მთავარი,სიახლეები

დაახლოებით 10-15 ადამიანს ვეძებთ ნანგრევებში – გომელაური

08.10.2021 • 1158
დაახლოებით 10-15 ადამიანს ვეძებთ ნანგრევებში – გომელაური

ბათუმში შს მინისტრი ვახტაგ გომელაური იმყოფება. ის 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან მოვიდა, სადაც კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. გომელაური ამბობს, რომ ნანგრევებში 10-15-მდე ადამიანს ეძებენ, მათგან რამდენი შეიძლება იყოს ბავშვი, გომელაური ვერ აკონკრეტებს.

შს მინისტრის თქმით, კორპუსის ჩამონგრების გამო დაკავებული არავინ არის, თუმცა გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები.

რა გახდა კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზი, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, როგორც გომელაური ამბობს, შენობის პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.

მინისტრის განცხადებამდე ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ 8 ადამიანს ეძებდნენ ნანგრევებში, რასაც არ ეთანხმება გომელაური. მისი თქმით, ნანგრევებში გაცილებით მეტი ადამიანია მოყოლილი, გამოკითხული ახლობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამ წუთებში ისევ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი არ არის ამოყვანილი ნანგრევებიდან.

მინისტრის თქმით, ადგილზე დაახლოებით 200 მაშველია მობილიზებული.

_____________________

ამავე თემაზე:

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა – სასწრაფოდ | LIVE

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: