ბათუმის მერიის ცნობით, შეხვედრას ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქებს შორის აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ინვესტივციების მოზიდვაზე, სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების აუცილებლობზე. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
„წლის მოსავალი“, – ასე უწოდებენ მას ქობულეთში, ჩემს ოჯახში, ჩემი მეზობლები, თანასოფლელები. ყველა ამ ადამიანს ღარიბაშვილმა უთხრა, რომ სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან ერთად მანდარინის რეალიზაცია 1040 პროცენტით გაიზარდა (!!!) მას შემდეგ, რაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაშიო.
მჯერა, რომ პრემიერიც ადამიანია, შეიძლება ყოველთვის გამართულად ვერ თქვას წინადადება, სიტყვა, ციფრი ან სხვამ მიაწოდოს შეცდომით, მაგრამ ამის გამოსწორების ერთადერთი გზა, რაც კაცობრიობას მოუგონია – აღიარებაა იმისა, რომ შეგეშალა და პრობლემაც ამოიწურება მარტივად. სხვა შემთხვევაში ამას ციფრების რახა-რუხი და ხალხის დაცინვა ჰქვია. იმ წუთში, როცა პრემიერმა 1040 წარმოთქვა, მე ეს დაცინვა საკუთარ თავზე მივიღე, სხვამაც, რადგან ის კამერით გვიყურებდა თვალებში, ლაპარაკობდა ჩვენზე, ჩვენი ოჯახების გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გვატენიდა სტატისტიკას, რომლის გამოც ჩვენ მომავალში მას ხმა უნდა მივცეთ.
რა თქმა უნდა, სახალხო ანგარიშების დროს ციფრებით მანიპულირების არც პირველი შემთხვევა ყოფილა ქართულ რეალობაში და არც პირველი პოლიტიკოსია ღარიბაშვილი, მაგრამ ამდენი მთავრობის ცვლასთან ერთად ფორმა, წესი და ლექსიკა ხომ მაინც უნდა შეიცვალოს?
ვერც ერთმა ვერ ისწავლა ხალხის ენაზე საუბარი, ვერ გაიგო, რომ ციფრებში ეკონომიკის, ექსპორტის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის, მხოლოდ მათემატიკური სიმბოლოების კრებულია, ვერ ვხვდებით, არც გვჭირდება. ყველას ავიწყდება, რომ ჩვენ დავიქირავეთ წარსული გამოცდილების, სტატისტიკისა და სხვა მონაცემების ანალიზით, რომ თქვენ დაგეგმეთ ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ამაში გიხდით ჩვენ შემოსავლებთან შედარებით გაცილებით დიდ ხელფასებს, პრემიებს, გიწყობთ ცხოვრებას.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ ისტორიაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის სახე ჟურნალისტებთან – დაბნეული, შეშინებული თვალებით, რომელმაც მართალია არ იცოდა, საიდან მოიტანა პრემიერმა ეს ციფრი, მაგრამ ვერ უარყო, ვერც ვერანაირი არითმეტიკით ვერ გამოიყვანა ის მონაცემი და შედარებით ნაკლებად უაზრო ციფრებით გადაფარა.
სინამდვილეში გაცილებით მარტივად იყო ყველაფერი, ნებისმიერი ფერმერი დამემოწმება, რომ: ქობულეთში შარშან მართლა იყო მანდარინის რეკორდული მოსავალი. ალბათ 100-200 პროცენტით მეტიც, ვიდრე ბოლო წლებში მოდიოდა. დაპირებული ოცი პავილიონის ნაცვლად რეალურად მუშაობდა სამი, რიგები იყო უსაშველო და მოსახლეობის უმეტესობამ ვერ ჩააბარა. ადრე დაზამთრდა, მოსავლის ნახევარი თოვლმა და ყინვამ გააფუჭა, ხოლო რაც დარჩა, განსხვავებით ბოლო 6-7 წლისგან, ყველაზე იაფად – საშუალოდ 30 თეთრად(!) გაიყიდა. ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინზე კი დაპირებული სუბსიდიის ნაცვლად უმეტესობამ მიიღო ტომრებით შაქარი.
აღარ დავიწყებ იმის ახსნას, რომ მოსავლის რაოდენობა თუ არ გაიზარდა 10-ჯერ მაინც, მისი რეალიზაცია ამდენითვე ვერ გაიზრდებოდა. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ პროცენტებით კამერებთან, მთავრობის წევრებთან, დიპკორპუსთან, საქართველოს მოქალაქეები კი ყოველთვის იმის მიხედვით შეგაფასებენ, რამდენი ლარი შევა მის ოჯახში თქვენი მეცადინეობით, რამდენად უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს და რამდენად ჩათვლით მათ თქვენი ხელისუფლების წყაროდ.
შუახევის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე წლის წინ სამთო კურორტად გამოცხადებულ სოფელ გომარდულში პირველი თოვლი მოვიდა, თოვლის საფარი უკვე მეტრნახევარს აღწევს, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იციან, მიიღებს თუ არა კურორტი გომარდული წელს ტურისტებს კოტეჯებში.
„გომარდულის“ აქციონერი, რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ უნდათ კურორტი წელსაც გაიხსნას, მაგრამ მათი ქონება დაყადაღებულია: „მიწის გადასახადი გვაქვს. საგადასახადომ გვიჩივლა, დაყადაღებულია თითქმის მთლიანი ქონება, ანგარიშები, ამიტომ ფინანსურ საქმიანობას ვერ ვაწარმოებთ. ისინი ითხოვენ 300 ათას ლარს.“
რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ ამ თემაზე უკვე ჰქონდათ შეხვედრა აჭარის მთავრობასთან: „ჩვენ გვქონდა მთავრობასთან საუბარი, ვითხოვთ, გამოგვიყონ კრედიტი, ბატონი არჩილ ხაბაძე შეგვპირდა დახმარებას. ჯერ-ჯერობით ველოდებით მთავრობისგან პასუხს, განხილვას სჭირდება დრო“ – ამბობს რამაზ მსახურაძე „ბათუმელებთან“.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებული მოვალეობის შემსრულებლებიც. ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია სამ დღეში გამოქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.
დღეს, 5 ნოემბერს, განისაზღვრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაც.
კომისიის თავმჯდომარე ბათუმის ვიცე-მერი ზურაბ ბერიძეა, თავმჯდომარის მოადგილე – მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანაძე. კომისიის წევრები არიან: ეგარსლან ლომაძე (საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი), ირაკლი ახალაძე (არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი), სოფიო მიქელაძე (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი), თენგიზ პეტრიძე (კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი), მამუკა დარჩია (შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი).
კომისიას კონკურსის ჩატარება 2015 წლის 01 იანვრამდე დაევალა.
ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქე:
30 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ საქარიას ერთ-ერთ სკოლაში, დილის 9 საათზე ქართულის პირველი გაკვეთილი ჩატარდა. ეს ისტორიული მომენტია, ამას თქვენ, საქართველოში მცხოვრები ადამიანები ვერ მიხვდებით. ჩვენ, თურქეთში მცხოვრები ქართველები ამას სხვანაირად ვუყურებთ, საშვილიშვილო საქმე დაიწყო. ეს თურქეთში მცხოვრები ქართველების, საელჩოების, საკონსულოების, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობის დიდი ხნის შრომის შედეგია.
30 ოქტომბერს ქალაქ ორდუში, დაბა უნიეში ქართული ენის სწავლება დაიწყო ქართული ენის ცენტრშიც. სამი თვის წინ შეიქმნა ჩვენებური ქართველების საზოგადოება უნიეში, რომელსაც ამჟამად გარდაცვლილი, ქართული წარმოშობის პარლამენტარის სახელი ეწოდა.
თურქეთში მცხოვრები ქართველების ახალმა თაობამ, რომლებიც წასული არიან სხვადასხვა ქალაქში, სახლიდან შორს არიან, ქართულად იციან: „მე გურჯი ვარ“, „პური“ და „ჭადი“. მართალია, ბოლო ხანებში თურქეთის არხებზე, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, ბევრ ინფორმაციას ვავრცელებთ, მაგრამ უკვე გაზრდილმა ადამიანმა რამდენი უნდა ისწავლოს, ამიტომ მთავარია ბავშვებმა ისწავლონ. ეს მხოლოდ ქართული არაა, ბავშვი სწავლობს ქართულ კულტურას, აქედან ჩასულმა ქართველებმა უნდა ასწავლონ თან, თურქის ნასწავლი სხვაა და ქართველის ნასწავლი – სულ სხვა. ვფიქრობ, არა მარტო საქარიაში, არამედ სხვა ქალაქებში, სადაც ცხოვრობენ ქართველები, მალე დაიწყება სკოლებში ქართული ენის სწავლება. კანონის თანახმად, ათმა ბავშვმა უნდა გამოთქვას ქართული ენის სწავლის სურვილი, რომ კლასი გაიხსნას. ათი ბავშვიდან რომ ხუთმა ისწავლოს ქართული, ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენი წარმომადგენელი იქნება თურქეთში. ეს ბავშვები ხომ გაიზრდებიან, ვიღაც პროკურორი გახდება, ვიღაც პოლიციელი, თანამდებობის პირი, მოქალაქე, – ჩვენ ასეთი ხალხი გვჭირდება თურქეთში. კი, თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ პარლამენტში, მთავრობაში, როცა საქმე ეხება საქართველოს, ჩვენებურები სხვანაირად რეაგირებენ ამ თემებზე. ეს არა მარტო ენის სწავლაა, ჩვენ უნდა გავზარდოთ ქართველების შვილები ისე, რომ შეუყვარდეთ საქართველო. 2 მილიონ 800 ათასი ქართველი ვართ თურქეთის რესპუბლიკაში, 1800 სოფელია, სადაც ქართველები ცხოვრობენ. იმის თქმა მინდა, რომ მუშაობაა საჭირო, არ უნდა გაჩერდეს ეს ყველაფერი ენის სწავლაზე.
ქართულის შესწავლა თურქეთში/gurcu.org-ის ფოტო
თურქეთში მალე იქნება ტელევიზია ქართულ ენაზე. უკვე არიან ქართველები, რომლებიც გადიან ტრენინგებს და ემზადებიან. ეს გააკეთა იბრაჰიმ შახინმა, რომელიც გენერალური დირექტორი იყო სამთავრობო ტელევიზიის, ახლა იგი სამსუნის გუბერნატორია. როცა ჩავედი ანკარაში, მითხრა, ოსმან, დავაჩქაროთ ეს საქმე, იმიტომ, რომ მე აღარ ვიქნები აქ მერეო. ალბათ მალე იქნება ეს ყველაფერი, თან თურქეთს ევროკავშირში შესვლა უნდა, უკვე არის ტელევიზია ქურთებისა და არაბებისათვის და იქნება ქართულიც. ეს იქნება 24-საათიანი ჩვენება, ქართული რადიო კი უკვე არის თურქეთში.
თურქეთში მცხოვრებ ქართველებს ძალიან დიდ პატივს სცემს თურქეთის მთავრობა. ჩვენ ყველა ადგილას ვართ, ქალაქის მერიაში, პარლამენტში, არიან ქართველი გუბერნატორები, ქართველები არიან ჯარში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, იმ ქვეყნის, თურქეთის კანონებს, დროშას, პატივს ვცემთ. მე ვარ თურქეთის მოქალაქე – პირადობის მოწმობით, მაგრამ სისხლით, გენით, ვარ ქართველი. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, თურქეთში ქართველებს გვეძახიან გურჯებს, ბათუმში კი თურქებს ან თათრებს. თურქეთის რესპუბლიკაში, მაგალითად, თუ ვიკითხავ ვინმეზე – ეს ვინ არის, მეუბნებიან – „ეს ბეშირის შვილია, ჩვენებური რომ არის, გურჯი“, ბათუმში ჩამოდიხარ და თურქიაო – ამბობენ.
ახლაც მახსოვს, 2006 წელს ინტერვიუ მივეცი ჟურნალისტს, რომელმაც მითხრა, ბატონო ოსმან, თქვენ მაინც თურქი ხართ, რადგან თურქეთში დაიბადეთო. მე ვუთხარი, გეშლებათ ქალბატონო, თუ ადამიანი ავტობუსში დაიბადა, რა, ავტობუსი იქნება-მეთქი?! რა მნიშვნელობა აქვს სად დავიბადე, თუ ქართველი ამერიკაში დაიბადა, ამერიკელია?! ეს არასწორი მიდგომაა და ალბათ ახალი თაობა ამას აღარ იტყვის, ალბათ გადავლახავთ ამას.
მე გამიმართლა, ვემსახურები საქართველოს და თურქეთს, ბევრს უნდა ასე, მაგრამ ამას მოტივაცია სჭირდება. თურქეთში მცხოვრებ ქართველებს არაფერი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მარტო ხანდახან მოკითხვა და მოფერება, ზურგზე ხელის გადასმა. მამაჩემი ახლაც ამბობს და ბაბუაჩემიც ამბობდა: შვილო, თურქმა ვერ უნდა გაიგოს, რომ შენ ჯიბეში ფული არ გაქვს, ყოველთვის წელში უნდა იყო გამართულიო. სულ ასე ვართ ჩვენ, ქართველები თურქეთში. ჩვენ ცხოვრება იქ თავიდან დავიწყეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ართვინში რომ არიან ქართველები, ისინი იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ როცა ბაბუაჩემის მამა წავიდა თურქეთში, ქალაქ ორდუში, 1878 წელს, მუჰაჯირების დროს, მას არაფერი ჰქონდა. ჯერ ქალაქში იყო, მერე ავიდნენ მთაში, ნახეს ადგილი, სადაც ძლიერი ქარი არ უბერავდა, იქ დასახლდნენ. ხეები მოჭრეს, სახლი გააკეთეს, კარტოფილი დათესეს, სიმინდი და მერე თხილი. ასე გაამრავლეს მისი გვარი.
ახლა უფრო ადვილია ბევრი რამ. სტამბულში არის ჩვენებურების ასოციაცია, იზმირში, სინოპში, სამსუნში, ბურსაში… ბევრი არიან და ხანდახან ჩასვლა უნდა, ნახვა, მოკითხვა, მოტივაცია უნდა, რომ არ დაავიწყდეთ ქართული. არიან ადამიანები, ჩვენებურები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, ან სიძე, ან ცოლი თურქია, იმ თურქებს უნდა მოვეფეროთ და ვეცადოთ, შვილი ქართველად გავზარდოთ, ესაა ჩვენი მიზანი, ესაა მთავარი.
მე ბებიამ მასწავლა ქართული, წერა-კითხვა კი ბათუმში რომ ჩამოვედი, მერე ვისწავლე. ბებიაჩემი ქათამაძე იყო, ძალიან მარიფათიანი და მკაცრი ქალი. ადრე სკოლამდე ვიცოდით მარტო ქართული ენა, თურქულს სკოლაში ვსწავლობდით, იმიტომ, რომ ოჯახში სიძე ან რძალი თურქი არ იყო და სულ ქართულად ვსაუბრობდით. მე ვამაყობ ჩემი ცოლით, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, თურქია, მაგრამ ბებიაჩემი ამის გამო ჩემს ქორწილში არ მოვიდა, ოთხი თვე არ მელაპარაკებოდა. სანამ ჩემმა ცოლმა არ ისწავლა ქართული წესი, კულტურა, სამზარეულო, ბებიაჩემი არ შეგვირიგდა.
ახლა უკვე არის პროგრამა თურქეთში მცხოვრები ჩვენებური ქართველებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ისწავლონ თბილისში. ჩემი შვილი ახლა ქართულ წერა-კითხვას სწავლობს, საუბარი იცოდა, თუ მე ცოცხალი ვიქნები, ჩემი შვილი ისწავლის საქართველოში, თბილისში, მასაც უნდა ეს და ემზადება. მინდა, რომ ჩემი შვილი იყოს საქართველოს წარმომადგენელი თურქეთში ან სხვა ქვეყანაში, არა აქვს ამას მნიშვნელობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათუმში გარემოს (ქუჩების) დაბინძურების გამო 2014 წლის პირველი იანვრიდან დღემდე 36 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა. 2013 წელს საქალაქო სასამართლომ ქუჩების დაბინძურებისთვის მხოლოდ 11 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ რეგიონის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი სურმავას თმით, მათ დღის ბოლომდე აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება. კომპანიის განმარტებით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი უამინდობა გახდა.
ქვეპროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში დეფიციტურ საგნებში (ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება) ვაკანსიების შევსება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი, გარდა მოქმედი მასწავლებლებისა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბუთების მიღება.
ქვეპროგრამის თამახმად, აღნიშნული საქმიანობისათვის პედაგოგები მიიღებენ ანაზღაურებას 2005 წლის 21 ოქტომბრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” №576 ბრძანების შესაბამისად. ასევე, შერჩეული მასწავლებლები სრულ და არასრულ თვეზე დამატებით მიიღებენ შრომის ანაზღაურებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობა მათ ჩაეთვლებათ პედაგოგიური საქმიანობის სტაჟად, რაც საშუალებას მისცემს სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების კურსებით და გაიარონ მასწავლებელთა სერტიფიცირება.
ტვირთი აჭარაში 4 ნოემბერს შემოვიდა და ბათუმის მერიისა და ქობულეთის გამგეობის საწყობებში განთავსდება. აღნიშნულის შემდეგ დაიწყება დახმარების ოჯახებზე გადანაწილება. ტვირთის დასაწყობების პროცესს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ზურაბ თენიეშვილი პროფესიით ექიმია, 1982 წელს დაამთავრა ყუბანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი ქ. კრასნოდარში. 1973–1975 წწ მუშაობდა ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში, 1982–1988 წწ მუშაობდა ექიმ ოფთალმოლოგად ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1988–2004 წწ საქართველოს უშიშროების სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიკლინიკის სამედიცინო სამსახურის უფროსად, 2004–2014 წწ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ზურაბ თენიეშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალურ სფეროს უხელმძღვანელებს.
საკვები და პირველადი დახმარების ნივთები დაურიგდება 320 ოჯახს ბათუმში და 100 ოჯახს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალადნენ და რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანია. თითოეულ დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა სამზარეულოს ერთი ნაკრები, საკვების ორი ამანათი, ორი ჰიგიენური ამანათი, ერთი ლეიბი და ორი საბანი.
იგიენური დახმარების გადაცემას დაესწრო აჭარის მთავრობის თამჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ლევან გორგილაძე და რამაზ ჯინჭარაძე, ასევე ბათუმის მერი.
დღეს გამოფენის მონაწილეები იქნებიან: გიორგი მასალკინი, ნათია სურგულაძე, ლალი გერსამია, ლევან მაშავა, მანანა ქველიაშვილი, დათო ტრაპაიძე, გია რამიშვილი, ლადო ბაზიაშვილი, გიორგი წეროძე, კახა ემირიძე, ესმა ფერსელაძე, ინგა გოგიბერიძე, ლელა ტოროტაძე, ლალი ანთიძე და ირაკლი სარჯველაძე.
„გამოფენების ფესტივალი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი სამ ეტაპად 4, 9 და 14 ნოემბერს სხვადასხვა სათაურით და თემატიკით ჩატარდება. ყოველი გამოფენა არასაგამოფენო, ალტერნატიულ სივრცეში გაიმართება. დღეს დაგეგმილი გამოფენის სახელიწოდებაა „სხვა“.
სამუშაო შეხვედრაზე, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ“ საკითხი განიხილეს. “უმისამართოდ დარჩენილი ქუჩები განსაკუთრებით ახლად შემოერთებულ უბნებზე, ხშირად მოსახლეობას პრობლემას უქმნის, ამიტომაც საკრებულომ დაიწყო ამ თემაზე აქტიური მუშაობა, რათა შეიქმნას ერთიანი ბაზა”-წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუჩებისთვის სასურველი სახელების შერჩევა ან კიდევ არსებული სახელების გადარქმევა მოქალაქეებსაც შეუძლიათ, მათ წერილობით საკრებულოს უნდა მიმართონ, საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატები მიიღებენ.
“მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ამინდი გვიშლის ხელს, როგორც კი გამოიდარებს, მაშინვე აღუდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება მოსახლეობას”, – განაცხადა “ბათუმელებთან” „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელმა გიორგი სურმავამ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ასეთი ცენტრი უკვე შექმნილია და მას ყოფილი პოლიციელი ხელმძღვანელობს – ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. ინფორმაციას თავად ზურაბ ირემაძე უარყოფს. მას ტელეფონით დავუკავშირდით.
„მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, არ მაქვს ამ ამბავთან კავშირი“, – ამბობს ის.
ხულოში მსგავსი ცენტრის შექმნას უარყოფს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.
ქობულეთის გამგებელს სულხან ევგენიძეს კი ქობულეთში მსგავსი ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაცია ნაწილობრივ აქვს:
„რაღაც მსგავსი მსმენია, მაგრამ ვერ მოვასწარი გადამემოწმებინა, თუ რა ცენტრზეა საუბარი“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.
ქედაში პრემიერ ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის შექმნის შესახებ იცის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ:
„ვიცი, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არც ხელისუფლებასთან და არც პრემიერთან კავშირი არ აქვს. გამომდინარე აქედან, მათი საქმიანობით არ დავინტერესებულვარ და არც ის ვიცი, ვინ ხელმძღვანელობს ორგანიზაციას.“
„პრემიერის მხარდამჭერთა ცენტრებზე ინფორმაცია დავით ხიზანიშვილთან უნდა გადაამოწმოთ. ცენტრების შექმნას მთელს საქართველოში ის ხელმძღვანელობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის გამგეობაში.
დავით ხიზანიშვილის განმარტებით, მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელისაც „საქართველოს ახალი დემოკრატები“ დაარქვა.
„როცა ორგანიზაცია დაფუძნდა, იყო ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც პოლიტიკოსისა და პრემიერის მხარდამჭერი ორგანიზაცია. ამის შესახებ პრემიერმა არ იცოდა, ჩვენი სურვილით გავაკეთეთ. “
რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას. დამფუძნებლის თქმით, ორგანიზაციას ამ დროისთვის დაფინანსება და შემოწირულობები არ აქვს: „და არც ქონია დაარსების დღიდან.“
დამფუძნებელი არ ამხელს ინფორმაციას ორგანიზაციის მიზნებსა და მიმართულებებზე:
„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე განვაცხადებთ ყველფერს.“
ორგანიზაციის დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ ოფისების გახსნა რეგიონებშიც იგეგმება, თუმცა ჯერ ამ კუთხით მუშაობა არ დაუწყიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: „ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად დროულად მოახდინა ტერიტორიის გადაკეტვა და გაწმენდა. ძლიერი წვიმის და ქარის გამო, ბათუმში დაფიქსირებულია ინტენსიური ავტოსაგზაო მოძრაობა, რის შედეგადაც შენიშნება საცობები ცენტრალური ქუჩების გზაჯვარედინებზე. ყველა ასეთ ადგილებზე საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები და არეგულირებენ ავტომობილების მოძრაობას.”
“გვაქვს შტაბის სხდომა და ვაზუსტებთ დეტალებს, სად რა დაზიანებაა და შემდეგ დავიწყებთ აღდგენით სამუშოებს, სოფლებში გვაქვს დაახლოებით ერთ მეტრომდე თოვლი, თემის ცენტრებამდე დაახლოებით 11 ათეული ტექნიკა მუშაობს. გაიწმინდება ცენტრალური გზები და გადავალთ სოფლებში. ამ დროისთვის ცენტრალური გზატკეცილი არსად არ არის ჩაკეტილი.”
მისივე ინფორმაციით, ხულოში მეწყრული კერები დაფიქსირებული ჯერ არ არის, თუმცა “კლდეებიდან გზებზე ქვები ცვივა”.
პირველკლასელი გოგონას ნათესავები “ბათუმელებთან” ამბობენ, რომ სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა დიდთოვლობის გამო ექიმები სოფელში ვერ მიდიან:
“ახლა ველაპარაკე სკოლის დირექტორს, სოფელში მცხოვრებ ერთ მასწავლებელს ავტომანქანა „ვილისი“ ჰყავს და როგორც მითხრა მასწავლებელი შეეცდება ჩაგვაყვანინოს ბავშვი ცენტრის ამბულატორიამდე. ჯერ არ მოსულა, ველოდებით, ადრე ასეთი ტკივილები არასოდეს ჰქონია”, – ამბობს ბავშვის დეიდა.
სოფელი წაბლანა სხალთის თემს, ანუ იმ ადგილს, საიდანაც ავტომანქანების მოძრაობა შესაძლებელია, 2 კილომეტრით არის მოშორებული, ხოლო ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. იმის გამო, რომ მთელი ღამე თოვდა, სოფელში მისასვლელი საცალფეხო გზაც კი არ არის.
აჭარის სამაშველო და საგანგებო სამსახურის ცხელი ხაზის ინფორმაციით, გამოძახება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მოქალაქე ამბობს, რომ დიდთოვლობის გამო სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია და ამიტომაც სასწრაფო დახმარების მანქანა სოფელში ვერ მიდის.
– გორის „დილასთან“ შეხვედრის შემდეგ სამი ქულა ჩაგვეთვალა და მეთხუთმეტე ადგილიდან მეთორმეტეზე გადავინაცვლეთ. გუნდი ყველა მატჩს დიდი უპირატესობით თამაშობდა, მაგრამ ბედის ამბავი იყო და ბიჭები უბრალოდ ვერ ავლენდნენ თავიანთ შესაძლებლობას; ვერც ვარჯიშობდნენ ისე, როგორც საჭიროა, რადგან იყო ფინანსური პრობლემები. ქობულეთის გამგეობამ და აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ გუნდი დაფინანსებულიყო. ახლა უკვე შევძლებთ წარმატებით გავაგრძელოთ ასპარეზობა და ვიძლევით სიტყვას, რომ ჩვენი გუნდი სერიოზულ ადგილს დაიჭერს ქართულ ფეხბურთში.
– მსოფლიოში კლუბების უმრავლესობა ფინანსდება მუნიციპალიტეტიდან. მაგალითად, „პარის სენტ ჯერმანი“ (Paris Saint German) ფინანსდება მუნიციპალიტეტიდან, ასევე გერმანიის ბევრი კლუბი მუნიციპალურია. არიან, რა თქმა უნდა, სპონსორებიც, მაგრამ სერიოზული თანხა მუნიციპალიტეტიდან იდება. საქართველოში თბილისის „დინამო“, „ვიტ-ჯორჯია“, და ნაწილობრივ ქუთაისის „ტორპედო“ არიან კერძო ინვესტორების ხელში. სხვა დანარჩენი კლუბი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზეა. საფეხბურთო კლუბს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, აუცილებლად გვერდში უნდა ედგას მუნიციპალიტეტი. „შუქურას“ ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება ჰქონდა. აქამდე ფაქტობრივად ჩემი და ჩემი მეგობრების ხარჯებით მიმდინარეობდა მათი შეკრებები, ჩაცმა, კვება. ფინანსური პრობლემა რომ არ გვქონოდა, გუნდი მესამე ადგილზე იქნებოდა, რადგან გუნდში არიან ის ფეხბურთელები, ვისაც შეუძლია კლუბის დაწინაურება.
– მას არ სურს ამის გახმაურება და კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ ეს არ გამხდარიყო სალაპარაკო თემა, სანამ საკითხი არ გადაწყდებოდა. ეს პიროვნება არის სერიოზული ოლიგარქი, რომელთანაც მაქვს თბილი ურთიერთობა და რომლის საშუალებითაც შევძელი აქამდე გუნდის მოყვანა.
–როდისშეიძენს„შუქურას“?
– იმ შემთხვევაში, თუ მოვხვდებით უეფაზე. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც დარჩება ჩვენთან და ის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში – სტადიონის მოვლა-შენახვაში დაგვეხმარება.
–რატომდაინტერესდა „შუქურათი“?
– იმიტომ, რომ ვართ მეგობრები და გვაქვს კარგი ურთიერთობა. მალე გუნდს ეყოლება ახალი მთავარი მწვრთნელიც – კონსტანტინ ფრალოვი. უკრაინელი ტრენერი ოდესის „ჩერნომორეცის“ ახალგაზრდული გუნდის უფროსი მწვრთნელი და კლუბ „ჩერნომორეცის“ მეორე მთავარი მწვრთნელი იყო. რაღაც მოხდა და იქ აღარ დანიშნეს მთავარ მწვრთნელად. ბოლოს იყო ყაზახეთის ბავშვთა ფეხბურთში ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი.
–რატომგანხორციელდაესცვლილება?
– იმიტომ, რომ მინდა უფრო კარგად თამაშობდეს ჩემი გუნდი. მიმაჩნია, რომ კონსტანტინე ფრალოვი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელია და მჯერა, რომ წარმატებულად გაწვრთნის ჩემს გუნდს.
– იყო აქ ჩამოსული, უყურა ჩვენს გუნდს და აღფრთოვანებული დარჩა, ძალიან კარგი გუნდი გყავთო. წლის ბოლომდე მთავარი კონსულტანტი იქნება. პირველი იანვრიდან დაინიშნება მთავარ მწვრთნელად. მასთან ექვსთვიან კონტრაქტს ვაფორმებთ, ჩემპიონატის ბოლომდე პლუს შედეგის მიხედვით. თუ შედეგი დავინახეთ, კონტრაქტი სამ წლამდე გაგრძელდება.
–ბატონამირანთანროგორიურთიერთობაგაქვთ?
– კარგი. ამირან გოგიტიძე რჩება გუნდში. ის იქნება კლუბის ერთ-ერთი უფროსი მწვრთნელი და უკრაინელთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.
– პირველი, ყველაზე წარმატებული ტრანსფერი იყო შალვა აფხაზავა. სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, „არსენალში“ თამაშობდა და ერთ-ერთი ძლიერი ფეხბურთელი იყო. ეს ტრანსფერი 2002 წელში განვახორციელე. მაგ პერიოდში მქონდა ალეკო ამისულაშვილის ტრანსფერი კიევის „დინამოში“, ოთარ მარცვალაძე, რომელიც ასევე კიევის „დინამოში“ იყო და ახლა რუსეთის ჩემპიონატს თამაშობს (კლუბი „ტოსნო“), ასევე დავით იმედაშვილი და მოსკოვის „სპარტაკში“ ქობულეთელი კახა მჟავანაძე. ერთ-ერთი წარმატებული ტრანსფერი იყო ჯანო ანანიძის ტრანსფერი, რომელიც პატარა იყო მოსკოვის „სპარტაკში“ რომ ჩავიყვანე, მაგრამ ყველაზე წარმატებულ ტრანსფერად მე მიმაჩნია სოლომონ (საბა) კვირკველიას ტრანსფერი, რომელიც ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. გაგიჟებული იყო მასზე რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო – უნდოდა, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიეღო და რუსეთის ნაკრებში ეთამაშა. მაგრამ სოლომონმა გადაწყვიტა საქართველოს ნაკრებში დარჩენა. სოლომონ კვირკველია, რომელსაც წლიური ხელფასი აქვს 300 000 დოლარი, რუსეთის ტურში საუკეთესო მცველად დასახელდა, მის უკან დგანან მეორე-მესამე ადგილზე ხუთმილიონევროიანი შემოსავლით ფეხბურთელები, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, „ზენიტის“ არგენტინელი ეზეკილ გარაი და „სპარტაკის“ ბრაზილიელი ჟოაო კარლოსი. მას აქვს საუკეთესო ფიზიკური მონაცემები – სიმაღლეში 1.97 სანტიმეტრია. აბსოლუტურად ყველა მონაცემები აქვს, რომ გახდეს მსოფლიო ვარსკვლავი. ის 22 წლისაა, თამაშობს ძირითადში და რუსეთში უკვე მეორედ დასახელდა საუკეთესოდ.
– ჩემი აზრით, უნდა იყოს 16-გუნდიანი. ქობულეთში დაახლოებით 400 ბავშვი თამაშობს, რომელთა მიზანია უმაღლეს ლიგაში თამაში. ამიტომ მათ ურჩევნიათ ქობულეთში იყოს გუნდი, ვიდრე, ვთქვათ, სამტრედიაში ან სხვაგან. უმაღლეს ლიგაში ლიდერობს თბილისის „დინამო“, გამორჩეული გუნდია „სამტრედია“, გორის „დილა“, ქუთაისის „ტორპედო“, საჩხერის „ჩიხურა“, ბოლნისის „სიონი“. ერთ-ერთი მათგანი ჩვენაც ვართ – მიმაჩნია, რომ თანაბარი გუნდები ვართ.
–რასიტყვითბათუმის „დინამოზე“?
– ბათუმის „დინამო“ ძალიან კარგად შეკრებილი, დაბალანსებული გუნდი გააკეთა შოთა ჭეიშვილმა და „დინამოს“ ხელმძღვანელობამ. ალბათ, უფრო გაძლიერდებიან ახალი წლიდან და უფრო კარგი შედეგი ექნებათ. ვფიქრობ, ბათუმის „დინამოც“ ერთ-ერთი წარმატებული გუნდი იქნება წლის განმავლობაში. მომავალი წლისთვის უკეთესი. ჩვენც თუ ასე გაგვიგრძელა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა და აჭარის მთავრობამ მხარდაჭერა, ძლიერი გუნდი ვიქნებით. მაქვს გეგმა, რომ უეფაზე გავიდეს „შუქურა“. დიდი სხვაობა არ არის საქართველოს სხვა გუნდებთან, ჩვენ რომ არ წაგვეფერხა სახლში „სამტრედიასა“ და რუსთავის „მეტალურგთან“, მესამე ადგილზე ვიქნებოდით. წარუმატებლობის მიზეზი არის დაუფინანსებლობა. საბედნიეროდ, ეს პრობლემა გადაწყა, აწი პასუხი მოგვთხოვონ.
საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის ინიციატივით, სხვადასხვა დაავადებების და მათ შორის ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს საჭირო სისხლის მარაგის შესაქმნელად ტარდება აქცია: „გაიღე სისხლი – სიცოცხლის გადასარჩენად“.
თამარ ქაჩლიშვილის ინფორმაციით, „4 ნოემბერს 13:00 საათიდან აქციაში ჩაერთვება ოზურგეთში მდებარე კლინიკა „მედალფა“; ნოემბერს 10:00 საათზე აქციას შემოუერთდება ყულევის ტერმინალი 14:00 საათზე კი ფოთის პორტი; 5 ნოემბერს 11:00 – 13:00 საათამდე აქცია ჩატარდება ბათუმის სოკარის ოფისში; საზღვაო ჰოსპიტალი აქციას 5 ნოემბერს 13:00-17:00 საათამდე შეუერთდება“.
ის, ვინც გადაწყვეტს შეუერთდეს ამ აქციას, უნდა დაიცვას შემდეგი წესები:
სისხლისგაღებისმსურველთაასაკია 19–59 წელი. დონორიარუნდაიყოს:
B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი;
ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი);
სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე;
თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული გაკეთებიდან ერთი წელი;
არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის;
არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი);
ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია;
არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში;
ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში;
დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები.
ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემდგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.
„ტემპერატურა ორ გრადუსამდე დაეცემა. ამიტომ, მეციტრუსე ფერმერებს მოვუწოდებთ, იყვენენ ყურადღებით მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით. თუ შესაძლებლობა ექნებათ, სასურველია მოიმარაგონ მეორადი საბურავები და ნახერხი, რაც ტემპერატურის რეგულირების საშუალებას მისცემთ“-განაცხადა მინისტრმა.
გასაყიდ ბინაში არის საშუალო რემონტი, ავეჯი (საძინებელი, მისაღები, პიანინო, სამზარეულო აღჭურვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით) სათავსო ოთახით, სილქნეტის ხაზის ტელეფონით. საწყისი ფასი 65 ათასი დოლარი.
„ამ დღეებში მარტო სახანძრო სამსახურმა მიიღო 94 გამოძახება. აქედან, 90 გამოძახებაზე მოხდა რეაგირება. შპს „ბათუმის წყლმა“ ე.წ ჭაობის დასახლებაში ჩაატარა გაწმენდითი სამუშაოები. განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა მეჯინის წყალთან დაკავშირებით, როდესაც წყლის არხები მდინაარემ დატბორა და დასახლებულ ადგილებსაც მიადგა ზიანი“- განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.
მერის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები განვითარდა ბოტანიკურ ბაღში და ცენტრალურ მაგისტრალზე მახინჯაურში გვირაბთან. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.
გიორგი ერმაკოვის განცხადებით, თავდადებულის ქუჩის 145-147 მცხოვრებ მიქარებიძისა და შენგელიას ოჯახებს მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს:
„ამ ოჯახებს გავიყვანთ ქირით, ბინის ქირავნობის თანხას მერია აუნაზრაურებს ბიუჯეტიდან რადგან ეს ოჯახები სოციალურად დაუცველები არიან. მათ მერია არაერთხელ დახმარებია და კიდევ ერთხელ გაუწევს დახმარებას“-აცხადებს მერი.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. აღწერას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ატარებს, რომლის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარია.
საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არის ბოლო ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის აღწერას ათწლიანი დაგვიანებით ატარებს.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს იბფორმაციით, მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი აჭარასა და გურიაში განხორციელდა, ნოემბერ-დეკემბერში იქნება თბილისი და სამეგრელო, მომდევნო 2015 წლის თებერვალში კი საყოველთაო აღწერაში ქართლი და იმერეთი ჩაერთვება.
გიორგი მოისწრაფიშვილის ხმას 11 წლის წინ ბათუმში რადიოს მსმენელები კარგად იცნობდნენ, მაშინ ის რადიოში მუსიკალური გადაცემის წამყვანი იყო, დღეს კი გიორგი რადიო “აჭარის” ხელმძღვანელია. ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო: “ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ იმ რადიოს მენეჯერი გავხდებოდი, სადაც დაიწყო ჩემი კარიერა. 2002 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად დავწერე პროექტი, ყველანი სტუდენტები ვიყავით და ძალიან მოგვწონდა რადიო. პირველად რადიო აჭარის 80-წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩვენ შემოვიღეთ მუსიკალური წამყვანის ინსტიტუტი, მაშინ პირველად აღმოვჩნდი წამყვანის ამპლუაში, ორწელიწად-ნახევარი ვიყავი რადიოში. სტუდენტობის პერიოდში ასეთი გამოცდილება ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პოპულარობაც ვიგრძენი, მთელი ქალაქი გვიცნობდა, ბევრი მსმენელი დღემდე მეგობრობს ჩემთან,” – ამბობს გიორგი.
რადიოეთერიდან ტელეეკრანზე მალევე გამოჩნდა: “პირველი სატელევიზიო ეთერი აჭარის ტელევიზიის გადაცემა “მუსზონა” იყო, მერე გადავედი 25-ე არხზე, მუსიკალური გადაცემის წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, გადაცემას მე დავარქვი “ბარ10″, ეს ის პერიოდი იყო, როცა ეთერის დროს 5000-6000 ესემესი შემოდიოდა, უამრავი ზარი, ახალი ურთიერთობები…” – იხსენებს გიორგი.
შემდეგ იყო გადაცემა “დილის ტალღა”, სადაც შვიდი წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას გიორგი მოისწრაფიშვილი “დილის ტალღის” მაყურებლის განწყობაზე ზრუნავდა. ახარებს ის, რომ ხასიათის წყალობით არასოდეს ყოფილა რუტინული წამყვანი: “უკვე აღარ ვარ დილის ტალღის გუნდის წევრი, ჩემს ცხოვრებაში რაღაც რომ მთავრდება, იწყება მეორე, ამიტომაც დიდხანს არ მიგრძელდება გულის დაწყვეტის მომენტი. “დილის ტალღა” არის ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება. როცა ხარ ეთერში, ვიღაცას არ მოსწონხარ, ვიღაცას – მოსწონხარ. ამაზე არ ვღელავდი, აბსურდია ყველას მოსწონდე, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც შეიძლება მართლა უკეთესი იყოს შენზე” – ამბობს გიორგი.
