მთავარი,სიახლეები

ბათუმში ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ – მერია

08.10.2021
ბათუმში ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ – მერია

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ.

„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში,“- ამბობს ლელა სურმანიძე.

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, „აქედან გამომდინარე, 12 ოჯახია ჩამონგრეული.“

დღეს, 8 ოქრომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 12 საცხოვრებელი ბინა. 14:28 საათისთვის ნანგრევებიდან არც ერთი ადამიანი არ ჰყავთ ამოყვანილი.  ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.

_____________________

ამავე თემაზე:

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი – ფოტორეპორტაჟი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: