სიახლეები

ახლა სტუდენტის სტატუსი აღარ მაქვს…

30.05.2012 •
ახლა სტუდენტის სტატუსი აღარ მაქვს…

თაკო მეგრელიშვილი

სტუდენტის სტატუსი რამდენიმე თვით შემიწყდა, ძალიან მწყდება გული, სოფელში წასვლა მომიწვეს, ამ მოსაზრებასაც წასვლის წინ ვწერ.რაც++ მოხდა, მოულოდნელი არ იყო, ვიცოდი, რომ საჭირო თანხა არ მქონდა, მაგრამ პასიური არ ვყოფილვარ, მივმართე უნივერსიტეტის თვითმმართველობას, თავად რექტორს და მივიღე _ `არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია~. მოკლედ, მდგომარეობა არ გაამძაფრეს, ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ გადავიხდი, ისევ დავბრუნდები… მათი გულგრილობა უფრო მეტკინა, ვიდრე პასუხი. ამხელა სასწავლებელს ნუთუ არ შეიძლება ჰქონდეს რაღაც მექანიზმი, ჩემ მსგავსად რთულ ვითარებაში ჩავარდნილ სტუდენტებს მხარი რომ დაუჭიროს.
ეს ყველაფერი მექანიკურად ხდება: იხდი _ სწავლობ, ვერ იხდი _ მიდიხარ, პროცესი ძალიან მტკივნეულია. არ ვიცი, თუ შეიძლება ვინმეს ეს გაუხარდს, ან თქვას, რომ დაისვენებს ამით.
საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი _ 750 ლარი უნდა გადავიხადო სტატუსი რომ აღმიდგეს და კიდევ დაახლოებით 1000 ლარი, ეს კრედიტების თანხაა, ანუ რაც გავაცდინე, იმ საათების. არანაირი შეღავათი, სწავლის საფასური და პლუს ჯარიმა. არც ის მამშვიდებს, რომ მარტო მე არ ვარ ასეთ სიტუაციაში. ვიცი, რომ ჩემსავით კიდევ 350 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი.
არ ვიცი, როგორ ვთქვა, ალბათ ყველა შენს მდგომარეობაში ვერ შევა, მაგრამ იმდენი გულგრილობაა სასწავლებელში… ძალიან მოტივირებული თუ არ ხარ და ნებისყოფა, ძალა არ გაქვს, შენი ნებით წახვალ სახლში.
საკმაოდ კარგად ვსწავლობ, უცხო ენის ფაკულტეტი, გერმანული სექტორი ავირჩიე. შედეგები თურმე არც არაფერს ნიშნავს. მთელი ექვსი თვე ვიმეცადინებ, არ მეზარება, თუმცა არ ვიცი, რამდენად გულიანად მოვახერხებ ამას თავიდან. სამსახურზეც ვერ ვფიქრობ (სანამ უსტატუსო ვარ). იმიტომ არა, რომ ვერ შევძლებ, გული ძალიან მტკივა და გამიჭირდება… ამდენად, გადავწყვიტე სოფელში დავბრუნდე.
ვფიქრობ, როგორ ვიქნები და რას გავაკეთებ პირველ დღეებში. არ მინდა დედაჩემის ნაღვლიანი თვალები ვნახო. მეტყვის, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, არადა, ყველაფერს აკეთებს, ხელი რომ შემიწყოს, მისი დახმარებით მესამე კურსამდე მოვედი… როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, იმედი მიბრუნდება, რომ აუცილებლად დავასრულებ სწავლას და ყველაფერს მივაღწევ. მაგრამ არც ისე ძლიერი ვარ…
მიმაჩნია, რომ სასწავლებელმა ეს მიდგომა უნდა შეცვალოს, გაიგოს რეალურად ვის უჭირს, რა მიზეზები არსებობს და რაღაც გამოსავალი იპოვოს; ეს ალბათ მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, მაგრამ არ არის აუცილებელი სხვამ რაღაც გამოსავალი იპოვოს და მერე გადმოიღო შენ. იმიტომ ხარ ხელმძღვანელი და იმიტომ იღებ ხელფასს, რომ იგრძნო მარტო ღონისძიებების დაგეგმვა, ხელშეკრულებების დადება არ არის ვალდებულება. არა, პირველი საზრუნავი სტუდენტი უნდა იყოს, მისი სწავლა და განვითარება. თუ არა და მაშინ ითქვას, რომ ეს სასწავლებელი მდიდარი ოჯახებისთვისაა და არა მასებისთვის.
ალბათ გგონიათ, რომ სტუდენტებს სწავლა არ უნდათ, იქნებ ლექტორებს არ უნდათ ლექციების წაკითხვა? და დროის ხარჯვა… უკეთესია, ამას მიაქციოთ ყურადღება, ყველაზე დაჩაგრული სტუდენტი რატომ უნდა იყოს. დაფიქრდით კიდევ ერთხელ რას და როგორ აკეთებთ, სხვას ნუ ელოდებით, დაფინანსების პრობლემებიც ვიცი, როცა სხვაზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია რომ გქვია, რაღაც გადაწყვეტილებას შენც უნდა იღებდე, არ უნდა გეშინოდეს, სტუდენტებთან ყოველდღიურად უნდა საუბრობდე. არ შეიძლება შენთვის იჯდე და სტუდენტი ფიქრობდეს, რომ მიუწვდომელი ხელმძღვანელები ჰყავს.
…ჩვენ კი, ვისაც ეს პრობლემები გვაქვს, არ გვაქვს ფული, რომ სწავლის პროცესი უწყვეტი გავხადოთ, მეტად მოვიკრიბოთ ძალები, სირთულეები ყველას სხვადასხვა ეტაპზე ეწყება. ესეც გაივლის…

გადაბეჭდვის წესი