლოგიაში 60-წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი -„ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აჭარაში აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით. კლინიკაა აქვს მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გამორჩეულია პაციენტებზე მორგებული კომფორტული, უსაფრთხო გარემოთი. ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი აღჭურვილია ონკოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკაში ოქროს სტანდარტად აღიარებული პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით – PET-CT …
Continue reading “ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა თქვენ სამსახურში”
რა არის თავბრუსხვევა?
თავბრუსხვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელსაც აღნიშნავენ ადამიანები ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით კი – ხანდაზმულობისას. თავბრუსხვევა უფრო სიმპტომია, ვიდრე დაავადება ამ დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ მის გარშემო ყველაფერი მოძრაობს ან ბრუნავს, ან თვითონ მოძრაობს, ანუ აქვს მოძრაობის ილუზია. თავბრუსხვევის სიმპტომად ადამიანები ასახელებენ ასევე წონასწორობის დარღვევას, გულისწასვლის ან შფოთვის შეგრძნებებს, თუმცა ჭეშმარიტი თავბრუსხვევა ანუ ვერტიგო არის …
ინსულტის მკურნალობა თრომბოლიზისით
რა არის ინსულტი, რა სიმპტომებით ხასიათდება, შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან არიდება, როდის უნდა მივმართოთ ექიმს – ამ და სხვა ინსულტთან დაკავშირებულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხები აქვს ჯამბულ მაკარაძეს, ნევროლოგს, მედიცინის დოქტორს, „მედცენტრის“ ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელს. რა არის თრომბოლიზისი? თრომბოლიზისი გულისხმობს იშემიური ინსულტის პირველივე საათებში ინტრავენურად ისეთი ნივთიერების შეყვანას (ალტეპლაზა), რომელსაც აქვს თრომბის დაშლის და არტერიაში …
რა ასუსტებს ძვლებს და რით შეიძლება დავიზღვიოთ თავი მოტეხილობისგან
დადგენილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ძვლები იფიტება და უფრო მყიფე ხდება. ეს ძირითადად განპირობებულია ორგანიზმიდან კალციუმის ინტენსიურად გამორეცხვით, რაც 35 წლის ასაკის შემდეგ აქტიურდება. ეს თვისება ყველასთვის დამახასიათებელია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს უფრო მკაფიოდ უვლინდება და ოსტეოპოროზი უვითარდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ აჭარის რეგიონში, ჩატარებული კვლევებით, ყოველ მეორე ბავშვს ძვლის სიმკვრივე ნორმალურ მაჩვენებელზე დაბალი აქვს. …
Continue reading “რა ასუსტებს ძვლებს და რით შეიძლება დავიზღვიოთ თავი მოტეხილობისგან”
გარდაიცვალა ექიმი ვაჟა ბაღოშვილი
მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი, ლორ – ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი ვაჟა ბაღოშვილი. ის 1989 წლიდან დღემდე იყო ჩვენი კლინიკის ლორ-ონკოლოგი. ვაჟა ბაღოშვილი იყო 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი,მათ შორის ოთხი ფრანგულ და ერთი ესპანურ ენებზე. ოთხი მეთოდური რეკომენდაციისა და 2 რაციონალური წინადადების ავტორი. იგი 1939 წლის 22 იანვარს დაიბადა. …
“მედცენტრის” ონკოლოგები ქალებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ
ხვალ 22 ოქტომბერს, კლინიკა „მედცენტრის“ ონკოლოგები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის – ვარდისფერი ოქტომბერის ფარგლებში. აქციის მიზანი საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სკრინინგის, ადრეული დიაგნოსტირების და პროფილაქტიკის მიზნით კვლევების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. აქციის ფარგლებში, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, ქალბატონებს შესაძლებლობა ექნებათ სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა ჩაიტარონ უფასოდ! 40 წლის …
Continue reading ““მედცენტრის” ონკოლოგები ქალებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ”
როგორ არიან ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ადამიანები
