„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 4 ნოემბერს, აჭარაში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ცხრა ათასი აბონენტი.

“მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ამინდი გვიშლის ხელს, როგორც კი გამოიდარებს, მაშინვე აღუდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება მოსახლეობას”, – განაცხადა “ბათუმელებთან” „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელმა გიორგი სურმავამ.