პლაჟზე ნაცემ ქალს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვლის განმარტებით, დაკითხვიდან უმოკლეს  ვადაში უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა და რადგან გამოძიებას ცემის კვალიფიკაცია მიენიჭა  არ უნდა განადგურდეს მტკიცებულებები: „ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად აუცილებელია დაუყონებლივ ექსპერტზის ჩატარება”, -ამბობს საიას იურსტი.

 

 

 

აჭარის მთავრობა და აზერბაიჯანის საკონსულო ნახიჩევანელ ბავშვებს უმასპინძლებენ

 

დღეს 15:00 საათზე, აჭარის მთავრობა და აზერბაიჯანის საკონსულო, ბათუმში ნახიჩევანიდან ჩამოსულ ბავშვებს უმასპინძლებს. მთავრობისა და საკონსულოს წარმომადგენლები ბავშვებთან ერთად ზღვაში გემით გაისეირნებენ, მოგვიანებით კი კაფე „ცეროდენა“ – ში მივლიან. 

 

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 15 აზერბაიჯანელი ბავშვი ააიპ სამედიცინო ასოციაცია „თანა“ს სარეაბილიტაციო ცენტრში სარეაბილიტაციო და სამკურნალო კურსს 22 აგვისტოდან გადის.

 

ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სადღეღამისო მომსახურებით და ექიმის მეთვალყურეობით. უტარდებათ სარეაბილიტაციო ღონისძიებები. პარალელურად მონაწილეობას ღებულობენ კულტურულ – საგანმანათლებლო და გასართობი პროექტებში. ისინი უკვე იმყოფებოდნენ დელფინარიუმში და ბოტანიკურ ბაღში, მოზარდებს ბათუმის მერმაც უმასპინძლა.

 

აჭარის მთავრობამ შშმ ბავშვების ბათუმში მოწვევის გადაწყვეტილება ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს მიერ აჭარაში მცხოვრები ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მიწვევის შემდეგ მიიღო.

 

ბათუმის პლაჟზე მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს სცემა

 

„დილით რვა საათზე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დავინახეთ როგორ აყურყუმალავებდა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი გოგოს. შემდეგ უკვე სანაპიროზე აგრძელებდა მის  წიხლებით ცემას. ყველა ვცდილოდით გაშველებას. ვერ ვაშველებდით. გამოვიძახეთ პატრული, მოვიდა პატრული და ყველანი წავედით პოლიციის განყოფილებაში,“ – ყვება „ბათუმელებთან“ ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი თამთა ჩუმაშვილი.

 

 თვითმხილველების თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ბათუმის მეექვსე განყოფილების უფროსის ავტომობილით გადაადგილდება.

 

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. პრესსამსახურის ცნობით გამოძიება 125-ე მუხლითაა დაწყებული. ამ დროისათვის დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკითხვა მიმდინარეობს. 

 

პრესსამსახურის ცნობით მოძალადე პოლიციელის შვილი არ არის, და არც მისი ოჯახის წევრები არ არიან პოლიციის თანამშრომლები. 

 

 

ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე იხსნება

 

 

გამოფენა  „ღრმად საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან“ რამოდენიმე სეგმენტისაგან შედგება. დამთვალიერებელი შეძლებს იხილოს ბათუმის ხარიტონ ახლვედიანის სახელობის  მხარეთმცოდენეობის  მუზეუმის არქივის ფოტოები და რუკები. ასევე წარმოდგენილი იქნება ვალერი (საშა) მიტიაშვილის ფოტო ნამუშევრების სერია. მიტიაშვილი 1945-1990 წლებში გაზეთ  „საბჭოთა აჭარაში“ მუშაობდა.  მისი ნამუშევრები ფაქტობრივად მთელ საბჭოთა პერიოდს მოიცავს. გამოფენაზე  წარმოდგენილი ფოტოების ძირითადი ნაწილი ყოფითი სცენებისგან შედგება. ასევე  მრავლადაა საბჭოთა ზეიმებისა და ღონისძიებების აღმბეჭდავი ფოტოები.  გამოფენა 2012 წელს SINOPALE და CHANAKALE  ბიენალეებზე იყო წარმოდგენილი.

 

მეორე გამოფენა, რომელსაც ასევე თანამედროვე ხელოვნების სივრცე უმასპინძლებს „საპასპორტო ფოტოა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის ცნობილი ფოტო სერია „საპასპორტო ფოტო“.

 

თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის არქივი 1950-1975 წლებში გადაღებულ ფოტოების ორ დიდ სერიას მოიცავს: პასპორტისთვის გადაღებულ პორტრეტებს და თუშეთის სოფლებში გადაღებულ დღეობებს, ყოველდღიურ ცხოვრებას, მეცხვარეების შრომას და თუშურ პეიზაჟებს. ბათუმში 8 სექტემბერს დამთვალიერებელს 60-იან წლებში გადაღებული თუში ქალების პორტრეტების ნახვა შეეძლება.

 

თანამედროვე ხელოვნების სივრცის შექმნის იდეა ბათუმელ ხელოვანებს 2011 წელს გაუჩნდათ. რამდენიმე ხელოვანის გადაწყვეტილება და სურვილი, ბათუმში არსებულიყო თავისუფალი, მულტიმედიური სივრცე, რომელიც შეითავსებდა, როგორც საგამოფენო, ასევე საგანმანათებლო ფუქნციას წლების განმავლობაში იხვეწებოდა, იზრდებოდა და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი არე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მედიასა და ხელოვნების მიმართულებებს. პერიოდულად სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიებები ხორციელდებოდა. 2014 წელს კი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნა ააიპ თანამედროვე ხელოვნების სივრცე, რომელსაც სამინისტრომ წლიური პროგრამული და სარემონტო სამუშაოებისათვის თანხები გამოუყო.

 

9 სექტემბერს „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ კონფერენციის გამართვას გეგმავს სახელწოდებით „ხლებნიკოვის შემდეგ“. კონფერენცია ბრიტანულ ორგანიზაცია „დაშ არტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.  პროექტის კურატორი სინგაპურის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი ჩარლზ მერივეზერია.  პროექტში მონაწილეობას იღებენ ხელოვანები უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და საქართველოდან.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები „თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ წარმომადგენლებს უნდა დაუკავშირდნენ

თვითმხილველი: მთვრალი პოლიციელი მანქანის რუპორიდან იგინებოდა

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილია.

ამ ავტომანქანაში მსხდომი პოლიციელი დღეს ბათუმგორაზე ავტომანქანის რუპორიდან იგინებოდა
ამ ავტომანქანაში მსხდომი პოლიციელი დღეს ბათუმგორაზე ავტომანქანის რუპორიდან იგინებოდა

ის “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ დღეს მუშაობდა, თუმცა ზუგდიდში იმყოფება. მისივე მტკიცებით, არ იცის ვინ მართავდა ავტომანქანას, რომლის სახელმწიფო ნომერია CIC 221 (ფოტო გადაღებულია თვითმხილველის მიერ). შალვა ჯანიყაშვილმა ასევე უარყო იმის შესახებ ინფორმაციაც, რომ დღეს ბათუმგორაზე იმყოფებოდა. 

 ვინ მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით CIC 221, სად იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი და ასრულებდა თუ არა ის დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ბათუმში? – მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს “ბათუმელებმა”ამ კითხვებით მიმართა და ბათუმგორაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა,  უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ  ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექცამ მოკვლევა  დაწყო. 

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ფარაჯანოვის ფილმით გაიხსნება

საავტორო კინოს ფესტივალი ფარაჯანოვის ფილმით = „ბროწეულის ფერი“ – გაიხსნება. გარდა ამისა, ფესტივალზე ფარაჯანოვის საიუბილეო საღამო გაიმართება.

 

 

2014 წლის კინოფესტივალზე დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები. ასევე 40 ფილმი იქნება ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში. კინოფესტივალზე მოწვეული რეჟისორები მასტერკლასებს ჩაატარებენ.

 

 

მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს თანამედროვე საავტორო კინო. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ირლანდიელი რეჟისორის, ლენი  აბრაჰამსონის „ფრენკი“, ირანელი რეჟისორის მუჰამედ რასულოფის „არ დაწვა მანუსკრიპტი“, თურქი რეჟისორის ჰუსეინ ქარაბეის „თავისუფალი ვარდნა“. ასევე მხატვრული კინოს სექციაში ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“.

 

 

BIAFF-ზე კინოჩვენებები რამდენიმე სექციად გაიმართება. მხატვრული კინოს, დოკუმენტური კინოსა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციებად. ასევე კინოფესტივალზე არასაკონკურსო სექციაში ექვსი ფილმი იქნება ნაჩვენები. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს თანამედროვე ფრანგი, იტალიელი, დიდი ბრიტანელი, ბელგიელი, ირლანდიელი და თურქი რეჟისორების ნამუშევრები.

 

 

ასევე კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ევროპის კინოაკადემიის (EFA) მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. შHOღთ MAთთEღშ –  ევროპის კინოაკადემიის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ტურია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კინოფესტივალზე ნაჩვენებია EFA-ზე ნომინირებული ახალგაზრდა, თანამედროვე ევროპელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე 14 ფილმი იქნება ნაჩვენები.

 

„ტრადიციული კინოჩვენების გარდა გავაგრძელებთ ღია კინოჩვენებებს ერას მოედანზე, რაც შარშან დავიწყეთ. ასევე ვაგრძელებთ ინდუსტრიულ პლატფორმას, ანუ შეხვედრებს ქართველ კორპროდიუსერებსა და ფონდებს შორის. გვექნება დამატებითი ივენთი ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში BIAFF კინოსკოლა. ეს იქნება ორდღიანი ვორქშოფი. ასევე გვექნება ორი საიუბილეო ივენთი. ერთი იქნება ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი. რამდენიმე ფილმს ვაჩვენებთ, ასევე ჩავატარებთ სემინარს, რომელსაც უცხოელი და ქართველი რეჟისორები დაესწრებიან. მეორე საღამო იქნება თენგიზ აბულაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი, რომლის ფარგლებში ვაჩვენებთ ორ ფილმს – „ვედრება“ და „მონანიება“, – ამბობს BIAFF ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი.  

 

 

კინოფესტივალზე ყველა სექციას თავისი ჟიური ეყოლება. მხატვრული კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში უკრაინელი, ამერიკელი, ბელორუსი, სომეხი და ქართველი ჟიურის წევრები იქნებიან.

 

 

დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურის შემადგენლობა აზერბაიჯანელი, სერბი, პოლონელი და ქართველი წევრებითაა დაკომპლექტებული.

 

 

ასევე ინტერნაციონალური იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის შემადგენლობაც.

 

კინოფესტივალის სპონსორები არიან: ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სასტუმრო „DIVAN“-ი.

 

კინოფესტივალი 14 სექტემბერს დაიწყება, ერთ კვირას გაგრძელდება და 21 სექტემბერს დაიხურება.

დღეს ორი თვის ანას საკვები მიუტანეს

 

ორი თვის ანას ბედით ადგილობრივი გამგეობა და საქველმოქმედო ფონდი „დოროთეა პარკელი“ დაინტერესდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ ბავშვისა და და ოჯახის გამოსაკვებად პროდუქტები საკუთარი ხარჯებით შეიძინა. სოციალურად დაუცველი ოჯახი, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა და თემის რწმუნებულმა დღეს მოინახულეს. 

 

„ოჯახის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდით, მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დახმარების მიზნით ამ ოჯახს არასოდეს მოუმართავს. დღესვე მოვინახულეთ ოჯახი და გადავეცით საკვები პროდუქტები, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ საკუთარი ხარჯებით შეიძინა, მართლაც რთული მდგომარეობა დაგვხვდა, შემდგომი რეაგირებისთვის ვითარება ადგილზე შევისწავლეთ, ბავშვის კვების პრობლემის გადაჭრის მიზნით ჩვენთან ერთად იმყოფებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს სამსახურის უფროსი. 

 

რაც შეეხება სახურავს, ინფორმაცია შეტანილია და როგორც კი გამოჩნდება მეორადი სახურავი ოჯახს გადავცემთ, მუნიციპალიტეტი ამ ოჯახს ყველანაირად დაეხმარება“, – აცხადებს ხულოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირმა შავაძე. 

 

მისივე თქმით, ოჯახი კრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ შეიქმნა, როცა გარდაიცვალა ბებია, რომლის პენსიაც ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო.  

 

ორი თვის ანას გამოკვებისთვის საკვების გადაცემას ხვალისთვის გეგმავს საქველმოქმედო ფონდიც. ფონდის წარმომადგენლებმა რედაქციაში დარეკეს და ანას ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია სწორედ იმ მიზნით მოითხოვეს, რომ ანას საკვები მიუტანონ.

 

თამარ ნიკურაძე ფონდის წარმომადგენელი:  „დავიწყეთ თანხის შეგროვება, ბავშვისთვის საკვებს ვიყიდით და ხვალ გავუგზავნით“. 

 

ხოზრევანიძეების საცხოვრებელი სახლი
ხოზრევანიძეების საცხოვრებელი სახლი

აჭარაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს აგვისტოში 32 ათასზე მეტმა ტურისტმა მიმართა

 

2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით აჭარის მასშტაბით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს 82 707 ვიზიტორი ჰყავდა, გასული წლის იგივე პერიოდში კი –  52 060.  

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაცემებზე დაყრნობით შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ სეზონზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს 59%-ით მეტმა ვიზიტორმა მიმართა.

 

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით სტატისტიკას, სარფის საბაჟოზე მდებარე საინფორმაციო ცეტრში ლიდერობს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, ირანი, უკრაინა, ერაყი, აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში კი თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი და ისრაელი. ქალაქ ბათუმის, ისევე როგორც მუნიციპალიტეტებში მდებარე საინფორმაციო ცენტრებით ყველაზე ხშირად პოლონელი, უკრაინელი, რუსი, ებრაელი, ასევე ევროპელი ტურისტები ინტერესდებოდნენ. 

ბათუმში სამი ათასზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

 

 

მუნიციპალური საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, „ამჟამად მიმდინარეობს #21 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც 2013 წელს სტიქიამ დააზიანა. აღდგენით სამუშაოებს ბათუმის მერია აწარმოებს.“ მისივე თქმით, 2015 წლისათვის ბათუმში ახალი ბაღების მშენებლობა იგეგმება.

 

წელს ბათუმში საბავშვო ბაღებმა  1322  აღსაზრდელი  მიიღეს. ბათუმში მუნიციპალურ ბაღებში აღსაზრდელთა ლიმიტი 6600-ა, აქედან ჩარიცხულია 6227 ბავშვი. ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ბავშვები ჯერჯერობით გადანაწილებული არიან სხვა და სხვა საბავშვო ბაღებში, მას შემდეგ, რაც აღსაზრდელები თავიანთ  ბაღებს დაუბრუნდებიან, მათ გამოთავისუფლებულ ადგილზე მიღება თავიდან გამოცხადდება.

 

მუნიციპალური საბავშვო ბაღები  უფასოა და ის მერიის  ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალური ბაღების გაერთიანებაში 1050 თანამშრომელია დასაქმებული, აქედან  350 აღმზრდელია, 27 უფროსი აღმზრდელი, ანუ მეთოდისტი. ნატალია ზაქარეიშვილის თქმით,  აღმზრდელთა უმრავლესობამ  გადამზადების  კურსი გაიარა, დარჩენილია 40 აღმზრდელი, რომლებიც  გადამზადების კურსს სექტემბრის ბოლომდე გაივლიან.  მათი საშუალო ხელფასი 400 ლარამდეა.

 

მომავალი წლიდან  საბავშო ბაღებში საბუთების  მიღება ელექტრონულად იწარმოებს. 

ვინ გახდება სკოლის ექიმი – კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

 

ბათუმში:  N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა – 4 განცხადება,   N7 საჯარო სკოლა – 6 განცხადება, N5 საჯარო სკოლა – 5 განცხადება, ქობულეთის  N3 საჯარო სკოლა – 4 განცხადება, ხელვაჩაურის  N1 საჯარო სკოლა – 3 განცხადება, დაბა ხულოს საჯარო სკოლა – 2 განცხადება.

 

კონკურსის პირველი ეტაპი (აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა) გადალახეს შემდეგმა კონკურსანტებმა:

1.იამზე სურმანიძე 2. მარადი ბერიძე 3. ირმა დიდია 4. ხათუნა აბდალაძე 5. მანანა უბილავა 6. ციური ბოლქვაძე 7. მერაბ მახარაძე

 

კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება) ჩატარდება 2014 წლის 9 სექტემბერს 14:00 სთ-ზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. ბათუმი, აკ. მამია კომახიძის ქ N119).

ერთკაციანი აქცია ”ნატოს” წინააღმდეგ

 

„ნატოს ფონზე  ჩვენ ვერ ვმართავთ მოლაპარაკებას რუსეთთან, რომელიც ქართული პროდუქციის ბაზარია. ეს უშლის ხელს ურთიერთობის  ჩამოყალიბებას, ამის გამო დავკარგეთ ტერიტორიები, ფაქტიურად გვეკარგება ქვეყანაც“. 

