სიახლეები

ბათუმელი მშვილდოსნები ლონდონის ოლიმპიადაზე?!

30.05.2012 • • 1333
ბათუმელი მშვილდოსნები ლონდონის ოლიმპიადაზე?!

[slideshow]

ავტორი: მირანდა მიქაძე

იტალიის ქალაქ ტორინოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მშვილდოსნობაში, სადაც 88 ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებს უმიზნებს, დღეს საკვალიფიკაციო შეხვედრები დასრულდა. საქართველოსთვის ლიცენზიების მოპოვებას ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე და ქრისტინა ესებუა ცდილობს. გუნდურ ჩათვლაში 41 გუნდიდან საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა და 16 საუკეთესო გუნდთან ერთად შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ხვალინდელი შეხვედრა გადამწყვეტია, საქართველო მასპინძელი ქვეყნის გუნდს დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში საქართველო ლონდონის ოლიმპიადის გუნდურ ლიცენზიას მოიპოვებს.

ინდივიდუალურ შეხვედრებში 104 მშვილდოსანი აგრძელებს ლიცენზიებისთვის ბრძოლას. ხათუნა ნარიმანიძემ 1337 ქულა მოაგროვა და მე-12 ადგილზეა. ხათუნამ იტალიაში 1991 წელს თურქეთის სახელით მოასპარეზე ნატო ნასარიძის მიერ დამყარებული რეკორდიც მოხსნა. ქრისტინე ესებუა 1319 ქულით 39-ე ადგილზეა. ასმათ დიასამიძე 1275 ქულით 75-ე. ლიცენზიების მოპოვებისთვის ქართველ ქალბატონებს ორი შეხვედრის მოგება სჭირდებათ.

გადაბეჭდვის წესი