რა არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში

„ეს არის დიდი ხვრელი და დასაქმების ბუდე „ქართული ოცნებისთვის“ – ეს ფრაზა დღევანდელ შეხვედრაზე ლევან ანთაძემ რამდენჯერმე თქვა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა, რომელიც ხვალ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ააიპ-ებია, სადაც 14.3 მილიონი ლარი მხოლოდ ხელფასებისთვის დაიხარჯება. „არსებობს ააიპ-ები, სადაც ადმინისტრირებაში იმაზე მეტი …

რატომ არ უძღვნის ბრიფინგებს ლადო მგალობლიშვილი ასლან აბაშიძეს

რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლამდე გაწეულ სარესტორნო ხარჯებზე ისაუბროს ახლა და არა, მაგალითად, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაზე? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს წევრ ლადო მგალობლიშვილის მის მიერვე მოწვეული ბრიფინგის დასრულების შემდეგ დაუსვა. დეპუტატმა ბრიფინგი გამართა იმაზე, თუ რამდენად მეტს ხარჯავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ენმ [2003-2012 წლები], ვიდრე დღეს ხარჯავს „ქართული ოცნება“. „მაგ ლოგიკით უნდა …

ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მერიამ ვერ დახარჯა

ბათუმის მერიამ ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან 792 ათასი ლარი ვერ დახარჯა. საუბარია ბონის დასახლების ქუჩების ნაწილზე, სადაც პროგრამით დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელდა. თემის განხილვას საკრებულოს სხდომაზე დღეს, 29 ნოემბერს ხმაური მოჰყვა. „ეს არის კანონის დარღვევა. არ შეიძლება ცვლილებები სამუშაოს განხორციელების შემდეგ. თუ საჭირო იყო ეს ცვლილებები, თავიდანვე რატომ არ მოხდა მისი გათვალისწინება?“ – იკითხა ლევან …

პრემიები და დანამატები აჭარის მთავრობაში – ენმ-ს ბრიფინგი

„ესენი არიან ბიუჯეტის ფაროსანები,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს, 24 ნოემბერს,  პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს აჭარის მთავრობაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რეზო ხარაზის თქმით, „აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ ასრულებს დაპირებას იმის შესახებ, რომ იგი დანამატს არ აიღებდა“. „ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ეს …

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის პარტიული ოფისის შენობა გაყიდა

პარტიული ოფისის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ეკუთვნის. მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე სამსართულიანი შენობა პარტიამ გაყიდა. პარტიის ოფისში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობა წინასაარჩევნოდ, ფინანსური საჭიროების გამო გაყიდეს. თუმცა შენობის ნაწილი გასული წლის დეკემბერშია გაყიდული. „ეს იყო ჩვენი საკუთრება და გავყიდეთ. დროებით ვრჩებით ამ ოფისში და, სავარაუდოდ, ახალ …

ენმ-ს მერობის კანდიდატი ქედაში მომავალ გეგმებსა და იმ პერიოდზე, როცა თავად იყო გამგებელი

ირაკლი ბარამიძე ქედის მერობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. წინასაარჩევნო გზავნილებზე საუბრის დროს ძირითადად იმ პროექტებზე საუბრობს, რის გაკეთებაც ვერ მოსწრო – ირაკლი ბარამიძე 2009-2012 წლებში ქედის გამგებელი იყო. შესაბამისად, ყველაზე მეტჯერ მას იმის შესახებ ვკითხეთ, რატომ არ გააკეთეთ ეს მაშინ, როცა გამგებელი იყო? ბატონო ირაკლი, თქვენ ქედის გამგებელი იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რატომ გსურთ …

რა შეიცვალა ენმ-დან ევროპულ საქართველოში გადასვლით – მერობის კანდიდატის ხედვები

  „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფის შემდეგ პეტრე ზამბახიძე პარტიიდან წასულებს, უგულავა-ბოკერიას ფლანგს შეუერთდა. მათ საკუთარი პარტია – „ევროპული საქართველო“ შექმნეს. პარტია, რომელთანაც წლების მანძილზე ურთიერთობა აკავშირებდა, მისივე განმარტებით,  რიგ საკითხებთან მიმართებაში „განსხვავებული პოზიციების გამო“ დატოვა. 2012 წლამდე პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით სამი მოწვევის უმაღლესი წევრი იყო. ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოშიც ის ამ პარტიის კვოტით მოხვდა. 2017 …

ენმ-მ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფოტომასალა გაასაჯაროვა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატების შეხვედრების ამსახველი ფოტო მასალა წარმოადგინა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. „ამ კადრებში ჩანს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართულები საარჩევნო ოლქის წევრები, გამგეობის სამსახურის უფროსები, სკოლის დირექტორები და ასე შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ისინი აკეთებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რაშიც ხელფასს იღებენ, მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის აგიტაციაში. …

ენმ-ს სიის პირველი ნომერი ხელავაჩაურში: ეგონათ ივანიშვილი ანგელოზი იყო

„აქამდე ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ანგელოზი იყო და მიხეილ სააკაშვილი კაციჭამია. ახლა პირიქით ფიქრობენ,“ – ასე ხედავს ამომრჩევლის განწყობას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი – მიხეილ ბოლქვაძე. ამავე პარტიის მერობის კანდიდატისგან განსხვავებით, იგი ხელვაჩაურში პრემიების გაუქმებას არ აპირებს და ამბობს, რომ პრემიას მხოლოდ წამახალისებელი ფუნქცია ექნება. მიხეილ ბოლქვაძე ბოლო ორი მოწვევის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. …

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის ურბანულ განვითარებაზე ისაუბრა, რის შემდეგაც მან აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის შეკითხვას ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. „ … როდის შეიქმნა ზოგადად საქართველოში ეს პრობლემა? საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტული ქვეყანა, მათ შორის ბათუმი.  ეს თემა წამოვიდა 2012 წლიდან, რატომ?  იმიტომ, რომ მოხდა მისი [თემის] პოლიტიზირება. …

ენმ მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს

მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე ბათუმის საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. პარტიამ შესაბამისი სარჩელით დღეს, 2 ოქტომბერს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამავდროულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო რეესტრში შეიტანა განცხადება – სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საქმისწარმოების შესაჩერებლად. მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მიიჩნევს, რომ საკრებულომ პლაჟის გასხვისებით …

ენმ-ს სააგიტაციო ბუკლეტი ამომრჩევლის ბარათთან ერთად – პარტიამ წარმომადგენელი კომისიიდან გაუშვა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ აძლევს საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ბუკლეტს ამომრჩევლის ბარათთან ერთად. ამომრჩეველი კომისიის წევრს ეკითხება, აქვს თუ არა მას სააგიტაციო მასალის გავრცელების უფლება. კომისიის წევრი ამომრჩეველს პასუხობს, რომ სააგიტაციო მასალა მას საარჩევნო შტაბში დაურიგეს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ საარჩევნო კომისიის წევრი ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობას“ …

ცნებები: პრემია და დანამატი უნდა გაუქმდეს – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, პირველ რიგში, მიწის პრობლემის მოგვარებას აპირებს, თუმცა ვერ ამბობს, რატომ უნდა ენდოს ხელვაჩაურის მოსახლეობა მას ამჯერად. თეიმურაზ დუმბაძე  2008 წლიდან 2012 წლამდე ხელვაჩაურის გამგებელი იყო. სწორედ ამ დროს შეიქმნა ყველაზე მწვავედ მიწის პრობლემა ხელვაჩაურში, კონკრეტულად კი, გონიოში. თეიმურაზ დუმბაძემ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის პირველ პირად დაბრუნება უნდა არა მხოლოდ იმიტომ, …

ლევან ანთაძე: თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი

„ეს იყო შეცდომა ჩვენი მმართველობის დროს“ და „რა ვნახეთ ამ 5 წლის განმავლობაში?“ – ეს ფრაზები ყველაზე ხშირად ახსენა ინტერვიუს დროს ლევან ანთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა. იგი წინა ხელისუფლების დროს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ლევან ანთაძეს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, სადაც ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, 40-მილიონი სოციალურ …

