მთავარი,სიახლეები

როგორ არიან ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ადამიანები

09.10.2021 • 3282
როგორ არიან ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ადამიანები

ბათუმში, ნანგრევებიდან გამოყვანილ კაცს სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება ექიმებმა უკვე გაუწიეს და მას კვლევები უტარდება, ნანგრევებიდან გამოყვანილი ქალის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.

საუბარია 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შედეგად დაშავებულებზე.

ამ დრომდე ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველები დაახლოებით 15-მდე ადამიანს ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს.

ნანგრევებიდან გამოყვანილი 36 წლის კაცი კლინიკა „მედცენტრშია“ მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, დეა ქაჯაიას თქმით, დაშავებულს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა და მარცხენა კოჭის არეში ღია მოტეხილობა. „მედცენტრის“ ინფორმაციით, პაციენტს უტარდება საჭირო კვლევები.

ნანგრევებიდან ამოყვანილ ქალს კი რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობენ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: