Batumelebi | მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში

 

დღეს, 25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმის საზღვაო აკადემიაში  საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სტუდენტები, აკადემიის ახლადკურსდამთავრებულები, პროფესორ-მასწავლებლები და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

 

კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის შემდეგ,   აკადემიის რექტორმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  სასწავლებლის ეზოში  მზის საათი გახსნეს.

საზეიმო ღონისძიებების დამთავრების შემდეგ საზღვაო აკადემიის სტუდენტებს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები შეურთდნენ. მომავალმა მეზღვაურებმა მემედ აბაშიძის გამზირის გავლით ნავსადგურამდე მსვლელობა მოაწყვეს.   სადაც  ზღვაში დაღუპული მეზღვაურების საპატივცემულოდ ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე   გაეროს  გადაწყვეტილებით მანილას კონფერენციაზე 2010 წლის 25 ივნისს დაწესდა. ბათუმი წელს ამ დღეს მესამედ აღნიშნავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი