მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ სისხლის ბანკმა დაიწყო ფუნქციონირება.
18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მოგვმართოს და გახდეს უანგარო დონორი.
[checklist]
- ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ინფექციური დაავადება, არ ჰქონია კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან, არ არის დისპანსერულ აღრიცხვაზე – ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ!
[/checklist]
[checklist]
- ექიმი სამედიცინო კითხვარის მიხედვით გაესაუბრება დონორს
- ხდება პირველადი სამედიცინო დათვალიერება
- კეთდება მოკლე ანამნეზი
- მოწმდება წონა, ტემპერატურა და პულსი
[/checklist]
აღებული სისხლის ნიმუშის მიხედვით განისაზღვრება: ჰემოგლობინი, სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორები.
ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, დონორი გადადის დონაციის ოთახში.
„მედცენტრის“ სისხლის ბანკში ხდება სისხლის აღება, დამუშავება, შენახვა და გაცემა.
სამუშაო საათები: 10-დან 18 სთ-მდე
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
თქვენ შეგიძლიათ სიცოცხლის გადარჩენა!