სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში და წარმოადგენს რეგიონალურ პროექტს 5 ქვეყნის (საქართველო, მოლდავეთი, ბულგარეთი, უკრაინა და თურქეთი) ორგანიზაციების მონაწილეობით.

ტრენინგის/ვორქშოფის მიზანი იყო ტრენინგის მონაწილეებისთვის ტურიზმის სფეროში კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების, მოსაზრებებისა და ევროპული გამოცდილების გაცნობა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და ჯგუფური მუშაობის ელემენტებს. ვორქშოფის დროს განხილული იქნა ის ძირითადი საკითხებიც, რაც მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე აჭარაში ტურიზმის განვითარების კუთხით. ტრენინგს ესწრებოდა 25 მონაწილე კერძო და სახელმწიფო სექტორიდან – ტურკომპანიების, სასტუმროების, ტურიზმის დეპარტამენტის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ტრენინგი ჩაატარა მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტმა – კნუტ გერბერმა, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ტურიზმის (ეკო, ღვინის, პრომოუშენი, სატრატეგია), საერთაშორისო პროექტების რეალიზაციის, ტრენინგპროგრამების შემუშავების სფეროში. კნუტ გერბერი 4 წლის განმავლობაში (2004-2008) მუშაობდა საქართველოში GTZ/GIZ  ბიზნესის განვითარების პროგრამების კოორდინატორად. ის წარმოადგენს ასევე AREV (Assembly ofEuropean Wine Regions) საბჭოს წევრს, ევროპის საბჭოს „Wine Culture TourismExchange Project (WCTE)“ კოორდინატორს. ამჟამად კნუტ გერბერი მუშაობს დანუბე დელტას რეგიონის ტრანს-სასაზღვრო ტურიზმის განვითარების რეგიონალური პროექტის კოორდინატორად – GTZ/GIZ  პროგრამის ფარგლებში.

ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე, რასაც ბევრი ქვეყნის მაგალითი ადასტურებს. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, ტრენინგზე განხილული საკითხები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რაც შემდგომში გამოადგებათ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაში და სახელმწიფო სექტორიც მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს იმ მიდგომებს, რაც ტრენინგის დროს იქნა განხილული. მათი აზრით, არსებულ ეტაპზე კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში საწყის ეტაპზეა. ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია და პროცესების განვითარებისთვის გარკვეული დროცაა საჭირო, რომ ორივე სექტორმა კარგად გააცნობიეროს მსგავსი თანამშრომლობის დადებითი შედეგები და კიდევ უფრო გააქტიურდეს თანამშრომლობა.

ტრენინგი ასევე საინტერესო აღმოჩნდა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის. მათი შეფასებით ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს PPP-ის კონცეფციების, ამ სფეროში უცხოური გამოცდილებისა და წარმატებული ქეისების შესახებ, რაც გაზრდის მათი მუშაობის ეფექტურობას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარების პროცესების განვითარებას. ტრენინგის განმავლობაში გაჩნდა რამდენიმე საინტერესო იდეა, რომლის პროექტად ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენმა რეგიონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს PPP განვითარებაში, ქვეყნის მასშტაბით.

29-31 იანვარს გამართული ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო მსმენელთათვის. მოლოდინი იმისა, რომ მივიღებდით ინფორმაციას, რაც დაგვეხმარებოდა შემდგომში ახალი იდეებით, უფრო წარმატებულად გვეთანამშრომლა კერძო სექტორთან, გამართლდა.

ტრენერს, ბატონ კნუტ გერბერს აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, საინტერესო იყო თავად ტრენერის, კნუტ გერბერის მოსაზრებებიც ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე:

როგორ შეაფასებდით ტურიზმის სექტორის განვითარებას აჭარის რეგიონში (და ზოგადად საქართველოში) ბოლო 5 წლის განმავლობაში? რა ცვლილებები შეინიშნება?

ჩემს მოსაზრებას 3 ნაწილად დავყოფდი: 1. ადამიანური რესურსები – სექტორში შეინიშნება უფრო ახალგაზრდული, გამოცდილი, მოტივირებული და „გარე გავლენისგან“ დამოუკიდებელი წარმომადგენლების არსებობა; ისინი აცნობიერებენ ცვლილებების საჭიროებას და ითხოვენ გარკვეულ ცვლილებებს, რომ მოერგონ ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს; გაუმჯობესებულია უცხო ენის ცოდნის დონე.

2. ინფრასტრუქტურა – მრავალი ახალი სასტუმრო გაჩნდა ბათუმში (უკვე მოქმედი, ნაწილი მშენებლობის პროცესში); სატრანსპორტო სისტემა აჭარაში (საჰაერო, რკინიგზა, საავტომობილო) გაუმჯობესებულია; სხვადასხვა ახალი ტურისტული პროდუქტი გამოჩნდა ბაზარზე.

3. ზოგადი შეფასება – აჭარის რეგიონში  „ავთენტურობა“ არ არის სათანადო დონეზე შენარჩუნებული და გამოკვეთილი;  შავი ზღვის რეგიონს თუ გადავხედავთ, აჭარის ტურისტულ პოტენციალს/კონკურენტულ უპირატესობებს მნიშვნელოვანი საფრთხე შეიძლება შეექმნას კონკურენტების მხრიდან; სერვისისა და ხარისხის საკითხი ჯერ ვერ არის საჭირო დონეზე მოგვარებული; აჭარის პოზიცირება ტურისტულ ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული; ეკოლოგიური სისუფთავის საკითხები საჭიროებს მოგვარებას ახლო მომავალში.

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში) რას ურჩევდით სახელმწიფო და კერძო სექტორს თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა მიმართულებით?

ეკონომიკური და რეგიონალური პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული ტურისტული კლასტერის ფორმირებაზე და ამისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რეგიონში უნდა არსებობდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების კარგად დაგეგმილი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება რეგიონის სოციალურ, კულტურული და ეკოლოგიური რესურსების რაციონალურად გამოყენებაზე.

ტურიზმის სექტორში პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ორგანიზაციების, კომპანიების, ინდივიდების მიზნების ბალანსირება დაგეგმვის პროცესის უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს. ტურიზმის განვითარების სტრატეგიის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ მასში გათვალისწინებული იქნეს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის (საზოგადოების) მოსაზრებები და დაგეგმვის პროცესი უნდა იყოს მხარეებთან კონსულტაციურ მიდგომასა და კონსენსუსზე დაფუძნებული. ტურიზმის დაგეგმვა გრძელვადიანი და განმეორებადი პროცესია და არ მოიცავს მხოლოდ ერთ ეტაპს, მისი პერიოდული მოდიფიცირებაც საჭიროა.

PPP ანუ კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი საშუალება/ფორმაა, მაგრამ ეს საჭიროებს მრავალ წინაპირობას, ორივე მხარის სურვილს კომუნიკაციისა და პარტნიორობის კუთხით და შესაბამისი გარემოს ფორმირებას.

ტრენინგის დროს ნახსენები იქნა სერბეთში განხორციელებული ტურისტული პროექტების პარტნიორების გამოცდილება, რაც აჭარის რეგიონსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის:

გაითვალისწინეთ თქვენი მიზნები;

დააბალანსეთ ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების/ტურისტების ინტერესები;

ითანამშრომლეთ, მიიღეთ აქტიური მონაწილეობა პროცესებში და გქონდეთ კომუნიკაცია;

შეინარჩუნეთ და პრომოუშენი გაუწიეთ „ავთენტურობას“ და მაღალ ხარისხს;

პარტნიორობის საჭიროება უნდა გამომდინარეობდეს რეგიონში არსებული ორგანიზაციების საჭიროებებიდან;

აქტიურად ჩართეთ პროცესებში ისინიც, ვინც კულტურული თუ ეკოლოგიური გარემოს დაცვით და შენარჩუნებით (კონსერვაციით) არიან დაკავებული.

თითოეული რეგიონი, საზოგადოება განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ რთულია რაიმე იდეალური ფორმის/მოდელის შექმნა ტურიზმში პარტნიორობისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა მიდგომა, ყველა მცდელობა აუცილებლად წარმატებული ვერ იქნება…! მზად უნდა იყოთ მრავალი ცვლილებისთივს, ალტერნატივებისთვის, მცდელობებისთვის.


შსს-ს მონაცემებით ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო

 

რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 600 396 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

 

 შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
 ტურისტი – 212 668 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,8%); 

 

ტრანზიტი – 115 653 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,6%); 

სხვა – 272 075 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,5%).

 

2015 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+8,5%), სომხეთიდან (+8,8%), რუსეთიდან (-7,3%) და უკრაინიდან (-14%) განხორციელდა.

 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია (შესაბამისად 126%, 12%, 12%, 11%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (67%) და ყაზახეთი (20%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 43% და 21%–იანი მატებით.

 

მერია მრავალშვილიან დედებს ფულად საჩუქრებს გადასცემს

 

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინფორმაციით, დედის დღესთან დაკავშირებით ფულად ჯილდოს – 400-500 ლარს 19 სამშვილიანი და 36 ოთხშვილიანი ოჯახი მიიღებს.

 

„104 ოჯახი კი არის ხუთი და მეტშვილიანი და მათ ათასი ლარი გადაეცემათ. ეს ის ოჯახებია, ვისაც განცხადება ჰქონდა შემოტანილი ამ დროისთვის. პროგრამა გრძელდება და ფულადი საჩუქრის გადაცემა წლის ბოლომდე პერმანენტულად გაგრძელდება“ – ამბობს მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი მარინა რუხაძე.

 

მრავალშვილიანი დედებისთვის დღეს ბონის კულტურის სახლში კონცერტიც გაიმართება.

 

 

 

შუახევში სკოლის მოსწავლე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ინფორმაცია  „ბათუმელებს“ ინწკირვეთის საჯარო სკოლის ბუღალტერმა, თემურ ჭაღალიძემ დაუდასტურა:

„წუხელ მოხდა ეს ამბავი. დილით იპოვეს ოჯახის წევრებმა სარდაფში ჩამომხრჩვალი“.

ბიჭს მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა, მას ბებია და ბაბუა ზრდიდა.

სოფელში  ამ წუთებში პოლიცია იმყოფება. როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მურმან დუმბაძის ბიუროს ბათუმის მერიიდან ასახლებენ

 

 საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, „რადგან ეს მერიის პრეროგატივაა“.

 

ბათუმის მერიის შენობაში პირველ სართულზე მურმან დუმბაძის ბიურო, სინამდვილეში ბათუმის მაჟორიტარის უმაღლეს საბჭოში აკაკი ძნელაძის ბიუროა. 

 

მუნიციპალიტეტს კანონმდებლობით აქვს ვალდებულება ბათუმის მაჟორიტარს ბიუროსთვის სამუშაო ფართობი გამოუყოს. 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის ბიუროც აკაკი ძნელაძისთვის გამოყოფილ ოთახში ფუნქციონირებს. აკაკი ძნელაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ მას მუშაობაში მურმან დუმბაძის ბიუროს წევრები ხელს არ უშლიან, თუმცა მისი ინფორმაციით, საკრებულო მურმან დუმბაძის ბიუროს შენობის დატოვების მოთხოვნის საკითხს განიხილავს.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, კერძოდ, 10 საბაკალავრო, 6 სამაგისტრო და 4 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას.

ბაკალავრიატი: ისტორია; ფილოსოფია; თარგმანმცოდნეობა; თურქეთისმცოდნეობა; ქართული ფილოლოგია; რუსული ფილოლოგია; თურქული ფილოლოგია; ინგლისური ფილოლოგია; გერმანული ფილოლოგია; ფრანგული ფილოლოგია.

ბაკალავრიატის ორი საგანმანათლებლო პროგრამა:

– ქართული ფილოლოგია და ისტორია – სრულ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს.

მაგისტრატურა:  ლინგვისტიკა (ქართული ენა, რუსული ენა, თარგმანმცოდნეობა); ლიტერატურის თეორია და ქართული ლიტერატურათმცოდნეობა; ევროპეისტიკა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული  ფილოლოგია, ტრანსლატოლოგია, ბრიტანული და ამერიკული ლიტერატურა); ისტორია (საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია); ეთნოლოგია; შავიზღვისპირეთისა და კავკასიის არქეოლოგია.

დოქტორანტურა:  ლინგვისტიკა; ლიტერატურათმცოდნეობა; ისტორია; არქეოლოგია.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს წლების განმავლობაში, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბაზაზე შექმნილი ცენტრები და კაბინეტები – ამერიკანისტიკის ცენტრი, თურქოლოგიის ცენტრი, ანგლისტიკის, რომანისტიკისა და გერმანისტიკის, ასევე კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის კაბინეტები. ეს სასწავლო კაბინეტები აღჭურვილია სპეციალიზებული ბიბლიოთეკებითა და თანამედროვე ტექნიკით, რაც დიდ დახმარებას უწევს როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს.

ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ჩატარების ტრადიცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის პოპულარიზაციას აკადემიურ წრეებში.

სწავლების ინტერნაციონალიზაციის განვითარებისათვის, საერთაშორისო განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, სისტემატურად იმართება გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების პრეზენტაციები. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი გაცვლით პროგრამებში და სწავლას აგრძელებენ  ევროპის უნივერსიტეტებში.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და მათი ინტერესთა გათვალისწინებით, ფაკულტეტზე ხორციელდება საინტერესო პროექტები: ლიტერატურის მკითხველთა კლუბი, კინოკლუბი, დებატების კლუბი და ა.შ.

აქვე შევნიშნავთ, რომ სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის მიზნით, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ხელფასის 1%-ი ყოველთვიურად ირიცხება სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დახმარების ფონდში. წარჩინებულ სტუდენტებს ენიშნება საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო სემესტრული და სახელობითი სტიპენდიები.

პირველი კურსის სტუდენტებს,რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას პირველ რიგში მიუთითებენ ბსუ-ს შესაბამის ფაკულტეტს/სპეციალობას და მე-4 არჩევით საგანში ექნებათ მაღალი ქულა, ენიშნებათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით!

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძლიერი მხარეებია:

აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნება; სტუდენტთა სტაბილური რაოდენობა; გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები; დამსაქმებელთა ინტერესი; სამეცნიერო პოტენციალი,  წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა; კომპეტენტური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრები.

ჩვენი ფაკულტეტის არჩევით თქვენ მიიღებთ:

ხარისხიან განათლებას, საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებასა და წარმატებულ მომავალს!!!

იყიდება გარემონტებული ბინა იაფად ჯავახიშვილის ქუჩაზე

 

 

ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს
ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს

 

ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს
ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს

 

ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს
ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს

ადლიაში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დასრულდა

აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა, გამოირეცხა პლაჟი და  დაზიანდა ნაპირის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურა – სასეირნო ბილიკის სავალი ნაწილი, დაინგრა ბეტონის საყრდენი კედელი. ამასთან, საფრთხე შეექმნა ზღვის კიდიდან 30-50მეტრით დაშორებულ საავტომობილო გზას, რომელზეც, დღე-ღამეში, საშუალოდ, 6000-მდე მანქანა მოძრაობს.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ადლიაში 1 კილომეტრამდე სიგრძის სანაპირო ზოლი გამაგრდა: აშენდა ქვანაყარი ბერმა, რომლის შრეებიც ისეა დაგეგმილი, რომ შტორმმა ნაგებობის გამორეცხვა ვეღარ მოახერხოს.

განხორციელებული სამუშაოები მოხსნის პრობლემებს, რომელიც ადლიის სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე წლების განმავლობაში არსებობდა, სანაპიროს შეუნარჩუნებს პლაჟს და განაპირობებს მიმდებარე გზაზე მოძრავი მანქანების უსაფრთხოებას.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5,3 მილიონი ლარი შეადგინა.

ადლიის სანაპირო ზოლი

ბათუმელ მოკრივეს ტრავმა აწუხებს

 

გელა აბაშიძე

 

 

 

ამდენი ხნით რატომ გიწევთ თბილისში დარჩენა?

– ახლა ორკვირიან შეკრებას გავდივართ და რომ დავასრულებთ, სამი-ოთხი დღის მერე ისევ იწყება ახალი შეკრება.

 

ეს ვარჯიშები მხოლოდ A კლასის ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპია, თუ სხვა გეგმებიც გაქვთ?

– აგვისტოში ევროპის ჩემპიონატია. ჩემ წონაში სამი კონკურენტი სპორტსმენი ვართ. ჩვენ ცალ-ცალკე გამოვალთ შვეიცარიაში, პოლონეთსა და ბელორუსიაში. მე ბელორუსიაში ვიასპარეზებ. ვინც უკეთეს შედეგს მოიპოვებს, ის გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდება.

 

ზაფხულში ერთერთი ტურნირის დროს მარცხენა მკლავი დაიზიანეთ, თუ გაწუხებთ ეს ტრავმა?

– ვარჯიშის დროს ცოტა მაწუხებს, მაგრამ გვყავს ექიმები და მასაჟებს ვიკეთებ. ჯერ კიდევ ვმკურნალობ. ამოგდებული მქონდა. შეჯიბრის მერე რთულად არის ხოლმე საქმე, მაგრამ იმედია, ეს ხელს არ შემიშლის.

 

რამდენად მზად ხართ ასპარეზობისთვის?

– მზად ვარ. მწვრთნელებიც და ჩვენც ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

ბავშვზე სქესობრივ ძალადობაში ბრალდებული 76 წლის მამაკაცის განაჩენი

 

სექსუალური კონტაქტი ძალადობის გარეშე, გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან – ეს არის ბრალდების მოკლე ფორმულირება. ბრალდებული 76 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, დაზარალებული გოგონა კი მის მეზობლად ცხოვრობს. განაჩენში წერია, რომ ბრალდებულმა 16:15 საათზე საკუთარ ავტომანქანაში დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ორალური სექსუალური კონტაქტის დამყარების გზით, ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება.

 

სასამართლოს განაჩენში წერია, რომ გარყვნილი ქმედება მამაკაცმა სასქესო ორგანოებზე შეხების გზით ჩაიდინა.

 

საქმეში დევს იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებმაც მტკიცებულებები შეაგროვეს. სასამართლოს განაჩენში წერია, რომ ფაქტი მოწმეების სამსახურის წინ, მანქანაში  მოხდა. დაზარალებულს წელსქვემოთ ჰქონდა გახდილი და ბრალდებული ხელით ეხებოდა სხეულზე, ხოლო ბრალდებულის სასქესო ორგანოს ტუჩებით ეხებოდა დაზარალებული, თვითმხილველებმა ეს პლანშეტური კომპიუტერით გადაიღეს. ვიდეო სასამართლოში გამომძიებელმა მიიტანა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებული დ.ფ.-სთვის წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დათვალიერების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები.

 

ბრალდებულს ჩაუტარდა ექსპერტიზა: დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა მისი ქმედება. განაჩენის გამოტანის პერიოდში კი ბრალდებული დაავადებულია „დროებითი ფსიქიკური აშლილობით, ისტერიული ფსიქოზით“. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში. ბრალდებული დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, ამიტომაც ის საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას.

 

მისი დიაგნოზია ფსიქიკური აშლილობა, ისტერიული ფსიქოზი და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს მოიხდის სამედიცინო დაწესებულებაში. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ასაკი, ამიტომაც სასჯელის ზომად კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა [ეს დანაშაული 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს].

 

განაჩენი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გამოიტანა, სახელმწიფო ბრალმდებელი კი პროკურორი შოთა ხორავა იყო.

დავით ბაციკაძე მედეა ვასაძის წინააღმდეგ – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება [პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა] ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ [157-ე მუხლის მე-4 ნაწილი].

 

მედეა ვასაძე, დავით ბაციკაძეს [ანონსს, რომ შესაძლოა მას პროკურატურაში უჩივლოს] რამდენიმე დღის წინ წერილობით გამოეხმაურა.

 

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 157: პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა

 

1. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

2. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების,ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

 

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით; ბ) არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ,რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

შენიშვნა:

 

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.

 

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით“.

 

 

განათლების ახალი პროგრამა მასწავლებლობის მსურველთათვის

 

 

ქალბატონო სოფიკო, რატომ გახდა საჭირო ახალი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის შემუშავება?

– მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების ახალი პროგრამის კონცეფციის შემუშავების საჭიროება გამოიწვია რიგმა მიზეზებმა. მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადებამ უნდა უპასუხოს დროის გამოწვევებს. რა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით? – შეიცვალა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. ახალი სტანდარტის მოთხოვნებს უნდა უპასუხოს განახლებულმა საუნივერსიტეტო პროგრამებმა. გადამუშავების პროცესშია ეროვნული სასწავლო გეგმა – ანუ იცვლება საგნობრივი სტანდარტები. ბუნებრივია, ეროვნულ სასწავლო გეგმას და მის მოთხოვნებს უნდა დაეყრდნოს განახლებული პროგრამები. განახლებული პროგრამების სწავლის შედეგები კი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის უფროსი მასწავლებლის კომპეტენციებთან.

 

ჩვენი საუნივერსიტეტო პროგრამების ერთ-ერთი სუსტი მხარე იყო ის, რომ არსებულ პროგრამებში ნაკლებად იყო გათვალისწინებული სასკოლო პრაქტიკა. მასწავლებლის მომზადების წარმოდგენილი კონცეფცია ემსახურება ასევე სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას. სასკოლო პრაქტიკა მასწავლებლის მომზადების პროგრამის ფარგლებში მოიაზრება, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გამჭოლად გასდევს მთლიან სასწავლო პროცესს. კონცეფციის მიხედვით გათვალისწინებულია ასევე დამოუკიდებელი და ინტენსიური სასკოლო პედაგოგიური პრაქტიკა ე.წ. მაძიებლობა, რომლის მიზანია სათანადოდ მომზადებული, კერძოდ, პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების შემოსვლა პროფესიაში.

 

ამგვარი პროგრამით მომზადებული ახალგაზრდები სკოლაში მუშაობის დაწყებისას მოიპოვებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, ანუ მეორე კატეგორიას. რადგან კატეგორია ანაზღაურებასთან არის მიბმული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ერთგვარი მოტივატორია მასწავლებლის პროფესიაში წარმატებული ახალგაზრდების მოზიდვის.

 

რას გულისხმობს ახალი საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამა?

– ეს კონცეფცია მოიაზრება როგორც ინტეგრირებული აკადემიური საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტის, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა უნდა დაადასტუროს საგნობრივი, მეთოდური, კვლევითი და პრაქტიკული კომპეტენციები, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მას მიენიჭება განათლების მაგისტრის ხარისხი.

 

იმისათვის, რომ ეს კონცეფცია რეალობად იქცეს, საჭიროა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. თუ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები დროულად განხორციელდება და უნივერსიტეტები დროულად მოამზადებენ პროგრამებს, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით პირველი კურსდამთავრებულები გვეყოლება 2021 წლისთვის.

 

შეიცვლება  თუ არა რაიმე იმ სტუდენტებისათვის, ვინც ახლა სწავლობს პედაგოგიურ ფაკულტეტზე?

– ზოგადი განათლების კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მასწავლებლობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ განათლების მიმართულება. საგნის ბაკალავრი, ან მაგისტრი მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით დაასრულებენ მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელად არსებულ (60-კრედიტიან) პროგრამას.

 

მაშასადამე, პედაგოგიური განათლების მქონე კურსდამთავრებულებს დიპლომის მიხედვით აქვთ მასწავლებლობის უფლება, ხოლო ეროვნული სასწავლო გეგმის საგნის ბაკალავრებისა და მაგისტრებისთვის მასწავლებლობის უფლების მოპოვების გზას წარმოადგენს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა. ამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს, რაც მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას.

 

რა შედეგს ელოდებით პროგრამისგან?

– განახლებული პროგრამების მიზანია ახალი კადრების მომზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და ამით განათლების სისტემაში არსებული როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი საკადრო დეფიციტის შევსება.

ახალი სამეანო დეპარტამენტი დედათა და ბავშვთა ცენტრში

 

სამეანო- გინეკოლოგიური დეპარტამენტი  40 საწოლზეა გათვლილი. ფუნქციონირებს ანტენატალური მეთვალყურეობის, სამეანო, გინეკოლოგიური და ნეონატალური სამსახურები. გაზრდილია საოპერაციო და სამშობიარო ბლოკების რიცხვი. ასევე, გაიზარდა საწოლების რაოდენობა კრიტიკული მედიცინის ნეონატოლოგიურ მიმართულებაში. აეწყო ელექტრონული მონაცემთა ბაზის სისტემა.

 

სამშობიაროს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მინიჭებული აქვს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სტატუსი, ორჯერ დაჯილდოვებულია USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის.

 

სამშობიროში დაცულია ოპტიმალური ძუძუთი კვების ყველა საფეხური.  ახლადგახსნილ მშობელთა სკოლაში ხდება მომავალი მშობლების მომზადება ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის, ახალშობილის მოვლისა და კვების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და კონტრაცეპციის საკითხებზე.  ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

„თამარის ხიდები“ აჭარაში

ზემო აჭარაში, სხალთის ხეობისკენ რომ მიდიხარ, გზად მდინარე აჭარისწყალზე გადებული ფურტიოს ქვის თაღოვანი ხიდი უნდა გაიარო. ამ ორი საუკუნის წინ აჭარაში დიდი წყალდიდობა ყოფილა. მთიდან ჩამოტანილ უზარმაზარ ლოდებს მოაგორებდაო აჭარისწყალი. მთელს ხეობაში ისმოდა თურმე მდინარის ღრიალი. გზად ყველაფერი გაუნადგურებია, ჩამოურეცხავს მთის ფერდობები, მოუთხრია ხეები, წაუღია სახლები, მაგრამ ფურტიოს ხიდისთვის ძვრაც ვერ უყვია. დაუმუშავებელი ქვითა და კირით ნაშენმა კამაროვანმა ხიდებმა დროს გაუძლო.

ქვის თაღოვანი ხიდები მთელს აჭარაშია მიმოფანტული და გადებულია მდინარეებზე: კინტრიში, ჭოროხი, აჭარისწყალი და მაჭახლისწყალი.