ლევან ანთაძე: პოლიტიკა ჩემი ჰობი არ არის

მერად არჩევის შემთხვევაში ლევან ანთაძე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე 40 მილიონის დახარჯვას აპირებს სოციალური დაცვის მიმართულებით. ლევან ანთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატია. ბატონო ლევან, რატომ გაგიჩნდათ ბათუმის მერობის სურვილი? 2011 წლიდან შპს „მედ ალფა“-ში ვმუშაობდი და აღარ ვიყავი აქტიური პოლიტიკაში… მერობა გადავწყვიტე, რადგან შვილები მეზრდება და მინდა, ისინი ბათუმში, საქართველოში გაიზარდონ. მეორე …

მე მომწონს ფოსტის შენობა – ლევან ანთაძე კულტურულ მემკვიდრეობაზე

ლევან ანთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი წინაასარჩევნო პროგრამაში საუბრობს კულტურულ მემკვიდრეობაზეც. რა შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაში ძეგლების მიმართ და რას გააკეთებს ამ კუთხით ლევან ანთაძე, თუკი იგი ქალაქის მერად აირჩიეს? ბატონო ლევან, წინასაარჩევნო პროგრამაში საუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობის მოვლაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი დამოკიდებულება ძეგლების მიმართ… დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ? განადგურებას ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ფოსტის …

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიაში პროპორციული საარჩევნო სია დაარეგისტრირა , პარტიის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის ინფორმაციით სია ასე გამოყურება: მირდატ ქამადაძე – პარტიის წევრი, პარტიის ბათუმის საკრებულოს თამჯდომარეობის კანდიდატი. ლევან ანთაძე – ექიმი, აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ნოდარ დუმბაძე – ბათუმის მოქმედი საკრებულოს სამგზის წევრი. კახა კუნჭულია – რაგბისტი …

ენმ: საოლქო კომისიებმა „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიებით მიიღეს გადაწყვეტილება

„ეს კადრები ადასტურებს იმას, რომ საოლქო კომისიები წინასწარ გამზადებული სიების მიხედვით აკეთებენ არჩევანს. პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი კადრების შერჩევის ნაცვლად, საოლქო კომისია „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიით მუშაობს,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო კომისიების სხდომების ამსახველი ვიდეომასალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 6 სექტემბერს წარმოადგინა. საოლქო კომისიებმა თავიანთი წარმომადგენლების შერჩევა საუბნო კომისიებში გუშინ, …

„ივანიშვილისთვის მოპარული ხის“ საქმის განხილვა სასამართლოში

„აჭარის საპატრულო პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა იდგა იქ და უყურებდა, როგორ მიჰქონდათ ხეები უკანონოდ. მე მხოლოდ დახმარებას ვითხოვდი. პირიქით მოხდა – დამაკავეს“ – უთხრა მოსამართლეს ელგუჯა ბაგრატიონმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის და ამ პარტიის კიდევ ერთი წევრი, რევაზ ხარაზი გუშინ ღამით ჩაქვში, ხეების გადატანის დროს დააკავეს – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. …

“ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ხეების გადარგვის დროს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონის და რევაზ ხარაზის დაუყონებლივ გათავისუფლებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია “ნაციონალური მოძრაობიდან”, რევაზ ხარაზი კი, ამავე პარტიის წევრი. ისინი ჩაქვში გუშინ ღამით დააკავეს. “ელგუჯა არის უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი ვალდებულება სწორედ ის იყო, მოეთხოვა ნებართვა, რის საფუძველზე გადაჰქონდათ …

ინიაციატივა პოლიციელების შვებულებისა და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის

„პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს. პარტია კანონპროექტის დარეგისტრირებას საქართველოს პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს გავლით აპირებს. პროექტის მიხედვით, ცვლილებები ძირითადად პენსიაში გასული პოლიციელების ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე მოქმედი პოლიციელების შვებულების სავალდებულო უზრუნველყოფას შეეხება. „ვულოცავთ პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს და მოვითხოვთ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენსიაზე …

ენმ ხეების გადატანაზე საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, შეისწავლონ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის აჭარაში ხეების მოთხრითა და გადატანით მიყენებული ზიანი გარემოზე – ამის შესახებ 22 აპრილს ნინო ჯინჭარაძემ განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა აჭარაში. „ბიძინა ივანიშვილის სურვილებზე დამორჩილებით ხდება ჩვენი რეგიონის ბუნების ხელყოფა, დაზიანება და ლანდშაფტის მიზანმიმართულად განადგურება. აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩვენ მივმართეთ ჩვენს …

რას მიიღებენ გლეხები გაუქმებული აგრობარათების ნაცვლად

სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის აგრობარათების გაუქმებას აპროტესტებენ ხულოში. ვაჩერის ფარგლებში გლეხები მიწის ფართობებს უფასოდ ხნავდნენ, ასევე უფასოდ იძენდნენ სასუქის და სასოფლო-სამეურნეო იარაღის გარკვეულ ოდენობას. „ეს არ იყო ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება, მაგრამ ხულოს გამგეობამ და საკრებულომ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გლეხები დაეცვათ. საჯარო დაპირებები იყო, რომ გლეხებს ალტერნატიულ პროგრამებს შესთავაზებდნენ, მაგრამ გაზაფხული მოვიდა, მიწები დასახნავია, ვაუჩერი კი არ …

წყლის სისტემა ხელვაჩაურის გამგეობისგან და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის გიგინეიშვილების დასახლებაში წყლის სისტემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს მოაწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ აღდგენიდან დღემდე ანუ ორ წელზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდება. „დაახლოებით ნახევარი დღე მოდიოდა ონკანიდან ჟანგიანი, ყვითელი წყალი. მერე მილებიც დასკდა და წყალიც წავიდა,“ – ამბობს ნარგიზ ბეჟანიძე. ის და კიდევ 83 ოჯახი გიგინეიშვილების დასახლებაში ცხოვრობს. „მე ჩემი სახსრებით მოვიყვანე …

რატომ ვერ გაიხსნა 4 საბავშვო ბაღი, რომელიც ხელვაჩაურის გამგეობამ 4 თვის წინ ჩაიბარა

ხელვაჩაურის სოფლებში – ქედქედში, კირნათში, ფერიასა და მახინჯაურში საბავშვო ბაღების ახალი შენობები გამგეობამ გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა. ბაღები დღემდე არ გახსნილა და იქ სარემონტო სამუშაობი გრძელდება. „ჩვენ მოვითხოვთ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასმას. რატომ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, თუკი მშენებლობა დასრულებული არ იყო?“, – განაცხადა მიხეილ ბოლქვაძემ, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. „მშენებლობა დასრულებულია. რაღაც გაფუჭდა და …

აჭარის ფინანსთა სამინისტროს შპს-დან, სავარაუდოდ, 5 მილიონი ლარი მიითვისეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელობას დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება ედება ბრალად. საუბარია ნაგავსაყრის პროექტზე, რომელიც ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის …

რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარჯმა ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით, ასევე მივლინებებისთვის გათვალსწინებული თანხის ჩათვლით, რვა მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, სხვას ამბობს დოკუმენტი, რომელიც მან ბრიფინგზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა. მტკიცებულება საჯარო ინფორმაციაა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს …

ენმ დევნილებისთვის 45-ლარიანი შემწეობის შეჩერების საკითხს ეხმაურება

„დევნილები აპირებენ წერილობით მიმართონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ძალაში არ შევიდეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დევნილთათვის უქმდება 45-ლარიანი შემწეობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი,“ – განაცხადა დღეს, 3 თებერვალს, ბათუმში „ერთიანმა ნაცონალურმა მოძრაობამ“. ოპოზიციური პარტია ასე ეხმაურება დევნილთა ნაწილისათვის 45-ლარიანი შემწეობის შეჩერების საკითხს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამჟამად განიხილავს. „დახმარების მოხსნა დაკავშირებულია სტატუსის მოხსნასთან, …

შუახევში სახლი დაიწვა – გაუწმენდელი გზის გამო სახანძრო ადგილზე ვერ მივიდა

შუახევში, სოფელ კვიახიძეებში, გივი ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შუახევის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სოსლან ზოიძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, ხის ორსართულიანი სახლი დაიწვა, რადგან სახანძრო სამსახურის მანქანა თოვლისგან გაუწმენდელი გზის გამო ადგილზე ვერ მივიდა. სოფელში ამ დრომდე ვერ ავიდა შუახევის გამგებელიც. ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ გზა გაწმენდილიც რომ ყოფილიყო, ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი იქნებოდა: „იმდენად …

ვინ გამოაკლდა დელეგატებს აჭარიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ხვალ ბათუმიდან 733 დელეგატი დაესწრება. „პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლა არ ასახულა აჭარის ორგანიზაციაზე. აქ მხოლოდ ხულოს საკრებულოს ოთხი წევრი და რაულ თავართქილაძე გამოგვაკლდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი. ამ დრომდე „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა პეტრე ზამბახიძეს, უმაღლესი საბჭოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“. მის პარტიიდან წასვლის …

11-ჯერ გადავადებული „გონიოს ხიდის“ აღდგენა

„გონიოს ხიდის“ აღდგენა 2014 წლიდან დღემდე გრძელდება და ვერ სრულდება. თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც კომპანია „ზიმოსა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2015 წლის 28 იანვარს გაფორმდა, სამუშაოები გასული წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ ხელშეკრულებაში 11-ჯერ შევიდა ცვლილება. დღეს მდინარე ჭოროხზე არსებულ „გონიოს ხიდთან“ ბრიფინგი ნოდარ დუმბაძემ გამართა, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და თქვა, …

ქობულეთის გამგეობამ ნახევარ მილიონამდე ლარი პრემიებში დახარჯა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 4 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიისთვის 428 357 ლარი დაიხარჯა. პრემია ხელფასის 100 %-ის ოდენობით მარტში, აპრილში, ივნისსა და აგვისტოში გამგეობაში ყველამ მიიღო, გამგეობის 173-მა თანამშრომელმა. სიის სათავეში ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძეა, რომლის პრემიამაც 4 თვეში 10 600 ლარი შეადგინა. მონაცემები დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგზე გაასაჯაროვა. “როცა გვესმის მთავრობისგან, რომ …

რა დარღვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში

ბათუმში ბრიფინგი გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის აჭარაში ენმ-მა 20 საჩივარი დაწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე გახშირდა როგორც საჯარო მოხელეების, ასევე უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს წევრების მიერ საარჩევნო უბნის ტერიტორიებზე აგიტაციის ჩატარების  ფაქტები. „როგორც საკრებულოს, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრები საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ატარებენ აგიტაციებს. ასევე …

შემაჯამებელი ოქმები სასამართლოს განხილვის დასრულებამდე

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოცემას აპროტესტებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ საოლქო კომისიამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რომლის მიხედვითაც შემაჯემებელი ოქმი საარჩევნო დავების სასამართლოში განხილვის დასრულების შემდეგ უნდა გამოიცეს: “ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია საარჩევნო დავებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საოლქო კომისია არაფრად აგდებს სასამართლოს, ან პირიქით, ისინი ერთობლივად …

გიორგი კირთაძე დაკარგულ ბიულეტენებზე

ბათუმის #69 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სხვადასხვა უბნებზე ბიულეტენების დაკარგვის შესახებ დღეს, 18 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. გიორგი კირთაძის ინფორმაციით #69 საარჩევნო ოლქის 38 უბანზე 777 ბიულეტენი დაიკარგა: „მაგალითად, პირველ უბანში, მივიდა 612 ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში 18 ბიულეტენით ნაკლებია, როცა ყველა ხმა შედგა… ჩვენ მივმართეთ საჩივრით საუბნო საარჩევნო კომისიასაც, …

Exit mobile version