სიახლეები

ბათუმი პორტუგალიელებთან საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

30.05.2012
ბათუმი პორტუგალიელებთან საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

სaფეხბურთო აკადემიის გახსნაზე ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესამსახური ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ლისაბონის სპორტინგის აკადემიის დირექტორი დიეგო მარია მატოსი და მენეჯერი პაულო ჟორგე რივერო კარდოსო მიიღო. შეხვედრაზე აჭარაში საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან სამი თვის წინათ დავიწყეთ. ინტენსიური კავშირი გვაქვს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის დეპარტამენტთან. ამ ეტაპზე საუბარი სპორტული ინფრასტრუქტურის შესწავლაზე მიმდინარეობს. რამდენადაც ვიცი, ქობულეთში მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ასევე, დადეგმილია საერთაშორისო სტანდარტების მოედნის მოწყობა. კარგი ფეხბურთელების გაზრდის პოტენციალი გაქვთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი აკადემია მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავებმა დაამთავრეს, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუმ და ფიგუმ“, – აღნიშნა ლისაბონის სპორტინგის აკადემიის დირექტორმა დიეგო მარია მატოსმა.

აკადემიის დაარსების შემთხვევაში, პორტუგალიელები ქართველ სპეციალისტებს აკადემიის მართვის მენეჯმენტში დაეხმარებიან. იგეგმება ქართველი მწვრთნელების მომზადების მოკლევადიანი კურსების შემუშავებაც.

დიეგო მარია მატოსი და პაულო ჟორგე რივერო კარდოსო ბათუმში აჭარის ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.