ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტები კორონავირუსის პრევენციისთვის სასურველად არ მიიჩნევენ ისეთი ღონისძიებების გამართვას, სადაც პირობითად ასამდე ადამიანი მოიყრის თავს. ამ ფონზე ბათუმში მუშაობას არ აჩერებენ ბაზრობები, სადაც ასობით ადამიანი გადაადგილდება. ბაზრობების ადმინისტრაციებში გვითხრეს, რომ მითითებებს იცავენ, ეტაპობრივად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს და მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, დეზინფექციების ეტაპობრივ ჩატარებაზე ხელშეკრულება იურიდიულ პირთან აქვთ გაფორმებული, თუმცა ყოველდღიური …
Tag Archives: კორონავირუსი
ბილეთების ნახევარი გაყიდულია: 14 მარტი, საქართველო-რუსეთის დაპირისპირება რაგბიში
14 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 11 მარტის მდგომარეობით, მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვის რეკომენდაცია გაცემული არ არის. „ეს არის ევროპის ჩემპიონატი და რაგბი ევროპამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იქედან არანაირი მითითება არ გვაქვს. თუკი იქნება რამე მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს რაგბის კავშირის …
Continue reading “ბილეთების ნახევარი გაყიდულია: 14 მარტი, საქართველო-რუსეთის დაპირისპირება რაგბიში “
კორონავირუსით 168 პირი გარდაიცვალა – ბოლო 24 საათის მონაცემები იტალიიდან
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 463-დან 631-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში COVID 19-ით 168 ადამიანი გარდაიცვალა. 529 ადამიანს კი ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უახლესი მონაცემების შესახებ იტალიური გამოცემა “ლა რეპუბლიკა” აქვეყნებს. 10 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 10 149 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოცემა აქვეყნებს გარდაცვლილთა ასაკობრივ მონაცემებს. რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა შორის 2% 50-59 წლის ასაკის ადამიანები არიან, 8 …
Continue reading “კორონავირუსით 168 პირი გარდაიცვალა – ბოლო 24 საათის მონაცემები იტალიიდან”
დავების საბჭო მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან
სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დავის მხარეებს მიმართავს, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭო მხარეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან – გაუფრთხილდნენ როგორც …
იტალიის პრემიერმა იტალია წითელ ზონად გამოაცხადა
იტალია წითელ ზონად ოფიციალურად გამოცხადდა. რაც ნიშნავს იმას რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ყველა სკოლა და უნივერსიტეტი 2020 წლის 3 აპრილამდე, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება და დაწესდა შეზღუდვები ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე. ინფორმაცია ქვეყნის წითელ ზონად გამოცხადების შესახებ დღეს, 9 მარტს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააცნო ჟურნალისტებს. იტალიის მთავრობამ რადიკალური ზომების მიღება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადაწყვიტა. …
Continue reading “იტალიის პრემიერმა იტალია წითელ ზონად გამოაცხადა”
შენობაში სველი წერტილის არმქონე სკოლებისთვის 745 000 ლარის სადეზინფექციო ხსნარს იყიდიან
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე იმ სკოლებისთვის, რომლებსაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მექანიკურ დისპენსერებსა და სადეზინფექციო ხსნარს შეიძენენ. 5 ათასი ცალი დისპენსერისა და 80 ათასი ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის შესაძენად 745 ათასი ლარი დაიხარჯება. სააგენტოს მონაცემებით, 2 471 საჯარო სკოლის თითქმის ნახევარს – 1 299 სკოლას – არ აქვს წყალმომარაგების …
საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები იზღუდება
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით …
Continue reading “საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები იზღუდება”
“ევექსის” გენერალურ დირექტორს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა
სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენდირექტორს ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ნიკა გამყრელიძემ ვირუსის დადასტურების შესახებ, თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა. “მეგობრებო, როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვით იზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამომდინარე და იქიდან …
Continue reading ““ევექსის” გენერალურ დირექტორს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა”
გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციები ორსულებს – კორონავირუსის პრევენცია
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) რეპროდუქციული ასაკის და ორსულ ქალებს COVID-19-თან დაკავშირებული პოტენციური რისკების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ასევე გაიცა რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა მიიღონ მათ დროული სამედიცინო დახმარება. „ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ. თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირატორული ინფექციებისადმი უფრო …
Continue reading “გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციები ორსულებს – კორონავირუსის პრევენცია”