იყიდება გარემონტებული ბინა თამარის დასახლებაში

 

იატაკი გაკეთებულია დეკორატიული მაკაგონისა და კოპიტის პარკეტისაგან, გერმანული ფანჯრებით, ჩასმული კოპიტის კარადებითა და კოპიტის კარებით. შესასვლელი რკინის კარით და რამდენიმე სათავსოთი. სახლში განთავსებულია რუმინული ავეჯი და 200-ტომეული მსოფლიო ლიტერატურა რუსულ ენაზე, თავისი კარადებით.

 

ფასი შეთანხმებით

 

მობ: 593138623 – სერგო



არჩილ ხაბაძის პასუხი უმაღლეს საბჭოში დაბარებაზე

 

არჩილ ხაბაძე და მურმან დუმბაძე საქართველოსა და აჭარის პარლამენტარებთან ერთად
არჩილ ხაბაძე და მურმან დუმბაძე საქართველოსა და აჭარის პარლამენტარებთან ერთად

როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლეს საბჭოში იბარებენ. დეპუტატების ერთი ჯგუფი ღიად აცხადებს, რომ უკმაყოფილოა 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულებით. ამის საილუსტრაციოდ საფინანსო კომისიაში ციფრებს ასახელებენ – ხარჯვის ნაწილი მხოლოდ 50%-ით შესრულდა, შემოსავლები კი 115%-ის გადაჭარბებით.

 

 დეპუტატებს უნდათ, რომ ბიუჯეტის კანონთან დაკავშირებით კითხვებს საბიუჯეტო გარღვევებზე არჩილ ხაბაძეს დაუსვან.

 

არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგიდან კვლავაც არ მოხსნილა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამ მოთხოვნას 14 დეპუტატი დაუჭერს მხარს.

 

გუშინ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა – რობერტ ჩხაიძემ დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერენ არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს. „ქართული ოცნების“ ფრაქციაში ამ დროისთვის 7 დეპუტატია გაერთიანებული, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ 8 დეპუტატი. შესაბამისად, თუკი ეს ორი ფრაქცია მოინდომებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტი შესაძლებელი ხდება.   

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტო 772 216 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -0,5 %–ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 685 834 ვიზიტი განხორციელდა, რაც 3%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. 

 

2014 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-5,5%), აზერბაიჯანიდან (+29%), სომხეთიდან (-12,2%), რუსეთიდან (-7%) და უკრაინიდან (+22,9%) განხორციელდა. 

 

ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან,   საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის  კუთხით, იანვარ–აგვისტოშიც კვლავ ლიდერობს: ლიტვა, პოლონეთი, ესპანეთი, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 91%, 40%, 17%, 17%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (40%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 50% მატებით.

 

საქართველოს საზღვარზე გადადაგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ექვსი ვაკანსია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში

 

ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – თანამდებობრივი სარგო: 640 ლარი;  ადგილების რაოდენობა – 1; 

 

ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილების უფროსი – თანამდებობრივი სარგო: 1100 ლარი. ადგილების რაოდენობა: 1;

 

მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – თანამდებობრივი სარგო: 640 ლარი; ადგილების რაოდენობა – 1;

 

სტატისტიკის განყოფილების უფროსი – თანამდებობრივი სარგო: 1100 ლარი. ადგილების რაოდენობა: 1;

 

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (სისტემური ადმინისტრატორი) – თანამდებობრივი სარგო: 640 ლარი; ადგილების რაოდენობა – 1;  

 

მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტი –  თანამდებობრივი სარგო: 790 ლარი; ადგილების რაოდენობა – 1;  

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა; ტესტირება; გასაუბრება.

საბუთები მიიღება 2014 წლის 11 სექტემბრამდე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 84/86; საკონტაქტო ტელეფონები: 577141771 / 577909118; საკონტაქტო პირი: ზვიად ანთაძე/ლალი ახვლედიანი.

კონკურსის პირობებისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.hr.gov.ge

რიგები ექიმის კაბინეტთან

 

პაციენტები ხშირად ჩივიან, რომ ექიმთან რიგში საათობით უწევთ ყოფნა. „მეც ვმუშაობ, ისევე როგორც ექიმი. იმის გამო, რომ რიგი მოწესრიგებული არ არის, რამდენიმე საათის მანძილზე მომიწია რიგში დგომა, მიუხედავად იმისა, რომ დაბარებული ვიყავი კონკრეტულ დროს. რამდენიმე საათის შემდეგ იძულებული გავხდი რიგი დამეტოვებინა და წავსულიყავი სამსახურში“,  – ამბობს ც.კ.

 

 

რატომ ვერ იღებენ ექიმები პაციენტს დათქმულ დროს? – პაციენტები ამბობენ, რომ რიგს სხვა, ექიმის მიერ პრივილეგირებული პაციენტები არღვევენ, ექიმები კი, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ პაციენტი ზუსტად დათქმულ დროს არ ცხადდება, რაც პრობლემებს ქმნის.

 

 

ექიმების თქმით, მეორე მიზეზი, რის გამოც დაბარებულ დროზე პაციენტის მიღება რთულდება, ისაა, რომ შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ის დრო, რომელიც კონკრეტულ პაციენტზე დაიხარჯება, მაგალითად არიან პაციენტები, რომლებსაც პირველივე მიღებისთანავე ესაჭიროებათ სასწრაფო პროცედურების ჩატარება, ასეთი პაციენტების მიღება კი ჩვეულებრივზე გაცილებით მეტ დროს მოითხოვს.

 

 

„ხშირად ერთ საქმეზე მოსული პაციენტი სხვა გამოკვლევასაც საჭიროებს, თანაც არიან პაციენტები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ და მათი ლოდინი დაუშვებელია. სწორედ ეს ხდება რიგის არევის მიზეზი, ამიტომ ძალიან რთულია პაციენტების ზუსტად დათქმულ დროზე მიღება“, – ამბობს ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ნუკრი ბეჟანიძე.

 

 

ცოცხალი რიგის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მასში ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ურიგოდ იღებენ. რა კატეგორიის პაციენტები სარგებლობენ ურიგო მომსახურებით, ამას თავად დაწესებულება ადგენს, მაგრამ ამ სიაში ყოველთვის ხვდებიან ადამიანები მაღალი არტერიული წნევით, მაღალი ტემპერატურითა და მწვავე ტკივილით.

 

 

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში რიგის გარეშე მეზღვაურებსა და სამხედრო მოსამსახურეებს იღებენ, თუმცა ოფთალმოლოგ კახა შარაშიძის თქმით, გარკვეული პრივილეგიებით ექვს წლამდე ბავშვები და ინფექციური დაავადების მქონე პაციენტებიც სარგებლობენ: „თუ პაციენტს გადამდები დაავადება – კონიუქტივიტი აქვს, ვცდილობთ დროულად აღმოვუჩინოთ დახმარება, რათა სხვა პაციენტებსაც არ გადადოს ვირუსი. გარდა ამისა, თუ რაღაც მოხვდა პაციენტს თვალში, ხალხს ვთხოვთ, რომ რიგი დაუთმონ, რათა ტკივილი დროულად მოვუხსნათ“.

 

 

დ.ხ.-ს თქმით, ცოცხალი რიგის მთავარი ნაკლი წესრიგის დამრღვევი პაციენტები არიან: „რიგები ძალიან უსამართლოა ჩვენთან. პირველად სამშობიაროში მოვხვდი ასეთ დიდ რიგში. 2-3 საათი ისე ვიდექი რიგში, რომ დაზუსტებით არ ვიცოდი ვინ იყო ბოლო. თითქოს ჩვეულებრივად მიდის რიგი, მაგრამ მერე ვიღაც გამოჩნდება, ვისაც დაკავებული ჰქონია ადგილი ან ვინმე ნაცნობს შეიყვანენ“, – ამბობს ის.

 

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უშუალოდ რიგის დისციპლინირებაა საჭირო, რისი ყველაზე თანამედროვე სისტემაც რიგის მართვის აპარატია, რომელიც საზღვარგარეთ ყველა იმ დაწესებულებაში გასცემს ნომრებს, სადაც ადამიანების დიდ რაოდენობას ემსახურებიან – „ამ სიტუაციის დარეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელია რიგის აპარატისა და კომფორტული მოსაცდელის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხსნის თავად რიგს, მაგრამ მოაწესრიგებს და უფრო ორგანიზებულს გახდის მას“, – ამბობს მალხაზ ხალვაში. მისივე თქმით, აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში ცოცხალ რიგებს რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ-ერთია ისიც, რომ პაციენტები ხშირად თავის დარგში ძლიერ ექიმს ირჩევენ, რომელზეც დიდი მოთხოვნაა: „ეს მედიცინისთვის და ნებისმიერი სხვა სფეროსთვის დამახასიათებელი გარემოებაა. პაციენტებს უნდათ ექოსკოპია ან რომელიმე სხვა მომსახურება ერთ კონკრეტულ ექიმთან ჩაიტარონ, რომელსაც კარგი სახელი აქვს ქალაქში, მათთან კი იმდენი მსურველია, რომ რიგის გარეშე მოხვედრა შეუძლებელია“.

 

 

ჯანდაცვის ექსპერტი, ექიმი სიმონ გაბრიჭიძე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა სხვა ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებშიც არსებობს, თუმცა იქ უფრო ორგანიზებულია რიგის მართვის სისტემა. მისი აზრით, პრობლემა ისაა, რომ საზღვარგარეთ რიგიდან ამოვარდნილ პაციენტს ექიმი უარით ისტუმრებს, საქართველოში კი ეს არ ხერხდება. მისი თქმით, ამის გამოსწორება შეუძლებელი არ არის, თუმცა ეს არც ისე მარტივია, რადგანაც მოუწესრიგებელ რიგებთან დაკავშირებით, გარკვეული პასუხისმგებლობა პაციენტებმაც უნდა აიღონ: „ძალიან გვაწუხებს ეს პრობლემა და გარკვეულ გზებსაც ვეძებთ. ადრე ვცადეთ პაციენტების განსაზღვრულ დროებზე დაბარება, მაგრამ უშედეგოდ. ექიმს თავისთავად ურჩევნია ჩაწერით მიიღოს პაციენტი, მაგრამ აქ ერთი ორსულის დაგვიანებითაც ირევა რიგი, რომელსაც მკაცრად ვერ ეუბნები, რომ დაგვიანების გამო იგი რიგიდან ამოვარდა და ორი კვირის შემდეგ უნდა მოვიდეს. საფრანგეთში შეიძლება უთხრან, მაგრამ იქ საკუთარ ჯანმრთელობაზე პაციენტია პასუხისმგებელი, ჩვენთან კი ყველაფერზე ექიმი და სახელმწიფო აგებს პასუხს“.

 

 

ოფთალმოლოგი კახა შარაშიძე, რომელსაც პროფესიული ვიზიტი ხშირად უწევს საზღვარგარეთ, ამბობს, რომ დასავლურ სამედიცინო დაწესებულებებში ეს პროცესი რიგის აპარატით რეგულირდება: „შესაძლოა ჩვენთან ცოცხალი რიგები სწორედ ამ რიგის აპარატებმა დაარეგულიროს, მაგრამ ეს მაინც არ გამორიცხავს რიგების არსებობას. ხალხს მაინც მოუწევს 3-4 საათი ლოდინი, უბრალოდ, უფრო მოწესრიგებული იქნება ეს პროცესი“, – ამბობს ექიმი. 

 

 

კახა შარაშიძე ამბობს, რომ ცოცხალ რიგთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრშიც სცადეს, თუმცა იმ პაციენტების გამო, რომლებიც წინასწარ დარეკვის გარეშე ჩამოდიოდნენ სოფლებიდან, ეს არ მოხერხდა. „ჩვენთან ძალიან რთულია პაციენტს გააგებინო, დღეს დაკავებული ვარ და ხვალ ან ზეგ მოდიო. მაგალითად, სოფლიდან ჩამოსულ ადამიანს უკან ვერ მიაბრუნებ გამოკვლევის გარეშე“,- ამბობს ექიმი.

 

 

კახა შარაშიძის თქმით, პაციენტების ჩაწერით მიღება ექიმის სამუშაო პირობებს ბევრად გააუმჯობესებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი პაციენტი დარჩება მომსახურების გარეშე: „რამდენჯერაც ვცადე რამის შეცვლა, საბოლოოდ ვარჩიე, რომ დამეტოვებინა ცოცხალი რიგი, ჯობია ორი საათი იცადოს პაციენტმა, ვიდრე საერთოდ გამოკვლევის გარეშე გავუშვა სახლში“.

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ბანაკი სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალებისთვის

 

ტრენინგების მიზანი სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება და გააქტიურებაა.  ტრენინგში მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის რეგიონებისა და გალის რაიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს რაც მათ თემში არსებობს.  პროექტის ფარგლებში მათი გადაჭრის გზებიც დასახეს. ქალებმა ასევე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის შემთხვევებსა და ქალთა მკვლელობებზე, რაც დღემდე მწვავე საკითხად რჩება.   

 

 

წყალი, გაზი, გზა, საბავშვო ბაღები  – ეს იმ ძირითად პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია, რაც სხვადასხვა სამიზნე რეგიონში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ. პროექტის მონაწილე ქალები კარგად აცნობიერებენ, რომ პრობლემების გადაჭრის გზა ერთობლივ ადვოკატირებაზე, ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე გადის.

 

„ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მეხმარება იმაში, რომ გავხდე უფრო ღია და აქტიური. იმ ინფორმაციას, რაც მივიღე ამ დღეების მანძილზე აუცილებლად გავუზიარებ ჩემი გუნდის წევრებს,“ – ამბობს ია გოგოლაძე, ყვარლის რაიონის თვითდახმარების ჯგუფის წევრი.

 

„ამ ტრენინგის მეშვეობით ვცდილობთ, მოვამზადოთ და გავაძლიეროთ სოფლად მცხოვრები ქალები ისე, რომ ისინი პასიურიდან აქტიურ მოქალაქეებად იქცნენ. მათი დამოკიდებულება თანდათან იცვლება. ვხედავთ მზადყოფნას, რომ ტრენინგების მონაწილეებმა ცვლილებები მოახდინონ თავიანთ თემში. პროექტის ფარგლებში მათი ეკონომიკური გაძლიერების იმედიც გვაქვს. იმედია, პროექტის დასასრულს, ამ ქალების ნაწილს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც ვიხილავთ,“ – ამბობს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ელენე რუსეცკაია.

 

საზაფხულო სამშვიდობო ბანაკი 29 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით იმართება. ამ პერიოდის მანძილზე მონაწილეები აიმაღლებენ გენდერულ მგრძნობელობას, შეიძენენ ლიდერი ქალისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებს და ცოდნას, გაეცნობიან ქალთა უფლებების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო დოკუმენტების ძირითად პრინციპებს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს. აღნიშნულ დოკუმენტებს შორისაა კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ და რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

 

ტრენინგების სერია საზაფხულო სამშვიდობო ბანაკში იმ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის იმართება, ვინც პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში შერჩეული სამიზნე რეგიონების თვითდახმარების ჯგუფების წარმომადგენლები და სათემო მუშაკები არიან. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ „ტასოსთან“, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გალის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე.

 

413 ოჯახი ფულად კომპენსაციას მიიღებს

ქედის მუნიციპალიტეტში მცოხვრებ 258 ოჯახს, 2014 წლის 31 მაისს სეტყვისა და შტორმული ქარის შედეგად ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების გამო მიყენებულ ზარალს აჭარის მთავრობა აუნაზღაურებს. ფულად კომპენსაციას მიიღებს ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 155 ოჯახიც, რომლებსაც სტიქიამ ნარგავები 5 ივნისს გაუნადგურა. 

 

დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის საკითხი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ განიხილა.

მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას კომპენსაციის სახით 222 373 ლარი გამოიყოფა. 

სხდომაზე სამთავრობო კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში ატმოსფერული ნალექის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღსადგენაზეც იმსჯელეს და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს მიეცა რეკომენდაცია გამოიყენოს 235 000 ლარი დაზიანებული გზების აღსადგენად. 

ხხდომაზე ასევე განიხილეს, სტიქიის შედეგად დაზარალებული 3 ოჯახისათვის ფულადი დახმარების გაწევის საკითხი, თანხამ 26 730 ლარი შედგინა. 
სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია, დასამტკიცებლად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

ქედაში 52 წლის მამაკაცი სახლში დაიწვა

“სამწუხარო ფაქტი მოხდა, სოფელ კუჭულაში მამაკაცი დაიწვა, გამოძახებიდან 9 წუთში შემთხვევის  ადგილზე მივედით სამაშველო, სახანძრო და სასწრაფოს დახმარების ბრიგადები, ადგილზე მისულებს სახლი ცეცხლმოკიდებული დაგხვდა, ხანძრის ჩასაქრობად სამი ბრიგადა მუშაობდა, არავინ იცის ცეცხლი საიდან გაჩნდა ” – ამბობს  როლანდ ცინცაძე. 

 ფაქტზე გამოძიება  ქედის რაიონულმა  სამმართველომ უკვე დაიწყო.

სოფლის გამგებელის, რუსლან ბოლქვაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული და შინ დღეს დაბრუნდა, მისივე ინფორმაციით, ოჯახის დანარჩენმა წევრებმა ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლა მოახერხეს, 52 წლის მამაკაცმა კი შინიდან გამოსვლა ვერ შეძლო.  

ბათუმი კინოში – წიგნის პრეზენტაცია „აპოლოში“

 

„ბათუმი კინოში“ 1918-1921 წლიდან 2012 წლამდე  ბათუმში გადაღებული ქართული და უცხოური მხატვრული და დოკუმენტური ფილმების შესახებ შეიცავს ინფორმაციას და ფოტომასალას. წიგნში მოცემულია კინოში მოღვაწე ადამიანების მოგონებები, ფილმების ანოტაციები და ინგლისურენოვანი რეზიუმე.

 

„კინოს აქვს უნიკალური თვისება – ის შეიცავს მეხსიერებას. კინომ შემოგვინახა ბათუმის იერსახე, მისი კულტურული სივრცე. ქართული კინოს ისტორია დაკავშირებულია ბათუმთან. 20-იან წლებში, როდესაც ამოქმედდა  ქართული კინოწარმოება, ეს პერიოდი დაკავშირებულია ბათუმთან. აქ იღებდა მარჯანიშვილი ფილმს, პერესტიანი, ბარსკი… პერესტიანის „წითელი ეშმაკუნები“, რომელიც მსოფლიო კინომემკვიდრეობის ნაწილია, სწორედ ბათუმში არის გადაღებული, მისი ეპიზოდები…“ – განაცხადა წიგნის პრეზენტაციაზე ოლიკო ჟღენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სიმბოლურია, რომ წიგნის პრეზენტაცია კინო „აპოლოში“ შედგა სწორედ იმ დღეებში, როცა ქალაქი „ბათუმობას“ აღნიშნავს.

 

წიგნს თან ერთვის დისკი, რომელზეც ბათუმის კინოქრონიკებია ჩაწერილი, მათ შორის: „ბათუმის გათავისუფლება თუქთაგან“, „უცხოეთის დელეგაციების ვიზიტი მენშევიკური პერიოდის ბათუმში“ და ფრაგმენტები იმ ფილმებიდან, რომელიც ბათუმშია გადაღებული.

 

წიგნი აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის – „აჭარაში კინოხელოვნების მხარდაჭერის ხელშეწყობა“,  ფარგლებში გამოიცა. წიგნის ტირაჟი ათასს ეგზემპლარს შეადგენს, იგი არ გაიყიდება. „ბათუმი კინოში“ საჩუქრად გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. წიგნი დღეს საჩუქრად მიიღეს პრეზენტაციაზე მოწვეულმა პირებმა.   

 

 

წიგნის პრეზენტაციას აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  

 

პრეზენტაციის შემდეგ „აპოლოში“ ბათუმელი ჟურნალისტის, ანზორ თალაკვაძის გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „წვიმა“ და ძველი ბათუმის კინოქრონიკები აჩვენეს.

 

 

ორი თვის ანას საკვები სჭირდება


ოჯახის მთავარი საფიქრალი ანას გამოკვებაა – ოჯახში არავინ მუშაობს, პატარას კი ხელოვნური საკვები სჭირდება. ახალშობილის მშობლები არასრულწლოვნები არიან, ოჯახის სხვა წევრებს კი ფიზიკური შრომა არ შეუძლიათ. ვალების გამო ოჯახმა მეწველი ძროხებიც გაყიდა, ბოსლის მასალით კი ოჯახი სახლს ამაგრებს. როგორც ბავშვის დედა – ჟუჟუნა ამბობს, ანას გამოკვებაში მეზობლები და ნათესავები ეხმარებიან. 

 

„არავინ მუშაობს, ნათესავები და მეზობლები გვეხმარებიან და ასე ვყიდულობთ ბავშვისთვის საკვებს. ოროთახიანი სახლი იყო, ბავშვის საწოლი რომ დაგვედგა, ადგილი არ იყო, გაფართოება გადავწყვიტეთ, აქვე, ახლოს ნათესავი სახლს აკეთებს და ძველი სახლის მასალას, რაც გამოდგება, გვაძლევს. ბოსლის მასალასაც ვიყენებთ. ოჯახში ფიზიკური შრომა არ შეუძლიათ, მამამთილს ხელოვნური კუჭი აქვს, დედამთილი ნაოპერაციევია, ქმარს კი ნეკნი აქვს ჩატეხილი და სამკურნალოა, ფიზიკური შრომა არ შეიძლება მისთვის“, – ამბობს ჟუჟუნა.

 

ჟუჟუნას მეზობლად მცხოვრები მისი ნათესავი ზეინაბი ამბობს, რომ სოფელში რთულია ცხოვრება და აქ ყველას უჭირს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გოჩა ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ოჯახის მდგომარეობას აუცილებლად შეისწავლიან: „აუცილებლად მივალთ და შევისწავლით ოჯახის მდგომარეობას, დღესვე გავარკვევთ რა ვითარებაშია ოჯახი. რაც შეეხება ფინასურ დახმარებას, ოჯახს პროგრამულად ვერ დავეხმარებით, რადგან მსგავსი პროგრამა არ არის, მაგრამ მუნიციპალიტეტი, საჯარო მოხელეები უყურადღებოდ არ დავტოვებთ, მაქსიმალურად ვიცდილებთ ოჯახს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ.“

 

„ბათუმელები“ ოჯახის მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

მოგეწონათ თუ არა „ბათუმობა“ 2014

 

ლარისა კეკუსაძე 56 წლის:  კარგი ღონისძიება იყო, მაგრამ უფრო სასიამოვნო იქნებოდა მოეწვიათ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა  კუთხიდან ფოლკლორული  ანსამბლები,  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები,  ხელი შეეწყოთ ურთიერთგაცნობისა და დაახლოებისათვის.

 

 

რამაზ ბერიძე, 45 წლის: ყველაფერი კარგი იყო,  ყველაზე მეტად  ღვინის  გამოფენა მომეწონა,  გამასინჯეს კიდეც. მინდოდა დამაგვირგვინებელი  კონცერტი ყოფილიყო.

 

 

თორნიკე პატარაია, 19 წლის:  გუშინდელ ბათუმობაზე ვერ მოვახერხე მისვლა, სამუშაო დღე იყო, მინდოდა დასვენების დღეებში ჩატარებულიყო. მე ვფიქრობ, რახან ბათუმი ტურისტული ქალაქია, მეტად უნდა წარმოგვეჩინა  ქართული კულტურა უცხოელებისათვის.

 

 

გიორგი დიდმანიძე, 32 წლის: მომეწონა გუშინდელი დღესასწაული, გაიხარეს ქალაქელებმა, გაერთნენ.

 

 

კოკა გოგიჩაიშვილი, 26 წლის:  ამ კუთხის რამე ეროვნული უნდა ყოფილიყო, ერთი მიმართულებით უნდა ემუშავათ, აეღოთ ერთი თემა და მის ირგვლივ უნდა აეწყოთ პროგრამა.

 

 

ლაშა ხაჩიძე 22 წლის: გამოფენა მომეწონა, მხატვრების  საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს,  ისე უფრო ინფორმაციული უნდა ყოფილიყო, ტურისტებისთვის იქნებოდა  საინტერესო.

 

 

გვანცა მახარობლიშვილი, 29 წლის:  მე ათი  წელია არ ვყოფილვარ ბათუმში და მომეწონა  ინფრასტრუქტურა, შეცვლილია ქალაქი.  გუშინ ბავშვები  გაერთნენ, ისე მინდოდა ბავშვებისთვის მეტი გასართობი ყოფილიყო.

 

 

სვეტა აფციაური, 36 წლის: ჩვენ კახეთიდან  ვართ მოწვევით,  ხალხური რეწვის ნიმუშები გამოვფინეთ, ბევრი გაიყიდა.

 

 

რესან გუგუნავა, 79 წლის:  გამიხარდა, რომ კარგი ამინდი იყო, კიდევ ის, რომ საპატიო ბათუმელის წოდება  მიანიჭეს  კარგ ბათუმელებს.

 

 

ჯემალ შავაძე, 67 წლის: ბათუმობა პირველად 1978 წელს ჩატარდა და  ყვავილების ფესტივალი ერქვა ახლა მხოლოდ ერთ ქუჩაზე ჩატარდა  ეს ღონისძიება, უნდა ყოფილიყო უფრო საყოველთაო.

“Aსინქრონის” წარდგენა ბათუმში

 

 

„Aსინქრონი“ ეკატერინე ტოგონიძის პირველი რომანია. ავტორმა წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მიუძღვნა. რომანი განსაკუთრებულ შემთხვევაზე მოგვითხრობს – ეხება თემას, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ. მთავარი გმირების პროტოტიპები ამერიკელი დები არიან, თუმცა მოვლენები აქ  ქართულ გარემოში ვითარდება, შეუწყნარებელ საზოგადოებაში, სადაც უჭირთ განსხვავებულის მიღება, სადაც პირადი ტრაგედია შესაძლოა საცირკო სანახაობად იქცეს. 

 

შეხვედრა მწერალთან 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

იყიდება სამ სართულიანი სახლი

 

პირველ სართულზე განთავსებულია საწყობი და საოფისე ფართი. მეორე სართული საცხოვრებელი ფართი. მესამე სართული მანსარდა. 

საკუთარი ეზოთი, მწვანე ნარგავებით, მიწის ნაკვეთით. 

 

ფასი შეთანხმებით. 

მის.: თაბუკაშვილის ქ. #8.

მობ: 593 73 48 93

რა ხდება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

 

ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე „ბათუმელებმა“ დაითანხმა იმაზე, რომ თავისი პრობლემის შესახებ დეტალურად ესაუბრა. მის ვინაობას მისივე თხოვნითა და მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროებთ. გიორგი (სახელი პირობითია) თურქეთში სამუშაოდ თითქმის ყოველდღე დადიოდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ბოლო პერიოდში კი, მას მეზობელ ქვეყანაში გადასვლის უფლება ქართველმა მებაჟეებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე აუკრძალეს.

 

მერე იყო ის, რომ, როგორც გიორგი ამბობს, შეხვდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სიტყვა „ჯაშუში“ უხსენეს. ქვეყნის უსაფრთხოებაზე მზრუნველებს არც ის დავიწყებიათ, რომ მოქალაქისთვის სიფრთხილისკენ მოეწოდებინათ და მათ სასარგებლოდ მუშაობაზეც მიანიშნეს: „უშიშროების თანამშრომლებმა მითხრეს, რომ საეჭვო ფაქტია ის, რომ ქვეყანას თითქმის ყოველდღე ვტოვებ და იქ თურქებთან ვმუშაობ… მიხსენეს ინფორმაციის გატანა, თანამშრომლობა, სიტყვა ჯაშუშობა… რა თქმა უნდა, მეშინია და ამაზე საჯაროდ საუბარს ვერიდები… მე იქ ვმუშაობ, მაგრამ არც საქართველოსა და არც თურქეთის კანონმდებლობას არ ვარღვევ. ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას ვეწევი. თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირონ, ვერ ვხდები, რატომ უნდა მაფრთხილებდნენ ასე კონფიდენციალურად და მეზღუდებოდეს გადაადგილების უფლება, მაშინ როცა მეზობელ ქვეყანაში სიარულით მე ოჯახს ვარჩენ“.

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, გიორგი ერთადერთი არ არის, ვისაც მსგავსი “კონფიდენციალური შეხვედრები” აწუხებს. ასევე “ბათუმელების” ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ქართველ მებაჟეებს კონტდრაზვერვის თანამშრომლების მიერ მიწოდებული სია აქვთ, ამ სიაში მყოფ ადამიანებს ქვეყნიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან, თუმცა უარის თქმის მიზეზს მებაჟეები მოქალაქეებს არ უხსნიან. მათთან ამ მიზნით შეხვედრებს კონტრდაზვერვის თანამშრომლები იწყებენ, სწორედ ამ შეხვედრებზე ახსენებენ ყველაზე ხშირად სიტყვა “ჯაშუშს”.
ის, რომ მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას – გადაადგილებას უზღუდავენ, უკვე იციან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. მსგავსი ტენდენიცა რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა. რამდენიმე მოქალაქემ სახალხო დამცველის უწყებას დახმარების თხოვნით წერილი გაუგზავნა.

 

„გთხოვთ აგვიხსნათ, რატომ არ გვაქვს საზღვრის დატოვების უფლება“, _ ამ შინაარსის წერილი, სახალხო დამცველის წარმომადგენლის რჩევითა და ინიციატივით მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გაუგზავნეს. შეკითხვაზე პასუხი თითქმის ყველა წერილის ავტორმა მიიღო _ ადრესატი, ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს წერს, რომ აქვთ საზღვრის გადაკვეთის უფლება და შეზღუდვები მათზე არ ვრცელდება.
სწორედ ამ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემდეგ ქართველმა მებაჟეებმა საზღვარზე უკვე გაატარეს ის ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ აძლევდნენ ამის უფლებას.

 

თუმცა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არც სახალხო დამცველისთვის მიუმართავთ და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუგზავნიათ წერილი თავიანთი უფლებების დასაცავად. მათ, უბრალოდ, ამის გაკეთების ეშინიათ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დიდი ხნით აყოვნებენ და ყოველ ჯერზე მონაცემთა ბაზაში საგანგებოდ ამოწმებენ, საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც თურქეთიდან ოჯახის წევრისთვის საჭირო მედიკამენტი გადმოაქვს, წამალი ბათუმში არ იყიდება. მოქალაქეს აქვს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტი.

 

სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი ამბობს, რომ სახალო დამცველის აპარატში მოქალაქეების მომართვიანობა ამ პრობლემით იანვრიდან დაიწყო: “ადამიანებს საზღვრის დატოვებას მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო უკრძალავენ მას შემდეგ, რაც სოჭის ოლიმპიადა ჩატარდა (სოჭის ოლიმპიადის სამზადისის დროს საქართველო-რუსეთს შორის შედგა არაფორმალური შეთანხმება. ამ შეთანხმების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოს საზღვრებზე რუსეთისთვის საეჭვო პირების გადაადგილებას შეზღუდავდა. _ავტ.) ამ დროისთვის დაახლოებით ათი განცხადებაა ჩვენს ოფისში შემოსული. განცხადებებში ადამიანები წერენ, რომ მათ ეზღუდებათ გადაადგილების უფლება ან დიდხანს აყოვნებენ საქართველოს საზღვარზე“.

 

მომავალ კვირას საქართველოს სახალხო დამცველი ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს. მანამდე კი ომბუდსმენის წარმომადგენლები ყველა იმ ადამიანთან აპირებენ შეხვედრას, ვისაც ქვეყნიდან გასვლას უკრძალავენ.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ აკრძალვის არსსა და მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

რიგები სარფის საბაჟოზე. {ედო კოჩალიძის ფოტო}

რას ნახავთ კინტრიშის ნაკრძალში

 

„როცა სანაპიროზე ცხელა, მთაში გასეირნება ძალიან კარგია. ნაკრძალი იწყება ზღვის დონიდან 350 მეტრიდან და მთავრდება ზღვის დონიდან 2500 მეტრზე“, – ამბობს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ამირან ხინიკაძე. მისი თქმით, წელს კინტრიშის ნაკრძალში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა. თუ გასულ წელს კინტრიშს 2300 ტურისტი სტუმრობდა, წელს, ბოლო მონაცემებით, ნაკრძალი უკვე 2800-მდე ტურისტმა მოინახულა.

 

 

ტბიყელის ტბა, კინტრიშის ნაკრძალი
ტბიყელის ტბა, კინტრიშის ნაკრძალი

„უმრავლესობა ქართველია, თუმცა ბევრი უცხოელი ტურისტია, მათ შორის რუსები და უკრაინელები სჭარბობენ, არიან სომხები და აზერბაიჯანელებიც, ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა. 2007 წლიდან აქვს კინტრიშს ნაკრძალის სტატუსი და ჯერ არ ყოფილა წელი, როცა ტურისტების კლება ყოფილიყოს,“ – ამბობს ამირან ხინიკაძე. ადგილზე ჩამოსულ ტურისტებს ვიზიტორთა ცენტრში ან ნაკრძალის ტერიტორიაზე, კარვებში შეუძლიათ ღამის გათევა. 

 

 

რას ვნახავთ კინტრიშის ნაკრძალში? კინტრიშის ნაკრძალის დირექტორი ამბობს, რომ  ნაკრძალში ორი ტურისტული ბილიკია: „პირველი ბილიკი უფრო მარტივია, ერთი დღის მანძილზე ტურისტს შეუძლია დაათვალიეროს ქვის თაღოვანი ხიდი მდინარე კინტრიშზე, ბზების კორომი, ჩანჩქერი, წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი, უძველესი ღვინის მარანი. ამ ყველაფრის ნახვა ერთ დღეში შეიძლება.

 

 

მეორე ბილიკი კი ცოტა უფრო რთულია და გრძელი, ორი-სამი დღე სჭირდება ტურისტს. მეორე ბილიკის სიგრძე სამანქანო გზაზე 18 კილომეტრია, შემდეგ საფეხმავლო გზა კი _ 14 კილომეტრი. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე არის ტბა ტბიყელი, რომლის ნახვითაც ინტერესდებიან ტურისტები. კარგ ამინდში ტბიდან მოჩანს კავკასიონი, ბათუმი, ფოთი, ქობულეთი… ძალიან საინტერესო მარშრუტია. აქ საჭიროა კარვის და საგზლის წაღება. გზად არის საინფორმაციო დაფები, რომლებიც ტურისტს აწვდის ინფორმაციას, რას შეხვდებიან გზაზე. მაგალითად, სოფელ დიდვაკეში არის ძველი უთხოვარის ხეები. გერმანელი ექსპერტების მონაცემებით, ეს 2500-წლოვანი ხეებია. გიდის საჭიროება თუ იქნება, ჩვენ გვყავს კერძო, რუსულ და ინგლისურენოვანი გიდები“.

 

 

კინტრიშის ნაკრძალში ჩასულ ტურისტს ორდღიანი მარშრუტისთვის საჭირო აღჭურვილობა ადგილზე შეუძლია იქირავოს. ნაკრძალის დირექტორის თქმით, ორადგილიანი კარვის დაქირავება, რომელსაც თან ახლავს საძილე ტომარა, დღე-ღამეში 10 ლარი ღირს, ზურგჩანთა – 5 ლარი. ნაკრძალში სულ სამი ცხენი ჰყავთ, ერთი დღით ცხენის დაქირავება 35 ლარი ღირს. 

 

მათ კი, ვინც ვიზიტორთა ცენტრთან მდებარე ნაკრძალის სასტუმროში გეგმავს დარჩენას, უფრო კომფორტულადაც შეუძლიათ ღამის გათევა. „გვაქვს ექსვსადგილიანი სასტუმრო კომპლექსი, ერთი ორადგილიანი და ერთი ოთხადგილიანი ნომერი. ერთი საწოლის ღირებულება 15 ლარია დღეში. არის სამზარეულო, სველი წერტილები, საშხაპე. ვიზიტორთა ცენტრთან ახლოს, მდინარის პირას არის საპიკნიკე ადგილები, სადაც ტურისტს შეუძლია დაისვენოს, კოცონი დაანთოს, გაერთოს. 15 ლარი ღირს საპიკნიკე ადგილი მთელი დღე,“ – ამბობს ამირან ხინიკაძე.

 

 

უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე კაფე-ბარი ან რესტორანი არ არის, თუმცა ამირან ხინიკაძის თქმით, სოფელ ჭახათიდან ნაკრძალამდე რამდენიმე კაფე-ბარია, სადაც ტურისტებს კერძების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.

 

 

რაც შეეხება ტრანსპორტს, ქობულეთიდან უშუალოდ კინტრიშის ნაკრძალამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ტურისტი ქობულეთიდან სოფელ ჭახათამდე უნდა მივიდეს. ნაკრძალის დირექტორის თქმით, ამ მიმართულებით ქობულეთიდან დღეში სამჯერ გადის სამარშრუტო ტაქსი: დილას, შუადღეზე და საღამოს, ჭახათიდან ნაკრძალამდე კი რვა კილომეტრია.

 

 

ამირან ხინიკაძე ამბობს, რომ უცხოელი ტურისტები ამ გზას ძირითადად ფეხით გადიან, თუმცა შესაძლებელია ქობულეთში ტრანსპორტის, ტაქსის ან სამარშრუტო ტაქსის დაქირავება და ნაკრძალამდე მოსვლა. მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსის ფასი საშუალოდ 70-80 ლარია, თუმცა ფასი მოლაპარაკების საგანია. 

 

 

 

კინტრიშის ნაკრძალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ბათუმიდან კინტრიშის ნაკრძალამდე მისვლას მაქსიმუმ ორი საათი სჭირდება. 

შსს: ბათუმში ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

 

სამინისტროე მიერ გავრცელებულ ინფორმაცაციაში წერია, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 6 პაკეტად დაფასოებული 13,248 გრ მეტამფეტამინი და 3 შეკვრად დაფასოებული 2,443 გრ მეთილენ-დიოქსი-მეტამფეტამინი ამოიღეს. დაკავებისას კონსტანტინ ი. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ქედის გამგებლის მოადგილემ სამსახურის მანქანა დაამტვრია

 

მამუკა ფარტენაძის განცხადებით, შემთხვევა სამუშაო დღის არასამუშაო საათებში მოხდა. გამგებლის მოადგილის თქმით, მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, ხოლო ავტომობილი საკუთარი ხარჯებით შეაკეთა, რადგან სახელმწიფო მანქანით საკუთარი საქმისთვის გადაადგილდებოდა.

 

„ავტომობილი მცირედ დაზიანდა და საკუთარი ხარჯით შევაკეთე, სამუშაო დღის არასამუშაო საათები იყო“, – აცხადებს მამუკა ფარტენაძე.

 

გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილს ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

,,ბათუმობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები

14:30 სთ – ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში – დაჯილდოების ნაწილი (ბათუმის ბულვარი, საჭადრაკო კლუბ ,,ნონას“ მიმდებარედ)

14:45 სთ – შეჯიბრება ბილიარდში – დაჯილდოება (ბათუმის ბულვარი, კლუბ ,,ნონას“ მიმდებარედ)

18:40 სთ – ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი – დაჯილდოების ცერემონია.

შუა აზიიდან ბათუმამდე მატარებლის კიბეზე

 

მამაჩემი იყო პროფესორი, ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ასწავლიდა. დედა ხარკოვში გააგზავნეს სასწავლებლად. 7 წლის რომ ვიყავი, 1937 წელი იყო, მამა მაშინ დააპატიმრეს, დედაჩემიც. როცა მშობლები დააპატიმრეს, ჩვენ 72 წლის ბებიასთან დავრჩით, მარტო გვზრდიდა, მე კიდევ ორი და მყავდა.

 

ჩვენთან ერთად იზრდებოდა ჩემი ბიძაშვილის გოგოც, ბიძაჩემი თურმე 29 წელში (მე დაბადებულიც არ ვიყავი) დააპატიმრეს და დახვრიტეს როგორც “შპიონი”. მამამ, დედამ და ბიძამ აზერბაიჯანული სკოლა გახსნეს ბათუმში, მაშინდელი ქალაქის მერის ხელშეწყობით, ეს სკოლა რუსთაველისა და მარქსის ქუჩების კვეთაში იყო…

მე გადმოცემით ვიცი, რომ 20-იან წლებში დედა იყო აჭარის თუ ბათუმის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასეთი ორგანიზაცია იყო თურმე. ახლა ბათუმში რომ თეატრია, იმის მიმდებარედ დედას ორგანიზებით პირველად ქალებმა აქცია გამართეს, კოცონი დაანთეს და ჩადრები დაწვეს. ასე ამტკიცებდნენ, რომ ქალები თავისუფლები იყვნენ და შეზღუდვებს ანგრევდნენ. მებრძოლი ქალი ყოფილა დედა… ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო მემედ აბაშიძე. ის იყო ჩვენი ოჯახის წევრი, მემედ აბაშიძე მე არ მახსოვს და მისი შვილი იბრაიმი კარგად მახსოვს, მოდიოდა ჩვენთან სახლში, ხელში ამწევდა და მეთამაშებოდა…

 

დრო გადიოდა, ჩვენ გვიჭირდა… 1941 წელში ომი დაიწყო, მე 11 წლის ვიყავი. მაშინ კკბ-ს ეშინოდა ყველას, მეზობლებიც ჩუმად შემოუტანდნენ საჩუქარად ბებიას პურს… 1944 წელს 14 წლის ასაკში ბებია და მე გადაგვასახლეს, ღამე მოვიდნენ, მივდივართო. თქვეს “ვეში” რაც გინდა აიღეთო. ჩემი დები დატოვეს. ჩვენ წაგვიყვანეს, სატვირთო მატარებელი გაავსეს. ვაგონში მე, ბებია და დეიდაჩემის პატარა ბავშვი ვიყავით. 18 თუ 20 დღე მატარებელში გავატარეთ. ჩამოგვიყვანეს ყირგიზეთში, იქ მატარებელი არ დადიოდა, სატვირთო მანქანებზე დაგვსვეს. არც საჭმელი, არც წყალი. დაგვტოვეს, რომ იქ მომკვდარიყავით. გათოვდა, მე ძალიან დავსუსტდი, სიარულიც მიჭირდა. ბებია მოკვდა შიმშილისგან… მარტის თვე იყო. თოვდა. 7 დღე საერთოდ არაფერი მიჭამია, ბებია თოვლში დავმარხე… მერე ხორბალი მოგვცეს და სამი თვე ვჭამდით ხორბალს…

 

თემურ კაკაბაძე

ჩემი და ხულოში მასწავლებელი იყო. ისიც გადაასახლეს ყირგიზეთში. მან ის მოახერხა, რომ სადაც თითონ იყო, იქ გადამიყვანა. ჩემი და ყირგიზეთის სკოლაში რუსულს ასწავლიდა, ხელფასსაც უხდიდნენ და მშიერი არ ვიყავი.
ჩვენს ოჯახში მუსიკა უყვარდათ, სახლში პიანინო გვქონდა, იმ დროს ბათუმში სულ სამი თუ ოთხი ოჯახი, იყო ვისაც პიანინო ჰქონდა. მე “სკრიპკას” ვსწავლობდი 6 წლის ასაკში. ჩემს დასთან რომ გადავედი საცხოვრელბლად, სწავლის გაგრძელება მოვინდომე. გავიგე, რომ ჩვენგან 24 კილომეტრში სახელოსნო იყო, წავედი სახელოსნოში და მიმიღეს კიდეც. მათემატიკაში დამისვა რამდენიმე კითხვა მასწავლებელმა და რომ ვუპასუხე, შემაქო. მივხვდი, რომ იქ ვერ ვძლებდი და ბათუმში გამოპარვა გადავწყვიტე.

 

ფული არ მქონდა. ჩემთან სკოლაში ყირგიზი ბიჭი იყო, ვმეგობრობდით. რომ გაიგო ბათუმში მოვდიოდი, ჩემთან ერთად გადაწყვიტა წამოსვლა, ჩემმა დამ მომცა საჭმლის ფული. ხან ფეხით, ხან მატარებლით, ხან გემით, ბათუმამდე ჩამოვედით. მატარებლის ბილეთს ვერ ვიყიდდით, ამიტომ თითქმის 20 დღე მატარებლის კიბეებზე ვიდექით, ასე ვმგზავრობდით, მეშინოდა არ ჩაგვძინებოდა. შუა აზიიდან ბათუმამდე კიბეზე დამდგარი ვიმგზავრეთ.
ბათუმში სახელოსნოში დავიწყე მუშაობა, ჩემი ყირგიზელი მეგობარი ვერ მიიღეს სახელოსნოში და ის უკან დაბრუნდა. გზის ფული ჩემმა დამ მისცა.

 

აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეები

1948 წელს სახელოსნოში სწავლა დავამთავრე. მუსიკალურ ინსტრუმენტზეც ვუკრავდი და ჩვენ, ორკესტრი, ცალკე ვცხოვრობდით. მოვიდა ლეიტენანტი და მითხრა „მარიახოდკის“ უფროსი გეძახისო. უფროსი პოლონელი იამბოლსკი იყო, შევედი მასთან და კკბ-ს მაიორი დამხვდა.
„დავაი რასკაჟი ატკუდა სავერშილ პაბეგ?“ – მითხრა… მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე; ია პაბეგ ნე სავერშალა, ია სბაბუშკოი ბილ კირგიზი, ბაბუშკა ს გოლოდიუ უმერლა ტამ ია ასტალსა ადინ; ია პრიეხალ სვაევო როდინუ. მერე მობრუნდა და თქვა, ამას წავიყვანთო.

ქობულეთში წამიყვანეს. სადგურთან 2 თუ 3-სართულიანი სახლია და იქ ვიღაც სალდათმა გააღო კარი… ხალხს იქ აგროვებდნენ. 22 დღე ვიყავით გზაში. მატარებლით წაგვიყვანეს და ისევ სატვირთო მანქანაზე გადაგვსვეს, მე ისევ გამოვიპარე.

 

რიხმეთ კაკაბაძე {თემურის მამა} სტალინური რეპრესიების დროს დახვრიტეს

ჩემთან ერთად წამოვიდა ასლანი, ისიც აქაური ბიჭი იყო. რამდენიმე დღე ფეხით და მატარებლით, ისევ უფულოდ ვიარეთ, მერე ისევ ჩემს დასთან დავბრუნდი და დავიწყე მუშაობა, მაგრამ ვიცოდი, რომ ბათუმში უნდა დავბრუნებულიყავი. 100 მანეთი მომცა ჩემმა დამ, ისევ იმ გზის გავლას ვაპირებდი, რაც პირველად გავიარე. ჩავედი ბაქოში, ბაქოდან თბილისში ჩემს მეორე დასთან, რომელიც ტექნიკუმში სწავლობდა.

 

მოვძებნე ჩემი და ჟენია. რომ დამინახა, ტირილი დაიწყო. შარვალი, საროჩკა მომცეს, ნოემბრის ბოლო იყო. ბევრი სტუდენტი იყო ბათუმელი. მეორე დღეს საღამოს წამოვედი ბათუმში.
9 დღეს ვიყავი ბათუმში, 9 დეკემბერს წასვლას ვაპირებდი თბილისში. დილას ჯერ ამდგარი არ ვიყავი, კარებზე დააკაკუნეს, გავაღე და მილიციონერი ოფიცერი მეკითხება – სახელი, გვარი. ვუთხარი და დამიჭირეს. 1948 წელი იყო. სარდაფში ჩამაგდეს, ციხე იყო მაშინ რუსთაველის ქუჩაზე, აი ახლა უნივერსიტეტი რომაა, იქვე ახლოს. სამი თვე გავატარე ბათუმის ციხეში, მერე წამიყვანეს თბილისში, მერე როსტოვში, როსტოვმა არ მიგვიღო, მერე უკან მოგვაბრუნეს. 2 თვე ბაქოში, მერე ისევ როსტოვში… 20 წელი მომისაჯეს გაქცევის გამო.

 

გერმანელებთან ერთად ვიყავი. 26 კაცი, გერმანელი ოფიცრები და მე ჩაგვიყვანეს ბორკუტაში _ ჩრდილოეთის ქალაქია, სადაც მიწა ზაფხულშიც და ზამთარშიც გაყინულია. იქ ერთი კაცი იხდიდა სასჯელს 1500 კაცის დახვრეტის გამო, მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი, მე – 20.

6 წელში გამათავისუფლეს. სტალინმა და ბერიამ წამართვა ყველაფერი, მარტო მე არა, მილიონობით ადამიანს. გავიგე, მამა დახვრიტეს, დედამ შიმშილობა გამოაცხადა – აპროტესტებდა პატიმრობას და შიმშლისგან მოკვდა. დედა 1901 წელს დაიბადა. ჩემი და, რომელიც გადასახლებაში იყო, უკან დაბრუნდა. 94 წლისაა ახლა, მას ფაზილეთი ჰქვია. პატარა და ჟენია გარდაიცვალა.

მარცხნიდან: თემურ კაკაბაძის ბებია მინირე. მის გვერდით გოგონა ფაზილე კაკაბაძე. მარცხნიდან მესამე თემურ კაკაბაძის დედა ნაიმე კაკაბაძე

 

ბათუმში 1956 წელს დავბრუნდი, მუშაობა დავიწყე. დეკემბრის თვე იყო. მერე კარგი მუშაობისთვის ჯერ მანქანა “ვოლგა”, მოგვიანებით კი ბინა მაჩუქეს.

ხმაურიანი საკრებულოს სხდომა

სხდომა საკითხის განხილვის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად ოთხმა დეპუტატმა დატოვა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სხდომაზე დარჩენილი დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ გურამ ანანიძის საპატივცემულოდ რჩებოდა, რადგან საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად მისი მოადგილე გურამ ანანიძე პირველად უძღვებოდა.

 

დეპუტატების უკმაყოფილება მომხსენებლებს უკავშირდებოდა – სამსახურის უფროსის ნაცვლად საკითხი ამ სამსახურის რიგით თანამშრომლებს უნდა წარედგინა. დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან – გიორგი ბარამიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ იმყოფებოდა. სპორტული ღონისძიებების მიზნობრივ პროგრამაში შესატანი ცვლილების საკითხი დეპუტატებს განათლების, კულტურის, სპორტისა და  ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა რამაზ ბერიძემ წარუდგინა.

 

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

 

ქედის საკრებულოს წევრების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საკრებულოს ანგარიშებს სამსახურის უფროსების ნაცვლად თანამშრომლები აბარებენ.

 

ქედის საკრებულოს წევრი უშანგი ბერიძე: `როცა საქმე საზოგადოებას, მუნიციპალიტეტს ეხება, ჩემთვის მისაღებია საქმისადმი სერიოზული მიდგომა, ნებისმიერი წარუმატებლობის, დანაშაულისა და კრიმინალის საფუძველს საქმისადმი არასერიოზული მიდგომა ქმნის. სამსახურის უფროსები კანონით ვალდებული არიან ანგარიშების განხილვას დაესწრონ. აქ შუამავალი არ შეიძლება, თუ  ობიექტური მიზეზი არ არის.

 

ეს პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო, საკითხს ლმობიერად მივუდგებოდი, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის. განსახილველი საკითხებისადმი მიდგომა, რომელიც ჩვენ საკრებულოში არის, მე არ მაკმაყოფილებს, საკრებულო ახალგაზრდულია, ვფიქრობ, ნელ-ნელა გამოცდილებას შეიძენს და ვითარებაც გამოსწორდება. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი სურვილია – ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს~.

 

 

Exit mobile version