სიახლეები

ბავშვები საბავშვო ბაღების რიგებში

30.05.2012
ბავშვები საბავშვო ბაღების რიგებში

ბათუმის საბავშვო ბაღები ბავშვებს ვეღარ იტევს. ბაღების გაერთიანების კანცელარიაში ბაღებში საბუთების მიღება 1 აგვისტოდან დაიწყეს. მშობლების ინფორმაციით, მიღება თვის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 25 აგვისტოს მათ განუმარტეს, რომ ადგილების შევსების გამო განცხადებების მიღება შეწყდა.

ცაგო კახაბერიძე

ბაღების გაერთიანების შენობაში გამოკრულია სია, სადაც მითითებულია იმ ბავშვების სახელები და გვარები, რომელთა მიღების შესახებაც კომისიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ სიაში ბევრი ისეთი ბავშვი ვერ მოხვდა, რომელთა მშობლებმაც ბავშვის ბაღში მიღების თაობაზე განცხადებით გაერთიანების კანცელარიას 25 აგვისტომდე მიმართეს:
„9 აგვისტოს შევიტანეთ განცხადება ბავშვის მიღებასთან დაკავშირებით. თავიდანვე გვითხრეს, რომ #4 ბაღში, რომელიც ჩვენს ბინასთან უფრო ახლოსაა, ადგილი არ იყო და სანაცვლოდ #2 ბაღი შემოგვთავზეს. დღეს გავიგე, რომ ბავშვი #2 ბაღშიც ვერ მიიღეს, სიაში არ არის“, – ამბობს ინგა ზოიძე.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღების გაერთიანების კანცელარიაში კომენტარი არ გააკეთეს. ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი „ბათუმელებს“ პირად საუბარში განუმარტა, რომ 10 ადგილზე 50 განცხადება მოდის, რის გამოც ბაღის გარეთ ბევრი ბავშვი რჩება, გარდა ამისა, პრობლემას ისიც ქმნის, რომ ბევრ მშობელს უნდა ბავშვი შეიყვანოს არა იმ ბაღში, რომელთან ახლოსაც ცხოვრობს, არამედ იმ ბაღში, რომელთან ახლოსაც ის მუშაობს.
`პირველად განცხადება თებერვალში დავწერე და უარი მითხრეს, ადგილი არ არის და სექტემბრამდე არაფერი გამოვაო. პირველ აგვისტოს ისევ დავწერე განცხადება, მაგრამ ამიხსნეს, რომ ბავშს არ მიიღებენ, რადგან ახალშენიდან ვართ. ჩვენს ბავშვებსაც სჭირდებათ ბაღი. სხავათაშორის, იმავე ბაღიდან, რომელშიც ბავშვის მიყვანა მინდა, მეორე ბავშვი გადავიყვანეთ სკოლაში, მის ადგილას ხომ შეიძლება მიიღონ? თუ არ მიიღებენ, უფროსს უკან, ბაღში დავაბრუნებ“, – ამბობს ჟუჟუნა დავითაძე.
ნონა აბესაძის თქმით კი, კანცელარიაში მისულს განცხადება არ დააწერინეს: „მითხრეს, ახალი კანონია, რომელ ბაღშიც გინდათ ბავშვის მიყვანა, იქ უნდა დაწეროთ განცხადება 25 აგვისტოდანო, აღმოჩნდა, რომ მომატყუეს“.
ბევრი ბავშვის მშობელს კერძო ბაღში გადაყვანაც ურჩიეს.
„მითხრეს, ჩვენმა თანამშრომლებმა ბავშვები კერძო ბაღში შეიყვანეს და თქვენაც შეიყვანეთო, 2 შვილი კერძო ბაღში რომ ვატარო, 300 ლარი დამიჯდება, რისი საშუალებაც ამ ეტეპზე ნამდვილად არ მაქვს“, – ამბობს ინგა ზოიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.