ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი ჩაამტვრიეს

დღეს, 15 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ბათუმის ოფისის შუშის კარი ჩამტვრეული დახვდათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა დაზიანებული ოფისში არსებული ტექნიკა ან წაღებულია თუ არა რაიმე პარტიის ოფისიდან. ეს  არ არის პირველი შემთხვევა,   ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  პარტიის ოფისის კარი ჩამტვრეული ადრეც დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის …

„მიშა ჩამოდი“ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი – რატომ დატოვა „ლელომ“ აქცია ბათუმში

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დატოვეს „ლელოს“ მომხრეებმა. ამის მიზეზი გახდა აქციაზე გამოტანილი ფურცლები წარწერით – „მიშა ჩამოდი“ და შეძახილები აქციაზე  – „მიშა!“ „მიშა!“ აქციის დასრულების შემდეგ ბათუმში, „ლელოს“ ოფისში ბრიფინგზე აჭარაში „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მოწოდება „მიშა ჩამოდი“ მათთან შეუთანხმებელი და მოულოდნელი იყო. მისი თქმით, „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან …

ვარშალომიძე, თედორაძე, ბოლქვაძე – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემოა გაერთიანებული, 23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. გაერთიანების მაჟორიტარი დეპუტატები აჭარაში არიან: ლევან ვარშალომიძე – ბათუმი ბონდო თედორაძე – ქობულეთი  მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო  სრული სია კი ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე — ქუთაისი ნანუკა ჟორჟოლიანი – წყალტუბო ნიკა მელია – გლდანი …

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

არ შედგა ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მიერ წარდგენილი საკითხი უნდა განეხილათ. სხდომაზე მხოლოდ ამ ფრაქციის სამი წევრი მივიდა, შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა. როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომას არ დაესწრო „ოცნების“ უმრავლესობა, ასევე „მრეწველები“ და „კონსერვატორები“. დღეს საკრებულოს დარბაზში არ გამოჩენილან არც ფრაქცია „ბათუმის“ წევრები. ამ ფრაქციას „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, ამ ეტაპზე …

ოპოზიცია „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებულებისთვის ინვესტორის მოძიებას ითხოვს

ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკითხი ბათუმის ამ მოწვევის საკრებულოში დღის წესრიგში პირველად მოხვდა, თუმცა უმრავლესობამ  მის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. უარის მიზეზი იყო მოტივი, რომ კომისია, რომლის შექმნასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ითხოვს, ისედაც შექმნილია და მუშაობს. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია კომისიის შექმნას შპს „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებული ოჯახების შესწავლისა და ახალი ინვესტორის მოზიდვის მიზნით კომპანიასთან …

მე თქვენ დაგასრულებთ, ქუჩაში დარჩებით – გახარია ნაციონალურ მოძრაობას

“ერთი რამ მინდა გითხრათ: არსად წასვლას ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ… თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. ქუჩის ოპოზიცია ხართ და 2020-ში ქუჩაში დარჩებით”, – ეს განცხადება პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გააკეთა პარლამენტში ენმ-ს ფრაქციასთან შეხვედრაზე. “რაც შეეხება ყველაფერ იმას რაც აქ ითქვა, ერთმნიშნელოვნად მინდა აღვნიშო, ეს არის ჩვეულებრივი ენმ-ს სახე: ტყუილი, როცა სიმართლის ჩანაცვლება ხდება. …

„კორუფცია სისტემურია“ – ოპოზიციის ფოტოგამოფენა ბათუმის მერიასთან

„მარტო შვიდი მაღალჩინოსანი კი არა, მთელი სისტემა კორუფციულია,“ – აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 31 მაისს, ბათუმის მერიის წინ იმ პროექტების ამსახველი ინფორმაცია გამოფინა, რომელთა საშუალებითაც, ოპოზიციის აზრით, ფული ხელისუფლებამ მიითვისა. „აქ არის 21 პროექტი გამოფენილი… ბათუმის სასაფლაოების პროექტიდანაც მიითვისეს ფული. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას პროკურატურას. ჯამში 100 მილიონზე მეტი …

„აჭარა უნდა ადუღდეს“ – „ოცნება“ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ზუგდიდში, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და წარადგინა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო თათბირიდან პარტიის შტაბის წევრებმა გამოიტანეს და „ოცნების“ შტაბს მიაწოდეს. თალაკვაძის თქმით, ჩანაწერის მონაწილეები „მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები – სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე …

ემიჯნება თუ არა გია აბულაძე სააკაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას ხულოზე

მიხეილ სააკაშვილის ფრაზას „ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა“, პარტიის სხვა ლიდერები არ ემიჯნებიან. მაგალითად, ასმათ დიასამიძემ თქვა, რომ სააკაშვილი ამავე გამოსვლაში ხულოს მოსახლეობას „მოეფერა“, გია აბულაძე კი ირწმუნება, რომ მხოლოდ ნეპოტიზმზე გაკეთებული განცხადებები მოისმინა. ხულოს სამხატვრო გალერეაში ცოლის დასაქმებას ანზორ ბოლქვაძეც ადასტურებს, თუმცა რატომ არის რიგით …

რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩხუბის მიზეზი გახდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ბათუმის წყლიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია კომპანიის თანამშრომელთა ვინაობისა და ანაზღაურების შესახებ, რომელიც ფრაქციამ ვერ მიიღო. ამავე თემაზე: ენმ ბათუმის მერიის შპს-ებში ნეპოტიზმზე საუბრობს და ინფორმაციას ითხოვს საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე აცხადებდა, რომ ინფრომაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტრონულ ფოსტაზე …

ენმ “ოცნების ქალაქზე”: მთავრობამ ამ ადამიანების დასაქმებაზეც უნდა იზრუნოს

„მკაფიო უნდა იყოს კრიტერიუმი… ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც იქნება დროში გაწერილი,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების აშენების გარდა, იქ მცხოვრები ადამიანების დასაქმებაზეც უნდა იზრუნოს. “ოცნების ქალაქში” საცხოვრებელი კორპუსების აშენების შესახებ აჭარის მთავრობის თამვჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 6 თებერვალს …

ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს „ფარული კადრების საქმეზე“

„ფარული ვიდეოკადრების შენახვის და გავრცელების საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი – ირაკლი ქასრაშვილი დააკავეს. იგი პროფესიით მეზღვაურია და 23 წლისაა. „გაირკვევა ალბათ ყველაფერი. ეს ყველაფერი აბსურდია. ჩემს შვილს ღამის ორ საათზე მიუვიდა რაღაც ვიდეო, მეტი არაფერი ვიცი… როგორც ვიცი, მას ბრალი უკვე წაუყენეს,“ – გვითხრა ირაკლი ქასრაშვილის მამამ, გიორგი ქასრაშვილმა. ამავე საქმეზე დღეს, პირველ თებერვალს, …

როგორ აფასებს საკრებულოს მუშაობას ოპოზიცია – ანგარიში კითხვების გარეშე

წინასაარჩევნოდ საკრებულოს მუშაობა შეაჯამა ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ . ანგარიში ოპოზიციურმა ფრაქციამ მხარდამჭერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კითხვები არ დასმულა. კორუფციის ნიშნები ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც დღეს მირდატ ქამადაძემ, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა. მისი თქმით, კორუფციის ნიშნებს შეიცავდა ახალი ავტობუსების შეძენა, ასევე, …

„მთავრობის თავმჯდომარედ დავაბრუნებდი ლევან ვარშალომიძეს“ – ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან  

გაპრეზიდენტების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძემ უნდა მოითხოვოს, რომ დაიწყოს პროცედურა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოსაცხადებლად, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უნდა აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა – ეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის ხედვაა, რასაც ოპოზიციის კანდიდატს გაპრეზიდენტების შემთხვევაში ურჩევს. ბატონო მურმან, ყოველი არჩევნებისას თქვენ ამომრჩეველთან ახალი შეთავაზებით გიწევთ მისვლა. აქამდე პოლიტიკური გუნდიდან წასვლის შემდეგ ამბობდით – არ ვიცოდი, სად …

ოპოზიცია ამბობს, რომ მოიპოვეს სია, სადაც ამომრჩევლისთვის გადახდილი თანხაა მითითებული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხელვაჩაურში, ქვედა სამებაში #18 და #19 საარჩევნო უბნებზე მათმა დამკვირვებელმა კოორდინატორების მიერ მომზადებული სიები მოიპოვა, სადაც კონკრეტული სახელებისა და გვარების გასწვრივ, სადაც მითითებულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც, მიწერილია გაცემული თანხის ოდენობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დილიდან მუშაობდნენ ამ უბანზე მანქანებში, ეს სიები მანქანაზე უყურადღებოდ დატოვეს, ამომრჩევლებმა კი …

„საბავშვო ბაღების დირექტორები „ოცნებისთვის“ სიებს აგროვებენ“ – ფარული ჩანაწერები ბათუმში

„სამ საათზე მოვიტან მხარდამჭერების სიებს… ნაციონალი არა, არ გვყავს,“ – ეს ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ისმის, რომელიც დღეს, 24 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. პარტიის წარმომადგენელი ბათუმში სამი საბავშვო ბაღის დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან ურეკავდა. ბაღის დირექტორები ნანული ერემაშვილი, როენა ბოლქვაძე და ფატი შარაშიძე ჩანაწერში მხარდამჭერების სიების დროულად წარმოდგენის პირობას დებენ. „შტაბი …

ენმ: საუბნო კომისიების „დამოუკიდებელი“ წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩია

„საუბნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელი წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა,“ – აცხადებს ირმა ხოროიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მუნიციპალიტეტების მიხედვით საუბნო კომისიების წევრების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან. „საუბარია ოლქის მიერ არჩეულ წევრებზე. ათობით არის ასეთი შემთხვევა, როცა საუბნო კომისიის წევრი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ნათესავი, …

ენმ: პროკურატურა კონკრეტულ დანაშაულებზე გამოძიებას არ იწყებს

„პროკურატურა კონკრეტულ დანაშაულებზე გამოძიებას არ იწყებს. აჭარის მთავარი პროკურორი მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს ბრიფინგი გამართა და პროკურატურას კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. რეზო ხარაზის თქმით, ბოლო პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას სხვადასხვა საქმის შესახებ დოკუმენტები მიაწოდა, რადგან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. „ეს ეხებოდა, …

მეთხილეებმა კომპენსაციის მოთხოვნით ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასთან ფერმერებმა, რომლებიც წელს თხილის მოუსავლიანობის გამო დაზარალდნენ, ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მისვლას და კომპენსაციის დაპირებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძე, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დაშლას არ აპირებენ: „ ჩვენ გვაქვს გზა გადაკეტილი, სანამ მთავრობის თავმჯდომარე არ მოვა, მოსახლეობას …

საია: მთავრობას უნდა დაესაბუთებინა, რატომ არ შეუშვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეხვედრაზე

„აჭარის მთავრობამ უხეშად დაარღვია კანონი, როცა მთავრობის შენობაში გადაადგილების უფლება შეგვიზღუდა,“ – აცხადებენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. 23 აგვისტოს, მეთხილე ფერმერების საპროტესტო აქციის პარალელურად უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: ელგუჯა ბაგრატიონი, გია აბულაძე და გიორგი დიასამიძე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან შეხვედრას ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, რადგან დეპუტატებს დაცვის სამსახურმა მობილური ტელეფონების დატოვება მოსთხოვა, …

უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას შეხვდა. უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ: „ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ივანიშვილის შემოთავაზებული სისტემა მიუღებელია და ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ კანდიდატს, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება ჩვენს მოსახლეობასთან. ის გაითვალისწინებს მხოლოდ ერთი ადამიანის …

 250 ლარი – ივანიშვილის ხეზე ასვლის ფასი 

მოსამართლე სალიხ შაინიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები: სოლომონ ბაჯელიძე და რევაზ ხარაზი 250-250 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ეს ორი პირი ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად მიიჩნია. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძესთან ერთად, 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მორიგი გიგანტური ხის გადატანის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე …

ენმ: პენსიონერებისთვის მომსახურების პირობები გაუარესდა

„გაუმჯობესების ნაცვლად, პენსიონერებისთვის მომსახურების პირობები გაუარესდა,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. მან დღეს ბათუმში, თამარის დასახლებაში ბრიფინგი ქუჩაში გამართა, სადაც მოხუცები პენსიას ბანკის სპეციალური ავტომანქანებიდან იღებენ. „ამ დასახლებაში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გაუქმდა და 2000-მდე პენსიონერს ახლა ქუჩაში უწევს პენსიის აღება. ხშირად არის რიგები. მოხუცებს წვიმაში, ან სიცხეში უწევთ აქ დგომა. სახელმწიფო …

მუნიციპალური ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციის დაბლოკვას სააპელაციო სასამართლომაც დაუჭირა მხარი

ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ ვერ მიიღო. მან დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან, ვალდებულია საზოგადოებას საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს. მირდატ ქამადაძეს თანამშრომლების სახელობითი სია, შრომის ანაზღაურების და ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს: „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, „ბათუმის წყალმა“, „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ“. „ბათუმის …

ივანიშვილის ხეზე ასვლა და გზის ჩახერგვა – საქმე სასამართლოში

მერაბ მოწყობილი, პოლიციელი: “ის აძვრა ხეზე და აღარ ჩამოდიოდა… სულ ეს იყო. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია”. რეზო ხარაზი: “ხეზე ასვლა ჩემი თვითმიზანი არ იყო. ჩემი მიზანი იყო უკანონო პროცესის შეჩერება. ეს ხე მოპარული იყო”. ეს კითხვა-პასუხი მოსამართლე სალიხ შაინიძემ მოისმინა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძესთან ერთად, გუშინ. 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მორიგი …

ენმ: მოვუწოდებთ ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გაემიჯნონ „ქართულ მარშს“

„სირცხვილია, როდესაც კოლექტიურ „კორკოტას“ დახურულ კარს მიღმა ხვდებიან ქალაქ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ისე, რომ საზოგადოებამ არ იცის, რაზე გარიგდა ეს ორი მხარე ამ შეხვედრაზე,“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე. ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით მირდატ ქამადაძემ ლაშა კომახიძეს და სულიკო თებიძეს მოუწოდა, გაემიჯნონ „ქართულ მარშს,“ ასევე საზოგადოებას დეტალურად გააცნონ, …

ენმ: მზად ვართ, გამოვისყიდოთ ხეები, რომლებსაც ივანიშვილი ყიდულობს

მთავრობის სხვადასხვა უწყებას ხეების გადატანაზე წინადადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს. უმაღლესი საბჭოს წევრმა, გია აბულაძემ, სპეციალური ბრიფინგით მთავრობას მიმართა, რომ პარტია გამოისყიდის ხეებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიური პარკისთვის ყიდულობს. პარტიამ მთავრობას წერილიც გაუგზავნა. „აჭარის რეგიონიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის გამო გაიჩეხა ათასობით ხე, ეროზირებულია მიწის ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, რაზეც არც ერთი საჯარო დაწესებულება რეაგირებას …

ივანიშვილის ხის გასატანად გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი ქობულეთში [ფოტო]

სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი, რომელიც ამავე დროს ენმ-ეს წარმომადგენელია, მის სოფელში ასამდე გაჩეხილი ხის ფოტოებს ფეისბუქში აქვეყნებს. რეზო ხარაზი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაჩეხილი ხეების ფოტოები გუშინ 11 მარტს გადაიღო. სოფელში ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. „ევკალიპტის ხე უნდა გადაიტანონ კერძო პირის, რეზო ჯინჭარაძის  ტერიტორიიდან. ამ სახლიდან დაახლოებით ნახევარი …

„გვირაბთან გზას ბიუჯეტის ხარჯზე ივანიშვილის ხეებისთვის აკეთებენ“ – ენმ პროკურატურას მიმართავს

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკანონო და დანაშაულებრივ ხელშეკრულებას აფორმებს და საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. მან დღეს პროკურატურას წერილობით მიმართა და მახინჯაურის გვირაბთან ახლოს გამავალი ახალი გზის მოწყობით დაინტერესება მოითხოვა. გია აბულაძე ირწმუნება, რომ ახალ გზას ბიძინა ივანიშვილისთვის აკეთებენ, რომელსაც ამ ტერიტორიიდან ხეები გააქვს. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის …

კომპანიამ მთავრობისგან მიღებული მიწა ქართუ ბანკში ჩადო, აქ ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან

მწვანე კონცხის დასახლებაში 20 366 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 სექტემბერს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა. მწვანე კონცხზე სახელმწიფოსგან გადაცემული ქონება ნამდვილად რომ ჩადებულია „ქართუ ბანკში“, დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. ბანკთან ხელშეკრულება კომპანიას 2017 წლის დეკემბერში გაუფორმებია. ამ მიწის ნაკვეთიდან …

საკრებულოს წევრი: ხეები ღამით გასხლეს, რომ ივანიშვილს ხეების გადატანაში ხელი არ შეეშალოს

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური გზის ციხისძირის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები გუშინ ღამით გასხლეს. ბონდო თედორაძის ინფორმაციით, გასხლულია 20 ძირი ფიჭვის ხე. „ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ივანიშვილს ხეების გადატანაში ხელი არ შეეშალოს,“ – აცხადებს ქობულეთის საკრებულოს წევრი. „ხეები ღამით ჩვენ არ გაგვისხლავს. დღისით ჩავატარეთ გეგმიური სამუშაოები,“ – გვითხრა ქობულეთის …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება ნერგების გაცემაზე: კორუფცია გამორიცხულია

„მოდით, ასე შევხედოთ ამ საკითხს. არც ერთი ფერმერი არ დარჩება ნერგის გარეშე, ვინც მოწადინებულია. ნებისმიერ ფერმერს, რომელსაც მოწესრიგებული აქვს მიწის ნაკვეთი, შეუძლია ისარგებლოს სამინისტროს პროგრამით, ისინი ეტაპობრივად მიიღებენ ნერგებს,“ – აცხადებს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. სამინისტრო უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის მიერ დღეს გაკეთებულ ბრიფინგს გამოეხმაურა. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, …

საკრებულოს წევრი: ხეებს სხლავენ, რომ ივანიშვილის ბაღში სამი ხის ტრანსპორტირება შეძლონ

„ნაციონალური მოძრაობა“ ციხისძირში ქობულეთის გამწვანების სამსახურის საქმიანობას აპროტესტებს. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, ციხისძირის აღმართთან გამწვანების სამსახურმა ხეების გასხვლა არა უსაფრთხოების, არამედ იმ მიზნით დაიწყო, რომ ამ ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის სამი ხის ტრანსპორტირებას შეუწყოს ხელი. „დღეს, შაბათ დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სამსახური, გამწვანების სამსახური, გამოვიდა და არაფრისმომცემი ნებართვების საფუძველზე სხლავენ და ჭრიან ხეებს, …

საბავშვო ბაღი მეწყერზე – რატომ გაჩერდა მშენებლობა ახალშენში

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მეოთხე თვეა გაჩერებულია. ერთი ვერსიით მშენებლობას გააქტიურებულმა მეწყერმა შეუშალა ხელი. კომპანიაში, რომელსაც საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა, ასევე ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ბაღი გეოლოგიური დასკვნის გარეშე შენდებოდა. ხელვაჩაურის მერი კი ამბობს, რომ მეწყერი არაფერ შუაშია და კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირობები დაარღვია. „არჩევნების შემდეგ ბაღის მშენებლობა შეწყდა. მხოლოდ …

„საკრებულოს წევრის ცოლი რადგან არის, უნდა მოკვდეს?“ – ვარშანიძე ნეპოტიზმზე ხელვაჩაურში 

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ჯემალ მუსხაჯბას მეუღლე, მაია გორგაძე სოფელ ფერიაში საბავშვო ბაღის დირექტორი გახდა. დაბა ხელვაჩაურის ცენტრალური ბაღის დირექტორის სავარძელი ინდირა ვარშანიძემ დაიკავა. იგი ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ლორთქიფანიძის ცოლია. ამ შემთხვევებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელვაჩაურის საკრებულოში – შორენა ცინცაძე ნეპოტიზმად აფასებს. „კიდევ ერთი შემთხვევაა სოფელ აჭარისწყალში. იქ მერის …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ წევრებს სხდომაზე გაჩუმებას აიძულებდა

რეგლამენტი და მადლობა ის სიტყვებია, რომლებიც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ ყველაზე მეტჯერ გამოიყენა. ორივე სიტყვას ის საკრებულოს იმ წევრის გასაჩუმებლად იყენებდა, რომელმაც საუბარი ან ოპოზიციისთვის პასუხის გაცემის სურვილი გამოხატა. სულიკო თებიძე ძალისხმევას არ ზოგავდა, საკრებულოს წევრებს განსხვავებული პოზიციების გამოთქმის შემდეგ არ ეკამათათ. „არ შევიდეთ პოლემიკაში“, „ნუ შევალთ პოლემიკაში“ – ამ წინადადებით და …

Exit mobile version