გიორგის გეგმები ახლა ისევ რადიოს უკავშირდება. ფიქრობს, რომ რადიოს სტრატეგიული ნაბიჯები სჭირდება და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს მხოლოდ გასართობ და შემეცნებით არხად ვერ აქცევს: “რადიო საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს სრულად, საჭიროა ბევრი სოციალური და პოლიტიკური პროექტი, საზოგადოებრივი რადიოს ფორმატი ამას მოითხოვს. რადიოში ყველა ინტერესის დაკმაყოფილებას შევეცდებით, იქნება საბავშვო პროექტები, სოციალური პროექტები, პოლიტიკური თოქ-შოუები, ფერმერული პროექტები და ეს ყველაფერი შეიფუთება მუსიკით. რადიოს აქვს უნიკალური საარქივო ფონდი, მაგალითად გალაქტიონ ტაბიძის ხმა აჭარის რადიოში იყო მხოლოდ შენარჩუნებული, ამ ყველაფერს სჭირდება გამოტანა და გამოყენება” – ამბობს გიორგი.
გიორგი ფიქრობს, რომ რადიოში მუშაობამ გაუადვილა ტელევიზიაში ყოფნა, ახლა კი დაეხმარება, როგორც ხელმძღვანელს. “რადიო არის საოცარი ინტიმი. მსმენელი ვერ გხედავს, მაგრამ გრძნობ, რომ შენი ხმის ტემბრით აღგიქვამს ისეთს, როგორიც უნდა რომ იყო. შენ ლავირებ ხმით, შენი ფლეილისტით, ფაქტობრივად შენ მიერ შექმნილ სამყაროში ამყოფებ მსმენელს” – ამბობს გიორგი.
გიორგი მოისწრაფიშვილი მუშაობას აჭარის ტელევიზიაშიც აგრძელებს, ნოემბრიდან ეთერში გიორგის საავტორო გადაცემა – “მგზავრის წერილები” გავა: “მგზავრი არის გენრე დოლიძე, რომელიც თითქმის არ ჩანს გადაცემაში, ის აკეთებს პროლოგს და ეპილოგს, ის მიდის სოფლებში, სადაც მეგზურობას უწევს სოფლის მკვიდრი, რომელიც მოუთხრობს მას სოფელზე. 25-წუთიანი, საინტერესო გადაცემა გამოვა” – ამბობს გიორგი.
გიორგიდამუსიკა
მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს, ვარ შემსრულებელიც და ვქმნი საკუთარ მუსიკასაც, მყავდა ბენდი – “მუტაბორი”, ვუკრავდით ჯაზ-ფანკს, ეს ბენდი ახლა უკრაინაში აგრძელებს მუშაობას, მე კი ჯგუფიდან წამოვედი, ოჯახური პრობლემების გამო, რის გამოც მქონდა დეპრესიული მომენტი. ყველაზე მეტად მუსიკასთან გამოთხოვება მიჭირს. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრის ირაკლი შარაძის დამსახურებით ჩემი “აჭარული ბალადა” გამოვფინე. მუსიკით ამბების გადმოცემა მიყვარს, ეს ამბები ძალიან ძველია, ცოტა სევდიანიც. “დილის ტალღა” მაძლევდა საშუალებას მომევლო აჭარის მაღალმთიანეთი, სწორედ იქ მოსმენილი ამბები ხდება ჩემთვის ინსპირაცია, განწყობა, რომელიც ახლავს თან ამ მელოდიებს, ისტორიები… თავისით მოდის ეს თემები. “აჭარული ბალადის” თემატიკა არის საზღვარი, რომელიც გაჩნდა ნათესავებს შორის, ამიტომაც გამოვიდა ბალადა. საინტერესო რაღაცები მაქვს გასაცოცხლებელი, მუსიკით მომაქვს განცდები, ალბათ ამიტომ მოეწონათ ასე “ბალადა”. ვფიქრობ, მოვა დრო, როცა მომინდება ამ ყველაფრის გამოტანა სააშკარაოზე.
ელენესმამა
ელენე ცხრა წლისაა. ვხუმრობ ხოლმე, ჩვენ ერთად გავიზარდეთ-მეთქი, მართლაც ასეა. მე იმ შობლების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს, რომ საოცარი შვილი ჰყავს, ის იმდენად კარგი შვილია, რომ მე მხდის კარგ მამად. რა თქმა უნდა, არ მყოფნის დრო, რომელსაც ერთად ვატარებთ, ძალიან სწრაფად იზრდება, ალბათ მალე იმასაც მივხვდები, რომ ელენე ბავშვი აღარ არის, ის ჩემი ტოლია, სკოლის მერე ხომ ისედაც აღარ არის მკვეთრად გამოხატული ასაკობრივი სხვაობა. ვფიქრობ, მე და ჩემი მეუღლე კარგი მშობლები ვართ.
ელენე მგრძნობიარეა, ადამიანური ურთიერთობები უკვე აღელვებს. მოსწონს, როცა ეკრანზე ვჩანვარ, თავადაც მოსწონს კამერებთან პოზირება, შოთა გუჯაბიძემ გადაიღო კლიპში, მას მერე სულ ითხოვს შოთა ბიძიასთან სტუდიაში მიყვანას. ბალეტზე დადის ელენე, აინტერესებს არქიტექტურა და დიზაინი, ეს მე განსაკუთრებით მახარებს.
მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 14 წლის წინ გავიცანით, ახლა 31 წლის ვარ, ზუსტად ცხოვრების ნახევარი გავატარეთ ერთად, ამიტომ სხვაგვარია უკვე ჩვენი დამოკიდებულებები, ერთად გავიზარდეთ, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ერთად გავიარეთ. მეგობრები ვართ პირველ რიგში, ერთმანეთს ვუჭერთ მხარს.
ამერიკული ოცნება
ვოცნებობ ამერიკის მოქალაქეობაზე. ვიცი, რომ აუცილებლად გავხდები აშშ-ს მოქალაქე. ამერიკა, თავისი ისტორიითა და ჯაზით ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. ბავშვობა გავატარე ამერიკის შესახებ ისტორიების მოსმენით, მამაჩემი იყო მელომანი, მას აქვს განსაკუთრებულად დიდი კოლექცია ვინილის, ამიტომაც ვისმენდი ჯაზს, ვკითხულობდი ისტორიებს ჯაზზე, ამ ყველაფერმა კი ისე ამაფორიაქა, რომ დღემდე ვარ მობილიზებული, რომ აღმოვაჩინო ამერიკა.
სახანძრო ცვლის წარმომადგენელის, ლევან სურმანიძის თქმით სახანძრო სამსახურში შეტყობინება დღის 14:30 შევიდა. „ შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო გავიდა და გაირკვა, რომ კერძო სახლის სათავსო იწვოდა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და ზარალიც მინიმალურია,”-აცხადებს ლევან სურმანიძე.
მეზობლების განცხადებით, საცხოვრებელი სახლის სხვენში ცეცხლი გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ გათბობას უკავშირდება:
„სახლის პატრონი საზღვარგარეთ არის წასული და სახლი მიტოვებულია. სახლის სხვენში უსახლკარო ბიჭი ათევს ხოლმე ღამეს. სავარაუდოთ შესცივდა, გათბობა სცადა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი“ – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე, იმედა შარაშიძე.
გაცნობებთ რომ თქვენს მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო გატყობინებთ შპს ,,UNLU”-ს თან (ს.კ 248435359) 2011 წლიდან დღემდე ყოველგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან, მათ შორის ზეპრი თუ წერილობითი გარიგებებიდან ცალმხრივად გასვლის თაობაზე.
„ჯერ კიდევ ზაფხულში, 19 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განვიხილეთ შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის თემის სოფელ ლომანაურის მცხოვრებთა კოლექტიური წერილი, რომელშიც მოსახლეობა სოფლისათვის ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების ზამთრის დადგომამდე აღმოფხვრას მოითხოვდა. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ მათთან „არ განხორციელებულა გამრიცხველიანება, არ შეცვლილა ავარიული ელექტროგადამცემი ბოძები, რომ მწყობრიდან იყო გამოსული და არ მუშაობდა საჰაერო გამთიშველები“,- აცხადებს ჯემალ ფუტაკარძე.
მისი თქმით, კანონმდებლებმა სათანადო მსჯელობის შემდეგ, იმავე დღეს, პრობლემის მოგვარებისა და დროული რეაგირების მიზნით, შესაბამისი წერილით მიმართეს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსს.
„ კომპანიიდან უმაღლეს საბჭოში პასუხი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, 5 სექტემბერს მოვიდა და მასში ნათქვამი იყო, რომ „კომპანიაში მიმდინარეობდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლა“ და რომ ამ პროცესის დასრულების შემდგომ, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმოკლეს ვადაში ეცნობებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ არავინ შემოგვხმიანებია, – აღნიშნავს ჯემალ ფუტკარაძე. მისივე განცხადებით, ამინდის ცვალებადობა სახეზეა და შედეგმაც არ დააყოვნა – მაღალმთაინეთში პირველი თოვლი მოვიდა და როგორც ირკვევა, სოფლებში არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა, უფრო მეტიც, მათი ნაწილი კვლავ ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი.
ჯემალ ფუტკარაძე ვიდეორგოლში, რომელიც მან უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, აცხადებს: „საკუთარ მოსახლეობის აღშფოთებული მიმართვა ხელისუფლების მიმართ (შუახევის გამგეობა, თვითმმართველობის ორგანოები ) ამჯერად სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. წინ მკაცრი ზამთარია, გვახსოვს წინა წლის მწარე გამოცდილება – რეზინის ჩექმებსა და თბილ მოსასხამებში ხელისუფლებისა თუ ენერგოკომპანიის ხელმძღვანელი პირების მწუხარე სახით დადებული დაპირებები, რომ ყველაფერს იღონებდნენ პრობლემების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამინდი უარესდება, მდგომარეობა კი ისევ უცვლელია. დღეისათვის მაღალმთიანეთის ზოგ სოფელში თოვლი ნახევარ მეტრს აღწევს და ასეთ დროს, დღავნი-კვიახიძეების დამაკავშირებელ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანებულია ბოძები, რის გამოც ენერგიის მიწოდების აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
მივმართავ არა მარტო შუახევის, არამედ მაღალმთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ენერგოკომპანიასთან ერთად დაუყოვნებლივ მიიღონ გადამჭრელი ზომები პრობლემების აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის სამართლიან რისხვას დავიმსახურებთ, – აცხადებს ჯემალ ფუტკარაძე.
ამის შესაცებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აზერბაიჯანში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ექში ჰალილი დააკავეს.
ექში ჰალილი, საქართველოს ინტერპოლის წითელი ცირკულარით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 20 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც მითვისება/გაფლანგვას და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.
სამინისტროს ცნობით, ექში ჰალილი კომპანია „TEK-EV INSAAT DECORATION TAHHUT ICH EV DISTIJARET LIMITED SIRKETI Ltd.“-ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, როდესაც აღნიშნულმა კომპანიამ ბათუმის თოჯინების და ახალგაზრდობის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
ბრალდების მტკიცებით, მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ბოლომდე არ შეასრულა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ყალბი ინვოისების გამოყენებით თეატრის ბიუჯეტიდან 86 663, 23 ლარი მიითვისა, რითაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი მიაყენა.
ამჟამად ექში ჰალილის მიმართ წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
გამორთულია ჩაქვისა და ჩაისუბნის სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის მომსახურე აბონენტებს, ბენზე-ბონი- გოროდოკის დასახლებებს, ელოდებიან წყლის დაწმენდას.
რაც შეეხება გაზის მიწოდებას, გუშინ სარფში ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა მილსადენი და 30 – აბონენტი გამორთულია.
გუშინ ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობდა შერეული კომისია. ამ დროისათვის ყველაზე რთული სიტუაცია მათალმთიან რაიონებში გვაქვს. ახლახანს ვესაუბრეთ “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს, დღის ბოლომდე მაღალმთიან სოფლებს აღუდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება.
ქედაში მეწყრული მოვლენებს ჰქონდა ადგილი, შესაძლოა კიდევ განმეორდეს. მიმდინარეობს მონიტორინგი, ტექნიკა მობილიზებულია.
ხულოსა და ქედაში ამ დროისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დაბაში თოვლის საფარი 10-20 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სმ-ს. სავარაუდოდ ინტენსიური თოვის გამო, გოდერძის უღელტეხილის გაწმენდა არ მოხდება და ჩაიკეტება. გზების გაწმენდას დანისპარაულამდე ვაპირებთ.
ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში რამდენიმე სახლი დაიმეწყრა. ოჯახები გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ყველა შიდა-სასოფლო გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ გაწმენდილია ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ჩამოწოლილი მეწყერი და გზა გახსნილია.
მთავრობის და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უწყებები მობილიზებულია და სრულ მზადყოფნაში არიან საჭიროების შემთხვევაში აღმოფხვრან ლოკალური პრობლემები. ისევ მუშაობს აჭარის მთავრობის ცხელი ხაზი. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და გვაცნობოს პრობლემის შესახებ ნომერზე: 27-20-01.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.