ბათუმი,კვირის ამბები

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია — ექიმი

08.10.2021 • 6712
ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია — ექიმი

ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი ბათუმში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ექიმმა “აჭარის” ტელევიზიასთან განაცხადა.

“იაშვილში შემოიყვანეს ერთი პაციენტი, წლის და სამი თვის, რომელიც ნგრევის შედეგად არის დაზიანებული. აღენიშნება ზედაპირული დაზიანებები, ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია გითხრათ, აღენიშნება ასევე წვივის ძვლის მოტეხილობა.

მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მიმდინარეობს შემდგომი კვლევა და მონიტორინგი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში”, — განმარტა ექიმმა.

“აჭარის” ტელევიზიასთან ასევე ისაუბრა ბავშვის მამამაც, მისი თქმით, ბავშვი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო მანქანაში, რომელსაც კორპუსის ნანგრევები დაეცა. მანქანაში იმყოფებოდა ბავშვის მამაც, რომელიც არ დაშავებულა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, რამდენიმმესართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს, 8 ოქტომმბერს, მთლიანად ჩამოინგრა. ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ.

გადაბეჭდვის წესი