ბსუ-ს რექტორობის კანდიდატები

მარინა გიორგაძე

ერთ-ერთი, ვინც რეგისტრაციის დაწყებამდე რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი “ბათუმელებთან” დაადასტურა, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა გიორგაძეა. მას უნივერსიტეტში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. “უნივერსიტეტში 1990 წლიდან ვმუშაობ, ფაქტობრივად იმ დროიდან, როცა პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა და საგანმანათლებლო პროგრამებში კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინოლოგიის მიმართულების დისციპლინების ჩართვა გახდა საჭირო”, – ამბობს მარინა გიორგაძე. მისი აზრით, ალეკო ბაკურიძის რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტის ყველაზე დიდი მიღწევა სასწავლო პროგრამების აკრედიტაცია იყო, რომელიც უნივერსიტეტმა 2011-2012 წლებში გაიარა: “სწორედ ამ დროს უნივერსიტეტში ყველა საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია, რაც სხვა წარმატებებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისთვის”.

ახალი რექტორის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მარინა გიორგაძე აკრედიტაციის ხელახალ ეტაპს მიიჩნევს, რომელიც უნივერსიტეტს 2016-2017 წლებში ელოდება. “ამ დროისთვის ჩვენ მომზადებული უნდა ვიყოთ. ამ ეტაპზე აკრედიტაციის მოთხოვნები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე წინა აკრედიტაციის დროს იყო”, – ამბობს ის.

გარდა ამისა, მარინა გიორგაძის თქმით, უნივერსიტეტში არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც წინა წლებში ვერ მოგვარდა და რაც უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურის გამართულად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია: “გარდა იმ ძირითადი სტრატეგიული ამოცანებისა, რაც სწავლებისა და კვლევების ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, მომავალი აკრედიტაციის წარმატებით გავლას ეხება, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვა და ელექტრონული ბაზების მოწესრიგება. ეს აქამდეც იყო გეგმაში, მაგრამ დღემდე არ გაკეთებულა. როცა სტუდენტს აქვს გაადვილებული წვდომა მისთვის საჭირო ყველა სახის ინფორმაციასთან (ელექტრონულ ბაზებთან, შეუძლია თავისი მიმდინარე ნიშნების, შუალედური შეფასებების და გამოცდის შედეგების კონტროლი ისე, რომ არ დაელოდოს თუ როდის გამოუკრავენ კედელზე ამ შედეგებს და ა.შ)“.

მარინა გიორგაძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის განვითარებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია, როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების ძალისხმევის გაერთიანება და თანამშრომლობა, ასევე უნივერსიტეტში სტაბილური და კეთილგანწყობილი აკადემიური გარემოს შექმნა.

იმ შემთხვევაში, თუ მარინა გიორგაძე გაიმარჯვებს არჩევნებში, ბათუმის ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა უნივერსიტეტს ქალი რექტორი ეყოლება.

რამაზ ხალვაში

კიდევ ერთი კანდიდატი, ვინც უნივერსიტეტის ნომერ პირველ ამოცანად პროგრამულ აკრედიტაციას მიიჩნევს, ბსუ-ს პროფესორი რამაზ ხალვაშია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 2008 წელსაც მონაწილეობდა და უნივერსიტეტში ჩატარებულ გამოკითხვაში ლიდერობდა კიდეც. ის ამავე არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულიც იყო, თუმცა არჩევნების მეორე ტურის შედეგებით ბსუ-ს რექტორად ალეკო ბაკურიძე აირჩიეს. რამაზ ხალვაში უკვე მეოცე წელია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს და ამ წლების მანძილზე გარდა აკადემიური საქმიანობისა, ექვსი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს, ოთხი წლის განმავლობაში იყო ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ამჟამად ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ლიტერატურის თეორიის სამაგისტრო და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამებს.

რამაზ ხალვაშის თქმით, ალიოშა ბაკურიძის რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტმა საკმაო წარმატებებს მიაღწია, თუმცა მიიჩნევს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი რამ რჩება: „მინდა სწორედ იმ სუსტი მხარეების გამოსწორებაზე ვიმუშაო, რაც უნივერსიტეტს ამ ეტაპზე აქვს. აკრედიტაცისთვის წარსადგენ ახალ პროგრამებში ბევრი სიახლე უნდა შევიდეს შინაარსობრივი თვალსაზრისით. მაგალითად, ჩვენი პროგრამების ერთ-ერთი ნაკლი ის გახლავთ, რომ ყველა მათგანში უცხო ენად აღიარებულია მხოლოდ ინგლისური ენა, ანუ უნივერსიტეტმა უარი თქვა ფრანგულ, გერმანულ, და სხვა ევროპულ ენებზე, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. გარდა ამისა, უნივერსიტეტს არ გააჩნია ელექტრონული პლატფორმა, რაც ზოგადად ქართულ საუნივერსიტეტო სივრცის პრობლემაცაა და ამ მხრივ ძალიან ჩამოვრჩებით ევროპის უნივერსიტეტებს. ახალგაზრდები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და ვფიქრობ, აუცილებელია ამ რესურსის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა. ამ პლატფორმაზე ატვირთული იქნება სახელმძღვანელო ლიტერატურა, ელექტრონული ლექციები, დავალებები, იფუნქციონერებს ფორუმი და ასე შემდეგ. ჩვენ მომზადებული გვაქვს პროექტი, რომელიც შესაძლებელ გახდის ამ პრობლემის უახლოეს დროში მოგვარებას. უნდა წავახალისოთ წარჩინებული სტუდენტები და ისინი სრულად გავათავისსუფლოთ სწავლების გადასახადისაგან. უნდა შეიქმნას ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან შრომის ბაზარზე. უნდა განვითარდეს ურთიერთობები კერძო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან. მაგალითად, ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვალიფიციურმა მარკეტინგულმა კვლევებმა და მოკლევადიანმა სასერთიფიკატო კურსებმა დამატებითი შემოსავლები უნდა მოუტანოს უნივერსიტეტს” – ამბობს ის.

რამაზ ხალვაშის აზრით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია ისიც, რომ დღემდე ვერ მოხერხდა აკადემიურ პროცესში იმ კვლევითი ინსტიტუტების ჩართვა, რომლებიც გასულ წლებში შემოუერთდა ბსუ-ს: „ეს დიდი გამოცდილების მქონე დაწესებულებები დღემდე უცხო სხეულივით არიან უნივერსიტეტში. აუცილებელია, მოხდეს მათი ბოლომდე ინტეგრაცია და ისინი ჩაერთონ ბსუ-ს აკადემიურ საქმიანობაში. მაგალითად, ჩვენ შემოგვიერთდა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია უმდიდრესი ბიბლიოთეკა და იმ პირობებში, როცა უნივერსიტეტი მწვავედ განიცდის წიგნადი ფონდის პრობლემას, ეს ბიბლიოთეკა სხვენში, ტომრებში ინახება, რაც ჩემი აზრით დანაშაულია. აუცილებლად უნდა აღდგეს უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულების გამოცემა, რაც რამდენიმე წელია შეწყდა” – ამბობს რამაზ ხალვაში. 

ირაკლი ბარამიძე

„ბათუმელებთან” საუბარში ბსუ-ს რექტორობის სურვილი დაადასტურა პროფესორმა ირაკლი ბარამიძემ, რომელიც უკვე ოთხი წელია რექტორის მოადგილეა სასწავლო დარგში. 2000 წლიდან გარდა აკადემიური საქმიანობისა, ბიზნესისა და სამართალმცოდნებოის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეც იყო, 2008-2010 წლებში კი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი ამბობს, რომ ალეკო ბაკურიძის რექტორობის პერიოდი ძალიან წარმატებული იყო უნივერსიტეტისთვის, თუნდაც იმ მხრივ, რომ უნივერსიტეტში გარემო დასტაბილურდა: „მის მოსვლამდე უნივერსიტეტში ყოველ წელს იცვლებოდა რექტორი და ეს არასტაბილური სიტუაცია ცუდად აისახებოდა უნივერსიტეტზე. მისი მოსვლის შემდეგ ყურადღება მიექცა როგორც ორგანიზაციულ საკითხებს, ისე სასწავლო პროცესის შინაარსობრივ, ხარისხობრივ მხარეს. გამრავალფეროვნდა საგანმანათლებლო პროგრამები და უნივერსიტეტის კონტინგენტი დაახლოებით 1000 სტუდენტით გაიზარდა”.

მისივე თქმით, ყურადღებას მოითხოვს სასწავლო პროცესის სრულყოფა, კერძოდ განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით: „ორგანიზაციული თვალსაზრისით უნივერსიტეტს შესაძლოა პრობლემა არ ჰქონდეს, მაგრამ ყურადღება იქნება მისაქცევი განათლების ხარისხის ამაღლებაზე, რაც მუდმივი პროცესია. ამ მიმართულებით შევეცდებით უნივერსიტეტში მოვიზიდოთ ახალი კადრები და ხელი შევუწყოთ არსებული კადრების პროფესიულ ზრდას. აუცილებელია საგანმანათლებლო მატერიალური რესურსების გამრავალფეროვნება, იქნება ეს ტექნიკური რესურსი თუ წიგნადი ფონდი ბიბლიოთეკაში”.

ირაკლი ბარამიძის თქმით, წელს უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეაბილიტირებული შეხვდება, რისთვისაც ფინანსები უკვე გამოყო საქართველოს განათლების სამინისტრომ.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა მხოლოდ რამაზ ხალვაშს აქვს, თუმცა მისივე თქმით, განაცხადის შეტანამდე გეგმა ისევ დახვეწის პროცესშია.

ირაკლი ბარამიძე კი ამბობს, რომ რექტორის გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ მოულოდნელი იყო მისთვის, ამიტომ საკუთარ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია: ”მე, როგორც რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ჩახედული ვარ მიმდინარე პროცესებში და, რა თქმა უნდა, მაქვს საკუთარი შეხედულებები ყველა საკითხზე, უბრალოდ, ჯერჯერობით, არ მაქვს წერილობითი სახით”.

მარინა გიორგაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა წერილობითი სახით ჯერ არც მას აქვს და იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატად დარეგისტრირდეს, მის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა არ იქნება ერთპიროვნული ნააზრევი.

რამაზ ხალვაშის თქმით, მიუხედავად გასულ წლებში მთავრობის მიერ ბსუ-ს რექტორის არჩევნებში ღიად ჩარევისა, წელს ეს ნაკლებად მოსალოდნელია: „2008 წელს აჭარის მთავრობა ჩაერია ბსუ-ს რექტორი არჩევნებში, ლევან ვარშალომიძემ დაიბარა აკადემიური საბჭო და პირდაპირ თქვა, რომ მხარს უჭერდნენ ალეკო ბაკურიძეს. ხელისუფელბას თავისი კანდიდატი ყოველთვის დიქტატით გაჰყავდა. ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, ვფიქრობ, ეს ნაკლებად მოსალოდნელია”.

მთავრობის მიერ ბსუ-ს რექტორის არჩევნებში ჩარევის ფაქტებს არც მარინე გიორგაძე უარყოფს: „დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ეს არ მოხდება და მჯერა, რომ აკადემიური საბჭოს წევრები ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც უნივერსიტეტისთვის იქნება სასარგებლო. წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში”.

მთავრობის გავლენას აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაზე გამორიცხავს ირაკლი ბარამიძე. ”უნივერსიტეტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არის ნდობის მაღალი ხარისხი და არ მგონია ვინმეს სურვილი გაუჩნდეს სხვა მიმართულებით წაიყვანოს ეს პროცესი”, – ამბობს ის.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 16 მარტს შეარჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რვა წევრი – მარინა აროშიძე, გურამ ჩაგანავა, ვაჟა ვერულიძე, მალხაზ ნაკაშიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გული შერვაშიძე, თეიმურაზ ქიქავა და ანზორ დევაძე.

 

’’ნული საათი’’ ბათუმის ხელოვნების ცენტრში

 

 

„ნული საათი“ ინოვაციური სპექტაკლია, რომელიც კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზეა აგებული. 

 

 აღნიშნული წარმოდგენა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში დაიდგა. 

2014 წელს საქართველოში ხანძრის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა

 

2013 წელს დაღუპულთა რიცხვი იყო – 48, ხოლო ტრავმირებული – 98. 2014 წელს ხანძრის შედეგად ტრავმირებული იყო 135 ადამიანი. განადგურდა 677 შენობა-ნაგებობა, ხოლო ხანძარს 82 მსხვილფეხა საქონელი ემსხვერპლა. 





ოჯახში მოძალადეთა და მსხვერპლთა რიცხვი გაზრდილია

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა რაოდენობის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, სტატისტიკა ოჯახში ძალადობის შესახებ მოიცავს მხოლოდ პირთა რაოდენობას.


აჭარის რეგიონში გასულ წელს 19 მოძალადე და 19 ოჯახში ძალადობის მსხვერპლი დაფიქსირდა (1013 წელს მოძალადეებისა და მსხვერპლის რიცხვი იყო 9). აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მოძალადე იყო 2 ქალი და 17 კაცი, ხოლო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 17 ქალი და 2 კაცი.


მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, გასულ წელს, მოძალადე ქალი იყო 60, ხოლო მოძალადე მამაკაცი 690. რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობას, მათგან 742 –  ქალი, ხოლო 87 კაცი იყო.

 

უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი ოპოზიციას პასუხობს: ჩვენ დავაბრუნეთ ძველი ნორმა

 

დავით ბაციკაძე
დავით ბაციკაძე

„პროექტში წერია, რომ  კენჭისყრის უფლება აქვს საკრებულოს წევრს. ეს არის ადრე მოქმედი ნორმა, რომელიც გააუქმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს. ამ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც გაყალბებული იყო და გააყალბა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საჩივარი შეიტანა თავის დროზე მურმან დუმბაძემ, რომელიც უჩიოდა, რომ  კანონი გააყალბეს. ჩვენ, უბრალოდ, დავაბრუნეთ ძველი ნორმა, ნორმები, რაც არ არსებობს საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს  უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს წევრისთვისაც, ორივე საკანონმდებლო ორგანოა. 

 

რაც მთავარია, ეს კანონი კარგია ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რადგან  თუკი ოპოზიციონერი დეპუტატი მოხვდა საკრებულოში და შემდეგ ის გადაწყვეტს, რომ მიიღოს მონაწილეობა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, მაგრამ  ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას, მაშინ ის რჩება საკრებულოში და აგრძელებს მუშაობას.  ამაში დისკრიმინაციული არაფერია.  ეს არ არის მხოლოდ ჩემი პარტიისთვის დაწერილი, ასე გამოდის, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა, რომ საკრებულოდან თუნდაც იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ვთქვათ, გიორგი კირთაძემ იყაროს კენჭი და კონკურენტი გახდეს მათთვის. მათ მათი თანამდებობები აშფოთებთ“, – განაცხადა დავით ბაციკაძემ “ბათუმელებთან“.  

საკრებულოდან უმაღლეს საბჭომდე მანდატის დაკარგვის გარეშე – ცვლილება კანონში


ქალბატონო ეკა, რა არის თქვენი არგუმენტი პროექტის წინააღმდეგ, რატომ არ დაუჭირეთ მას მხარი?

 

რამდენიმე მიზეზის გამო მივეცით ხმა წინააღმდეგ მე და ჩემმა კოლეგებმა. მე, პირადად, საკუთარი გამოცდილებით ვსაუბრობდი. როდესაც ადამიანი იმყოფება ერთ წარმომადგენლობით ორგანოში და აქვს იმის გარანტია, რომ თუ არ მოხვდა მეორეში, ამ თანამდებობას შეინარჩუნებს, ჩემი აზრით, მას ამ შემთხვევაში ნაკლები მოტივაცია აქვს იმისთვის, რომ  იბრძოლოს და სრულფასოვნად ჩაერთოს ამ პროცესებში. ამავე დროს, მას უნარჩუნდება ადმინისატრაციული რესურსის გამოყენების საშუალება და შესაბამისად, არათანაბარ პირობებშია თავის კონკურენტთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება არ არის ცნობილი სახე და არა აქვს წვდომა იგივე საჯარო სამსახურებთან.


როდესაც იღებ პასუხისმგებლობას, გადაინაცვლო ერთი წარმომადგენლობითი ორგანოდან მეორეში, უნდა გაათვიცნობიერო რისკ-ფატორები, შეიძლება ვერ მოხვდე, მაგრამ ეს რისკი შეგნებულად უნდა გასწიო. მე, პირადად, ასე მოვიქეცი. ძალიან კარგად ვაცნობიერებდი იმ მდგომარეობას, რომ ჩვენი გუნდისთვის არ იყო სახარბიელო განწყობა საზოგადოებაში და სერიოზული რისკი იყო, რომ ვერ მოვხვდებოდი წარმომადგენლობით ორგანოში, თუმცა მე მორალურად მზად ვიყავი ამისთვის. 

  

თქვენმა ფრაქციამ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს ცვლილება მოარგეს კონკრეტულ პირებს. მაინც ვის უნდა საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში გადასვლა?


ამ ბოლო დროს გააქტიურდა საუბრები ვადამდელი არჩევნების შესახებ, ამ ინფორმაციას  მმართველი გუნდი ავრცელებს კულუარულად. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ერთი წარმომადგენლობითი ორგანოდან სახეები წარმოადგინონ უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლობით ორგანოში, რომ მოხდეს ხალხის გადანაცვლება ერთი უწყებიდან მეორეში.

 

ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, კონკრეტულ პირებზე მაინც, ვინ გეგმავს საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კენჭისყრას?


კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ინიცირება ეკუთვნოდა „ქართულ ოცნებას“ და, შესაბამისად, ეს გეგმებიც მათ გააჩნიათ.

 

ინიცირების ავტორებს რა არგუმენტები აქვთ, რით დაასაბუთეს კანონის მიღების აუცილებლობა?


უმრავლესობიდან ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ ისიც აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიებებას. ეს იქნება კანონპროექტი, რომელიც დააკმაყოფილებს ამა თუ იმ პოლიტიკოსის ამბიციებს, რომ გადაინაცვლოს უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლობით ორგანოში და, შესაბამისად, მათი მთავრი არგუმენტი იყო ეს.  

ტურიზმი “ჩაბნელებულ სოფელში”

 

გომარდული
გომარდული

„გომარდულის“ მფლობელების საბანკო ანგარიშებს სახელმწიფომ ინკასო გასულ წელს დაადო, მათ სახელმწიფოს ვალი აქვთ. აქციონერებმა გრძელვადიანი კრედიტის გამოყოფის თხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართეს. სააქციო საზოგადოების ერთ-ერთი მფლობელი რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ „პასუხი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ დახმარების იმედი აქვთ“.

 

კოტეჯების გარდა სამთო-სათხილამურო კურორტ გომარდულზე დამსვენებელს საკუთარ პროდუქტს სთავაზობს ადგილობრივი მოსახლეობაც. ტურისტების სიმცირეზე ისინიც საუბრობენ. მათი თქმით, დამსვენებლის კლების ერთ-ერთი მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

 

„ჩვენ უფრო კარგი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ გაგვიცრუვდა, გზა ვერ გაკეთდა, შუქიც არ გვაქვს, ქარი გაიქროლებს და გაითიშება. ვის უნდა ჩაბნელებული სოფელი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აისახა დამსვენებელზეც. გზა დროულად არ გაწმინდეს თოვლისგან, მარშუტკა ჯაჭვებით გადაადგილდება. წელს, სეზონზე მხოლოდ ხუთი დამსვენებელი მყავდა, შარშან ბევრი იყო, კოტეჯებშიც დადიოდნენ ტურისტები და ოჯახებშიც. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, თორემ სხვანაირად არაფერი გვეშველება“, – ამბობს გომარდულელი ფატი ნაკაშიძე.

 

იმის მიუხედავად, რომ პროექტი „გომარდული“ პრაქტიკულად ჩავარდა, აჭარის მთაში კიდევ ერთი სამთო კურორტის გახსნა იგეგმება. ამ კურორტების მომავალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი ასე ხედავს: „მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობამ გააცნობიერა გომარდულის პრობლემა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს გზების ძიება, რომელიც ყადაღის მოხსნამდე მიგვიყვანს. თუმცა, გამიჭირდება პროგნოზი, როდის შეძლებს კოტეჯები დამსვენებლის მიღებას. სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ კი 2015 წელს გაიხსნება, სამუშაოები მიმდინარეობს და ის აჭარაში ყველაზე პერსპექტიული კურორტია, იქედან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტი განთავსების ადგილი, სასრიალო ტრასა და ინფრასტრუქტურა გააჩნია“.

ტურისტების არარსებობზე საუბრობენ სოფელ ნიგაზეულშიც, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროები არასამთავრობო ორგანიზაცია CHF-ის ხელშეწყობითა და USAID-ის დაფინანსებით 2007 წელს მოეწყო.

ნიგაზეულში ოთხი გესთჰაუსია: „მწვანე სახლი“, „იმედი“, „ავთო“ და „ქვემოურები“. გესთჰაუსების მფლობელები ამბობენ, რომ მათი საოჯახო სასტუმროები მომგებიანი არ არის. ისინი ტურისტების შემცირებას ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ხსნიან.

მალხაზ ხიმშიაშვილმა საოჯახო ტიპის სასტუმრო – „ავთო“ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით რვა წლის წინ იმ იმედით მოაწყო, რომ ოჯახს შემოსავალი გაუჩნდებოდა. სახლის მეორე სართულზე დამსვენებლისთვის სპეციალურად მისაღები ოთახი, საძინებლები და სველი წერტილები გააკეთა, ავეჯით აღჭურვა. მალხაზი ამბობს, რომ ბოლო ერთი წელია დამსვენებელი არ ჰყოლია.

„სელიმობასთან დაკავშირებით სოფელში ამოსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ისტორიულ სოფელში საოჯახო სასტუმროები მოეწყო. პროექტი გაგვაცნო და შერჩეული ოთხი ოჯახი დაგვაფინანსა – მე 4800 დოლარი გამომიყო. იმ თანხით სახლის მეორე სართულზე ვიზიტორებისთვის სამი საძინებელი, მისაღები ოთახი და სველი წერტილები მოვაწყე. მართალია, არც მაშინ იყო ბევრი დამსვენებელი, მაგრამ ახლა სულ არავინ მოდის, ერთი წელია ტურისტი არ მყოლია. ყველაფერი ძვირდება, ალბათ, ესეც არის ამის მიზეზი“, – ამბობს მალხაზი.

მალხაზის მსგავსად ერთი წელია დამსვენებელს ელის „ქვემოურების“ მასპინძელი, 76 წლის შუშანა ხიმშიაშვილი. ხიმშიაშვილებმა დამსვენებლისთვის ეზოში ფანჩატური მოაწყეს და ხარჯის შემცირების მიზნით აივანზე მზის გამაცხელებელიც კი დააყენეს.

„ამერიკელი დამსვენებელიც გვყავდა, ინგლისელი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც, უფრო ხშირად ზაფხულში მოდიოდნენ ახალგახსნილზე, მაგრამ წელს არავინ მოსულა. უცხოელებს აჭარული „ბორანო“ ძალიან მოსწონდათ. ჩვენებური საჭმლის მომზადება რომ ესწავლათ, ხშირად გვეხმარებოდნენ მომზადებაში“, – გვიამბობს ქალბატონი შუშანა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ტურისტის მოსაზიდად მათი დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. მისივე განცხადებით, დეპარტამენტმა 2015-2018 წლების ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა. თუმცა, ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ინფრასტრუქტურასა და ტურისტული მეურნეობების რეკლამირებას უჭირავს. დეპარტამენტი კი მხოლოდ ნაკლებბიუჯეტიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

„სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია რას ვაპირებთ, რა უნდა გაკეთდეს ტურიზმის განვითარებისთვის აჭარის მთიან ნაწილში და არაურბანული ტიპის დასახლებაში, ძირითადად, ფრინველებზე დაკვირვებასა და ღვინის ტურიზმს ვავითარებთ, ვახდენთ პოტენციური მარშრუტების მარკირებას, რომელიც კიდევ უფრო მეტი ტურისტული სერვისის შესაძლებლობას აძლევს სოფლად არსებულ მეურნეობებს. მარკირება როგორც ელექტრონულად, ასევე ფიზიკურად ხდება. აჭარის მთიანეთში 10 მარკირებული მარშრუტი გვაქვს, მომავალში კიდევ 5 ახალი მარშრუტი შეიქმნება.

სოფლად არსებული ტურისტული მეურნეობები შეგვაქვს ბროშურაში. ყველა ის ბროშურა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხდება იმ სარეკლამო კამპანიაში, რომელსაც სამიზნე ქვეყნებში ვაწარმოებთ: 25 საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, ეს მასალები საერთაშორისო გამოფენაზე ვრცელდება. ამასთან, სოფლად არსებული მეურნეობების წარმომადგენლებს ვასწავლით როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი და მოემსახურონ ტურისტს“.

მაგრამ, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, ეს საკმარისი არ არის: „შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, იგივე სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა, ასევე გზების მდგომარეობა აისახება ტურიზმზე. მხოლოდ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაო საკმარისი არ არის ტურიზმის განვითარებისთვის, ამ კუთხით სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს, მტირალას პარკამდე მისასვლელი გზა შენდება, რაც შედეგს გამოიღებს და უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება, ვიდრე გასულ წელს ჰყავდა. ასევე კეთდება გოდერძის უღელტეხილთან მისასვლელი გზა“.

ნიგაზეულის გესთჰაუსების შესახებ კი მამუკა ბერძენიშვილი ამბობს: „გესთჰაუზები ნიგაზეულში 2007 წელს გაიხსნა, მაგრამ მათი პოპულარიზაცია 2012 წელს დაიწყო, მანამდე გესთჰაუზების განვითარებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები არ არსებობდა, 4-5 წელი სჭირდება, შედეგს რომ მივაღწიოთ“.

უმაღლესმა საბჭომ უსკოს ახალი წევრი აირჩია

 

ბოლო პერიოდში იგი  ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო. გუგული დუაძე უსკოში მალხაზ კალანდაძეს ჩაანაცვლებს, რომელსაც უსკოს წევრობის უფლებამოსილების ვადა გაუვიდა.

სკოლები აჭარაში [ინფოგრაფიკა]

ბათუმში ყველაზე მეტი, 2100 მოსწავლე #1 საჯარო სკოლაში სწავლობს, ყველაზე ნაკლები – 57 მოსწავლე კი, #31 სკოლაში, რომელიც ექვსკლასიანია.

ხელვაჩაურის ყველაზე დიდი სკოლა #1 სკოლაა, სადაც 702 მოსწავლე სწავლობს, ყველაზე პატარა კი გორას საჯარო სკოლაა, სადაც 24 მოსწავლე იღებს განათლებას.

ქედაში ყველაზე მეტი მოსწავლე დაბა ქედის საჯარო სკოლაშია, სულ 450 მოსწავლე, ყველაზე ნაკლები, 8 მოსწავლე კი აქუცის საჯარო სკოლაში (ექვსკლასიანი) სწავლობს.

შუახევის სკოლებიდან ყველაზე მეტი მოსწავლე სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაშია (139 მოსწავლე), ყველაზე ნაკლები კი ჟანივრის სკოლაში – 9 მოსწავლე სწავლობს.

ხულოში ყველაზე მეტი მოსწავლე დაბა ხულოს საჯარო სკოლას (308 მოსწავლე) ჰყავს, ყველაზე ნაკლები კი, ტაბახმელას საჯარო სკოლას (12 მოსწავლე).

ქობულეთის რესურსცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ყველაზე მეტი მოსწავლე ჩაქვის #1 სკოლაში (988 მოსწავლე), ყველაზე ნაკლები მოსწავლე კი სოფელ აჭის საჯარო სკოლაში სწავლობს (26 მოსწავლე).

სასამართლო დარბაზიდან გაქცეული პატიმარი ბათუმში დააკავეს


შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო
შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, გურჯაანის რაიონული სამმართველოს და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დიმა ხაჩიაშვილი პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა ხაჩიაშვილმა გურჯაანში, სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ გელა კ-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიმა ხაჩიაშვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში სოფელ ველისციხეშივე დააკავეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 2 თებერვალს დიმა ხაჩიაშვილს, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. სამართალდამცავებმა იგი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე დააკავეს.

 

გამოძიება დიმა ხაჩიაშვილის მიმართ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით).

ხოლო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიმართ, რომლებიც დაკავებულის ბადრაგირებას ახდენდნენ, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით).

ბათუმში მემორიალური დაფებისა და ქანდაკებების განთავსების წესი

 

მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ბათუმის მერმა,  ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა. საკრებულოში წარდგენილ მიმართვას თან უნდა ერთვოდეს: მიმართვის ავტორის მოტივაცია და დასაბუთება;

ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენისა თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ; ინფორმაცია მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილის შესახებ.

 

საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „მიზანი მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების შესაბამისი  სამართლებრივი მოწესრიგებაა. მონუმენტური  სახვითი ხელოვნების ძეგლი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, ვიზუალურად დახვეწილი და გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან.

 

ამავე დადგენილებით თვალსაჩინო ისტორიული პიროვნებების, ეროვნული გმირების, მწერლების, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეების, ან და ქვეყნისა და  ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებების სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ისტორიული მოვლენის ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით ქანდაკების განთავსება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ისტორიული მოვლენის, ფაქტის დადგომიდან) 25 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, 25 წლის გასვლამდე, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით.

 

ქანდაკების ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც. 

 

 საკრებულოს კომისიის მიერ  დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხი, საკრებულოს კომისიის მიერ  დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით, შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.      

 

ქანდაკების განთავსება შეიძლება განხორციელდეს ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ქ.ბათუმის თვითმმართველობის მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. ქანდაკების დაფინანსება ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.  

 

ბობოყვათში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

 

ბობოყვათში ბაღის სამშენებლო სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და გამგებლის მოადგილემ რატი მეგრელიძემ დაათვალიერეს
ბობოყვათში ბაღის სამშენებლო სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და გამგებლის მოადგილემ რატი მეგრელიძემ დაათვალიერეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა, ამ ეტაპისთვის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.  მოეწყობა საძინებელი და გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ობიექტი ინვენტარით აღიჭურვება, ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

 

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ემ ტე ემი“ აწარმოებს. სამუშაოები მარტის თვეში დასრულდება.

 

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

 

მუსტაფა ბესიკჩის ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3-e, 87/1-d, 62 და 53/1-a, b, d, e, c მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს სხეულის დაზიანებას ცივი იარაღის გამოყენებით. 2009 წლის 2 სექტემბერს ქალაქ რიზეში მუსტაფა ბესიკჩიმ დანის გამოყენებით მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა თურქეთის მოქალაქე თუნჩაი იენიგუნს.


შს სამინისტროს ცნობით ამ დროისთვის მუსტაფა ბესიკჩი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

ვის ერგება უფასო სადილი

 

ემინე აბულაძე
ემინე აბულაძე

აბულაძეების ორსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათი შემოსავალი საარსებო შემწეობა და ემინეს ქმრის – ედნარ აბულაძის ავადმყოფობის (მეორე ჯგუფი) პენსიაა. ემინე აბულაძე ყოველდღიურად ერთჯერადად ხულოს უფასო მუნიციპალურ სასადილოში იკვებება, მისი ქმარი ედნარი კი სადილს ვერ იღებს.

 

„ჩემი ქმარი ავადმყოფია, პენსია აქვს, მაგრამ რამდენიმე თვე ვერ ავიღებ, კრედიტი მაქვს გამოტანილი. სასადილოს გახსნის დღიდან უფასო სასადილოში მხოლოდ მე ვიკვებები. გამგეობას ვთხოვე ჩემი ქმარიც ჩაერთოთ და სადილი უფასოდ მიეცათ, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ ჩასვეს“, – ამბობს ემინე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი მევლუდ წულუკიძე კი საპირისპიროს, ანუ იმას ამტკიცებს, რომ უფასო სადილის მოთხოვნაზე მოქალაქეებს უარს არ ეუბნებიან და ყველას სთავაზობენ სადილს, თუ პირი პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს – ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აჭარბებს.

 

„უფასო სადილის მიღებაზე უარი არავისთვის გვითქვამს. მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარები ძირითადად დაბის მცხოვრებლები არიან, 40 ბენეფიციარი გვყავს. ქალბატონ ემინეს ქმრის კვებასთან დაკავშირებით ჩვენთვის არ მოუმართავს, თუ მოგვმართავს, ჩავსვამთ პროგრამაში“, – ამბობს მევლუდ წულუკიძე.

ხულოს უფასო სასადილოსთან შედარებით 13-ით ნაკლები ბენეფიციარი ჰყავს ქედის მუნიციპალურ სასადილოს. მიუხედავად იმისა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ სოციალურად დაუცველ ოჯახთა უფასო სასადილოს პროგრამაში მოსარგებლეთა ასაკი გაწერილი არ არის, უფასო სადილით აქ მხოლოდ 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები სარგებლობენ. ქედის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციარი ნაზი ჯაბნიძე ამბობს, რომ შვილიშვილისთვის უფასო სადილი ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ნაზის თქმით, უარის მიზეზი ბავშვის ასაკია.

 

„შვილიშვილი მე-6 კლასშია, ვითხოვე მისთვისაც მიეცათ საჭმელი, მაგრამ მითხრეს პატარაა და არ შეიძლებაო. ოჯახიდან მე დავდივარ მხოლოდ, ჩემი გოგო დამლაგებლად მუშაობს, 100 ლარი აქვს ხელფასი. ნეტა რომ ვთხოვო, მას არ ჩასვამენ?“ – აინტერესებს ნაზის.
ქედაში მუნიციპალურ სასადილოს 26 ბენეფიციარი ჰყავს, უფასო სადილს აქ, ძირითადად, ოჯახის ერთი ან ორი წევრი იღებს. მოსარგებლეები ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ მათი ოჯახის სხვა წევრებიც ჩაერთვებიან პროგრამაში. თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ განცხადებით ამის თაობაზე გამგეობისთვის არ მიუმართავთ, რადგან იციან, რომ ოჯახის ყველა წევრი ვერ ჩაერთვება პროგრამაში.
„ოჯახიდან მარტო მე დავდივარ, ოჯახის სხვა წევრებიც რომ სადილობდნენ კარგი იქნება. არავის უთქვამს, რომ შეიძლებოდა მათაც აქ ესადილათ“, – ამბობს ჯემალ ბასილაძე.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის ინფორმაციით, უფასო სადილს სოციალურად დაუცველი ყველა ის მოქალაქე იღებს, ვინც მოითხოვა და დასძენს, რომ დამატებით კიდევ ერთი ბენეფიციარის მიღების უფლება აქვთ.
„პროგრამას იმის მიხედვით ვადგენთ, რამდენი მოქალაქეც მოგვმართავს სადილის მოთხოვნით. 26-მა ბენეფიციარმა მოგვმართა და პროგრამა 26 მოსარგებლეზე შევიმუშავეთ, მათგან ერთი მოსარგებლე საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა და დამატებით ერთი მოქალაქის ჩართვა შეგვიძლია. აქვე აღვნიშნავ, ვინც მოგვმართა განცხადებით ყველა მივიღეთ, არსად არ წერია, რომ ოჯახიდან ერთმა ან ორმა უნდა მიიღოს სადილი, პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია ოჯახი სოციალურად დაუცველი იყოს, არ არის გათვლილი ასაკობრივი ზღვარი. უბრალოდ, ბავშვებს პროგრამაში არ ვრთავთ“, – ამბობს დავით თედორაძე.

 

ასაკობრივი ზღვარი არც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებულ პროგრამაშია, თუმცა აქ ქედისგან განსხვავებით, როგორც გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ამბობს, უფასო სადილს სამი მოსწავლე იღებს. მისი თქმით, პროგრამაში მხოლოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს იმის გამო ვერ იღებენ, რომ ექვს წლამდე ბავშვს სპეციალური საკვები სჭირდება.
„უფასო სადილის მიღების მოთხოვნით, ძირითადად, დაბიდან და ახლოს მდებარე სოფლებიდან მოგვმართავენ. პროგრამაში მიმღებ ბენეფიციართა ასაკობრივი ზღვარი არ გვაქვს გათვალისწინებული, თუმცა თუ ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა, მას ვერ მივიღებთ, რადგან სპეციალური საკვები სჭირდება. 42 მოსარგებლე გვყავს, აქედან სამი სკოლის მოსწავლეა, ვინც მოგვმართა, მივიღეთ. თუ იქნება თხოვნა სადილის მიღებაზე, შეგვიძლია მივიღოთ დამატებით, რადგან ტენდერის ხარჯზე 13 000 ლარის ეკონომია დაგვრჩა“, – განაცხადა ზაზა ზოიძემ.

 

ქედის, ხულოსა და შუახევის უფასო მუნიციპალურ სასადილოებში თითქმის ერთნაირი მენიუ აქვთ. ბორშჩი საქონლის ხორცით, ბრინჯის ტკბილი ფაფა, წვნიანი ხორცის გუფთებით, მოხარშული ვერმიშელი წვნიანი ბარდით, ხარჩო, მაკარონის ფაფა, ხაშლამა, მანიქაში, მაკარონი – ეს იმ კერძების ჩამონათვალია, რასაც აჭარის მაღალმთიანეთში სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთი, ორი, ან მაქსიმუმ სამი წევრი იღებს.

 

მაგრამ არსებობს სხვა ტიპის სხვაობა, მაგალითად, თუ ხულოში ერთ ბენეფიციარს 200 გრამ პურს სთავაზობენ, ქედაში ოდენობა 30 გრამით გაზრდილია. პურის მიწოდებაში ყველაზე გულუხვი შუახევის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა, შუახევის უფასო სასადილოში ერთ ბენეფიციარზე 250 გრამი პურია გათვლილი. ზემოთ ჩამოთვლილი კერძების გარდა, ბენეფიციარებისთვის კვირაში ერთხელ თევზია გათვალისწინებული. გარდა თევზისა, კვირაში ერთხელ იღებენ ერთ კვერცხს ქედისა და შუახევის უფასო სასადილოს ბენეფიციარები, ხულოს უფასო სასადილოს მენიუში კვერცხი გათვლილი არ არის.

 

ქედის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციარი ჯემალ ბასილაძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც ვაშლს, ან სხვა ხილს და ლიმონათს შეიტანენ მენიუში.

 

დავით თედორაძე მენიუსთან დაკავშირებით განმარტავს: „ეს მენიუ 2005 წლიდან მოდის, მას შემდეგ ცოტა გავაუმჯობესეთ. მენიუ ინდივიდუალურია, ვერ იქნება ყველა მუნიციპალიტეტისთვის ერთნაირი, ზოგი მეტს ხარჯავს, ზოგი – ნაკლებს. ერთგან თუ პური მეტია, სხვა რამე იქნება ნაკლები“.

ალექსანდრე ჩიტიშვილი მთავრობის სახელფასო დანამატებზე

 

ალექსანდრე ჩიტიშვილი
ალექსანდრე ჩიტიშვილი

 ბატონო ალესანდრე, არჩილ ხაბაძის განკარგულებით მთავრობამ ისევ გაიზარდა ხელფასი. როგორია თქვენი, როგორც ბიუჯეტის მთავარი მაკონტროლებლის შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით?


აჭარის მთავრობას ჩვენ ვუმტკიცებთ ბიუჯეტს, ამ ბიუჯეტში გაწერილია მათი სახელფასო ფონდი. ისინი ამ სახელფასო ფონდიდან გარეთ ვერ გავლენ. ამას აუდიტის სამსახურიც აკონტროლებს. თუმცა, მე ჯერ ეს განკარგულება არ მინახავს. თქვენ ამბობთ, რომ ეს ერთჯერადი დანამატი არ არის?

 

დიახ, 21 იანვარს გამოსცა არჩილ ხაბაძემ განკარგულება და დანამატი ერთჯერადი არ არის…


ჩვენ ველოდებით კანონს, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა, რომლითაც უნდა დარეგულირდეს პრემიებისა და დანამატის საკითხი. ეს იქნება კანონი, რომელიც დაარეგულირებს რა არის დანამატი, რა არის ხელფასი და რა არის პრემია.

 

 ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, დაახლოებით როდის განიხილავს ამ საკითხს პარლამენტი?


არა, ეს უკვე არ არის ჩვენი პრეროგატივა. 

 

ამავე განკარგულების მიხედვით, მაღალი რანგის მოხელეებს დაემატებათ ხელფასის 75 პროცენტი, ხოლო სპეციალისტებს 40-პროცენტიანი დანამატი ექნებათ. ამაზე რას ფიქრობთ?


 მაღალი რანგის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, რომ კონკურენცია გაუწიოს კერძო სტრუქტურებს. წარმოიდგინეთ, თუნდაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობენ ხელმძღვანელები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით მიიღებს ნებისმიერი ბანკი ან სხვა კერძო კომპანია. ჩემი აზრით, საჯარო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი. 

 

როდესაც ახალმა მთავრობამ გააგრძელა წინა მთავრობის პოლიტიკა პრემიებთან დაკავშირებით, ისინი განმარტავდნენ, რომ პრემიები აუცილებელია, რადგან ამან უნდა შეუვსოს დანაკლისი დაბალი რანგის სპეციალისტებს, რადგან მათ დაბალი ხელფასები აქვთ. თუმცა, ამ გადაწყვეტილებაში ეს არ ასახულა.

 

 მთავრობის დადგენილებით არსებობს შკალა, ეს იყო პრეზიდენტის ბრძანებულება და მთავრობაზე გადმოვიდა. ეს შკალა აწესებს ზედა ზღვარს, რომლის ზევითაც ხელფასს ვერ დაუნიშნავენ ვერც მაღალი და ვერც დაბალი რანგის საჯარო მოხელეს.

ავთანდილ ბერიძის გადაყენება შესაძლებელი ხდება

 

მედეა ვასაძის კოალიციიდან წასვლის შემდეგ არსებითად რა შეიცვლება უმაღლესი საბჭოს მუშაობაში?

თეორიულად არის შესაძლებელი, რომ დარჩენილი 11 ხმით, რაც აღარ არის უმრავლესობის ხმები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადააყენო, თეორიულად არის შესაძლებელი, რომ გადააყენო თავმჯდომარის მოადგილე და ასევე უმაღლეს საბჭოში კომისიის თავმჯდომარეები. ასევე შესაძლებელია ყველა  კანონის იმ რეგულაციით გატანა, რომელიც მოუნდება მმართველი გუნდის გარეთ დარჩენილ 11 დეპუტატს.  მარტივად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს იმას, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოზე კონტროლი „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა. ის აღარ ფლობს დეპუტატების სიითი უმრავლესობის ნახევარზე მეტს.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად მოსალოდნელია პოლიტიკური კრიზისი?

პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. უბრალოდ, პოლიტიკურად ეს ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც „ქართული ოცნების“ დანაშაული, რადგან ის არაადეკვატურად აღიქვამს პრობლემებს: სოციალურ პრობლემებს სჭირდება სოციალური პასუხები, ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება ეკონომიკური პასუხები და პოლიტიკურ პრობლემებს სჭირდება პოლიტიკური პასუხები. „ქართული ოცნება“ ამ სამივე ნაწილში ძალიან მოიკოჭლებს, შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ დეპუტაციის დიდი ნაწილი, უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აღარ არის აჭარის უმაღლეს საბჭოში.

მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე დეპუტატი აპირებს დატოვოს აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ დეპუტატების რიგები.

 

ვინ აპირებს?

ამაზე თვითონ გააკეთებენ კომენტარს.

 

მე როგორც მახსოვს, ამაზე ერთხელ ისაუბრა დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ, ასევე ითქვა, რომ ეს შეიძლება იყოს ალექსანდრე ჩიტიშვილი…

მე კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ერთი და ორი დეპუტატი. არის მეტი…

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ ართმევდა და ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ისევე როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, მან არ იცის როგორი მიდგომა და მეთოდოლოგიაა საჭირო დეპუტაციასთან მუშაობის დროს. ეს ხალხი ძალიან გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები.

 

ხომ არ ყოფილა „თავისუფალ დემოკრატებთან“ კონსულტაციები, ვთქვათ, თავმჯდომარის გადაყენებაზე?

არა. ჯერჯერობით ასეთი კონსულტაციები არ გამართულა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ალტერნატივა, როგორი იქნება კონფიგურაცია.

 

ამ ეტაპზე ყველაზე წარმომადგენლობითი დეპუტაცია ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ თავმჯდომარეც ამ პარტიის წარმომადგენელი გახდეს. თქვენ დაუჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თავმჯდომარის თანამდებობაზე?

„თავისუფალი დემოკრატები“ არ დავუჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატურას თავმჯდომარის თანამდებობაზე. 1-ელი ოქტომბრის მთავარი შეკვეთა რაც იყო მოსახლეობის მხრიდან, იყოს ის, რომ შეგვეცვალა „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ ისინი შევცვალეთ. შესაბამისად, ეს გამოვა 1-ელი ოქტომბრის იდეალების ღალატი. მე, პირადად, როგორც ერთი დეპუტატი, ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ამის თაობაზე სხვა დეპუტატების შეხედულებაც ვიცი და ჩვენ პრაქტიკულად ერთი და იგივე აზრი გვაქვს.

 

თქვენ კრიტიკას არ იშურებთ ავთანდილ ბერიძის მიმართ. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ, როგორც ერთი დეპუტატი, ემხრობით თანამდებობიდან მის გადაყენებას?

 ჯერჯერობით, სიმართლე გითხრათ, ჩვენს პარტიის გამგეობის შეკრებაზე ამაზე არ გვისაუბრია. თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, აჭარის ამომრჩეველს საჯაროდ მოვახსენებთ. ეს არის აჭარის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და, შესაბამისად, ასე მარტივად პასუხი გამიჭირდება.

 

უმაღლეს საბჭოს უმთავრესი ფუნქცია არის ბიუჯეტის დამტკიცება და წელს ეს უკვე გააკეთა. მაგრამ გაზაფხულზე, ალბათ, შემოვა ბიუჯეტი კორექტირებისთვის. შეძლებს კი უმაღლესი საბჭო ბიუჯეტის კორექტირებას?

„თავისუფალ დემოკრატებს“ არ გვაქვს იმის ამოცანა, რომ ხელოვნურად გავართულოთ ისედაც ძალიან რთული პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში –  ხელოვნურად ამის გამოწვევას არ ვაპირებთ. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში იქნება აჭარის რეგიონის ინტერესებში.

ბათუმელი მოსწავლეების გამარჯვება კონკურსში “მე – ომბუდსმენი“

 

ნინო ბერიძე და თათია ბოლქვაძე
ნინო ბერიძე და თათია ბოლქვაძე

თათია და ნინო მე-11 კლასელები არიან, ბათუმის #1 საჯარო სკოლაში, ერთ კლასში სწავლობენ. ისინი კონკურსში ერთად მონაწილეობდნენ, გუნდ „ხოჭოების“ სახელით. თათია ამბობს, რომ გუნდს სახელი „ბიტლზების“ გავლენით უწოდეს. თათია და ნინო  „თავისუფალ ჟურნალისტთა“ სახლის წევრები და აქტივისტები არიან. 


განათლების სამინისტროს ცნობით, კონკურსი – „მე-ომბუდსმენი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის – „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ – დაფინანსებით წელს მეხუთედ გაიმართა.   პირველ ტურში რეგისტრაცია 500–მდე გუნდმა გაიარა. მეორე რაუნდში 35 გუნდი – 70 მოსწავლე გადავიდა, ხოლო მესამე, საფინალო რაუნდში 17 გუნდი, 34 მოსწავლე გავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები სამი დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.   

 

კონკურსში – „მე-ომბუდსმენი 2014“ პირველი ადგილი  თათია ბოლქვაძემ და ნინო ბერიძემ დაიკავეს (გუნდი „ხოჭოები“); მეორე ადგილზე გავიდნენ ლუკა აშხატოევი და მარიამ გოგიჩაიშვილი, თბილისის #36 საჯარო სკოლის მოსწავლეები (გუნდი „Libertasi“); ხოლო მესამე ადგილი ხაშურის #9 საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ ნოზაძესა და ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ კახოიძეს ერგოთ (გუდი „Mex.“).  


პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს ლეპტოპები, მეორე ადგილზე გასულებმა -პლანშეტური კომპიუტერები და მესამე ადგილზე გასულებმა – მინიპლანშეტური კომპიუტერები. საჩუქარი გადაეცა ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლეს.  

 

მედეა ვასაძემ „ქართული ოცნება“ დატოვა

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩემი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და მე ჩემი სიცოცხლის ბოლომდე შევინარჩუნებ პატივისცემას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეჩერებინა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ, მე მაქვს სურვილი გავემიჯნო იმ პროცესებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის არ რესპუბლიკის მთავრობასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. გამომდინარე აქედან, მე ვტოვებ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“, რომლის თანადამფუძნებელიც გახლავართ, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ამ პოლიტიკური გაერთიანების მშენებლობაში მაქვს წვლილი შეტანილი და ვტოვებ ძალიან მაღალ პარტიულ თანამდებობას, – სარევიზიო კომისიის წევრობას, რომელიც თავის დროზე ყრილობაზე გადაწყდა კენჭისყრით. შესაბამისად, მე ვტოვებ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“.   


მედეა ვასაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას, რადგან მისი განცხადებით, ეს თანამდებობა ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატს უნდა ეკავოს.

 

„ამავდროულად, არის საკითხები, რომლებიც არის სისტემური ხასიათის და ეს არ უკავშირდება ბოლო დროს გახმაურებულ თემას სტრასბურგთან მიმართებაში. ჩემს კონკრეტულ მოსაზრებებს და ჩემი გადაწყვეტილების საფუძვლებს მოგახსენებთ ორი დღის შიგნით, რომელსაც მე გამოვაქვეყნებ უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე. მას შემდეგ რაც გამოცხადდება ჩემი გადაწყვეტილების საფუძვლები, მე გავიხსნები ყველა ტელევიზიისთვის, ყველა ჟურნალისტისთვის და სხვა ხარისხში და სხვა შესაძლებლობებში დაიწყება ჩვენი თანამშრომლობა. მე მაქვს გაცილებით იმაზე მეტი სათქმელი, რაც თქვენთვის დღემდე არის ცნობილი“. 

 

მედეა ვასაძე ასევე აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს პარლამენტის წევრთან მურმან დუმბაძესთან, რომლის გუნდის წევრადაც მიიჩნეოდა ის: „მე ამ დრომდე საკუთარ თავთან ვარ მოლაპარაკებაში და როცა დავრწმუნდი, მივიღე გადაწყვეტილება. ეს საკითხი მასთან არ არის შეთანხმებული. ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოხატვის ავტონომიურობა“. 

 

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

დარჩება თუ არა მედეა ვასაძე უმრავლესობაში?

 

 როგორც უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში აცხადებენ, მედეა ვასაძე აპირებს განცხადება გააკეთოს სტრასბურგში აჭარის დელეგაციის ვიზიტის ფორმატსა და მისი უმრავლესობაში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე. 

 

 

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

ვინ და როდის შეაკეთებს ლიფტებს

ლამარა ჭაღალიძე რაულ ვალენბერგის ქუჩაზე, ცხრასართულიანი სახლის მეექვსე სართულზე 30 წელია ცხოვრობს და ამბობს, რომ ლიფტით არასდროს უსარგებლია: „რაც თავი მახსოვს, სულ გაფუჭებულია. გვიჭირს მოძრაობა, ხან ტვირთი გვაქვს, ხან ბავშვი ჩაგვყავს, მოხუცია, ავადმყოფია, ყველას ხომ არ შეუძლია ფეხით სიარული. მეც ვიყავი ავად და ხელით გავხდი ჩასაყვანი. ყოველ წელს გვპირდებიან, რომ ლიფტი გაკეთდება, მაგრამ არაფერი იცვლება. გარედანაც ნაფრონტალს ჰგავს შენობა, ხელს არავინ კიდებს“.

ავარიული ლიფტია ახმეტელის ხუთ ნომერში მდებარე თორმეტსართულიან კორპუსშიც, სადაც არაერთხელ გაჭედილა მოქალაქე.

„ლიფტი საშინელ მდგომარეობაშია. თვეში მინიმუმ სამ-ოთხჯერ ფუჭდება, თანხას ვიხდით ასვლაზეც და ჩამოსვლაზეც, მაგრამ მდგომარეობა არ იცვლება. ისიც არ ვიცით, ტექნიკური შემოწმება საერთოდ უტარდება თუ არა“, –  გვეუბნება ამ სახლში მცხოვრები სოფიო ბერიძე.

სახლის პროექტის მიხედვით, აქ ორი ლიფტი უნდა ფუნქციონირებდეს – სატვირთო და სამგზავრო. სატვირთო რამდენიმე ათეული წელია გაუქმებულია.
„მეორეში ტვირთი კი არა, ადამიანებს გვეშინია შესვლა. რა თქმა უნდა, ხელით უნდა აზიდო ყველაფერი“, – ამბობენ აქ.

გასული წლის დეკემბერში სიცოცხლისთვის საშიში ფაქტიც დაფიქსირდა – ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ლიფტის შახტაში ჩავარდა და ფეხი დაიზიანა.

„ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, ბათუმის მაღლივ კორპუსებში 369 ლიფტია, აქედან 35 პროცენტი ამორტიზებულია (დაახლოებით 130 ლიფტი). ის ლიფტები, რომლებიც „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, შეკეთებას აღარ ექვემდებარება, უნდა გამოიცვალოს. თუმცა, 2015 წელს ასეთი ლიფტების გამოსაცვლელად ბიუჯეტში მხოლოდ 500 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც ადმინისტრაციის განცხადებით, დაახლოებით 12 ლიფტის გამოსაცვლელად თუ იქნება საკმარისი; რემონტისთვის კი 100 ათასი ლარია გათვალისწინებული – ეს თანხა დაახლოებით 15 ლიფტის შეკეთებაზე დაიხარჯება.

რომელ კორპუსებში შეიცვლება ან შეკეთდება ლიფტები? „ბათუმის კორპუსში“ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ. აქ ამბობენ, რომ კონკრეტული მისამართები საკითხის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ბათუმის კორპუსის“ განმარტებით, რეაბილიტირებულ ლიფტებს ტექნიკური თვალსაზრისით წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ. ამაზე პასუხისმგებლობა კი ბინათმესაკუთრეთა „ამხანაგობებს“ ეკისრება.

ლეგენდა და სინამდვილე სელიმ ბეგზე

სელიმ ხიმშიაშვილის საფლავი სოფელ ნიგაზეულში

სელიმის საფლავიდან ბედენის სერზე მდგარი ნიგაზეულის ციხე ჩანს. ამ ადგილს ნაბეგვარსაც ეძახიან. ექვსგოდოლიანი ციხე-გალავნის მშენებლობა მე-17 საუკუნეში სელიმ ხიმშიაშვილის მამას, აბდულ ბეგს დაუწყია. მას შემდეგ, რაც 1782 წელს აბდულ ბეგი გურიაში, აკეთთან ბრძოლაში მოკლეს, ციხის მშენებლობა სელიმმა დაასრულა. ბეგი ოსმალეთის სულთნის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ზემო აჭარას მართავდა. მამის სიკვდილის შემდეგ აჭარის მართვა სელიმმა გადაიბარა. სელიმი ზემო აჭარას სწორედ ნიგაზეულიდან მართავდა. ნიგაზეულის ციხის შუა ადგილას, იქ, სადაც ახლა საუკუნის მეჩეთია, სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის სახლი მდგარა. მისთვის ეს ყოფილა საცხოვრებელი სახლიც და სამუშაო რეზიდენციაც.

ისტორიამ მხოლოდ მშრალი ფაქტები შემოინახა სელიმ ბეგზე. ლეგენდა მის სიმამაცესა და გამბედაობაზე კი იქაურების მეხსიერებაში ცოცხლობს. სელიმი განათლებული კაცი ყოფილა, თურმე ქართულ, რუსულ, სპარსულ და თურქულ ენებზე საუბრობდა. ამბობენ, რომ მთელი ცხოვრება აჭარას მიუძღვნა და საქართველოს გამთლიანებაზე ოცნებობდა.

სელიმმა ახალციხის საფაშოდან ჯაყელები განდევნა და ახალციხის ბეგი გახდა. ეს იყო პირველი ფაქტი ისტორიაში, როცა ახალციხის საფაშო ტახტი ჯაყელების გარდა სხვამ დაიკავა. სელიმს სურდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ოსმალოთაგან დაეხსნა. საწადელის მიღწევას რუსეთთან კავშირების გაბმით ცდილობდა.

რუსეთთან გაჭიანურებულმა მოლაპარაკებამ შერიფ ჯაყელი, რომელსაც სელიმმა ახალციხის საფაშო ტახტი წაართვა, გააძლიერა. შორეულ 1809 წელს, შერიფ ჯაყელი თავს დაესხა ახალციხის საფაშოს. სელიმი დამარცხდა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. სელიმ ბეგმა 1812 წელს კიდევ ერთხელ გაილაშქრა შერიფ ჯაყელის წინააღმდეგ და მეორედ წაართვა ახალციხის საფაშო.

„მისი ორჯერ ასვლა ახალციხის საფაშო ტახტზე, ფაქტობრივად, იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა. მაგრამ მაშინ რეალურად ვერ შეფასდა სელიმის მოღვაწეობა. 1803-1812 წლებში, სრულიად შესაძლებელი იყო ამ ტერიტორიების გამოხსნა ოტომანთა იმპერიიდან და საქართველოსთან შემოერთება. გაწირა მაშინ სელიმი რუსეთმა,“ – იხსენებს ისტორიკოსი შაქრო ხიმშიაშვილი.

სელიმის ფარული ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ და რუსეთთან კავშირის დამყარების მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა სულთნისთვის, რომელმაც სელიმს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

სელიმის სიკვდილთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთის სულთანს, არზრუმის სერასკირს ფეჰლევან ბაბა-ფაშასთვის სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის შეპყრობა და სიკვდილით დასჯა უბრძანებია. 1815 წელს ბაბა-ფაშა ჯარით წამოსულა აჭარაში და სოფელ ნიგაზეულში სელიმის რეზიდენციას მიდგომია. სელიმი იქ არ დახვედრია, ხიხანის ციხისთვის შეუფარებია თავი. მაშინ გაბრაზებულ ბაბა-ფაშას სელიმის სახლი გადაუწვავს. ოსმალოები აჭარის სოფლებს შესევიან. ამბობენ, ხიხანის ციხეში გამაგრებულმა სელიმ ბეგმა როცა დაინახა როგორ წვავდნენ სახლებს და აწოკებდნენ ხალხს, თავის ნებით ჩაბარება გადაწყვიტა. 

სელიმ ხიმშიაშვილის პორტრეტი. მხატვარი: გ. ფუტკარაძე

მეორე ლეგენდა თედო სახოკიას აქვს მოთხრობილი წიგნში – „მოგზაურობანი“. სახოკიამ აჭარის მთაში მე-19 საუკუნის ბოლოს იმოგზაურა. აი, რას წერს სელიმის  შესახებ:

„ახალციხეში გაფაშების შემდეგ სელიმს რაღაც უსიამოვნება მოსვლია არტაანის ბეგ ჰამზა-ალისთან. ბეგს მისი ცოლი ავად უხსენებია. სელიმმა უთხრა თურმე: „ქალის შეურაცხყოფა კაცობა არ არის და რადგან ეს შემომკადრე, ულვაში არ მსხმია, თუკი ერთი წლის განმავლობაში თავი არ მოგჭერ და შენი ცოლები ხიხანის ციხეში არ დავისვი ცოლებადო“. სელიმს თავისი მუქარა აუსრულებია. ჰამზა-ალის მემკვიდრეები სულთანთან წასულან, წაუღიათ მისი სისხლიანი ტანსაცმელი და სელიმის საქციელი მოუხსენებიათ. სულთანმა მაჰმუდ-ურანფაშა გამოგზავნა აჭარაში ჯარით.  დაუვალებია, სელიმ ფაშას თავი მოჰკვეთეო. სელიმმა სულთნის გადაწყვეტილების შესახებ როდესაც შეიტყო 400 კაცი შეკრიბა და ხიხანის ციხეში გამაგრდა. ლეგენდის თანახმად, ციხეში ერთი წლის სამყოფი სურსათ-სანოვაგე მოიმარაგეს.

მეჩეთი და მუზეუმი ნიგაზეულში

მაჰმუდ ფაშა 12-ათასიანი ჯარით ხიხანის ციხის ძირას დაბანაკებულა. ორ თვეს ცდილობდა ფაშა ციხის აღებას, მაგრამ ვერ შეძლო. ამასობაში სელიმს სულთანთან შიკრიკი გაუგზავნია – ნება მომეცი, მოვიდე და საქმის ვითარება მოგახსენოო.

სანამ სულთნის პასუხი მოვიდოდა, სელიმ ბეგს უღალატეს. თქმულების მიხედვით, სელიმის ბაირაღთარის ერთგულებას ვერცხლის სიყვარულმა სძლია და მაჰმუდ ფაშას ციხის გასაღები გადასცეს.

ერთ ღამეს, როცა სელიმს თავის ცოლ-შვილთან და ჯართან ერთად ეძინა, ციხის კარი გაიღო. მაჰმუდ ფაშამ სელიმი შეიპყრო. ამბობენ, რომ სელიმი უბრძოლველად დანებდა. ფაშასთან მისვლამდე, როცა ცოლ-შვილს ეთხოვებოდა, მათთვის უთქვამს ძვირფასეულობა მიეცათ. სასიკვდილოდ მიმავალს რად უნდოდა ოქრო, სელიმს უპასუხია: „ჯალათს უფლება აქვს მკვდრის ჯიბე გასინჯოს. რაც გამოჩნდება ყველაფერი მისი იქნება. ჯიბეებს რომ დამისინჯავს და ვერაფერს იპოვის, ხომ შემაგინებს: „ფუ ამის კაცობას, ცარიელი დანავალაო“. ჯიბეში ძვირფასი თვლები ჩაუწყვია.

„სელიმი ხიხანის ციხიდან გამოიყვანეს და სამი დღე-ღამე არ აძინეს,  რომ თავის მოკვეთის დროს ტანჯვა არ ეგრძნო. აჰა, მისი მოკვლის დღეც დადგა, მაგრამ ეს არავინ იკისრა. ბოლოს, ერთი არტანუჯელი სომეხი გამოჩნდა. მისცეს ერთი ოქრო და მოჰკვეთა სელიმს თავი სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმ ადგილას, რომელსაც „სერი ყანა“ ჰქვია და სადაც გლეხები დღესაც სთესავენ პურს. მერე ეს სომეხი სელიმის შვილს არტანუჯში მოუძებნია და მოუკლავს,“ – წერს თედო სახოკია.

გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც სელიმს თავი მოჰკვეთეს, მოვიდა სულთნის ფირმანი, რომლითაც ის მაჰმუდ ფაშას სელიმ ბეგის სტამბოლში ცოცხლად ჩაყვანას სთხოვდა. სელიმის ნაცვლად მაჰმუდ ფაშამ სულთანს სელიმის თავი ჩაუტანა. სულთანს უკითხავს, თუ რატომ არ გაითვალისწინა მისი ბრძანება. „სიკვდილის შემდეგ მოვიდა ფირმანიო,“ – უთქვამს მაჰმუდ ფაშას. „რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არც დაგნანდა, არც მე დამენანებიო,“ – უთქვამს სულთანს და მაჰმუდ ფაშასთვის თავი მოუკვეთია.

სელიმის თავი სტამბულშია დაკრძალული. ტანი ჯერ ხიხანის ციხესთან ახლოს, სოფელ შიგანაში დაასაფლავეს. მოგვიანებით კი სელიმის მეუღლემ, ელმასხანუმ სურმანიძემ ნიგაზეულში გადაასვენა და წყანიშურის უბანში, საგვარეულო სასაფლაოზე დამარხა.

სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი

ნიგაზეულის ციხის გალავანში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც სელიმ ბეგის სახლი იდგა, დღეს მუზეუმია განთავსებული. როგორც მუზეუმის გამგე, ელგუჯა ხიმშიაშვილი ამბობს, დაცული ექსპონატებიდან არც ერთი არ ეკუთვნოდა სელიმ ხიმშიაშვილს. სოფელში არის ერთი სახლი, რომელშიც სელიმს ადრეული ბავშვობა აქვს გატარებული. ამ სახლში დღემდეა შემორჩენილი ორასი წლის კარი. როგორც სახლის ამჟამინდელი მფლობელი, ენვერ ხიმშიაშვილი ამბობს, სახლი ასი წლისაა და სელიმის ნასახლარზე დგას.

„მამაჩემის ბაბუამ ააშენა ეს სახლი ამ ფორმით. ადრე აქ სელიმის ოჯახი ცხოვრობდა. მერე ციხის ეზოში გადავიდნენ, ის სახლი კი დაინგრა. გადმოცემით ვიცი, რომ ეს კარი, სელიმის ძველ სახლს ჰქონდა შებმული,“ – მოგვითხრობს ენვერ ხიმშიაშვილი.

სელიმს ოთხი შვილი ჰყავდა: აბდი, ხუსეინი, ახმედი და დედე. მამის სიკვდილის შემდეგ ზოგი აჭარაში, ზოგიც სოფელ ნიგაზეულში დარჩა საცხოვრებლად, ზოგი თურქეთში წავიდა.


ნაძვი და მუხა საფლავზე

გადმოცემის თანახმად, როცა სელიმს სერი ყანაში თავს ჰკვეთდნენ, სიკვდილის წინ უთქვამს: „მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით – გურჯისტანი სამუდამოდ ოსმალოს არ შერჩება. იმის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“. შვილებმა ეს ხსოვნა შეინახეს. 1877 წელს, როცა კავკასიის ფრონტზე საომარი მოქმედებები დაიწყო, სელიმ ბეგის შვილიშვილი შერიფ ხიმშიაშვილი ჩაერთო ბრძოლაში თურქების წინააღმდეგ. 1878 წელს სან-სტეფანოს ზავით თურქეთმა აჭარა დაუთმო რუსეთს.

წყანიშურის უბანში, იქ, სადაც სელიმის საფლავია, ნაძვი და მუხა ერთმანეთსაა შეზრდილი. თქმულების მიხედვით, ეს ორი ხე ბუნების საჩუქარია. მუხა, როგორც სელიმის ძლიერების და მარადმწვანე ნაძვი, როგორც სამუდამო ხსოვნის. 

ხანძარი ბათუმის ავტოსადგურთან

ხანძარი ავტოსადგურთან მეხანძრეებმა ჩააქრეს

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შს სამინისტრო შეისწავლის. ბოლო დღეების მანძილზე აჭარაში ათამდე ხანძარი გაჩნდა. გუშინ ხანძრის შედეგად შუახევის სოფელ ჟანივრში არასრული საჯარო სკოლა დაიწვა.

 

მსოფლიო რბენისთვის რეგისტრაცია დაიწყო – საქართველოში რბენას სპორტის მინისტრიც შეუერთდება

 

რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com

რბოლაში დარეგისტრირდებიან მსურველები როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მსოფლიო რბენაში მონაწილეობა ეტლით მოსარგებლეებსაც შეუძლიათ. რეგისტრაციის საფასური 20 ლარია. ღონისძიებიდან შეგროვილი თანხა მოხმარდება ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალო კვლევებს, რომელსაც ორგანიზაცია „ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის საერთაშორისო ფონდი“ ხელმძღვანელობს. 

 

მსოფლიო რბენა საქართველოში პირველად 2014 წელს ჩატარდა. მასში მსოფლიოს 36 ქვეყნიდან 1808 მსურველი მონაწილეობდა, აქედან 46% ქალი და 54% მამაკაცი იყო. გამარჯვებულმა ქალმა 25.34 კილომეტრი გაირბინა, ხოლო გამარჯვებულმა მამაკაცმა _ 52.65 კილომეტრი. 2014 წლის რბენაში ყველაზე ასაკოვანი 80 წლის მონაწილე იყო, რომელმაც 3.59 კილომეტრი გაირბინა. გასულ წელს ღონისძიებაში 99 კომპანია, სპორტული კლუბი და სახელმწიფო დაწესებულება მონაწილეობდა, საქართველოში ყველაზე აქტიური მონაწილე საჯარო რეესტრი გახდა, რომლის 80 თანამშრომელი დარეგისტრირდა მსოფლიო რბენაში.

 

 

მსოფლიო რბენას შეურთდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც.

 

 

„მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისთვის. წელსაც მივიღებ მონაწილეობას და ვირბენ იმაზე მეტს, რაც ვირბინე შარშან“, – ამბობს ლევან ყიფიანი.

 

 

მსოფლიო რბენის დროს განსაზღვრულია მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იქნება სპეციალური „ფინიშმანქანა”, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს-20 კმ/ს – 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშმანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად გამოეთიშება შეჯიბრს.

 

 

მსოფლიო რბენის ორგანიზატორები არიან „რედ ბული“ და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.

 

მსოფლიო რბენაში მონაწილეთა ლიმიტი 4000 ადამიანია. რეგისტრაციის ბოლო ვადა 26 აპრილია.


ტერორისტთა სია განახლდა

 

 

 

იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომლებიც შედიან ორგანიზაცია „ალ-ქაიდაში“ ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ბოლო ცვლილება 2 თებერვალს შევიდა.

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ცალკე აქვეყნებს იმ ფიზიკურ პირთა სიას, რომლებიც შედიან ორგანიზაცია „თალიბანში“ ან დაკავშირებულნი არიან მათთან;

 

ასევე არის სია იმ იურიდიული პირებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან როგორც მოძრაობა „თალიბანთან“, ასევე ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“.

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ძირითად მიზანს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა წარმოადგენს. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს შესაბამისი კანონების, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულების, აგრეთვე, სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის პირველი ბრძანება 2006 წლის  ოქტომბერში გამოიცა. მას შემდეგ სია პერიოდულად იცვლება.

 

ვის შეუძლია ჩაერთოს სტუდენტური დახმარების პროგრამაში

 

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრო მინიმუმ 52 სტუდენტს დააფინანსებს, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს სტუდენტების მიერ მოპოვებული გრანტის გათვალისწინებით. თოთოეული სტუდენტი მაქსიმუმ 1125 ლარით დაფინანსდება.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან 2012, 2013 და 2014  წლებში  სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ის ბენეფიციარები, რომლებიც გადალახავენ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ბარიერს – 71%  (საშუალო აკადემიური მოსწრება) და 2014-2015 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გავლილ რომელიმე საგანში არ ექნებათ F და FX  შეფასება.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება  მოიპოვონ იმ სტუდენტებმა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ აკრედიტებულ საბაკალავრო  პროგრამებზე;

 

 ბოლო 6 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

 

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში, ასევე, დაფინანსდებიან 2014 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები.

 

სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვას.

 

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ რეგისტრაციის პერიოდში, 2015 წლის 9 თებერვლიდან 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.  

 

სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 3 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრებში უნდა წარადგინონ განაცხადი სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი კომისია შეაფასებს შემოსულ სააპლიკაციო ფორმებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. მეორე ეტაპზე კომისიის წევრები გასაუბრების შედეგად გამოავლენენ გამარჯვებულ პროექტებს.

 

პროგრამის პრეზენტაციისა და რეკომენდაციების გაწევის მიზნით იგეგმება შეხვედრები აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო და კერძო სკოლის დირექტორებთან, მასწავლეებლებთან და მოსწავლეებთან.

იყენებთ თუ არა იოდიზირებულ მარილს – გამოკითხვა


<a href=”https://polldaddy.com/poll/8631739/”>იყენებთ თუ არა იოდიზირებულ მარილს?</a>

ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ციხეში ვერ შედის

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

ქალბატონო მედეა, რამდენად ხშირად ახერხებთ ციხეში შესვლას?

 

დეკემბრის შემდეგ არ შევსულვარ. შესაბამის ნებართვას სამინისტრო ერთი წლით გასცემს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე. წლის ბოლოს მხედველობიდან გამეპარა ვადის გასვლის საკითხი. იანვარში, პირველივე სამუშაო დღეს მივმართეთ სამინისტროს. თუ სოზარ სუბარის მინისტრობის დროს ნებართვას გასცემდნენ 15 დღეში, ამჯერად ერთი თვე გავიდა და სამინისტრო პასუხს არ იძლევა, მათ შორის სატელეფონო ზარებზეც კი. მე ამას ვუკავშირებ იმას, რომ რაღაცას ფიქრობენ ჩემ მიმართ, არ ვიცი გამოსავალს რაში იპოვიან, მაგრამ მგონია, რომ ეს დაკავშირებულია ჩემს იმ მძიმე შთაბეჭდილებებთან, რაც მე დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გავუზიარე საზოგადოებას თვენახევრის წინ. დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ არ მომცემია საშუალება იქ შევსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წერილი მომივიდა მსჯავრდებულისგან. 

 

ხომ არ აპირებთ მიმართოთ ვინმეს, რომ ნებართვის პრობლემა მოგვარდეს?

 

 ვთხოვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომ დაერეკა მინისტრთან და დღეისთვის, ალბათ, უკვე მექნება გარკვეული პასუხი. 

 

 რედაქციამ გასულ კვირასაც მიიღო წერილი ოთხი პატიმრისგან, ისინი გაუსაძლის პირობებზე წერენ. ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ უკმაყოფილო პატიმარი ყოველთვის მოიძებნება. როგორია სინამდვილე?

 

 პატიმრები უმეტეს შემთხვევაში უჩივიან ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს ისეთი საკითხია, რომელსაც მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს მოგონილი და ასევე რეალურიც. გარეთ მყოფ ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და რასაკვირველია, იქ უფრო მეტი პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს მედიცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ასევე ვენტილაციის უქონლობასა და უვარგის საჭმელზე საუბრობენ. რაც შეეხება არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და მსგავს ქმედებებს, ამ ყველაფერში შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზი, მაგრამ მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ პატიმარი რასაც ამბობს, არის რეალური, რამდენადაც სრულიად იზოლირებულ კონტინგენტს ვხვდები და მათი პრობლემები არის იდენტური.

 

 პატიმრები ამბობენ, რომ სიტუაციის დამძიმება ახალ ხელმძღვანელს უკავშირდება. ეს სიმართლეა? 

 

 ყოფილ უფროსთან დაკავშირებით –  მას შემდეგ, რაც საჯარო განცხადება გავაკეთე ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ, მორიგ გასვლაზე პატიმრები უკვე გამოთქვამდნენ კმაყოფილებას. ამბობდნენ, რომ აშკარად შეიცვალა რეჟიმი, აღარ არის უხეში მოპყრობა. მაგრამ ამის შემდეგ მე რეალობას მოწყვეტილი ვარ. თუკი საკუთარი თვალით არ ვნახე, ვერაფერს ვიტყვი. მინდა, უახლოეს დღეებში მივიღო ნებართვა.

 

 თქვენ გქონდათ ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრის საშუალება?

 

 ახალ ხელმძღვანელს არ შევხვედრივარ, შეიძლება იქ ავიდე და ხელმძღვანელობა არ შემხვდეს, რადგან პირველივე შესასვლელში საჭიროა ის ნებართვა, რომლის მიღების მოლოდინშიც ვარ. ამიტომ მივიდე და არ მიმიღონ, ასეთ უხერხულობაში თავს ვერ ჩავაყენებ. 

 

ერთ-ერთი პატიმარი წერდა, რომ მას თუ რამე მოუვა, ამაში იქნება ადმინისტრაციის წვლილი…

 

თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი ისეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ არის, რომ მას ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და ასეთ დროს მასთან შესვლა თუნდაც იმისთვის, რომ მას ეს განწყობა მოუხსნა, ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთხელ შაბათს ავედი ციხეში და ძალიან კმაყოფილები შემხვდნენ, არ ვიცოდით, შაბათ-კვირას თუ გქონდათ შემოსვლის უფლება და ამ დღეებში საშინელი შიში გვქონდაო. ყველას განვუმარტე, რომ გვაქვს შაბათ-კვირასც შესვლის უფლება.

 

გამოდის, ადმინისტრაციასთან მარტო დარჩენის ეშინიათ?

 

დიახ, ასე გამოდის. წარმოიდგინეთ, როცა ამას პატიმარი წერს, ის ამას მოჭარბებული რისკის ფასად წერს და ატანს ადმინისტრაციას. მეც ვცდილობ წერილების ყველა ავტორს შევხვდე. პატიმარი ძალიან შეწუხებული თუ არ არის, ის ამ ხასიათის განცხადებებს არ დაწერს. თავისუფლაბააღკვეთილ ადამიანს უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ადრესატი არის ადმინისტრაცია.

 

როდესაც პატიმრები წერილებში ადანაშაულებენ ადმინისტრაციას და იგივე ადმინისტრაცია ხელს უწყობს, რომ წერილები მოვიდეს ჩვენამდე, ეს კითხვებს არ აჩენს?

 

ორი პასუხია, პირველი ის, რომ პატიმრის განცხადების კონტროლსა და მისი აღრიცხვის წესს კანონი სხვანაირად არეგულირებს, წერილს ვერ გადამალავ. თავად ის ფაქტი, რომ ამ შინაარსის წერილები გამოდის გარეთ, ამაზე ხშირად მიუთითებს ადმინისტრაციაც. მათი თქმით, ეს რეალური რომ იყოს, ექნებოდათ მცდელობა წერილი ჩემამდე არ მოსულიყო. ისინი ამ ფაქტს სათავისოდ იყენებენ. ვფიქრობ, აქ სხვა ფაქტორი უფროა, ანუ ის, რომ განცხადებას ვერ გადამალავ. წერილს ნომერი ენიჭება და პატიმრებმა ისწავლეს, რომ ამას შემდეგ აკონტროლებენ.

 

 მინდა გკითხოთ ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტზე, თქვენი აზრით, ერევა ეს ინსტიტუტი მე-3 დაწესებულების მართვაში?

 

 კრიმინალურ სამყაროში, გარეთ იქნება ეს თუ ციხეში, ამის მცდელობას ადგილი ექნება ყოველთვის. მაგრამ მაინც მგონია, რომ რეჟიმი დღეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მაყურებლის ინსტიტუტი დაბრუნდეს. მე ბათუმზე ვარ ინფორმირებული.

ინფლაცია საქართველოში, 2015 წლის იანვარი

 

 

 

პროცენტული ცვლილება 2014 წლის დეკემბერთან შედარებით:

 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:  1.2

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო:   4.5

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი:   -1.1

საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი:   0.3

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა:   -1.0

ჯანმრთელობის დაცვა:   0.9

ტრანსპორტი:   -3.7

კავშირგაბმულობა:   -0.3

დასვენება, გართობა და კულტურა:   0.4

განათლება:   0.1

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები:   0.3

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება:   0.3

 

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,38 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7,5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (1,3 პროცენტი);

 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,5 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ჯგუფზე ფასების ზრდა განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 7,6-პროცენტიანმა მატებამ;

 

ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 3,7-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,3 პროცენტი).

სამომხმარებლო კალათა განახლდა

 

 

 

2015 წლის სამომხმარებლო კალათა მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას, რაც იდენტურია 2014 წლის სამომხმარებლო კალათის. განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონა.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმციით, 2015 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. სამომხმარებლო კალათის ჯგუფების და ინდივიდუალური საქონლის (მომსახურების) წონები ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურასა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას.

 

წონების განახლება ხდება ყოველწლიურად, ზემოაღნიშნული წყაროებიდან მიღებული უახლესი მონაცემების გამოყენებით. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ–ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ–ქვეყნებს სთავაზობს.

 

განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს – ინფლაციის მაჩვენებელს.

განახლებული სამომხმარებლო კალათა იხილეთ საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შუახევში სკოლა დაიწვა

 

ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულებული იყო, თუმცა ორსართულიანი ხის ნაგებობა და ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

 სწავლის განახლება დროებით თემის ადმინისტრაციულ შენობაში იგეგმება.  არასრულ სკოლაში 8 მოსწავლე ირიცხება და 12 მასწავლებელია დასაქმებული.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს შს სამინისტრო იძიებს.

წლის ბოლომდე „ადელს“ ფილიპე დე რაიდერი გაწვრთნის

”ადელის” მოთამაშეები და ფილიპე დე რაიდერი ვარჯიშისას ბათუმში ადელის მოედანზე | 03-02-2015

„ადელი” საქართველოს პირველ A ლიგაში თამაშობს. სატურნირო ცხრილში ის ბოლო ადგილზე იმყოფება. კლუბში იმედი აქვთ, რომ ფილიპე დე რაიდერის მუშაობით პირველ ლიგაში გაიმყარებენ პოზიციებს.

ადელის ფეხბურთელი ალექსანდრე ბაციკაძე, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს ამბობს, რომ მათ გუნდში იმედი გაჩნდა. „13 წელია ფეხბურთში ვარ და დაცვითი სტილის თამაში ჩემთვის მისაღებია. გაიზარდა ვარჯიშის ხანგრძლივობა და ტემპი. პირველი ოთხი დღე გაგვიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიეთ. მან ახალი იდეები და ტაქტიკა მოიტანა, მთელი გუნდი ვცდილობთ ერთად შევიკარათ“- განუცხადა “ბათუმელებს” ალექსანდრე ბაციკაძემ.

„ადელი“ მეორე წრეზე პირველ თამაშს  21 თებერვალს წყალტუბოში გამართავს და ადგილობრივ კლუბ „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

ფილიპე დე რაიდერი

 

 

ჩაქვში მამაკაცმა სიდედრი მოკლა

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ოსმან ჯ-მ ურთიერთშელაპარაკებისას მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ქალის დედას – 1936 წელს დაბადებულ ვერა ს-ს სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 


სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოსმან ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

შადრევანი სტადიონის ნაცვლად

 

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე ამჟამად მინისტადიონია განთავსებული, სადაც უბნის  ბავშვები თამაშობენ.  რამდენიმე წლის წინ სტადიონის გვერდით პატარა ეკლესია ააშენეს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სტადიონის ადგილას შადრევანი უნდა გაკეთდეს და სკვერი მოეწყოს. 

 

 

მერიის შესყიდვების სამსახურში აცხადებენ, რომ  სტადიონს სხვა ადგილზე გადაიტანებენ. თუმცა სად, სატენდერო დოკუმენტაციაში ტერიტორია დაზუსტებული არ არის.

 

 

ამავე დოკუმენტის  მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას  სკვერის კეთილმოწყობა გორგილაძის ქუჩის N: 54, 62-ში  და პუშკინის ქუჩის N:127, 129-სა და 131-შიც ევალება.  

 

სატენდერო თანხა 200 ათასზე მეტი ლარია.   

 

 

 

 

Exit mobile version