მთავარი,სიახლეები

„ყველა აუცრელია“ – ბათუმში კორონავირუსზე 17 ორსულს მკურნალობენ

07.10.2021
„ყველა აუცრელია“ – ბათუმში კორონავირუსზე 17 ორსულს მკურნალობენ

ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს, 7 ოქტომბერს, 17 ორსული ქალი მკურნალობს კორონავირუსზე. სამშობიარო სახლის დირექტორის ნუგზარ პაპავას თქმით, ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბოლო პაციენტი დღეს, 7 ოქტომბერს შემოვიდა. ისეთი სიხშირით აღარ შემოდიან, როგორც ადრე. დღეში 1-2 პაციენტი შემოდის, ადრე 40 შემოდიოდა“ – ამბობს ნუგზარ პაპავა.

მისი თქმით, არცერთი ორსული, რომელიც ამჟამად კორონავირუსით მათ კლინიკაშია, არ არის აცრილი.

„არცერთი ქალი აცრილი არ იყო ვინც აქამდე შემოვიდა და არც ეს ორსულები არიან აცრილი. ბევრი გინეკოლოგი და პირადი ექიმი უარს ეუბნება აცრაზე ორსულებს.

ექიმმა მითხრა, „არ აიცრა, საშიშია, არ ვიცით რა იქნებაო“ – ეუბნებიან  და ამათაც ეშინიათ, როგორ მიიღონ გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, არ აქვთ ორსულებს სათანადო ინფორმაცია, ყველა მოდის აუცრელი“ – ამბობს ნუგზარ პაპავა.

კორონავირუსისგან 16-მდე ორსული ქალი გარდაიცვალა საქართველოში. არცერთი მათგანი არ იყო აცრილი.  NCDC-ის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ორსულობისას აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, ისევე როგორც გრიპის შემთხვევაში.

საქართველოში ორსულების ვაქცინაცია დასაშვებია „ფაიზერით“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: