აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს. #11 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს სავაჭრო ცენტრი „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე.
Tag Archives: ბათუმის ავტოტრანსპორტი
რომელი ავტობუსები ივლიან უფასოდ ბათუმში რამადან ბაირამის დღესასწაულზე
ბათუმის მერიის ცნობით, ოთხშაბათს, 10 აპრილს, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, #11, #12 და #12ა სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. აღნიშნული ავტობუსები ამ მარშრუტებზე იმოძრავებენ 07:00-დან 22:00 საათამდე. მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს 10 აპრილს აღნიშნავს.
ბათუმისთვის 25 ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად მთავრობამ კომისია შექმნა
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით გადაწყდა, რომ „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ 100 ახალი მიკროავტობუსისა და 25 ავტობუსის შესაძენად კონსოლიდირებულ ტენდერ[ებ]ს გამოაცხადებენ. მთავრობის ამავე განკარგულებით განისაზღვრა სატენდერო კომისიის შემადგენლობაც. ბათუმისთვის მიკროავტობუსები და ავტობუსები 2024-2026 წლებში უნდა შეიძინონ, თუმცა მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სატენდერო კომისია უფლებამოსილია აღნიშნულ ვადაში ჩაატაროს ერთი ან რამდენიმე კონსოლიდირებული …
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის ახალი სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეიდან, 4 მარტიდან, ბათუმში ახალი სამარშრუტო ხაზი #18 ამოქმედდა. ახალ სამარშრუტო ხაზზე დანიშნული ავტობუსი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: შარაშიძის ქუჩა, მამია ვარშანიძის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა, შარტავას ქუჩა, აბუსერიძის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, საბაგირო. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სამარშრუტო ხაზი მოსახლეობის თხოვნით აამოქმედეს. ბათუმში ახალ სამარშრუტო ხაზებზე ავტობუსების დანიშვნას …
Continue reading “ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის ახალი სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა”
ახალი 25 ავტობუსი და 100 მიკროავტობუსი – როგორ დახარჯავს ბათუმის მერია 30 მილიონს
„ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ წელს მუნიციპალურ 25 ავტობუსს და 100 მიკროავტობუსს შეისყიდიან, რისთვისაც, მერიის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონ 219 ათას 500 ლარია გათვალისწინებული. „ტენდერების ჩატარების შემდეგ ეტაპობრივად მთლიანად უნდა მივიღოთ ყველა ავტობუსი და მიკროავტობუსი, რომლებიც, ძირითადად ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ივლიან, სადაც დღეს არ დადის ავტობუსი. რაც შეეხება ანაზღაურებას, ტენდერში გამარჯვებულს თანხას ასევე ეტაპობრივად გადაუხდიან, როგორც ბიუჯეტშია …
Continue reading “ახალი 25 ავტობუსი და 100 მიკროავტობუსი – როგორ დახარჯავს ბათუმის მერია 30 მილიონს”
ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 25 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. კონსოლიდირებულ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს, რომელიც ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. „M3 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“. გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ მიუთითოთ ასევე ვალუტა] და არსებობის …
Continue reading “ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის”
ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 ცალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს. მიკროავტობუსებს კონსოლიდირებული ტენდერით შეისყიდიან, რომელსაც შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს. სააგენტოს ინფორმაციით, „M2 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის.“ კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე სატენდერო/შესყიდვის სავარაუდო ფასის დასადგენად სააგენტო ბაზარს იკვლევს. „გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ …
ლეონიძის ქუჩა ნაწილობრივ გადაიკეტა – შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მარშრუტებიც
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვა შეეხება 1, 1ა, 4, 7, 8 და 11 ნომერ მუნიციპალურ ავტობუსებს, რომლებიც იმოძრავებენ შემდეგი სქემის მიხედვით: N1 და N8 – ლეონიძის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გავლით N1ა – აღმაშენებლის, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით N4, N7 და N11 – …
Continue reading “ლეონიძის ქუჩა ნაწილობრივ გადაიკეტა – შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მარშრუტებიც”
რატომ შეიზღუდა იუსტიციასთან მოძრაობა – შეცვლილია 13 და 14 ნომერი ავტობუსების მარშრუტი
ბათუმში 13 და 14 ნომერი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი მეორე დღეა შეცვლილია. მიზეზი შერიფ ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მიმდინარე სამუშაოებია. ამ ადგილზე საფეხმავლო ხიდის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ. სამუშაოების გამო შარტავას გამზირზე იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი მხოლოდ „მაკდონალდსის“ [რუსთაველის ქუჩის] მიმართულებით მოძრაობს, ხოლო აქედან ახალი ბულვარის მიმართულებით გზა გადაკეტილია [ავტომანქანით აქ წრეს ვერ გააკეთებ]. ხიმშიაშვილის …
ბათუმში 6 ნომერ ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვმა ფეხების დამწვრობა მიიღო
ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. 6 წლის ბავშვის დედამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი. შემთხვევა გასულ შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა. „ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის, იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო …
Continue reading “ბათუმში 6 ნომერ ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვმა ფეხების დამწვრობა მიიღო”
თამარის დასახლებიდან ბონის ბაზრამდე ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ
„ბენზედან ბონის მიმართულებით ფარეხში, ბაზარში ვერ დავდივართ, საქალაქო ავტობუსი აღარ დადის. ადრე დადიოდა 2 ნომერი და შემდეგ მოხსნეს. შეწუხებული ვართ, ორჯერ იქეთ და ორჯერ აქეთ უნდა შეიცვალო ტრანსპორტი ბაზარში რომ წახვიდე და მოხვიდე. ზამთარში ვწვალობთ განსაკუთრებით“, – მოგვწერეს მოქალაქეებმა „ბათუმელებს“. მოქალაქეები იმასაც გვწერენ, რომ ახალი მარშრუტის დანიშვნის თხოვნით ბათუმის მერიასაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. …
Continue reading “თამარის დასახლებიდან ბონის ბაზრამდე ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ”
№7 ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს ხახულისა და შარაშიძის კვეთიდან, №7ა კი აღარ ივლის
ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, ცვლილება შედის №7 და №7ა სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებაში. კერძოდ, 16 ნოემბრიდან №7 სამარშრუტო ხაზი მოძრაობას დაიწყებს ხახულისა და შარაშიძის ქუჩის კვეთიდან ვარშანიძის, სულაბერიძის, ბარათაშვილის, რუსთაველის, აბუსერიძის ქუჩების გავლით აღმაშენებლის ქუჩამდე და უკუმიმართულებით, 15-წუთიანი ინტერვალით, ხოლო №7ა სამარშრუტო ხაზს სრულიად ჩაანაცვლებს №7 სამარშრუტო ხაზი. ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, ცვლილების მიზეზი ხახულის ქუჩის საგზაო–სარეაბილიტაციო …
ავტობუსების მარშრუტის შეცვლამ ძველ ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობა კიდევ უფრო გაართულა
დღეს, 31 ივლისს, ბათუმში მიმდინარე აქციის გამო გოგებაშვილის ქუჩა მთლიანად გადაკეტილია, რის გამოც შეცვლილია 1, 1ა, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები. ამის გამო ტრანსპორტის მოძრაობა კიდევ უფრო გართულდა ჭავჭავაძის ქუჩაზე [საბაგიროდან-ბარათაშვილამდე], ბარათაშვილზე [ჭავჭავაძიდან-გორგილაძემდე], გორგილაძეზე [ბარათაშვილიდან-თავდადებულამდე] და თავდადებულის ქუჩაზე [გორგილაძიდან-რუსთაველამდე მონაკვეთში]. გოგებაშვილის ქუჩის ჩაკეტვამ ასევე გაართულა მოძრაობა ძველ ბათუმში არსებულ ქუჩებზე – …
