სიახლეები

ბათუმის ახალი იერსახე

30.05.2012
ბათუმის ახალი იერსახე

 ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) ნინო ადეიშვილი

ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ბათუმში იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. თოვლი იშვიათად მოდის და მალევე დნება. ბათუმის ტერიტორიაზე გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები… 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის კიდევ 1.5 კილომეტრით დაგრძელება და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბულვარი გახდა მსოფლიოში, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება.  ასევე აღსანიშნავია ქალაქის ღირშესანიშნაობები: აჭარის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ — დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომრავლდა ახალი შენობები და ქანდაკებები ესენია: ბათუმის პიაცა, ,,ალი და ნინო”, განახლებული ევროპის მოედანი და ახალი ბულვარი, გაიხსნა ახალი კინოთეატრი აპოლო, ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრი. ამასთან ერთად, იცვლება ინფრასტრუქტურაც. ძველ ბათუმში დაიგო ქვაფენილები, ზუსტად ისეთი, როგორიც ძველმა ფოტოებმა შემოგვინახა.
ბათუმში გამოვარჩევდი რამოდენიმე კაფეს, მაგალითად: “Привет из Батума”-ს. იგი მდებარეობს ბათუმის ცენტრში. ძველი ნახატები, აქსესუარები, რეტრო სიტუაცია/მუსიკა, შოკმანჟე, პიცა …მოკლედ, თუ ამ კაფეში ნამყოფი არ ხართ, დიდი სიამოვნებით გაგიწევდით რეკომენდაციას და გეტყოდით, რომ ნამდვილად სასიამოვნოდ გაატარებთ დროს. ხოლო თუ გინდათ სასიამოვნო ხედით დატკბეთ, და ცივ ყავას შეექციოთ ნაყინის თანხლებით, “ტყუპები”-ს ბოლო სართული ამისთვის საუკეთესო ადგილია. ყველაზე მეტად კი გამოვარჩევდი ჩემთვის ყველაზე კარგ გარემოს,სადაც კარგი კერძების დაგემოვნების გარდა, ბევრ სიახლეს სთავაზობს ,,პრესკაფე’’მომხმარებელს. იქ ხშირად იმართება კინოკლუბი, დისკუსიები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, პრეზენტაციები და ა.შ.
მართალია ყველა კურორტს ძალიან უხდება: კარგი არქიტექტურა, კარგი კაფეები, დაწესებულებები, რომანტიული ქუჩები და მითუმეტეს, თუ ამ ყველაფერს ბუნებრივად ზღვაც მოჰყვება. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ნებისმიერი კურორტის მთავარი საიდუმლო, რომელიც ასე იზიდავს დამსვენებლებს. ბათუმი მართლაც რომანტიკული , ისტორიული და ლამაზი ადგილია.

[slideshow]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.