თაკო მეგრელიშვილი
სტუდენტის სტატუსი რამდენიმე თვით შემიწყდა, ძალიან მწყდება გული, სოფელში წასვლა მომიწვეს, ამ მოსაზრებასაც წასვლის წინ ვწერ. Continue reading “ახლა სტუდენტის სტატუსი აღარ მაქვს…”
ბათუმელები
თაკო მეგრელიშვილი
სტუდენტის სტატუსი რამდენიმე თვით შემიწყდა, ძალიან მწყდება გული, სოფელში წასვლა მომიწვეს, ამ მოსაზრებასაც წასვლის წინ ვწერ. Continue reading “ახლა სტუდენტის სტატუსი აღარ მაქვს…”
რეპორტაჟი მაჭახლისპირიდან
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
არაყი, შავი ლობიო, კომბოსტოს მჟავე და პური – სოფლის მაღაზიაში სახელდახელოდ გაშლილ სუფრას სამი შუახნის მამაკაცი უზის. მაღაზიის მოზრდილ შენობაში გათბობა არ არის, არც შუქი ანთია, მეპატრონე “ზედმეტ ხარჯებს” ერიდება. “მალე ჰესებს გააკეთებენდა შუქი უფასოდ გვექნება”- ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი და ეღიმება. “უფასო შუქი კი არა, თავიც არ წაგვაცალონ, გვეშინია”, – ხუმრობენ მისი მეზობლები. სუფრასთან, სახლში, მეზობელთან, მაღაზიაში, ბირჟაზე… – სოფელ მაჭახლისპირში ჭოროხზე ჰესების მშენებლობის წამოწყება მთავარი სალაპარაკო თემაა.
სოფლის ცენტრში
მაღაზიაში შესვლამდე სოფლის ცენტრში თურქული კომპანიის – “აჭარ ენერჯი 2007”-ის სახელდახელოდ აგებული შენობები დავათვალიერე. რამდენიმე უკვე დასრულებულია, სხვებისთვის კი ადგილი იქვე მოუმზადებიათ. გარეთ არავინაა, თოვს, ცივა. მეზობელი სახლებიდან კვამლი რომ არ ამოდიოდეს, ირგვლივ გამეფებული სიჩუმე გაფიქრებინებს, რომ სოფელში აღარავინ ცხოვრობს. Continue reading “ახალი ჰესები – კლიმატის ცვლილება და სახელმწიფო პოლიტიკა”
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის მერიამ მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი 700-მეტრიანი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტი შპს „არქპროს“ დახმარებით მოამზადა. პროექტი აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული ქალაქის განვითარების გეგმის შემადგენელი ნაწილია.
Continue reading “ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე”
აჭარის ტელევიზიიდან ამ დეპარტამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილის დათხოვნის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია. წესით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ასევე იცის მერაბ კარანაძესა და რამაზ ურუშაძეს მინდია ნაკაშიძე – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი უფროსი და დავით დავითაძე – მთავრობის აპარატის ყოფილი თანაშემწე რომ ჩაენაცვლნენ. Continue reading “ახალი მოადგილეები ახალი ფუნქციით”
ავტორი: ნათია ზოიძე
„ჩვენს გარდა ყველა მართალია“
ბათუმის ახალ უბანში მდებარე სახლის მცხოვრებლები დღეს ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ანგისის 8 ნომერში მდებარე სახლი ახალაშენებულია, აქ უკვე 15 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ჯერ სახლი ჩაბარებული არ არის. მოქალაქეებს სასმელი წყალი ეზოდან ჰქონდათ აყვანილი, მაგრამ „ბათუმის წყალის“ წარმომადგენლებმა დღეს, როგორც უკანონო აბონენტებს, წყალი ჩაუჭრეს. სახლი სამშენებლო კომპანია „ორბიტა ბ“-ს მიერაა აშენებული. კომპანიის მფლობელი ნუგზარ მიქელაძეა.
ნარგიზ ბოლქვაძე, რომელიც ამ კორპუსის მე-5 სართულზე ცხოვრობს, ამბობს, რომ ხელშეკრულებით სახლი 2009 წელს უნდა ჩაბარებოდათ. Continue reading “ახალი კორპუსი სასმელი წყლის გარეშე”
ავტორი: ირმა ზოიძე
ხელვაჩაურის რაიონის ცენტრალურ უბანში მალე ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა იგეგმება – ამის შესახებ ინფორმაცია შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების ბიზნესასოციაციების კავშირის ფორუმზე ითქვა.
Continue reading “ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურში”
მირანდა მიქაძე
[youtube https://www.youtube.com/watch?v=FOYBeHw_RMw&w=560&h=349]
აბაშიძის ქუჩაძე, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ მიწაში გაყვანილი გაზის მილი დაზიანდა. ქუჩის სარეაბილიტიაციო სამუშაოების დროს, ერთ-ერთმა მუშამ გაზის მილს ლომი დაარტყა. ამჟამად ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია და მიმდინარეობს მილის შეცვლა. შ.პ.ს. “აჭარის ბუნებრივი აირის“ –ის დირექტორის კახა საფარიძის თქმით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მათ სამსახურთან შეუთანხმებლად არ უნდა მიმდინარეობდეს.

დღეს გახდა ცნობილი, რომ თანამდებობა დატოვა აჭარის ტელევიზიის დირექტორის პირველმა მოადგილემ მერაბ კარანაძემ.
ინფორმაციას ადასტურებს თეა ცეცხლაძეც, ამ ტელევიზიის დირექტორი. მისი განცხადებით, კარანაძე სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. განცხადების ტექსტში კი მითითებული არ არის მიზეზი, რის გამოც კარანაძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, – ამბობს ტელევიზიის დირექტორი. თეა ცეცხლაძემ არ იცის კარანაძე სხვა რომელიმე სამსახურში ხომ არ გადადის.
„ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, რამდენს ხანს უნდა ვიყო ერთ თანამდებობაზე“, -აცხადებს ტელევიზიის შეფის უკვე ყოფილი მოადგილე მერაბ კარანაძე. ის ასევე გამორიცხავს ყოველგვარ კონფლიქტს ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან. ის ასევე გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ბათუმის ერთ-ერთ ვიცე-მერის ვაკანტური თანამდებობა დაიკავოს. „ამ ეტაპზე არც ერთი კონკრეტული შემოთავაზება არ განიხილება“, – ამბობს კარანაძე.
მერაბ კარანაძე დაახლოებით 5 წელი მუშაობდა ტელევიზიის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ვარდების რევოლუციის შემდეგ მას თავმჯდომარის პოსტიც ეკავა.
1 ნოემბერს ტელევიზაში მოდგილის თანამდებობა დატოვა რამაზ ურუშაძემაც. თეა ცეცხლაძის განმარტებით, ის კერძო ბიზნესში წავიდა და დაახლოებით 3 თვის წინ იცოდა ურუშაძის გადაწყვეტილების შესახებ. ამ ინფორმაციას ადასტურებს ურუშაძეც. მისი თქმით, ახალი სარეკლამო კომპანია – „ნიუ მედია აჭარა“ ჩამოაყალიბა და იქ გააგრძელებს საქმიანობას.
სექტემბრის დასაწყისში აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა შევიდა. მაშინ თანამდებობი ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლებმა დატოვეს. მერაბ კარანაძემ „გაზეთ ბათუმელებს“ ერთი თვის წინ განუცხადა, რომ ეს გეგმიური შემოწმება იყო. „თანამდებობა მხოლოდ ორმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის მთავარმა ბუღალტერმა. დანარჩენები სხვა სამსახურებში გადავიდნენ და იმიტომ დატოვეს ტელევიზია, თუმცა ეს კონტროლის პალატის შემოსვლამდე იყო“, – განაცხადა მერაბ კარანაძემ „გაზეთ ბათუმელებთან“ 10 ოქტომბერს.
ტელევიზიის მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობეს ვინ დაიკავებს, ჯერეჯობით, უცნობია. ვინაიდან ტელევიზია სამართლებრივად მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა, აქედან გამომდინარე მოადგილეებს აჭარის მთავრობის თავჯდომარე ლევან ვარშალომიძე დანიშნავს.

ავტორი: ლელა დუმბაძე
აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა კვლავ აგრძელებს მუშაობას. ტელევიზიის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ამბობს, რომ ეს გეგმიური შემოწმებაა და „როგორც კანონი ითვალისწინებს, ერთ თვეს დარჩებიან სამუშაოდ“. კონტროლის პალატის შესვლისთანავე, ამ ტელევიზიის ფინანსური განყოფილებიდან თანამშრომლები დაითხოვეს.
მერაბ კარანაძე არ ადასტურებს სამსახურიდან 6 თანამშრომლის დათხოვნას. ის ამბობს, რომ თანამდებობა მხოლოდ ორმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის მთავარმა ბუღალტერმა. „სხვა სამსახურებში გადავიდნენ და იმიტომ დატოვეს ტელევიზია, თუმცა ეს კონტროლის პალატის შემოსვლამდე იყო“, _ ამბობს მერაბ კარანაძე.
კონტროლის პალატამდე აჭარის ტელევიზიაში აჭარის ფინანსთა სამინისტროს აუდიტი მუშაობდა. ერთი ვერსიით, სწორედ ამ სამსახურის რეკომენდაციის შედეგად შევიდა აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა. მერაბ კარანაძე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მას „გეგმიურ შემოწმებად“ აფასებს.
მეორე ვერსიით, აჭარის ტელევიზიაში აღმოჩენილი დარღვევები ამ ტელევიზიისთვის 2008 წელს გამოყოფილ ახალი შენობის რემონტს, მათ შორის სტუდიების გაკეთებას უკავშირდება. მაშინდელი უმაღლესი საბჭოს განმარტებით, სწორედ ამ მიზნით გაიზარდა აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი თითქმის ერთი მილიონი ლარით. მაშინ ტელევიზია ლერმონტოვის ქუჩაზე უნდა გადასულიყო… ტელევიზიას კი დღემდე არ გამოუცვლია შენობა.
Continue reading “აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა მუშაობს”
ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსად გიორგი ჭანტურია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს” „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრიდან” მიაწოდეს. ინფორმაციას საპატრულო პოლიციაშიც ადასტურებენ. ჭანტურია აქამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ჯონი ბაკურიძე იყო, რომელიც ერთი თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის გაათავისუფლეს, რაც ტელეკომპანია „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტთან მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, ასევე, ბათუმის პროკურორის გათავისუფლების შესახებ, თუმცა ავთო კილაძემ, „ბათუმელებთან” დაადასტურა, რომ ის ამჟამადაც ბათუმის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობს.

2012 წლის აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მზადაა
ავტორი: ნათია ზოიძე
შეკითხვა ხომ არ გაქვთ ბატონ ვაჟასთან ? ორჯერ გაუმეორა ეს კითხვა მთავრობის წევრებს ლევან ვარშალომიძემ Continue reading “აჭარის მთავრობის სხდომა შეკითხვების გარეშე”
ავტორი: ნათია ზოიძე
„ბიზნესს მივცემთ კონსულტაციებს, რომ მოგმართონ თქვენ“, – უთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ახლა შექმნილი დასაქმების სააგენტოს 27 წლის ხელმძღვანელს, თამილა ბეჟანიძეს დღეს მთავრობის სხდომაზე. Continue reading “აჭარის მთავრობის კონსულტაციები ბიზნესს „დასაქმებული აჭარისთვის“”
ავტორი:ნათია ზოიძე
აჭარის მთავრობა ამაერიკაში გაემგზავრა. აჭარა მაიმიში საკრუიზო გამოფენაზე „Crusie Shipping Miami“–ზე წარსდგება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის მთავრობის თავჯდომარე ლევან ვარშალომიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოს წარმომადგენელი ეკა ჭანიშვილი,აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზაზა გუმბერიძე და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოსმან მჟავანაძე. Continue reading “აჭარის მთავრობა მაიამიში”
შავ ზღვაზე ბათიმეტრიულ კვლევას აწარმოებენ, რაც სანაპირო ზოლის სიღრმეებისა და წყალქვეშა ფერდის შესწავლას გულისხმობს. კვლევების მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო მდგრადობის გარდა აჭარის სანაპირო ზოლზე ტურისტული კრუიზის გადაადგილებისთვის საჭირო სიღრმეების მქონე მონაკვეთების მონიშვნაა. Continue reading “აჭარაში შავი ზღვის სიღრმეს იკვლევენ”
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კანის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები საფრანგეთში, რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს წარადგენენ და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას შეეცდებიან.
საერთაშორისო გამოფენა უძრავი ქონებისა და ინვესტიციების სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიათა ხელმძღვანელები, ქალაქებისა და რეგიონების ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ინვესტორები, ბანკები და სხვა ფინანსური სტრუქტურებია წარმოდგენილი.
გამოფენას საფუძველი 1990 წელს ჩაეყარა და იგი ყოველი წლის მარტში, კანში იმართება. მასში აჭარა უკვე მეექვსედ მონაწილეობს. წელს გამოფენაზე 19 ათასი კომპანიაა წარმოდგენილი.

დღეს ქრისტიანულმა სამყარომ, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღე იზეიმა. საზეიმო წირვა-ლოცვა ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებშიც აღესრულა. მართლმადიდებლური ეკლესია კი, აღდგომის დღეს ერთი კვირის შემდეგ, 15 აპრილს აღნიშნავს.
[youtube=https://www.youtube.com/watch?v=7KEKQ1hKTFc&feature=youtu.be]

დღეს, ბათუმში ევროპის მოედანზე, სტუდენტების ერთმა ჯგუფმა გამართა აქცია სახელწოდებით – დავით-გარეჯი ჩვენია. სტუდენტები აცხადებდნენ, რომ აპროტესტებენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ „დავით-გარეჯის“ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის დაკავებას. მათი თქმით, სამონასტრო კომპლექსი ისტორიულად საქართველოს ეკუთვნის და მეზობელმა სახელმწიფომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა არ უნდა მიიტაცოს.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=SrXEs8ljCZc&w=420&h=315]

[slideshow]
თაზო კუპრეიშვილის ფოტო
ამავე თემაზე: ქართული ოცნების აქცია თავისუფლების მოედანზე; პირდაპირი ეთერი ქართული ოცნების აქციიდან; წინასაარჩევნო რეპი
[slideshow]
თაზო კუპრეიშვილის ფოტო
ამავე თემაზე: ქართული ოცნების აქცია თავისუფლების მოედანზე; პირდაპირი ეთერი ქართული ოცნების აქციიდან; წინასაარჩევნო რეპი
ავტორი: მანანა ქველიაშვილი
დღეს გონიოს სანაპირო ზოლში მცხოვრებლებმა, გონიოს ციხესთან საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები მშვიდობიან აქციაზე წართმეული საკუთრების დაბრუნებასა და მიწების დათმობის სანაცვლოდ, ადეკვატურ კომპენსაციებს ითხოვდნენ.
„ჩვენ წაგვართვეს საკუთარი მიწები“, „დაგვეხმარეთ დავიბრუნოთ საკუთრება“, „დაგვიბრუნეთ საკუთრება“ – ითხოვდნენ საპროტესტო აქციაზე გამოსული გონიოს მაცხოვრებლები.
გონიოს მცხოვრებთა განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მათთან ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და საბოსტნე მეურნეობების, გარაჟების და საქონლის სადგომების დათმობა მოსთხოვეს. ადგილობრივი მოსახლეობა მერიის მოთხოვნას აპროტესტებს და მეურნეობების სანაცვლოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.
„ჩვენ გვყავს პირუტყვი, გვაქვს ბოსლები და ბოსტნები. გვეუბნებიან, რომ უნდა დაინგრეს ეს, გაყიდოთ უნდა საქონელი და დარჩეთ ლუკმა პურის გარეშეო. ჩვენ ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ იმას, რომ ჩვენი საკუთრება დაგვრჩეს ჩვენ,“- ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე ჯემალ აბაშიძე.
სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსალხეობისთვის საბოსტნე მეურნეობების ჩამორთმევა ახალი ბულვარის მშენებლობას უკავშირდება, რომელიც აეროპორტიდან ჭოროხის ხიდამდე კიდევ 1976 მეტრით დაგრძელდება. Continue reading “აქცია გონიოში: “დაგვიბრუნეთ საკუთრება!””
აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
5 აგვისტო: სერგო გოგოლაძის პერსონალური გამოფენა (საიუბილეო)
დასაწყისი: ოთხ საათზე.
დასწრება თავისუფალია
15 აგვისტო: ალექსანდრე (ნანატრი) ჩიტიშვილის პერსონალური გამოფენა
დასაწყისი: ოთხ საათზე.
დასწრება თავისუფალია
ბათუმის დრამატული თეატრი
აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
25-26 ივლისი: ოთარ დარჩიას პერსონალური გამოფენა
ბილეთის ფასი: 2 ლარი
გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე (ორშაბათის გარდა).
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
29 ივლისი: „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი”
დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი: 5-10 ლარი.
26 ივლისი ფოტოგამოფენა კოლონადებთან
დასაწყისი: 18:00
ბათუმის დელფინარიუმი
ყოველდღე: დელფინების შოუ
ღიაა დილის 12 სთ-დან ხუთ საათამდე
ბილეთის ფასი: 12 ლარი (ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის უფასო).
არქეოლოგიური მუზეუმი
გამოფენა – „უძველესი დროიდან გვიან შუასაუკუნეებამდე“
ბილეთის ფასი: 1 ლარი (ბავშვებისთვის – 50 თეთრი)
ყოველდღე, ორშაბათის გარდა
მუზეუმი ღიაა დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე.

16 აგვისტო: ალექსანდრე (ნანატრი) ჩიტიშვილის პერსონალური გამოფენა
დასაწყისი: ოთხ საათზე.
დასწრება თავისუფალია
კინოთეატრი ”აპოლო”
11-18 აგვისტო: ”აუტანელი ბოსები”
ბილეთის ფასი: 6-10 ლარი
18-21 აგვისტო: ”მაიმუნების პლანეტის აჯანყება”
ბილეთის ფასი: 6-10 ლარი
დღის განმავლობაში ექვსი სეანსია დილის 12-საათიდან საღამოს 23-საათამდე.
ბათუმის დელფინარიუმი
ყოველდღე: დელფინების შოუ
ღიაა დილის 12 სთ-დან ხუთ საათამდე
ბილეთის ფასი: 12 ლარი (ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის უფასო).
არქეოლოგიური მუზეუმი
გამოფენა - „უძველესი დროიდან გვიან შუასაუკუნეებამდე“

[slideshow]დღეს დილით ბათუმში საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის სისტემა აფეთქდა, წინასწარი ინფორმაციით დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, საავადმყოფოს მთავარი ექიმის ნანა ცინცაძის ინფორმაციით, ქალბატონს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, ის შოკურ მდგომარეობაშია და ნეირო ქირურგიულ განყოფილებაში წევს. შედარებით მძიმეა, მამაკაცის მდგომარეობა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ამბოლატორიული დახმარება კიდევ ერთ პაციენტს დასჭირდა, მისი მდგომარეობა საგანგაშო არ არის, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
აფეთქება ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველო იძიებს.

ავტორი: თეონა თურმანიძე
ვისაც აუზზე სიარულის შესაძლებლობა და სურვილი აქვს, ბათუმში უკვე რამდენიმე ადგილი არსებობს, სადაც ამ სურვილის ასრულება შეიძლება. აუზი მოქმედებს ახალგახსნილ „ბათუმი პლაზაში“, სასტუმროებში: „მარინაში“, „შერატონსა“ და „ინტურისტში“. 20 ივლისისთვის კიდევ ერთი ახალი სასტუმროს – „რედისონის“ აუზიც გაიხსნება. ფასები და პირობები ყველგან განსხვავებულია.
2036 წლის 13 აპრილს დედამიწას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უდიდესი – 300 იარდის სიგანის ასტეროიდი შეეჯახება. ამას რუსი მეცნიერები ვარაუდობენ. მათ აპოფისი შერაცხეს დედამიწისთვის ყველაზე საშიშ სხეულად. ნასას მეცნიერების განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ აპოფისი ჩვენს პლანეტას შეეჯახოს, 250 000-დან 1-ია. მეცნიერ დონალდ იომანსის აზრით კი, აპოკალიფსური თეორიების ახდენის შანსი ნაკლებად მოსალოდნელია. რუსულმა ინტერნეტმედიამ გასულ კვირას კიდევ ერთი ასტეროიდის ჩაქროლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამ ფაქტის სიზუსტე „ბათუმელების“ თხოვნით გადაამოწმა ბათუმის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა, იზოლდა ჯაბნიძემ. მასთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე შედგა.
ეთერ თურაძე
Continue reading “ასტეროიდი – მითი თუ საფრთხე დედამიწისთვის”
[youtube https://www.youtube.com/watch?v=njhlToTTO90&w=560&h=349]
/„ბათუმელების” არქივიდან/
[youtube https://www.youtube.com/watch?v=njhlToTTO90&w=560&h=349]
/„ბათუმელების” არქივიდან/
ლელა დუმბაძე
დღეს, თბილისში სასტუმრო „ძველი მეტეხის“ საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, ბრიფინგის გამართვას აპირებს, თემა პროფკავშირებია. არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პროფკავშირები რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს არ იცავს, უნდა გაუქმდეს: „ეს პოზიცია ასოციაციის ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. პროფკავშირებმა ვერ დაიცვეს ვერც მასწავლებლები, ვერც სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, ვერც ექიმების ინტერესები. ასეთი პროფესიული გაერთიანებები უნდა გაუქმდეს და მათ ადგილას შეიქმნას ნამდვილი, ქმედუნარიანი პროფკავშირები. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც ჩვენს ქვეყანაში პროფკავშირული მოძრაობის გაძლიერებას და მისი როლის ამაღლებას მოითხოვს“-წერია პრეს-რელიზში, რომელიც ასოციაციამ ელექტრონულად გაავრცელა.

ავტორი:გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)
ავტორი: ეთერ თურაძე
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე სარჩელი დასაშვებად ცნო და არასამთავრობო ორგანიზაციები სათანადო მოსარჩელეებად მიაჩნია. ამის მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მირზა ცეცხლაძემ, მოსამართლეს უთხრა: „არ ვარ ვალდებული, სარჩელის დასაშვებობის დროს ვამტკიცო, რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება“. ბულვარის გაჩეხვის შესაჩერებლად არასამთავრობოების საჩივრის განხილვა სასამართლოში განახლდა.
სტენოგრაფიულთან მიახლოებული ჩანაწერები 21 მაისის აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესიდან
ეთერ თურაძე
ბათუმის სანაპიროზე სარგანი არ მოდის
ავტორი: ნანა კვაჭაძე
64 წლის ბათუმელი ნოდარ მელაძე კვირაში ორჯერ სანაპიროზე, ეგრეთ წოდებულ „მორვაგზალთან“ ანკესით თევზაობს. „თევზაობა ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, ჩემი შვილიშვილისთვის კვირაში ორჯერ ახალი, ცოცხალი თევზი მიმაქვს“. ბატონმა ნოდარმა იცის, რომ თევზი სასარგებლო პროდუქტია, თუმცა სასარგებლო თევზი ჯანმრთელობისათვის შესაძლოა სახიფათოც იყოს, თუ მისი კვების მთავარი წყარო კანალიზაციის წყალია, რომელიც ზღვაში ჩაედინება.
ბათუმში მეთევზეებისთვის ყველაზე პოპულარული სწორედ ის ადგილებია, სადაც სანიაღვრე არხებით კანალიზაციის წყლები ზღვაში ჩაედინება. ამ ადგილებს თევზი ყველაზე მეტად ეტანება.
24 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმის განხილვა გაგრძელდება. ბიზნესმენის კომპანიის, “ტექნო ბუმის” მენეჯერის თქმით, “ანზორ ქოქოლაძე თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სამართლებრივ დავას აგრძელებს. ეს სასამართლოც თუ გაამტყუნებს, აუცილებლად მივმართავთ შემდგომ ინსტანციას”. Continue reading “ანზორ ქოქოლაძის პროცესი”
ავტორი: ნათია ზოიძე
„ბათმვაჭრობის“ დირექტორს, თენგიზ ნაგერვაძეს, რომელიც დაკავებული ბიზნესმენის ანზორ ქოქოლაძის ახლო ნათესავია, სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო. თენგიზ ნაგერვაძე თავს უდანაშუოლოდ მიიჩნევს – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში და ასევე ციტირებულია ნაგერვაძის შეკითხვა, რომლითაც მან სხდომაზე სასამართლოს მიმართა: „მაინტერესებს, ჩვენს ქვეყანაში ვინ არის თაღლითი: ის ვინც ნულიდან შექმნა ბიზნესი და დაასაქმა ათასობით ადამიანი, თუ ის, ვინც სხვისი შექმნილი მიითვისა? ვის უფრო მეტად ებრძვის დღეს ხელისუფლება და პროკურატურა?“
ანზორ ქოქოლაძის საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული: მალხაზ ნაგერვაძე და ლევან დუმბაძე. მათ გამოძიება თაღლითობას და ფულის გათეთრებას ედავება. ადვოკატის, მაია ხუციშვილის განცხადებით დაკავებულების მიმართ საქმე აღძრულია სსკ–ის 180 მუხლის მე–2 ე ნაწილისა და სსკ–ის 194–ე მუხლის მეორე ნაწილის პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
მალხაზ ნაგერვაძეს 6,6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარი ჯარიმა მიესაჯა. ლევან დუმბაძეს კი 9 წელი და 10 000 ლარი ჯარიმა.
ბრალს არც მალხაზ ნაგერვაძე და ლევან დუმბაძე აღიარებენ. მალხაზ ნაგერვაძე „ტექნო სერვისის“ დირექტორი იყო. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძეა, ხოლო თენგიზ ნაგერვაძე „ბათმვაჭრობის” დირექტორი იყო. ამ კომპანიების საქმიანობა შეჩერებულია.
დაკავებულების ადვოკატი მაია ხუციშვილი „ბათუმელებთან” აცხადებს, რომ ამ საქმის გასაჩივრებისთვის ემზადებიან, რადგან განაჩენი დაუსაბუთებელია. Continue reading “ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულ პირს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს”