ბათუმის მერი ვიცე–მერის შესახებ

[youtube https://www.youtube.com/watch?v=wcOH4GJ899Y&version=3&hl=en_US]

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება მეოთხე ვიცე მერი. რობერტ ჩხაიძემ დაზუსტებით განაცხადა რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის უკვე ყოფილი მოადგილის მერაბ კარანაძის კანდიდატურა ამ პოსტზე არ განიხილება

ბათუმის თოჯინების თეატრი ბულგარეთში მიდის

[youtube https://www.youtube.com/watch?v=5aU4Wf9sR7E]

ლელა დუმბაძის ვიდეო  

[youtube https://www.youtube.com/watch?v=5aU4Wf9sR7E]

ლელა დუმბაძის ვიდეო  

ბათუმის ვტოტრანსპორტი

2011 წელს ბათუმის საკრებულომ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შეიცვალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობიის საფასურის გადახდა, ბილეთით. ბელეთების შემოღებამ საზოგადოებაში წარმოშვა როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური განწყობა.
„ბათუმი ევროპული ქალაქი, რომელსაც ყოველწლიურად რამოდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს სრულიად გაუმართავი და მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია.“ სწორედაც ასე ახასიათებს ბათუმელთა უმეტესი ნაწილი რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოიყენებს.
ყველა ევროპულ, მოწესრიგებულ ტურისტულ ქალაქს უპირველეს ყოვლისა კონფორტული და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, რომლებიც მაღალხარისხიან სერვისს სთავაზობენ მგზავრებს. ბათუმი, მართალია განვითარებადი ტურისტული ქალაქია, მაგრამ თუ ჩვენ ხელისუფლებას ნამდვილად მნიშვნელოვნად მიაჩნია ჩვენ ქალაქში ტურიზმის განვითარება, აუცილებელია, რომ ქალაქში მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი.
2007 წლიდან ბათუმის მერიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იტვირთა, რომ მოწესრიგებულ ავტოტრანსპორტს შესთავაზობდა ბათუმის მოსახლეობას და არამარტო… მაგრამ დანაპირები სრულყოფილად არ იქნა შესრულებული. დღესდღეობით არსებობს საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ქაღალდის ბილეთები არაპრაქტიკულია რადგან ძალიან ადვილად იხევა და სწორედ ეს გახდა ბათუმელთა უმრავლესობის უკმაყოფილების მიზეზი. ნამდვილად უპრიანი არ იქნებოდა, რომ როგორც განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული, ავტოტრანსპორტით მგზავრობა პლასტიკური ბარათების საშუალებით რომელიც შედარებით უფრო მოსახერხებელი, დახვეწილი და პრაქტიკულია მგზავრებისათვის. შორს რომ არ წავიდეთ ჩვენ დედაქალაქშიც მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათების მეშვეობით ხდება რომელიც ძალიან მორგებულია მგზავრებს და რა თქმა უნდა კომფორტულია და რაც მთავარია ეს ბარათები გამოიყენება მრავალჯერ არა როგორც ქაღალდის ბილეთები რომელიც ერთი გამოყენების შემდეგ უსარგებლო ხდება.
ასევე მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია ის არის, რომ ჰიგიენური ნორმებია დარღვეული ავტობუსებში. P.S პირადად ჩვენი დაკვირვებითა და შეხედულებით, ამ ავტობუსების დასუფთავება საერთოდ არ ხდება, რადგანაც ხშირად ისეთი ბინძურია და ასევე ისეთი დაგლეჯილი სკამებია რომ ალბათ ავტობუსის სისუფთავეს ყურადღება საერთოდ არ ექცევა. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზებისა თუ ბათუმელები რატომ არიან უკმაყოფილონი, არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საბაბი რომელთა ჩამოთვლაც ერთ სტატიაში შეუძლებელია; თუნდაც როგორ ირღვევა ავტობუსის გადაადგილების გრაფიკი და როგორ აისახება შემდეგ ეს პრობლემა ავტობუსის მოლოდინში მყოფ მგზავრებზე.
ნამდვილად ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს რომელიც ყოველდღიურად გვიქმნის დაბრკოლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერია ამ პრობლემის გამოსწორებას მერამდენე წელია გვპირდება. ზოგიერთიც პროტესტის გამოსახატავად ბილეთებს „არ ატარებს“ ან სხვა ხერხს მიმართავს და რაღაც შემთხვევაში მართალიც არის. სწორედაც ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ მერიის გამოფხიზლებაზე ალბათ პრობლემის მოგვარევა კიდევ დიდხანს არ მოხერხდება ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა გამოხატოს საკუთარი აზრი რადგან იქნებ ამ გზით მაინც შემოგვთავაზონ „კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“ რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს საქართველოში.

ბათუმის ვიცე მერი დავით ლეკვეიშვილი

ბრძანებას დავით ლეკვეიშვილის ბათუმის მერიაში ვიცე მერად დანიშვნის შესახებ უკვე მოეწერა ხელი. ოფიციალურად თანამშრომლებისთვის ის ჯერ არ წარუდგენიათ. ლეკვეიშვილმა ავთანდილ დარჩია შეცვალა. სავარაუდოდ ვიცე მერის კაბინეტს დღეიდან დაიკავებს
ვინ არის დავით ლეკვეიშვილი? Continue reading “ბათუმის ვიცე მერი დავით ლეკვეიშვილი”

ბათუმის ახალი საზღვრები

   ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი გაფართოვდა, ამჯერად ქალაქის ფართობი 6 ათასი ჰექტარია, სიგრძე კი 87 კილომეტრი.  ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოვებამდე ბათუმის  ფართობი 1600 ჰექტარს შეადგენდა.

საზღვრები, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ხარჯზე გაფართოვდა.  პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მახინჯაურის, დაბა ჩაქვის ნაწილი (მდინარე ჩაქვის წყლამდე) და ბათუმის ადმინისტარციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, დასახლებულ პუნქტებს ურეხს, მნათობს და ფერიას შორის არსებული ტერიტორია, ასევე თოდოგაურის, შავლიძეების და მახვილაურის მეურნეობის ნაწილი ტერიტორიები, მდინარე მეჯინისწყლის სამხრეთით დაბა ხელვაჩაურის ტერიტორია.

ბათუმის ახალი იერსახე

 ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) ნინო ადეიშვილი

ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ბათუმში იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. თოვლი იშვიათად მოდის და მალევე დნება. ბათუმის ტერიტორიაზე გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები… 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის კიდევ 1.5 კილომეტრით დაგრძელება და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბულვარი გახდა მსოფლიოში, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება.  ასევე აღსანიშნავია ქალაქის ღირშესანიშნაობები: აჭარის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ — დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის. Continue reading “ბათუმის ახალი იერსახე”

ბათუმის ახალი ვიცე მერის, ლეკვეიშვილის გეგმები

[youtube https://www.youtube.com/watch?v=cRUQqaB1TBA&version=3&hl=en_US]

“პრობლემა რომ მთავრდება ცხოვრება მთავრდება”– დავით ლეკვეიშვილი

[youtube https://www.youtube.com/watch?v=cRUQqaB1TBA&version=3&hl=en_US]

“პრობლემა რომ მთავრდება ცხოვრება მთავრდება”– დავით ლეკვეიშვილი

ბათუმის აფიშა 27-29 სექტემბერი

კინოთეატრი „აპოლო”
27-29 სექტემბერი

12:30 საათზე: ჯაშუში ბავშვები
ბილეთის ფასი: 7 ლარი

14:30 საათზე: ჯაშუში ბავშვები
ბილეთის ფასი: 8 ლარი

16:30 საათზე: პროფესიონალი მკვლელები
ბილეთის ფასი: 8 ლარი

19 საათზე: კანი, რომელშიც მე ვცხოვრობ
ბილეთის ფასი: 9 ლარი
Continue reading “ბათუმის აფიშა 27-29 სექტემბერი”

ბათუმის აფიშა 18-24 ივლისი

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 

16-26 ივლისი: ოთარ დარჩიას პერსონალური გამოფენა
ბილეთის ფასი: 2 ლარი
გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე (ორშაბათის გარდა).

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

მარჯანიშვილის თეატრის გასტროლები
18 ივლისი: „ჟოლო“
დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი: 10 ლარი.

19 ივლისი: „ჩემი ჰამლეტი“
დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი: 10 ლარი.

Continue reading “ბათუმის აფიშა 18-24 ივლისი”

ბათუმის აფიშა -მთელი კვირა

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

27- 30 ივნისი:  ფოლკლორული ფესტივალი 

დასაწყისი: დილიდან

Continue reading “ბათუმის აფიშა -მთელი კვირა”

ბათუმის აფიშა – 11-17 ივლისი

ბათუმის კონსერვატორია - 12 ივლისი
პიეტრო მასკანი - ოპერა "სოფლის ღირსება"
დასაწყისი: 19:30 
ბილეთის ფასი: თავისუფალი დასწრება აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

11-15 ივლისი: „არაჩვეულებრივი გამოფენა” - გასული საუკუნის 80-იანი წლების ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა
ბილეთის ფასი: 2 ლარი
გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე (ორშაბათის გარდა).

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

11 ივლისი: ანსამბლ „გორდელას” კონცერტი
დასაწყისი: 19:00
ბილეთის ფასი: 5 ლარი.

12 ივლისი: ნიკო გომელაურის ფილმის პრემიერა
დასაწყისი: 19:00
დასწრება მოსაწვევებით

13-14 ივლისი: „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი”. რეჟისორი: გიორგი თავაძე
დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი: 5 ლარი.

15 ივლისი: მხიარულთა და საზრიანთა კლუბი
დასაწყისი: 19:00

ბათუმის დელფინარიუმი

ყოველდღე: დელფინების შოუ
ღიაა დილის 12 სთ-დან ხუთ საათამდე
ბილეთის ფასი: 12 ლარი (ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის უფასო).

არქეოლოგიური მუზეუმი ყოველდღე, ორშაბათის გარდა
გამოფენა _ „უძველესი დროიდან გვიან შუასაუკუნეებამდე“
ბილეთის ფასი: 1 ლარი (ბავშვებისთვის _ 50 თეთრი)
მუზეუმი ღიაა დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე. /კვირის აფიშა ყოველდღიურად ახლდება. თუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტული ღონისძიების შესახებ,  გთხოვთ დატოვოთ ინფორმაცია კომენტარის სახით, ან დაგვიკავშირდეთ: 27 45 12/ 

ბათუმის ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებათ

ავტორი: ლიკა ბასილაია–შავგულიძე

ავტორი: მაკა მალაყმაძე 21 მაისის დღეს აჭარის ტელევიზიასთან მობილიზებული პოლიცია

სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაზე საქართველოში ბევრი საუბრობს. არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართელოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც” თვლის, რომ სასამართლოს სისუსტე პარლამენტის სისუსტესთან ერთად აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლების გადამეტების უდიდეს საფრთხეს ქმნის. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ხშირია საუბარი საქართველოში შერჩევითი სამართლის არსებობაზე, რის გამოც ისინი საქართველოს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ. Continue reading “ბათუმის ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებათ”

ბათუმის 15 მილიონიანი ქუჩები დაზიანებული ქვაფენილით

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის ქუჩებში ქვაფენილის დასაგებად ქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამის მიუხედავად, ახალგამოცვლილი მიწისქვეშა სისტემებიდან წყალი ისევ ჟონავს, ქვაფენილი კი ბევრ ადგილას ამოყრილია.

„აი აქ, წყალი სულ დგება. აქვეა საბავშო ბაღი და ბავშვებს წყალში უწევთ გავლა. ქუჩის კუთხეში არის გამდინარე ჭები, ამიტომ სულ პატარა არხი რომ გათხარონ, ეს წყალი ჭაში ჩავა და ქუჩებს აღარ დატბორავს. ვერ გეტყვით, რატომ ვერ გაითვალისწინეს ეს ქვაფენილის დაგების დროს, ალბათ არაპროფესიონალებმა დააგეს. პასუხისმგებელი ვინ არის, ვერც მაგას გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ გორგასალის ქუჩის ეს მონაკვეთი უხარისხოდაა დაგებული“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
„ქვაფენილი ლამაზია, მაგრამ ხარისხიანობის რა მოგახსენო“- ამბობს ზვიადი, რომელიც ქუთაისის ქუჩაზე ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს. მისი აზრით ახლად დაგებული ქვაფენილების ამოცვენის მიზეზი უხარისხობაა: „უცოდინარობის ბრალია ალბათ, ბალასტი აკლია ქვიშას და ამიტომ ირეცხება ადვილად. ძირითადი ქვებიც ამიტომ არის ამოცვენილი“.
Continue reading “ბათუმის 15 მილიონიანი ქუჩები დაზიანებული ქვაფენილით”

ბათუმი-ოდესა

ბათუმის აეროპორტიდან ოდესის მიმართულებით ავიარეისები ამოქმედდა. ავიარეისებს „აირზენა“  ასრულებს.  ბილეთების ღირებულება 160 ევროდან იწყება.

ფრენა კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს შესრულდება.

ბათუმის აეროპორტიდან ოდესის მიმართულებით ავიარეისები ამოქმედდა. ავიარეისებს „აირზენა“  ასრულებს.  ბილეთების ღირებულება 160 ევროდან იწყება.

ფრენა კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს შესრულდება.