ბათუმში, ნანგრევებიდან გამოყვანილ კაცს სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება ექიმებმა უკვე გაუწიეს და მას კვლევები უტარდება, ნანგრევებიდან გამოყვანილი ქალის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. საუბარია 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შედეგად დაშავებულებზე. ამ დრომდე ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველები დაახლოებით 15-მდე ადამიანს ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს. ნანგრევებიდან გამოყვანილი 36 წლის კაცი კლინიკა „მედცენტრშია“ …
Continue reading “როგორ არიან ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ადამიანები”
არითმიები და მათი მკურნალობის მეთოდები
რა არის არითმია, რა იწვევს მას და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს? – ჩვენს კითხვებს მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ “მედცენტრის” კარდიოლოგმა, არითმოლოგმა გურამ მაჩიტიძემ უპასუხა. როგორია ნორმალური გულისცემა? ჯანმრთელი ადამიანის გული ყოველდღიურად იკუმშება დაახლოებით 100 000-ჯერ და ტუმბავს 7200 ლიტრ სისხლს სხეულში. ცხოვრების 70 წლის მანძილზე ადამიანის გული სცემს საშუალოდ 2,5 მილიარდჯერ. ექიმები ჯანმრთელ გულისცემას წუთში მისი …
რატომ ავადობენ ხშირად ბავშვები – ექიმის რჩევები
რატომ ავადობენ ხშირად ბავშვები, როდის უნდა გამოვიკვლიოთ და როგორ უნდა დავიწყოთ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხა ირინა ქოქოლაძემ, მეცნიერებათა დოქტორმა, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ პედიატრმა. ბავშვის ხშირად ავადობა როდის შეიძლება მივიჩნიოთ ნორმად? თუ ბავშვი 1 წლის განმავლობაში ავად ხდება რესპირატორული ინფექციებით ყოველთვიურად, ამასთან სჭირდება მედიკამენტოზური, განსაკუთრებით ანტიბიოტიკოთერაპია, ის ითვლება ხშირად მოავადედ და …
Continue reading “რატომ ავადობენ ხშირად ბავშვები – ექიმის რჩევები”
25 მაისს კლინიკა „მედცენტრში“ ონკოლოგები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ
25 მაისს „მედცენტრში“ ღია კარის დღეა! კლინიკის ონკოლოგები მემედ ჯინჭარაძე, ჯემალ შოთაძე, მზია ხალვაში, ქეთი ასანიძე , ხათუნა შოთაძე, შორენა ზოსიძე და ნინო სემიონოვა უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ! მის.: ბათუმი, პუშკინის N118 დაგვიკავშირდით: 596 22 60 60
რატომ არის მნიშვნელოვანი დედის რძე ახალშობილისთვის – ინტერვიუ პედიატრთან
მეძუძური დედები ხშირად წუხან იმაზე, რომ ჩვილი ძუძუს ვერ წოვს ან ტირის. როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის კვებაზე ზრუნვა? რამდენად მნიშვნელოვანია დედის სიმშვიდე და ფსიქოლოგიური მდგომარეობა? რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ბავშვი ტირის ან სწორად არ იკვებება? – ამ კითხვებზე პედიატრმა ირინა ქოქოლაძემ გვიპასუხა. ირინა ქოქოლაძე გახლავთ პედიატრიის მეცნიერებათა დოქტორი, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ პედიატრი. [checklist] როდის და როგორ უნდა დავიწყოთ ბავშვის კვებაზე ზრუნვა? …
Continue reading “რატომ არის მნიშვნელოვანი დედის რძე ახალშობილისთვის – ინტერვიუ პედიატრთან”
რა იწვევს სმენის დაქვეითებას და აქვს თუ არა ასაკს გავლენა
თანამედროვე სამყაროში სხვა დაავადებების გავრცელებასთან ერთად მოიმატა სმენის დაქვეითების ფაქტებმაც. ახალგაზრდების მიერ ყურსასმენების გამოყენება, ხმამაღალი მუსიკის მოსმენა, ხმაურიანი გარემო, ვიბრაცია სმენის დაქვეითებას იწვევს. მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ “მედცენტრის” ოტორინოლარინგოლოგი, სურდოლოგი და სმენის აპარატების სპეციალისტი ეკატერინე ჩიგოგიძე მოგვიყვება, რა იწვევს სმენის გაუარესებას და რა საშუალებები არსებობს მისი გაუმჯობესებისთვის. [checklist] რა იწვევს სმენის დაქვეითებას? ასაკის მატებასთან ერთად უნდა ველოდოთ, …
Continue reading “რა იწვევს სმენის დაქვეითებას და აქვს თუ არა ასაკს გავლენა”
როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია – ექიმის რჩევები
