ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, პარმენ ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა ისევ აღდგება. შესაბამისი პროექტით ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოს უკვე მიმართა. საკრებულო საკითხს 2026 წლის 30 ივნისის სხდომაზე იმსჯელებს. პუშკინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში [ასევე სხვა ქუჩებზეც] ცალმხრივი მოძრაობა მერიის წინადადადებით და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, 2020 წლის დეკემბრიდან დაწესდა. საკრებულო ამჯერად ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაში [„ქალაქ …
Tag Archives: ახალი სქემა
ავტოსადგურთან ქუჩის გადაკეტვის გამო ბათუმის ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა
ბათუმის ავტოსადგურთან გზა [სევერიანე აჭარელის, ყოფილი მაიაკოვსკის, ქუჩის დასაწყისი] ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. შესაბამისად, შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც, რის გამოც ქალაქის მთავარ აგრარულ ბაზართან არცერთი მუნიციპალური ავტობუსი აღარ გაივლის. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი დაახლოებით 1 თვე, ან თვენახევარი დარჩება გადაკეტილი. „გააჩნია როგორი ამინდი იქნება, ვინაიდან ამაზეა სამუშაოების …
Continue reading “ავტოსადგურთან ქუჩის გადაკეტვის გამო ბათუმის ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა”
რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია
ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ საცობების, პარკინგის ადგილებისა და დაურეგულირებელი მოძრაობის პრობლემა ბათუმში კვლავ გამოწვევად დარჩა. იგივე შეიძლება ითქვას წინა და იმის წინა არჩეულ მერებზეც. ამომრჩეველს დაჰპირდნენ, გეგმა შეიმუშავეს, ბევრჯერ განიხილეს, ბევრი შეხვედრა მოაწყვეს, რეკომენდაციები მიიღეს და დოკუმენტიც შექმნეს, თუმცა არანაირი შედეგი. ბათუმში არამხოლოდ ტროტუარები და ველობილიკებია მანქანებით სავსე, არამედ უკვე …
Continue reading “რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია”
ცალმხრივი გახდება მოძრაობა ბათუმში, ანგისის ქუჩის I შესახვევში
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ანგისის ქუჩის I შესახვევში ავტომანქანების ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება – გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე მონაკვეთში [ამავე მიმართულებით], გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა. შესაბამისი პროექტი დასამტკიცებლად ქალაქის საკრებულოშია გადაგზავნილი. „პროექტის მიღების მიზეზი და მიზანია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ანგისის ქუჩის …
Continue reading “ცალმხრივი გახდება მოძრაობა ბათუმში, ანგისის ქუჩის I შესახვევში”
ბათუმში ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩებზე მოძრაობა ორმხრივი დარჩება – ცვლილება
ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ასევე, გრიბოედოვის ქუჩაზე მოძრაობა ისევ ორმხრივი გახდება. შესაბამისი დადგენილება ქალაქის საკრებულომ 19 ივნისის სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. 2020 წლის დეკემბრიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე – გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში – ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა და მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობდნენ. რაც შეეხება ამ მონაკვეთში, ამავე მიმართულებით ნებისმიერი ტრანსპორტის ორმხრივ მოძრაობას, როგორც დღეს არის, ეს …
Continue reading “ბათუმში ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩებზე მოძრაობა ორმხრივი დარჩება – ცვლილება”
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის აყრა დაიწყეს – აქ ასფალტს დააგებენ
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა, გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის მონაკვეთში, უკვე გადაიკეტა. ამ ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ. სამუშაოების გამო ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთი ეტაპობრივად გადაიკეტება, თუმცა რა პერიოდულობით, მერიაში ვერ გვეუბნებიან: „ქუჩის მონაკვეთების გადაკეტვის დრო დამოკიდებულია მიმდინარე სამუშაოებზე“. ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში], ქვაფენილს აყრიან და მის ნაცვლად ასფალტ-ბეტონის …
Continue reading “ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის აყრა დაიწყეს – აქ ასფალტს დააგებენ”
გრიბოედოვის ქუჩა გაცალმხრივდა – 3, 7 და 9 ნომერი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა
ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე მოძრაობა 25 ივნისიდან ცალმხრივი იქნება – ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში ავტოტრანსპორტი მხოლოდ ამ მიმართულებით იმოძრავებს. ანუ, პირიქით, რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა. მოძრაობის წესის ცვლილება ბათუმში ახალ სქემას უკავშირდება. გრიბოედოვის ქუჩის გაცალმხრივების შედეგად, 25 ივნისიდან, იცვლება №3, №7ა და №9 სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მიმართულებაც. „ცვლილების შესაბამისად, …
Continue reading “გრიბოედოვის ქუჩა გაცალმხრივდა – 3, 7 და 9 ნომერი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა”
მოგვარდა თუ არა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სქემით? | გამოკითხვა
ბათუმში რიგ ქუჩებზე ავტომანქანები ახალი სქემით სამ თვეზე მეტია მოძრაობენ. ამ სქემით ცალმხრივი გახდა გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩების მონაკვეთები, მალე ცალმხრივი გახდება მოძრაობა გრიბოედოვის ქუჩაზეც. მუნიციპალური ავტობუსებისა და ველოსიპედებისთვის გზებზე მოინიშნა ე.წ. Bus lane. თქვენი აზრით, რა შეიცვალა ბათუმში მოძრაობის ახალი სქემით? – მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში, რომელიც ანონიმურია. გაუმჯობესდა თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობა …
Continue reading “მოგვარდა თუ არა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სქემით? | გამოკითხვა”
გრიბოედოვის ქუჩა ცალმხრივი გახდება – როგორ მუშაობს მოძრაობის ახალი სქემა ბათუმში
ბათუმში მალე გრიბოედოვის ქუჩაზემოძრაობა ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან [რესპუბლიკური საავადმყოფოდან] რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. ავტომანქანები ამ მონაკვეთში მხოლოდ რუსთაველის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრიბოედოვის ქუჩის ამ მონაკვეთის გაცალმხრივებას გარკვეული დრო დასჭირდება, ვინაიდან უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი საგზაო ნიშნები. ასევე იგეგმება მოსახლეობის/მძღოლების ინფორმირება. ამ მონაკვეთში მოძრაობის გაცალმხრივება დამტკიცებულია ახალი სქემით. თუმცა ამ დრომდე ვერ …
Continue reading “გრიბოედოვის ქუჩა ცალმხრივი გახდება – როგორ მუშაობს მოძრაობის ახალი სქემა ბათუმში”
მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?
თვე-ნახევარზე მეტი დრო გავიდა, რაც ბათუმში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები ცალმხრივი გახადეს და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ნაწილი [ე.წ. Bus lane] მონიშნეს. ახალი სქემა ამოქმედდა, თუმცა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა მხოლოდ პირველი თებერვლიდან განახლდა. ახალი სქემის მიუხედავად, ქალაქში ტრადიციული საცობების პრობლემა არ მოხსნილა. ჩანს, რომ მძღოლებმა, განსაკუთრებით ჭავჭავაძის ქუჩაზე, არ იციან ახალი სქემით დადენილი მოძრაობის …
Continue reading “მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?”
ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ცალმხრივი გახდა
ბათუმში დღეიდან, 15 დეკემბრიდან, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია არეგულირებს. კონკრეტულად: გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ვეღარ შემოვა ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ამ მონაკვეთში/ზოლში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და ველოსიპედები იმოძრავებენ. ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში სპეციალურ ნიშანს „შესვლა აკრძალულია“ ამ წუთებში [11:50 სთ] ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, იყო ტექნიკური პრობლემა და …
Continue reading “ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ცალმხრივი გახდა”
ბათუმის რომელ ქუჩებზე გახდება მოძრაობა ცალმხრივი 15 დეკემბრიდან – ახალი სქემა
ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები 15 დეკემბრიდან შეიცვლება, რის შემდეგაც ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ქუჩებზე მონიშნულია მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლიც [ე.წ. Bus lane]. ამ ზოლში ავტობუსების გარდა დაშვებულია ველოსიპედების მოძრაობაც. რა იცვლება კონკრეტულად 15 დეკემბრიდან: გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით; გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის …
Continue reading “ბათუმის რომელ ქუჩებზე გახდება მოძრაობა ცალმხრივი 15 დეკემბრიდან – ახალი სქემა”
როგორ შეიცვლება მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე – ახალი სქემა ბათუმში
ბათუმში 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს ახალი სქემა, რომელიც რამდენიმე ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლის [ე.წ. Bus lane] მონიშვნას ითვალისწინებს. ახალი სქემა ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესებს შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, მძღოლებს მაინც მოუწევთ [15 დეკემბრიდან, ან მანამდეც] დაემორჩილონ მოძრაობის ახალ წესებს. ამ წესებით მუნიციპალური ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში სხვა …
Continue reading “როგორ შეიცვლება მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე – ახალი სქემა ბათუმში”
გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, უახლოეს დღეებში ტრანსპორტი ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით [ამავე მონაკვეთში] მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებს. ამასთან, შეიცვლება პარკინგის წესებიც. ავტომანქანების გაჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქუჩის მარჯვენა მხარეს. რაც შეეხება მარცხენა მხარეს, აქ ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ე.წ. Bus lane] დახაზვა გოrგილაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია. „გორგილაძის ქუჩაზე ამჯერად …
Continue reading “გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს”
როგორ შეცვლის ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობას ახალი სქემა
ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში შეტანილი პროექტის მიხედვით, ქალაქში რამდენიმე სამარშრუტო მიკროავტობუსის გადაადგილების მარშრუტი იცვლება. საკრებულოს მიერ საკითხის დამტკიცების შემთხვევაში მიკროავტობუსები ახალი მარშრუტით 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან ივლიან. საკრებულოს სხდომა 16 ოქტომბერსაა ჩანიშნული. სამარშრუტო ხაზებში ცვლილებები იმ ახალ სქემას უკავშირდება, რომლითაც ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქის რამდენიმე ქუჩის ზოგიერთ მონაკვეთში იცვლება. ახალი სქემის ამოქმედება 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, …
Continue reading “როგორ შეცვლის ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობას ახალი სქემა”
ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო
ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შეცვლა 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ვადამ მინიმუმ 20 ნოემბრამდე გადაიწია. ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნების დატანა ორკომპონენტიანი ცივი პლასტიკის საღებავით და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ ე.წ. Bus lane] დახაზვა 2020 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 621 628 ლარი დაიხარჯება. „ამ ვადამ გადაიწია …
Continue reading “ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო”
ბათუმში ფალავანდიშვილის ქუჩა – შევჩენკოდან პუშკინამდე მონაკვეთში ცალმხრივი გახდება
ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩის მონაკვეთი – პუშკინის ქუჩიდან შევჩენკოს ქუჩამდე, ცალმხრივი გახდება. შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულომ უნდა მიიღოს. დადგენილების პროექტით, ავტომობილები ამ მონაკვეთში იმოძრავებენ მხოლოდ შევჩენკოს ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით. საკრებულო საკითხს 31 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს. დადგენილების მიღებიდან 15 დღეში კი, ქალაქის მერიამ უნდა უზრუნველყოს საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის, ქუჩაზე …
ავტობუსების სავალი ზოლის დახაზვაში ბათუმის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება
ბათუმში, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების ნაწილზე ავტობუსების სავალი ზოლის [Bus lane] დახაზვაში ქალაქის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „მიონი დეველოპმენტი“-ს შორის უკვე გაფორმებულია. სამუშაოები 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება. მერიის სამმართველომ თავდაპირველად ავტობუსების სავალი …
Continue reading “ავტობუსების სავალი ზოლის დახაზვაში ბათუმის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება”
დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით და ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი – შუკაკიძე ახალ სქემაზე
გართულდა თუ გამარტივდა სქემა? რა არის აუცილებელი მოთხოვნა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის ახალი სქემის მიხედვით და ვინ წყვეტს, ეკუთვნის პედაგოგს ახალი სტატუსი თუ არა. რა ელოდებათ პრაქტიკოს და მაძიებელ პედაგოგებს – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე საუბრობს. ბატონო ბერიკა, განმარტეთ, რა არის სიახლე პედაგოგებისთვის ახალ სქემაში? ფუნდამენტური ცვლილებაა ის, რომ …