თაღოვანი ხიდი ფურტიოში

აჭარის რეგიონში ჯამში სულ 25 ქვის თაღოვანი ხიდია აღმოჩენილი, აქედან რამდენიმე დანგრეულია. აჭარაში დღეს ხალხურ ზეპირ სიტყვიერებაში ასეთ ხიდებს თამარის ხიდებს ეძახიან.

ლეგენდების თანახმად ხიდები თამარ მეფეს აუშენებია. თუმცა მკვლევარები ასე არ მიიჩნევენ. ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლები იბერიელი და მესხი ხუროთმოძღვრები უნდა ყოფილიყვნენ. მეცნიერ შალვა ვარშანიძის აზრით, რომელმაც ვრცელი კვლევა მიუძღვნა აჭარაში გზებისა და ხიდების მშენებლობის საკითხს, ხიდები დაახლოებით მეოთხე-მეხუთე საუკუნისაა. იმ პერიოდში აჭარა, სამცხესთან ერთად, ქართლის სამეფოში შედიოდა, როგორც ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული. ზოგიერთი ხიდი აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით, მეშვიდე-მერვე საუკუნეებში.

აჭარის შიდა და გარე ქვეყნებთან დამაკავშირებელი გზები ერთ-ერთი უძველესია კავკასიაში.  ამიერკავკასიის ხალხთა ძველი გზებისა და ხიდების მკვლევარი ნადეჟინი წერს, რომ ქართველებმა ადრეულ საუკუნეებში იპოვეს ფორმა კამარებისა, რომელმაც საშუალება მისცა მათ ხიდები ეშენებინათ ძვირადღირებული სოლისებრი ფილების გამოუყენებლად, მათი ზედაპირის დაუმუშავებლად, თითქმის გაუთლელი ქვებისგან.

აი, როგორ აღწერს ის სოფელ მახუნცეთში მდებარე ქვის თაღოვან ხიდს.

„ხიდი ქვის ფილებისაგან არის. კირის დუღაბზე კამარის მალი – 17,5 მ. აქ გაოცებას იწვევს ის გაბედულება, რომლითაც მდინარეზე გადატყორცნილია ამგვარი თხელი და დამრეცი კამარა. იგი თითქოს „ჰკიდია“ წყალზე“, – წერს ინჟინერი ბ. ნადეჟინი.

თაღოვანი ხიდი მახუნცეთში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ქვისთაღოვანი ხიდების აგების ეპოქად IV-VII საუკუნეებია მიჩნეული. ადრეფეოდალური იბერიაში მაღალი სოციალ-ეკონომიკური განვითარების დონე იყო. მკვლევარ შალვა ვარშანიძის აზრით, მაშინდელი იბერია ახლოს იდგა ევროპულ ფეოდალიზმთან.

„მთელს ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში აჭარა ისტორიულ ერთობაშია ქართულ მეზობელ მხარეებთან, რამაც განაპირობა მატერიალური კულტურულისა და არქიტექტურის ერთიანი სტილი. მათ შორის ერთნაირი კონსტრუქციის ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლობა“, – წერს ვარშანიძე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებაც. XIII-XIV საუკუნეების საქართველოში, რომელიც მტრის გამუდმებული შემოსევებით დასუსტებული იყო, არ შეეძლოთ ხიდების ინტენსიური მშენებლობა. ქვის თაღოვანი ხიდები გარდა აჭარისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც არის წარმოდგენილი. არქიტექტურული სტილი ყველგან იდენტურია. ეს ფაქტორი მკვლევარებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხიდები ერთი ხელისუფლების დროსაა აგებული.

ცნობილი მკვლევარი და მოგზაური თედო სახოკია ხიდების ამშენებლებად ვენეციელებსა და გენუელებს მიიჩნევს. ამის დასამტკიცებლად კი აფხაზეთში მდებარე მსგავსი არქიტექტურით ნაშენი ხიდის ეტიმოლოგია მოჰყავს. „სწორედ ამ გეგმის ხიდი სოხუმთან ახლოსაც არის და სახელად „ვენეციელთა ხიდს“ უწოდებენ,“ – წერს სახოკია.

კიდევ ერთი გადმოცემის მიხედვით, ხიდები ბიზანტიელებს აუგიათ. ამ 15 საუკუნის წინ შავი ზღვის ჩრდილოეთიდან პეტრა-ციხისძირის გავლით სამხრეთისაკენ მიმავალი სავაჭრო გზა გადიოდა.

ციხისძირზე გამოვლით ბათუმისკენ წამოსული ქარავნებისათვის ბიზანტიელებს უძებნიათ ჭოროხზე მისასვლელი უმოკლესი გზა ბათუმის გვერდის ავლით, ისე რომ შეემცირებინათ ბაჟი და შესაძლო თავდასხმის საფრთხეც. მოუნახავთ კიდეც ახალშენიდან გადასასვლელი გზა სოფელ ხეყრუს გავლით, რომელიც ერგეში ჩადიოდა.  ეს გზა ბევრად ამცირებდა მანძილს და საბაჟო გადასახადსაც.  ერგედან სავაჭრო საქონლით დატვირთულ ქარავანს შეეძლო ჭოროხის მარჯვენა ნაპირს აჰყოლოდა აჭარის ხეობისკენ. ხოლო ერგეს ქვემოთ ჭოროხზე გადასულ ქარავანს მდინარის მარცხენა ნაპირით ახლანდელ ჭარნალ-თხილნარისა და მახოს მიდამოების გავლით შეეძლო სოფელ სიმონეთში ასვლა და იქიდან მაჭახლის ხეობის გავლით ართვინში გადასვლა. ხეყრუსა და მახოში მდინარეებზე დღემდე დგას ქვის თაღიანი ხიდები. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, სწორედ ესაა მიზეზი, რა მიზეზითაც შეიძლება ეს ხიდები აშენებულიყო 15 საუკუნის წინ.

ქვის თაღოვან ხიდებს შორის ყველაზე განიერი დანდალოს, ერგესა და მახოს ხიდებია, რომელთა სიფართე საშუალოდ სამი მეტრია. ყველაზე ვიწრო წონიარისისა (1,1 მ) და ქოქოლეთის (0,7 მ) ქვის თაღოვანი ხიდებია.

თაღოვანი ხიდი დანდალოში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ქვის თაღოვანი ხიდები ხალხის მეხსიერებაში

აჭარის მაღალმთიანეთისკენ მიმავალმა თანამგზავრს რომ ჰკითხო, თუ ვისი აგებულია ქვის ხიდები ჭოროხსა და აჭარისწყალზე, დაუფიქრებლად გიპასუხებს, რომ თამარ მეფის. ლეგენდის თანახმად, მახუნცეთის, დანდალოსა და ფურტიოს ხიდები თამარს ერთდროულად აუშენებია. ხიხანის ციხიდან დანდალომდე თამარ მეფეს ხალხი ჰყავდა ჩამწკრივებული და ისე აწვდიდნენ საჭირო მასალას ხიდის ასაშენებლადო.

იმავე ლეგენდის თანახმად, თამარი ხშირად დადიოდა თურმე სხალთის ტაძრის მოსალოცად. მეფეს პატარა ჯორი ჰყოლია და იმით გადაადგილდებოდა. ფურტიოს ხიდს რომ მიადგებოდა თურმე, ჯორიდან ჩამოვიდოდა და ფეხით გადაივლიდა ხიდს. ხალხის სიყვარული თამარ მეფისადმი იმდენად დიდი იყო, რასაც კი მეფე შეეხებოდა, ყველაფერს მის სახელს არქმევდნენ. ამის კიდევ ერთი მაგალითია ლეგენდა დედოფლის წყაროზე.

„დედოფლის წყარო“ ფურტიოში, სხალთისკენ მიმავალ გზაზეა. თქმულების თანახმად, სხალთაში მიმავალ მეფეს თუკი გზად დაუღამდებოდა, ღამეს ფურტიოში ათევდა. ერთხელაც ერთ შეძლებულ გლეხს, ვინმე სიმონას სწვევია. გლეხი სიხარულისგან გაგიჟებულა, დედოფალი მეწვიაო. დატრიალებულა და დედოფლისთვის სუფრა გაუშლია. ღვინო იქვე, სახლთან ახლოს მდებარე წყაროში ჩაუციებია. თამარ მეფეს ცივი ღვინო რომ დაულევია, დაინტერესებულა, თუ სად იყო ასეთი ცივი წყარო. გლეხს უჩვენებია. მას შემდეგ თურმე მეფე ისე არ გაივლიდა ფურტიოში, იმ წყაროზე წყალი რომ არ დაელია. ხალხმა კი ამის გამო წყაროს „დედოფლის წყარო“ დაარქვა.

საერთოდაც, ზემო აჭარაში თამარ მეფეს მიაწერენ ყველა კარგ საქმეს, ყველა თაღოვან ხიდს და ყველა მკვიდრად ნაგებ ციხეს. აქ ძნელად იპოვით სოფელს, სადაც ერთი ადგილი მაინც არ უკავშირდებოდეს თამარის სახელს. თქმულებების მიხედვით, თუ სოფლის წყაროს „თამარის წყარო“ ჰქვია – ე.ი. იქ რვა საუკუნის წინ თამარმა გამოიარა და წყალი დალია. თუ სადმე გაშლილი ველია და მას „თამარის ჭალა“ ჰქვია – ე.ი. იქ თამარ მეფემ დაისვენა თავის ჯართან ერთად, ხოლო თუ სადმე გორას  „თამარის გორი“ ჰქვია, თქმულების მიხედვით იმ გორზე თამარის ჯარისკაცებს ტალახით დასვრილი ფეხები გაუწმენდიათ და შედეგად გორა გაჩენილა. თუ ზემო აჭარისკენ მიმავალი, სხალთის ხეობისკენ გადაუხვევთ, ფურტიოს გზაზე ერთი სერია. სერს „ვარცხლას“ ეძახიან. გადმოცემის თანახმად, ადრე იქ თამარ მეფეს ვერცხლის მადანი ჰქონია და რაც კი ვერცხლი სჭირდებოდა, სულ აჭარიდან მიჰქონდა.

თუმცა, ისტორიამ, გარდა თამარისა, ქვის თაღოვან ხიდთა ამგებთა სხვა სახელებიც შემოგვინახა. მართალია, ამ ვერსიებს მკვლევარები ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნევენ, მაგრამ ჩვენ მაინც გიამბობთ. მაგალითად, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ქობულეთში, სოფელ ცხემვანის ხიდი მდინარე კინტრიშზე ადგილობრივ ფეოდალ თამაზაშვილს აუგია მე-9 საუკუნეში. თაღოვანი ხიდი, რომელიც სოფელ ჭვანაშია, სოფელ ჭალიდან ჩანჩხალოში გათხოვილ ქალს აუგია, გვარად სურმანიძეს ოსმალთა ბატონობის ხანაში. ხოლო სოფელ ქოქოლეთის ჩამახისურის ხიდი ჩიქუნეთელ თანთო ახმედ-აღა ხინკილაძეს აუგია მე-18 საუკუნეში.

თაღოვანი ხიდი ფურტიოში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მოსამართლე ბრალდებულს: ანუ პროკურორი დაგემუქრათ?

 

პროკურორის ადგილი სასამართლო დარბაზში


მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ამჯერად პროკურორის წერილობითი შუამდგომლობა წაიკითხა. პროკურორი ირაკლი დონდოლაძე მოსამართლეს წერდა,  რომ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქვს ჩანიშნული პროცესი და სწორედ ამის გამო ვერ მოახერხა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესზე გამოცხადება. 


გიორგი (სახელი პირობითია) ბათუმში ცხოვრობს და ბოლო შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ის კაპიტნის მესამე თანაშემწე იყო შორეულ ნაოსნობაში. მას ბრალად ედება ნარკოტიკების შეძენა-შენახვა. მასთან ერთად  საქმეში კიდევ მეორე ბრალდებული ფიგურირებს, რომლის საქმე დაცვის მხარის შუამდგომლობით მოსამართლემ წინა სასამართლო პროცესზე  გამოყო. 


გიორგის ადვოკატმა დღეს მოსამართლეს უთხრა,  რომ მათ ინტერესებში შედის საქმის დროულად დასრულება. ადვოკატის შეფასებით პროკურორი  პროცესს აჭიანურებს. თავად ბრალდებულმა  მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელიც ბრალდებულსა და პროკურორს შორის 1 მარტს შედგა. ბრალდებულის განცხადებით, პროკურორმა  ირაკლი დონდოლაძემ მას უთხრა, რომ მისი საქმე მანამ არ დასრულდება, ვიდრე სასამართლო განაჩენს მეორე ბრალდებულს არ გამოუტანს {ვინც მასთან ერთად იყო ბრალდებული და ვისი საქმეც მოსამართლემ ცალკე გამოყო}.


 ანუ თქვენ ფიქრობთ რომ პროკურორი დაგემუქრათ? -ჰკითხა მოსამართლემ ბრალდებულს. ბრალდებულმა კი მოსამართლეს უთხრა, რომ ასე არ ფიქრობს, თუმცა საჭიროდ ჩათვალა ეს მოსამართლეს სცოდნოდა. 

სასწრაფოდ: იყიდება ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე

 

ქალაქ ბათუმში, სასწრაფოდ იყიდება ოროთახიანია ბინა მეორე სართულზე. მის. ჯავახიშვილის 6. ბინა 48. ფასი: 37 ათასი დოლარი.


მობ.: 577252925 -ირაკლი

„გამოუვალი მდგომარეობა“ ბათუმში კონცერტს გამართავს

 

კონცერტი საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. მასზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 5, 7 და 10 ლარია. ბილეთების შეძენა მსურველებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროებში შეეძლებათ. 

 

 

„ალი და ნინოს“ ბედი 20 დღეში გაირკვევა

„დროებით ვყრით ბალასტს რომ შეივსოს ის ტერიტორია რაც ზღვამ მიიტაცა.  რაც შეეხება ქანდაკებას, ველოდებით  ექსპერტის დასკვნას რომელიც გვეტყვის გადასატანი იქნება ეს თუ ადგილზე უნდა მოხდეს მისი გამაგრება. დაახლოებით 20 დღეში იქნება პასუხი,“ – ამბობს  „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი.

თამარ კვესიტაძის ქანდაკება „ალი და ნინო“, ბათუმში, იახტკლუბის მიმდებარედ   2011 წლის ზაფხულში დადგეს. დროთა განმავლობაში შტორმმა ქანდაკებას საძირკველი გამოაცალა. ამჟამად საუბარი მიდის მის შესაძლო ადგილმონაცვლეობაზე. ამ მიზნით  „ბათუმის ბულვარის“  ბიუჯეტში 240 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

შსს: ბათუმში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1 მარტს, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, დღის საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1962 წელს დაბადებულ ბიძინა ბ.–ს გულ–მკერდის და ზურგის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში ბათუმში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარებს (საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით).

 

ავადობა სასჯელაღსრულების სისტემაში

 

სასჯელაღსრულების სისტემაში გავრცელებული დაავადებებიდან ყველაზე დიდი წილი ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებზე (875) მოდის, ასევე გავრცელებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (874), ვირუსული ჰეპატიტები (771), სასუნთქი სისტემის დაავადებები (586), შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები (545), ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (424), სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (424). ხოლო, მცირე მაჩვენებლებით ხასიათდებიან კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები (295), შაქრიანი დიაბეტი (182), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (114), ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობები (66), სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები და იმუნური მექანიზმის მიმდინარე ზოგიერთი დარღვევები (22), სიმსივნეები (14), უპირატესად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (11), სხვა ვირუსული დაავადებები (11) და ვირუსული ინფექციები, რომელთაც ახასიათებთ კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება (3).

 

დაავადებული პირების კატეგორიაში ყველაზე მეტი მაჩვენებლით სრულწლოვანი კაცები (4 061) ხასიათდებიან. 2015 წლის იანვარში, არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებში ყველაზე დიდი მაჩვენებლით სასუნთქი სისტემის დაავადებები ხასიათდება.

 

მამრობითი სქესის სრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები ხოლო, მდედრობითი სქესის სრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებში შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები სჭარბობს.

 

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მკურნალობასთან დაკავშირებული მონაცემები ამ ეტაპზე წლიურ ფორმაში ყოველთვიურად გაწეული პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების მიხედვით ითვლება.

 

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ პირთათვის 2015 წლის იანვარის თვეში გაწეულ სამედიცინო დახმარების ტიპებია: პირველადი სამედიცინო დახმარება, ამბულატორიული სერვისები-პენიტენციალური სისტემა, ტუბერკულოზზე ყველა სახის სკრინინგი, ფსიქიატრიული მომსახურება, სტომატოლოგიური მომსახურება, ექიმების კონსულტაცია და სხვა.

 

2015 წლის იანვრის თვეში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში – 1 მამრობითი სქესის სრულწლოვანი მსჯავრდებული გარდაიცვალა. იანვრის თვეში ეს გარდაცვალების  ერთადერთი შემთხვევა იყო. 

 

კვირიკეს მოსახლეობა: აფეთქებებმა სახლები დაგვიზიანა

„ჩვენი ზონა მეწყერსაშიშია. 10-15 წლის წინ ამის გამო 100 ოჯახი გასახლდა. აფეთქების შედეგად ჩვენს სახლებზე მატულობს ბზარები. მივმართავთ აჭარის მთავრობას, რომ გამოყოს სპეციალური კომისია, მოვიდეს შეისწავლოს და დაადგინოს, რამდენად უსაფრთხოა ამ სახლებში ცხოვრება“ – გვეუბნება კვირიკეში მცხოვრები მაიზერ მახარაძე.

მოსახლეობა კომისიის მიერ ზიანის შესწავლის შემდეგ სათანადო კომპენსაციასაც მოითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისათვის” თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძის თქმით, სოფელ კვირიკესთან ახლოს კლდოვანი მასის აფეთქება ნაპირსამაგრი ქვამასალის მოსაპოვებლად მიმდინარეობს.

“ბათუმელების” ინფორმაციით აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუნებრივი მასალის მოპოვებას რამდენიმე კომპანია ახორციელებს.

ბათუმში მამაკაცი მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობიდან გადმოვარდა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინი დახმარების სამსახურში უთხრეს, მამაკაცი იყო უგონო მდგომარეობაში და მკერდის არეში აღენიშნებოდა შემავალი ღრმა ჭრილობა,  სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ირაკლი ბარამიძე: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად

 

დისკუსიამდე ორგანიზაციის მოხალისეები  მოამზადებენ ვიდეორგოლს  კანდიდატების შესახებ.

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

 

დავით ბაციკაძემ მედეა ვასაძის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

 

განცხადების შეტანის შემდეგ პროკურატურას ჯერ არც მედეა ვასაძე დაუკითხავს და არც დავით ბაციკაძე. დაიწყო თუ არა გამოძიება დავით ბაციკაძის განცხადების საფუძველზე? – ამ კითხვით „ბათუმელებმა” პროკურატურას მიმართა თუმცა, საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ  ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ ორშაბათს უპასუხებენ.

  

მედეა ვასაძე კი, დავით ბაციკაძეს [ანონსს, რომ შესაძლოა მას პროკურატურაში უჩივლოს] რამდენიმე დღის წინ წერილობით გამოეხმაურა.

 

პაემნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

 

განხორციელებული პაემნებიდან ყველაზე მეტი ხანმოკლე პაემანი იყო №8 დაწესებულებაში – 797 პაემანი, №17 დაწესებულებაში – 770 პაემანი, №15 დაწესებულებაში – 618, ხოლო №2 დაწესებულებაში – 512 პაემანი;

 

ყველაზე ხშირად ხანგრძლივი პაემანი განხორციელდა №14, №17  №15 და №2 დაწესებულებებში [შესაბამისად: 131, 125, 93 და 58 პაემანი];

 

რაც შეეხება ვიდეოპაემანს, ის მხოლოდ №15 და №17 დაწესებულებებში განხორციელდა, შესაბამისად – 16 და 14 ვიდეოპაემანი.

 

 2015 წლის იანვარში №3 დაწესებულებაში განხორციელდა 28 ხანმოკლე და 3 ხანგრძლივი პაემანი.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 525 პირი, მათგან, 10 234 კაცი და 291 ქალი.

 

ავტობანი – ქობულეთში ოჯახებს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

 

სოფელ ზედა აჭყველი ბიჭიკო კონცელიძე, ნაკაიძეებლები – იოსებ და თემურ ქამაშიძეები, საჩინოელები – მერი თურმანიძე და ფატი გოგიტიძე ის მესაკუთრეები არიან, რომელთა უძრავი ქონება შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვდა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ   „უძრავი ქონებების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეებთან უმეტესად მიღწეულია (დაახლოებით – 90%), მაგრამ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილ 5 მესაკუთრესთან, რომლებმაც, შესაბამის საკომპენსაციო თანხის მიღებაზე ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ ოფიციალურად წერილობით განუცხადეს უარი“.

 

შემდეგი საკადასტრო კოდებით: №20.47.04.015 [ბიჭიკო კონცელიძე]; №20.39.04.168 და №20.39.04.167 [იოსებ ქამაშიძე]; №20.39.04.060 [თემურ ქამაშიძე]; №20.47.01.100 [მერი თურმანიძე] და №20.47.01.095 [ფატი გოგიტიძე] რეგისტრირებული უძრავი ქონებები განთავსებულია გზის მშენებლობის ტერიტორიაზე, შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

 

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მათ შორის გზისა და მაგისტრალის გაყვანა – მშენებლობისათვის, ხორციელდება ექსპროპრიაცია.

 

სამინისტრომ ჩათვალა, რომ ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამიტომ:  „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება“.

 

ექსპროპრიაცია შეეხება:

ბიჭიკო კონცელიძის საკუთრებაში არსებულ 2044 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას;

იოსებ ქამაშიძის საკუთრებაში არსებულ 456 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობას. ასევე ცალკე საკადასტრო კოდით არსებულ მისსავე მიწის ნაკვეთს ფართობით – 901 კვ/მ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას;

თემურ ქამაშაძის  – 2519 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას;

მერი თურმანიძის  საკუთრებაში არსებულ 283 კვ/მ მიწის ნაკვეთს და

ფატი გოგიტიძის – 2228 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობას.

 

ზემოაღნიშნულ მესაკუთრეებს მინისტრის ბრძანების გასაჩივრების უფლება აქვთ.

 

ავტობანის მშენებლობა სოფელ ხუცუბანში /ფოტო: ბათუმელები/

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვიდეორგოლებს შეისყიდის

 

საპრეზენტაციო ვიდეორგოლების შექმნის მიზანია ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის საინვესტიციო პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და სრულფასოვანი წარმოჩენა პოტენციური ინვესტორებისათვის.

 

ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასი სამინისტროს შპს „გეიზერმა“ შესთავაზა – 5 799 ლარი [რაც 1 ლარით ნაკლებია ერთ-ერთი პრეტენდენტის –  შპს „ემ ჯი აი სტუდიის“ შეთავაზებაზე. „გეიზერის“ თავდაპირველი შეთავაზება 10 392 ლარი იყო].

 

„გეიზერმა“ ნიმუშად შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრების მიხედვით გადაღებული მინიმუმ ხუთი ვიდეორგოლი და შემოქმედებითი ჯგუფის შესახებ მინიმალური რეზიუმე (CV) ორ დღეში უნდა წარუდგინოს სამინისტროს, რის შემდეგაც სატენდერო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ვიდეორგოლის ჟანრი უნდა იყოს ინფორმაციული და საპრეზენტაციო; ფორმატი – მაღალი გარჩევადობა (Full HD); ქობულეთის ტურისტული ზონისა და გოდერძის უღელტეხილზე არსებული სამთო სათხილამურო კურორტის შესახებ სარეკლამო საპრეზენტაციო 2 ვიდეორგოლის ხანგრძლივობა უნდა იყოს 1-1.5 წუთი; უნდა მოხდეს ორივე პროექტის არსებული ინფრასტრუქტურის წარმოჩენა; ორივე ტერიტორიის რელიეფებისა და მდებარეობის წარმოჩენა ვიდეო და გრაფიკული ელემენტების გამოყენებით; გადაღება უნდა განხორციელდეს მაღალი გარჩევადობის გამოსახულების (HD 1920/1080) ვიდეოკამერით.

 

ქობულეთის ტურისტული ზონის სრულფასოვნად წარმოსაჩენად უნდა მომზადდეს 3D გრაფიკული გამოსახულება, კერძოდ შეიქმნას სამგანზომილებიანი ანიმაციით ზონის ინფრასტრუქტურის მოწყობის ამსახველი (მაქსიმალურათ რეალობასთან მიახლოვებული) ვიდეო. გამოყენებული უნდა იყოს ეგრედ წოდებული 3D ტრანსფორმაცია, ვინაიდან ეფექტურად წარმოჩნდეს არსებული სიტუაცია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს და კეთილმოეწყოს ტერიტორია. არსებული სივრციდან მოხდეს პროექტის საბოლოო სახის ეტაპობრივად შექმნა. 

გამოყენებულ უნდა იქნეს გადასაღები შვეულმფრენი – საჰაერო გადაღებები აუცილებელია ორივე პროექტის სრულფასოვანი წარმოჩენისთვის;

 

უნდა მომზადდეს შესაბამისი ტექსტი დამკვეთან შეთანხმებით და გახმოვანდეს მინიმუმ 3 ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული); გამარჯვებულმა პრეტენდენტმა სამუშაოს დაწყების წინ კონსულტაცია უნდა გაიაროს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. ვიდეო რგოლების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 23 მარტის ჩათვლით. 

 

ქვიშა-ხრეში გზებისთვის – ლიცენზიის გარეშე

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, წინასწარ  განსაზღვრულ კოორდინატებში  მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული დეპარტამენტმა მხოლოდ გზების მოხრეშვისთვის უნდა გამოიყენოს.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში  565  ლარის გადახდა, კერძოდ:

­­

დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჩაქვისწყალი) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 52 ლარი;

სოფ. ჩაისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. მერჩხეთი) – 200 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 35 ლარი;

სოფ. ჯიხანჯურის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჩოლოქი) – 1000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 174 ლარი;

სოფ. გვარას (თეთროსანის) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭყვა) – 200 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 35 ლარი;

სოფ. ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. კინტრიში) – 200 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 35 ლარი;

სოფ. თხილნარის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ბოლოყო) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 52 ლარი;

სოფ. მახოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. მახოსწყალი) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 52 ლარი;

სოფ. განახლების მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 26 ლარი;

სოფ. ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჩელტა) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 52 ლარი;

სოფ. ახალშენის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის -26 ლარი;

სოფ. ახალშენის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ.ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის -26 ლარი.

პარლამენტს შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობაზე შეზღუდვა არ აქვს

 

„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს.

 

მთავრობის შესაბამისი განკარგულების განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ, მიმდინარე წლის იანვარში, მთავრობაში გაიგზავნა წერილობითი კორესპონდენცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტში შექმნილია საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა, 11 ფრაქცია და 1 დროებითი კომისია, 62 პარლამენტის წევრს დაენიშნა თანაშემწე და აგრეთვე ფუნქციონირებს 73 მაჟორიტარი წევრის ბიურო.

 

ზემოაღნიშნულ სუბიექტებში პირთა დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთანავე, პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულია შტატგარეშე მოსამსახურეები არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

 

ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება პარლამენტში დასაქმებულ მოხელეთა 2%-ს. შესაბამისად, ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის პარლამენტზე გავრცელების შემთხვევაში, ვერც ერთი ზემოხსენებული სუბიექტი ვერ შეძლებდა კანონონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.

 

საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციებისთვის მთლიანობაში 60 მილიონ 531 ათას 700 ლარია გამოყოფილი. აქედან მხოლოდ ხელფასებისთვის 33 მილიონ 180 ათას 400 ლარი, ხოლო მომუშავეთა რაოდენობაა – 1331. აქედან, უშუალოდ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულია 840 ადამიანი, რომელთა ხელფასებისთვის, წელს, 27 მილიონ 604 ათას 400 ლარია გათვალისწინებული.

 

ინფორმაცია 2014 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ (აჭარის მაჟორიტარები):

 

ბათუმი – დუმბაძე მურმან – 65 233 ლარი;

ქედა – შერვაშიძე იაშა – 58 582 ლარი;

ქობულეთი – ხალვაში ფატი – 65 449 ლარი;

შუახევი – მეგრელიძე ომარ – 60 173 ლარი;

ხელვაჩაური – ხალვაში როსტომ – 65 357 ლარი;

ხულო – ბოლქვაძე ანზორ – 51 055 ლარი.

 

როგორც პარლამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ეს მონაცემები ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის მოწოდებულ ინფორმაციას.

 

მთავრობამ შეცდომა გაასწორა

განკარგულების თავდაპირველი ვარიანტით, აჭარის მთავრობას მუსლიმთა სამმართველოსთვის ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში მდებარე მიწის ნაკვეთები და მათზე მდებარე შენობა-ნაგებობები უნდა შეესყიდა.

ანგისის ქუჩა №39-ში მდებარე შენობის მეპატრონემ „ბათუმელებთან“ მაშინ აღნიშნა, რომ ქონებას არ ყიდდა. აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა, პარმენ ჯალაღონიამ, კი „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას: „მისამართები საქართველოს მთავრობას აღებული აქვს მუსლიმი მრევლის მიმართვიდან.  გუშინ მივწერეთ, რომ შეცდომაა, ზეგ გადის [საკითხი] სხდომაზე და შეიცვლება კოდები“.

საქართველოს მთავრობის 280-ე განკარგულებით შეცდომა გასწორდა და ტექსტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„სსიპ – სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში გადასაცემი ქონების (ქ. ბათუმში ანგისის დასახლებაში არსებული ორი უძრავი ნივთის – მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: 05.32.01.049 და 05.32.01.316) შეძენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი“.

05.32.01.049 – საკადასტრო კოდით არსებულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის შეცვლის მოთხოვნით საჯარო რეესტრში განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით უკვე შეტანილია და საქმე წარმოებაშია. აღნიშნულ ნაკვეთზე დგას მრავალსართულიანი შენობა, რომელშიც ადრე „იტალიური სკოლა“ იყო.

შენობა რომელშიც /იტალიური სკოლა/ იყო

რაც შეეხება 05.32.01.316 – საკადასტრო კოდით არსებულ ნაკვეთს, აქ სასტუმრო „კრისტალია“ განთავსებული. შენობები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული.

სასტუმრო/კრისტალი/

სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკა

 

2015 წლის იანვარში პირველი ინსტანციის სასამართლოებში არსებითი განხილვით დამთავრდა 335 საქმე, რომელთაგან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 325 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 8 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 2 საქმეზე. ამავე პერიოდში პირველი ინსტანციის სასამართლოებში   საპროცესო შეთანხმებებით შესული საქმეებიდან (315 საქმე საბრალდებო დასკვნის გარეშე და 283 საქმე საბრალდებო დასკვნით) საპროცესო შეთანხმებით განაჩენი გამოტანილ იქნა 585 საქმეზე 654 პირის მიმართ.

 

2015 წლის იანვარში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განაჩენის გამოტანით განხილულ იქნა 920 საქმე 1022 პირის მიმართ. მსჯავრდებული 1009  პირის მიერ ჩადენილი იყო 1106 დანაშაული, ხოლო დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის დანიშნულ იქნა 1204 სასჯელი [დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის შეფარდებული სასჯელებიდან აჭარის სასამართლოებზე მოდის – 137].

 

მსჯავრდებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი მოდის: ნარკოტიკულ დანაშაულზე – 446, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე – 267, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულზე – 69, დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ – 46, ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულზე – 102 და სხვ.

 

იანვარში სულ მსჯავრდებული 1009 პირიდან [რომელთა 95 პროცენტი მამაკაცია]: თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 331 პირს, პირობითი მსჯავრი – 475 პირს, ჯარიმა – 165 პირს,   საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 38 პირს.

 

მსჯავრდებულთაგან უმუშევარია 919, კომერციული ან სხვა ორგანიზაციის მოსამსახურეა 31, სხვა მომუშავეა 28, კერძო მეწარმეა 9, მოსწავლე ან სტუდენტია 7, საჯარო მოსამსახურეა 11 და სხვ.

 

2015 წლის იანვარში მსჯავრდებული იყო 13 არასრულწლოვანი, რომელთაგან 11 ვაჟი იყო, ხოლო 2 გოგონა. ამათგან არ მუშაობდა და არ სწავლობდა 11 არასრულწლოვანი; თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 4-ს, პირობითი მსჯავრი – 8-ს, ხოლო ჯარიმა 1 პირს. მსჯავრდებული 13 არასრულწლოვანიდან აჭარის სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ იქნა 2 არასრულწლოვანი.

 

 

უცხოელი ბრალდებულები და მსჯავრდებულები საქართველოში

 

უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულები და მსჯავრდებულების რაოდენობა მოქალაქეობის სახელმწიფოების მიხედვით:

აზერბაიჯანი – 39, ბანგლადეში – 1, ბულგარეთი – 3, გვინეა – 1, ერაყი – 8, თურქეთი – 76, თურქმენეთი – 1, ისრაელი – 7, ინდოეთი – 1, ირანი – 12, კოტ-დ’ივუარი – 2, მაროკო – 1, მოლდავეთი – 1, ნიგერია – 10, პალესტინა – 2, რუსეთი – 41, საბერძნეთი – 4, საფრანგეთი – 2, სირია – 1, სომხეთი – 32, უზბეკეთი – 5, უკრაინა – 8, ტაჯიკეთი – 1, ყირგიზეთი – 1, შვედეთი – 1, მოქალაქეობის არმქონე – 4.

 

[ამასთან, №2 დაწესებულებაში 1 (ისრაელი-საქართველოს), №8 დაწესებულებაში 2 (რუსეთი-საქართველო), №12 დაწესებულებაში 1 (რუსეთი-საქართველო), №15 დაწესებულებაში 2 (თურქეთი-საქართველო, სომხეთი-საქართველო), №17 დაწესებულებაში 2 (საბერძნეთი-საქართველო, რუსეთი-საქართველო), №19 დაწესებულებაში 1 (სომხეთი-საქართველო) ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბრალდებული/მსჯავრდებული იმყოფებოდა].

 

2015 წლის იანვარის თვეში, საქართველოში 14 სხვადასხვა მოქალაქეობის 96 უცხოელი პირობით მსჯავრდებული დაფიქსირდა. მათგან 28 რუსეთის მოქალაქეა, 15 – თურქეთის, 14 – აზერბაიჯანის, 9 – უკრაინის, 8 – სომხეთის, 5 – ინდოეთის, 4 – ნიგერიის, 4-საბერძნეთის, 2-აშშ-ს, 2-ბანგლადეშის, 2-ყაზახეთის და თითოც ისრაელის, სირიისა და ჩინეთის მოქალაქე.

 

მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.

 

 

მშვილდოსნობის ნაკრები ევროპაში მეორე ადგილზეა

 

 

დღესვე, ინდივიდუალურ შეჯიბრების ფინალურ შეხვედრაში მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე გამოდიოდა, რომელსაც 2:6 ანგარიშით პირველი ადგილის დათმობა გერმანელ ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვასთვის მოუწია.

ფინალამდე ხათუნა ნარიმანიძემ ზედიზედ დაამარცხა ბერძენი არიადნი ჩორტი, სლოვენიელი ანა უმერი, იტალიელი ჯულია მამი და გერმანელი ლისა უნრუ.

ნარიმანიძისგან განსხვავებით საქართველოს ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და ვიცე-ჩემპიონი იულია ლობჟანიძე ნაადრევად გამოეთიშნენ ჩემპიონატს: პირველი 1/16-ფინალში დამარცხდა მოლდოველ ალექსანდრა მირჩასთან, ლობჟანიძეს კი 1/8-ფინალში გერმანელმა კარინა ვინტერმა აჯობა.

ვაჟთა შორის ლაშა ფხაკაძე 1/16-ფინალში რუს ალექსანდრ კოზინთან წააგო 2:6, ახალგაზრდებში კი ვლადიმერ დოლიძეს იმავე ეტაპზე აჯობა იტალიელმა დავიდ პასკუალემ – 1:7.

ახალგაზრდა გოგონებში ციკო ფუტკარაძე, რომელმაც იანვრის მიწურულს თანატოლთა შორის მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 1/4-ფინალამდე მივიდა, სადაც უკრაინელ სოლომია ჰნიპისთან წააგო.

 

ჩემპიონატს სლოვენიის ქალაქი მარიბო მასპინძლობდა.

როგორი იქნება კულტურის ათწლიანი სტრატეგია




ბატონო ლევან, რას შეცვლის კულტურის ათწლიანი სტრატეგია ქვეყანაში და როგორი იქნება დოკუმენტზე მუშაობის პროცესი?

საქართველოში რამდენჯერმე იყო იმის მცდელობა რომ რეალური სტრატეგიული დოკუმენტი შემუშავებულიყო. მაგრამ სამწუხაროდ, არცერთი პროცესი არ გამოდგა წარმატებული,  იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის იწერებოდა საზოგადოების ჩართულობის გარეშე.  ამიტომ, ასეთი დოკუმენტები თაროზეა შემოდებული. ჩვენი მცდელობა არის ის, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ საზოგადოების ჩართულობა. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მივცემთ, უშუალოდ იყოს ჩართული ამ სტრატეგიის შემუშავებაში და რაც ყველაზე მთავარია, გამოიყენოს შემდეგ ეს დოკუმენტი.  ჩვენ ავირჩიეთ გამჭვირვალე პროცესის გზა და ამ პროცესის ასახველი დოკუმენტიც გავხადეთ საჯარო. 


კონკრეტული პრიორიტეტები გაქვთ განსაზღვრული თუ მუშაობის პროცესში გამოიკვეთება?

სამინისტროსთვის კულტურის ყველა მიმართულება თანაბრად პრიორიტეტულია, იქნება ეს სახვითი ხელოვნება,  კინოინდუსტრია და კულტურული მემკვიდრეობა. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მოვახდინოთ არა სიმპტომური პრობლემების იდენტიფიცირება, არამედ ძირეული პრობლემების მოგვარებაზე გავაკეთოთ აქცენტი. ეს უნდა გავაკეთოთ კონკრეტულ მიმართულებებში ჩართული პიროვნებების, ორგანიზაციების ჩართვით და მათთან ერთად დავსახოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ათი წლის მანძილზე. ამ დოკუმენტის გარდა, ყოველწლიურად შემუშავებული იქნება სამოქმედო გეგმა, თუ  როგორ იქნება  განხორციელებული ეს პრიორიტეტები.    


კულტურის განვითარება ალბათ ბიუჯეტის გადახედვასაც მოითხოვს,  ამ სტრატეგიის მიხედვით გაიზრდება კულტურის სფეროს დაფინანსება ბიუჯეტში?

არცერთი ქვეყანა არ არის, სადაც კულტურას არ აკლია დაფინანსება.   ჩვენი მიზანია, ის თანხაც კი რომელიც არის გამოყოფილი, სწორად იქნას გადანაწილებული, რომ ყველაზე საკვანძო და პრიორიტეტული პრობლემები იქნას მოგვარებული და არ ვიდგეთ ერთსა და იმავე ადგილას. პროცესი არის ორმხრივი. სპეციალურად ვქმნით უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ეტაპობრივად მოახდენს სამუშაო ვერსიების შეთანხმებასაც. ერთის მხრივ იქნება საზოგადოების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც გადაგზავნილი იქნება უწყებათაშორის ჯგუფში, სადაც მოხდება მისი ადელვატურობის დადგენა იმ რეალობასთან მიმართებაში რომელიც არის. შემდეგ ისევ დაბრუნდება ეს დოკუმენტი დისკუსიებისა და შენიშვნების რეჟიმში.  სამინისტროს როლია სწორად დაიცვას ის ბალანსი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს რომ დოკუმენტი იყოს პრაგმატული და  გამოყენებადი.


კულტურის სამინისტროს მიმართ  საკმაოდ  კრიტიკულია საზოგადოება.  „ოსკარზე“ წარდგენილი  ფილმის  მსახიობებისგანაც  იყო უკმაყოფილება, რომ  სამინისტროს მხრიდან არ ჰქონდათ  სათანადო მხადაჭერა,  მსგავს საკითხებს  მოაგვარებს   სტრატეგიული დოკუმენტი?     

ძალიან ბევრი გაუგებრობა არსებობს ზოგადად იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს კულტურაში ფული. ყველა ქვეყანაში განსხვავებული ფორმატი არსებობს, თუ როგორ ფინანსდება კულტურული პროექტები. ამიტომ სწორად უნდა განისაზღვროს როგორც პრიორიტეტები, ასევე დაფინანსების წყაროებიც  თუ როგორ უნდა ივსებოდეს კულტურის ბიუჯეტი.  ამიტომ, ეს თემებიც იქნება განხილული. ჩვენ არ გვინდა ზოგადი პოსტულატებით გაჯერებული დოკუმენტი, არამედ კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. მთავარია საზოგადოებამ კონსტრუქციულად დაიწყოს ამ თემებზე მსჯელობა, ძიება გზების თუ როგორ უნდა განხორციელდეს სახელმწიფო პოლიტიკა.


რა დრო ექნებათ დაინტერესებულ პირებს იმისთვის, რომ  დოკუმენტის შემუშავებაში ჩაერთონ და საკუთარი მოსაზრებები მოგაწოდონ?     

სულ მცირე ერთი წელი ექნებათ ამისთვის დრო. ჩვენ ყველა რეგიონში გავდივართ  და   ვხვდებით  ადამიანებს. იდენტიფიცირებული გვყავს ცალკეული მიზნობრივი ჯგუფებიც, ჟურნალისტები, ბიზნესის წარმომადგენლები, რელიგიური და სხვა ტიპის უმცირესობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ.  


ეს ჩართულობა მხოლოდ ქაღალდზეა თუ მათი მხრიდანაც არსებობს დაინტერესება?

ჩვენი არჩევანია რომ შევთავაზოთ ამ პროცესში მონაწილეობა, მათი არჩევანია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას.


გულგრილობას ხშირად იწვევს ის, რომ საბოლოოდ, კომპეტენტური ჯგუფების აზრის გათვალისწინება არ ხდება  და ხელისუფლება მაინც მისთვის მისაღებ არჩევანს აკეთებს. ამ შემთხვევაშიც ასე  ხომ არ  იქნება?

მესმის, რომ საზოგადოება შეჩვეულია სკეპტიციზმს, მაგრამ შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი, ფეისბუკზე გვერდი, სპეციალური ცხელი ხაზი, კითხვარები, იქნება დისკუსიები, შეხვედრები  და ამ ფორმით შევეცდებით რომ მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა. ხარისხის მაჩვენებლია ევროკავშირის ფაქტორი, რადგან ჩვენ გვაქვს მისი მხარდაჭერა და მისი სტანდარტებით ვახორციელებთ ამ პროცესს. ჩვენი ქვეყანა კრეატიული ევროპის წევრი გახდა და პირველი ქვეყანა ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან რომელმაც მოიპოვა ეს სტატუსი. ევროკავშირის მხრიდან მილიარდ ნახევარი ევროა გათვალისწინებული კულტურის სფეროსთვის და აქედან საქართველოც მიიღებს დაფინანსებას. ამ პროექტების განხორციელების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციებს ექნებათ და ესეც ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. პროექტში ჩადებულია მედია კომპონენტიც, რომელიც ითვალისწინებს ტელე და რადიო მიმართულებასაც.


რა დროში ექნება ამ სტრატეგიას დოკუმენტის სახე?

პირველი სამუშაო ვერსია ზაფხულისთვის იგეგმება. მთავარია პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია.    

 

 

Exit mobile version