მთავარი,სიახლეები

მთავრობა ხვალ ნიღბების ტარების რეგულაციაზე იმსჯელებს – ღარიბაშვილი

08.08.2021 • 1128
მთავრობა ხვალ ნიღბების ტარების რეგულაციაზე იმსჯელებს – ღარიბაშვილი

დღეს, 8 აგვისტოს, კორონავირუსზე აცრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციებზე იმსჯელებს.

„ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მითუმეტეს, შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ჩაკეტვაზე და მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არის და ხვალ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

ღარიბაშვილი, რომელიც დღეს ნიღბების საჭიროებაზე საუბრობდა, გუშინ თავად იყო ნიღბის გარეშე ხალხმრავალ წვეულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გამუდმებით მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ წვეულებების გამართვისგან.

უკვე ორი კვირაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს ღია სივრცეში პირბადის ტარების საჭიროებაზე, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს ამ რეგულაციის ამოქმედების გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამავე თემაზე: 

„დანაშაულია ქეიფი?“ – ღარიბაშვილი უხერხულობას არ გრძნობს კოვიდწესების დარღვევის გამო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: