მთავარი,სიახლეები

ბათუმში 21 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა

07.08.2021 • 7094
ბათუმში 21 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] კორონავირუსით, 6 აგვისტოს, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ის 21 წლის იყო.

პაციენტი კლინიკაში 24 ივლისს მოათავსეს. კლინიკის ინფორმაციით მას აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება და თანმდევი რთული დაავადებები.

7 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 38 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.25%.

7 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ ეტაპზე აჭარის საავადმყოფოებში მკურნალობს 837 პაციენტი, მათგან მძიმე პაციენტია – 129, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 17 ადამიანი.

აჭარის კოვიდსასტუმროებში 812 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: