მთავარი,სიახლეები

ბათუმში მაშველებს წყალი, ტკბილეული და საკვები მიუტანეს – მოქალაქეების ინიციატივა

09.10.2021
ბათუმში მაშველებს წყალი, ტკბილეული და საკვები მიუტანეს – მოქალაქეების ინიციატივა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან მაშველები უკვე 12 საათია მუშაობენ.

„ფეისბუქზე“ მოქალაქეების ინიციატივას, მიეტანათ მაშველებისთვის წყალი და ტკბილეული, ასობით ადამიანი გამოეხმაურა. ინიციატივის ავტორის, ციალა ქათამიძის თქმით, მოკლე ხანში შეგროვდა თანხა, რომლითაც მაშველებისთვის წყალი, ტკბილეული, ხილი და სხვა საკვები შეიძინეს.

მოქალაქეების მხრიდან ეს არის ერთგვარი მადლობის ჟესტი მაშველების მიმართ, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

მაშველებთან დღეს იმყოფებოდნენ „წითელი ჯვრის“ მოხალისეებიც.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 2 ადამიანი.

__________________________________

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

განიხილება სახლის ჩამონგრევის რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: