ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორი რწმუნებული დააკავეს

 

„ძველ ამბავთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები, ადრე მათ ბეჭედი ჰქონდათ. ვნახოთ რას დაადგენს გამოძიება. მეტი არაფერი ვიცი.“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.

 

ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 10500 კვადრატული მეტრი მიწა ფიზიკურ პირებზე უკანონოდ დაარეგისტრირეს, ამისთვის კი ყალბი ოფიციალური დოკუმენტები გამოსცეს. ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს კუთვნილი 169541 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები უკანონოდ მიითვისეს“.

მთავრობა ახლადშეძენილი სახლების ეკომირანტებისთვის გადასაცემად განაცხადების მიღებას იწყებს

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განსახლების დეპარტამენტის თანამშრომლის, დავით კაიკაციშვილის ინფორმაციით, რომელიც ბათუმში იმყოფება „განაცხადებს სპეციალური კომისია შეისწავლის და პირველ ეტაპზე იმ ოჯახებს დააკმაყოფილებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელწიფოს დახმარება“.

 

გასულ წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში ეკომიგრანტების განსახლების მიზნით 33 სახლი შეიძინა. 

 

სახელმწიფო სწორედ ამ 33 სახლში აპირებს ეკომიგრანტი ოჯახების შესახლებას.

„სოკარის“ განმარტება

 

დავით ლეკიშვილმა ისევ გაიმეორა, რომ აქცია, გაზგაყვანილობაზე მომუშავე სხვა კომპანიების მიერ იყო სპეციალურად ორგანიზებული და მიზანმიმართულად ემსახურება „სოკარ-ჯორჯია აჭარის დისკრედიტაციას.

 

მან გაზიფიცირების პროცესის წარმოების შესახებ ხუთ პუნქტზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანიას მოპოვებული აქვს ლიცენზიის უფლება და მოქმედებს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობის ფარგლებში. „მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს გვსურს განვუმარტოთ გაზიფიცირების პროცესი, რომელიც კანონმდებლობით რეგულირდება. რა ვალდებუებები გააჩნია მომხმარებლებს და ლიცენზიატ კომპანიას:

 

„1.სოკარ-ჯორჯია გაზი აჭარასთან“, როგორც ლიცენზიანტ კომპანიასთან შეთანხმებული უნდა იყოს გაზიფიცირების ყველა პროექტი, თუ ეს პროექტი არ არის თავად „სოკარის“ მიერ შესრულებული და შესრულებულია სხვა, კერძო სამშენებლო-სამონტაჟო კომპანიის მიერ.

 

2. მხოლოდ „სოკარ-ჯორჯია გაზი აჭარასთან“, როგორც ლიცენზიანტ კომპანიას აქვს უფლება გასცეს ტექნიკური პირობა, რომ მის კუთვნილებაში არსებულ გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტისთვის დაერთოს უფლება.

 

3. მიუხედავად იმისა თუ ვის მიერ ხორციელდება ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტების გაზიფიცირება, ან არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მშენებლობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოები უნდა შესრულდეს განაწილების ლიცენზიანტის მიერ.

 

4. ყველა დასრულებული სამონტაჟო სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღებას ახორციელებს მხოლოდ „სოკარ-ჯორჯია აჭარა“, როგორც განაწილების ლიცენზიანტი.

 

5. „სოკარ-ჯორჯია აჭარა“, როგორც ლიცენზიანტი ვალდებულია, პოტენციური აბონენტის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მოსახლესთან და არა კომერციულ მომხმარებელთან ერთ წერტილზე გაზიფიცირების სამუშაოები განახორციელოს არაუმეტეს 600 ლარისა 24 თვეზე განაწილების პირობით.“

 

როგორც დავით ლეკიშვილმა აღიშნა, სხვა კომპანიები თავის დროზე ვალდებული იყვნენ მოსახლეობისთვის აეხსათ, რომ სამონტაჟო სამუშაოების უფლება მათ არ ჰქონდათ. მისი თქმით, ამ კომპანიებს მხოლოდ არსებული გაზგამანაწილებელ სისტემიდან მილის საცხოვრევრებელ სახლში გაყვანის უფლება აქვთ, სხვა დანარჩენ სამუშაოებს კი მხოლოდ ლიცენზიანტი კომპანია ასრულებს.

 

ონკოლოგიურ დაავადებათა მქონე პაციენტების გამოკვლევებს დააფინანსებენ

 

პროგრამა საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდისა და ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის ონკომარკერებით გამოკვლევას, საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიასა და ექოსკოპიას ითვალისწინებს. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, დაფინასდება საშვილოსნოს ყელის დაზიანების ამოკვეთა ან დაშლა მორფოლოგიით – ექსციზიური მკურნალობა, ასევე რადიოტალღური ან ლაზერული მკურნალობა.

 

ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიანოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა 1400 პაციენტზეა გათვლილი და 91 ათას 900 ლარით ფინანსდება.

დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადლიის ბაზაზე

 

“ადლიას ბაზაზე 2013 წლის გეგმით გათვალისწინებული ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს. ყაზარმაში მთლიანად შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა, დამონტაჟდა ვენტილაცია და ახლით შეიცვალა გათბობის სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გაკეთდა კაფელ-მეტლახი, შეიცვალა მილგაყვანილობა, ჩატარდა სამღებრო და შესაბამისი თანმხლები სარემონტო სამუშაოები; სასწავლო კლასები ახალი ინვენტარით აღიჭურვა; მოწესრიგდა ბაზის ტერიტორიის გარე განათება და შემოიღობა სამხედრო ნაწილის მთლიანი პერიმეტრი. მიმდინარეობს სამხედრო ნაწილის გაზიფიცირების სამუშაოებიც” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ახლიდან გარემონტდა და გაკეთდა ყაზარმა, ასევე დასრულების სტატდიაშია საქვაბე, რომელიც მთლიანად მოემსახურება ამ ბაზას. “განახლდა ასევე ის შენობა, რომელიც დღეს ინგლისური ენის კლასებს მასპინძლობს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ოფიცრებმა და სამხედროებმა დაიწყეს ინგლისურის სწავლა. ეს აუცილებელი ენაა ნატოსთან თავსებადობის კუთხითაც. მთავარია თავსებადობა არის იმ კუთხით, რომ ჩვენი ჯარისკაცები იმყოფებიან უკეთეს პირობებში. ეს არის ძირითადი, რაც ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს და გავაგრძელებთ წელს. ყველა ბაზაზე შევქმნით მაქსიმალურად ისეთ პირობებს, რომელიც შეძლებს ჩვენს ჯარისკაცებს მისცეს თავისი ფუნქციის – ქვეყნის დაცვის განხორციელების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ღირსეულ პირობებში ბევრად უფრო ეფექტური იქნება ქართველი ჯარისკაცი” – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს თავდაცვის სამინისტრომ 100-ზე მეტი მცირე და მასშტაბური სამშენებლო პროექტი განახორციელა. სამუშაოების ძირითად ტიპოლოგიას ყაზარმების, შტაბის, სასადილოების, ლაზარეთის, საცხოვრებელი და სამსახურეობრივი კორპუსების და საკონტროლო-გამშვები პუნქტების სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება

ამბულატორიული დიაგნოსტიკური კვლევა უფასოდ

 

 

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 200 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც   რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.   

ქვეპროგრამით განხორციელებული მომსახურება დაფინანსდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით:
1) 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები, 200 000 -ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი – 100 %-ით. 
2) 70 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები – 90 % -ით, თანაგდახდა პაციენტის მხრიდან –10%. 
3) 100 001–დან 200 000–ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები – 80 % -ით, თანაგდახდა პაციენტის მხრიდან –20%. 

  

ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევების, უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურების და მოქმედი სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდის დაფინასებას მოსარგებლის მხრიდან.

პროგრაში ჩართვისთვის მოქალაქემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა წარმოადგინოს:
* განცხადება
* ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა №IV-100/ა
* ანგარიშფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ 
* პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება პირის იდენტიფიცირება
* ქვეპროგრამის მოსარგებლის დამადასტურებული დოკუმენტი

მომსახურების მიწოდება განხორციელდება ინდივიდუალური სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით საქართველოს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთა არჩევით. 

საქველმოქმედო საღამო „იმედის“ გმირის დასახმარებლად

ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის შორენა კარანაძის თქმით, ბილეთი 5 ლარი ღირს და ყველა ბილეთი გაყიდულია.

 

„საქვლმოქმედო კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანია, არაერთი კონცერტი ჩაგვიტარებია ქველმოქმედებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადად დახმარების მიზნით გასულ წელს ორჯერ ჩავატარეთ საქველმოქმედო კონცერტი და შემოსული თანხა გადავეცით. გვინდა წელსაც ანალოგიურად ჩავატაროთ და ტრადიციული სახე მივცეთ ქველმოქმედებას“, – აცხადებს შორენა კარანაძე.

 

ზედამხედველობამ მანდარინის გადამყრელები ვერ გამოავლინა

 

სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ ღოღობერიძის ინფორმაციით, „სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ხალაში, სადაც კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, სოფლის მცხოვრებლები გამოკითხეს, თუმცა, უშედეგოდ“.

 საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარის დაბინძურება ადმინისტრაციული კანონით ისჯება და 300 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. 

ბათუმში მიწის ფასი ხელახლა დადგინდება

 

დაგეგმილია ქ. ბათუმის ზონირების („ფასების“) რუკის შექმნა – ზონების მიხედვით მიწის ღირებულებებითა  და განმარტებითი ბარათით,  სადაც აღწერილი იქნება ზონების (ქვეზონების) საზღვრები ქუჩების მიხედვით. მერიამ 25 ათასლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.  წინადადებების მიღება ელექტრონულად გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება.

 

ზემოაღნიშნული სამუშოს გარდა, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს ფასების დეტალური გაანგარიშებაც. სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში დასრულდება. პარალელურად, აუდიტორების და შემფასებლების ჯგუფის მიერ უნდა ჩატარდეს ბათუმში 2012 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 31 დეკემბერამდე პერიოდში მიწის ბაზრის (ანალიზი) კვლევა. ყველა ამ მონაცემს მერია წარუდგენს საკრებულოს, რომელიც, სავარაუდოდ 1 მარტამდე, დაადგენს ზონების საბოლოო საზღვრებსა და მიწის ნორმატიულ ფასს.

 

ბათუმის საკრებულოს შარშანდელი დადგენილებით ქალაქი დღეს დაყოფილია სამ – ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონად. თავის მხრივ, ზონები დაყოფილია სულ ცხრა ქვეზონად. კვ/მ მიწის მოქმედი ნორმატიული ფასი კი, 20 ლარიდან (პერიფერიული ზონა) 405 ლარმდე (ცენტრალური ზონა) მერყეობს.

 

გამოძიება ანბანის კოშკის საქმეზე

 

 

„ საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ესპანური კომპანია „CMD DOMINGO Y LAZARO INGENIEROS-ს წარმომადგენლობა საქართველოში“ ხელმძღვანელ პირთა მიმართ, გადასახადებისაგან თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე“_წერია   დოკუმენტში რომელიც საგამოძიებო უწყებისგან „ბათუმელებმა მიიღო.

ამ კომპანიას საქართველოში შესრულებული აქვს სხვადასხვა სამშენებლო და საპროექტო სამუშაოები, მათ შორის  ბათუმში „ალფაბეტური კოშკის“ მშენებლობისა და პროექტირების სამუშაოები.   დოკუმენტები წაღებულია ბათუმის მერიიდანაც. 

ქედის ანსამბლები ფესტივალზე ლატვიაში

ჯგუფები საგასტროლოდ აქტიურად ემზადებიან. ანსამბლი და ბენდი რეპეტიციებს ყოველ დღე გადის, რეპერტუარის საბოლოო ვარიანტზე ჯერ არ შეჯერებულან, თუმცა ფესტივალის მოთხოვნებიდან გამომდინარე იციან, რომ საკუთარ ფოლკლორის წარმოჩენა ევალებათ.

 

„გვინდა ფესტივალში საუკეთესო პროგრამით წარვსდგეთ. „ელესა“ ცნობილია ადგილობრივი ფოლკლორული სიმღერების შესრულებით, მაგრამ ჩვენი რეპერტუარი მხოლოდ აჭარული ფოლკლორით არ შემოიფარგლება, საკმაოდ ვრცელი რეპერტუარი გვაქვს – საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორს მოიცავს. რადგან ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ ჩვენ წარვსდგებით, გვინდა ყველა კუთხის სიმღერა შევასრულოთ“, – აცხადებს ანსამბლის ხელმძღვანელი და ქედის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილე ირაკლი სირაბიძე.

 

„ფოლკლორულ-ინსტრუმენტალური ბენდი“ ფესტივალზე მხოლოდ ფოლკლორული საკრავებით წარსდგება და ფოლკლორულ სიმღერებს ფესტივალზე თანამედროვე არანჟირებით ააჟღერებს.

„ბენდი ფოლკლორულ ნიმუშებზე გაკეთებული ინსტრუმენტალურ ვარიანტს
წარადგენს, ინსტრუმენტალური მუსიკის გარდა, ფოლკლორული სიმღერისა და ინსტრუმენტალურ მუსიკის სინთეზს თანამედროვე არანჟირებით ვახდენთ. საგულისხმოა ის, რომ ფოლკლორულ საკრავებთან ერთად ბევრ თანამედროვე ინსტრუმენტსაც ვიყენებთ, მაგრამ, რადგან ფესტივალის მოთხოვნაში წერია, რომ კონცერტზე ფოლკლორული საკრავი უნდა იყოს წარმოდგენილი, რეპერტუარიდან ამოვიღეთ ელექტრო ინსტრუმენტები – მხოლოდ ქართული გარმონით, დოლით, ფანდურით, სალამურით, ჩონგურითა და სხვა ხალხური საკრავებით წარვსდგებით“, – აცხადებს ბენდის ხელმძღვანელი ირაკლი შარაძე.

ფესტივალი ლატვიაში 31 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება. პროგრამის მიხედვით, მონაწილეები ორი დღის განმავლობაში მაყურებლის წინაშე 10-15 წუთიანი პროგრამით წარსდგებიან, მესამე დღეს კი სოლო კონცერტს გამართავენ.

„ჩვენი ფოლკლორული ანსამბლი და ბენდი ინტერნეტ სივრცესა და, ზოგადად, საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლოს, არაერთ ფოლკლორულ ფესტივალზე გავსულვართ, შესაძლებელია ამან განაპირობა ჩვენი მიწვევა დაოგაოპილსში. მიწვევა ერთი თვის წინ მივიღეთ, რაც შეეხება გადაადგილების ხარჯებს, ადგილობრივი თვითმართველობა გვიფინანსებს“, – აცხადებს ირაკლი სირაბიძე და დასძენს – „გასტროლების მხრივ განებივრებული არ ვართ, ოთხი წლის განმავლობაში ანსამბლი საზღვარგარეთ მხოლოდ უკრაინაში გავიდა. რაიონული ანსამბლისთვის, რომელიც ბევრს შრომობს, გასტროლი თუნდაც 2-3 წელში ერთხელ მაინც, ძალიან მნიშვნელოვანია“.

მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმარებიან

 

 

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეებს პროფკონსულტანტები მომავალი პროფესიის არჩევაში, საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და განვითარებაში დაეხმარონ.  

  

 პედაგოგების საქმიანობის კოორდინირებასა და მონიტორინგს, სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრი ახორციელებს. ცენტრში უკვე დასრულდა პროფკონსულტანტების გადამზადების პირველი ეტაპი.  

 

კონკურსის წესით შერჩეულმა 103-მა პროფკონსულტანტმა და ხუთმა კოორდინატორმა  ეტაპობრივად გაიარა გადამზადება შემდეგ მოდულებში: მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები, ეფექტური კომუნიკაცია, მართვის უნარჩვევები, პროფორიენტაცია.

 

 გადამზადებული პროფკონსულტანტები კლასის დამრიგებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარებაში, უზრუნველყოფენ სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას, სკოლებისთვის შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე ინფორმაციის მიწოდებას, სკოლებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობას.

 

 

დისკუსია: ქართული საზოგადოება და მისი მოქალაქეობრივი თვითშეგნება

 

 

“დღეს ბევრს ლაპარაკობენ სამოქალაქო საზოგადოების როლისა და ფუნქციის შესახებ ქვეყნის ტრანსფორმაციის საქმეში. ჩვეულებრივი ყოფითი ქცევებიდან ყალიბდება სამოქალაქო კულტურა. ეს იქნება ნაგვის გადაყრის წესი, ქუჩაში ტრანსპორტით მოძრაობის წესი, კანონმორჩილება, ზოგადად გაცნობიერება იმის, რომ ხარ მოქალაქე და რას უნდა აკეთებდე იმისთვს, რომ იყო ჩართული როგორც შენი უფლებების დაცვაში ასევე სხვების უფლებების პატივისცემაში.

 არის თუ არა ყოფითი კულტურის დეფიციტი საზოგადოებაში? რას ნიშნავს იყო მოქალაქე? რამდენად განსაზღვრავს ყოფითი კულტურა სამოქალაქო კულტურას რომელიც ან გვაქვს ან გვინდა, რომ გვქონდეს? ეს ის საკითხები იქნება რომლებზეც დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ”_აღნიშნა თეონა დიასამიძემ, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ.

მომხსენებლები  ფსიქოლოგი მირანდა ჩარკვიანი და ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი იქნებიან. 

ჩახუტების საერთაშორისო დღე ბათუმში

 

„ხალხის რეაქცია არაერთგვაროვანია – ხდება, როცა ძალიან დიდი პოზიტივი მოდის ადამიანებისგან, ზოგჯერ კი პირიქით, ძალიან ცუდი პასუხით გვიშებენ. ჩვენ გვსურს, რომ ყველას ღიმილით ჩავეხუტოთ და ყველა გავათბოთ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანა სურმანიძე.

 

ჩახუტების საერთაშორისო დღეს ბათუმში უკვე მეორე წელია, ძალიან პატარა ჯგუფები აღნიშავენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მარი ლაკიას თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო მორიდებულია ხალხი – “შარშან ამ დღეს უფრო ციოდა და ჩახუტების მსურველიც მეტი იყო”.

 

ხალხის სიმცირეს აქციის მონაწილეთა მოტივაციაზე არ უმოქმედია, ისინი მომავალშიც აპირებენ ამ დღის აღნიშნვას, დღეს კი საღამომდე ივლიან ბათუმის ქუჩებში და ყველა მსურველს ჩაეხუტებიან.

 

თოჯინების თეატრი ისევ რემონტშია

 

 

 

თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია 2012 წელს ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ „თექ-ევ ინშაათ დექორასიონ თააჰჰუთ იჩ ვე დიშ თიჯარეთ ლიმითედ შირქეთმა“ დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, მემედ აბაშიძის #49-ში მდებარე თოჯინების კუთვნილ ერთსართულიანი შენობოაზე სსხვადასხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებდა.

 

შენობას რეაბილიტაციის პროცესში დაემატა მანსარდა. თუმცა თურქულ კომპანიას, როგორც თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი მედეა ჩარკვიანი ამბობს, „ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, სამუშაოები კი ვერ დაასრულა. ხელშეკრულების მიხედვით, მას ეს სამუშაოები 2013 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა. მივმართეთ სამართალწარმოებას სასამართლოში, პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში“.

 

დეკემბრის თვეში სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და თურქულ კომპანიას („თექ-ევ ინშაათ დექორასიონ თააჰჰუთ იჩ ვე დიშ თიჯარეთ ლიმითედ შირქეთი“) თოჯინების თეატრის სასარგებლოდ 283 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხიდან 104 ათას ლარზე მეტი შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა, 10 ათასი – დაჯარიმებით გამოწვეული ზიანი, ხოლო 17 ათას ლარამდე პირგასამტეხლო შეადგენს.

 

„დასამონტაჟებელია შეძენილი კონდიციონერები, შესაცვლელია პროექტით გათვალისწინებული გახმოვანებისა და განათების აპარატურა, სცენის რბილი ჩაცმულობა, მთავარი ფარდა, არლეკინი, კულისები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებაში შევა ცვლილებები, მოხდება ბიუჯეტის კორექტირება. რეაბილიტაციის დასრულებისთვის პროექტს დაემატება ის თანხა, რა თანხაც სჭირდება, რომელსაც აჭარის განათელბისა და კულტურის სამინისტრო დააფინანსებს“, – აღნიშნა მედეა ჩარკვიანმა.

 

თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად აპირებს ტენდერის გამოცხადებას. მისი ვარაუდით, თეატრი თავისი დასით მაისში დაბრუნდება საკუთარ შენობაში, მანამდე კი თოჯინების თეატრის ადმინისტრაცია და 20 მსახიობი რეპეტიციებს მემედ აბაშიძის 18/20 ში მდებარე შენობობაში – ყოფილ „თითების თეატრში“ ატარებს. წარმოდგენებს კი სხვადასხვა კულტურულ ცენტრებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართავს.

პარლამენტი ავტოპარკის გამართვაში ნახევარ მილიონამდე ლარს დახარჯავს

 

პარლამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია: შპს „იბერია ავტოჰაუსი“ მონაწილეობდა, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა. 

 

„იბერია ავტოჰაუსი“ 2004 წელში მცხეთაშია რეგისტრირებული.  ის სხვადასხვა საჯარო სამსახურების მიერ ავტოპარკის ტექნიკურ გამართულობაზე გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იმარჯვებს.

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში შესაბამისი ხელშეკრულებები კომპანიას  გაფორმებული ჰქონდა საქართველოს პარლამენტთან, სახალხო დამცველის აპარატთან, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან, ამავე სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან, თბილისის მთავარ სამმართველოსთან,  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან.

 

აჭარის მთავრობა კვლევებს იწყებს

 

„ინვესტიციების მოზიდვისა და მიმდინარე პროვატიზების პროცესის პირობებში აჭარის რეგიონის უძრავი ქონების ბაზრის კონიუნქტურის შესწავლა და შეფასება. რეგიონის დარგობრივი ანალიზი დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების მიზნით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომლითაც კვლევების ჩატარების საჭიროებას ხსნის მთავრობა.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, სამინისტრო კვლევების ჩატარების მიზნით კომპანიის შესარჩევად ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს. 

მაღალმთიანი აჭარის სოფლებში მისასვლელ გზებს თოვლისგან წმენდენ

გამგებლის, ბესო ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს მუნციპალიტეტში  სულ 83 სოფელია და თოვლის საფარისგან  სოფელში მისასვლელი გზების გაწმენდა ეტაპობრივად მიმდინარეობს.  სოფლებში მაღალი გამავლობის მანქანებს გადაადგილება არ უჭირთ,  „შეზღუდულია დაბალი გამავლობის მანქანების მოძრაობა“.  ღორჯომის საჯარო სკოლის დირექტორის, რეზო გორგაძის ინფორმაციით, სკოლებში  სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.   მაღალმთიან აჭარაში  დღეს არ თოვს.

დიდთოვლობა აჭარაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმში დღეს

 

ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში ეთნოგრაფიული გამოფენა „ზამთრის სურათები“, გამოფენის ნახვა 2 ლარადაა შესაძლებელი. ხოლო კინოთეატრ „აპოლოს“ 21-22 იანვრის სეანსებში იხილავთ: 12:00 საათზე – „გაყინული“ (3D) – ბილეთის ფასი 7 ლარი 14:00 საათზე – „მისტერ ძიძა“ – ბილეთის ფასი 7 ლარი 16:00 საათზე – „პარანორმალური მოვლენები: ეშმაკის ნიშანი“ – ბილეთის ფასი 8 ლარი 18:00 საათზე – „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“ – ბილეთის ფასი 8 ლარი 20:00 საათზე – „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“ – ბილეთის ფასი 8 ლარი 22:00 საათზე – „პარანორმალური მოვლენები: ეშმაკის ნიშანი“ – ბილეთის ფასი 8 ლარი

კონკურსი სტუდენტებისთვის

 

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინტერესის გაზრდასა და ინფორმირებულობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, დაეხმაროს სტუდენტებს მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებისა და ამ პროცესებში მათი როლის გააზრებაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს. კონკურსის მთავარი მოთხოვნაა სტუდენტების მხრიდან ესეების წარმოადგენა. კომისია განიხილავს ესსეს, რომელიც  შეიცავს მინიმუმ 2000 სიტყვას;  მომზადებულია ბოლო ერთი წლის მანძილზე;  გამოქვეყნებულია სტუდენტურ გაზეთში;

განთავსებულია ინტერნეტ მედია საშუალებებში ან სოციალურ ქსელებში.

დედლაინი 2014 წლის 1 მარტი.

 

პრიზები:   

I ადგილი – პლანშეტური კომპიუტერი

II ადგილი – სმარტფონი  

III ადგილი – ციფრული ფოტოაპარატი   

 

სიდა არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

,,ჩვენი ტექნიკა მუშაობს გზის გაწმენდაზე, ერთ საათში მიმოსვლა სრულად აღდგება“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაჭაძე. 

ხვალ, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები დაიდგმება

„ჩვენმა ორგანიზატორმა ლილი მორჩაძემ დღეს შეიტანა  განცხადება მერიაში და ხვალისთვის ნებართვა გვექნება.  გვინდა რომ ჩვენი პროტესტი გახდეს პერმანენტული და მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს“-აცხადებს ერთ-ერთ დაზარალებული ამირან მანჯგალაძე.

იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების თქმით, კარვების დადგმის აუცილებლობა სოციალური პრობლემების მოუგვარებლობამ განაპირობა.

„გვინდა რომ აქციამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს და მთავრობამ გულთან ახლოს მიიტანოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემები. კარავი დაიდგმება და ამავდროულად მოხდება ხელმოწერების შეგროვება იმისთვის, რომ მოხდეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის გამოსახლების შეჩერება, შავი სიების გაუქმება.   მოვითხოვთ დაზარალებულ მოქალაქეებზე მთავრობამ გასცეს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები“.

საპროტესტო აქციები ხვალ  დღის სამი საათიდან დაიწყება და საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. აქციები ყოველდღიურად გაიმართება. მოქალაქეების განცხადებით, ბათუმში ამ დროისთვის, იპოთეკით დაზარალებული  61  ოჯახი ცხოვრობს.

კომპანიები „სოკარის“ წინააღმდეგ

 

 

„გავიგეთ რომ ჩვენი პოტენციური აბონენტები მართავდნენ აქციას და ჩვენ შემოვუერთდით. მთავარი მოთხოვნაა ის არის რომ  თავისუფალი კონკურენციის პირობებში მომხმარებელს   არჩევანის უფლება მიეცეს და ბუნებრივი აირის მონტაჟის დროს, სხვა კომპანიების მომსახურებითაც ისარგებლონ.  „სოკარი“ კი ზღუდავს აბონენტებს და არ აძლევს არჩევანის უფლებას“-აცხადებს გაზის საპროექტო ორგანიზაციის „პროექტსერვისის“ დირექტორი, ლაშა წულუკიძე.

 

 

აქციის მონაწილეათა განცხადებით, „სოკარის“ მხრიდან შეზღუდვა იმაში გამოხატება რომ არ იძლევიან ტექნიკურ ნებართვას პროექტზე:

 

 

 „მე ვარ მომხმარებელი, თავიდან სოკარში მივიტანე განცხადება, მაგრამ დიდი რიგები იყო და პროექტირება ვერ მოვახერხე. მოქალაქეებს რომლებსაც გაზაფხულზე ჰქონდათ განცხადება შეტანილი, ახლა უკეთებდნენ გაზის მონტაჟს. შემდეგ სხვა ორგანიზაციას მივმართე და პროექტი ერთ დღეში გამიკეთეს. ყველა ტექნიკური საკითხი მოგვარებულია, მაგრამ „სოკარი“ ბუნებრივი აირის ჩართვაზე უარს მეუბნება“-ამბობს მახინჯაურის მაცხოვრებელი  ვახტანგ ბაძაღუა. 

 

 

როგორც კომპანიების წარმომადგენლები ასევე აბონენტებიც აცხადებენ, რომ „სოკარის“ ახალმა ხელმძღვანელობამ ბუნებრივი აირის მომხმარებლის ქსელში ჩართვაზე ტარიფები დააწესა: „სოკარი“ ვალდებულია  ცენტრალურ გაზსადენთან მიყვანილი დაბალი წნევის გაზსადენი მიაერთოს და აღრიცხვის კვანძი მოაწყოს ობიექტზე. 2013 წლის დეკემბრამდე ეს მომსახურება იყო უფასო, მაგრამ 6 იანვრის შემდეგ, ახალმა ხელმძღვანელობამ 53 ლარი გახადა მიერთების ღირებულება, რაც ჩვენი აზრით უკანონოა. თუ „სოკარი“ ფიქრობს რომ გაწეული სამუშაოს ღირებულება აბონენტმა უნდა გადაიხადოს, მაშინ ეს რეალურ ფასს, ანუ 15 ლარს არ უნდა აღემატებოდეს“-ამბობს კომპანია „აირმშენის“ დირექტორი თამაზ ბედინაძე.  

 

   

 კომპანიებისა და აბონენტების ნაწილის პრეტენზიებს „სოკარ ჯორჯიას“ ოფისში შემდეგნაირად პასუხობენ: „ბუნებრივი არის მონტაჟს ბოლო დროს აქვს ქაოტური სახე მიღემული, მაგრამ გაზის მეურნეობაში არსებული წესებისა და ნორმებიდან გამომდინარე, უსაფრთოება არის უპირველესი, რის გამოც  ამ ბოლო პერიოდში გავამკაცრეთ მოთხოვნები“-აცხადებს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კომერციული უსაფრთხოებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, დავით ლეკიშვილი.

 

 

 დირექტორის განცხადებით ბოლო სტატისკიამ ბევრი უხარისხო მონტაჟი აჩვენა.  „გამკარება გულისხმობს ბიუროკრატიასაც, მაგრამ ეს არის  მოთხოვნა. პარალელურად ჩვენ  მომსახურების ხარისხსაც ვზდით. აღრიცხვის კვანძის მოწყობა და მოქმედ გაზსადენზე  მიერთების სამუშაოების უფლება აქვს მხოლოდ ლიცენზიანტს, რომელსაც სმკ გასცემს და ეს ლიცენზია აქვს მხოლდო „სოკარს“.

 

 

დავით ლეკიშვილის განცხადებით, კერძო კომპანიებს მხოლოდ მრიცხველიდან გაზქურამდე მილის დამონტაჟების უფლება აქვთ, სხვა დანარჩენი სამუშაოს შესრულების უფლება კი არ აქვთ.    

 

 

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მთავრობისგან

 

„გადავამოწმე შესაბამის სამსახურებაში და პროექტი ჯერ ნებართვისთვის არ შემოსულა სამინისტროში“, – უთხრა სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა, ინგა ნიკაგოსიანმა „ბათუმელებს“.

 

ვებგვერდზე გამოქვეყნების უტყუარობას აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი დავით წეროძე ადასტურებს. ის ამბობს, რომ უახლოეს დღეებში მთავრობა მშენებლობის დასაწყებად კველიფიციური კომპანიის შესარჩევად ტენდერს გამოაცხადებს.

 

კითხვაზე, განიხილა თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრომ პროექტი, სამმართველოს თანამშრომელი პასუხობს, რომ „პროექტი აჭარის მთავრობასთანაა შეთანხმებული“.

 

თანამდროვე სტანდარტული ნაგავსაყრელის მშენებლობაზე აჭარის მთავრობაში 2007 წლიდან დაიწყო საუბარი. მთავრობამ დიდი დრო დაუთმო ადგილის შერჩევის პროცესს. თავდაპირველად შეარჩიეს ჩაქვის ტერიტორია, სადაც ნაგავსაყრელის მშენებლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გარემოსდამცველები შეეწინააღმდეგენ. საბოლოოდ არჩევანი  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საოფელ ცეცხლაურზე შეაჩერეს.

 

ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვას ითვალისწინებს.

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ღირებულება რვა მილიონი ევროა.  

 

ხვალ ჩახუტების დღეა

 

 

ჩახუტების დღე ბათუმში

ჩახუტების მოხალისეები 14.00 საათზე 6 მაისის პარკში, კოლონადებთან შეიკრიბებიან და ნებისმიერ მსურველს, მეგობრული ჩახუტებით დაასაჩუქრებენ.

 

ჩახუტების საერთაშორისო დღე 80იანი წლებში, აშშ-ში დაწესდა და მისი მიზანია მოუწოდოს ადმიანებს, უფრო ხშირად ჩაეხუტონ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

 

ბათუმში ეს დღე, სულ რამდენიმე წელია რაც აღინიშნება და მას სულ უფრო და უფრო მეტი მონაწილე ჰყავს.

აქციის ადგილისა და დროის შეცვლის შემთხვევაში, ინფორმაცია გამოქვეყნდება შემდეგ ბმულზე.

სტუდენტებმა რუსთაველის ბიუსტის დაზიანება გააპროტესტეს

„დაიცავი ეროვნული ღირსება“ – სტუდენტები აქციაზე მსგავსი შინაარსის ტრანსფარენტით გამოვიდნენ.

„უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა  აპროტესტებს ფაქტს რომელიც მოხდა.   საბედნიეროდ ბიუსტი  აღადგინეს და როგორც ვიცით  იგეგმება მისი  უნივერსიტეტში გადატანა.  თუმცა სტუდენტებმა ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია რომ  ეს არის საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა  და მსგავსი ფაქტი დაუშვებელია,“ – განიცხადა „ბათუმელებს“ ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ლელა ფაღავამ.

აქციაში  ათამდე სტუდენტი მონაწილეობდა და მალე დაიშალა.

სოლიდარობის აქციას ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

 

სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოებას, რომელიც იბრძვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, საყდრისის ოქროს მაღაროს, გადასარჩენად.

 

 

„სოლიდარობას ვუცხადებთ საზოგადოების ნაწილს. „საყდრისის ოქროს მაღაროს“ კულტურული ძეგლის სტატუსი მოეხსნა 2013 წელს, რათა იქ ჩატარებულიყო გარკვეული სამუშაოები, რომელიც საბოლოო ჯამში ძეგლს განადგურებამდე მიგვიყვანს. ასევე მივმართავთ, საქართველოს მთავრობას, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და თავად ინვესტორს, რომ პატივი სცენ კულტურულ მემკვიდრეობას და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები ამ ძეგლის გადასარჩენად.“ – აცხადებს სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრი გიორგი ბაგრატიონი.

 

 

 სოლიდარობის აქცია პარალელურად გაიმართება ქუთაისსა და თელავში, სტუდენტური მოძრაობების ორგანიზებით: „თბილისში ისედაც იგეგმებოდა და რა თქმა უნდა დღესაც მიმდინარეობს აქცია, ბათუმის, ქუთაისისა და თელავის სტუდენტური მოძრაობების წევრებმა კი გადავწყვიტეთ სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ერთდროულად მათთვის. ფეისბუქით დავგეგმეთ აქცია, დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ყველაფერი გამოგვივა.“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი.

„ექსპერიმენტალური თეატრი“ ფესტივალზე მიემგზავრება

„ძალიან დიდი ხნის წინ გავაგზავნეთ ფესტივალზე განაცხადი, არ ველოდით გამოხმაურებას. მართალია ამ სპექტაკლით, უკვე ვიყავით ევროპაში ფესტივალზე, თუმცა მაშინ საპატიო სტუმრის სტატუსი გვქონდა, ფესტივალი გავხსენით. ახლა კი ფესტივალის მონაწილეები ვართ კონკურსანტის სტატუსით,“ – ამბობს გიორგი ჩხაიძე, „ექსპერიმენტალური თეატრი ყველგან“ დასის რეჟისორი.

 

 

ინტერნაციონალური თეატრალური ფესტივალი რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ფლორიდის ქალაქ ვენისში, ორ სახელს ატარებს – „ფესტივალი სამოთხეში“ და „ამერიკის გაერთიანებული თეატრების მსოფლიო ფესტივალი“.  მისი ორგანიზატორები, ვენისის დრამატული თეატრი და ამერიკის გაერთიანებული თეატრების ასოციაციაა.  ფესტივალის 110000$ შეადგენს, სხვადასხვა გრანტებისა და სპონსორების გამოკლებით. 

 

ფესტივალში ყოველწლიურად თხუთმეტამდე  ქვეყნის პროფესიული თეატრალური დასები მონაწილეობს, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ეს არის საუკეთესო საშუალება  მთელი მსოფლიოდან მოწვეული დასების გაცნობის და დამეგობრების.  ასევე გამოცდილების გაცვლის და ვორკშოფების გამართვის. ფესტივალი კონკურსის სახეს ატარებს, გამარჯვებულებს  პრიზები და სიგელები  გადაეცემა.

 

 

ფესტივალზე დასი სრული შემადგენლობით მიემგზავრება. სპექტაკლის რეჟისორი და ორგანიზაციის დირექტორი გიორგი ჩხაიძე, გრიმიორი, მხატვრული-კოსტუმერი, სცენის მემანქანე და ექვსი მსახიობი.

 

 

 

პარიზში, გასტროლების დროს

 

 

„ამ სპექტაკლით ნამდვილად არ ველოდი ასეთ წარმატებას, მოწვევა მივიღეთ მეორე კონტინენტიდან და გვახარებს წარმატება თუმცა ნომინაციებში გამარჯვების მოლოდინი არ გვაქვს. ფესტივალის ხარჯები საკმაოდ დიდია, 29 საათი მარტო ფრენისთვისაა საჭირო.  უკვე განვაახლეთ რეპეტიციები, ბათუმელ მაყურებელს წასვლამდე შევთავაზებთ განახლებულ სპექტაკლს.“ – ამბობს გიორგი ჩხაიძე.

 

 

წელს ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 16 თეატრალურ დასს უმასპინძლებს: (არგენტინა, ავსტრალია, აზერბაიჯანი, კანადა, დანია, საქართველო, გერმანია,იტალია, ისრაელი, ლატვია, რუსეთი, სინგაპური, ბანგლადეში, აფრიკა, ტოგო, და აშშ-ს  დასები). წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე  სპექტაკლი, 20 მასტერკლასი.   განსაკუთრებული სტუმარი იქნება ბენ ვერეენი.  

სტუდენტი დიზაინერის მოგზაურობა პარიზში

 


თეატრალური დასის კოსტიუმების მხატვარი

 

„დასსში შემთხვევით აღმოვჩნდი. რეჟისორ გიორგი ჩხაიძეს ჩემმა მეგობარმა შესთავაზა კოსტიუმების მხატვრად მე ავეყვანე. გიორგი დამიკავშირდა. გამოცდილება არ მქონდა და ეს გიორგისაც ვუთხარი, მაგრამ მან მაინც მთხოვა მისვლა, მეც მივედი. დასში ყველაფერს სტუდენტები აკეთებდნენ?“ – გვიამბობს მარი.

 

ექსპერიმენტულ სპექტაკლს გამოუცდელი დიზაინერი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა, სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ დასში თავიდან მხოლოდ კოსტიუმების ესკიზებს ქმნიდა, შემდეგ დეკორაციებზეც დაიწყო ზრუნვა, ბოლოს კი – მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე.

 

ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი ჩხაიძის სპექტაკლმა „მელოტი მომღერალი ქალი” დიდი მოწონება დაიმსახურა, ახალგაზრდებმა მოწვევა პარიზიდან მიიღეს. „პრემიერას ბევრი მაყურებელი ჰყავდა, ყველას მოსწონდა და ჩვენც გვიხაროდა. „მელოტი მომღერალი ქალი” ბათუმში დადგმული პირველი სპექტაკლია, სადაც თამაშობენ წყალში, ამბავი აბსურდულია, მაგრამ მაყურებელმა დადებითად მიიღო. რამდენიმეჯერ დავდგით მაყურებლის თხოვნით, მერე გიორგის ურჩიეს, რომ პარიზის ფესტივალში მიეღო მონაწილეობა, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ შეგვარჩევდნენ, მაგრამ მაინც ვცადეთ, მიწვევა მალევე მივიღეთ.”

 

 

პარიზში

 

„საფრანგეთის საელჩოში მისვლისას სულ ვკანკალებდით, გვეშინოდა, რომ ვიზას არ მოგვცემდნენ, ჩვენ კი ისე ვოცნებობდით პარიზზე… მოწვევის მიღების შემდეგ სიარულის ნაცვლად დავფრინავდით. როგორც ხდება ხოლმე საელჩოს პასუხმა დაიგვიანა, ბოლო დღეებში ბავშვები ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, გვეშინოდა უარყოფითი პასუხის. მერე თვითმფრინავში ვისხედით და არ გვჯეროდა, რომ პარიზში ერთი კვირით მივდიოდით, ყველა ჩვენგანი პირველად ვისხედით თვითმფრინავში, გვეშინოდა, მაგრამ პარიზის სიხარული შიშს გვიქრობდა.
პარიზში საოცარი გულთბილობით დაგხვდნენ, სტუდენტურ საცხოვრებელში მოგვათავსეს პარიზის გარეუბანში. იმაზე მგონი საუბარი არ ღირს, რომ საოცარი პირობები დაგვხვდა. ჩასვლის დღეს პატარა წვეულება მოგვიწყვეს, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ ფესტივალზე. უცხოელებს ქართული ცეკვა-სიმღერის მასტერკლასი ჩავუტარეთ, საოცარი ქვეყანაა საფრანგეთი, ყველა გვიღიმოდა.

 

სპექტაკლი ტიტრებით ვაჩვენეთ, პარიზელები მთელი სპექტაკლის მიმდინარეობისას არავითარ ემოციებს არ გამოხატავდნენ, მე და გიორგი კულისებში ბოლთას ვცემდით, ქართულ შეძახილებსა და ტაშს მიჩვეულებს, გვეგონა, რომ სპექტაკლი ჩაგვივარდა და არავის მოსწონდა, თუმცა ბოლოს 15 წუთი გვიკრავდნენ ტაშს.
ხუთი დღე გვქონდა პარიზის დასათვალიერებლად, პირველი რაც ვნახეთ, იყო ღვთისმშობლის ტაძარი, შემდეგი ლუვრი და ტრიუმფალური თაღი. ეიფელის კოშკი ბოლოსთვის მოვიტოვეთ და საბოლოოდ როცა მივედით კოშკთან, ყველას ფოტოაპარატების ელემენტები დაგვიჯდა, კინაღამ გავგიჟდით, ეიფელთან ფოტოს გარეშე ბათუმში როგორ დავბრუნებულიყავით? მეორედ მოგვიხდა მისვლა.

 

ბათუმში დაბრუნების დღეს ყველანი მოწყენილები ვიყავით, ვერ ვტოვებდით პარიზს.

 

 

მომავალ გეგმებზე

 

გიორგი პარიზიდან დაბრუნდა თუ არა, ახალ სპექტაკლზე დაიწყო ფიქრი, რომლის კოსტიუმების დიზაინერიც ისევ მე ვარ, ერთ გუნდად ჩამოვყალიბდით, პატარა დასი გვაქვს.

 

წლის ბოლოს კურსელებთან ერთად ჩვენებას ვაწყობ, ეს ჩემი პირველი ჩვენება იქნება, ცოტას ვღელავ, მზადება უკვე დაწყებული გვაქვს, შავ-თეთრ კოლექციას ვაჩვენებთ, შეკერილი კაბები არ იქნება, ავანგარდული ჩვენებაა, მაქსიმალურად ვიყენებთ მეტალს.

 

ძალიან მინდა მქონდეს საკუთარი ატელიე, სადაც ჩემ მიერ შეკერილ ტანსაცმელსა და დამზადებულ ნივთებს განვათავსებ.

„ბუნგალო“ 20 წლით სხვისდება

 

ტენდერში გამარჯვებულმა, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ივლისისთვის უნდა უზრუნველყოს.  იგი ვალდებული იქნება ობიექტს პროფილი მთელი სარგებლობის პერიოდით, ანუ 20 წლით, სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 3 თვე) შეუნარჩუნოს.

 

სარგებლობის პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ, ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება, აღირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად და მოსარგებლეს მის მიერ გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

 

მეციტრუსეები შესაძლოა დააჯარიმონ

„ჯერ უნდა მოხდეს გარკვევა სად მოხდა მანდარინის ჩაყრა.  მდინარეში, საკანალიზაციო არხში თუ სად. მორიგე ჯგუფები უკვე გასულია და შემთხვევებს  ადგენენ.  როგორც ვიცი ციტრუსის ნარჩენების გადაყრა მოხდა, რაც გარემოს დაბინძურებაა.  ჯარიმა გარემოზე მიყენებული ზიანის მიხედვით განისაზღვრება. ზიანის ხარისხი კი სპეციალური ფორმულით დაითვლება. გააჩნია რა ოდენობის ციტრუსია ჩაყრილი“.

როგორც  სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, კონკრეტული ფაქტი გამოვლენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში. ვახტანგ ღოღობერიძე აცხადებს, ამ დროისთვის ზედამხედველობის ჯგუფები გასულია ქობულეთისა და ქედის მიმართულებით.

ბათუმში „პუმა“ გაქურდეს

„ზარალი არის 1500 ლარამდე. მაღაზიის წინ სათვალთვალო კამერა დამონტაჟებულია და ობიექტი დაცვაზეც არის აყვანილი, თუმცა ეჭვმიტანილმა მაღაზიის გაქურდვა 30 წამში მოახერხა. დაცვის პოლიცია  სამ წუთში მოვიდა“-აცხადებს „პუმას“ მენეჯერი. 

ბიძინა მაკარაძის თქმით, ეს „პუმას“ გაქურდვის პირველი შემთხვევაა ბათუმში: „როგორც ვიცი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია“. 

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.   

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს 15 271 საქმე განიხილა

 

 

მათ შორის  მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა  სულ წარმოებაში მიიღო – 2319 საქმე.

 

 ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე დავით მამისეიშვილი  სულ განიხილა   2313 საქმე. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა  სულ წარმოებაში მიიღო 1036 საქმე.   მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს  სულ წარმოებაში   – 1546 საქმე ჰქონდა.    მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში    2013 წლის 25 მარტიდან მუშაობს   სულ  1172 საქმე განიხილა.  მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სულ წარმოებაში მიიღო 950 საქმე ხოლო მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი   1013 საქმე განიხილა.

აგარაში გზა ისევ ჩაკეტილია

„გზის გაწმენდითი სამუშაობი საგზაო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს. ჯერ-ჯერობით გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული არ არის, თუმცა იყვნენ მუნიციპალიტეტიდან ამოსული და მდგომარეობა შეისწავლეს. ტრანსპორტი ამ დრომდე ვერ გადაადგილდება“.

 

დღეს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა, სოფლის მაცხოვრებლები იმედოვნებენ რომ ბავშვები გზებზე გადაადგილებას ფეხით შეძლებენ.  

 

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, სოფელ აგარაში მეწყრული პროცესები ისევ მიმდინარეობს.  სოფლი მეწყერსაშიშ ზონაშია, რის გამოც ქვედა აგარიდან გასულ წელს ორი ოჯახი სოციალურ სახლში გაასახლეს. მთლიანად სოფელში 52 კომლი ცხოვრობს.   

 

 

დღეს ქობულეთში ახალი სკოლა გაიხსნა

 

სკოლების ასაშენებლად სახელმწიფო  ბიუჯეტიდან 2 486 306 ლარი იყო გამოყოფილი.  სამშენებლო სამუშაოები კი  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს  „ნიუქონტრაქშენ“-მა განახორციელა.

  

ქობულეთის N1 საჯარო სკოლა

 

ქობულეთის 1 საჯარო სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი.    სკოლაში დამონტაჟებულია სახანძრო  სიგნალიზაცია და  ვიდეო-კამერები. მოწყობილია თანამედროვე დონის  ბიბლიოთეკა – ვიდეოთეკით.  უახლოეს პერიოდში აღიჭურვება უსადენო ინტერნეტით. სკოლას აქვს სპორტული დარბაზი.  ეზოში კი  2 ხელოვნურ საფარიანი საჩოგბურთო კორტია მოწყობილი. 

 

რაც შეეხება აჭყვის რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას, კეთილმოეწყო  სკოლის შენობის ორივე სართული, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო,  სპორტული დარბაზი, მოწესრიგდა სკოლის ეზო და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. ასევე დამატებითი კვების წყარო-ელექტროგენერატორი, გათბობის სისტემის უწყვეტად მუშაობისთვის.  სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ   300 000 ლარი შეადგინა.

 

სამუშაოები აჭარის მთავრობის დაფინანსებით , აჭარის ა.რ.  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში  ჩატარდა.

 

 აჭყვის საჯარო სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.

 

წიგნების ბაზრობა პრესკაფეში

 

 პრესკაფეში საბავშო ლიტერატურის გარდა მხატვრული ლიტერატურის ყიდვაც შეგიძლიათ. წიგნების  ბაზრობა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით მოეწყო.

 

„ამ აქციით გვსურს ხელი შევუწყოთ  წიგნიერების დონის ამაღლებას, მოვახდინოთ ზოგადად წიგნის პოპულარიზაცია.  საზოგადოების რთული  სოციალური ფონის გათვალისწინებით,  ფასდაკლების აქცია საშუალებას მისცემს ადამიანებს შეიძინონ, მათთვის სასურველი წიგნი.  აქციები გაგრძლედება პერიოდულად და  პრესკაფის გარდა  გაიმართება ქალაქის სხვადასხვა უბანში,“- აღნიშნა  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის,“ ხელმძღვანელმა ასლან ჭანიძემ. 

 

“წიგნების ბაზრობა”  პრესკაფეში მომდევნო შაბათ-კვირასაც გაიმართება. 

 

Exit mobile version