ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

,,ჩვენი ტექნიკა მუშაობს გზის გაწმენდაზე, ერთ საათში მიმოსვლა სრულად აღდგება“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაჭაძე. 

ხვალ, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები დაიდგმება

„ჩვენმა ორგანიზატორმა ლილი მორჩაძემ დღეს შეიტანა  განცხადება მერიაში და ხვალისთვის ნებართვა გვექნება.  გვინდა რომ ჩვენი პროტესტი გახდეს პერმანენტული და მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს“-აცხადებს ერთ-ერთ დაზარალებული ამირან მანჯგალაძე.

იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების თქმით, კარვების დადგმის აუცილებლობა სოციალური პრობლემების მოუგვარებლობამ განაპირობა.

„გვინდა რომ აქციამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს და მთავრობამ გულთან ახლოს მიიტანოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემები. კარავი დაიდგმება და ამავდროულად მოხდება ხელმოწერების შეგროვება იმისთვის, რომ მოხდეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის გამოსახლების შეჩერება, შავი სიების გაუქმება.   მოვითხოვთ დაზარალებულ მოქალაქეებზე მთავრობამ გასცეს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები“.

საპროტესტო აქციები ხვალ  დღის სამი საათიდან დაიწყება და საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. აქციები ყოველდღიურად გაიმართება. მოქალაქეების განცხადებით, ბათუმში ამ დროისთვის, იპოთეკით დაზარალებული  61  ოჯახი ცხოვრობს.

კომპანიები „სოკარის“ წინააღმდეგ

 

 

„გავიგეთ რომ ჩვენი პოტენციური აბონენტები მართავდნენ აქციას და ჩვენ შემოვუერთდით. მთავარი მოთხოვნაა ის არის რომ  თავისუფალი კონკურენციის პირობებში მომხმარებელს   არჩევანის უფლება მიეცეს და ბუნებრივი აირის მონტაჟის დროს, სხვა კომპანიების მომსახურებითაც ისარგებლონ.  „სოკარი“ კი ზღუდავს აბონენტებს და არ აძლევს არჩევანის უფლებას“-აცხადებს გაზის საპროექტო ორგანიზაციის „პროექტსერვისის“ დირექტორი, ლაშა წულუკიძე.

 

 

აქციის მონაწილეათა განცხადებით, „სოკარის“ მხრიდან შეზღუდვა იმაში გამოხატება რომ არ იძლევიან ტექნიკურ ნებართვას პროექტზე:

 

 

 „მე ვარ მომხმარებელი, თავიდან სოკარში მივიტანე განცხადება, მაგრამ დიდი რიგები იყო და პროექტირება ვერ მოვახერხე. მოქალაქეებს რომლებსაც გაზაფხულზე ჰქონდათ განცხადება შეტანილი, ახლა უკეთებდნენ გაზის მონტაჟს. შემდეგ სხვა ორგანიზაციას მივმართე და პროექტი ერთ დღეში გამიკეთეს. ყველა ტექნიკური საკითხი მოგვარებულია, მაგრამ „სოკარი“ ბუნებრივი აირის ჩართვაზე უარს მეუბნება“-ამბობს მახინჯაურის მაცხოვრებელი  ვახტანგ ბაძაღუა. 

 

 

როგორც კომპანიების წარმომადგენლები ასევე აბონენტებიც აცხადებენ, რომ „სოკარის“ ახალმა ხელმძღვანელობამ ბუნებრივი აირის მომხმარებლის ქსელში ჩართვაზე ტარიფები დააწესა: „სოკარი“ ვალდებულია  ცენტრალურ გაზსადენთან მიყვანილი დაბალი წნევის გაზსადენი მიაერთოს და აღრიცხვის კვანძი მოაწყოს ობიექტზე. 2013 წლის დეკემბრამდე ეს მომსახურება იყო უფასო, მაგრამ 6 იანვრის შემდეგ, ახალმა ხელმძღვანელობამ 53 ლარი გახადა მიერთების ღირებულება, რაც ჩვენი აზრით უკანონოა. თუ „სოკარი“ ფიქრობს რომ გაწეული სამუშაოს ღირებულება აბონენტმა უნდა გადაიხადოს, მაშინ ეს რეალურ ფასს, ანუ 15 ლარს არ უნდა აღემატებოდეს“-ამბობს კომპანია „აირმშენის“ დირექტორი თამაზ ბედინაძე.  

 

   

 კომპანიებისა და აბონენტების ნაწილის პრეტენზიებს „სოკარ ჯორჯიას“ ოფისში შემდეგნაირად პასუხობენ: „ბუნებრივი არის მონტაჟს ბოლო დროს აქვს ქაოტური სახე მიღემული, მაგრამ გაზის მეურნეობაში არსებული წესებისა და ნორმებიდან გამომდინარე, უსაფრთოება არის უპირველესი, რის გამოც  ამ ბოლო პერიოდში გავამკაცრეთ მოთხოვნები“-აცხადებს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კომერციული უსაფრთხოებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, დავით ლეკიშვილი.

 

 

 დირექტორის განცხადებით ბოლო სტატისკიამ ბევრი უხარისხო მონტაჟი აჩვენა.  „გამკარება გულისხმობს ბიუროკრატიასაც, მაგრამ ეს არის  მოთხოვნა. პარალელურად ჩვენ  მომსახურების ხარისხსაც ვზდით. აღრიცხვის კვანძის მოწყობა და მოქმედ გაზსადენზე  მიერთების სამუშაოების უფლება აქვს მხოლოდ ლიცენზიანტს, რომელსაც სმკ გასცემს და ეს ლიცენზია აქვს მხოლდო „სოკარს“.

 

 

დავით ლეკიშვილის განცხადებით, კერძო კომპანიებს მხოლოდ მრიცხველიდან გაზქურამდე მილის დამონტაჟების უფლება აქვთ, სხვა დანარჩენი სამუშაოს შესრულების უფლება კი არ აქვთ.    

 

 

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მთავრობისგან

 

„გადავამოწმე შესაბამის სამსახურებაში და პროექტი ჯერ ნებართვისთვის არ შემოსულა სამინისტროში“, – უთხრა სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა, ინგა ნიკაგოსიანმა „ბათუმელებს“.

 

ვებგვერდზე გამოქვეყნების უტყუარობას აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი დავით წეროძე ადასტურებს. ის ამბობს, რომ უახლოეს დღეებში მთავრობა მშენებლობის დასაწყებად კველიფიციური კომპანიის შესარჩევად ტენდერს გამოაცხადებს.

 

კითხვაზე, განიხილა თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრომ პროექტი, სამმართველოს თანამშრომელი პასუხობს, რომ „პროექტი აჭარის მთავრობასთანაა შეთანხმებული“.

 

თანამდროვე სტანდარტული ნაგავსაყრელის მშენებლობაზე აჭარის მთავრობაში 2007 წლიდან დაიწყო საუბარი. მთავრობამ დიდი დრო დაუთმო ადგილის შერჩევის პროცესს. თავდაპირველად შეარჩიეს ჩაქვის ტერიტორია, სადაც ნაგავსაყრელის მშენებლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გარემოსდამცველები შეეწინააღმდეგენ. საბოლოოდ არჩევანი  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საოფელ ცეცხლაურზე შეაჩერეს.

 

ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვას ითვალისწინებს.

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ღირებულება რვა მილიონი ევროა.  

 

ხვალ ჩახუტების დღეა

 

 

ჩახუტების დღე ბათუმში

ჩახუტების მოხალისეები 14.00 საათზე 6 მაისის პარკში, კოლონადებთან შეიკრიბებიან და ნებისმიერ მსურველს, მეგობრული ჩახუტებით დაასაჩუქრებენ.

 

ჩახუტების საერთაშორისო დღე 80იანი წლებში, აშშ-ში დაწესდა და მისი მიზანია მოუწოდოს ადმიანებს, უფრო ხშირად ჩაეხუტონ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

 

ბათუმში ეს დღე, სულ რამდენიმე წელია რაც აღინიშნება და მას სულ უფრო და უფრო მეტი მონაწილე ჰყავს.

აქციის ადგილისა და დროის შეცვლის შემთხვევაში, ინფორმაცია გამოქვეყნდება შემდეგ ბმულზე.

სტუდენტებმა რუსთაველის ბიუსტის დაზიანება გააპროტესტეს

„დაიცავი ეროვნული ღირსება“ – სტუდენტები აქციაზე მსგავსი შინაარსის ტრანსფარენტით გამოვიდნენ.

„უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა  აპროტესტებს ფაქტს რომელიც მოხდა.   საბედნიეროდ ბიუსტი  აღადგინეს და როგორც ვიცით  იგეგმება მისი  უნივერსიტეტში გადატანა.  თუმცა სტუდენტებმა ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია რომ  ეს არის საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა  და მსგავსი ფაქტი დაუშვებელია,“ – განიცხადა „ბათუმელებს“ ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ლელა ფაღავამ.

აქციაში  ათამდე სტუდენტი მონაწილეობდა და მალე დაიშალა.

სოლიდარობის აქციას ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

 

სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოებას, რომელიც იბრძვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, საყდრისის ოქროს მაღაროს, გადასარჩენად.

 

 

„სოლიდარობას ვუცხადებთ საზოგადოების ნაწილს. „საყდრისის ოქროს მაღაროს“ კულტურული ძეგლის სტატუსი მოეხსნა 2013 წელს, რათა იქ ჩატარებულიყო გარკვეული სამუშაოები, რომელიც საბოლოო ჯამში ძეგლს განადგურებამდე მიგვიყვანს. ასევე მივმართავთ, საქართველოს მთავრობას, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და თავად ინვესტორს, რომ პატივი სცენ კულტურულ მემკვიდრეობას და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები ამ ძეგლის გადასარჩენად.“ – აცხადებს სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრი გიორგი ბაგრატიონი.

 

 

 სოლიდარობის აქცია პარალელურად გაიმართება ქუთაისსა და თელავში, სტუდენტური მოძრაობების ორგანიზებით: „თბილისში ისედაც იგეგმებოდა და რა თქმა უნდა დღესაც მიმდინარეობს აქცია, ბათუმის, ქუთაისისა და თელავის სტუდენტური მოძრაობების წევრებმა კი გადავწყვიტეთ სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ერთდროულად მათთვის. ფეისბუქით დავგეგმეთ აქცია, დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ყველაფერი გამოგვივა.“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი.

„ექსპერიმენტალური თეატრი“ ფესტივალზე მიემგზავრება

„ძალიან დიდი ხნის წინ გავაგზავნეთ ფესტივალზე განაცხადი, არ ველოდით გამოხმაურებას. მართალია ამ სპექტაკლით, უკვე ვიყავით ევროპაში ფესტივალზე, თუმცა მაშინ საპატიო სტუმრის სტატუსი გვქონდა, ფესტივალი გავხსენით. ახლა კი ფესტივალის მონაწილეები ვართ კონკურსანტის სტატუსით,“ – ამბობს გიორგი ჩხაიძე, „ექსპერიმენტალური თეატრი ყველგან“ დასის რეჟისორი.

 

 

ინტერნაციონალური თეატრალური ფესტივალი რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ფლორიდის ქალაქ ვენისში, ორ სახელს ატარებს – „ფესტივალი სამოთხეში“ და „ამერიკის გაერთიანებული თეატრების მსოფლიო ფესტივალი“.  მისი ორგანიზატორები, ვენისის დრამატული თეატრი და ამერიკის გაერთიანებული თეატრების ასოციაციაა.  ფესტივალის 110000$ შეადგენს, სხვადასხვა გრანტებისა და სპონსორების გამოკლებით. 

 

ფესტივალში ყოველწლიურად თხუთმეტამდე  ქვეყნის პროფესიული თეატრალური დასები მონაწილეობს, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ეს არის საუკეთესო საშუალება  მთელი მსოფლიოდან მოწვეული დასების გაცნობის და დამეგობრების.  ასევე გამოცდილების გაცვლის და ვორკშოფების გამართვის. ფესტივალი კონკურსის სახეს ატარებს, გამარჯვებულებს  პრიზები და სიგელები  გადაეცემა.

 

 

ფესტივალზე დასი სრული შემადგენლობით მიემგზავრება. სპექტაკლის რეჟისორი და ორგანიზაციის დირექტორი გიორგი ჩხაიძე, გრიმიორი, მხატვრული-კოსტუმერი, სცენის მემანქანე და ექვსი მსახიობი.

 

 

 

პარიზში, გასტროლების დროს

 

 

„ამ სპექტაკლით ნამდვილად არ ველოდი ასეთ წარმატებას, მოწვევა მივიღეთ მეორე კონტინენტიდან და გვახარებს წარმატება თუმცა ნომინაციებში გამარჯვების მოლოდინი არ გვაქვს. ფესტივალის ხარჯები საკმაოდ დიდია, 29 საათი მარტო ფრენისთვისაა საჭირო.  უკვე განვაახლეთ რეპეტიციები, ბათუმელ მაყურებელს წასვლამდე შევთავაზებთ განახლებულ სპექტაკლს.“ – ამბობს გიორგი ჩხაიძე.

 

 

წელს ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 16 თეატრალურ დასს უმასპინძლებს: (არგენტინა, ავსტრალია, აზერბაიჯანი, კანადა, დანია, საქართველო, გერმანია,იტალია, ისრაელი, ლატვია, რუსეთი, სინგაპური, ბანგლადეში, აფრიკა, ტოგო, და აშშ-ს  დასები). წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე  სპექტაკლი, 20 მასტერკლასი.   განსაკუთრებული სტუმარი იქნება ბენ ვერეენი.  

სტუდენტი დიზაინერის მოგზაურობა პარიზში

 


თეატრალური დასის კოსტიუმების მხატვარი

 

„დასსში შემთხვევით აღმოვჩნდი. რეჟისორ გიორგი ჩხაიძეს ჩემმა მეგობარმა შესთავაზა კოსტიუმების მხატვრად მე ავეყვანე. გიორგი დამიკავშირდა. გამოცდილება არ მქონდა და ეს გიორგისაც ვუთხარი, მაგრამ მან მაინც მთხოვა მისვლა, მეც მივედი. დასში ყველაფერს სტუდენტები აკეთებდნენ?“ – გვიამბობს მარი.

 

ექსპერიმენტულ სპექტაკლს გამოუცდელი დიზაინერი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა, სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ დასში თავიდან მხოლოდ კოსტიუმების ესკიზებს ქმნიდა, შემდეგ დეკორაციებზეც დაიწყო ზრუნვა, ბოლოს კი – მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე.

 

ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი ჩხაიძის სპექტაკლმა „მელოტი მომღერალი ქალი” დიდი მოწონება დაიმსახურა, ახალგაზრდებმა მოწვევა პარიზიდან მიიღეს. „პრემიერას ბევრი მაყურებელი ჰყავდა, ყველას მოსწონდა და ჩვენც გვიხაროდა. „მელოტი მომღერალი ქალი” ბათუმში დადგმული პირველი სპექტაკლია, სადაც თამაშობენ წყალში, ამბავი აბსურდულია, მაგრამ მაყურებელმა დადებითად მიიღო. რამდენიმეჯერ დავდგით მაყურებლის თხოვნით, მერე გიორგის ურჩიეს, რომ პარიზის ფესტივალში მიეღო მონაწილეობა, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ შეგვარჩევდნენ, მაგრამ მაინც ვცადეთ, მიწვევა მალევე მივიღეთ.”

 

 

პარიზში

 

„საფრანგეთის საელჩოში მისვლისას სულ ვკანკალებდით, გვეშინოდა, რომ ვიზას არ მოგვცემდნენ, ჩვენ კი ისე ვოცნებობდით პარიზზე… მოწვევის მიღების შემდეგ სიარულის ნაცვლად დავფრინავდით. როგორც ხდება ხოლმე საელჩოს პასუხმა დაიგვიანა, ბოლო დღეებში ბავშვები ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, გვეშინოდა უარყოფითი პასუხის. მერე თვითმფრინავში ვისხედით და არ გვჯეროდა, რომ პარიზში ერთი კვირით მივდიოდით, ყველა ჩვენგანი პირველად ვისხედით თვითმფრინავში, გვეშინოდა, მაგრამ პარიზის სიხარული შიშს გვიქრობდა.
პარიზში საოცარი გულთბილობით დაგხვდნენ, სტუდენტურ საცხოვრებელში მოგვათავსეს პარიზის გარეუბანში. იმაზე მგონი საუბარი არ ღირს, რომ საოცარი პირობები დაგვხვდა. ჩასვლის დღეს პატარა წვეულება მოგვიწყვეს, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ ფესტივალზე. უცხოელებს ქართული ცეკვა-სიმღერის მასტერკლასი ჩავუტარეთ, საოცარი ქვეყანაა საფრანგეთი, ყველა გვიღიმოდა.

 

სპექტაკლი ტიტრებით ვაჩვენეთ, პარიზელები მთელი სპექტაკლის მიმდინარეობისას არავითარ ემოციებს არ გამოხატავდნენ, მე და გიორგი კულისებში ბოლთას ვცემდით, ქართულ შეძახილებსა და ტაშს მიჩვეულებს, გვეგონა, რომ სპექტაკლი ჩაგვივარდა და არავის მოსწონდა, თუმცა ბოლოს 15 წუთი გვიკრავდნენ ტაშს.
ხუთი დღე გვქონდა პარიზის დასათვალიერებლად, პირველი რაც ვნახეთ, იყო ღვთისმშობლის ტაძარი, შემდეგი ლუვრი და ტრიუმფალური თაღი. ეიფელის კოშკი ბოლოსთვის მოვიტოვეთ და საბოლოოდ როცა მივედით კოშკთან, ყველას ფოტოაპარატების ელემენტები დაგვიჯდა, კინაღამ გავგიჟდით, ეიფელთან ფოტოს გარეშე ბათუმში როგორ დავბრუნებულიყავით? მეორედ მოგვიხდა მისვლა.

 

ბათუმში დაბრუნების დღეს ყველანი მოწყენილები ვიყავით, ვერ ვტოვებდით პარიზს.

 

 

მომავალ გეგმებზე

 

გიორგი პარიზიდან დაბრუნდა თუ არა, ახალ სპექტაკლზე დაიწყო ფიქრი, რომლის კოსტიუმების დიზაინერიც ისევ მე ვარ, ერთ გუნდად ჩამოვყალიბდით, პატარა დასი გვაქვს.

 

წლის ბოლოს კურსელებთან ერთად ჩვენებას ვაწყობ, ეს ჩემი პირველი ჩვენება იქნება, ცოტას ვღელავ, მზადება უკვე დაწყებული გვაქვს, შავ-თეთრ კოლექციას ვაჩვენებთ, შეკერილი კაბები არ იქნება, ავანგარდული ჩვენებაა, მაქსიმალურად ვიყენებთ მეტალს.

 

ძალიან მინდა მქონდეს საკუთარი ატელიე, სადაც ჩემ მიერ შეკერილ ტანსაცმელსა და დამზადებულ ნივთებს განვათავსებ.

„ბუნგალო“ 20 წლით სხვისდება

 

ტენდერში გამარჯვებულმა, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ივლისისთვის უნდა უზრუნველყოს.  იგი ვალდებული იქნება ობიექტს პროფილი მთელი სარგებლობის პერიოდით, ანუ 20 წლით, სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 3 თვე) შეუნარჩუნოს.

 

სარგებლობის პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ, ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება, აღირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად და მოსარგებლეს მის მიერ გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

 

მეციტრუსეები შესაძლოა დააჯარიმონ

„ჯერ უნდა მოხდეს გარკვევა სად მოხდა მანდარინის ჩაყრა.  მდინარეში, საკანალიზაციო არხში თუ სად. მორიგე ჯგუფები უკვე გასულია და შემთხვევებს  ადგენენ.  როგორც ვიცი ციტრუსის ნარჩენების გადაყრა მოხდა, რაც გარემოს დაბინძურებაა.  ჯარიმა გარემოზე მიყენებული ზიანის მიხედვით განისაზღვრება. ზიანის ხარისხი კი სპეციალური ფორმულით დაითვლება. გააჩნია რა ოდენობის ციტრუსია ჩაყრილი“.

როგორც  სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, კონკრეტული ფაქტი გამოვლენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში. ვახტანგ ღოღობერიძე აცხადებს, ამ დროისთვის ზედამხედველობის ჯგუფები გასულია ქობულეთისა და ქედის მიმართულებით.

ბათუმში „პუმა“ გაქურდეს

„ზარალი არის 1500 ლარამდე. მაღაზიის წინ სათვალთვალო კამერა დამონტაჟებულია და ობიექტი დაცვაზეც არის აყვანილი, თუმცა ეჭვმიტანილმა მაღაზიის გაქურდვა 30 წამში მოახერხა. დაცვის პოლიცია  სამ წუთში მოვიდა“-აცხადებს „პუმას“ მენეჯერი. 

ბიძინა მაკარაძის თქმით, ეს „პუმას“ გაქურდვის პირველი შემთხვევაა ბათუმში: „როგორც ვიცი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია“. 

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.   

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს 15 271 საქმე განიხილა

 

 

მათ შორის  მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა  სულ წარმოებაში მიიღო – 2319 საქმე.

 

 ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე დავით მამისეიშვილი  სულ განიხილა   2313 საქმე. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა  სულ წარმოებაში მიიღო 1036 საქმე.   მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს  სულ წარმოებაში   – 1546 საქმე ჰქონდა.    მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში    2013 წლის 25 მარტიდან მუშაობს   სულ  1172 საქმე განიხილა.  მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სულ წარმოებაში მიიღო 950 საქმე ხოლო მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი   1013 საქმე განიხილა.

აგარაში გზა ისევ ჩაკეტილია

„გზის გაწმენდითი სამუშაობი საგზაო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს. ჯერ-ჯერობით გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული არ არის, თუმცა იყვნენ მუნიციპალიტეტიდან ამოსული და მდგომარეობა შეისწავლეს. ტრანსპორტი ამ დრომდე ვერ გადაადგილდება“.

 

დღეს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა, სოფლის მაცხოვრებლები იმედოვნებენ რომ ბავშვები გზებზე გადაადგილებას ფეხით შეძლებენ.  

 

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, სოფელ აგარაში მეწყრული პროცესები ისევ მიმდინარეობს.  სოფლი მეწყერსაშიშ ზონაშია, რის გამოც ქვედა აგარიდან გასულ წელს ორი ოჯახი სოციალურ სახლში გაასახლეს. მთლიანად სოფელში 52 კომლი ცხოვრობს.   

 

 

დღეს ქობულეთში ახალი სკოლა გაიხსნა

 

სკოლების ასაშენებლად სახელმწიფო  ბიუჯეტიდან 2 486 306 ლარი იყო გამოყოფილი.  სამშენებლო სამუშაოები კი  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს  „ნიუქონტრაქშენ“-მა განახორციელა.

  

ქობულეთის N1 საჯარო სკოლა

 

ქობულეთის 1 საჯარო სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი.    სკოლაში დამონტაჟებულია სახანძრო  სიგნალიზაცია და  ვიდეო-კამერები. მოწყობილია თანამედროვე დონის  ბიბლიოთეკა – ვიდეოთეკით.  უახლოეს პერიოდში აღიჭურვება უსადენო ინტერნეტით. სკოლას აქვს სპორტული დარბაზი.  ეზოში კი  2 ხელოვნურ საფარიანი საჩოგბურთო კორტია მოწყობილი. 

 

რაც შეეხება აჭყვის რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას, კეთილმოეწყო  სკოლის შენობის ორივე სართული, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო,  სპორტული დარბაზი, მოწესრიგდა სკოლის ეზო და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. ასევე დამატებითი კვების წყარო-ელექტროგენერატორი, გათბობის სისტემის უწყვეტად მუშაობისთვის.  სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ   300 000 ლარი შეადგინა.

 

სამუშაოები აჭარის მთავრობის დაფინანსებით , აჭარის ა.რ.  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში  ჩატარდა.

 

 აჭყვის საჯარო სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.

 

წიგნების ბაზრობა პრესკაფეში

 

 პრესკაფეში საბავშო ლიტერატურის გარდა მხატვრული ლიტერატურის ყიდვაც შეგიძლიათ. წიგნების  ბაზრობა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით მოეწყო.

 

„ამ აქციით გვსურს ხელი შევუწყოთ  წიგნიერების დონის ამაღლებას, მოვახდინოთ ზოგადად წიგნის პოპულარიზაცია.  საზოგადოების რთული  სოციალური ფონის გათვალისწინებით,  ფასდაკლების აქცია საშუალებას მისცემს ადამიანებს შეიძინონ, მათთვის სასურველი წიგნი.  აქციები გაგრძლედება პერიოდულად და  პრესკაფის გარდა  გაიმართება ქალაქის სხვადასხვა უბანში,“- აღნიშნა  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის,“ ხელმძღვანელმა ასლან ჭანიძემ. 

 

“წიგნების ბაზრობა”  პრესკაფეში მომდევნო შაბათ-კვირასაც გაიმართება. 

 

შოთა რუსთაველის ბიუსტი დაზიანებულია [Photo]

 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის  ავთანდილ ბურკაძის განცხადებით ბიუსტის შეკეთება უკვე დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

 

მისივე ინფორმაციით  ბიუსტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაიტანენ. ამის შესახებ ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება  გასული წლის დეკემბერში მიიღო.  

 

 

 

ბათუმის ტაძრებში ნათლისღებას აღნიშნავენ [Photo]

 

„ალბათ იმიტომ, რომ ნელ-ნელა მცირდება მოსანათლ ადამიანთა რიცხვი,“ – აღნიშნა მან.  

 

ტაძრებში წირვა დილიდან დაიწყო. შემდეგ  სასულიერო პირებმა წყალი აკურთხეს. ნათლობა კი შუადღეს დაიწყო. საკათედრო ტაძარში ნათლობის მიღების მსურველთა რიგი იდგა. რიგი იდგა ნაკურთხ წყალთანაც, სახლში წასაღებად მრევლი ბოთლებით ავსებდა წყალს.

 

დღესვე 50 ადამიანი მოინათლა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში,  45 ადამიანი  კი წმნინდა ბარბარეს ეჯკლესიაში.

 

 

 

 

 

ბათუმში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

 

„ჩვენი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი  თავად მაცხოვრებლები არიან. მოხუცი ცოლ-ქმარია და როგორც მეზობლებმა თქვეს სახლს ცეცხლი თვითონ წაუკიდეს,“ – განუცხადა „ბათუმელებს“  ბათუმის სახანძროს სამსახურის ხელმძღვანელმა ხუსეინ სირაბიძემ.

 

 ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო და საქმეს პოლიცია იძიებს. 

ძველ ბათუმში ჭიშკრებისა და კარების დამონტაჟებისთვის 400 ათასი ლარი დაიხარჯება

ფოტო: ნათია როყვა

სატენდერო თანხა მთლიანობაში 420 ათას ლარზე მეტია. აქედან 283 300 ლარი საცხოვრებელი სახლების სადარბაზო კარების, ხოლო 136 800 ლარი ეზოების ჭიშკრებისთვის უნდა დაიხარჯოს. ტენდერში გამარჯვებული სულ 36 სადარბაზო კარსა და 37 ჭიშკარს დაამზადებს და დაამონტაჟებს.

სატენდერო წინადადებების მიღება ხვალიდან დაიწყება და 3 თებერვალს შეწყდება. ელექტრონულ ვაჭრობაში გამარჯვებულს კი განვითარების ფონდი ვაჭრობის დასრულებიდან სამ სამუშაო დღეში გამოაცხადებს. საქონლის დამზადება/მონტაჟი გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ოთხი თვის ვადაში. ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად,  შესაბამისობის დადგენის მიზნით გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადაში ერთი კომპლექტი ჭიშკრისა (შესაბამისად კარის) წარმოადგინოს საქონლის სრული რაოდენობის დამზადებამდე.

სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მინიმალური საგარანტიო პირობა/ვადა კარების ხის ნაკეთობებსა და  ლითონის  ნაწარმზე ხუთი, საკეტებზე ორი, ხოლო საღებავზე ერთი წელია. რაც შეეხება ჭიშკრებს, აქ საგარანტიო პირობა ჭიშკრების ლითონის ნაკეთობებზე ათი,  აქსესუარებზე ხუთი, ხოლო გამოყენებულ საღებავზე ერთი წელია.

ახალი ჭიშკრები დამონტაჟდება გორგილაძის (NN: 5, 24, 28), ზუბალაშვილის (14, 16), კომახიძის (1, 3, 9, 11, 13, 15), მაზნიაშვილის (17, 20, 44), მელაშვილის (7), ჟორდანიას (9), საიათნოვას (7), კ. გამსახურდიას (32), ფარნავაზ მეფის (10, 13, 14, 15, 18, 39, 40, 41, 42, 44, 49), ხოლოს (4, 7, 8, 9, 21), ელიავას (4) და ი. აბაშიძის (ყოფილი ბლაგოევგრადის 2, 4) ქუჩების ეზოების შესასვლელებში.

ახალი ხის კარები კი, ფარნავაზ მეფის (11, 13 17),  გორგასალის (3, 4), კ. გამსახურდიას (1, 2), მაზნიაშვილის (10, 47), კომახიძის (14), ჟორდანიას (3, 9, 12, 17, 22, 24, 27, 39), საიათნოვას (3), ქუთაისის (8), ხულოს (12, 21), მ. აბაშიძის (39, 47, 48), ზ. გამსახურდიას (36), მელაშვილისა (32) და ი. აბაშიძის (6) ქუჩებზე მდებარე სახლის სადარბაზოებში.

71 868 ლარი ავტომანქანების რემონტისათვის

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა, რომ 2013 წლის განმავლობაში მის უწყებას მანქანების რემონტისთვის 43 376 ლარი დაუხარჯია. 

 

დავით ბალაძის ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს ერთადერთი ავტომანქანა აქვს თავის ბალანსზე, რომელზეც ჯერ კიდევ ვრცელდება საგარანტიო ვადა. ავტომანქანა „ჰუნდაი ტუკსონი“ სამინისტროს 2010 წელს შეუსყიდია 5-წლიანი გარანტიით.

 

აჭარის განათლების სამინისტროს იგივე პერიოდში ავტომანქანების რემონტისა და მათი შენახვისთვის სულ 16 626 ლარი დაუხარჯია. მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ხარჯების დანიშნულებაც არის განმარტებული: „რემონტისთვის გაიხარჯა 7 242 ლარი, საბურავების შეძენისთვის – 7 040 ლარი, ზეთის შეცვლისთვის – 2 344 ლარი“.

 

იგივე მიზნით 11 866 ლარი დაუხარჯია გასულ 2013 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც. მინისტრ ზაურ ფუტკარაძის ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა, რომ სამინისტროს ბალანსზე ირიცხება 2010 წელს გამოშვებული ორი ავტომანქანა, რომელთაც ასევე 5-წლიანი საგარანტიო ვადა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორი ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში მანქანებს არემონტებს არა სახელმწიფო, არამედ ის კომპანია, ვისგანაც ავტომანქანები იყიდეს.

 

„ბათუმელებს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან ამ საბჭოს თავმჯდომარის მანქანებისთვის გაწეული ხარჯებიც მოაწოდეს. 2013 წლის მონაცემებით ავთანდილ ბერიძის განკარგულებაში არსებული მანქანებისთვის შარშან ჯამურად 13 121 ლარი დაუხარჯიათ. ავთანდილ ბერიძეს ემსახურება ორი ავტომანქანა, მათგან  ერთ-ერთი 2010 წელს არის გამოშვებული, ხოლო მეორე – 2008 წელს.

ბათუმში ბიზნესმენი მოკლეს

 

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით მოკლულ ბიზნესმენს  სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

 

როგორც „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს  გამოძიება განზრახ მკვლელობის,  108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ბიზნესმენს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იგი ბათუმში რამდენიმე ბიზნეს ობიექტის მფლობელი იყო. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის აჭარაში ვიზიტისთვის გაწეული ხარჯები

 

პირველად მინისტრი შალვა ფიფია  აჭარაში 14-15 დეკემბერს იმყოფებოდა, მეორედ – 20-22 დეკემბერს. ორივე ვიზიტის დროს მინისტრს ორი პირი ახლდა თან. სამივე მათგანს 225 ლარი მიუღია დღიური ხარჯის სახით, ანუ დღეში 15 ლარი.

 

რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს, ორივე ვიზიტის დროს მინისტრს სასტუმროში ღამის გასათევად 969 ლარი გადაუხდია. შესაბამისად, ერთი ღამის გათევაში შალვა ფიფიამ 323 ლარი გადაიხადა. მინისტრმა ბათუმში სამ ღამეს დარჩა.

 

მინისტრის თანმხლები პირების ბათუმში ღამის თევისთვის ბიუჯეტიდან 966 ლარია დახარჯული. მინისტრისგან განსხვავებით მის თანმხლებ პირებს შედარებით იაფასიან ნომრებში გაუთევიათ ღამე. მათი ნომრის ღირებულება ღამეში 161 ლარია.

 

რაც შეეხება გადაადგილების ხარჯებს, ორივე ვიზიტის დროს სამინისტროს 150-150 ლიტრი ბენზინი დახარჯა.

 

ინფორმაცია ვიზიტის ხარჯების შესახებ „ბათუმელებს“ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, დავით ტყემალაძემ მოაწოდა.

 

 

ნათლისღება ბათუმში [Photo, Video]

ზღვაში შთაფლვის  რიტუალში მონაწილეობას  ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი  დიმიტრი, სხვა სასულიერო და საერო  პირები  იღებდნენ. მეუფე დიმიტრისთან ერთად იყო  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.  მეუფე დიმიტრისთან ერთად იმყოფებოდა ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძეც.

ზღვაში შთაფლვის ტრადიცია 14  წლის წინ სწორედ მეუფე დიმიტრის ინიციატივით აღდგა.

გამოსახლების მცდელობა ქობულეთში

 

ტკაჩების დასახმარებლად მის საცხოვრებელ სახლთან მეზობლები და სხვა იპოთეკარები შეიკრიბნენ. თამაზ გოგიბერიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სხვა იპოთეკით დაზარალებულ ქობულეთელებთან ერთად დაცვის პოლიციას უფლება არ მისცა ტკაჩის ოჯახის სახლიდან გამოესახლებინათ.

 

„გუშინწინ ოჯახი ზესტაფონში წავიდა სტუმრად. რომ ჩამოვიდნენ მათი სახლი პოლიციის დაცვაში აღმოჩნდა და მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილით აღარ შეუშვეს. შევიტყვეთ ქობულეთის მოსახლეობამ და როგორც ყოველთვის, გავერთიანდით. ტელევიზიის თანდასწრებით, მცირეწლოვანი ბავშვები, ცოლი და ქმარი ძალით შევიყვანეთ. სახელმწიფოსი გვჯეროდა, მაგრამ ხალხი მოტყუებული აღმოჩნდა. გამოასახლეს ოჯახი და ქუჩაში დატოვეს. მათ ღამის გასათევიც არ აქვთ,“ – ამბობს თამაზ გოგიბერიძე.

 

მისივე თქმით,  ეს პირველი შემთხვევა იყო და თუ ხალხი არ შეეწინააღმდეგება სხვა  ოჯახებსაც გამოასახლებენ, ვისაც საკუთრება იპოთეკით აქვთ დატვირთულის.  ის ამბობს, რომ სახელმწიფო  იაფი კრედიტით დახმარებას დაჰპირდათ, თუმცა დღემდე პირობა არ შეუსრულებია და არც ერთ ოჯახს კრედიტი არ მიუღია.  

შორენა ღლონტი: საინფორმაციო უნდა იყოს უფრო დინამიური

 

 ელოდით, რომ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გახდებოდით?


ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ნამდვილად არ ველოდი გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა საკონკურსო კომისიის მიერ ნდობის გამოცხადება.  მაქსიმალურად შევეცდები აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება გახდეს  რეიტინგული.  მოვიპოვოთ საზოგადოების და მაყურებლის ნდობა. მივაწოდოთ მათ ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ინტერესით მოველი  გუნდთან შეხვედრას. ვფიქრობ,  მას შემდეგ, რაც შევხვდები გუნდს,  უფრო შევძლებ  კონკრეტულ გეგმებზე საუბარს. ახლა ჩემთვის მთავარია გუნდთან შეხვედრა და მათი გაცნობა. ის გეგმები, რაც მე  მაქვს დასახული და რაზეც ვისაუბრე გასაუბრებაზე,  როგორ შეიძლება და რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს, ამაზე შემდგომ ვიზრუნებ.

 

რას შეცვლით ტელევიზიაში როდესაც იქ მიხვალთ, როგორც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი?


ვფიქრობ, უნდა შუქდებოდეს ყველა ახალი ამბავი. იქნება ეს  რეგიონის ახალი ამბავი თუ  ქვეყანაში მიმდინარე. მთავარი საინფორმაციო უნდა იყოს უფრო დინამიური. ვფიქრობ, დღის მანძილზე გაშუქდება ყველა ახალი ამბავი, მაგრამ მთავარი საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს განსხვავებული. უნდა იყოს მეტი ანალიტიკური მასალა. პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ნახევარ საათიანი იყოს საინფორმაციო გამოშვება. სავსებით საკმარისია ნახევარი საათი იმისათვის, რომ გაიგოს მაყურებელმა რა ხდება რეგიონში.

 

თუმცა მომდევნო ეტაპზე ვფიქრობ უნდა გახანგრძლივდეს  საინფორმაციო გამოშვების დრო. საინფორმაციოს უნდა შეემატოს თოქ-შოუს ელემენტები. რაც გამოიხატება იმაში, რომ იგივე  მთავარ თემებზე ეთერში მოწვეული იყოს სტუმრები, პირდაპირი ჩართვები რომ ხდებოდეს საინფორმაციოში…

 

გუნდიდან, რომელიც საინფორმაციოს აკეთებს, ბევრს არ ვიცნობ. მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას და შემდეგ მუშაობას.  

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს შორენა ღლონტი უხელმძღვანელებს

 

შორენა ღლონტი

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს  შორენა ღლონტი უხელმძღვანელებს. მთავარი რეჟისორი  იმედა თავდგირიძე   იქნება, გენერალური პროდიუსერის ვაკანსია არ შეივსო, პროგრამების სამსახურის  ხელმძღვანელი კი  ინგა გოგოლიშვილი გახდა. 

 

„შორენა ღლონტმა  საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე მიიღო სამი ხმა, წინააღმდეგი იყო ქალბატონი თინათინ დვალიშვილი, რომელმაც მისცა ხმა  ვახტანგ ხუზმიაშვილს. შესაბამისად შორენა ღლონტი გახდა საინფორმაციოს ხელმძღვანელი. მას დაუწესდება ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა.  ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება იმედა თავდგირიძეც მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე.  გენერალური პროდიუსერის ვაკანსიაზე ერთი კანდიდატი იყო დარჩენილი, რომელმაც ვერ გაიმარჯვა და თანამდებობა ისევ ვაკანტურია,“ –  განუცხადა „ბათუმელებს“  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ კონკურსის კომისიის წევრები იყვნენ: ემზარ დიასამიძე – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, ომარ ბერიძე –  აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამშემწე მონიტორინგის დარგში და თინათინ დვალიშვილი –  კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი. კომისიის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სოსო სტურუა იყო.  

 

კონკურსის გამოცხადებამდე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ჟურნალისტი ირინა ყურუა იყო.

სოფელ ხალაში გლეხებმა მანდარინი მდინარეში გადაყარეს

„ძალიან დაუგროვდათ ტყუილი და მოვითხოვთ გადადგეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი,“ – ამბობს ირაკლი ბარამიძე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით კი ციტრუსის სეზონი აჭარაში წარმატებით  ჩატარდა.

“სეზონი იყო ზეწარმატებული. ერთი კვირაა ბათუმის პორტში გვყავს გემი გაჩერებული, რომელმაც რუსეთში უნდა წაიღოს მანდარინი და პორტში იხდის გადასახადს. ჩვენ ვთხოვეთ პორტს, რაღაც შეღავათები გაავრცელინ დგომაზე.  იმპორტიორებმა და ექსპორტიორებმა, ვინც დაინტერესებული არიან, ვერ შეაგროვეს საქონელი და, სავარაუდოდ, გემი ვერ დაიტვირთება – საქონელი არაა. ძალიან დიდი მოსავლის  მიუხედავად, ფაქტობრივად, სარეალიზაციო საქონელი არა გვაქვს, რადგან უკვე ყველაფერი რეალიზებულია,” – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ზაურ ფუტკარაძემ “ბათუმელებთან” საუბარში.

ბიზნეს სუბიექტები და მათი სამართლებრივი სტატუსები

 

გასული წლის დეკემბერში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 108 ერთეული) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 223 ერთეული) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა აბსოლუტური უმეტესობა (95.8 პროცენტი) მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.

 

ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 114 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 13 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 7 კოოპერატივი, 5 სააქციო საზოგადოება, 5 საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 კომანდიტური საზოგადოება.

 

ქვეყანაში 2013 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ ჯამში 47 792 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.4 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო დანარჩენი – არასამეწარმეო სუბიექტი. გასულ წელს, 2012 წელთან შედარებით კი, მთლიანობაში გაიზარდა როგორც რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების (7.8 პროცენტით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების (42.9 პროცენტით) რაოდენობა.

 

 

რას ნახავთ აპოლოში დღეს

12: 00  „გაყინული“   3D –  7ლარი

14:00  „მისტერ ძიძა“ –      7ლარი

16:00  „პარანორმალური მოვლენები  ეშმაკის ნიშანი“  – 8 ლარი

18:00  „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“ – 8 ლარი

20:00 „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“ – 8 ლარი

22:00  „პარანორმალური მოვლენები  ეშმაკის ნიშანი“  –  8 ლარი

ბათუმის „საოცრებათა პარკი“ დღეს

ბათუმის ცენტრში მდებარე  Miracle Park-ის  ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია.  პარკის ტერიტორია  დანაგვიანებულია და  სხვადასხვა ნივთებით არის სავსე.

პარკის მიმდებარედ განთავსებულია ბათუმის დრამატული თეატრი, პოლიციის განყოფილება, სასტუმრო „რედისონი“, ანბანის კოშკი და ეშმაკის ბორბალი. იქვეა ნავსადგური.

ცხრა ათასი ლარი ქედაში ახალი წლის შესახვედრად

 

ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე „ელიზბარ დისამიძესთან“ ხელშეკრულება 8 987 ლარზე გაფორმდა.

 

,,ბათუმელების“ კითხვაზე, რა თანხა დაუჯდა საახალწლო ნაძვისხის მოწყობა და შეასრულა თუ არა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები? – ელიზბარ დიასამიძე კომენტარს არ აკეთებს.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, თამაზ დიასამიძე შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია. მისივე განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ ქედის ცენტრში ბუნებრივი ნაძვი მორთო, ნაძვის ხის მოჭრის უფლება კი ბუნებრივი რესურსების სააგენტომ გასცა.

 

ქედისგან განსხვავებით საახალწლო განწყობის შექმნა ნაკლები დაუჯდა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს, ხულოში 4 600 ლარი გაიხარჯა, შუახევში კი – 6000 ლარი.

 

,,საახალწლო ღონისძიებების გამართვისთვის ტენდერი 7000 ლარზე გამოვაცხადეთ, გამარჯვებულ შპს-თან ხელშეკრულება  6 000 ლარზე გაფორდა. წინა წლეებში 8-9 ათასი ლარი იხარჯებოდა, წელს ნაკლები დავხარჯეთ და უფრო კარგი ღონისძიებები გავმართეთ.

მართალია, კარგია, რაც უფრო ხარისხიან ღონისძიებებს გამართავ, მაგრამ დღევანდელობის ფონზე ვფიქრობ, რომ 8-9 ათასი ლარის გახარჯვა საშობაოდ ისეთი მუნიციპალიტეტისთვის, რომლის ბიუჯეტი, ძირითადად, ტრანსფერზეა დამოკიდებული, ძალიან დიდია“, – აცხადებს შუახევის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი რომან ფუტკარაძე.

 

უნივერსიტეტის ანსამბლის პრობლემები და წარმატება

 

 

თაობათა ცვლას ყველაზე ხშირად საუნივერსიტეტო ანსამბლები განიცდიან, გამონაკლისი არც ანსამბლი „ტბეთია”. ანსამბლში ამ დროისთვის 27 მოცეკვავეა, სამი თვის წინ ორმოცდაათნი იყვნენ, თუმცა პირველ ოქტომბერს ანსამბლი ცეკვის მსურველი სტუდენტების მიღებას იწყებს. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი ზურა სვანაძე ამბობს, ყოველწლიურად დაახლოებით ოთხმოცამდე სტუდენტი გამოთქვამს მათთან ცეკვის სურვილს: “ყოველ წელს ვატარებთ კონკურსს, დაახლოებით შვიდ-რვა მოცეკვავეს ვარჩევთ, ახალგაზრდებს ხშირად უბრალოდ სურთ იცეკვონ და არ იაზრებენ იმას, რომ ეს მოქმედი ანსამბლია, რომელსაც გააჩნია პროგრამა, ყოველწლიურად აქვს საგასტროლო მოღვაწეობა, ხელის გაშლა არ არის აქ საკმარისი, თუმცა ხშირად გვაქვს შემთხვევა, როცა აგვყავს სრულიად გამოუცდელები, რომლებიც შემდეგ მაღალ დონეზე ასულან. ვიზუალურ მხარესაც ვაქცევთ მნიშვნელობას, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ სცენისთვის.” – ამბობს ქორეოგრაფი.

 

იგი ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ ანსამბლს არ აქვს ბერკეტი მოცეკვავეების შესანარჩუნებლად: „სამი წელი მოცეკვავე არ ჩერდება ანსამბლში. მე არ მაქვს ბერკეტი, რომ სტუდენტები დავაინტერესო, დიდ ენერგიას ხარჯავენ ამ ანსამბლისთვის, სამაგიეროდ კი იღებენ მხოლოდ საშემსრულებლო სიამოვნებას, უყვართ ცეკვა და ცეკვავენ. გასტროლია და საკუთარი ჯიბიდან დებენ ფულს, “აზიაცკები” ეხევათ – თავიანთი ფულით აქვთ საყიდი. თუ კონცერტი დაემთხვა ლექციას ან გამოცდას, საპატიოდ არავინ უთვლის” – ამბობს ქორეოგრაფი.

 

მოცეკვავეებისთვის პრობლემაა გაუმართავი სცენაც, რომელიც ხშირად მათი ტრავმის მიზეზიც გამხდარა: „სცენასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, ამ სცენაზე მუშაობდა თეატრალური დასიც, რომელთაც სპექტაკლისას სჭირდებოდათ ორმო, რომ მსახიობი ამოსულიყო იატაკიდან. ამოჭრეს იატაკი, შემდეგ კი კუსტარულად დაფარეს, ბევრმა მოცეკვავემ იტკინა იქ ფეხი, დღემდე საშიშია, ზედაპირული შეკეთება არ შველის.” – ამბობს ზურა სვანაძე.

 

“როცა ანსამბლისთვის ყველაფერს აკეთებ, დროს და ენერგიას არ ზოგავ, უნდა იგრძნო მხარდაჭერაც. რეპეტიციები მიახლოებულია სახელმწიფო ანსამბლების ტემპთან, ორსაათიანი რეპეტიციები გვაქვს კვირაში სამჯერ, ანსამბლს მეტი ყურადღება და დაფასება სჭირდება.” – ამბობს მოცეკვავე ზურა კაციტაძე, რომელსაც ვიტალი სურმანიძეც ეთანხმება. ვიტალი მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ანსამბლის გამო ბათუმის უნივერსიტეტში გეგმავს: „მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, ბევრს ვშრომობთ წარმატებისთვის, მე უკვე მეოთხე წელია ამ ანსამბლში ვცეკვავ.”

 

წელს ანსამბლი “ტბეთი” კულტურისა და ხელოვნების XIII საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფესტივალი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ანსამბლში მიიჩნევენ, რომ წარმატების მიზეზი მათი შემადგენლობა იყო: „წელს არის პირველი შემთხვევაა, როცა მგზავრობის ხარჯი უნივერსიტეტმა აიღო საკუთარ თავზე, აქამდე თავად გვიწევდა ყველაფრის დაფინანსება. ამის გამო ხშირად მოცეკვავეები გვაკლდებოდნენ, ფესტივალებისთვის ცეკვების გადაწყობა გვიწევდა და წარმატების შანსიც ნაკლები გვქონდა, წელს თითქმის სრული შემადგენლობით წავედით სტამბულში, უფრო მეტი ძალა გვქონდა, ალბათ ეს გახდა წარმატების მიზეზი. ცეკვისადმი სიყვარული ანსამბლის ყველა წევრს გვაერთიანებს, ერთი დიდი ოჯახი ვართ.” – ამბობს ნინო დუმბაძე, რომელიც უკვე მეოთხე წელია ანსამბლის მოცეკვავეა.

 

“12 წელია აქ ვარ და პირველი შემთხვევაა, როცა ხელოვნების სფეროში მყოფ სტუდენტებს დახმარება გაუწიეს. წელს მგზავრობის ხარჯი უნივერსიტეტმა გაიღო, ეს დიდი შეღავათი იყო, ფინანსური პრობლემების გამო სტუდენტები ვერ ახერხებდნენ გასტროლებზე წასვლას. უნივერსიტეტი ამ პრობლემაზე მხოლოდ იმას გვპასუხობდა, რომ კანონმდებლობა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დაეფინანსებინა გასვლა.” – ამბობს ზურა სვანაძე.

 

სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი რეზო ოკუჯავა ამბობს, რომ ცდილობენ სისტემური ხასიათი მისცენ ამ მხარდაჭერას: “აბიტურიენტები, რომლებიც ცეკვავენ ჩვენს ანსამბლში, გვინდოდა რამენაირად დაგვეტოვებინა აქ, ამიტომ წავახალისეთ – თუ ისინი სწავლას ბათუმის უნივერსიტეტში გააგრძელებდნენ, ჩვენ მათ ხუთასი ლარით სწავლის საფასურს დავუფინანსებდით. ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა ეს დაფინანსება, ასევე ორ სტუდენტს ჩავურიცხეთ თანხა, მეორე და მესამე კურსზე არიან ის მოცეკვავეები, ერთ-ერთი მათგანი არის ობოლი, მეორე კი – წარმატებული სოლისტი. ამ ფინანსური დახმარების გაწევა შევძელით სტუდენტთა დახმარების ფონდისგან.”

 

ქრისტინა აფაქიძემ უნივერსიტეტში წელს ჩააბარა. ის ამბობს, რომ ეს არჩევანი ანსამბლის გამო გააკეთა: „არ მინდოდა ანსამბლიდან წასვლა, თან უნივერსიტეტმა წამახალისა, ერთჯერადად ხუთასი ლარით დამაფინანსეს, რაც სტიმულის მომცემი იყო ჩემთვის.”

 

ხუთასი ლარით დააფინანსეს თორნიკე მეგრელიშვილიც: “მომხიბლა იმან, რომ ანსამბლის მოცეკვავეს უნივერსიტეტი დააფინანსებდა სწავლის საფასურით, საბედნიეროდ მოვიპოვე ეს დაფინანსება – ხუთასი ლარი. როგორც დაგვპირდნენ, კარგი ქულების შემთხვევაში კვლავაც დაგვაფინანსებენ.”

 

სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი რეზო ოკუჯავა ამბობს, რომ სტუდენტებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ: „მე ვფიქრობ, რომ სტუდენტები არ უნდა ყიდულობდნენ ცეკვისთვის საჭირო ატრიბუტებს, ამას უნივერსიტეტი უნდა აკეთებდეს, თუმცა გარკვეული რაოდენობა მოცეკვავეებისა არ არიან სტუდენტები და მათზე უნივერსიტეტი ფინანსური ხარჯების გაწევას ვერ შეძლებს.

 

ვფიქრობ, მომავალში აუცილებელია საკრავების პედაგოგის მოწვევა, ფესტივალმა დაგვანახა, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც იმ ფესტივალზე მონაწილეობდა, ჰყავდა საკრავების ჯგუფები, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა მათ გამოსვლებს, ამის მიუხედავად ჩვენ ყველა მათგანზე დიდი წარმატება მოვიპოვეთ.”

 

ანსამბლის გარდერობშიც პრობლემებია, ხუთი წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა “აჭარულის” შესრულება, რადგან შესაბამისი ფორმები არ იყო: „ხუთი წელი მეკითხებოდნენ, თუ რატომ არ ვცეკვავდით აჭარულს, და ხუთი წელი ყველას ვუხსნიდი, რომ არ გვქონდა შესაბამისი ფორმა, უნივერსიტეტი ვერ გვყიდულობდა ფორმას. ბოლოს რექტორმა ბატონმა ალიოშა ბაკურიძემ საკუთარი ჯიბიდან ამოიღო თანხა და გვიყიდა ფორმა.” – იხსენებს ზურა სვანაძე.

 

დაეხმარება თუ არა უნივერსიტეტი ანსამბლს ფინანსურად ტექნიკური საკითხების მოგვარებაში? ამ კითხვით უნივერსიტეტის კანცლერს, ედიშერ ჩავლეიშვილს მივმართეთ, თუმცა კანცლერი ამ თემაზე მოკლე პასუხით შემოიფარგლა: “არავითარი პრობლემა არ არის” – განაცხადა მან.

 

 

ზაურ ფუტკარაძე: ციტრუსის სეზონი წარმატებული იყო

 

წელს ციტრუსისთვის  13, 800 მილიონი ლარია გამოყოფილი, მათ შორის 1, 800 მილიონი არასტანდარტული მანდარინისთვის – არსტანდარტულ მანდარინში 1 კგ-ზე 10 თეთრს ვიხდით. დღეის მდგომარეობით 9 ათასი ტონაა არასტანდარტული მანდარინია ჩაბრებული, აქედან 8 ათასი ტონა არის აჭარის და თანხა – 10 თეთრი მთლიანად გავეცით. რაც შეეხება სტანდარტულს, 12 მლნ ლარია გამოყოფილი. 80 ათასი ტონა თუ გავა ქვეყნიდან ექსპორტზე, ეს 12 მილიონი საკმარისი იქნება. სტანდარტული მანდარინზე 15 თეთრია. თავდაპირველად, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ 5 ათას ტონაზე მეტი გვექნება ციტრუსი, რა თქმა უნდა, დავამატებთ თანხასო. დღეის მდგომარეობით 60 ათას ტონაზე მეტი უკვე გატანილია. 

 

ახლა იმაზე თუ როგორ ხდება თანხის გაცემა. დელეგირება საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას მოგვცა. ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარა, გურია, სამეგრელო, საქართველოს ციტრუსის ზონები, ყველა მეციტრუსე, ვისი პროდუქციაც იქნება ექსპორტზე გატანილი, საქართველოს გარეთ, ყველა კილოგრამზე დამატებით მიიღებს 15 თეთრს. ეს იქნება ექსპორტიორი, თუ თვითონ პიროვნება, არა აქვს ამას მნიშვნელობა: შეისყიდა 40 თეთრად, 50 თეთრად, 60 თეთრად, დამატებით მიიღებს 15 თეთრს. 

 

რატომ გავაკეთეთ ეს? განვასხვავეთ სტანდარტული და არასტამდარტული მანდარინი. თუ არასტანდარტული მანდარინი 1 კგ ღირს 20 თეთრი, 10 თეთრს ვუხდით ჩვენ და 10 თეთრს ქობულეთის საწარმო, სადაც არასტანდარტულ მანდარინს ამუშავებენ. გლეხი რომ არ დაზარალებულიყო, სტანდარტული მანდარინის შესყიდვის მინიმალური ფასი  35 თეთრით განვსაზღვრეთ. ამას დაემატება მთავრობის მიერ გაცემული 15 თეთრი და სტანდარტული მანდარინის მინიმალურ ფასს მივიღებთ 50 თეთრს. მაგრამ დავუშვათ კაცს აქვს ძალიან კარგი მანდარინი და ყიდის 50 თეთრად, ამ შემთხვევაშიც დაემატება 15 თეთრი, მაშინ ფერმერი მიიღებს 65 თეთრს.

 

ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი მყიდველსა და გამყიდველს შორის. ორივე მხარე აწერს ხელს მიღება-ჩაბარების აქტს და ამას ამოწმებს თემის რწმუნებული.  ამის შემდეგ აუცილებლად უნდა დაერთოს მიღება-ჩაბარების აქტს საექსპორტო დეკლარაცია, რომელიც დასტურია იმისა, რომ ტვირთი გავიდა ქვეყნის გარეთ.

 

გლეხმა ან მანდარინის ნებისმიერმა გამყიდველმა შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს მიღება-ჩაბარების აქტს, თავის პირადობის მოწმობა და საბანკო ანგარიში, ასევე საექსპორტო დეკლარაცია. იმისათვის რომ არ მოხდეს გაორება, დუბლირება, შეიქმნა სამთავრობო კომისია. ექსპორტიორმა, რომელმაც გაიტანა 100 ტონა, უნდა მიიღოს 15 ათასი ლარი. ორიგინალური საბუთები – მიღება-ჩაბარების აქტი, საექსპორტო დეკლარაცია და ასე შემდეგ, რჩება იმ შპს-ს, მეწარმეს, ვინც პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა. მას შეუძლია აღნიშნული დოკუმენტები მიიტანოს, ვთქვათ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ზუგდიდში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სადაც არის მანდარინი. ორ ადგილას რომ არ წარადგინონ დოკუმენტები, მას ამოწმებს კომისია.  აკეთებს ერთიან რეესტრს, რომელიც კეთდება საექსპორტო დეკლარაციის ნომრის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე თუ იცრუებს და განმეორებითი 15 ათასი ლარის აღებას მოინდომებს, კომისია ამას აღმოაჩენს.


არასტანდარტულის შემთხვევაში პიროვნება თანხას 10 თეთრიდან, მუნიციპალიტეტში შესაბამის დოკუმენტების წარადგინა მაქსიმუმ მესამე დღეს მიიღებს, სტანდარტულის შემთხვევაში, პროცედურულად, დაახლოებით ერთი კვირაა საჭირო.  

 

კიდევ ერთი დეტალი: დავუშვათ მე ვარ შპს. გორიდან ჩამოვიდა ვიღაცა პიროვნება, რომელმაც უნდა გაიტანოს ჩემი პროდუქცია. ამ შემთხვევაში, თანხა რომ არ დაიკარგოს, ჩემ შპს-სა და იმ გორელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რათა საწყისი დოკუმენტები ანუ მიღება-ჩაბარების აქტები დაკავშირებული იყოს ჩემთან, როგორც დამამზადებელთან. მე (შპს) კი, რა თქმა უნდა, კავშირში ვარ ფერმერებთან მიღება-ჩაბარების აქტით.


არ ფიქრობთ, რომ  გლეხისთვის ამ დოკუმენტების მოწესრიგება რთულია?


მსოფლიოში კონტროლის სხვა მექანიზმი არსებობს? თუ ადამიანს ელემენტარული განათლება არა აქვს და ჯერ „ჭე“ კლასში სწავლობს, ამას ვერ მიხვდება. ეს არის ბიუჯეტის ფული. არა მარტო ზაურ ფუტკარაძე, ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ ფრთხილად, ამით ვიღაცამ ხელი რომ არ მოითბოს.

 

ის გლეხები, რომლებსაც დიდთოვლობის გამო მანდარინი დაუკრეფავი დარჩათ, მიიღებენ თუ არა კომპენსაციას?


არ მიიღებენ კონპენსაციას. პირადად ორჯერ-სამჯერ მაქვს ტელევიზიით განცხადება გაკეთებული. ჩვენი თანამშრომლები მივიდნენ ყველა თემში, სადაც ციტრუსია. ამას დაადასტურებს ყველა სოფლის მოსახლე და გამგებელი, რომ ჩვენ რეალურად მივედით ყველა ადგილას და ავუხსენით პრინციპი, რა უნდა გააკეთოს გლეხმა, რომ მიიღოს დამატებით 15 თეთრი. მეტიც, ახალ წლამდე ასეთი შემთხვევა გვქონდა სოფელ კვირიკეში, ვიღაც მოქალაქე მივიდა თბილისიდან და უთხრა, რომ ეს 15 თეთრი მინდა მე და არა თქვენო. შესაბამისად, არ აძლევდა შესყიდვის საბუთს. დაგვიკავშირდნენ, იმ წუთას ჩვენ ჩავრთეთ შესაბამისი სამსახურები და ძალიან ოპერატიულად მოგვარდა საკითხი, გააფორმეს შესყიდვის აქტი და ხელი მოაწერეს საექსპორტო დეკლარაციას. ეს არის ყველაზე გამარტივებული მექანიზმი.

 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სეზონი იყო წარუმატებელი. დაასახელეს ამის 41 მიზეზი, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია ექსპორტიორებთან კონტაქტის არ არსებობა.


მათ ექნებათ ასეთი ილუზია, რადგან თვითონ როცა მუშაობდნენ, ექსპორტიორებთან იყვნენ შეკრულები და ძალიან კარგადაც ითბობდნენ ხელს. დღეს მე ვამბობ, რომ ბიზნესი არის თავისუფალი, მთავარია კანონის ფარგლებში მოქმედება… ჩამოთვალონ წინა წლებში რამდენი ექსპორტიორი ჰყავდათ მანდარინის დროს, სამი ან ოთხი მაქსიმუმ. წელს ექსპორტიორთა რიცხვი გაიზარდა 80-მდე. რასაც გეუბნებით ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა და შეგიძლიათ აიღოთ შემოსავლების სამსახურიდან. 

 

როგორ თვლით, წარმატებული იყო  ციტრუსის სეზონი?


სეზონი იყო ზეწარმატებული. ერთი კვირაა ბათუმის პორტში გვყავს გემი გაჩერებული, რომელმაც რუსეთში უნდა წაიღოს მანდარინი და პორტში იხდის გადასახადს. ჩვენ ვთხოვეთ პორტს, რაღაც შეღავათები გაავრცელინ დგომაზე.  იმპორტიორებმა და ექსპორტიორებმა, ვინც დაინტერესებული არიან, ვერ შეაგროვეს საქონელი და, სავარაუდოდ, გემი ვერ დაიტვირთება – საქონელი არაა. ძალიან დიდი მოსავლის  მიუხედავად, ფაქტობრივად, სარეალიზაციო საქონელი არა გვაქვს, რადგან უკვე ყველაფერი რეალიზებულია.

 

თქვენმა სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა, რომ სულ 110 ათასი ტონა მანდარინის მოსავალი იყო. თქვენ მითხარით, რომ 60 ათასი ტონაა ექსპორტზე გატანილი, დანარჩენი 50 ათასი რა იქნა?


დღეის მდგომარეობით 9 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი გვაქვს მიღებული, 60 ათას ტონაზე მეტი ექსპორტზეა გატანილი. დაახლოებით 10-12 ათასი ტონა მოსახლეობას შენახული აქვს და არ ყიდის, უნდა გაყიდოს მარტ-აპრილში ლარნახევრად, ორად, სამად. შესაძლებელია ჰქონდეთ უფრო მეტიც. ეს იქნა 80 ათასი. ვფიქრობთ, საერთო მოსავლის 20-25% დარჩა ხეზე და გაიყინა. ანუ ჯამი გამოდის ის ციფრი, რასაც ჩვენ ვვარაუდობთ.

 

 

სახელისუფლებო პრემიები

 

“გაცნობებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში (2013 წლის 10 თვე – ავტ.) ფინანსთა სამინისტროს მიერ თანამშრომელთათვის პრემიის სახით გაცემული თანხის ოდენობა შეადგენს 1 867 771.50 ლარს.

 

დამატებით გაცნობებთ, რომ პრემიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს „თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ სისტემის“ გამოყენებით შემდეგ ვებ-გვერდზე: declaration.gov.ge.” – ეს განმარტება “ბათუმელებმა” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან მიიღო, პრემიებთან დაკავშირებით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად.

 

საჯარო მოხელის ზემოთ მოცემული მითითებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვერაფრით გავარკვევთ, მაგალითად, რას შეადგენს თუნდაც ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ერთი თვის ხელფასი ან პრემია. ნოდარ ხადურს თავის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერი უწერია იმის შესახებ, თუ რამდენია მისი, როგორც მინისტრის, ერთი წლის შემოსავალი.

 

2013 წლის მარტამდე მინისტრების ხელფასი კანონით იყო განსაზღვრული და ის 3540 ლარს შეადგენდა. მარტის შემდგომ ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება 3540-ლარიდან 6300 ლარამდე გაიზარდა. ივანიშვილის ეს ბრძანება არ ნიშნავდა იმას, რომ მინისტრები პრემიებს ვეღარ მიიღებენ. მით უფრო, რომ საქართველოს კანონმდებლობით პრემიის გაცემის წესი მკაცრად განსაზღვრული არ არის.

 

დღემდე საჯარო სამსახურებში პრემიები შემდეგი პრინციპით გაიცემა – ყოველთვიურად საჯარო მოხელე იღებს თავისი ხელფასის ოდენობის ნახევარს, ყოველი კვარტლის ბოლოს კი – ხელფასის სრული ოდენობის პრემიას. პრემიების გაცემის აღნიშნული წესი თუ მინისტრებზეც ვრცელდება (კანონის დონეზე ეს არსად არ არის აკრძალული, ანუ დასაშვებია), ეს იმას ნიშნავს, რომ, იგივე ნოდარ ხადური, რომელიც მთავარი პასუხისმგებელი პირია ბიუჯეტის შევსებაზე, ხელფასისა და პრემიის სახით ყოველთვიურად 9450 ლარს იღებს, ხოლო ყოველი კვარტლის ბოლოს – 12 600 ლარს.

 

შესაბამისად, თუ მინისტრებზეც ვრცელდება პრემიების გაცემის ზემოთ აღწერილი წესი, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ფინანსთა მინისტრს ხელფასისა და პრემიის სახით 10 თვეში 112 590 ლარი აქვს მიღებული. დანარჩენ ორ თვესაც თუ მივუმატებთ, ნოდარ ხადურის წლიური შემოსავალი 135 ათას ლარს მიაღწევს.

 

ეს კი, თავის მხრივ, იმას უნდა ნიშ- ნავდეს, რომ 19 მინისტრის შესანახად საქართველოს მოსახლეობა 2,5 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს. ამ ციფრების თანახმად, სააკაშვილის ხელისუფლების ოფიციალური ხარჯები ხალხს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, ნაკლები უჯდებოდა.

 

ამ დღეებში, მინისტრების მსგავსად ხელფასი გაუორმაგდა ქვეყნის პრეზიდენტსაც – გიორგი მარგველაშვილის სახელფასო სარგო, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, განისაზღვრა 9 000 ლარით. პრეზიდენტი ხელზე 7 000 ლარს აიღებს.

 

მრავალი წლის შემდეგ, ახალი მთავრობის პირობებში, წელს პირველად გაირღვა ქვეყნის ბიუჯეტი. ამის მიუხედავად, ნოდარ ხადური ამბობს, რომ პენსიებისა და ხელფასების გაცემა 2014 წელს არ შეფერხდება. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტში არსებული დეფიციტის დასაფინანსებლად შიდა ვალს 400 მილიონიდან 600 მილიონ ლარამდე ზრდის.

 

პრემიები აჭარის ხელისუფლებაში

 

უმაღლესი საბჭო

 

პრემიებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ პრაქტიკას მტკიცედ იცავენ ამჟამინდელ უმაღლეს საბჭოშიც. ამ ორგანოდან “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილ წერილში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ჯამბულ კურცხალიძე წერს, რომ პრემიების შესახებ მონაცემები პირადი ინფორმაციაა, ანუ ის საიდუმლოა.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის – ავთანდილ ბერიძის ხელმოწერილი ბრძანებებიდან ირკვევა, რომ უმაღლესმა საბჭომ 2013 წლის 10 თვეში ბიუჯეტიდან მხოლოდ პრემიებისთვის 624 936 ლარი დახარჯა. დასახელებულ თანხაში არ შედის დეპუტატების უფლებამოსილების დანამატი, რაც ერთ დეპუტატზე თვეში მინიმუმ 1700 ლარია. თანამდებობებზე მყოფი დეპუტატების
დანამატი უფრო მეტია.

 

უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი ავთანდილ ბერიძე, ისე როგორც სხვა დეპუტატები, ოპოზიციაში ყოფნის დროს, აკრიტიკებდა საჯარო მოხელეების მიერ მიღებული პრემიების ოდენობის ხალხისთვის დამალვას. 

 

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია

 

ბოლო ათ თვეში პრემიები დადგენილი წესით მიუღიათ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაშიც. მთავრობის ხელმძღვანელს – არჩილ ხაბაძეს პრემიის სახით 24 825 ლარი აქვს აღებული. არჩილ ხაბაძე ყოველთვიურად, პრემიის სახით, 1655 ლარს იღებს, ხოლო კვარტალში ერთხელ – 3330 ლარს.

 

არჩილ ხაბაძის ყოველთვიური ხელფასი 3330 ლარია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უწყებაში ყველაზე მეტი პრემია აქვს მიღებული.

 

განსაზღვრული წესით მიუღია პრემია ამ ორგანოს აპარატის უფროსსაც. ნუგზარ კეკელიძის ყოველკვარტალური პრემია 1770 ლარია, სხვა თვეებში მას 885 ლარი მიუღია, გარდა ოქტომბრის თვისა. პრემიას საჯარო მოხელეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ აძლევენ, თუ მას სამსახურში შენიშვნა ან გაფრთხილება აქვს მიღებული.

 

აჭარის მთავრობიდან გამოგზავნილი პრემიების ამსახველ დოკუმენტში მონაცემები სტანდარტულია, ყველა საჯარო მოხელე ხელფასის შესაბამისად იღებს პრემიას, გარდა ერთი გამონაკლისისა – არჩილ ხაბაძის თანაშემწეს, ლევან ჯაშს პრემიის სახით იმაზე მეტი აქვს მიღებული, ვიდრე კანონით არის განსაზღვრული. როცა სხვა თანაშემწეებს 535 ლარი აქვთ მიღებული, იმ თვეში ლევან ჯაშის პრემია 625 ლარია. როცა ლევან ჯაშის კოლეგებს კვარტალურად ხელფასის ოდენობის პრემია – 1070 ლარი აქვთ აღებული, მას 1650 ლარი მიუღია.

 

აჭარის მთავრობის აპარატს 10 თვეში პრემიებისთვის ჯამში 957 464 ლარი აქვს დახარჯული. აჭარის მთავრობაში, დურგლის ჩათვლით, 130 მოხელე მუშაობს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

შემდეგი უწყება, ვისგანაც “ბათუმელებმა” პრემიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ამ უწყებიდან მიღებულ ინფორმაციაში “ბათუმელების” მიერ დასმულ ყველა კითხვას ამჯერად ამომწურავად პასუხობენ.
მიღებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის ფინანსთა სამინისტროს 10 თვეში პრემიებისთვის 651 174 ლარი დაუხარჯავს. აქედან ყველაზე მეტი – 17070 ლარი მინისტრს მიუღია. დავით ბალაძე ყოველკვარტალურად პრემიის სახით 2720 ლარს იღებს, ხოლო ყოველთვიურად ხელფასის ნახევარს – 1360 ლარს.

 

ამ სამინისტროში არიან ადამიანები, ვის საპრემიო გრაფაშიც წერია – “0”. ასეთია, მაგალითად, დამლაგებელი ნაზი მამულაძე, მექვაბე სერგო ჯინჭარაძე. თუმცა “0” საპრემიო გრაფაში თანამდებობის პირებსაც აქვთ, მაგალითად, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს – თეა ჯაშს ოქტომბრის თვეში პრემია საერთოდ არ მიუღია. ფინანსთა სამინისტროში სულ 109 ადამიანი მუშაობს.

 

ბათუმის საკრებულო

 

ბათუმის საკრებულოში დეპუტატების ჩათვლით სულ 44 ადამიანი მუშაობს. ამ სამსახურში 2013 წლის 10 თვეში, პრემიის სახით, 345 ათას ლარამდეა გაცემული. საკრებულოში ყველაზე მაღალი პრემია მიუღია თავმჯდომარეს – ირაკლი ჩავლეიშვილს. მას მოსდევს მოადგილე ჯუმბერ კახიძე – 16 125 ლარით. კიდევ ერთ მოადგილეს – ვაჟა ვერულიძეს პრემიის სახით 14 350 ლარი აქვს მიღებული.

 

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს განსხვავებული ოდენობის პრემიები აუღიათ, მაგალითად, ნოდარ დუმბაძეს მიღებული აქვს 10 125 ლარი, ხოლო ასევე ფრაქციების თავმჯ- დომარეებს ნაზიბროლა ქობულაძესა და ალექსანდრე ჩხარტიშვილს შესაბამისად 8450 ლარი და 8300 ლარი.

 

საკრებულოს აპარატში ყველაზე მაღალი პრემია – 17 200 ლარი მიუღია აპარატის უფროსს, ლიანა დიასამიძეს.

 

პრემიის სახით 6600 ლარი მიუღია საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს, ვახტანგ ღლონტსაც. ეს თანამდებობა საკრებულოში 2010 წლიდან არსებობს და საგანგებოდ ვახტანგ ღლონტისთვის შეიქმნა. 2010 წლამდე, ანუ წინა მოწვევის საკრებულოში ვახტანგ ღლონტი თავად იყო საკრებულოს დეპუტატი.

 

საკრებულოში ყველაზე დაბალი პრემია – 1060 ლარი მიღებული აქვს ალექსანდრე ქავთარაძეს. ეს, ალბათ იმიტომ, რომ მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი სექტემბრიდან მუშაობს საკრებულოში. კიდევ ერთ მეორე კატეგორიის მთავარ სპეციალისტს – ირაკლი მამულაიშვილს, რომელიც სექტემბერში დაუთხოვიათ სამსახურიდან, პრემიის სახით 4190 ლარი აქვს მიღებული.

 

საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის 800 ათასამდე პენსიონერი ცხოვრობს. წელს მათი პენსიებისთვის 1 469 499 812 ლარი დაიხარჯება.

 

საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ხელფასებისთვის წელს ბიუჯეტიდან 1 180 933 800 ლარი დაიხარჯება.

 

რამდენად სამართლიანია პრემიების გაცემის წესი? ეს შეკითხვა “ბათუმელებმა” 2012 წელს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელს, დავით ონოფრიშვილს დაუსვა. ონოფრიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ პრემიების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს.

 

“პრემიები, რა თქმა უნდა, ზოგადად მიღებული წესია მსოფლიოში, მაგრამ ყოველთვიური პრემია სახელმწიფო უწყებაში იშვიათობაა. არსებობს წლიური ან ნახევარწლიური პრემია. ხშირად, პოსტსაბჭოთა, გარდამავალი ტიპის ქვეყნებში, მიმართავენ ხოლმე ჩვენნაირ მეთოდს, რათა საჯარო მოხელეების მაღალი ხელფასი არ იყოს თვალშისაცემი და არ გამოიწვიოს მოსახლეობის უკმაყოფილება. ხელისუფლება შეფარვით, სწორედ პრემიებისა და სხვა დანამატების სახით ცდილობს, გაუზარდოს ხელფასი ჩინოვნიკებს. ზოგადად, პრემიები არ გაიცემა ყველა თანამშრომელზე. პრემია განსაკუთრებულად შესრულებული საქმისთვის უნდა ეძლეოდეს,” – განაცხადა მაშინ დავით ონოფრიშვილმა.

Exit mobile version