რა უნდა გააკეთოთ, რომ არ დაგაჯარიმონ – როცა პარკირებისთვის გადაიხადეთ და ბაზაში არ ჩანს
ბათუმში პარკირების საფასურის გადახდა, რაც 2023 წლის 7 თებერვლიდან შეწყვეტილი იყო, პირველი ივლისიდან გახდა შესაძლებელი, თუმცა არასრული სერვისით. ანუ გადახდა მხოლოდ საბანკო ბარათით და მხოლოდ მუნიციპალური შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ახალი პორტალითაა შესაძლებელი. თუმცა, ზოგიერთი მოქალაქის თქმით, პარკირების საფასურს ახალ პორტალზე ვერ იხდიან და ვერც ადრე შეძენილი პარკირების საშვის ვადის გადამოწმებას ახერხებენ. ამის პარალელურად, ბათუმის მუნიციპალურმა …
პარკირების საფასურის გადახდას ბათუმში 1-ელი ივლისიდან შეძლებთ – ავტოტრანსპორტი
პირველი ივლისიდან მოქალაქეები პარკირების საფასურის გადახდას ონლაინ, ახალ ვებგვერდზე შეძლებენ – გვითხრეს დღეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ახალი ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელი იქნება ქალაქში პარკირების სხვადასხვა ვადიანი საშვის შეძენა. რაც შეეხება ტარიფს, ავტომობილის პარკირებისთვის საფასური არ იცვლება“. ბათუმში პარკირების საფასურის გადახდას მძღოლები 2023 წლის თებერვლიდან ვერ ახერხებენ. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დაზიანდა სერვერი, რის გამოც შესაბამისი საიტი …
Continue reading “პარკირების საფასურის გადახდას ბათუმში 1-ელი ივლისიდან შეძლებთ – ავტოტრანსპორტი”
როცა კონტროლიორი ავტობუსს აჩერებს, შენ კი გაგვიანდება – რას პასუხობს ბათუმის მერია
„ხომ არ გიფიქრიათ, რომ კონტროლიორები გაჩერებაზე კი არ ამოწმებდნენ ბარათებს, არამედ ერთი გაჩერებიდან მეორემდე მაინც იმგზავრონ და პარალელურად შეამოწმონ? დილით ყველას გვაგვიანდება, ამ დროს კი დანიშნულების ადგილამდე ორჯერ მაინც ჩერდება ავტობუსი ბარათების შესამოწმებლად“, – ეს ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციაზე დაუკომენტარეს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მათსავე ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. „ავტოტრანსპორტს“ კომენტარზე პასუხი არ გაუცია. კონტროლიორები კი, რომლებსაც მგზავრები ანალოგიურ კითხვებს …
ბათუმში ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ. „საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, 15 ივნისიდან ხანგრძლივდება ავტობუსების სამუშაო დრო“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“. განახლებული ინფორმაცია სამარშრუტო ხაზების სამუშაო საათებთან დაკავშირებით [დაწყება-დასრულება, 15 ივნისიდან]: განახლება: აღნიშნული გრაფიკი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეცვალა თავის ვებგვერდზე. მანამდე გამოქვეყნებულ გრაფიკზე ზოგიერთმა მგზავრმა კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს გრაფიკი კარგა ხანია …
Continue reading “ბათუმში ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ”
ბათუმში ზებრები ისევ გაქრა | ფოტორეპორტაჟი
ბათუმის ქუჩებში ზებრა გადასასვლელები ისევ გადაშლილია. „ბათუმელებმა“ დღეს, 17 მაისს, რამდენიმე ქუჩა შემოიარა, სადაც ზებრა გადასასვლელები ან საერთოდ არ არის, ან ნახევრად წაშლილია. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების გადაკვეთაში, თითქმის ყველგან გადაშლილია ქვეითთა გადასასვლელები. ეს მონაკვეთები „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გასულ ზაფხულს გადაღება, თუმცა ახლა ისევ შესაღებია. ქუჩების მონაკვეთებში, სადაც შუქნიშანი არ დგას, მოქალაქეების უსაფრთხოებას სწორედ …
Continue reading “ბათუმში ზებრები ისევ გაქრა | ფოტორეპორტაჟი”
ბათუმის ავტობუსებში გაჩერებას გამოაცხადებენ – ამისთვის 88 ათასი ლარია გამოყოფილი
ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ. ამ ახალი სისტემის დანერგვისთვის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 88 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. „მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ავტობუსებში, გაჩერების ტექსტის [ხმოვანი] გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვასა და შემდგომი ყოველთვიურ მხარდაჭერაზე“ ტენდერი ავტოტრანსპორტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, „მუნიციპალურ ავტობუსებში შიდა საინფორმაციო ხმოვანი სისტემის დანერგვა მოიცავს სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტობუსის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მარშრუტის …
Continue reading “ბათუმის ავტობუსებში გაჩერებას გამოაცხადებენ – ამისთვის 88 ათასი ლარია გამოყოფილი”
ბათუმში 10, 10ა, 2 და 2ა ხაზებზე ძველი ავტობუსები ჩაანაცვლეს
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, 9 მაისიდან ქალაქში 10, 10ა, 2 და 2ა სამარშრუტო ხაზებზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს: 10 და 10ა ხაზებზე ამჟამად არსებული ავტობუსები ახალი, ISUZU-ს მარკის 10-მეტრიანი ტრანსპორტით ჩანაცვლდა 2 და 2ა ხაზებზე მოძრავი Zonda-ს მარკის ავტობუსები კი Isuzu Ataman-ის ტიპის [რომლებიც აქამდე 10 და სხვა ხაზებზე მოძრაობდნენ] ავტობუსებით შეცვალეს. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ამ დროისთვის …
Continue reading “ბათუმში 10, 10ა, 2 და 2ა ხაზებზე ძველი ავტობუსები ჩაანაცვლეს”
რატომ ვერ იხდიან პარკირების საფასურს ბათუმში და აჯარიმებენ თუ არა მძღოლებს
„ჩამოვედი მანქანით ბათუმში და მინდოდა გადამეხადა პარკირების საფასური 6 თვის. თუმცა, ბანკში გადახდა ვერ მოვახერხე. მითხრეს, რომ სისტემა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არის გათიშული და არც ის იციან, როდის ჩაირთვება. საპატრულოშიც მივედი, მაგრამ ვერც იქ გავარკვიე ვერაფერი. არ მინდა დამაჯარიმონ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მძღოლებს, რომლებიც ტექნიკური პრობლემის გამო …
Continue reading “რატომ ვერ იხდიან პარკირების საფასურს ბათუმში და აჯარიმებენ თუ არა მძღოლებს”
ბათუმი 65 ახალი ავტობუსიდან 5-ს სავარაუდოდ ქობულეთს აჩუქებს
ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა, მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, დარჩენილი 5 ავტობუსის ბედი, თუმცა, ბათუმის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. 5 ახალი ავტობუსის ფასი კი, ჯამში, 2 მილიონ 683 ათასი ლარია. „ბათუმისთვის არის 60. დანარჩენი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“, – მხოლოდ ეს გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში. „ბათუმელები“ შეეცადა …
Continue reading “ბათუმი 65 ახალი ავტობუსიდან 5-ს სავარაუდოდ ქობულეთს აჩუქებს”
„სტუდენტი ვარ, მაგრამ დამაჯარიმეს“ – რას ჰყვებიან ავტობუსის მგზავრები და კონტროლიორები
მუნიციპალური ტრანსპორტის, კერძოდ, ავტობუსის მგზავრები ვალიდატორების გაუმართაობაზე ჩივიან. ისინი ამბობენ, რომ მათ მიერ გატარებულ ბარათებს ვალიდატორი ხშირად არ კითხულობს, რის გამოც კონტროლიორები მათ დაუმსახურებლად აჯარიმებენ. იგივე პრობლემა ექმნებათ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ანუ იმ კატეგორიას, ვისაც უფლება აქვს, უფასოდ იმგზავროს. ერთ-ერთი ბავშვის მშობლის განმარტებით, მისი შვილი ავტობუსში ყოველ ჯერზე ატარებდა ბარათს, მაგრამ ვალიდატორი არ კითხულობდა და …
ბათუმის ავტობუსების პარკი სრულად განახლდება 2022 წლის ბოლომდე
აჭარის მთავრობის ცნობით, 2022 წლის ბოლომდე ბათუმის ავტობუსების პარკის სრულად განახლება იგეგმება. ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ჯერ არ არის ცნობილი, თუ რამდენი თანხა დაიხარჯება ახალი ავტობუსების შესაძენად, თუმცა ცნობილია, რომ ავტოპარკის განახლების შემდეგ ბათუმის ავტოტრანსპორტის ბალანსზე არსებული, ძველი Zonda-ს მარკის ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახლებით. ბათუმის ავტოტრანსპორტის მონაცემებით, ამჟამად სამარშრუტო ხაზზე 60 ასეთი ავტობუსი მოძრაობს. ჩანაცვლებულ …
Continue reading “ბათუმის ავტობუსების პარკი სრულად განახლდება 2022 წლის ბოლომდე”
კვირას და ორშაბათს ბათუმში N11 მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, კვირას, 24 აპრილს და ორშაბათს, 25 აპრილს, ბათუმში N11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. წელს საქართველოში აღდგომა კვირას, 24 აპრილს აღინიშნება, აღდგომის მეორე დღეს [25 აპრილს] კი – მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, ეს დღეები ოფიციალურად უქმე დღეებადაა გამოცხადებული. №11 მუნიციპალური ავტობუსი ერთადერთია ქალაქში, რომელიც ქალაქის [ფერიის] სასაფლაოსთან მიდის. №11 ავტობუსი აღმაშენებლის ქუჩიდან …
Continue reading “კვირას და ორშაბათს ბათუმში N11 მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება”
საქალაქო ავტობუსები, რომელთა მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა
ბათუმის ავტოტრანსპორტი იუწყება, რომ აბუსერიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვალა №1; №7, №8, №12/12ა, №13 და №16 ავტობუსების სამარშრუტო ხაზი, კერძოდ: №1ა სამარშრუტო ხაზი: აღმაშენებლის ქ, ლეონიძის ქ, ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, ბაგრატიონის ქ, ხიმშიაშვილის ქ, ასათიანის ქ, მელიქიშვილის ქ, ბაგრატიიონის ქ, თავდადებულის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ, სვიშევსკის ქ, შინდისის ქ, ნონეშვილის …
Continue reading “საქალაქო ავტობუსები, რომელთა მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა”
სამგზავრო ბარათს ბათუმში მარკეტებსა და ფოსტის ჯიხურებშიც შეიძენთ – კონკრეტული მისამართები
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, სამგზავრო ბარათის შეძენა Express Pay-ს გადახდის აპარატების გარდა, ბათუმში შესაძლებელია სხვა 52 ლოკაციაზეც: „სპარის“, „ნაზილბესა“ და „ვილმარტის“ მაღაზიათა ქსელებში, ასევე საქართველოს ფოსტის ჯიხურებში. სტანდარტული ბარათი BATUMI CARD-ის საფასური შეადგენს 2 ლარს, რომელიც აისახება საბარათე ანგარიშზე. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში BATUMI CARD -ით მგზავრობის ტარიფი შეადგენს 30 თეთრს. კონკრეტული მისამართები სადაც ბარათის შეძენა შეგიძლიათ საქართველოს …
ბათუმში №9, №11 და №13 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბაგრატიონისა და ოძელაშვილის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება №9, №11 და №13 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება: სამარშრუტო ხაზი №9 იმოძრავებს: ქათამაძის ქ, ნონეშვილის ქ, ბაქოს ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, ჯავახიშვილის ქ, ორბელიანის ქ, შარტავა, ბაგრატიონის წრიული, აეროპორტის გზ, მესხის ქუჩა. სამარშრუტო ხაზი №11 შეცვლილია მხოლოდ უკუმიმართულება: ფერიის …
Continue reading “ბათუმში №9, №11 და №13 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება”
ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია შეიქმნა | რა მოლოდინები აქვთ ფეხბურთელებს
31 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 31-ე ყრილობაზე წარადგინეს ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2021-2024 წლებში დაგეგმილ, სფეროს მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. საქართველოში 2016 წლიდან რეგულარულად იმართება ქალთა ეროვნული ლიგა. ამჟამად ქვეყანაში I და II ლიგა არსებობს, რომელშიც ჯამში 16 გუნდი მონაწილეობს. ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ქეთევან ყიფიანი “ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ 2015 …
Continue reading “ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია შეიქმნა | რა მოლოდინები აქვთ ფეხბურთელებს”
ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორად ლევან ლაზარიაშვილი დანიშნეს
ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დღეიდან ლევან ლაზარიაშვილი უხელმძღვანელებს. ლევან ლაზარიაშვილი 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან ლაზარიაშვილი შპს „ჯორჯიან ინვესტ გრუპში“ 33% წილს ფლობდა, თუმცა ამ კომპანიის წილები მან უკვე გადასცა ნიკა შამილაძეს. მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოვალეობას ბიძინა ბიბილეიშვილი ასრულებდა. ბათუმის მერის …
Continue reading “ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორად ლევან ლაზარიაშვილი დანიშნეს”
„მძღოლმა მითხრა, ხელით აგიყვანო“ – შშმ პირმა ახალი ელექტროავტობუსითაც ვერ ისარგებლა
ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ახალი ელექტროავტობუსით აპირებდა მგზავრობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მისთვის შეუძლებელია – მძღოლს „პანდუსის გასაღები“ არ ჰქონდა. „როგორც ავტობუსის მძღოლმა მითხრა, პანდუსი გასაღებით იხსნება, რომელიც მათთვის ჯერ არ გადაუციათ“, – ამბობს თომა კაკაბაძე. თომამ ასევე გვითხრა, რომ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე არც ერთი შშმ პირი არ მიუწვევიათ, „მათ შორის არც …
რატომ დასჭირდა ბუქსირი ახალ ელექტროავტობუსს
ბათუმში რამდენიმე წუთის წინ მუნიციპალური ელექტროავტობუსი გაჩერდა, რომელიც, თვითმხილველის თქმით, მძღოლმა ადგილიდან ვეღარ დაძრა. მისივე თქმით, ელექტროავტობუსი ბუქსირით ძველ, ყვითელ ავტობუსს ჩააბეს. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ უთხრა, „ჩამქრალ ელექტროავტობუსს ქუჩაში მრავალგზის შეესწრო“. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ბათუმელებს უთხრეს, რომ ასეთი ფაქტი რამდენჯერმე იყო, „თუმცა საგანგაშო არაფერია, ვინაიდან ელექტროავტობუსები ხაზზე ისე გავუშვით, რომ ტესტირება არ გაუვლიათ. შეიძლება ვთქვათ, …
Continue reading “რატომ დასჭირდა ბუქსირი ახალ ელექტროავტობუსს”
რატომ იზრდება პარკინგის გადასახადი ბათუმში – „ავტოტრანსპორტის“ არგუმენტები
„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ საკრებულოს პარკინგის საფასურის გაზრდის ინიციატივით მიმართა. ცვლილება დარღვევით გაჩერებული ავტომანქანების სპეციალურ ავტოსადგომზე გადატანის საფასურსაც უნდა შეეხოს. რა არგუმენტები აქვს ორგანიზაციას? – ამ საკითხზე „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსს, მარად სანიკიძეს ვკითხეთ. ბატონო მარად, რა არის თქვენი არგუმენტი, როცა პარკირების საფასურის გაზრდას ითხოვთ? პირველ რიგში, გეტყვით, რომ პარკირების ორგანიზებაზე ბათუმის მუნიციპალიტეტში დადგენილება მიღებულია 2013 წლის …
Continue reading “რატომ იზრდება პარკინგის გადასახადი ბათუმში – „ავტოტრანსპორტის“ არგუმენტები”
ბათუმში პარკინგის საფასური იზრდება
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ბათუმის საკრებულოს პარკირების საფასურის გაზრდის მოთხოვნით მიმართა. შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი უკვე გადაგზავნილია საკრებულოში დასამტკიცებლად. საკრებულოს კომისიებმა საკითხი განიხილეს და მომავალი სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს. პროექტის შესაბამისად, ცვლილების შემდეგ პარკირების საფასური დროის მიხედვით ასე გადანაწილდება: 15 ლარით იზრდება ასევე დარღვევით გაჩერებული ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის საფასური. ავტომანქანის დასაბრუნებლად …
€3.7 მილიონად ნაყიდი ელექტროავტობუსები ბათუმში 2020 წლის აპრილში გამოჩნდება
ბათუმში ელექტროავტობუსები შესაძლოა 2020 წლის აპრილში გამოჩნდეს. ავტობუსების ფერის შესარჩევად „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამოკითხვის ჩატარებას გეგმავს. ჯერ არც ის არის გადაწყვეტილი, რომელ ხაზზე იმოძრავებენ ახალი ელექტროავტობუსები, რომელთა სიგრძე 10 მეტრი იქნება. 8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. „ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ავტობუსების მოსაწოდებლად აქვს 9 თვე ვადა, …
Continue reading “€3.7 მილიონად ნაყიდი ელექტროავტობუსები ბათუმში 2020 წლის აპრილში გამოჩნდება “
ბათუმში ჯავახიშვილის, ბაგრატიონისა და ორბელიანის ქუჩებს შორის მოძრაობა შეიზღუდება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე. შეზუდვა შეეხება ასევე ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთს. შეზღუდვა ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: N8 მუნიციპალური ავტობუსი – ლეონიძის, შარტავას, …
Continue reading “ბათუმში ჯავახიშვილის, ბაგრატიონისა და ორბელიანის ქუჩებს შორის მოძრაობა შეიზღუდება”