ნეტგაზეთი • RU

სოფელ ვაშლოვანის გზა ჩაიკეტა, სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მიდის

 

ამ წუთებში (4 ნოემბერი, 10:19 წუთი) აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მიდიან ზემო აჭარაში, სოფელ ვაშლოვანში ავადმყოფის დასახმარებლად.  

 

ზემო აჭარა. როინ გუნდაძის ფოტო. 2.11,2014

აჭარის სამაშველო და საგანგებო სამსახურის ცხელი ხაზის ინფორმაციით, გამოძახება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მოქალაქე ამბობს, რომ დიდთოვლობის გამო სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია და ამიტომაც სასწრაფო დახმარების მანქანა სოფელში ვერ მიდის. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"