ბავშვებსა და ზრდასრულებში ხშირია სასუნთქი გზების ანომალია და ანგინა. არის შემთხვევები, როდესაც გვგონია ღამით პირღია ძილი, სუნთქვის გართულება დროთა განმავლობაში გაივლის და ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლად სუნთქვა? არასწორი სუნთქვა რამდენად აფერხებს ადამიანის გონებრივ განვითარებას? როდის და რატომ არის საჭირო ანტისტრეპტოლიზინის განსაზღვრა სისხლში და როგორ უნდა მოვიქცეთ მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში? როდის არის გარდაუვალი გლანდების …
Continue reading “როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია – ექიმის რჩევები”
რას სთავაზობს მედცენტრის უროლოგიის განყოფილება პაციენტებს
ჰოსპიტალ „მედცენტრის“უროლოგიის დეპარტამენტი ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ეფექტური მკურნალობისა და ოპერაციული ჩარევების საშუალებას იძლევა. „მედცენტრის“ უროლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობენ შემდეგ დაავადებებს: საშარდე გზების ინფექციები ანთებითი დაავადებები (როგორიცაა: პროსტატიტი, ცისტიტი, ურეთრიტი და ა.შ); შარდის ურგენტული შეუკავებლობა რაც შეეხება ოპერაციულ მომსახურებას, ტარდება: მცირეინვაზიური ლაპარასკოპიული მკურნალობა ონკოუროლოგიური დაავადებების დროს შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა ლაზერით ღია ქირურგიული მეთოდით მკურნალობა მასშტაბური ონკოლოგიური …
Continue reading “რას სთავაზობს მედცენტრის უროლოგიის განყოფილება პაციენტებს”
მედცენტრი -„ვისაც სისხლის გაღების სურვილი აქვს, ამისთვის უსაფრთხო გარემოს ვთავაზობთ“
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს, სამწუხაროდ, სისხლის მარაგების ნაკლებობაც დაემატა. რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა. პრობლემები იქმნება სისხლის მარაგების მხრივ. სისხლი ყოველთვის საჭიროა, ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ჯანმრთელია და აქვს ამის ფიზიკური შესაძლებლობა, დავუკავშირდეთ უახლოეს სისხლის სადგურებს, კარგი იქნება, თუ სისხლს ჩავაბარებთ, ეს ქვეყანას ყოველთვის …
„მედცენტრში“ სისხლის ბანკმა დაიწყო ფუნქციონირება
მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ სისხლის ბანკმა დაიწყო ფუნქციონირება. 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მოგვმართოს და გახდეს უანგარო დონორი. ვინ შეიძლება იყოს დონორი [checklist] ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ინფექციური დაავადება, არ ჰქონია კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან, არ არის დისპანსერულ აღრიცხვაზე – ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ! [/checklist] რა პროცედურას გადის სისხლის უანგაროდ გაღების მსურველი [checklist] ექიმი …
Continue reading “„მედცენტრში“ სისხლის ბანკმა დაიწყო ფუნქციონირება”
თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბათუმში
ოფთალმოლოგიის განყოფილება მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ დაარსების დღიდან არსებობს. აქ მსოფლიო ოფთალმოლოგიის განვითარების პარალელურად ყოველწლიურად ინერგება სიახლეები, განყოფილება უმაღლესი ხარისხის თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და მუდმივად მზადაა თვალის თითქმის ნებისმიერი პრობლემის მქონე პაციენტების მისაღებად. კლინიკა ,,მედცენტრში” თვალის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ ოფთალმოლოგი თამარ გოგიტიძე საუბრობს – ერთადერთი ოფთალმოლოგი საქართველოში, რომელსაც ოფთალმოლოგიის საერთაშორისო საბჭოს გამოცდა აქვს …
Continue reading “თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბათუმში”
მესამე სტადიის ძუძუს კიბოსგან განკურნების მაგალითები – რა არის ტარგენტული თერაპია
ქალებში ძუძუს, მამაკაცებში კი ფილტვისა და პროსტატის კიბო მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში არც ერთი მათგანი განაჩენი აღარ არის, არაუმეტეს თუ დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება. ონკოლოგიური დაავადებების ვერაგობა გამოიხატება იმაშიც, რომ სიმსივნური უჯრედები უსიმპტომოდ პროგრესირებს და დაავადებაზე პაციენტებს ეჭვი მიაქვთ მაშინ, როცა პროცესი შორსაა წასული. შესაბამისად, დროული დიაგნოსტირებისთვის საჭიროა მოსახლეობამ მიიღოს …
Continue reading “მესამე სტადიის ძუძუს კიბოსგან განკურნების მაგალითები – რა არის ტარგენტული თერაპია”
კრიტიკული მედიცინა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად
როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება და ყველა წუთი გადამწყვეტია, ექიმების სწრაფ რეაგირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ჰოსპიტალში გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის განყოფილებები ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, სადაც ყოველდღე იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ გადაუდებელი (ემერჯენსის) და რეანიმაციული განყოფილებები ერთ, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ერთიანდებიან. აქ ყოველდღე 50-მდე ადამიანი – ექიმები, ექთნები და …
Continue reading “კრიტიკული მედიცინა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად”
დააკავეს პირი, რომელიც ექიმს მოკვლით ემუქრებოდა
დღეს, 14 დეკემბერს, დააკავეს პირი, რომელიც ბათუმის “მედცენტრის” ექიმს ზვიად ბახტაძეს მოკვლით ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მუქარის ბრალდებითაა დაკავებული. ზვიად ბახტაძის თქმით, მას ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილი 12 დეკემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში დანით შეიარაღებული შეუვარდა და მოკვლით ემუქრებოდა. დღეს, 14 დეკემბერს, ზვიად ბახტაძის მხარდასაჭერად ექიმებმა “მედცენტრთან” აქცია გამართეს. ამ დრომდე გამოძიება არ დასრულებულა კიდევ …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელიც ექიმს მოკვლით ემუქრებოდა”
ექიმების საპროტესტო აქცია ბათუმში: ლინჩის წესია? – გამოიძიეთ ექიმზე თავდასხმა
ბათუმელი ექიმები დღეს, 14 დეკემბერს, კლინიკა ,,მედცენტრთან” ექიმებზე ზეწოლის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. აქცია ექიმებმა მას შემდეგ დაგეგმეს, როცა გარდაცვლილი პაციენტის ახლობელი ექიმ ზვიად ბახტაძეს თავს დაესხა. ექიმის თქმით, ეს ფაქტი 12 დეკემბერს მოხდა. ექიმი ზვიად ბახტაძე ბათუმის „მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსია. მისი თქმით, დანით შეიარაღებული ადამიანი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი უფლებები და …
Continue reading “ექიმების საპროტესტო აქცია ბათუმში: ლინჩის წესია? – გამოიძიეთ ექიმზე თავდასხმა”
ექიმი: გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შემომივარდა რეანიმაციაში
„გუშინ, დღის ორი საათი იყო, რეანიმაციულ განყოფილებაში შემოვარდა მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილია“ – ამბობს ბათუმის „მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ზვიად ბახტაძე. ექიმის თქმით, შეიარაღებული ადამიანი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს. „რეანიმაციაში ვუთხარი, რომ უნდა დამლოდებოდა გარეთ და გავიდა,“ – განაგრძობს ზვიად ბახტაძე, – „აღმოჩნდა, რომ თურმე შემოპარული ყოფილა საშვის გარეშე და ამასობაში ამოვიდნენ …
Continue reading “ექიმი: გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შემომივარდა რეანიმაციაში”
როგორ ავირიდოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – მკურნალობა უახლესი მეთოდებით
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებები პირველ ადგილს იკავებს სიკვდილის მიზეზებს შორის. არსებობს გულ-სისხლძარღვთა 50-ზე მეტი დაავადება, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი სისხლის წნევის მატება, გულის იშემიური, კორონარული დაავადებები და თავის ტვინის ინსულტია. როგორ ავირიდოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იმის გათვალისწინებით, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევი უპირველესი ფაქტორია მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის შესახებ. …
Continue reading “როგორ ავირიდოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – მკურნალობა უახლესი მეთოდებით”
„გადამწყვეტია პირველი საათები“- ყველაფერი, რაც ინსულტზე უნდა ვიცოდეთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ავადდება ინსულტით. კვლევები აჩვენებს, რომ ინსულტით ყველაზე ხშირად განვითარებად ქვეყნებში ავადდებიან. მსოფლიოში ინსულტის შემთხვევების ორი მესამედი სწორედ განვითარებად სამყაროზე მოდის, თუმცა ინსულტი გლობალური პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, სადაც მედიცინა კარგადაა განვითარებული. რა იწვევს ინსულტს, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს ამ დროს და …
Continue reading “„გადამწყვეტია პირველი საათები“- ყველაფერი, რაც ინსულტზე უნდა ვიცოდეთ”
სიახლეებსა და თანამედროვე მეთოდებზე ორიენტირებული ჰოსპიტალი ბათუმში
ბათუმი, პუშკინის 118 – ამ მისამართზე მდებარე მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის, „მედცენტრის“ ისტორია ათწლეულებს ითვლის, თუმცა 2012 წელს ამ სამედიცინო დაწესებულების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო – შენობას ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია, განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი, დაინერგა ახალი მიმართულებები, ხოლო, როგორც მაღალტექნოლოგიურმა, მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ, „მედცენტრის“ სახელწოდებით, ჰოსპიტალმა 2018 წლის მაისიდან დაიწყო მუშაობა. ჰოსპიტალში 160 ექიმი მუშაობს იმისათვის, …
Continue reading “სიახლეებსა და თანამედროვე მეთოდებზე ორიენტირებული ჰოსპიტალი ბათუმში”
ლიეტუველი ტურისტი, რომელიც მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, მართვით სუნთქვაზეა
ლიეტუველი ტურისტი, რომელიც გუშინ, 31 ივლისს, მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამედიცინო კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა 31 ივლისს, ბათუმის ძველი ბულვართან ახლოს მოხდა – ტურისტს, რომელიც ზღვიდან ვერ გამოდიოდა, მაშველები დაეხმარნენ. ლიეტუველი ტურისტი ბათუმში ძმასთან ერთად არის ჩამოსული დასასვენებლად. კლინიკა „მედცენტრის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკაში …
Continue reading “ლიეტუველი ტურისტი, რომელიც მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, მართვით სუნთქვაზეა”
ექიმი ამბობს, რომ ქუჩაში თავდამსხმელებმა მძიმედ დააზიანეს, გამოძიება კი არავის აკავებს
„მას შემდეგ, რაც ეს პირები ამოვიცანი, ერთი თვე გავიდა. გამოძიება არავის აკავებს. გამომძიებელმა მითხრა, რომ შვებულებაში გავიდა და ჩემს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს…“ – გვიყვება ექიმი, კლინიკა „მედცენტრის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ბახტაძე. მას 20 მაისს, დღის 2 საათზე, კლინიკის წინ მდებარე სკოლის ეზოში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „შესვენებაზე გამოვედი, რაღაც …
ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო
ბათუმში 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. მელანო ფუტკარაძე გუშინ ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პრეტენზია „რეფერალურ ჰოსპიტალთან“ აქვთ, სადაც პაციენტი თავდაპირველად მივიდა. „მას არასწორი დიაგნოზი „რეფერალურში“ დაუსვეს, ვერ მიხვდნენ რა იყო და სახლში გამოუშვეს, საგანგაშო არაფერია, გაუარა ტკივილმაო,“ – ამბობს გარდაცვლილი გოგოს ბიძია, ნოდარ ქათამაძე. …
Continue reading “ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო”
11 წლის გიორგის სანტასთვის მიწერილ წერილს კლინიკა „მედცენტრი“ გამოეხმაურა
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მცხოვრები 11 წლის გიორგის სანტასთვის მიწერილ წერილს, „ბათუმელები“ 21 დეკემბერს გამოეხმაურა. წერილში გიორგი დახმარებას ითხოვდა თავისი 4 წლის დის, მარიამისთვის. მარიამს ექვსი თვის წინ ძაღლმა ცხვირის ნესტო მოაჭამა. ოჯახმა მარიამს ოპერაცია ვერ გაუკეთა. „ბაღში ბავშვები დასცინიან ამის გამო“, – წერდა გიორგი. დღეს, 25 დეკემბერს, მარიამი და მისი ოჯახი კლინიკა „მედცენტრის“ ექიმებმა …
Continue reading “11 წლის გიორგის სანტასთვის მიწერილ წერილს კლინიკა „მედცენტრი“ გამოეხმაურა”