მთავარი,სიახლეები

მეზობელი რეგიონებიდან ბათუმში ძალის მობილიზება იგეგმება – შსს

08.10.2021
მეზობელი რეგიონებიდან ბათუმში ძალის მობილიზება იგეგმება – შსს

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა. შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე.

მათივე ინფორმაციით დამატებით ასევე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს ასევე აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შსს-ს ინფორმაციით ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

სადარბაზოს ადგილას ამ დროისთვის მხოლოდ ნანგრევებია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა რამდენიმე ადამიანი გადაიყვანა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: