ბათუმში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფასი 1 ლარამდე გაიზარდა

დღეს, პირველ ოქტომბერს მკითხველმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა ფოტო, რომელზეც ბათუმში მგზავრობის გაძვირების შესახებ განცხადებაა აღბეჭდილი და ინფორმაციის გადამოწმება გვთხოვა. ბათუმის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელი კომპანიების შპს „ჯორჯია ტრანსისა“ და „სონაგოს“ წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კომპანიამ მგზავრობის ფასი ერთ ლარამდე გააძვირა. მიზეზად მან საწვავის ფასის გაზრდა დაგვისახელა.  „დიახ, დღეიდან გაძვირდა, კომპანიები ვადგენთ ფასს. ადრე მერია …

ბათუმის ავტობუსებში კონტროლიორებს სამხრე კამერები ექნებათ ბილეთის შემოწმებისას

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტში სამხრე კამერებით აღჭურვილი კონტროლიორები იქნებიან, რომლებიც უბილეთო მგზავრებს გააკონტროლებენ. „კონკრეტულ ლოკაციაზე მომუშავე კონტროლიორების ჯგუფიდან კამერით აღიჭურვება ერთი თანამშრომელი, რომელიც პროცესის ვიდეოფიქსაციას განახორციელებს. ახალი სისტემა უზრუნველყოფს მგზავრთა უფლებების დაცვასა და  სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას“ – წერს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია. ინსპექციის ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში  საფასურის გარეშე …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „თიბისის“ ბარათებითაც გადაიხდით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „საქართველოს ბანკისა“ და სპეციალური პლასტიკური ბარათების გარდა მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე „თიბისი“ ბანკის ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. „დაემატა „თიბისი“, არის „საქართველოს ბანკი“ და საერთაშორისო ბანკებიც. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეების 90 პროცენტს უკვე შესაძლებლობა აქვს მგზავრობის საფასური პირადი ბარათით გადაიხადოს. „ლიბერთი ბანკს“ რაც შეეხება, ვისაც ამ ბანკის ბარათები აქვს, ისინი ჩვენთან ისედაც …

როცა კონტროლიორი ავტობუსს აჩერებს, შენ კი გაგვიანდება – რას პასუხობს ბათუმის მერია

„ხომ არ გიფიქრიათ, რომ კონტროლიორები გაჩერებაზე კი არ ამოწმებდნენ ბარათებს, არამედ ერთი გაჩერებიდან მეორემდე მაინც იმგზავრონ და პარალელურად შეამოწმონ? დილით ყველას გვაგვიანდება, ამ დროს კი დანიშნულების ადგილამდე ორჯერ მაინც ჩერდება ავტობუსი ბარათების შესამოწმებლად“, – ეს ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციაზე დაუკომენტარეს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მათსავე ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. „ავტოტრანსპორტს“ კომენტარზე პასუხი არ გაუცია. კონტროლიორები კი, რომლებსაც მგზავრები ანალოგიურ კითხვებს …

როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადახდა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განუცხადეს. „მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სხვადასხვა ბანკთან მოლაპარაკებებს „საქართველოს ბანკი“ აწარმოებს და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სავარაუდოდ, იანვრის თვის ბოლოს, ველოდებით, რომ გადახდა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი“, – გვითხრეს ავტოტრანსპორტში. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის …

რომელი ბარათებით შეიძლება ბათუმის ავტობუსებში გადახდა და როდის აჭრის 80 თეთრს

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალ აპარატებს ამონტაჟებენ, თუმცა გადახდის წესი ჯერ არ შეცვლილა. არ იცვლება მგზავრობის ფასიც და ერთი მგზავრობა 30 თეთრია. ახალი აპარატებით მგზავრობის საფასურის გადახდა ისევ იმ პლასტიკური ბარათებითაა შესაძლებელი, რომლებითაც ამ დრომდე ვიხდიდით. ამ ბარათების [მათ შორის საქართველოს ბანკის ბარათების] გარდა, სხვა ქართული ბანკების პლასტიკური ბარათებით გადახდა ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი. არის …

ბათუმის ავტობუსებში ახალ აპარატებს ამონტაჟებენ – მალე გადახდას ნებისმიერი ბარათით შეძლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი აპარატების დამონტაჟება დაწყებულია და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება. ახალი აპარატებით მგზავრებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის საფასური საქართველოს ბანკის ბარათების გარდა უკონტაქტო ტიპის, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათის მეშვეობითაც გადაიხადონ. „ახალი ვალიდატორების მეშვეობით, მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა Visa და MasterCard-ის ტიპის, უკონტაქტო ბარათის მფლობელ საერთაშორისო ვიზიტორებსაც შეეძლებათ.“ – აცხადებენ …

ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა შეცვალა

ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა იცვლება. ახალი სქემა ქალაქის მერიამ ბათუმის საკრებულოს უკვე წარუდგინა. საკითხს საკრებულო დღეს, 31 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს. სამარშრუტო მიკროავტობუსების ახალი სქემა საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ამოქმედდება. „ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსების სამარშრუტო ხაზების სქემებში შევიდა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები სრულად აკმაყოფილებს და მორგებულია მგზავრების მოთხოვნებზე.“ – აღნიშნულია …

ბათუმში მგზავრობის ფასი უნდა გაძვირდეს 70 თეთრამდე? – ინტერვიუ მძღოლთან

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა ისევ 50 თეთრი ღირს. რეალურად კი მგზავრებს მძღოლები 70 თეთრს ახდევინებენ. სატრანსპორტო კომპანიების განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანაში გაძვირდა ყველაფერი, მათ შორის მატარებლით მგზავრობა, საწვავი, პირველადი საჭიროების პროდუქტები, შეუძლებელია მძღოლებმა ძველი ტარიფით გააგრძელონ მუშაობა. მძღოლების თქმით, მაშინ როცა ბათუმის საკრებულომ მგზავრობის ტარიფად 50 თეთრი განსაზღვრა, 1 ლიტრი საწვავი 1,60 ლარი …

ბათუმში მგზავრობა 50 თეთრი ღირს, მაგრამ 70 თეთრს იხდით. რატომ? – ინტერვიუ

ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა 70 თეთრი ღირს, ოღონდ არაოფიციალურად. გასულ თვეში ბათუმის საკრებულომ არ გაზარდა მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური და 2025 წლის პირველ აპრილამდე ბათუმში მგზავრობა, ოფიციალურად, 50 თეთრი უნდა ღირდეს. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბათუმის მერია უწევს ზედამხედველობას. მერია ირწმუნება, რომ კანონდამრღვევ სატრანსპორტო კომპანიებს აჯარიმებს. რეალობა კი ასეთია – მოქალაქეები მგზავრობის საფასურს – 70 თეთრს იხდიან, …

მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი ბათუმში 50 თეთრი რჩება 2025 წლის აპრილამდე

2022 წლის 20 ივნისიდან ძალაში შევიდა საკრებულოს ახალი დადგენილება, რომლითაც, მიკროავტობუსებით მგზავრობის ადრე დამტკიცებული საფასურის [50 თეთრი] მოქმედების ვადა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ბათუმში უკვე მეშვიდე თვეა სამარშრუტო მიკროავტობუსებში მძღოლები მგზავრებს კანონით დადგენილი 50 თეთრის ნაცვლად, თვითნებურად, 70 თეთრს ახდევინებენ. ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კი მერიას საკრებულოსთვის დღემდე არ მიუმართავს, მიუხედავად იმისა, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით განცხადება …

70 თეთრი – ბათუმში თვითნებურად გაზრდილ მგზავრობის ფასს მერია ისევ არ განიხილავს

ბათუმის საკრებულო უახლოეს სხდომაზე მერიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც მიკროავტობუსის მძღოლები 2022 წლის დეკემბრამდე სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასს არ გადაიხდიან. რაც შეეხება მგზავრობის ფასს, ოფიციალურად ის კვლავ 50 თეთრია ბათუმის ფარგლებში, თუმცა მძღოლები გასული წლიდან მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებენ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ერთ მიკროავტობუსზე 20 ლარითაა …

მგზავრობის ფასის თვითნებური გაზრდისთვის კომპანიები წელს 36-ჯერ დავაჯარიმეთ – ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ქალაქის სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებში, მგზავრობის ტარიფის თვითნებური მატებისთვის, პასუხისმგებელი შპს-ების დაჯარიმება ყოველდღიურად ხორციელდება და 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე, უკვე 36 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებს. — სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის …

მგზავრობის 70 თეთრამდე გაზრდისთვის ბათუმში 6 შპს დავაჯარიმეთ – მუნიციპალური ინსპექცია

მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის ბათუმში 2022 წელს ის 6 კომპანია დააჯარიმეს, რომლებსაც ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვს. „ექვსივე შპს დავაჯარიმეთ 100-100 ლარით. გაფრთხილებულებიც არიან და თუ გააგრძელებენ მგზავრებისთვის 70 თეთრის გადახდევინებას, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – გვითხრეს დღეს ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი …

ვისთვის არის მგზავრობა უფასო საქალაქო ავტობუსებით და რა დოკუმენტებია საჭირო

მგზავრები, რომლებიც ბათუმში საქალაქო ავტობუსებით უფასოდ მგზავრობენ, ვალდებულნი არიან თან იქონიონ სპეციალური ელექტრონული ბარათები. „ბარათები ყველა კატეგორიას სჭირდება და ამასთან, სამგზავრო ბარათის გატარება სავალდებულოა. ბანკისთვის ინფორმაცია გადაგზავნილია და ავტომატიურ რეჟიმზე გადაყვანა მოხდება იმ მოქალაქეების, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური შეღავათით. მათ ახალი ბარათების დამზადება არ დასჭირდებათ“, – განაცხადეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე …

პედაგოგები, სტუდენტები – კიდევ ვინ იმგზავრებს უფასოდ საქალაქო ავტობუსებით

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი პროექტით, ყველა ის პირი, ვინც ამ დრომდე საქალაქო ავტობუსებით შეღავათიან ფასად – 15 თეთრად მგზავრობდა, უფასოდ იმგზავრებს. ამასთან, უფასოდ მგზავრობის უფლება შეუნარჩუნდება ყველა იმ კატეგორიის მგზავრს, რომლებიც დღესაც უფასოდ მგზავრობენ [შშმ პირები, მოსწავლეები, 0-70 ათასი ქულის მქონე ბენეფიციარები და სხვ.]. მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ფასი ბათუმში 30 თეთრია. პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები, …

მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს ბათუმის მერიის კანცელარიაში 2019 წლის 5 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ.ასათიანის ქ. N25; საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით, M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსის) მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, …

Exit mobile version