ამ სიტუაციაში შესაძლოა ვიყოთ ორი კვირის განმავლობაში – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

„ჩვენ ვთხოვთ მოქალაქეებს, სოციალური შეკრებებისაგან, ამ ჯგუფური თავყრილობებისაგან მაქსიმალურად დავიცვათ თავი გარკვეული პერიოდი, ეს არის ძალიან დიდი თხოვნა“ – განაცხადა დღეს, 11 აგვისტოს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის არსებული, უკვე რეკორდული მაჩვენებლებიც კი რომ შენარჩუნდეს, აუცილებელია სოციალურ შეკრებებზე უარის თქმა. „ჩვენ ამ სიტუაციაში შესაძლოა ვიყოთ ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს სტაბილური …

„გაიზრდება რიცხვები, გვექნება მძიმე შემოდგომა“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი

„ეს რიცხვები არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე,“ – ექიმი და პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის ანტირეკორდულ მაჩვენებლებში პირდაპირ ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს. ის პასუხისმგებლობას აკისრებს პრემიერ ღარიბაშვილს, რომელიც მის მიერ დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, მასობრივ თავშეყრას ესწრება და შემდეგ კითხულობს: „დანაშაულია ქეიფი?“ „ბათუმელები“ 3 აგვისტოს წერდა შემთხვევაზე, როცა ქორწილში გამოძახებული პატრულიც კი არ აჯარიმებდა სარიტუალო …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: დავამატეთ 45 საწოლი, მათ შორის 11 რეანიმაციულია

აჭარაში მოქმედ კოვიდკლინიკებს ორი კლინიკა – „მედალფა“ და ქედის სამედიცინო ცენტრი, ჯამში 45 ადგილი დაემატება – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა დღეს, 11 აგვისტოს. მისი თქმით, 45 დამატებითი ადგილიდან 11 რეანიმაციული საწოლია. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კოვიდის მართვაში დაგეგმილია კიდევ ერთი კლინიკის ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში …

კოვიდზე აცრა ბსუ-ში „ფაიზერითაც“ იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის გარეშე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მალე კორონავირუსზე აცრის სივრცე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტშიც გაიხსნება, სადაც კოვიდზე აცრა შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. „ჩვენ კვირის ბოლოს ერთ დიდ სივრცეს ვამატებთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი როგორც „ფაიზერით“, ასევე სხვა ვაქცინებით ადმინისტრირება. ბათუმის უნივერსიტეტში 10-15 ჯგუფით დავიწყებთ მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში გავზრდით. შესაძლებელი …

ჯანდაცვის მინისტრი: აჭარაში 100 ექიმი დაემატება კონტრაქტით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ოჯახის ექიმების დასახმარებლად კიდევ 100 ექიმს გაუფორმეს კონტრაქტი, რომლებიც დისტანციურად იმუშავებენ პაციენტებთან. ეს განმარტება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, როცა მას ჟურნალისტებმა ოჯახის ექიმების რესურსის შესაძლო ამოწურვაზე და ამ მხრივ შექმნილ პრობლემებზე ჰკითხეს. საუბარი ეხებოდა შემთხვევებს, როცა მოქალაქეები ჩივიან, რომ ოჯახის ექიმთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და ამის გამო მათ …

თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება – გაბუნია

„თუ ასე გაგრძელდება 7, 8, 10 დღე, მოგვიწევს დამატებით გადაწყვეტილების მიღება, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება,“ – აღნიშნა დღეს, 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობენ, რომ კლინიკებში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ, საწოლები უკვე დეფიციტია, თუმცა რომელიმე პაციენტის მიღებაზე ჯერ უარი არ უთქვამთ. „ხერხდება ამის მართვა, ჯერჯერობით,“ – დასძინა …

ბათუმში საქორწინო დარბაზები დააჯარიმეს

აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო. აკრძალვების მიუხედავად გუშინ, 10 აგვისტოს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რამდენიმე სარიტუალო დარბაზში, სადაც „ბათუმელები“ მივიდა, ქორწილი იყო. „შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის შედეგად აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. დღის განმავლობაში დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 905 ახალი შემთხვევა | 11 აგვისტო

11 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 905 ახალი შემთხვევა. აჭარის კოვიდკლინიკებში 862 პაციენტია, მათგან 22 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარაში კოვიდსასტუმროშია 1 298 ინფიცირებული, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 433 ადამიანი. დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოში კოვიდის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 ადამიანი.

დადასტურდა კოვიდის 5353 ახალი შემთხვევა, 48 ადამიანი გარდაიცვალა

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5353 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 48 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,61 პროცენტია. 11 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 688 940 აცრა. ქვეყანაში კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულია 210 776 ადამიანი.

ბათუმში ქორწილებს აკრძალვის მიუხედავად მაინც მართავენ | ფოტო

დღეს, 10 აგვისტოს, ბათუმში რამდენიმე ქორწილია. ყველა საქორწინო დარბაზი, სადაც „ბათუმელები“ იმყოფებოდა, ხალხითაა სავსე. ერთ-ერთ დარბაზთან პოლიციაც იმყოფებოდა. 9 აგვისტოდან ისეთი ხალხმრავალი შეკრებები, როგორიცაა ქოწილები და ქელეხები, ასევე, მსგავსი ტიპის სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები, აიკრძალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე საქორწინო დარბაზების მფლობელები გააფრთხილეს კიდეც მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ. „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით, ქორწილებისა …

როგორია ბათუმში კოვიდით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა – ინტერვიუ

ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ 43 ბავშვს მკურნალობენ. მათი ნაწილი რეანიმაციაში, ნაწილი კი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბავშვებში ახლა ძირითადად კორონავირუსის დელტა შტამი ცირკულირებს, რაც სხვა შტამებისგან განსხვავებით ბევრად უფრო გადამდებია. როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა ჰოსპიტალში, რა რესურსები აქვს კლინიკას გაზრდილ მიმართვიანობასთან გასამკლავებლად და რა მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ხვდებიან …

ქუთაისში კოვიდით გარდაიცვალა ორსული ქალი

დღეს, 10 აგვისტოს, კოვიდით გარდაცვლილი 54 ადამიანიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი იყო. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დეტალურ ინფორმაციას მოკლე ხანში გაავრცელებენ. _______________ მასალა განახლდება. 

აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  ბოლო 24 საათში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 10 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში 786 პაციენტია კოვიდკლინიკაში, მათგან 21 მართვით სუნთქვაზეა. დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში კოვიდის დღიურად აღრიცხული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ასევე რეკორდულია ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა …

რა უნდა ქნათ, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ და რა ვალდებულება აქვთ კონტაქტში მყოფ პირებს

„მოქალაქეს თუ კორონავირუსი დაუდასტურდა, ის თავად არის ვალდებული დარეკოს 112[2]-ზე და დააფიქსიროს ამ ფაქტის შესახებ. ვირუსის დადასტურების დაფიქსირების შემდეგ მოქალაქის პირადი საქმე ეგზავნება ოჯახის ექიმს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უკავშირდებიან ინფიცირებულ პირს და მის კონტაქტებს [ოჯახის წევრებს და სხვებს, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი ვირუსის დადასტურებამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში] იწერენ მონაცემებს და …

ტიკარაძე: მდგომარეობა საგანგაშოა, ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა და მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. „რამდენჯერმე უკვე გავაკეთე განცხადება, გამუდმებით ვაფრთხილებთ მოსახლეობას, მდგომარეობა საგანგაშოა, არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში არიან ჩართული პროცესის მართვაში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მედიას …

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დაიწყო „პფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრაცია შეუძლიათ 16 წლის და უფროს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. აცრისთვის ვიზიტი უნდა დაჯავშნოთ ვებგვერდზე: booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე: 1522. „ფაიზერის“ მეორე დოზით  აცრის პროცესი დაიწყება 15 აგვისტოს. ამ დროისათვის booking.moh.gov.ge -ზე „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარ მილიონზე მეტი დოზაა ხელმისაწვდომი.  

54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 5697 ახალი შემთხვევა | 10 აგვისტო

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 44 536 კვლევა ტესტით.  გასულ დღე-ღამეში საქართველოში 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. კოვიდის ყველაზე მეტი ახალი, დადასტურებული შემთხვევა თბილისშია – 2600. რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა აჭარა – 678 და იმერეთი – 649. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 43 163 საიდანაც: 6 552 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 678 ახალი შემთხვევა

10 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 678 ახალი შემთხვევა. აჭარის კოვიდკლინიკებში 861 პაციენტია, მათგან 18 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარაში 818 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 5 186 პირი.  

გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში ვაქცინის გარეშე შემოვლენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში ვაქცინის გარეშე შემოსვლის უფლება აქვთ, სამი ქვეყანა დაემატა – იორდანია, ლიბანი და ერაყი. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 27 ივლისს მიიღო. განკარგულება დღეს, 9 აგვისტოს, გამოქვეყნდა. ვაქცინის გარეშე დღეიდან საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვთ: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, …

ვინც კოვიდი გადაიტანა, ვაქცინის ერთხელ გაკეთების შემთხვევაშიც სრულად აცრილად ჩაითვლება

კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში ვაქცინირებულად ჩაითვლებიან. „მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვისაც ვაქცინა ერთხელ აქვთ გაკეთებული, გათანაბრდებიან 2-დოზით ვაქცინერებულებთან“, – ეს განცხადება მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა. მისი თქმით, მათზეც გავრცელდება ის რეგულაცია, რაც გათვალისწინებულია სრულად ვაქცინირებულებისთვის. …

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება – ჯარიმა 20 ლარი იქნება

ხვალიდან, 10 აგვისტოდან, პირბადეების ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო იქნება ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. ჯარიმა კვლავ 20 ლარი იქნება. თუმცა, ჯარიმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს, რადგან მთავრობას თავად ჯარიმების დაწესება …

სად შეიძლება უფასოდ სწრაფი ტესტირება და PCR კვლევა აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში დროულად მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. სამინისტრო აქვეყნებს აჭარაში იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც ამბულატორიულად უსიმპტომო და სიმპტომიანი პაციენტების კვლევა ხდება COVID 19 -ზე სწრაფი ანტიგენით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – PCR კვლევაც. რა შემთხვევაში ტარდება PCR კვლევა უფასოდ? – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „თუ მოქალაქეს აქვს მკვეთრად …

ბათუმში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის ერთი 59 წლის ქალი

9 აგვისტოს მონაცემებით, გასულ 24 საათში ბათუმის კოვიდკლინიკებში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, მათგან ორი 83 წლის იყო, ერთი – 87 წლის. დღეს, 9 აგვისტოს, კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 59 წლის ქალი, რომელსაც, კლინიკის ინფორმაციით, თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა. გარდაცვალების ეს შემთხვევა ხვალინდელ, 10 აგვისტოს სტატისტიკაში აისახება. ბოლო 24 საათში საქართველოში 44 პაციენტი გარდაიცვალა …

საქართველოში 44 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით | 9 აგვისტოს მონაცემები

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 12 524  კვლევა ტესტით.  გასულ დღე-ღამეში საქართველოში 44 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 8 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.74% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.75% კოვიდის ყველაზე მეტი – 946 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში. ამ …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 499 ახალი შემთხვევა

9 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა. მთავრობის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში 874 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკებში, მათგან 21 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. აჭარაში 818 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 5 186 პირი. 9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2 236 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 44 პაციენტი.

მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად ვიბრძოლო – ტიკარაძე ექიმებს მიმართავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ  ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს. ტიკარაძემ დღეს, 8 აგვისტოს,  მიმართვა გაავრცელა, სადაც მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც აიცრა კოვიდზე ან მალე მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას. „იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების …

მთავრობა ხვალ ნიღბების ტარების რეგულაციაზე იმსჯელებს – ღარიბაშვილი

დღეს, 8 აგვისტოს, კორონავირუსზე აცრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციებზე იმსჯელებს. „ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მითუმეტეს, შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ჩაკეტვაზე და მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არის და ხვალ, საკოორდინაციო საბჭოს …

„დანაშაულია ქეიფი?“ – ღარიბაშვილი უხერხულობას არ გრძნობს კოვიდწესების დარღვევის გამო

„მერე რა, დანაშაულია ქეიფი?“ –  ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 8 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვას, გრძნობს თუ არა უხერხულობას იმის ფონზე, რომ მთავრობა მოსახლეობას ქორწინებისგან და ქეიფებისგან თავშეკავებას, დისტანციის დაცვას და პირბადის ტარებას სთხოვს, მაშინ როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხალხმრავალ სუფრაზე ილხენს, ფიზიკური დისტანციის დარღვევით და პირბადის გარეშე. 7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის …

30 ადამიანი გარდაიცვალა, დადებითობის მაჩვენებელია თითქმის 12% | 8 აგვისტო

8 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3344 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 27 969  კვლევა ტესტით.  გასულ დღე-ღამეში საქართველოში 30 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 7 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.64%. კოვიდის ყველაზე მეტი – 1 362 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა …

აჭარაში კოვიდის 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა

8 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 595 ახალი შემთხვევა. მთავრობის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში 876 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკებში, მათგან 16 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. აჭარაში 812 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 5 016 პირი.

ბათუმში, კორონავირუსით 44 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმის სამედიცინო ცენტრში [BMC] 44 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო ცენტრში გვითხრეს პაციენტი რეანიმაციაში 31 ივლისს მოათავსეს; მას დაუდგინდა თანმდევი დაავადებაც. მისი მდგომარეობა გუშინ, 6 აგვისტოს დამძიმდა და ღამით გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა სხვა კლინიკაში. 21 წლის ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] კორონავირუსით, 24 ივლისს მოათავსეს, ის გუშინ, …

ივლის-აგვისტოში აჭარაში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა

„გარდაცვალება რესპუბლიკურში 0“ – ძირითადად ასე ამთავრებს აჭარის მთავრობა ყოველ დილით აჭარაში წინა 24 საათში დაფიქსირებულ კოვიდსტატისტიკას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსისგან რეგიონში არავინ გარდაცვლილა. რეგიონში გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას უკვე დიდი ხანია აღარ ავრცელებენ, თუმცა, არ ვიცით ვისი გადაწყვეტილებით. სავარაუდოდ გადაწყვეტილება ცენტრალურ დონეზე მიიღეს, რადგან ასეთ ინფორმაციას [გარდაცვალება რეგიონების მიხედვით] არც საქართველოს ჯანდაცვის …

ბათუმში 21 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] კორონავირუსით, 6 აგვისტოს, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ის 21 წლის იყო. პაციენტი კლინიკაში 24 ივლისს მოათავსეს. კლინიკის ინფორმაციით მას აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება და თანმდევი რთული დაავადებები. 7 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 38 პაციენტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, …

ბინაზე აცრიან პირებს, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ

გადაადგილებაშეზღუდული პირებისთვის, ვაქცინაცია  სოფლებში  სამედიცინო, ან არასამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ბინაზე განხორციელდება. შესაბამისი განკარგულება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მთავრობამ გამოსცა. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, უზრუნველყონ ამცრელი ჯგუფების დაკომპლექტება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და ვაქცინაციისთვის საჭირო აღჭურვილობით. გეგმიური ამბულატორიული მომსხურების მიმწოდებელ დაწესებულებებს განესაზღვრათ ვალდებულება, უზრუნველყონ მათ დაწესებულებაში რეგისტრირებული …

აჭარაში კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 7 აგვისტო

7 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე აჭარის საავადმყოფოებში მკურნალობს 837 პაციენტი, მათგან მძიმე პაციენტია – 129, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 17 ადამიანი. აჭარის კოვიდსასტუმროებში 812 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს. ამ ეტაპისთვის აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 026 ადამიანი. 7 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 …

საქართველოში კოვიდის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

7 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 38 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 444 569, ბოლო 24 საათში – 4216 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 397240, ბოლო 24 საათში – 1735 მათ შორის გარდაცვლილი – 6054 , ბოლო 24 საათში – 38 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 45351, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26470, PCR ტესტით – 18881 …

Exit mobile version