სიახლეები

ბათუმის 15 მილიონიანი ქუჩები დაზიანებული ქვაფენილით

30.05.2012 •
ბათუმის 15 მილიონიანი ქუჩები დაზიანებული ქვაფენილით

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის ქუჩებში ქვაფენილის დასაგებად ქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამის მიუხედავად, ახალგამოცვლილი მიწისქვეშა სისტემებიდან წყალი ისევ ჟონავს, ქვაფენილი კი ბევრ ადგილას ამოყრილია.

„აი აქ, წყალი სულ დგება. აქვეა საბავშო ბაღი და ბავშვებს წყალში უწევთ გავლა. ქუჩის კუთხეში არის გამდინარე ჭები, ამიტომ სულ პატარა არხი რომ გათხარონ, ეს წყალი ჭაში ჩავა და ქუჩებს აღარ დატბორავს. ვერ გეტყვით, რატომ ვერ გაითვალისწინეს ეს ქვაფენილის დაგების დროს, ალბათ არაპროფესიონალებმა დააგეს. პასუხისმგებელი ვინ არის, ვერც მაგას გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ გორგასალის ქუჩის ეს მონაკვეთი უხარისხოდაა დაგებული“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
„ქვაფენილი ლამაზია, მაგრამ ხარისხიანობის რა მოგახსენო“- ამბობს ზვიადი, რომელიც ქუთაისის ქუჩაზე ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს. მისი აზრით ახლად დაგებული ქვაფენილების ამოცვენის მიზეზი უხარისხობაა: „უცოდინარობის ბრალია ალბათ, ბალასტი აკლია ქვიშას და ამიტომ ირეცხება ადვილად. ძირითადი ქვებიც ამიტომ არის ამოცვენილი“.

ლევან ბერიძეს კი მიაჩნია, რომ დაგებულ ქვაფენილზე პასუხისმგებელი მშენებელი კომპანიები არიან: „მე როგორც ვიცი, ვინც ტენდერებს იგებს და აკეთებს, ის არის შემდეგ პასუხისმგებელი ხარისხზეც. სულ ცოტა, ხუთი წელი მაინც უნდა იყოს გარანტია, რომ ძვირადღირებული ქუჩები ასე მალე არ გაფუჭდეს. ერთი წერტილიც რომ იყოს დაზიანებული, ისიც კომპანიამ უნდა აღმოფხვრას, ან მან, ვისი მიზეზითაც ზიანდება ქუჩები“.

ქვაფენილიდან წყალი დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე, კონსერვატორიის წინაც ჟონავს. ამ ქუჩაზე ქვაფენილი გასული წლის ზაფხულში დააგეს. მსგავს სიტუაციას ძველი ბათუმის არაერთ ქუჩაზე წააწყდებით. მაგალითად, გორგასალის ქუჩის კუთხეში, საბავშვო ბაღის უკან, ვაჟა ფშაველასა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, სადაც ამოყრილ ქვაფენილებს წყლის ნიაღვარიც ემატება, რომელიც მერიის წინ მიმდინარე მშენებლობის საძირკვლიდან ყოველდღიურად იტუმბება. სამუშაოებს შპს „ბათუმმშენი 2007“ ასრულებს. მუშები ამბობენ, რომ წყლის სისტემები დიდი რაოდენობის წყალს ვერ ატარებს, წყალი პირდაპირ ქუჩაში მოედინება. წყალში დგას ავტომანქანებიც, იქვეა პირველი საჯარო სკოლის ფილიალიც, სადაც ბავშვებს ყოველდღიურად ტბორების გადალახვა უწევთ. „არსებობს ამისთვის სანქციები და დააკისრებენ ალბათ“ – ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ტარიელ მახარაძე. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა ძნელაძე კი ამბობს, რომ ქუჩაში წყლის გადმოსვლის მიზეზი ვიწრო კოლექტორია, რომელიც დიდი რაოდენობის წყალს ვერ ატარებს: „ათი დღის განმავლობაში უნდა ამოიტუმბოს საძირკვლიდან წყალი, მაგრამ რადგან ცუდი ამინდია, მშენებლები სამუშაოებს დროულად ვერ ასრულებენ. სანქციები არ დაეკისრებათ, მაგრამ რაც დაზიანდება, იმ მონაკვეთში ქვაფენილს აღადგენენ“.
„თუკი ქვაფენილი უხარისხოდ დაგების გამოა ამოყრილი, მაშინ ის კომპანია შეაკეთებს, ვინც დააგო, მაგრამ თუ სხვა მიზეზებითაა, მაშინ, მერიაში შექმნილია მობილური ჯგუფი, რომელსაც ზაზა ნაჭყებია ხელმძღვანელობს და მიმდინარე შეკეთებებზე ისინი არიან პასუხისმგებელნი“.

ქვაფენილების დაზიანების მიზეზი, ტარიელ მახარაძის აზრით, ხშირ შემთხვევაში სატვირთო მანქანები არიან, რომლებიც ზღვისპირა ზოლში მიმდინარე სასტუმროების მშენებლობებზე მუშაობენ: „ამ მანქანებს შეაქვს საშენი მასალები ტერიტორიაზე და რადგან ქუჩები არის ვიწრო, მოსახვევებში ქვაფენილების ამოყრა ხდება. ასეთ შემთხვევებზე მერია მუშაობს. რაც შეეხება წყალს, ძველ ბათუმში გამოიცვალა წყლის სისტემები, მაგრამ დარჩა ძველი სისტემებიც გარკვეულ ადგილებში და ხანდახან ის მილები უშვებს. ეს სამუშაოები ნიუ-ენერჯიმ შეასრულა და ალბათ, მან უნდა მოაგვაროს“.

რატომ არ დააკისრა მერიამ ბულვარში მიმდინარე მშენებლობების მწარმოებელ კომპანიებს დაზიანებული ქვაფენილების შეკეთების ხარჯები და რატომ გამოყო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები? ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხის შესახებ ინფორმირებული არ არიან.

გადაბეჭდვის წესი