მირდატ ქამადაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შევიდა, რაც პარტია არჩევნებში დამარცხდა და მმართველის პოზიციიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა. იგი პროფესიით იურისტია და ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას კითხვები პარტიის ლიდერებთან და მიიღო თუ არა პასუხები ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, როცა პარტიაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბატონო მირდატ, …
Tag Archives: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქობულეთის საკრებულოს წევრი გამგეობას დარღვევებში ადანაშულებს
საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერაბ ცინცაბაძე ქობულეთის გამგეობას ფინანსურ დარღვევებში ადანაშულებს, ბრალდებების დასადასტურებლად კი სახელმწიფო აუდიტის 2014 წლის ანგარიში მოჰყავს. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2014 წელს ქობულეთის გამგეობამ არამიზნობრივად დახარჯა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 19 000 ლარი. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ „ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური …
Continue reading “ქობულეთის საკრებულოს წევრი გამგეობას დარღვევებში ადანაშულებს”
მერი ბიუჯეტის ცვლილებებს მოითხოვს, ოპოზიცია – მერის იმპიჩმენტს
“ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას,” – ამბობს გიორგი კირთაძე. ის ბათუმის საკრებულოს წევრია და ასევე 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. „ერმაკოვი აცხადებს, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია აქვს და სტიქიის გამო ინფრასტრუქტურული სამუშაოებია გასაკეთებელი. ამისთვის ის 2 …
Continue reading “მერი ბიუჯეტის ცვლილებებს მოითხოვს, ოპოზიცია – მერის იმპიჩმენტს”
შეწირე და მიიღე
ქველმოქმედება პოლიტიკურად და „ოცნების“ ხელისუფლება 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით ხუთ მილიონამდე ლარი მიიღო. სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად დეველოპერები სწირავენ, შემდეგ ისინი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ და მაღალბიუჯეტიან კონტრაქტებს აფორმებენ, ან კიდევ, ხელსაყრელი პირობებით იღებენ მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად. მათგან ბევრმა ბედი პოლიტიკაშიც სცადა ან ახლა აპირებს. დეველოპერების …
„ბეშუმობის ინციდენტზე“ ენმ უწყებათშორის კომისიას მიმართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათშორის კომისიას და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართავს და ბეშუმის ინცინდენტის შესწავლას მოითხოვს. პარტიის განცხადებით, საუბარია 6 აგვისტოს, ბეშუმში გამართულ სახალხო დღესასწაულზე, სადაც ტრიბუნაზე გამოსვლის შესაძლებლობა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს არ მისცეს. „მოვისმინეთ, რომ იქ გაჟღერდა პოლიტიკური შინაარსის დაპირებები „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პარტიას …
Continue reading “„ბეშუმობის ინციდენტზე“ ენმ უწყებათშორის კომისიას მიმართავს”
გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე: პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს
რევაზ მიქელაძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გახდა. ავტომატურად გათავისუფლებული სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელობის შემდეგ, რევაზ მიქელაძე მოადგილის პოზიციაზე აღარ აღადგინეს. ის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა. „პოლიტიკური მოტივაცია იყო რევაზ მიქელაძის გათავისუფლების საფუძველი. ის აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში,“ – აცხადებს პეტრე …
Continue reading “გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე: პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს”
უსკო მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს. საუბარია ბათუმში 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა. „უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია“ – ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ექსპრეზიდენტის ვიდეომიმართვა და ადმინისტრაციული წარმოების …
Continue reading “უსკო მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს”
ვინ შეარჩია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატებად ბათუმში
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატები ბათუმის სამივე საარჩევნო ოლქში დაასახელა, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს, ასევე პარლამენტის მანდატების მოსაპოვებლად. აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატია ელგუჯა ბაგრატიონი. იგი ამჟამად ქობულეთის საკრებულოს წევრია და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2010 წლიდან 2014 წლამდე ელგუჯა ბაგრატიონი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატია გია აბულაძეც. …
Continue reading “ვინ შეარჩია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატებად ბათუმში”
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში. პარლამენტარის მანდატისთვის “ნაციონალური მოძრაობიდან” მიხეილ ბოლქვაძე იბრძოლებს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის – ქენან კახიძე. ორივე კანდიდატი დღემდე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქენან დოლიძე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გახდა, მიხეილ ბოლქვაძე კი პარტიული სიით შევიდა საკრებულოში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებს …
Continue reading ““ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა”
რა უთხრეს ლევან ვარშალომიძეს „ოცნების ქალაქში“ [ვიდეო]
ხმაურით შეხვდა „ოცნების ქალაქი“ ლევან ვარშალომიძეს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აპირებს კენჭისყრას. მოსახლეობის ნაწილმა მასთან გასაუბრებაზე უარი თქვა, ნაწილმა კი აჭარის მთავრობის ყოფილ ლიდერს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და აგრესიულად მოუწოდა, დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტერიტორია. ლევან ვარშალომიძე დღეს, 20 ივლისს, ე.წ. ოცნების ქალაქში წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული „სოციალური სახლების“ პროგრამის შესაბამისად, ხელშეკრულებების გაფორმებას …
Continue reading “რა უთხრეს ლევან ვარშალომიძეს „ოცნების ქალაქში“ [ვიდეო]”
მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მერიისგან – ტროტუარის უკანონო გადაკეტვისთვის
კომპანია „მარდი ჯგუფი“, რომელსაც სამშენებლო ღობით ტაბიძის ქუჩაზე ტროტუარი უკანონოდ აქვს გადაკეტილი, მერიას არ დაუჯარიმებია. „ამ კომპანიას რამდენიმე დღის წინ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა“ – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ. „რა ადასტურებს, რომ სიტყვიერი გაფრთხილება კომპანიისთვის მიცემულია?“ – ამ კითხვაზე ბათუმის მერიის წარმომადგენელმა გვიპასუხა – „სავარაუდოდ, არაფერი“. ირაკლი მოქიამ …
Continue reading “მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მერიისგან – ტროტუარის უკანონო გადაკეტვისთვის”
მშენებლობებისგან ჩაკეტილი ტროტუარები
„ქუჩები ტროტუარის გარეშეა დარჩენილი, მერია დარღვევებზე არ რეაგირებს,“ – განაცხადა ტაბიძის ქუჩაზე მოწყობილ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გელა დეკანაძემ. ის სხვადასხვა ქუჩაზე იმ მშენებლობებს აპროტესტებს, სადაც ნორმები დაცული არ არის, მშენებლობა ტროტუარებს თითქმის სრულად ფარავს და ამით ქვეითად მოსიარულეთა უფლებები ირღვევა. გელა დეკანაძის თქმით, განსაკუთრებულია ეს პრობლემა იქ, სადაც ქუჩის ორივე მხარეს მიმდინარეობს მშენებლობა: …
პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭო არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს თავს არიდებს
„უმაღლესი საბჭო არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს თავს არიდებს“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი განმარტებით, ბიუროს სხდომაზე უკვე უნდა დასმულიყო ეს საკითხი იმისთვის, რომ მორიგი სხდომისთვის პროცედურების გავლა მოესწროს. პეტრე ზამბახიძემ და კიდევ 6-მა დეპუტატმა არჩილ ხაბაძის გადაყენების მოთხოვნა უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად 23 მაისს დაარეგისტრირა. „უნდა გაიმართოს სხდომა, რომ ვთქვათ ჩვენი …
Continue reading “პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭო არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს თავს არიდებს”