Batumelebi | ბათუმის ვტოტრანსპორტი ბათუმის ვტოტრანსპორტი – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის ვტოტრანსპორტი

2011 წელს ბათუმის საკრებულომ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შეიცვალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობიის საფასურის გადახდა, ბილეთით. ბელეთების შემოღებამ საზოგადოებაში წარმოშვა როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური განწყობა.
„ბათუმი ევროპული ქალაქი, რომელსაც ყოველწლიურად რამოდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს სრულიად გაუმართავი და მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია.“ სწორედაც ასე ახასიათებს ბათუმელთა უმეტესი ნაწილი რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოიყენებს.
ყველა ევროპულ, მოწესრიგებულ ტურისტულ ქალაქს უპირველეს ყოვლისა კონფორტული და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, რომლებიც მაღალხარისხიან სერვისს სთავაზობენ მგზავრებს. ბათუმი, მართალია განვითარებადი ტურისტული ქალაქია, მაგრამ თუ ჩვენ ხელისუფლებას ნამდვილად მნიშვნელოვნად მიაჩნია ჩვენ ქალაქში ტურიზმის განვითარება, აუცილებელია, რომ ქალაქში მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი.
2007 წლიდან ბათუმის მერიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იტვირთა, რომ მოწესრიგებულ ავტოტრანსპორტს შესთავაზობდა ბათუმის მოსახლეობას და არამარტო… მაგრამ დანაპირები სრულყოფილად არ იქნა შესრულებული. დღესდღეობით არსებობს საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ქაღალდის ბილეთები არაპრაქტიკულია რადგან ძალიან ადვილად იხევა და სწორედ ეს გახდა ბათუმელთა უმრავლესობის უკმაყოფილების მიზეზი. ნამდვილად უპრიანი არ იქნებოდა, რომ როგორც განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული, ავტოტრანსპორტით მგზავრობა პლასტიკური ბარათების საშუალებით რომელიც შედარებით უფრო მოსახერხებელი, დახვეწილი და პრაქტიკულია მგზავრებისათვის. შორს რომ არ წავიდეთ ჩვენ დედაქალაქშიც მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათების მეშვეობით ხდება რომელიც ძალიან მორგებულია მგზავრებს და რა თქმა უნდა კომფორტულია და რაც მთავარია ეს ბარათები გამოიყენება მრავალჯერ არა როგორც ქაღალდის ბილეთები რომელიც ერთი გამოყენების შემდეგ უსარგებლო ხდება.
ასევე მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია ის არის, რომ ჰიგიენური ნორმებია დარღვეული ავტობუსებში. P.S პირადად ჩვენი დაკვირვებითა და შეხედულებით, ამ ავტობუსების დასუფთავება საერთოდ არ ხდება, რადგანაც ხშირად ისეთი ბინძურია და ასევე ისეთი დაგლეჯილი სკამებია რომ ალბათ ავტობუსის სისუფთავეს ყურადღება საერთოდ არ ექცევა. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზებისა თუ ბათუმელები რატომ არიან უკმაყოფილონი, არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საბაბი რომელთა ჩამოთვლაც ერთ სტატიაში შეუძლებელია; თუნდაც როგორ ირღვევა ავტობუსის გადაადგილების გრაფიკი და როგორ აისახება შემდეგ ეს პრობლემა ავტობუსის მოლოდინში მყოფ მგზავრებზე.
ნამდვილად ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს რომელიც ყოველდღიურად გვიქმნის დაბრკოლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერია ამ პრობლემის გამოსწორებას მერამდენე წელია გვპირდება. ზოგიერთიც პროტესტის გამოსახატავად ბილეთებს „არ ატარებს“ ან სხვა ხერხს მიმართავს და რაღაც შემთხვევაში მართალიც არის. სწორედაც ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ მერიის გამოფხიზლებაზე ალბათ პრობლემის მოგვარევა კიდევ დიდხანს არ მოხერხდება ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა გამოხატოს საკუთარი აზრი რადგან იქნებ ამ გზით მაინც შემოგვთავაზონ „კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“ რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს საქართველოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge