Batumelebi | სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამა იწყება სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამა იწყება – Batumelebi
RU | GE  

სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

 

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 3 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრებში უნდა წარადგინონ განაცხადი სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი კომისია შეაფასებს შემოსულ სააპლიკაციო ფორმებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. მეორე ეტაპზე კომისიის წევრები გასაუბრების შედეგად გამოავლენენ გამარჯვებულ პროექტებს.

 

პროგრამის პრეზენტაციისა და რეკომენდაციების გაწევის მიზნით იგეგმება შეხვედრები აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო და კერძო სკოლის დირექტორებთან, მასწავლეებლებთან და მოსწავლეებთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"