ბათუმში კორპუსის ნგრევის ნგრევის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია“ – წერს შსს.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი ადამიანი, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი. სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.

ამავე თემაზე: 

ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფსა და ბინას აერთიანებდნენ – რა ირკვევა საჯარო რეესტრით

შენობის ნანგრევებში მეხუთე ცხედარი იპოვეს — ის ბავშვია

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში, მაშველებმა დღეს დილით მეხუთე ცხედარი იპოვეს, ის მცირეწლოვანია.

ამ დრომდე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან ორი ბავშვია, სამი კი ზრდასრული.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

მთავარ ფოტოზე: სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე. 9 ოქტომბერი, 2021. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები.

ნანგრევებიდან ამოასვენეს 1 ბავშვი და 2 კაცი – ამ დროისთვის დაღუპულია 4 ადამიანი

მაშველებმა ბათუმში სახლის ნანგრევებიდან ამოასვენეს 1 ბავშვის და 2 კაცის ცხედარი. ინფორმაციას ადასტურებენ სამაშველო სამსახურში.

რამდენიმე საათის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს 81 წლის ქალის ცხედარი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ადამიანი გადაყვანილია კლინიკაში.

მაშველები უკვე 15 საათია მუშაობენ ადგილზე. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევებში სულ 3 ბავშვი იყო.

_________________________________

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს 81 წლის ქალის ცხედარიც.

ნანგრევებიდან კიდევ 3 ცხედარი ამოასვენეს

მაშველებმა ბათუმში სახლის ნანგრევებიდან კიდევ 3 ცხედარი ამოასვენეს – „ბათუმელებს“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროში ჯერჯერობით არ ამბობენ, გარდაცვლილების ასაკსა და სქესს.

რამდენიმე საათის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს 81 წლის ქალის ცხედარი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ადამიანი გადაყვანილია კლინიკაში.

მაშველები უკვე 15 საათია მუშაობენ ადგილზე.

_________________________________

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს 81 წლის ქალის ცხედარიც.

ვდგავარ იმ ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგევის ფაქტს.

„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ.

თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

__________________________________

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს 81 წლის ქალის ცხედარიც.

ამავე თემაზე: 

ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფსა და ბინას აერთიანებდნენ – რა ირკვევა საჯარო რეესტრით

ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფსა და ბინას აერთიანებდნენ – რა ირკვევა საჯარო რეესტრით

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. ეს ის კორპუსია, რომელიც დღეს ჩამოინგრა.

რეესტრმა სწორედ დღეს, 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად  საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.

„დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენია არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.“

არსებობს ვარაუდი, რომ ეს სამუშაოები კორპუსში უკვე მიმდინარეობდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზაურ ბუდატოვი [რეესტრში ზოგჯერ ბუდაგოვად არის მოხსენიებული, თუმცა ერთი და იგივე პირადი ნომრით ფიქსირდება], იგივე ბუდაგოვი ამ მისამართზე ფლობდა 120 კვ – მეტრ ბინას და მცირე ზომის სარდაფს.

დღეს დანგრეული კორპუსთან თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე ყვებოდნენ, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და ამას აპროტესტებდნენ: „სახლი ზანზარებდა“.

„ბათუმელებს“ კომპეტენტურმა პირმა პირად საუბარში განუცხადა ასევე, რომ მისი ინფორმაციით, კორპუსის სარდაფიდან დიდი ოდენობით მიწა ამოიღეს. მან გვითხრა ასევე, რომ კორპუსი ე.წ. სინკარული ტიპისაა და არსებობს ასევე ვარაუდი, რომ სახლის ერთ სართულს სინკარები გამოაცალეს, რამაც ნგრევა გამოიწვია.

კორპუსი ზუსტად 26 მაისის ქუჩაზე #13-ში მდებარეობდა, ერთი მხრიდან მემედ აბაშიძის ქუჩისა და მეორე მხრიდან კლდიაშვილის ქუჩების კვეთის შუაში. ამ სახლის შიდა ეზოს მხარეს შესვლა მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან შეიძლება.

საჯარო რეესტრში ასახული მონაცემებით, მოქალაქე ზაურ ბუდატოვი ცვლილების რეგისტრაციას ითხოვდა, ეს ცვლილება კი სარდაფის და ბინის გაერთიანებას გულისხმობდა. წარდგენილი დოკუმენტების დახარვეზების ერთ-ერთ მიზეზად რეესტრმა დღეს ჩაწერა:

„დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.“

განაცხადში, წარდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალში წერია ისიც, რომ წარდგენილია ამხანაგობის კრების ოქმი.

რეესტრის ინფორმაციით, ბათუმში 26 მაისის #13 -ში მოთხოვნილი რეგისტრაციისთვის მოქალაქემ წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი და ამხანაგობის კრების ოქმი, ასევე სართულის გეგმა.

წარმოების შეჩერების საფუძვლად რეესტრმა მიუთითა ასევე, რომ ცვლილება მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს. როგორც ჩანს, დაინტერესებულმა პირმა ვერც ამ მხრივ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტი.

საბოლოოდ, როგორც რეესტრი განმარტავს: „საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით ამ კორპუსში სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

___

მთავარი ფოტო: კორპუსი დანგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე

ბათუმში მაშველებს წყალი, ტკბილეული და საკვები მიუტანეს – მოქალაქეების ინიციატივა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან მაშველები უკვე 12 საათია მუშაობენ.

„ფეისბუქზე“ მოქალაქეების ინიციატივას, მიეტანათ მაშველებისთვის წყალი და ტკბილეული, ასობით ადამიანი გამოეხმაურა. ინიციატივის ავტორის, ციალა ქათამიძის თქმით, მოკლე ხანში შეგროვდა თანხა, რომლითაც მაშველებისთვის წყალი, ტკბილეული, ხილი და სხვა საკვები შეიძინეს.

მოქალაქეების მხრიდან ეს არის ერთგვარი მადლობის ჟესტი მაშველების მიმართ, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

მაშველებთან დღეს იმყოფებოდნენ „წითელი ჯვრის“ მოხალისეებიც.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 2 ადამიანი.

__________________________________

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

განიხილება სახლის ჩამონგრევის რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.

როგორ არიან ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ადამიანები

ბათუმში, ნანგრევებიდან გამოყვანილ კაცს სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება ექიმებმა უკვე გაუწიეს და მას კვლევები უტარდება, ნანგრევებიდან გამოყვანილი ქალის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.

საუბარია 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შედეგად დაშავებულებზე.

ამ დრომდე ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველები დაახლოებით 15-მდე ადამიანს ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს.

ნანგრევებიდან გამოყვანილი 36 წლის კაცი კლინიკა „მედცენტრშია“ მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, დეა ქაჯაიას თქმით, დაშავებულს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა და მარცხენა კოჭის არეში ღია მოტეხილობა. „მედცენტრის“ ინფორმაციით, პაციენტს უტარდება საჭირო კვლევები.

ნანგრევებიდან ამოყვანილ ქალს კი რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობენ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ნანგრევებიდან ამოიყვანეს კაცი, რომელიც მაშველებს ეკონტაქტებოდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლის სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს – ამჯერად კაცი.

ზვიად თავდგირიძის გადარჩენის ოპერაცია თითქმის 11 საათი გაგრძელდა.

მანამდე დაახლოებით 20:00 საათზე მაშველებმა ქალი – ინგა მეკეიძე ამოიყვანეს. ინგა თავის ორ შვილთან ერთად იყო ნანგრევებში მოქცეული. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის კონტაქტური არ იყო.

სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან, უკვე თითქმის 11 საათია მიმდინარეობს.

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი.

___

ბათუმის ცენტრში კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 12 საათზე ჩამოინგრა.

ბათუმში ნანგრევებიდან ერთი ქალი ამოიყვანეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლის სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ქალი ამოიყვანეს, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო დღეს, 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

განიხილება სახლის ჩამონგრევის რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.

მაშველებმა ნანგრევებში ნახეს ქალი და მის გამოყვანაზე მუშაობენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლის სადარბაზოს ნანგრევებში მაშველებმა ნახე ქალი, რომელიც ცოცხალია, იგი კონტაქტურია.

მაშველებმა ნანგრევებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია, სადაც ქალია, თუმცა მისი ამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება. მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

__________________________________

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო დღეს, 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

განიხილება სახლის ჩამონგრევის რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.

მაშველები ნანგრევებთან განათებას ამონტაჟებენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სადარბაზოსთან მაშველები განათებას ამონტაჟებენ.

აქვე ახლოს გაშლილია სამხედრო კარავი მაშველებისთვის.

ნანგრევებთან სამძებრო სამუშაოები 6 საათზე მეტია გრძელდება, თუმცა ამ დრომდე ნანგრევებიდან არავინ ამოუყვანიათ. სავარაუდოდ, სახლის ნანგრევებში 10-15 ადამიანია.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო დღეს, 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

განიხილება სახლის ჩამონგრევის რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

ნანგრევებიდან ქალის ხმა გაიგონეს – სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ხმა გაისმა.

ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტის თქმით, ამჯერად გაიგეს ქალის ხმა, რომელიც, მეზობლად მცხოვრები მოქალაქეების თქმით, ამ სადარბაზოში, მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. ქალი 2 ბავშვთან ერთად იყო სახლში, როცა სადარბაზო ჩამოინგრა.

მაშველები ასევე ეკონტაქტებიან ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ ადამიანს.

სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან, 6 საათია მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი არ ამოუყვანიათ ნანგრევებიდან.

ადგილზე დაახლოებით 300 მაშველია მობილიზებული.

ამავე თემაზე: 

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა – სასწრაფოდ | LIVE

გომელაურის თქმით, კორპუსი შესაძლოა უკანონო მშენებლობის გამო დაინგრა

„დაკავებული არავინაა. გადაყვანილია რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზე“ – უთხრა ბათუმში მყოფმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მივიდა.

ვახტან გომელაურმა არ გამორიცხა, რომ კორპუსი შესაძლოა უკანონო მშენებლობის გავლენით დაინგრა. „240-ე მუხლის მეორე ნაწილი სწორედ მაგას ითვალისწინებს“, – განაცხადა გომელაურმა, როცა გამოძიების დაწყებაზე საუბრობდა.

სხვადასხვა ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად,  240-ე მუხლი ეხება „სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას“. მეორე ნაწილი ითვალისწინებს სასჯელს „შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ“.

მინისტრის თქმით, ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის, სავარაუდოდ, 2 ბავშვია.

____

დღეს ბათუმში 6-სართულიანი კორპუსის ერთ სადარბაზო ჩამოიშალა. ამ დროისთვის ნაგრევებიდან არც ერთი ადამიანი არ არის გამოყვანილი. მაშველების თქმით, მათთან კონტაქტზე ორი ადამიანი გამოვიდა.

დაახლოებით 10-15 ადამიანს ვეძებთ ნანგრევებში – გომელაური

ბათუმში შს მინისტრი ვახტაგ გომელაური იმყოფება. ის 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან მოვიდა, სადაც კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. გომელაური ამბობს, რომ ნანგრევებში 10-15-მდე ადამიანს ეძებენ, მათგან რამდენი შეიძლება იყოს ბავშვი, გომელაური ვერ აკონკრეტებს.

შს მინისტრის თქმით, კორპუსის ჩამონგრების გამო დაკავებული არავინ არის, თუმცა გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები.

რა გახდა კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზი, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, როგორც გომელაური ამბობს, შენობის პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.

მინისტრის განცხადებამდე ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ 8 ადამიანს ეძებდნენ ნანგრევებში, რასაც არ ეთანხმება გომელაური. მისი თქმით, ნანგრევებში გაცილებით მეტი ადამიანია მოყოლილი, გამოკითხული ახლობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამ წუთებში ისევ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი არ არის ამოყვანილი ნანგრევებიდან.

მინისტრის თქმით, ადგილზე დაახლოებით 200 მაშველია მობილიზებული.

_____________________

ამავე თემაზე:

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა – სასწრაფოდ | LIVE

 

„ფეხი მტკივა“ – ახალგაზრდა კაცი ნანგრევებიდან მაშველებს ეკონტაქტება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მაშველებს ნანგრევებიდან ეკონტაქტება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ზვიადი ჰქვია.

მან მაშველებს უთხრა, რომ ფეხი სტკივა. ახალგაზრდა კაცთან კონტაქტი დილიდან არ გაწყვეტილა.

ნანგრევებში მოყოლილ ახალგაზრდას მაშველები და მოქალაქეები შეძახილებით ამხნევებენ.

_____________

დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ბათუმში 6-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით 7-8 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში. პირველადი ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ ბავშვებიც.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან: 

დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები – რიჟვაძე

„ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად,“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. იგი განცხადებას ფეისბუქზე აქვეყნებს.

„ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური.

მას შემდეგ, რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები,“ – წერს რიჟვაძე.

__________________

დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ბათუმში 6-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით 7-8 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში. პირველადი ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ ბავშვებიც.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ღარიბაშვილი და გომელაური ჩამოდიან

ჩამონგრეულ ერთ-ერთ ბინაში არის დედა, 2 ბავშვი და მაზლი – ოჯახის ახლობელი

მოქალაქე, რომელიც ჩამოშლილ სადარბაზოში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის ახლობლად გაეცნო მედიას, ამბობს, რომ ჩამოშლილი სადარბაზოს მეოთხე სართულზე, სახლში იმყოფებოდნენ დედა თავის ორ შვილთან ერთად და მისი მაზლი. ქალი ჩამონგრეულ კორპუსთან იმყოფება.

„ერთი შვილი ბაღში მიიყვანა და დაბრუნდა. ტელეფონი გამორთულია და ვერ ვეკონტაქტებით“, – თქვა ქალმა.

ერთ-ერთი ოჯახის ახლობლის ინფორმაციით კი, ჩამონგრეულ ბინაში არის 86 წლის ქალი.

დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ბათუმში 6-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოიშალა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით 7-8 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში.

ბათუმში ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ – მერია

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ.

„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში,“- ამბობს ლელა სურმანიძე.

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, „აქედან გამომდინარე, 12 ოჯახია ჩამონგრეული.“

დღეს, 8 ოქრომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 12 საცხოვრებელი ბინა. 14:28 საათისთვის ნანგრევებიდან არც ერთი ადამიანი არ ჰყავთ ამოყვანილი.  ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.

_____________________

ამავე თემაზე:

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი – ფოტორეპორტაჟი

ბათუმში ღარიბაშვილი და გომელაური ჩამოდიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში უკვე გამოემგზავრა და დღის განმავლობაში თავადაც გეგმავს ბათუმში ჩამოსვლას.

ღარიბაშვილის თქმით, მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება:

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით.

ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს.

ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას,“ – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.


დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, დაახლოებით 12 საათზე, 6-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა.

ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნანგრევებიდან ჯერ არავინ ამოუყვანიათ.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს პირველი სართულის ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა [დაკეტილი იყო]. მეორე ბინაში კი სილამაზის სალონი იყო მოწყობილი.

მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ სადარბაზოში, დანარჩენ 5 სართულზე, დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობდა.

ჩამონგრეულ სადარბაზოში 15 ოჯახი ცხოვრობდა – ბათუმის მერი

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს პირველი სართულის ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა [დაკეტილი იყო]. მეორე ბინაში კი სილამაზის სალონი იყო მოწყობილი.

მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ სადარბაზოში, დანარჩენ 5 სართულზე, დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობდა. ლელა სურმანიძის თქმით, ამ სახლზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე – დაშენება, სარემონტო სამუშაოები – ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

____

დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, დაახლოებით 12 საათზე, 6-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა.

ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნანგრევებიდან ჯერ არავინ ამოუყვანიათ.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი – ფოტორეპორტაჟი

დღეს, 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მთავარ ფოტოზე აღბეჭდილია ადამიანი, რომლის ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, სახლში იმყოფებოდნენ, როცა კორპუსი ჩამოინგრა.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი დახმარებას ითხოვს. ნანგრევებიდან ისმის ადამიანის ხმა, თუმცა მისი გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
კორპუსის ეზოში მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ტერიტორიის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ჩამოგრეული კორპუსის მცხოვრებლები
ამ დროისთვის უცნობია რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს მოყოლილი ნანგრევებში. ჩამოშლილი მასალებისგან ადგილს ასუფთავებენ. საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვია გადაყვანილი, რომელიც ავტომანქანაში იმყოფებოდა იმ დროს, როცა ავტომანქანა ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა.
ნანგრევებში მოყოლილი საყოფაცხოვრებო ნივთები
ჩამონგრეული სახლის კედელი

____________________________

მთავარი ფოტოზე: ნანგრეებზე ასახულია ადამიანი, რომლის ოჯახის წევრები სავარაუდოდ სახლში იმყოფებოდნენ, როცა კორპუსი ჩამოინგრა.

დაიცავით უსაფრთხოების ნორმები, ტერიტორია შემოსაზღვრულია – შსს მოქალაქეებს მიმართავს

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

შსს-ს ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შსს-ს ინფორმაციით ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა რამდენიმე ადამიანი გადაიყვანა კლინიკაში. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

მეზობელი რეგიონებიდან ბათუმში ძალის მობილიზება იგეგმება – შსს

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა. შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე.

მათივე ინფორმაციით დამატებით ასევე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს ასევე აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შსს-ს ინფორმაციით ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

სადარბაზოს ადგილას ამ დროისთვის მხოლოდ ნანგრევებია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა რამდენიმე ადამიანი გადაიყვანა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია — ექიმი

ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი ბათუმში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ექიმმა “აჭარის” ტელევიზიასთან განაცხადა.

“იაშვილში შემოიყვანეს ერთი პაციენტი, წლის და სამი თვის, რომელიც ნგრევის შედეგად არის დაზიანებული. აღენიშნება ზედაპირული დაზიანებები, ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია გითხრათ, აღენიშნება ასევე წვივის ძვლის მოტეხილობა.

მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მიმდინარეობს შემდგომი კვლევა და მონიტორინგი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში”, — განმარტა ექიმმა.

“აჭარის” ტელევიზიასთან ასევე ისაუბრა ბავშვის მამამაც, მისი თქმით, ბავშვი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო მანქანაში, რომელსაც კორპუსის ნანგრევები დაეცა. მანქანაში იმყოფებოდა ბავშვის მამაც, რომელიც არ დაშავებულა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, რამდენიმმესართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს, 8 ოქტომმბერს, მთლიანად ჩამოინგრა. ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ.

„შემიძლია სუნთქვა“ – ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს, 7 ოქტომბერს 6-სართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.

ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს. ნანგრევებიდან გაიგონეს ადამიანის ხმა  – „შემიძლია სუნთქვა“.

ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებს შორის მოყოლილ პირთან. მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.

 

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე სადარბაზო ჩამოინგრა | ფოტო

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა კორპუსის სადარბაზო. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში.

ნანგრევებში ათამდე ავტომანქანაა მოყოლილი. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დღეს სადარბაზოს ჩამონგრევამდე ამ კორპუსში გაზი  გათიშული იყო.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა რამდენიმე ადამიანი გადაიყვანა კლინიკაში. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს, ცოცხალია

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა ჩამოინგრა კორპუსის სადარბაზო. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

სადარბაზოს ადგილას ამ დროისთვის მხოლოდ ნანგრევებია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში.

ნანგრევებში ათამდე მანქანაა მოყოლილი.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ნანგრევებს შორის მოყოლილი მანქანიდან 6-7 წლის ბავშვი გამოიყვანეს. იგი ცოცხალია.

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან:

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა – სასწრაფოდ | LIVE

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსი ჩამოინგრა.

ადგილზეა სპეციალური ტექნიკა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან.

ბათუმის 11 სკოლაში დაიხურა კლასები კოვიდის შემთხვევების გამო

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 ოქტომბერს, კორონავირუსის შემთხვევების გამო კლასები დაიხურა ბათუმის 11 საჯარო სკოლაში, თითო სკოლაში თითო კლასი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი ბავშვებში გამოვლინდა.

ასევე, კოვიდის შემთხვევების გამო დღეს აჭარაში 3 საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი დახურეს. ორი ჯგუფი დაიხურა ქედის საბავშვო ბაღში, ხოლო ერთი ჯგუფი – ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. კოვიდი დაუდასტურდა ერთ პედაგოგს და ბავშვებს.

ამ ეტაპზე როგორც სკოლები, ასევე საბავშვო ბაღები შენობებში აგრძელებენ სასწავლო პროცესს, თუმცა სკოლების შემთხვევაში, დაშვებულია შერეული მეთოდიც.

აჭარაში კოვიდის 105 ახალი შემთხვევაა | 8 ოქტომბერი

8 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონში 365 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 25 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისათვის აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 185 ადამიანი.

8 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 2661 ახალი შემთხვევაა, 30 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით გასულ დღე-ღამეში.

დადასტურდა კოვიდის 2661 ახალი შემთხვევა, 30 პაციენტი გარდაიცვალა

8 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2661 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 36 840 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 30 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 21 847 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

7 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.70% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.16%.

შაბათ-კვირას ბათუმში მზიანი ამინდი იქნება

სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში ბათუმში უნალექო ამინდი იქნება.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ოქტომბრის  21 საათიდან 9 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 10-11 ოქტომბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი 

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში მზიანი და თბილი ამინდი 15 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

გურიაში საფლავების გაქურდვისთვის 2 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გურიში წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს.

მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის – რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო“ – წერს შსს.

მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორ ამოვიცნოთ ჰაიმორიტი | ექიმის რჩევები

ჰაიმორიტი ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ისეთი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად ვითარდება, როგორიცაა: გრიპი, მწვავე რესპირატორული ინფექცია და სხვა. ოტორინოლარინგოლოგი რაულ ხინკილაძე ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰაიმორიტს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და ექიმისთვის დროული მიმართვა.

  • ბატონო რაულ, რა არის ჰაიმორიტი?

ჰაიმორიტი ცხვირის დანამატის ღრუს – ჰაიმორის  ანუ ზედა ყბის ღრუს (წიაღის) ანთებაა.  ადამიანს სულ ოთხი წყვილი წიაღი აქვს, ესენია: ჰაიმორის მარჯვენა და მარცხენა ღრუ, რომლებიც ზედა ყბაში არის მოთავსებული, ასევე შუბლის წიაღები, ძირითადი ძვლის წიაღები (მოთავსებულია თავის ქალას შუა ნაწილებში) და ეთმოიდური წიაღები (განლაგებულია ცხვირის ძვლის ლაბირინთის ფირფიტებში). ეს ღრუები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უკავშირდება ცხვირის ღრუს ვიწრო სადინარებით. ჰაიმორის წიაღის ანთებით პროცესს ჰქვია ჰაიმორიტი.

  • რა იწვევს ჰაიმორიტს?

გამომწვევი ყველაზე ხშირი ფაქტორი შეიძლება იყოს წიაღების ინფექცია, ანუ როცა ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული რინიტი, ქრონიკული სინუსიტის გამომწვევი ფორმები.

ზოგადად, ჰაიმორიტის ჩამოყალიბება უკავშირდება იმ მდგომარეობებს, რომლებიც ხელს უშლის, აფერხებს ცხვირით სუნთქვას, შესაბამისად ჰაიმორიტის მიზეზი შესაძლოა გახდეს ცხვირის ძგიდის გამრუდება, დეფორმაციაც.

საქმე ის არის, რომ ცხვირის ღრუსა და ჰაიმორის წიაღს შორის არის ბუნებრივი ხვრელი, რომლის გამტარებლობის დარღვევის დროს ხდება წიაღში მასების დაგროვება და გაჭედვა, რაც გადაიზრდება ანთებით პროცესში, რადგან აქ მიკრობები მრავლდება.

  • როგორ ამოვიცნოთ ჰაიმორიტი და როდის მივმრთოთ ექიმს? 