ბათუმი ფერების გარეშე

ავტორი: ლაშა ფალავანდიშვილი 

[slideshow]

ფოტოების გამოყენების მსურველები დაუკავშირდით ავტორს.  

ავტორი: ლაშა ფალავანდიშვილი 

[slideshow]

ფოტოების გამოყენების მსურველები დაუკავშირდით ავტორს.  

ბათუმი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ

 ავტორი: ნანა კვაჭაძე 

ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც 2005 წლიდან უერთდება მოძრაობას „ქალაქები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ”. მოძრაობა, რომელიც ამჟამად 1403 ქალაქს აერთიანებს, იტალიაში დაარსდა წმინდა ეჯიდიოს საზოგადოების მიერ. მოძრაობა ყოველი წლის 30 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებს სიკვდილით დასჯას და მონაწილე ქალაქები სხვადასხვა შემოწირულობებით ცდილობენ სიკვდილმისჯილ ადამიანებს დაუქირავონ კვალიფიციური ადვოკატი და გადაარჩინონ მათი სიცოცხლე.

ბათუმის „პრესკაფეში“ ამ თემაზე გამართულ შეხვედრას დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. სვეტა კუდბამ, წმინდა ნინოს და წმინდა ფრანჩესკას საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ ეს გულგრილობა გარკვეულწილად უკავშირდება მოქალაქეების შიშს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას, მეორეს მხრივ მოქალაქეები თვლიან, რომ ეს მათი პრობლემა არ არის: „ხშირად მომისმენია, „ჩვენთან ხომ არ არის სიკვდილით დასჯა”, „ჩვენ ხომ არ გვეხება ეს“. არც ყირგიზეთში იყო, მაგრამ წელს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა სიკვდილით დასჯა ისევ შემოიღონ. რა გარანტიაა, რომ ჩვენთანაც არ დაიწყება ამაზე საუბარი. ვამბობთ, რომ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ ქმედებაში არ არის ეს გამოხატული. ბელორუსიაში არის სიკვდილით დასჯა და შარშან მინსკის მაცხოვრებელები გამოვიდნენ ქუჩაში და გაილაშქრეს ამის წინააღმდეგ. სოლიდარობა მნიშვნელოვანია.”

საქართველო მეორე პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო (მოლდოვას შემდეგ), სადაც სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა, 1997 წლის გაუქმდა. სვეტა კუდბა ამბობს, რომ იმ დროისათვის საქართველოში 30 ადამიანი ელოდებოდა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას.

ბათუმი პორტუგალიელებთან საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

სaფეხბურთო აკადემიის გახსნაზე ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესამსახური ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ლისაბონის სპორტინგის აკადემიის დირექტორი დიეგო მარია მატოსი და მენეჯერი პაულო ჟორგე რივერო კარდოსო მიიღო. შეხვედრაზე აჭარაში საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. Continue reading “ბათუმი პორტუგალიელებთან საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს”

ბათუმი ბუნებრივი აირის გარეშე

დღეს დილის 7: 30 წუთზე ბათუმის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. შეფერხების მიზეზი მელიქიშვილის ქუჩაზე არსებულ მთავარ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებია. მიმდინარეობს აბონენტთა მიერთების პროცესიც .ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი ქალაქის ცენტრალური ნაწილი. როგორც“ ბათუმელებს“ განუცხადეს გაზის მიწოდება 18:00 საათზე აღდგება. ერთღიანი შეფერხება არ შეეხება თამარის და ბარცხანის დასახლებებში მცხოვრებ აბონენტებს. 3 დღის განმავლობაში კი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება მელიქიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთში მცხოვრები მოსახლეობა.

ბათუმელი ყურანის ზეპირმცოდნე

ირანის მუსტაფას უნივერსიტეტის, ირანის საელჩოსა და საქართველო-თურქეთის მეგობრობის ასოციაციის დახმარებით ჩატარებულ კონკურსში – ყურანის საუკეთესო მკითხველი, 28 წლის ბათუმელმა ბადრი ვანაძემ გაიმარჯვა. ეს ნიშნავს ავტომატურად გადასვლას მსგავსი ტიპის კონკურსში, ოღონდ მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსი მომდევნო წლის ზაფხულში ჩატარდება და ბადრი მასში მონაწილეობასაც გეგმავს. მას კონკურსის და ზოგადად რელიგიის თემაზე ვესაუბრეთ.

ხატია ღოღობერიძე

Continue reading “ბათუმელი ყურანის ზეპირმცოდნე”

ბათუმელი მშვილდოსნები ლონდონის ოლიმპიადაზე?!

[slideshow]

ავტორი: მირანდა მიქაძე

იტალიის ქალაქ ტორინოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მშვილდოსნობაში, სადაც 88 ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებს უმიზნებს, დღეს საკვალიფიკაციო შეხვედრები დასრულდა. Continue reading “ბათუმელი მშვილდოსნები ლონდონის ოლიმპიადაზე?!”

ბავშვი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია

ავტორი: ლელა დუმბაძე

არასრულწლოვანი ბავშვები სოცაგენტებმა უფასო კვების პროგრამაში მხოლოდ იმიტომ არ ჩასვეს, რომ დედა არარსებული, საბჭოთა კავშირის მოქალაქეა.   პატარები, რომლებზეც არც საქართველო ზრუნავს და არც რუსეთი, 9 წლის მოზარდი, რომელსაც ერთი დიდი ოცნება აქვს: სწავლა უნდა.  

უკიდურესი სიღარიბის გამო რამდენი ბავშვი არ დადის სკოლაში,ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს

9 წლის მაშინკა კუთხეში ზის და რაღაცას გულმოდგინედ ხატავს. სახეზე ემოცია არ ახატია. ვეკითხები – „რას ხატავ მაშინკა?“, მაგრამ კონტაქტში არ შემოდის. ძალიან სერიოზული და სევდიანი სახე აქვს, არადა ფურცელზე მხიარულ და ფერადტანსაცმლიან გოგონას ხატავს. მაშინკას ქაღალდზე გავლებული კონტურები სუფთა და ზუსტია. „მაშინკა, გინდა ფოტო გადაგიღო? გამიღიმე…“ –  მაშინკა არ იცინის.

ერთადერთი, რაც მისგან გავიგე ის არის, რომ მეგობრები მხოლოდ კლასში ჰყავს: „ეზოში არა“. უყვარს პარკში თამაში და სეირნობა, მაგრამ იშვიათად დადის. ის კარგად სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენაზე წიგნები თითქმის არ აქვს. „ზოგჯერ ვშოულობ, ზოგჯერ ვერა“, – ამბობს მაშინკას ბებია.

მაშინკას მამა ახლახან გარდაეცვალა, დედას კი საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. იურიდიულად ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მოქალაქეა, რადგან ქორწინება არ ჰქონდათ რეგისტრირებული. „პასპორტი რომ არ აქვს, სამუშაოს შოვნაშიც ხელი ეშლება. თბილისში წასვლას და საბუთების შეგროვებას კი ფული სჭირდება, ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა“, – ამბობს ბავშვების ბებია.

Continue reading “ბავშვი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია”

ბავშვთა საავადმყოფო განახლებად რეჟიმში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფო განახლებად რეჟიმში მუშაობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელის თენგიზ ზოიძის ინფორმაციით, კომპანია „ნიუ ლაიფმა“, რომელიც  ამავდროულად იაშვილის კლინიკის მფლობელიცაა, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი მილიონ ნახევარლარად იყიდა. მისივე ინფორმაციით, „ამ თანხას დაემატება ბავშვთა საავადმყოფოს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რაც მილიონ 137 500 ლარია, ეს დავალიანებაც ინვესტორმა უნდა დაფაროს. გარდა ამისა, გასხვისების პირობების მიხედვით, საავადმყოფოში უნდა ფუნქციონირებდეს ასადგილიანი სამშობიარო სტაციონალური განყოფილება და ასევე ასადგილიანი ბავშვთა მრავალპროფილიანი სტაციონალური განყოფილება“. Continue reading “ბავშვთა საავადმყოფო განახლებად რეჟიმში”

ბავშვები ფესტივალზე

ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის  „თოფუზის“ მეორე დღეა. ფესტივალს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. დღის განმავლობაში ოთხი ჩვენებაა დაგეგმილი. ფესტივალზე 38 ქვეყნის 250 ფილმი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის  რვა ქართული ნამუშევარი. საერთაშორისო ჟიურისთან ერთად, ნამუშევრებს ბავშვებიც შეაფასებენ

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=awZT0ykinFo]

ბავშვები საბავშვო ბაღების რიგებში

ბათუმის საბავშვო ბაღები ბავშვებს ვეღარ იტევს. ბაღების გაერთიანების კანცელარიაში ბაღებში საბუთების მიღება 1 აგვისტოდან დაიწყეს. მშობლების ინფორმაციით, მიღება თვის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 25 აგვისტოს მათ განუმარტეს, რომ ადგილების შევსების გამო განცხადებების მიღება შეწყდა.

ცაგო კახაბერიძე

Continue reading “ბავშვები საბავშვო ბაღების რიგებში”

ბავშვები და დიაბეტი

2011 წელს ბავშვებს შორის დიაბეტის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს საკმაოდ დიდი ციფრია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასულ წლებში ახალი შემთხვევების რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში 40-45-ს არ აღემატებოდა. „საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციაში” აცხადებენ, რომ მათი კვლევების თანახმად, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში დიაბეტიანი ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 14 პროცენტით გაიზარდა.

თბილისში, პედიატრიული კლინიკის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში, სადაც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს მკურნალობენ, დიაბეტური სკოლაა. ამ სკოლაში მშობლებსა და მოზრდილ ბავშვებს ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვრონ მას შემდეგ, რაც დიაბეტი აღმოაჩნდათ, როგორ უნდა გაიკეთონ ინსულინი, გამოიყენონ შაქრის საზომი აპარატი, როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციაში და ასე შემდეგ. ასეთი სახის განათლებას განსაკუთრებით ის ბავშვები და მათი მშობლები საჭიროებენ, რომლებსაც ახლა აღმოაჩნდათ დიაბეტი. მსგავსი დიაბეტური სკოლა რამდენიმე წლის წინ ბათუმშიც იყო და ქუთაისშიც, მაგრამ ახლა, იმისათვის, რომ დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება მიიღონ, მშობლებს შვილებთან ერთად თბილისში უწევთ წასვლა.

დღეისათვის საქართველოში 0-18 წლამდე პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე 548 ბავშვი ცხოვრობს, 40 მათგანი აჭარის რეგიონიდანაა. სტატისტიკას საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაცია 1990 წლიდან აწარმოებს. აქ ამბობენ, რომ ბოლო ხანს ბავშვებში დიაბეტის გამოვლენის შემთხვევებმა იმატა. „ასეთივე ტენდენცია აღინიშნება მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წინასწარი პროგნოზით 2015-2020 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონი დიაბეტით დაავადებულ ადამიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს, 2011 წელს უკვე აღირიცხება 335 მილიონი. ეს სტატისტიკის კატასტროფული მატებაა. პრაქტიკულად საუბარია ეპიდემიაზე, რადგან ითვლება, რომ ასეთი სწრაფი მატება ეპიდემიის ხასიათს ღებულობს”, – ამბობს საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი კობა ამირხანაშვილი.

რა იწვევს ბავშვებში დიაბეტს და რა არის პირველი ნიშნები, რამაც მშობელი უნდა დააფიქროს – მის შვილს დიაბეტი ხომ არა აქვს? შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. სტატისტიკის თანახმად, დიაბეტის გავრცელება არ უკავშირდება ქვეყნის სოციალური განვითარების დონეს. მეტიც, კობა ამირხანაშვილი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ დიაბეტის შემთხვევათა ყველაზე მაღალი პროცენტული მატება სწორედ განვითარებულ ქვეყნებშია: „მაგალითად, სკანდივანიის ქვეყნებში, სადაც განვითარებული სოციალიზმია და ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს. გაჭირვება და პოლიტიკური არასტაბილურობა არ არის მთავარი გამომწვევი მიზეზი, თუმცა ამასაც აქვს მნიშვნელობა. უახლეს წარსულში, როცა ომი და არეულობა იყო, იმ რეგიონებში, სადაც ეს ხდებოდა, ბავშვებში დიაბეტის გამოვლენის შემთხვევებმა იმატა. რაც შეეხება დიაბეტის სიმპტომებს – როცა ბავშვი იწყებს ჭარბი წყლის მოხმარებას, ხშირად აწუხებს წყურვილის გრძნობა და წონაში იკლებს, მშობელმა მომენტალურად უნდა მიმართოს ექიმს, რათა გაუზომონ შაქარი. ეს არის დიაბეტის პირველი სიმპტომი ბავშვებში და უფროსებშიც”. რაც შეეხება მემკვიდრეობით ფაქტორს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ეს ფაქტორი ნაკლებადმნიშვნელოვანი ხდება, თუ ბავშვი (ისევე როგორც მოზრდილი ადამიანი) აკონტროლებს წონას და ფიზიკურად აქტიურია.

ენდოკრინოლოგი ნანა საყვარელიძე, რომელიც რამდენიმე წელია მონაწილეობს ბათუმის მერიის პროგრამაში „ბავშვთა ავადობის გამოვლენა ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში”, „ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით ჭარბწონიანობა სულ უფრო მეტ ბავშვს აღენიშნება. ნანა საყვარელიძე: „ადრე მიიჩნეოდა, რომ მსუქანი ბავშვი ჯანმრთელს ნიშნავდა და სიმსუქნე კარგი იყო. ეს დღემდე გრძელდება.

„ის, რომ 2 წლის ბავშვი არის 17 კილო და მშობელს ეს უხარია, მშობლის არაინფორმირებულობაზე მეტყველებს. არიან მშობლები, რომლებსაც ჰყავთ 80-100 კილოგრამის წონის მქონე შვილები და არ ფიქრობენ ამ საკითხზე. ბავშვმა შეიძლება არ იცოდეს რა არის სიმსუქნე, მაგრამ მშობელმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს”.

კობა ამირხანაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ წონის კონტროლი დიაბეტის პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა: „ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამეში 40-41 გრამ ინსულინს გამოიმუშავებს, რაც 24 საათის განმავლობაში ყველას სახის საკვების, დაახლოებით 2 400-2 500 კალორიის გადასამუშავებლადაა საჭირო. როგორც კი ორგანიზმს მიაწვდი 5 ათას და მეტ კალორიას, გადაუმუშავებელი საკვები, რომელისაც ინსულინი ვერ დაწვავს, ლაგდება ცხიმის სახით, ეს არის ადამიანისთვის დამღუპველი, ამიტომ მშობლებს ვთხოვ, აკონტროლონ ბავშვის წონა”.

საქართველოში დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა მუშაობს. პროგრამები უზრუნველყოფენ ინსულინდამოკიდებული პაციენტის ამბულატორიულ, სტაციონარულ და მედიკამენტოზურ მომსახურებას, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც იჩენს თავს. კობა ამირხანაშვილი: „უმწეოთა ვაუჩერები, რომელთაც ურიგებენ მოსახლეობას, ძალიან კარგია, მაგრამ წელს ათეულობით შემთხვევა გვქონდა, როდესაც სადაზღვევო კომპანიამ განაცხადა, რომ არ აფინანსებს დიაბეტის მკურნალობას და ეს იმ დროს, როცა ბავშვი წევს რეანიმაციაში. როდის უნდა დასჭირდეს ბავშვს სადაზღვევო პოლისი, თუ არა დიაბეტის გამოვლენის შემთხვევაში? ამ დროს ამ დაავადებას აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ პოლისის პირობებში კანონი პროგრამით მკურნალობას არ ითვალისწინებს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ამის გამო ლამის ბავშვი დაგვეღუპა. არაერთხელ მქონია საუბარი ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ალბათ სახელმწიფო უფრო მკაცრად უნდა ჩაერიოს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს”.

ახლადგამოცვლილი წყლის სისტემა ძველ ბათუმში

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის ძველ უბნებში წყლისა და კანალიზაციის სისტემა, ერთი წელია რაც გამოიცვალა, თუმცა ქუჩები უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ხშირად იტბორება.  სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბათუმის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია დახარჯული. მოსახლეობის თქმით, ქუჩები არა მარტო დაზიანებული ჭების გამო იტბორება, სისტემა, წვიმის დროს ქუჩებში დაგუბებულ წყალსაც ძნელად ატარებს.    [youtube=https://www.youtube.com/watch?v=o9fSCTn38gI]

ახლა სტუდენტის სტატუსი აღარ მაქვს…

თაკო მეგრელიშვილი

სტუდენტის სტატუსი რამდენიმე თვით შემიწყდა, ძალიან მწყდება გული, სოფელში წასვლა მომიწვეს, ამ მოსაზრებასაც წასვლის წინ ვწერ. Continue reading “ახლა სტუდენტის სტატუსი აღარ მაქვს…”

ახალი ჰესები – კლიმატის ცვლილება და სახელმწიფო პოლიტიკა

რეპორტაჟი მაჭახლისპირიდან

ავტორი: ცაგო კახაბერიძე 

არაყი, შავი ლობიო, კომბოსტოს მჟავე და პური –  სოფლის მაღაზიაში სახელდახელოდ გაშლილ სუფრას სამი შუახნის მამაკაცი უზის. მაღაზიის მოზრდილ შენობაში გათბობა არ არის, არც შუქი ანთია, მეპატრონე “ზედმეტ ხარჯებს” ერიდება. “მალე ჰესებს გააკეთებენდა შუქი უფასოდ გვექნება”- ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი და ეღიმება. “უფასო შუქი კი არა, თავიც არ წაგვაცალონ, გვეშინია”, – ხუმრობენ მისი მეზობლები. სუფრასთან, სახლში, მეზობელთან, მაღაზიაში, ბირჟაზე… –  სოფელ მაჭახლისპირში ჭოროხზე ჰესების მშენებლობის წამოწყება მთავარი სალაპარაკო თემაა.

