ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა და მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნეტგაზეთის“ შესახებ დეზინფორმაცია დღეს, 9 სექტემბერს გაავრცელა. მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა სქრინი (ფოტოასლი) და პოსტი, რომელშიც „ნეტგაზეთი“ ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. სინამდვილეში, „ნეტგაზეთმა“ ქარდის სახით გაავრცელა ანონსი, რომ წუხანდელი დარბევის შემდეგ “ქართული ოცნების” შტაბთან, მელიქიშვილზე აქტივისტებმა დღეს, …

პაპუაშვილი გააღიზიანა გერმანიის ელჩის დასწრებამ მზია ამაღლობელის პროცესზე

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კვლავ აკრიტიკებს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს. ამჯერად პაპუაშვილი უკმაყოფილოა, რომ პეტერ ფიშერი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო ბათუმში და „ბათუმელებს“ ინტერვიუ მისცა პლაკატის ფონზე  – „თავისუფლება მზიას“. მცდარია პაპუაშვილის განცხადება, რომ „გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება“. პეტერ ფიშერთან …

დამანგრეველი ეფექტი – შშმ აქტივისტი „ოცნების“ ანტიგენდერულ გზავნილებზე

ანტილიბერალური დეზინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოში, საზოგადოებაში გენდერული როლებისა და იდენტობების შესახებ მავნე სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს. შშმ აქტივისტის, დეა ერემაშვილის თქმით, ეს კიდევ უფრო ნეგატიურად ზემოქმედებს საქართველოში მცხოვრებ შშმ ქალებსა და გოგოებზე, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მოიაზრება. ანდიგენდერული პროპაგანდა, ანტილიბერალურ და ღიად ჰომოფობიურ გზავნილებთან ერთად, აქამდე საქართველოში კონსერვატიული ულტრამემარჯვენე ჯგუფების პრეროგატივა …

რას აკეთებს სუსი, როცა საქართველოდან ყალბ ამბებს ავრცელებენ და მოსკოვს რეაგირებას სთხოვენ

საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია კრემლის მორიგ დეზინფორმაციულ შეტევას – მითს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე. პროპაგანდისტული ომის წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ლუგარის ლაბორატორიის მითებზე უკვე საქართველოს მოქალაქეები ალაპარაკეს. მაგალითად, „ევრო-აზიური ალიანსის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ კუსიანმა, კრემლის მედიიდან რუსეთის ხელმძღვანელობას სთხოვა რეაგირება თბილისში მდებარე ლაბორატორიაზე. „თქვენ ხშირად იმეორებთ ოკუპაციას. გეთანხმებით 20 …

„ალტ-ინფო ეწევა იგივე პროპაგანდას, რასაც რუსული სახელმწიფო მედია“ – ინტერვიუ

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას „ალტ-ინფოს“ წამყვანები და იმავე დროს კრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები მკვეთრად რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებდნენ და ცდილობდნენ, კრემლის პოლიტიკა გაემართლებინათ. ამავე დროს, რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების მსგავსად, „ალტ-ინფოს“ წამყვანების მხრიდან აქცენტი რუსეთის სამხედრო უპირატესობის დემონსტრირებაზე კეთდებოდა“ – წერს „მითების დეტექტორი“ და ამის საილუსტრაციოდ ვრცელ კვლევას აქვეყნებს. როგორ მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა რუსეთ-უკრაინის …

ზახაროვამ კიევისა და თბილისის ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე ისაუბრა და აშშ დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ უკრაინა და აშშ ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასა და ფლობაში დაადანაშაულა და აშშ-სგან საჯარო განმარტებები მოითხოვა. მისი თქმით, რუსეთი ითხოვს შეერთებული შტატებისგან უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში განხორციელებული საქმიანობის დეტალებს. ზახაროვამ იქვე დასძინა, რომ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის საწინააღმდეგო სამხედრო ბიოლოგიური მოქმედებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, მათ შორის, კონვენციის მე-5 და …

„ნუ კითხულობთ მხოლოდ სათაურებს“ – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

ავტორი: ანა ძნელაძე დღეს ინფორმაცია და დეზინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ყველა ასაკის ადამიანამდე მიდის, მათ შორის მოსწავლეებთანაც. სკოლებში ამ თემას ყველაზე ხშირად სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე განიხილავენ. რა დრო ეთმობა დეზინფორმაციისა და სანდო ინფორმაციის გარჩევას სკოლებში? – ამ თემაზე სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, თამარ ბაუჟაძეს ვესაუბრეთ. რა არის დეზინფორმაცია? როგორ განმარტავთ მას? მარტივად – ეს არის ცრუ …

გერმანელი ანტივაქსერის ვიდეო – ყალბი ამბავი ბათუმის რესპუბლიკურის შესახებ  

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია როგორ შედის გერმანულ ენაზე მოსაუბრე კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აჩვენებს ცარიელ პალატებს და აცხადებს, რომ ბათუმში კოვიდპაციენტები აღარ არიან. „თუ ოდესმე იყო პანდემია საქართველოში, ახლა უკვე აღარ არის“, – აცხადებს ის ვიდეოში, რომელსაც ინგლისურ ენაზე ახლავს სუბტიტრები. ვიდეომასალაში აღნიშნულია, რომ ის 2021 წლის 15 მარტს არის გადაღებული ბათუმში, როცა …

„რას გვაძალებთ, სიკვდილს?“ – მეუფე სპირიდონი მრევლს ვაქცინით აშინებს, რას ამბობს ეკლესია სიცრუეზე

„რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება… შესაძლოა, ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ“, – აცხადებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი covid 19-ის ვაქცინაციის შესახებ. ეპისკოპოსის ქადაგების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს, 20 მარტს. გაავრცელეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოს სთხოვა კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში გვერდში დგომა. საპატრიარქომ მაშინ დააფიქსირა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას …

ვინ მოაწყო „რუსული ბანაკი“ ბაკურიანში

„რუსულ ბანაკში“ ბავშვები, 15-17 წლის მოზარდები, ისევ შეკრიბეს. მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ რუსეთი ამას აფინანსებს… მაგრამ წელს მე აღარ გამიშვია ბავშვი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლარისა აგაბალაევა. იგი „რუსეთის თანამემამულეთა კავშირის“ ხელმძღვანელია და სენაკში მუშაობს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დაგვიდასტურეს, რომ ე.წ. „რუსული ბანაკი“ წინა ორი წლის მსგავსად, წელსაც მოაწყო „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირმა“ ბაკურიანში, …

როცა მთავრობა კრემლის ტყუილების გამოააშკარავების ნაცვლად კრიტიკულ მედიას ებრძვის

სამსახურები, რომლებსაც, წესით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა ემუშავათ, ახლახან შექმნილი ფეისბუქგვერდების მიხედვით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობენ. რუსულ დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ რამდენიმე უწყებაშია შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. პანდემიის დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა. გაძლიერდა ე.წ. სტრატკომებიც – საქართველოს მთავრობამ, შინაგან საქმეთა, თუ თავდაცვის სამინისტროებმა ფეისბუქგვერდები შექმნეს, სადაც რუსულ დეზინფორმაციაზე ვერაფერს ნახავთ, ან …

ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სწავლება დაიწყეს

„რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა… იცვლება ბრძოლის წესები და მეთოდები – რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს როგორც ღია, ასევე ფარულ აგრესიას და მედია, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელი, რუსებს საკმაოდ კარგად აქვთ ათვისებული. ეს უკვე აღიარებულია, რომ რუსული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი სოციალური ქსელია. ამიტომ ეს ბრძოლა ჩვენთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის …

როგორ მუშაობენ რადიკალური ჯგუფები – ერთწლიანი კვლევის შედეგები

„ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკაში შესამჩნევია ამერიკის დემონიზაციის მცდელობა და ანტილიბერალური გზავნილები“, – აღნიშნულია კვლევის მიგნებებში, რომელიც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა. ეს ორგანიზაცია გასული წლის გაზაფხულიდან სწავლობდა ამ ჯგუფებს. კვლევის ავტორებმა 12 ულტრამემარჯვენე ლიდერისა და 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფის ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებული 20 235 სტატუსი შეისწავლეს და 9 ონლაინგამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2 317 სტატია გააანალიზეს. „აქტივიზმი როცა დავიწყე, ნაციონალისტური …

პრორუსული ჯგუფების აღზევებისთვის დღეს ქვეყანაში ნოყიერი ნიადაგია – უჩა ნანუაშვილი

„წინა წლებში მათი საქმიანობა იყო უფრო ფრაგმენტული, დღეს სიტუაცია შეცვლილია,“ – ამბობს საქართველოში ულტრარადიკალური ჯგუფების მუშაობაზე უჩა ნანუაშვილი. ყოფილი სახალხო დამცველი დღეს „დემოკრატიის კვლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია გასული წლის გაზაფხულიდან ამ დრომდე აკვირდებოდა სოციალურ ჯგუფში ულტრამემარჯვენე 15 ჯგუფის საქმიანობას, ასევე პრორუსული ონლაინგამოცემებში გამოქვეყნებულ სტატიებს. რა შეიცვალა ამ ჯგუფების მუშაობაში – „ბათუმელებმა“ უჩა ნანუაშვილთან ინტერვიუ …

გაჯანსაღება რუსული ტრენაჟორებით – 5 წელში ბიუჯეტიდან 13,3 მილიონი დაიხარჯა

თბილისის სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ფოთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის მერია – ეს ის უწყებებია, რომლებმაც 2020 წელს, ხელშეკრულებები რუსული წარმოების სპორტული საქონლის შესყიდვაზე გააფორმეს. რუსული წარმოების ტრენაჟორებსა და ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისთვის ხელშეკრულებები მიმდინარე წელს, 2 ქართულ კომპანიასთან, ჯამში 1 379 003 ლარზეა გაფორმებული. „ჯეო პარკი“ და „გეო-გრინი“ ის კომპანიებია, რომლებიც …

რატომ იყენებენ საჯარო მოხელეები ოკუპანტი ქვეყნის ელექტრონულ ფოსტას

„როცა მითხრეს, შენს მეილზე გადმოგიგდებ რაღაცასო, არ მქონდა და მერე შემიქმნეს ეს მეილი… რუსული ფოსტა პრობლემაა, მაგრამ საერთოდ არ ვიყენებ, პაროლიც არ მახსოვს მაგის, სხვა ელექტრონული ფოსტა არ მაქვს, რუსული პრობლემაა, მაგრამ რა ვქნა?“ – ეს თერჯოლის საკრებულოს წევრმა როლანდ მესხიმ გვითხრა, როცა მას ვკითხეთ, რატომ იყენებს სამსახურში რუსულ ელექტრონულ ფოსტას. როლანდ მესხი არაა ერთადერთი …

როგორ ეხმარება რუსეთი და ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს პანდემიის დრო

Covid 19-ის პანდემიის დროს საყოველთაო კარანტინის და ფიზიკური დისტანცირების შედეგად გაჩერებული ეკონომიკის გამო, მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური. კორონავირუსის კრიზისი ყველაზე მძიმედ ღარიბ ქვეყნებს დააწვება, სწორედ ამიტომ გაერო ქვეყნებს სოლიდარობისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს.  როგორია რუსეთის რეალური როლი გლობალური სოლიდარობის აქტში და რამდენად შეესაბამება ის პრორუსული მედიით გავრცელებულ სურათს?  წაიკითხეთ: რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში ცხადია, დასავლეთის, …

რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსზე – Reuters-ი ევროკავშირის დოკუმენტზე 

„მიმდინარეობს რუსული მედიის და სახელისუფლებო მედიასაშუალებების მნიშვნელოვანი დეზინფორმაციული კამპანია COVID 19-თან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია ევროკავშირის დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დოკუმენტში წერია: „კრემლის დეზინფორმაციის მიზანს დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გამწვავება წარმოადგენს“. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 22 იანვრიდან ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ძირითადი ნაწილი …

პაატა იმნაძე კორონავირუსის და ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდაფეთქებას ცრუ ინფორმაციის დიდი ტალღაც მოჰყვა. „სიცხე კლავს ვირუსს და რომ დათბება ყველაფერი მოგვარდება“, ,,არაყი კლავს და თუ სვამ, ვერ მოგეკარება“,,ნიორი უნდა ჭამო პრევენციისთვის“, ბოლოს კიდევ ,,ღამის 11-ზე თვითმფრინავი გადმოიფრენს და ქალაქს მოწამლავს“. კორონავირუსთან დაკავშირებული მსოფლიო და ლოკალური სიახლეების ეპიცენტრში არიან ექიმები, სახელმწიფო სტრუქტურები თუ მედია, რომლებსაც ვირუსზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლაც უწევთ. …

რას ითვალისწინებს ყარსის ხელშეკრულება? – დეზინფორმაციის და კონსპირაციების კვლევა

მედიის განვითარების ფონდი [ MDF] აქვეყნებს „ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევას“. როგორც ავტორი წერს, ერთ-ერთი საკვლევი თემა იყო, „რას ითვალისწინებს ყარსის ხელშეკრულება“. კვლევის ფარგლებში სხვადასხვა ასაკის სულ 139 პირი გამოიკითხა 8 ქალაქში, დაბასა და დასახლებაში, მათ შორის ხულოსა და ბათუმში. კვლევა ასევე ჩატარდა ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში, ყვარელში, გორსა და წეროვანში. ყარსის ხელშეკრულებას ძალიან ხშირად იყენებენ კონსპირაციებისთვის, რომელიც …

რას (არ)ასწავლიან სკოლებში პრორუსი ტროლების არმიაზე

რა არის დეზინფორმაცია, პროპაგანდა და როგორ უნდა განასხვაონ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან ბავშვებმა – ამ თემაზე ქართულ საჯარო სკოლებში თითქმის არ მიმდინარეობს სწავლება. სკოლები არ ფლობენ ინსტრუმენტებს, რაც დაეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ეს საკითხი არც სასწავლო კურიკულუმებშია წარმოდგენილი. რა გამოწვევებზე საუბრობენ მასწავლებლები, მოსწავლეები და რაში ითხოვენ ისინი დახმარებას? რა იციან ბავშვებმა დეზინფორმაციაზე და …

რას პოსტავენ ბათუმის საკრებულოს წევრები ფეისბუქში, როცა ამომრჩეველი საპროტესტო აქციაზეა

ქვეყანაში ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული აქციების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს  წევრები სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ ფოტომონტაჟს აქტიურად აზიარებენ. საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ არც იმას მალავენ, რომ ლგბტ თემის მიმართ შემწყნარებლობით არ გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყველა განსხვავებულის უფლებები კონსტიტუციით გარანტირებულია. ბათუმის საკრებულოს წევრი ელგუჯა ანდრიაძე, რომელიც საკრებულოში „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა, სხდომებზე დიდი აქტიურობით არასდროს …

როგორ ებრძვიან რუსულ პროპაგანდას საქართველოში – „ლეგიონი“ ბათუმში

დაიცავი საქართველო საინფორმაციო ომში – ეს სლოგანი ეკუთვნის „საინფორმაციო თავდაცვით ლეგიონს“, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ნებაყოფლობით ეხმარებიან საინფორმაციო ომში. დღეს, 25 ივლისს, „ლეგიონი“ ბათუმელებს შეხვდა. ლეგიონის საინფორმაციო კამპანიის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ფართო საზოგადოება ჩაერთოს. შეიძლება ითქვას, ეს არის საინფორმაციო კამპანია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. „ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ რუსული პროპაგანდის …

Exit mobile version