სიახლეები

ბავშვთა საავადმყოფო განახლებად რეჟიმში

30.05.2012
ბავშვთა საავადმყოფო განახლებად რეჟიმში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფო განახლებად რეჟიმში მუშაობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელის თენგიზ ზოიძის ინფორმაციით, კომპანია „ნიუ ლაიფმა“, რომელიც  ამავდროულად იაშვილის კლინიკის მფლობელიცაა, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი მილიონ ნახევარლარად იყიდა. მისივე ინფორმაციით, „ამ თანხას დაემატება ბავშვთა საავადმყოფოს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რაც მილიონ 137 500 ლარია, ეს დავალიანებაც ინვესტორმა უნდა დაფაროს. გარდა ამისა, გასხვისების პირობების მიხედვით, საავადმყოფოში უნდა ფუნქციონირებდეს ასადგილიანი სამშობიარო სტაციონალური განყოფილება და ასევე ასადგილიანი ბავშვთა მრავალპროფილიანი სტაციონალური განყოფილება“.

აჭარის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ვებ გვერდზე https://www.molhs.gov.ge/

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის ახალი პროექტი, უახლოეს მომავალში დედათა და ბავშვთა ცენტრის შენობის რეაბილიტაციას, დამატებითი კორპუსების მშენებლობასა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვას ითვალისწინებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ემერჯენსის და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ახალი განყოფილებების შექმნას და სამედიცინო პერსონალის პროფესიულ გადამზადებასაც.

ბავშვთა ცენტრის მედიკოსებს ტრენინგს პედიატრიაში, ნერვოლოგიაში, ნეოანტოლოგიასა და გადაუდებელ მედიცინაში დღეიდან იაშვილის კლინიკის პროფესორები ჩაუტარებენ. ისინი კონსულტაციებს პაციენტებსაც გაუწევენ.

„ნიუ ლაიფის“ ახალი პროექტი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრსა და იაშვილის კლინიკას შორის უწყვეტ პროფესიულ განათლებას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.