ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სად შეიძლება უფასოდ სწრაფი ტესტირება და PCR კვლევა აჭარაში

09.08.2021
სად შეიძლება უფასოდ სწრაფი ტესტირება და PCR კვლევა აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში დროულად მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.

სამინისტრო აქვეყნებს აჭარაში იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც ამბულატორიულად უსიმპტომო და სიმპტომიანი პაციენტების კვლევა ხდება COVID 19 -ზე სწრაფი ანტიგენით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – PCR კვლევაც.

რა შემთხვევაში ტარდება PCR კვლევა უფასოდ? – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „თუ მოქალაქეს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები [სიცხე, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა და სხვა], ან იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, ამ შემთხვევაში პირველ რიგში უკეთდება სწრაფი ტესტი და თუ პასუხი იქნება უარყოფითი, შემდეგ მას უტარებენ PCR კვლევასაც. შესაბამის გადაწყვეტილებას სამედიცინო დაწესებულება ადგილზე იღებს“.

დაწესებულებები, სადაც სწრაფი ანტიგენით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში PCR კვლევები ტარდება

ბათუმი

  • შპს „ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ ; მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2; ტელ: (0422) 27-40-08
  • შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“; მის: ბარათაშვილის ქ.N30; ტელ: (0422) 21-70-01
  • სს „საზღვაო ჰოსპიტალი“; მის: მელიქიშვილის ქ.N102; ტელ: (0422) 29-34-43
  • სს „ევექსის კლინიკები’’ – ბათუმის პოლიკლინიკა; მის: სელიმ ხიმშიაშვილის #20; ტელ: 032 2 55 05 05
  • შპს „ქ.ბათუმის N4 პოლიკლინიკა“; მის: ტაბიძის ქ. N 7; ტელ: (0422) 240503
  • შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი”; მის: ტბეთის ქ.N4; ტელ: (0422) 25-20-03

ქობულეთი

  • „ბომონდი“ ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო; მის: 26 მაისის ქ. # 2; ტელ:596 42 24 22
  • სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ქობულეთის სამედიცინო ცენტრი; მის: ქობულეთი, აბაშიძის ქ.18; ცხელი ხაზი: +995322600600; ცხელი ხაზი: +995322550505
  • ქობულეთის ჰოსპიტალი – ევექსი; მის: ქობულეთი, აბაშიძის ქ.18; ტელ: 032 2 600 600

ხელვაჩაური

  • შპს „ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი”; მის: ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7; ტელ: (0422) 25-87-01

ქედა

  • სს ,,ევექსის კლინიკები“ – ქედის კლინიკა; დაბა ქედა, რუსთაველის ქ. 14; ტელ: 032 2 55 05 05

შუახევი

  • სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – შუახევის ჰოსპიტალი; მის: დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32; ტელ: 032 2 55 05 05

ხულო

  • სს „ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა; მის: ხულო, აღმაშენებლის ქ. 1; ტელ: 032 2 55 05 05

_______________

ფოტოზე: რიგი კოვიდის ტესტირებაზე ბათუმში. 

ამავე თემაზე:

ბათუმში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის ერთი 59 წლის ქალი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: