აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 ოქტომბერს, კორონავირუსის შემთხვევების გამო კლასები დაიხურა ბათუმის 11 საჯარო სკოლაში, თითო სკოლაში თითო კლასი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი ბავშვებში გამოვლინდა.
ასევე, კოვიდის შემთხვევების გამო დღეს აჭარაში 3 საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი დახურეს. ორი ჯგუფი დაიხურა ქედის საბავშვო ბაღში, ხოლო ერთი ჯგუფი – ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. კოვიდი დაუდასტურდა ერთ პედაგოგს და ბავშვებს.
ამ ეტაპზე როგორც სკოლები, ასევე საბავშვო ბაღები შენობებში აგრძელებენ სასწავლო პროცესს, თუმცა სკოლების შემთხვევაში, დაშვებულია შერეული მეთოდიც.