სოფლის ცენტრში

მაღაზიაში შესვლამდე სოფლის ცენტრში თურქული კომპანიის – “აჭარ ენერჯი 2007”-ის სახელდახელოდ აგებული შენობები დავათვალიერე. რამდენიმე უკვე დასრულებულია, სხვებისთვის კი ადგილი იქვე მოუმზადებიათ. გარეთ არავინაა, თოვს, ცივა. მეზობელი სახლებიდან კვამლი რომ არ ამოდიოდეს, ირგვლივ გამეფებული სიჩუმე გაფიქრებინებს, რომ სოფელში აღარავინ ცხოვრობს. Continue reading “ახალი ჰესები – კლიმატის ცვლილება და სახელმწიფო პოლიტიკა”

ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ბათუმის მერიამ მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი 700-მეტრიანი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტი შპს „არქპროს“ დახმარებით მოამზადა. პროექტი აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული ქალაქის განვითარების გეგმის შემადგენელი ნაწილია.
Continue reading “ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე”

ახალი მოადგილეები ახალი ფუნქციით

აჭარის ტელევიზიიდან ამ დეპარტამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილის დათხოვნის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია. წესით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ასევე იცის მერაბ კარანაძესა და რამაზ ურუშაძეს მინდია ნაკაშიძე – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი უფროსი და დავით დავითაძე – მთავრობის აპარატის ყოფილი თანაშემწე რომ ჩაენაცვლნენ. Continue reading “ახალი მოადგილეები ახალი ფუნქციით”

ახალი კორპუსი სასმელი წყლის გარეშე

ავტორი: ნათია ზოიძე
„ჩვენს გარდა ყველა მართალია“

ბათუმის ახალ უბანში მდებარე სახლის მცხოვრებლები დღეს ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ანგისის 8 ნომერში მდებარე სახლი ახალაშენებულია, აქ უკვე 15 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ჯერ სახლი ჩაბარებული არ არის. მოქალაქეებს სასმელი წყალი ეზოდან ჰქონდათ აყვანილი, მაგრამ „ბათუმის წყალის“ წარმომადგენლებმა დღეს, როგორც უკანონო აბონენტებს, წყალი ჩაუჭრეს. სახლი სამშენებლო კომპანია „ორბიტა ბ“-ს მიერაა აშენებული. კომპანიის მფლობელი ნუგზარ მიქელაძეა.

ნარგიზ ბოლქვაძე, რომელიც ამ კორპუსის მე-5 სართულზე ცხოვრობს, ამბობს, რომ ხელშეკრულებით სახლი 2009 წელს უნდა ჩაბარებოდათ. Continue reading “ახალი კორპუსი სასმელი წყლის გარეშე”

ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურში

ავტორი: ირმა ზოიძე
ხელვაჩაურის რაიონის ცენტრალურ უბანში მალე ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა იგეგმება – ამის შესახებ ინფორმაცია შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების ბიზნესასოციაციების კავშირის ფორუმზე ითქვა.
Continue reading “ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურში”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მურმან დუმბაძის კომენტარს აფასებს

პარმენ ჯალაღონია
„ვფიქრობ, ქსენოფობიური გამონათქვამია, როდესაც ადამიანის პოზიციას მისი ეთნიკური წარმომავლობით ხსნიან, ეს არის ეთნიკური სიძულვილის ენის გამოხატულება“, – ასეთ შეფასებას აძლევს ახალგაზრადა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია მურმან დუმბაძის მიერ გია მასალკინის მისამართით გაკეთებულ განცხადებას. მისი განმარტებით, „ამ სახის გამონათქვამები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ეთნიკური სიძულვილის შემცველად არის მიჩნეული და არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით“. Continue reading “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მურმან დუმბაძის კომენტარს აფასებს”

აჭარის ტელევიზიის წინ გაზის მილი დაზიანდა

მირანდა მიქაძე
[youtube https://www.youtube.com/watch?v=FOYBeHw_RMw&w=560&h=349]
აბაშიძის ქუჩაძე, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ მიწაში გაყვანილი გაზის მილი დაზიანდა. ქუჩის სარეაბილიტიაციო სამუშაოების დროს, ერთ-ერთმა მუშამ გაზის მილს ლომი დაარტყა. ამჟამად ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია და მიმდინარეობს მილის შეცვლა. შ.პ.ს. “აჭარის ბუნებრივი აირის“ –ის დირექტორის კახა საფარიძის თქმით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მათ სამსახურთან შეუთანხმებლად არ უნდა მიმდინარეობდეს.

Exit mobile version