ჰაიმორიტის დროს ადამიანს აღენიშნება ისეთივე სიმპტომები, როგორიც ზოგადად გაციების დროს, მაგალითად: ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება, თუმცა ჰაიმორიტის დროს ემატება სხვა სიმპტომებიც, კერძოდ, თავის, უფრო ზუსტად კი, საფეთქლის მიდამოების ტკივილი, ტკივილი თვალების ირგვლივ, ასევე ლორწოვან-ჩირქოვანი, მწვანე გამონადენი ცხვირიდან,  სხეულის ტემპერატურის მატება და უკანა რინორეა, ანუ ცხვირიდან ლორწოს გამონადენის ყელში გადასვლა.

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ სიმპტომები ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ასევე, თუ სიმპტომები კვლავ უარესდება გაუმჯობესების შემდეგ; ასევე, მუდმივი ცხელების ან ქრონიკული, გახანგრძლივებული სინუსიტის შემთხვევაში.

  • შეიძლება თუ არა თავისით ალაგდეს სიმპტომები?

თუ ბუნებრივი სავალი იხშობა რაიმე მიზეზით, პრობლემა თავისით ვერ ალაგდება, ვენტილაცია არ ხდება და ამ შემთხვევაში საჭიროა კონსერვატიული ან ფიზიოლოგიური მკურნალობა. ყოველთვის ჯობს სიმპტომების გამოჩენისთანავე, დროულად მიმართოთ ექიმს, რომ გამოირიცხოს სხვა გართულებები.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ჰაიმორიტს?

იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს უყალიბდება სურდო, აქვს ქრონიკული, გახანგრძლივებული სინუსიტები, ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა არ  დამძიმდეს  მდგომარეობა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება არის მენინგიტი –  ტვინის გარსის ანთება. შესაძლოა განვითარდეს შუა ყურის ანთებაც, მოხდეს ძვლების წიაღების დესტრუქცია და ა.შ.

  • როგორ მკურნალობენ ჰაიმორიტს?

არსებობს კონსერვატიული ანუ მედიკამენტოზური მეთოდი. ასევე ტარდება ფიზიოპროცედურები, ღრუების შიგთავსის მექანიკური გამოსუფთავება, გამორეცხვა და ქირურგიული მკურნალობა, რომლის დროსაც ცხვირის ღრუს მხრიდან ენდოსკოპით შედიან ბუნებრივი ხვრელით წიაღებში და ხდება წიაღების გამოთავისუფლება შიგთავსისგან. ტარდება წიაღის პუნქციაც – ჰაიმორის ერთ-ერთი ღრუ ცხვირის ქვედა სავალიდან ნემსით ირეცხება.

„ყველა აუცრელია“ – ბათუმში კორონავირუსზე 17 ორსულს მკურნალობენ

ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს, 7 ოქტომბერს, 17 ორსული ქალი მკურნალობს კორონავირუსზე. სამშობიარო სახლის დირექტორის ნუგზარ პაპავას თქმით, ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბოლო პაციენტი დღეს, 7 ოქტომბერს შემოვიდა. ისეთი სიხშირით აღარ შემოდიან, როგორც ადრე. დღეში 1-2 პაციენტი შემოდის, ადრე 40 შემოდიოდა“ – ამბობს ნუგზარ პაპავა.

მისი თქმით, არცერთი ორსული, რომელიც ამჟამად კორონავირუსით მათ კლინიკაშია, არ არის აცრილი.

„არცერთი ქალი აცრილი არ იყო ვინც აქამდე შემოვიდა და არც ეს ორსულები არიან აცრილი. ბევრი გინეკოლოგი და პირადი ექიმი უარს ეუბნება აცრაზე ორსულებს.

ექიმმა მითხრა, „არ აიცრა, საშიშია, არ ვიცით რა იქნებაო“ – ეუბნებიან  და ამათაც ეშინიათ, როგორ მიიღონ გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, არ აქვთ ორსულებს სათანადო ინფორმაცია, ყველა მოდის აუცრელი“ – ამბობს ნუგზარ პაპავა.

კორონავირუსისგან 16-მდე ორსული ქალი გარდაიცვალა საქართველოში. არცერთი მათგანი არ იყო აცრილი.  NCDC-ის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ორსულობისას აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, ისევე როგორც გრიპის შემთხვევაში.

საქართველოში ორსულების ვაქცინაცია დასაშვებია „ფაიზერით“.

Exit mobile version