ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში განიხილავენ. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის“ ბათუმის საკრებულოში, დაახლოებით ერთი თვის წინ, დროებითი სამუშაო ჯგუფი შექმნეს. შუამდგომლობით კი შემდეგ პარლამენტს უნდა მიმართონ. საუბარია თავის დროზე ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული [ქალაქს …
Tag Archives: ბათუმს შემოერთებული ტერიტორიები
კორპუსები კანალიზაციის გარეშე – ბათუმის მერია შამბოს ამოსატუმბად ვაუჩერის გაცემას განიხილავს
ყველა გადაწყვეტილება, რის გამოც გასულ წლებში ბათუმის მერიას აკრიტიკებდნენ და მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებდნენ, დღეს ქალაქის ისეთი გამოწვევების ჩამონათვალშია, რომლის დაძლევაც უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება. მათ შორის არის ე.წ. შამბოებისა და სეპტიკური მოწყობილობების მართვა. საქმე ისე გართულდა, რომ მერიას საკრებულოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მიუღია. შამბო მცირე ზომის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბათუმის შემოგარენში …
მახინჯაურსა და კახაბერში სასმელი წყლის სისტემა უნდა მოაწყონ – გამოყოფილია 3,5 მილიონი ლარი
მახინჯაურისა და კახაბრის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობაზე შპს „ბათუმის წყალმა“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 564 296 ლარია. „ბათუმის წყალი“ მუნიციპალური კომპანიაა და სამუშაოებისთვის საჭირო თანხას, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, საკუთარი შემოსავლებით გადაიხდის. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა მახინჯაურში კონკრეტულ მისამართებზე: თამარ მეფის გამზირის III შესახვევის N32-დან N50-მდე; თამარ მეფის გამზირის I შესახვევის …
ბათუმის მერი 53 მილიონი სესხის მისაღებად საკრებულოს თანხმობას ითხოვს
ბათუმის მერია ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის გასაგრძელებლად 53 მილიონ ევროს სესხად მიიღებს. უფრო ზუსტად კი, მთავარი მსესხებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა, სასესხო ხელშეკრულება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან სამინისტროს აქვს გაფორმებული, მერია კი ქვემსესხებლად დაფიქსირდება, მას შემდეგ რაც შესაბამის შეთანხმებას სამინისტროსთან გააფორმებს. სწორედ ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად მერიას საკრებულოსგან თანხმობა სჭირდება. საკრებულო ამ საკითხზე მსჯელობას მორიგ …
Continue reading “ბათუმის მერი 53 მილიონი სესხის მისაღებად საკრებულოს თანხმობას ითხოვს”
ბათუმის მერია 80-მილიონიან პროექტს იწყებს – კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიებზე
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოსაწყობად სამუშაოებს ქალაქის მერია 2023 წლიდან დაიწყებს. სამუშაოები, ძირითადად, KfW ბანკის სესხით და ქალაქის ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს [KfW] შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები [ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, ფაზა V]. შეთანხმებების მიხედვით, ქვეყნისთვის გამოიყოფა 53 მილიონი ევროს …
Continue reading “ბათუმის მერია 80-მილიონიან პროექტს იწყებს – კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიებზე”
53 მილიონი ევრო ახალი სესხი – სამინისტრო ბათუმში კანალიზაციის მოწყობაზე
ვერც ბათუმის მერიაში და ვერც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ვერ გვითხრეს კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება კანალიზაციის სისტემის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე. უწების ცნობით, თბილისში ამ საკითხზე უკვე გაიმართა სამთავრობო მოლაპარაკები და „გერმანულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული პროექტის თაობაზე“. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა KfW-ს ზემოთ აღნიშნული პროექტის დაფინანსების თხოვნით. ამ ეტაპზე დონორის მხრიდან უკვე …
Continue reading “53 მილიონი ევრო ახალი სესხი – სამინისტრო ბათუმში კანალიზაციის მოწყობაზე”
ბათუმის უბნები, სადაც არც გზაა და არც კანალიზაცია – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებზე უნდა წავიდნენ
„რა მოგიყვეთ? მოგიყვეთ, რომ არჩევნები არ გვეხება, კანალიზაციაც კი არ გაგვიკეთეს და მაინც ქალაქი დაგვარქვეს?“ – გვითხრა ბიჭიკო მალაყმაძემ კახაბრის დასახლებაში. ბიჭიკოს საკუთარი სახლის შესასვლელთან პატარა ჯიხური ჩაუდგამს და მუყაოს ქაღალდზე დაუწერია მსხვილად – „მარკეტი“. „გაჭირვებაა დიდი და ამიტომ გავხსენით. ერთი თვეც არაა ჯერ გასული და ნისიებია. შვილები პოლონეთში წავიდნენ სამუშაოდ, ჩვენ რა გვექნა?“ – …
ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი
ბათუმის მერია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე [აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში] გზებს იმ ადგილებში გააკეთებს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ჯამში 15 კილომეტრი გზის გასაკეთებლად კი ქალაქის ბიუჯეტიდან 18 138 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის …
მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO
9 წელია დაბა ხელვაჩაურის დიდი ნაწილი ბათუმს შემოუერთდა, მაგრამ აქაურობა ბათუმი მხოლოდ ქალაქის რუკაზეა. ხელვაჩაურელების ნაწილი ბათუმელები გახდნენ, მაგრამ ამას ვერ გრძნობენ, მათთვის არაფერი შეცვლილა. მათ „ბათუმში“ ადამიანებს წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ, არც ტროტუარებია, არც წრიული და ზებრა გადასასვლელები დახაზულა, აქვე არსებული სამრეწველო ზონისა და უწყვეტად მოძრავი ტრაილერების მტვერი კი ეზოებში მოთამაშე ბავშვების სუნთქვას დღითიდღე …
Continue reading “მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO”
რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება
დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაში უნდა დახარჯულიყო 60 მილიონი ევრო სესხი, რაზედაც ხელშეკრულება გაფორმებული იყო. თუმცა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან [KfW] დადებული სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ გააუქმა. ამასთან, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის. „სასესხო შეთანხმების გაუქმება არ გულისხმობს, …
რატომ დათანხმდა მერია 60 მლნ ევრო აღარ დაიხარჯოს ბათუმის წყლის სიტემის მოწყობაზე?
დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები თითქმის 10 წელი ელოდნენ იმ პროექტის დაწყებას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებდა. აღმოჩნდა, რომ ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. შესაბამისად, უცნობია, როდის დაიწყება ამ ტერიტორიებზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია. „ბათუმელები“ ორი დღეა უშედეგოდ ცდილობს გაიგოს, რას უპირებენ შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე …
Continue reading “რატომ დათანხმდა მერია 60 მლნ ევრო აღარ დაიხარჯოს ბათუმის წყლის სიტემის მოწყობაზე?”
შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემა აღარ გაკეთდება, 60 მლნ ევრო კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება
ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად გამოყოფილი 60 მილიონი ევრო სესხი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა [KfW] და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სესხის მიღების ხელშეკრულების შეწყვეტაზე [ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა] შეთანხმება უკვე გაფორმებულია. შეთანხმება სესხის შეწყვეტაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა …
რა გაკეთდება €60 მილიონი სესხით ბათუმში და როდის დაიწყება თანხის ათვისება
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მიერ ბათუმისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ევროს სესხის ათვისებას 5 წელი დასჭირდება. „ეს დრო, წინასწარი გათვლებით, საჭიროა მთლიანად პროექტის დასრულებისთვის, რაც შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდსაც მოიცავს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში. ამ თანხით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბრის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების …
Continue reading “რა გაკეთდება €60 მილიონი სესხით ბათუმში და როდის დაიწყება თანხის ათვისება”
ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს
„ქალაქ ბათუმის მერია თანახმაა განხორციელდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემოსაერთებელი ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის რუკის შესაბამისად“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის წერილში, რომელიც მერმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს 2019 წლის 30 იანვარს გადაუგზავნა. ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის საკითხს ბათუმის საკრებულო …
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის გაკეთება დაიწყება, კანალიზაციის – არა
ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე მუშაობისას, აჭარის მთავრობა აცხადებდა, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ შეძენილი იქნა ადლია-კახაბერი-დაბა ხელვაჩაურის წყლის სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის განხორციელებაც დაიწყება 2018 წლის პირველ კვარტალში“. „ბათუმის წყალში“ კი აცხადებენ, რომ პროექტი მოიცავს მხოლოდ ფრიდონ ხალვაშის გამზირს, მის მიმდებარე ტერიტორიას, ნაწილობრივ ადლიას და აეროპორტის გზატკეცილის ერთ [კენტ] მხარეს, ისიც, …
Continue reading “ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის გაკეთება დაიწყება, კანალიზაციის – არა”
დააფინანსებს თუ არა გერმანული ბანკი კანალიზაციის მოწყობას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც
განიხილეს თუ არა KfW-ის წარმომადგენლებთან კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიებზე? – ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, ამ საკითხზე მერიაში საუბარი იყო. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KfW] წარმომადგენლები ბათუმში რამდენიმე დღის წინ იყვნენ. „რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტანდარტული წესია, რომ სამუშაოების გარკვეული ფაზის დასრულებიდან მეოთხე წელს აკეთებენ საბოლოო შეფასებას. ამჯერად, ისინი პირველი და მეორე …
აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებელი კომპანიისგან საკუთრების დათმობის სანაცვლოდ „არაადეკვატური ფასის შეთავაზება“ გააპროტესტეს. „მიწის ნაკვეთზე, კვადრატულ მეტრზე 20 ლარი, ხოლო სახლზე კვადრატულ მეტრზე 200 ლარი შემოგვთავაზეს. ასე ავუნაზღაურეთ სხვებსაცო ამბობენ, მაგრამ საინტერსოა ქედაში და ბათუმში შეიძლება ფასი ერთნაირი იყოს? კვადრატულ სოცხოვრებელს 200 ლარად ვიყიდით? – …
Continue reading “აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით”