ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით სამეცნიერო პროექტის „ლაზურისა და მეგრულის შეპირისპირებითი გრამატიკა. I. მორფოლოგია (საერთო ძირ-ფუძეთა ინდექსითურთ)“ მიხედვით 2012-2015 წლებში თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბაზაზე.
რანგობრივი ანალიზის ყველა დონეზე გამოჩნდა ის საერთო და განმასხვავებელი ნიშან-თვისება, რაც ახასიათებს ლაზურსა და მეგრულს. წიგნის მოცულობა 1072 გვერდია და სამ ნაწილად არის დაყოფილი: პირველ ნაწილში წარმოდგენილია სახელის მორფოლოგია, მეორე ნაწილი დაეთმო ზმნის მორფოლოგიას, ხოლო მესამე ნაწილში გაერთიანდა ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები.
მონოგრაფიას აქვს დართული ძირ-ფუძეთა ინდექსი (რაც მნიშვნელოვანი სიახლეა საზოგადოდ ქართველოლოგიაში), ასევე, მეგრულ-ლაზურისა და საერთოდ, ქართველური ენების შესახებ არსებული ძირითადი ლიტერატურის საკმაოდ სოლიდური ბიბლიოგრაფია.
ავტორების დასკვნით, კვლევამ მეგრული და ლაზური ენობრივი იერარქიის ყველა დონეზე აჩვენა ერთიანი სისტემა, რომელიც ხასიათდება გამორჩეული მონოლითურობით, იგი მთლიანად ქართველური ტიპის ენაა და მასში არ იკითხება სხვა წრის ენათა ადრეული გავლენის კვალი.
აღწერილ ენობრივ ერთეულებს შორის წარმოჩენილი სხვაობის ზღვარი თითოეულ მათგანს ერთმანეთის მიმართ დიალექტური დიფერენცირების ხარისხთან აახლოებს და შესაბამისად, ლინგვისტურ მონაცემებზე დაყრდნობით, აღწერილი ქვესისტემები კვალიფიცირდება, როგორც ერთი _ ზანური (კოლხური) ენის ორი დიალექტი: ლაზური და მეგრული.
დღეს 15:00 საათზე წიგნს ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში წარადგენენ ავტორები: ჭაბუკი ქირია, ლალი ეზუგბაია, ომარ მემიშიში, მერაბ ჩუხუა.
ბატონო რონი, როგორ ფიქრობთ, ჰიდროენერგო პროექტების განხორციელება რამდენად სასარგებლოა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის?
საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროენერგო რესურსი გააჩნია, რისი ათვისებაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამავდროულად ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იაფ და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას. ამ სექტორის გაძლიერება, საქართველოს ენერგოსისტემაში იმპორტის შემცირება და ექსპორტის გაზრდა ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოში არსებული ჰიდრორესურსიდან ათვისებულია მხოლოდ 18% მაშინ, როცა 26 000 მდინარიდან 300-ს დიდი ენერგეტიკული მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია ასევე, რომ ჰიდროენერგოპროექტები ხორციელდებოდეს გარემოზე ზემოქმედების შემამსუბუქებელი ყველა გარემოების ზედმიწევნის დაცვით, მუდმივი მონიტორინგისა და კონტროლის ქვეშ.
,,აჭარისწყალი ჯორჯიას” პროექტზე შევჩერდეთ, რა იქნება ამ პროექტის განხორციელების შედეგი აჭარის რეგიონისთვის და, ზოგადად, საქართველოსთვის?
,,შუახევიჰესის” პროექტი არ არის მხოლოდ 187 მგვტ ჰიდროენერგოსადგური. ეს გაცილებით მეტია თავისი მნიშვნელობით როგორც აჭარისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. 400 000 000 დოლარის ინვესტიცია, რასაც ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” ახორციელებს, ნიშნავს: ჰიდროენერგოსექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ბიუჯეტში ფულის შედინებას, კვალიფიციური კადრების შემატებას ქართული ბაზრისთვის, აჭარის რეგიონის განვითარებას, საქართველოს ენერგოსისტემის დამოუკიდებლობის გზაზე სვლის პროცესში წვლილის შეტანას, სოციალური პროექტების განხორციელებას, რომლებიც აჭარის მაღალმთიანეთის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული.
საზოგადოების ნაწილს კვლავ აქვს კითხვა, სანამ კომპანია ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” საქმიანობას დაიწყებდა, რეალურად შეისწავლა თუ არა გარემო აჭარის მთაში?
შეუძლებელია კომპანიამ 400-მილიონიანი პროექტი განახორციელოს ისე, რომ გარემო სრულად არ შეისწავლოს და რისკები მინიმუმამდე არ დაიყვანოს. ,,შუახევიჰესის” მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდა კვლევები და მომზადდა არაერთი დასკვნა, სადაც უცხოელი სპეციალისტების გვერდით მუშაობდნენ ქართველი ექსპერტები. კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ), რომელშიც დეტალურად არის აღწერილი დაგეგმილი საქმიანობის შესაძლო პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალსა და კლიმატზე. ამ დოკუმენტების შეფასებისა და დეტალური შესწავლის შემდეგ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ კომპანია ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” მისცა ნებართვა, რომ დაეწყო ,,შუახევიჰესის” მშენებლობის პროექტი. ჩვენი კომპანიის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მხოლოდ მშენებლობის დაწყებამდე არსებული კვლევებით არ სრულდება. ჩვენ მუდმივად ვეწევით მონიტორინგს სხვადასხვა მიმართულებით (ჰიდროლოგია, გეოლოგია, ბიომრავალფეროვნება). მონიტორინგის შედეგები პერიოდულად ეგზავნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. გარემოს მონიტორინგი გაგრძელდება მშენებლობის დასრულების შემდგომაც (დაახლოებით 10 წელი) და ნებისმიერი მცირედი ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება.ხაზგასმით ვამბობ, გარემოზე მინიმალური ზემოქმედება ჩვენი პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა შევასრულოთ სახელმწიფოს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება, მაგალითად, ვრგავთ 10 000-ზე მეტ ხეს მშენებლობის არეალში. კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად შეამციროს სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული თუნდაც მინიმალური ზემოქმედება გარემოზე.
შეხვედრა მასწავლებლებთან შეუახევში
პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე თქვენი კომპანია მოსახლეობასთან გარკვეული ტიპის წინააღმდეგობებს აწყდებოდა, ახლა რა მდგომარეობაა?
წარმატებული შედეგი მხოლოდ დიალოგის, კომპრომისის, ურთიერთგაგების გზაზე სვლას მოაქვს. პროექტის დაწყების დღიდან ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდა ხულოსა და შუახევის მოსახლეობას, დადიოდა სოფელ-სოფელ, ოჯახებში, ისმენდა მათ მოსაზრებებს, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდიდა პროექტის შესახებ და ცდილობდა ამ პროექტში ყველა მათგანს საკუთარი თავი ეპოვა; მისი ოჯახის, რეგიონის, ქვეყნის წარმატება დაენახა. ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” ეს არის ქართული კომპანია, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ეს არის ერთი ძლიერი გუნდი, მე ვიტყოდი უფრო ოჯახი, რომელიც დაუღალავად შრომობს პროექტის წარმატებისათვის.პროექტის წარმატება ნიშნავს, ერთი მხრივ, ,,შუახევიჰესის” აშენებას და მეორე მხრივ, მშენებლობის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. როცა ეს ორი მნიშვნელოვანი რამ თანხვედრაშია, მხოლოდ მაშინ შეიძლება პროექტი ჩაითვალოს წარმატებულად. მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგის გამართვის მიზნით ჩვენმა კომპანიამ პროექტის მშენებლობის ფაზის დაწყების დღიდან გახსნა საინფორმაციო ცენტრები, რომელთა მთავარ ფუნქციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივების ინფორმირება წარმოადგენს. უფრო მეტიც, მოსახლეობის თხოვნით, 2015 წლის მარტიდან ოპერირება დაიწყო სხალთის საინფორმაციო ცენტრმაც, რომელიც სხალთის ხეობაში ადგილობრივების ინფორმირებას ემსახურება. ვფიქრობ, ეს ნათლად მიუთითებს ჩვენი კომპანიის მიზანზე – პროექტი მაქსიმალურად ტრანსპარანტულად და მოსახლეობის აქთიური ცართულობით განხორციელდეს.
ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ჩვენ და ადგილობრივი მოსახლეობა ერთობლივად ვაკეთებთ ,,შუახევიჰესის” პროექტს. რაც დრო გავა, მით უფრო დაინახავს მოსახლეობა იმ შედეგს, რასაც ეს პროექტი მოიტანს რეგიონისთვის. რასაკვირველია ჯერ კიდევ არიან მცირე ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ბუნებრივი მოვლენები მაინც ჩვენ დაგვიკავშირონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ერთი დასკვნით არ დასტურდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, დამოკიდებულება ამ ადამიანებსაც შეეცვლებათ, როცა საკუთარ თავზე იგრძნობენ პროექტის განხორციელების შედეგად მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
,,შუახევიჰესის” მშენებლობზე რამდენი ადამიანი დასაქმდა მშენებლობის არეალში მცხოვრები სოფლებიდან?
დღეის მდგომარეობით საქართველოს 650-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული ,,შუახევიჰესის” პროექტის ფარგლებში. დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა. დასაქმებული ადამიანები არ მუშაობენ მხოლოდ მშენებლობაზე, მათი ნაწილი ჩვენი კომპანიის მიერ დაფინანსებულ სოციალურ პროექტებშია ჩართული. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში ჩვენი კომპანიის მიერ დაწყებული სასმელი წყლის რეაბილიტაციის ან ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში განხორციელებული საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. ორივე მათგანი სწორედ ამ წუთებში ხორციელდება ადგილობრივების უშუალო მონაწილეობით. ჩვენი კომპანია ყოველდღიურად ცდილობს, რომ ,,შუახევიჰესის” პროექტი მაქსიმალურად დადებითად აისახოს თითოეული ადგილობრივის ცხოვრებაზე.
კონკრეტულად რა სოციალურ პროექტებს ახორციელებთ აჭარის რეგიონში და რამდენად ორიენტირებულია ისინი რეგიონის გრძელვადიან განვითარებაზე?
ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი აჭარის გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერაა. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს სხვადასხვა სფეროს: განათლებისა და ცნობიერების ამაღლება, თემების გაძლიერების პროგრამები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. მაგალითად, წელს სწავლის საფასური დავუფინანსეთ ბაკალავრის საფეხურის 7 სტუდენტს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. ზაფხულში ვიწყებთ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში კვალიფიცირებული კადრების მომზადებას საინჟინრო მიმართულებით. ასევე დავიწყეთ თემების გაძლიერების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გრანტების გაცემასა და საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობას. საკმაოდ დიდი ჩამონათვალი გვაქვს იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ვახორციელებთ. იმისათვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული, ამის აუცილებელი წინაპირობაა, რომ ესა თუ ის პროექტი დაიგეგმოს ერთობლივად, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ყველა სოციალური პროექტი, რომელსაც კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია” ახორციელებს, გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ დაგეგმილმა პროექტებმა რეალური შედეგი მოიტანოს რეგიონის განვითარების პროცესში.
თქვენი აზრით, რა უნდა იყოს ბიზნესის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში და რა ტიპის პასუხისმგებლობა აკისრია წარმატებულ ბიზნესს?
მე ვამაყობ, რომ ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაა. მის მიერ განხორციელებული ყველა სოციალური პროექტი ამ რეგიონის, საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს ემსახურება. მე მყავს ოჯახი, შვილები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაზე ღირებული მათთვის? – ვფიქრობ, უპირობოა ხარისხიანი განათლების მიცემა. ჩვენი კომპანიის საქმიანობის პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების განხორციელებაა, რისთვისაც მთელი გუნდი თავს არ ვზოგავთ. ჩემი აზრით, კომპანია მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როცა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა, როცა ცდილობს საზოგადოებას დაეხმაროს განვითარებაში, გაანალიზოს საჭიროებები, თავისი საქმიანობის პარალელურად დაგეგმოს და განახორციელოს არსებული გამოწვევების შესაბამისი სხვადასხვა ქმედება.
კიდევ რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ,,შუახევიჰესის“ მშენებლობას ქვეყნისთვის?
რონი სოლბერგი და კომპანიის ფინანსური დირექტორი ჩანდრაშეხარ დამლე
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ამ პროექტით შეიძენს საქართველო, იქნებიან ის კვალიფიციური, გამოცდილი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მომავალში თავის სიტყვას იტყვიან ამ ქვეყნის განვითარების საკითხში. ამ გამოცდილებით, დაგროვილი ცოდნით ისინი წარმატებულად განახორციელებენ როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამ პროექტის დაწყებამდე გადამზადდა არაერთი ადგილობრივი, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ მშენებლობაზე, სწავლობენ და ვითარდებიან პროფესიონალების გვერდით. პროექტის დასრულების შემდგომ, კვალიფიციურ პერსონალს არასდროს გაუჭირდება სამსახურის მოძებნა და ისინი მუდამ მოთხოვნადი იქნებიან ქართული ბაზრისთვის.
დასასრულს, თავად საქართველოზე რას ფიქრობთ?
ჩემი პირველი ემოცია, როცა საქართველოში ჩამოვედი იყო ის, რომ თავისი საოცარი ბუნებით ძალიან ჰგავდა ჩემს ქვეყანას – ნორვეგიას. დავაგემოვნე ქართული საჭმელი და უზომოდ მომწონს, უკვე მოვასწარი სვანეთის დათვალიერება – საოცარი, შთამბეჭდავია, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მომწონს მაღალმთიანი აჭარის სოფლები, თითოეულ მათგანს საოცარი ხედი აქვს, ირგვლივ ბევრი სიმწვანეა და რაც მთავარია, ასეთ თბილ, კეთილ და საოცრად გულღია ადამიანებს არასდროს შევხვედრივარ.
სპეციალისტის განმარტებით, ნარჩენების გახრწნის პროცესი ხშირად ათწლეულების, ზოგჯერ კი, ასწლეულების მანძილზე გრძელდება. მაგალითად, ნაგავსაყარზე მოხვედრილი შალის წინდის ლპობის პროცესი ერთიდან ხუთ წლამდე გრძელდება, სიგარეტის ნამწვავის ბოლომდე გასახრწნელად ხუთიდან ათ წლამდეა საჭირო, ბავშვის ერთჯერადი საფენი კი ნაგვის გროვაში ასწლეულების განმავლობაში რჩება. ეს ყველაფერი მოქმედ არასტანდარტულ ნაგავსაყრებზე წლების განმავლობაში გროვდება. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ უკანონო ნაგავსაყრები ხშირ შემთხვევაში დასახლებული პუნქტებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარეობს.
დასახლებული ტერიტორიიდან ახლო მანძილია გონიოს პოლიგონზე მდებარე ნაგავსაყრამდეც, რის გამოც ხშირად ამ ტერიტორიას გამოსაკვებად ძროხებიც აკითხავენ. სპეციალისტების თქმით, საქონელი, რომელიც ნაგავსაყარზე იკვებება, დიდი ალბათობით, ინფექციის მატარებელია. ამ საქონლის რძისგან ნაწარმოები პროდუქტი კი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს.
არასანიტარული ღია ტიპის ნაგავსაყრები ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის გარდა გარემოს სხვა სახის ზიანსაც აყენებს.
„ხრწნის პროცესის პარალელურად მავნე ნივთიერებები და ნარჩენების ნაწილი მიწისქვეშა წყლების საშუალებით ნიადაგში, წყალსატევში ან ზღვაში ხვდება. გარდა ამისა, ნარჩენების გახრწნის პროცესში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ნივთიერება მეთანი, რომელიც ზემოქმედებას კლიმატზეც ახდენს“, – განმარტავს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტი ნოდარ კონცელიძე.
საკონსულტაციო კომპანია „ჰიგიენა 2009“-ის მონაცემებით, რომელმაც ბათუმის სტანდარტული ნაგავსაყრის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმუშავა, ამ დროისთვის აჭარაში 70 უკანონო ნაგავსაყარი მოქმედებს. მათ შორის ბათუმში – 31; ხელვაჩაურში – 19, ქობულეთში – 13 და ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 7. ეს ნაგავსაყრებიც ძირითადად დასახლებულ პუნქტებში, ცალკეული ადმინისტრაციული უბნის ტერიტორიაზე, გამავალ საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე და მდინარეთა კალაპოტებშია განთავსებული.
„ჰიგიენა 2009“-ის სპეციალისტების ინფორმაციით, უკანონო ნაგავსაყრების არსებობა ხშირად ცალკეულ უბანზე ნაგავშემგროვებელი კონტეინერის უქონლობას უკავშირდება. შესაბამისად, დარღვეულია ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების და მათი განთავსების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ამ ნაგავსაყრებიდან ნარჩენების ტრანსპორტირება კი, გარკვეული დროის შემდეგ, ბათუმის ნაგავსაყარ პოლიგონზე ხდება.
თანამედროვე სტანდარტული ნაგავსაყრის მშენებლობაზე აჭარის მთავრობაში 2007 წლიდან დაიწყო საუბარი. მაშინ ქალაქის მერი, ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რობერტ ჩხაიძე იყო. მთავრობამ დიდი დრო დაუთმო ადგილის შერჩევის პროცესს. თავდაპირველად შეარჩიეს ჩაქვის ტერიტორია, სადაც ნაგავსაყრის მშენებლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გარემოსდამცველები შეეწინააღმდეგენ. საბოლოოდ არჩევანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საოფელ ცეცხლაურზე შეჩერდა. „მოსახლეობიდან დაშორებული ტერიტორიაა, ახლოს მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობს. ისინი გადასვლაზე თანახმა არიან“, – განმარტეს გარემოს დაცვის სამინისტროში.
ამ ეტაპზე აჭარაში სტანდარტული ნაგავსაყრის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცესებს სამთავრობო კომისია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის ხელმძღვანელობით კურირებს.
კომისიის წევრის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ბესო ბოლქვაძის ინფორმაციით, უკვე მზადაა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რაც გადაგზავნილია ნებართვის გამცემ ორგანოებში. თანხმობის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო კომპანიის შესარჩევად.
გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალვერდ ჩანქსელიანის განმარტებით, ახალი სტანდარტული ნაგავსაყრების მშენებლობა ნარჩენების დახარისხებასა და მის შემდგომ წარმოებაში ჩაშვების გარდა, არსებული ნაგავსაყრების, როგორც დაბინძურების კერის დახურვა-დაკონსერვებასაც გულისხმობს.
ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელზე გადასვლას მთავრობას ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი 2019 წლიდან ავალდებულებს. ამ დათმობაზე კანონმდებლები არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით წავიდნენ. დათქმულ ვადამდე მთავრობამ უკანონო ნაგავსაყრების კონსერვაცია და ახლის დანერგვა უნდა შეძლოს.
აჭარაში სტანდარტული ნაგავსაყრის პროექტის გაჭიანურების მიზეზად ნოდარ კონცელიძე ადგილის შერჩევის პროცესის გაჭიანურებას ასახლებს: „რამდენადაც აჭარა მცირემიწიანი რეგიონია, ადგილის შერჩევა გაჭიანურდა. ნაგავსაყარი მოსახლეობისგან 30 კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული. პროექტს 20-30 ჰექტარი მიწის ფართობი სჭირდება“.
ახალი ნაგავსაყრის მშენებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაცემული სესხისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) გრანტის მეშვეობით განხორციელდება.
შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ქალაქს 13 ნაგავმზიდი, 5 საშუალო ზომის სპეცმანქანა, 3 თვითმცლელი, 2 სარწყავი სპეცმანქანა, 5 მინისახვეტი სპეცმანქანა და 10 ქუჩის მტვერსასრუტი ემსახურება. ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 3000 სხვადასხვა ზომის ნაგავშემრები კონტეინერი.
საკურორტო სეზონისთვის წელს „სანდასუფთავებამ“ დამატებით 2 ერთეული ფორდის ტიპის სატვირთო, 3 პრესდანადგარი ნაგვის სპეცმანქანისთვის, 500 ცალი 1,1 კუბ.მ. მოცულობის რკინის, 200 პლასტმასის 0,24 კუბ.მ. მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერი და 1000 დეკორატიული, ბოძზე ჩამოსაკიდი ურნა შეისყიდა.
ტურისტული სეზონის დადგომისთანავე ნარჩენებს ოთხჯერადად გაიტანენ. დამატებით, ქალაქის მასშტაბით, მორიგე სპეცმანქანა იმუშავებს. მობილიზებულია ბათუმის დაგვა-დასუფთავების სამსახური. დაამატეს მეველეები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ქალაქში პირუტყვის გადაადგილების რისკი. მიღებულია 37 კაცი სანაპირო ზოლის დასალაგებლად და მხვეტავების რაოდენობა გაიზარდა მეორე ცვლაში.
თურქული მედია იუწყება (ინფორმაციას თან ახლავს სახელმწიფო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეომასალა), რომ თურქმა მებაჟეებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 50 გრამი წითელი ვერცხლისწყალი და 236 გრამი ცეზიუმი ამოიღეს. ორივე მათგანი ბირთვულ იარაღში გამოყენებადი ნივთიერებაა.
იმავე წყაროს ცნობით, ბრალდებულებს ასევე აღმოაჩნდათ ძვირფას ქვებად მიჩნეული ფერადი ქვებიც. თურქული მედიის ინფორმაციით, ამოღებულია 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების აკრძალული ნივთიერება.
„მოქალაქეთა ჩხრეკა მაშინ გადაწყდა, როცა სპეციალურმა მოწყობილობებმა საზღვარზე რადიაციის ფონის მატება დააფიქსირეს. ჩამორთმეული ნივთიერებები თურქეთის ბირთვული კვლევის ცენტრს ჩაბარდა“, – იუწყება თურქული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
იღებდა თუ არა ამ ოპერაციაში რაიმე სახის მონაწილეობას ქართული მხარე ან როგორ მოახერხეს ბრალდებულებმა მსგავსი საშიშროების შემცველი რადიაციული ნივთიერების გატანა საბაჟოზე, რომელსაც ქართველი მებაჟეები აკონტროლებენ? „ბათუმელები“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შემოსავლების სამსახურის პრესცენტრს დაუკავშირდა. პრესცენტრის ხელმძღვანელმა ხატია მოისწარფიშვილმა თურქული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა:
„თავდაპირველად თურქულ მხარეს შეეშინდა, რომ ეს არ ყოფილიყო ცეზიუმი, მაგრამ ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ცეზიუმი არ დადასტურდა. თავისთავად, ცეზიუმი რომ ყოფილიყო, ჩვენს საზღვარზეც უნდა გამოევლინა დეტექტორს. თურქული მხარის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს გადაჰქონდათ ვერცხლისწყალი. ცხადია, ვერცხლისწყალიც აკრძალული ნივთიერებაა. რაც შეეხება ვერცხლისწყლის ვერ აღმოჩენას, გასვლის დროს ჩვენ ხელჩანთებს დეტალურად არ ვჩხრეკთ, თუ რამე კონკრეტული მიზეზი არ გვაქვს“.
ევროპის ჩემპიონატი ბილიარდში | ბათუმი 11-14 ივნისი 2015
ტურნირი 11 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდა. ქალებს შორის გამარჯვება მოიპოვა ბელორუსმა ეკატერინა პერეპეჩაევმა და მამაკაცებს შორის – რუსმა ნიკიტა ლავადამ. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა – კაცებმა შვიდ, ხოლო ქალებმა ხუთ გამარჯვებამდე ითამაშეს. ტურნირს მთავარ მსაჯობას უწევდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბელორუსიდან იური ჩერვანევი. საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტის დავით ალექსიძის თქმით, საქართველოში მსგავსი ტურნირი არ ჩატარებულა: „ბილიარდის ისტორიაში საქართველოში პირველად ტარდება ევროპის ჩემპიონატი. გაიმართა მხოლოდ რამდენიმე ტურნირი 2004 წელს თბილისში, ხოლო 2005 წელს ბათუმში „კავკასიის თასი“. 2007 წელს ასევე ბათუმში გაიმართა ზაზა დარასელიას ხსოვნის ტურნირი. წლევანდელ ჩემპიონატში უძლიერესი გუნდები მონაწილეობდნენ. ასპარეზობდნენ სხვადასხვა სახეობაში სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონები, მაგალითად, უკრაინიდან ალექსანდრე პალამარი, ბელორუსიიდან ევგენი კურტა, მოლდავეთიდან სერგეი კრიჟანოვსკი“. საკუთარი ქვეყნის სახელს ქალებს შორის იცავდნენ სპორტსმენები რუსეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ლიტვიდან.
ყველაზე მეტი წარმომადგენლობა, როგორც მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს ჰყავდა, საიდანაც 17 სპორტმენი მამაკაცი ასპარეზობდა, მათ შორის იყო თვრამეტგზის საქართველოს ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პაატა ხმალაძე. 11 სპორტსმენი მონაწილეობდა რუსეთიდან (5 მამაკაცებს, 6 ქალებს შორის). 9 მონაწილე იყო ბელორუსიდან (5 მამაკაცი, 4 ქალი), რვა ბილიარდელი (5 კაცი, 3 ქალი) ასპარეზობდა უკრაინიდან. შვიდი – ყაზახეთიდან (6 კაცი, 1 ქალი), 5 მონაწილე იყო აზერბაიჯანიდან, ოთხი – სომხეთიდან, სამი – ფინეთიდან, ორი – მოლდავეთიდან, სამი ბილიარდელი მამაკაცებს შორის, ერთი ქალებს შორის ასპარეზობდა ლიტვიდან, ხოლო თითო სპორტსმენი მონაწილეობდა სლოვაკეთიდან (მარეკ პოტაში), ესტონეთიდან (დიმიტრი შკრედოვი), ბელგიიდან (ალექსანდრ ალმაკაევი). ტურნირის საპრიზო ფონდი 27 000 დოლარს შეადგენდა, 20 000 _ მამაკაცებისთვის, 7000 _ ქალებისთვის. ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა პირამიდის ევროპის კომიტეტის, საქართველოსა და აჭარის ბილიარდის ფედერაციების ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც სამინისტროში გვითხრეს, ტურნირის ორგანიზებისთვის უწყებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 55000 ლარი გამოყო. საპრიზო ფონდი კი, ბათუმის მერიამ დააწესა.
ალექსანდრე სოკოლოვი – პირამიდის ევროპის კომიტეტის პრეზიდენტი სიმბოლურად არტყამს ჩემპიანატის გახსნის დღეს
თავისუფალ პირამიდას სხვაგვარად რუსულ ბილიარდსაც უწოდებენ. სხვა სახეობებისგან იმით გამოირჩევა, რომ სათამაშო ბურთულები დიდი დიამეტრისაა, ლუზები კი ვიწრო, რაც უფრო სანახაობრივს ხდის ბილიარდის ამ სახეობას. დავით ალექსიძის თქმით, უახლესი ტურნირი გუნდურ შეჯიბრებაში ივლისშია დაგეგმილი, რომელიც როსტოვში ჩატარდება. ამ ტურნირში საქართველოს სახელს პაატა ხმალაძე და დავით შალამბერიძე დაიცავენ.
ზვიად სიჭინავა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს თანაგრძნობას სტიქიით დაზარალებულთა მიმართ. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას. ერთად დგომა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთად დგომითა და სოლიდარობით გადავლახავთ სიძნელეებს“ – წერია ფიციალურ განცხადებაში
მრავალსართულიანი კორპუსების წინ სკვერის გასხვისებას და იქ მაღლივი კორპუსის მშენებლობას, მოსახლეობა აპროტესტებს.
„ხეს ვერ მოჭრის ვერავინ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხეივანია. სადაც იღებენ სახლს, იქვე ააშენონ ახალიც, რა უნდა ხეებთან“- ამბობს მოქალაქე. ნანა ინაიშვილი.
„ხეები არ უნდა მოიჭრას. აქ 100-120 წლის ხეები დგას. ჰაერი ისედაც არ არის ქალაქში, ჩვენი შვილები ამ სკვერში თამაშობენ და ამის განადგურება როგორ შეიძლება?“- გვეუბნება გურამ მახარაძე.
მსგავსი პოზიცია აქვს, მაგული ბერიძესაც: „ყველა წესი და კანონი უნდა იყოს დაცული მშენებლობის დროს დ სკვერის ხარჯზე არ უნდა შენდებოდეს სახლები. ჩვენ არ დავუშვებთ ხეების მოჭრას“.
მოსახლეობა მიიჩნევს რომ კორპუსის მშენებლობის გამო, მწვანე საფარი არ უნდა განადგურდეს: „ქალაქში ჟანგბადი არ არის, გარემო დაბინძურებულია და ამხელა ხეების მოჭრა შეიძლება? გადავკეტავთ აქაურობას და ამის უფლებას არავის მივცემთ“.
შემოღობილი სკვერის ღობეზე, რამდენიმე პირმა პროტესტის ნიშნად წარწერები გააკეთა.
ნათელა გაბედაშვილის აზრით, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული მდინარეები „მთავრობამ უნდა გაასუფთაოს“, თუმცა დასძენს, რომ გარემოზე უნდა იზრუნოს მოსახლეობამაც. ხშირ შემთხვევაში „დამნაშავე“ მდინარის სათავესთან ზის, რადგან „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ „ნაგავი ზემოდან მოდის“.
„ჩვენ არ ვყრით ნარჩენებს, ზემოდან მოაქვს მდინარეს. სათავეში ყრიან ალბათ“, – ამბობს ბესო დეკანაძე, რომელიც ამ მდინარესთან ახლოს ცხოვრობს. იმავე აზრისაა აჩიკო მგელაძეც, რომელიც ასევე მდინარესთან ცხოვრობს. მასაც მიაჩნია, რომ მდინარეები სათავეებში ბინძურდება.
„გაწმენდას აზრი არ აქვს, მაინც დაბინძურდება. რომ ადიდდება, მაშინ უნდა ნახოთ რა მოაქვს. ჩვენ არ ვყრით“, – ამბობს აჩიკოც.
რამდენიმე მეტრში ნაგვის ურნა დგას, ამის მიუხედავად, მდინარის მიმდებარე ტერიტორია სავსეა სიგარეტის კოლოფებით, ნაყინის ნარჩენებითა და სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელის კოლოფებით. „ესეც მდინარემ ჩამოიტანა?“ – ვეკითხებით ამ უბანში მცხოვრებლებს. „რა ვიცი“, – გვეუბნება ერთ-ერთი.
როგორც აქ ამბობენ, ახალშენიდან ჩამომავალი მდინარეც „ზემოდან“ დაანაგვიანეს. „ერთი თვის წინ ტრაქტორებით გაიწმინდა, მაგრამ მაინც არის ნარჩენები. აქ მცხოვრებელი არ ყრის არაფერს, ზემოდან მოყვება“, – ამბობს ქეთინოც.
რა მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში და იცვლება თუ არა გარემოზე ზემოქმედების სურათი? შარაბიძეების თემის რწმუნებულის როსტომ თავდგირიძის განცხადებით, სამოქალაქო ცნობიერება ძალიან დაბალია:
„სოფელში კი არა, უნდა ნახოთ რა ხდება ხელვაჩაურის ცენტრში, სამხედრო დასახლება რომ იყო, იქ ორი კორპუსი დგას, იქვეა ორი სანაგვე ურნა, ას მეტრში და მოსახლეობა ნაგავს ყრის ნაძვნარში, ქარსაცავ ზოლში. რა შეიძლება მოუხერხო ამას?“
როსტომ თავდგირიძე ამბობს, რომ თვეში ორჯერ მოხალისეების ჯგუფი მიჰყავს და მდინარის კალაპოტებს ასუფთავებს: „მოსწავლეებიც ჩავრთე ამ საქმეში, ამასწინათ მდინარე მეჯინისწყლის 500-მეტრიანი კალაპოტი ამოვწმინდეთ. თვითშეგნებაა საჭირო ან ჯარიმა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, – ამბობს ის.
როსტომ თავდგირიძე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს: „დანაგვიანების გარდა არსებობს სხვა პრობლემაც. კახაბრის ველზე რაც ხდება, ის ცუდად დაგვიბრუნდება. ევკალიპტების ჭრის ბუმია. ჩეხავენ ხეებს ქარსაცავ ზოლში და აშენებენ სახლებს, მაშინ როცა იმ ტერიტორიაზე მინიმუმ ხუთ მეტრში მიახლოება არ შეიძლება. გარემო ისე მოგექცევა, როგორც შენ მოექცევი, შედეგები იქნება მძიმე“.
სამოქალაქო ცნობიერების გაზრდაზე საუბრობს ახალშენის თემის რწმუნებული მერაბ მგელაძეც: „დანაგვიანების გამო მოსახლეობა არასდროს დაუჯარიმებიათ, გარემოს მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ყველა სახლთან ურნას ვერ დავდებთ, მანქანიდან გადმოსვლა და სამი მეტრის გავლა ეზარებათ და ყველა ძირში – ქუჩაში ან მდინარეში ყრის ნაგავს“.
რწმუნებული ამბობს, რომ ოთხი თვის წინ სოფლებში: მიქელაძეებში, განახლებასა და ხეყრუში მდინარეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. „გამგეობა გვაძლევს ტრაქტორებს და ვწმენდთ“.
არ დაუჯარიმებიათ, მაგრამ ორი თვის წინ გარემოს დაბინძურების გამო გაფრთხილება მისცეს აჭარისწყლის მცხოვრებელს. „ღელეში ჩაყარეს სამშენებლო ნარჩენები“, – გვეუბნება აჭარისწყლის თემის რწმუნებული ნოდარ იაკობაძე.
გაფრთხილებისა და საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად, მდინარის კალაპოტები და მიმდებარე ტერიტორია მაინც დანაგვიანებულია.
ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს გარემოზე უკანონო ზემოქმედების 677 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 329 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია. აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ვახტანგ ღოღობერიძის განცხადებით, საუბარია გარემოზე სხვადასხვა ფორმით მიყენებულ ზიანზე, მათ შორისაა დანაგვიანებაც.
„ბოლო შემთხვევა იყო, როცა ათასი ლარით დავაჯარიმეთ რესტორანი „რივიერა“, რომელსაც სარეცხის მილი ჰქონდა დაზიანებული და ნარეცხი მდინარეში, ზღვასთან ახლოს ჩაედინებოდა. ზოგჯერ თვეში ასზე მეტი ადმინისტრაციული აქტი იწერება, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი თუ არ ჩამოყალიბდა, ამ პრობლემას მარტო ჩვენ ვერ მოვაგვარებთ.
პატარა მდინარეების ირგვლივ ყველგან არის საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ბოთლი და სხვა ნარჩენი რომ გდია, ვინ უნდა დააჯარიმო ასეთ დროს? კონკრეტული დამნაშავე არ იკვეთება, ამიტომ მუნიციპალიტეტს და გამგეობას კი არ უნდა უყუროს მარტო მოსახლეობამ, თვითონაც უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. მდინარე და გარემო ჩვენია და ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე“.
მდინარეების კალაპოტების გაწმენდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებათ. გაწმენდითი სამუშაოები წელიწადში ერთხელ ან საჭიროებისამებრ ტარდება.
„სულიკო ჟღენტი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ხელოვნების უნივერსიტეტში, ის ხელმძღვანელობდა კინოდრამატურგიის პროგრამას, მან ერთი გამოშვება ბოლომდე მიიყვანა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მუშაობა ვეღარ გააგრძელა. მას დიდი ამაგი მიუძღვის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის წინაშე, ამიტომ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, მომავალი სასწავლო წლიდან დააწესოს სულიკო ჟღენტის სახელობის სტიპენდია“- ამბობს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი, ერმილე მესხია.
რექტორის თქმით, სულიკო ჟღენტის სახელობის სტიპენდია გაიცემა სახვითი სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებზე. სტიპენდიის მოცულობა, როგორც რექტორი ამბობს, თვეში 100 ლარი იქნება.
სულიკო ჟღენტი სცენარის ავტორია ცნობილი ფილმებისა, „ჯარისკაცის მამა“, „ღიმის ბიჭები“, „წუთისოფელი“, „რაჭა ჩემო სიყვარულო“ და ა.შ მიღებული აქვს ჯილდოები საუკეთესო სცენარის შექმნისთვის, იყო რამდენიმე კინოფესტივალის პრემიების ლაურეატიც.
საცხოვრებელ სახლს ხანძარი 2015 წლის 5 თებერვალს გაუჩნდა, ამ დროს შენობაში 7 ოჯახი ცხოვრობდა. სახლის აღდგენა-მშენებლობისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრებმა 19 ივნისის სხდომაზე იმსჯელეს.
აღნიშნული ოჯახების გარდა აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ კიდევ 4 ოჯახს დაეხმარება. ქ. ბათუმში, ხანძრის შედეგად დაზარალებული დ. შ-ს ოჯახის დასახმარებლად გამოიყოფა 10 000 ლარი, ხოლო ა. ხ-ს ოჯახის დასახმარებლად 8 000 ლარი.
ფინანსური დახმარება ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გ. ჩ-ს და ვ. ს-ს ოჯახებსაც გაეწევა, მათ სარეზერვო ფონიდან 5 000-5 000 ლარი გამოყოფათ. ამ ოჯახებს 5 000-5 000 ლარი, ასევე მიღებული აქვთ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან.
სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაზარალებული ოჯახები თანხას უახლოეს პერიოდში მიიღებენ, ხოლო მრავალბინიანი სახლის აღსადგენად გათვალისწინებული თანხა გადაერიცხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს.
კომპანიის ხელზე გასაცემი სესხების სტენდი დღეს, ჭავჭავაძის #1ა-ში (ოდისეა), ტექნიკის მაღაზია ტექნო ბუმში გაიხსნა. სტენდი ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-20:00სთ-მდე იმუშავებს.
Vivus.ge ერთადერთი ონლაინ სესხების კომპანიაა, რომელმაც წინა წელს სესხების ხელზე გაცემა დაიწყო. ამჟამად, ბათუმის გარდა, 5 სტენდი თბილისშია განლაგებული.
სესხის ხელზე აღება მარტივად და სწრაფად ხდება. სტენდები ძალიან მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება ან უბრალოდ ფულის პირდაპირ ხელზე აღება ურჩევნია. თანხის აღება საბანკო გადარიცხვითაც არის შესაძლებელი. პირველი სესხი 250 ლარამდე უპროცენტოა, ხოლო ყოველი მომდევნო სესხი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.
„ძალიან გვიხარია, რომ დედაქალაქის ფარგლებს გავცდით და ჩვენი სერვისის „მიიღე ფული ხელზე“ შეთავაზება უკვე ბათუმელებისთვისაც შეგვიძლია. სტენდის გახსნა საზოგადოების მხრიდან მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. ჩვენთან სესხის აღება ნებისმიერ მოქალაქეს 20-დან 65 წლამდე შეუძლია და პროცესი ძალიან მარტივია: საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა და განაცხადის შევსება.“ – განაცხადა ალექსანდრე კოხრეიძემ, vivus.ge-ს პროექტების მენეჯერმა.
Vivus.ge საერთაშორისო საფინანსო კომპანიის – 4ფინანსის ბრენდია, რომელიც 17 ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში vivus.ge-ს იცნობენ როგორც ყველაზე სანდო ონლაინ სესხების ბრენდს, რომელიც მომხმრებელს სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.
ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. სამუშაოთა საერთო ღირებულება პროექტის მიხედვით 1 414 670 ლარს შეადგენს.
გასულ წელს, საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მოეწყო 2 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, რომლის საერთო ღირებულებამ 705 880 ლარი შეადგინა. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო-7“.
აჭარაში სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლის, დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების დადგენისა და კადრების მომზადება-გადამზადების სისტემის სრულყოფის მიზნით ,,შრომის ბაზრის კვლევა’’ ჩატარდა. აღნიშნულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 2015 წლის მიზნობრივი პროგრამები მომზადდა;
„სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადება’’ – ბიუჯეტი 52 000 ლარი;
,,35 წლის და ზევით ასაკის მოქალაქეების პროფესიული გადამზადება’’ (ბიუჯეტი – 40 000 ლარი);
,,ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანთა პროფესიული გადამზადება’’ (ბიუჯეტი – 8 000 ლარი);
სწავლება 15 ივნისს დაიწყო და მას ტენდერში გამარჯვებული ქ. ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი – ,,ახალი ტალღა’’ ახორციელებს. ბენეფიციარები სამთვიანი სასწავლო პროგრამით შემდეგ სპეციალობებში გადამზადდებიან: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი და მძიმე ტექნიკის ოპერატორი. სწავლის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლები სასწავლებლის საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ, ხოლო ბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრები პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარები ტრანსპორტით იქნებიან უზრუნველყოფილი.
გამოფენზე ახალციხის სამხატვრო სკოლის 16 მოსწავლისა და 6 მასწავლებლის 150-მდე ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ტიპის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
ამავე, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისის თვეში ახალციხის დრამატულ თეატრში ბათუმის ნ. კანდელაკის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
პროექტის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და მათ შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარება.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს იურიდიული კონსულტაცია ან ადმინისტრაციული და სამოქალაქო წესით სარჩელის მომზადება სჭირდება, უნდა მიმართოს სტუდენტებს შაბათ-კვირის გარდა ყოველ დღე, 12 საათიდან 17 საათამდე. სტუდენტები მოქალაქეებს იღებენ რუთაველის უნივერსიტეტის 504-ე აუდიტორიაში [მეხუთე სართული]. იურიდიული კლინიკის 12 სტუდენტი პრაქტიკოსი იურისტის დახმარებით მუშაობს.
სტუდენტები ამბობენ, რომ სტატისტიკურად მათთან ყველაზე ხშირად რეპრესირებული ადამიანების ოჯახის წვერები მიდიან, თუმცა ასევე განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების საქმეებიც ჰქონიათ.
აქციის შესახებ, ინფორმაცია დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მეგობრებო ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩის კუთხეში მიზან მიმართულად ხდება არსებული სკვერის განადგურება. ჩვენ თუ დავუშვებთ ამ ვანდალიზმს შევქმნით პრეცენდენტს, რომ ქალაქში არსებული სკვერები განადგურდეს.
ჩვენ გვჭირდება ქალაქში სუფთა ჰაერი! გვჭირდება სკვერი“- ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის გაყიდვის თაობაზე სტატია დღეს, გაზეთ „ბათუმელების“ 22 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა.
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ჩამოვლენ ხვალ ბათუმში, შეიკრიბება ადგილობრივი მთავრობაც და გადაწყდება ეს საკითხი“- აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში, ზურაბ სიხარულიძე.
ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, პროექტი გვირაბის ახლოს გზის გახსნას არ ითვალისწინებს, თუმცა მისი აზრით, მოსახლეობის ინტერესები გასათვალისწინებელია.
„პროექტით გათვალისწინებულია რომ ჩაიკეთოს გვირაბთან გზა, მაგრამ მოსახლეობას ჩაქვში უწევს ჩასვლა, იმისათვის რომ ბათუმში ჩამოვიდეს, ამიტომ ალტერნატივა უნდა გამოინახოს“.
სიხარულის განცხადებით, ეს იქნება დროებითი გზა, რადგან ავტობანის გაკეთების შემდეგ მოსახლეობას ბათუმში ჩამოსვლა შემოვლითი გზით აღარ მოუწევს.
გვირაბის ახლოს გზის გახსნას, სოფელ სახალვაშოს მოსახლეობა ითხოვს. ადრე გზის ეს მონაკვეთი ცენტრალურ მაგისტრალს უერთდებოდა, თუმცა ავტობანის მშენებლობის გამო გზა ჩაიკეტა.
ბულინგი, სუიციდის პრობლემები, ემოციების მართვა და მოსწავლეებთან საურთიერთობო ლექსიკა, ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რის შესახებაც საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, უნარ-ჩვევები გაიუმჯობესეს ტრენინგზე – „საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“. „მე, როგორც პედაგოგს, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მოზარდებთან, ძალიან მეხმარება მსგავს საკითხებში პროფესიონალთა გამოცდილების გაზიარება“, – ამბობს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ხათუნა ჯანელიძე, რომელმაც აღნიშნული ტრენინგი გაიარა.
ხათუნას თქმით, არიან ბავშვები, რომლებიც ახლოს გიშვებენ და არიან ისეთებიც, რომლებიც იკეტებიან საკუთარ თავში: „ასეთ დროს აუცილებელია მასწავლებელმა სწორად წარმართოს მათთან ურთიერთობა. ფსიქოლოგის რჩევები ძალიან მეხმარება, მოსწავლეებთან ურთიერთობა შედეგიანი რომ იყოს. ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ რა უხარიათ, რა აწუხებთ და რაში სჭირდებათ ახალგაზრდებს დახმარება“.
თამარ თევზაძეც ისტორიის მასწავლებელია. მისი აზრით, მოზარდების საკმაოდ დიდი ნაწილი საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას: „არ ვიცი ეს რისი ბრალია, შეიძლება იმის, რომ ისინი ვერ რეალიზდებიან ისე, როგორც მათ სურთ. პედაგოგებიც ხშირად მოსწავლეებთან ურთიერთობაში არასწორ ლექსიკას ვიყენებთ: „შენ დააშავე“, „შენ გააფუჭე“ – ასეთი მიდგომა აღიზიანებთ მათ“.
პედაგოგის აზრით, ის, რაც ძველი თაობის საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულება იყო, ახალი თაობისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი: „ამიტომ ჩემი ვალდებულებაა, გავიგო რა სურთ მოზარდებს“.
თამარ თევზაძის აზრით, სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი რომ იყოს, მოსწავლეებთან ურთიერთობა კი უფრო კომფორტული, ფსიქოლოგების რჩევების გათვალისწინება აუცილებელია. „როცა სწავლობ ემოციების მართვას, მაშინ გაცილებით ადვილია მოსწავლესთან ურთიერთობა“, – ამბობს ის. – „ფსიქოლოგიის გარდა, სამართლებრივი საკითხების ღრმად შესწავლა მასწავლებელს ეხმარება გამოსავალი იპოვოს კრიტიკული შემთხვევების დროს. როცა მოსწავლე არღვევს შინაგანაწესს, შენ ესაუბრები მას არა მარტო მის უფლებებზე, ვალდებულებებზეც. როცა ნათლად უხსნი და სთავაზობ მას პროცესებში თანამონაწილეობას, ის მოდის ამ ურთიერთობაზე და არც შეცდომის აღიარება უჭირს. აღიარება ეს უკვე მიღწევაა“.
თამარ თევზაძე ამბობს, რომ პედაგოგებს ძალიან სჭირდებათ ისეთ საკითხებზე ფსიქოლოგის რჩევები, როგორიცაა ბულინგი, სუიციდი და ძალადობის სხვა შემთხვევები, რომლის პრევენციასაც სკოლა უნდა ახდენდეს.
„როცა მოსწავლე თანაკლასელს ეძახის „აჩკარიკას“, ესეც ბულინგია. პედაგოგი ვალდებულია სწორად განუმარტოს მოსწავლეს, რატომ არ შეიძლება მსგავსი ფრაზების გამოყენება“, – გვეუბნება თამარ თევზაძე.
ფსიქოლოგის რჩევებს სკოლის მანდატურებიც ითვალისწინებენ. ნათია სარალიძე, რომელიც გასულ წელს ერთ-ერთ წარმატებულ მანდატურად დაასახელეს, ამბობს, რომ ფსიქოლოგის რჩევები არა მარტო პედაგოგებსა და მანდატურებს, მშობლებსაც აუცილებლად სჭირდებათ:
„ამჟამად ჩაქვის საჯარო სკოლაში ვმუშაობ. სხვა სკოლაში მუშაობის დროს სუიციდის შემთხვევა აღვკვეთეთ. ამის შემდეგ იყო ხანძარი, ქურდობა, ყველა შემთხვევაზე გვქონდა დროული რეაგირება და ალბათ ამის გამო დამასახალეს წარმატებულ მანდატურად~. ნათიას აზრით, მოზარდებთან საერთო ენის გამონახვა სკოლას და ოჯახს თანაბრად უნდა შეეძლოს: „არიან მშობლები, რომლებიც არ ურთიერთობენ შვილებთან. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს მხოლოდ ძვირადღირებული ტელეფონი და ტანსაცმელი არ სჭირდებათ, მათთვის აუცილებელია მშობელთან ურთიერთობა, საუბარი. ის ბავშვი, რომელსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა, სწორედ მშობლებთან უთანხმოების გამო მივიდა ამ მდგომარეობამდე“.
ნათია ამბობს, რომ პედაგოგებს, მშობლებს სჭირდებათ მეტი უნარი, ამოიცნონ რას გრძნობენ ბავშვები, რომ ისინი არ მივიდნენ სავალალო ქცევამდე. „პროფესიონალი ფსიქოლოგები კი ამ უნარების გაუმჯობესებაში ძალიან გვეხმარებიან“, – მიიჩნევს ნათია.
რა სჭირდება სკოლას, ოჯახს და სახელმწიფოს იმისთვის, რომ მოზარდებისთვის გარემო გახდეს უსაფრთხო და ამ სამ ინსტიტუტს შორის ეფექტური კომუნიკაცია შედგეს? ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი ტრენერია, იმ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებმა ერთობლივად უნდა მოაგვარონ.
პედაგოგების ტრენინგები
„აშკარაა, რომ ასეთი ინფორმაციის დეფიციტი არის არა მხოლოდ სკოლებში, ასევე ოჯახებსა და მთლიანად საზოგადოებაში“, – ამბობს მაია ცირამუა. ფსიქოლოგის აზრით, დღეს სკოლა ნაკლებად განიხილავს ოჯახს პარტნიორად, ოჯახი კი – სკოლას. „როცა პრობლემა ჩნდება, ფაქტობრივად, ერთმანეთს ადანაშაულებენ, იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარემ ბავშვის პრობლემები გააცნობიეროს და ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. ხშირად არც სკოლამ და არც ოჯახმა არ იცის სწორად როგორ ირეაგიროს რთულ შემთხვევებზე – ან უგულებელჰყოფს ბავშვის საჭიროებებს ან ზედმეტად რეაგირებს. გავრცელებული პრაქტიკაა – თუ მოსწავლეს აქვს ქცევითი სირთულეები, სკოლა მას, უბრალოდ, თავიდან იშორებს (სკოლიდან რიცხავს) ან მკაცრად სჯის, რაც კიდევ უფრო ართულებს პრობლემას. ბავშვის რთული ქცევა ერთგვარი საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ ბავშვის გარემოში რაღაც ისე არ არის. ჩვენ, უფროსებს, უნდა გვქონდეს უნარი სწორად წავიკითხოთ მათი ქცევა და მის მოგვარებაზე ვიზრუნოთ.“
მაია ცირამუას აზრით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკაც: „ეს არ არის ერთი კონკრეტული სკოლის ან ოჯახის გადასაწყვეტი პრობლემა, განათლების და, ზოგადად, ბავშვთა მიმართ პოლიტიკა მაქსიმალურად ბავშვზე ორიენტირებული უნდა გახდეს, ხოლო სკოლამ საკუთარი როლი უნდა გააცნობიეროს ამ პროცესში“.
მაია ცირამუას აზრით, პრობლემაა ისიც, რომ ხშირად მშობლები სტიგმის არსებობის გამო ვერ ხედავენ ფსიქოლოგიური სერვისის გამოყენების აუცილებლობას: „ჩემი შვილი გიჟი კი არ არის!“ – ამბობენ ისინი. ეს სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაციის პრობლემაზეც მიანიშნებს, რადგან, სავარაუდოდ, ოჯახს კარგად ვერ მიაწოდეს ინფორმაცია ამ სერვისის დანიშნულებაზე“.
მაია ცირამუა საუბრობს ისეთ პრობლემაზე, როგორიც ძალადობაა: „პედაგოგებს სჭირდებათ უნარები, ამოიცნონ არის თუ არა მოსწავლე ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ, ხომ არ ხდება მისი უგულებელყოფა. ხშირად პედაგოგები თავს იკავებენ და ცდილობენ არ ჩაერიონ ასეთ საკითხებში, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ოჯახთან დამატებითი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს. სოციალური სამსახურისათვის ან პოლიციისთვის ასეთ შემთხვევებზე შეტყობინება პედაგოგის პროფესიული ვალდებულებაა. სამწუხაროდ, პედაგოგებმა ამის შესახებ ან არ იციან, ან საკითხი დაჰყავთ ლოკალური ურთიერთობების დონეზე“.
ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, მარტო გასულ წელს კლასში 273 მოსწავლე ჩარჩა. ისინი თვეების განმავლობაში არ დადიოდნენ სკოლაში. ფსიქოლოგის აზრით, ეს მონაცემებიც იმაზე მიანიშნებს, რომ სკოლასა და ოჯახს შორის დიდი ბარიერია და სკოლას კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი არ გააჩნია.
„ფაქტობრივად, უფსკრულია ოჯახსა და სკოლას შორის. თითქოს არც არავის არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ბავშვი საგანმანათლებლო სივრცის გარეთ რჩება. სწორედ სკოლისა და ოჯახის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მეტყველებს ეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვის ცხოვრება მიდის ცალკე და უფროსების – ცალკე“.
მაია ცირამუას თქმით, პრობლემაა ისიც, როცა პედაგოგებს, მშობლებს უჭირთ მოზარდებთან სენსიტიურ თემებზე სწორად საუბარი: „არაინფორმირებულობის შედეგია ნაადრევი ქორწინება და სხვა მისი თანმდევი პრობლემები. ამ თემაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს. არც საზოგადოებას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. დისკუსიის შედეგად იქამდე მაინც მივიდა საქმე, რომ დღეს პედაგოგი თავს ვალდებულად მიიჩნევს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით შეტყობინება გააკეთოს“.
ერთ-ერთ პრობლემად განიხილება მოზარდებში სუიციდის მომატებული მაჩვენებელი. „სუიციდის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო სკოლა, ყველა სხვა ინსტიტუტი – ოჯახი, სოციალური მომსახურების სააგენტო, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები თანმიმდევრულად და სწორად იყოს ჩართული. ეს ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. თუ ერთი აკეთებს სწორად, მეორე უშვებს შეცდომას, ერთიანი ხედვა არ არსებობს“.
ფსიქოლოგის აზრით, იმისათვის, რომ შედეგი დადგეს, საუნივერსიტეტო პროგრამები შესაცვლელია – მომავალმა პედაგოგებმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ ბავშვისა და მოზარდის ფსიქოლოგია: „ხშირად, პედაგოგები, რომლებიც თუნდაც სამოქალაქო განათლებას ასწავლიან, თვითონ არიან არატოლერანტულები, იყენებენ დრომოჭმულ საბჭოთა მეთოდიკას და ლექსიკას, სახეზეა დისკრიმინაციული დამოკიდებულებები სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. არ შეიძლება პედაგოგი არ იცნობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რასაც მათი მოსწავლეები იყენებენ, თანამედროვე ლიტერატურას, მოდას… „ჩემ დროს სხვანაირად იყო“ და „ჩვენ სულ სხვა ბავშვები ვიყავით“ – ამ დამოკიდებულებით ვერ შეძლებ მოზარდებთან ნორმალურ კომუნიკაციას. დემოკრატიული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა გახდეს პედაგოგების შერჩევისას“, – ამბობს ფსიქოლოგი.
ტრენინგები, რომლებიც ეხებოდა მოზარდთა ქცევისა და ემოციურ პრობლემებს ძირითადად მე-7 და მე-9 კლასის პედაგოგებმა გაიარეს. ტრენინგის თემები სხვადასხვა ეტაპზე იყო: მოზარდობის ასაკის თავისებურებები, პიროვნების განვითარების თეორიები, რთული ქცევა და მისი გამომწვევი მიზეზები; რთული ქცევის მართვა; ეფექტური კომუნიკაცია რთული ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, ბულინგი სკოლაში, სექსუალური ძალადობის საიდენტიფიკაციო ნიშნები, სუიციდისა და თვითდაზიანების პრედიექტორები, კრიზისებზე რეაგირება და მართვა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტრენინგები გაიარა 130-ზე მეტმა პედაგოგმა, მანდატურმა და სკოლის დირექტორმა. პროექტის დონორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინა გიორგაძე, მშვიდობის კორპუსის დირექტორის მოადგილე კარმენ შიენი და მშვიდობის კორპუსის ინგლისური ენის მასწავლებელი მარია ინისი.
საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ბსუ-ში მოწვეული მშვიდობის კორპუსის ინგლისური ენის მასწავლებლის მარია ინისის ორგანიზებით ტარდება.
ორკვირიანი საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებში ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამერიკის კულტურის შესახებ ცოდნის შეძენას ითვალისწინებს. მასში პირველ ეტაპზე ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების IX, X, XI კლასების 130 წარმატებული მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მეორე ეტაპზე ბსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის 100-მდე სტუდენტი.
სასწავლო პროცესში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად 6 ამერიკელი მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელია ჩართული. სწავლების დასასრულს მონაწილეებს ბსუ-სა და მშვიდობის კორპუსის სერტიფიკატები გადაეცემათ.
პროექტის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები: მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების განვითარება, მათ შორის ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსია. ორგანიზაციების სრულყოფილება EFQM სრულყოფილების ფუნდამენტალური კონცეპციისა და EFQM სრულყოფილების მოდელის საფუძველზე, კაიძენ მუდმივი სრულყოფილების მეთოდოლოგია ზოგადი პრინციპებიდან კონკრეტულ ინსტრუმენტებმადე, ეფექტური ლიდერობა და ბიზნესის ფსიქოლოგიური ასპექტები, კომპანიების საწარმოო სისტემების განვითარება და ტრანსფორმაცია სათუთი წარმოების მეთოდების საფუძველზე, 20 გასაღები.
ასევე, ორგანიზაციის მენეჯმენტში არსებული რისკების მართვა, მათ შორის სტანდარტის ISO 31000 საფუძველზე, პერსონალის მართვა, მიმართული თანამშრომელთა უნარების გამოვლენასა და გამოყენებაზე, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებით ღირებულებათა ჯაჭვის შექმნა და სრულყოფა, ცოდნის მართვა და გამოყენება, მომხმარებელთა მოთხოვნების გარკვევა და ღირებულებათა შექმნა მათთვის.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეს არის საქმიანი სრულყოფილებისა და ხარისხის სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროექტი. პროექტის მხარდამჭერები არიან ევროპის ხარისხის ორგანიზაცია (EOQ) და ხარისხის მენეჯმენტის ევროპული ფონდი (EFQM). ღონისძიებებში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10-12 ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციებისა და საწარმოების 150-მდე წარმომადგენელი. მონაწილეთა შორის ასევე არიან უკრაინის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების სახელმწიფო სტანდარტებისა და ხარისხის ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ხარისხის ჯილდოს გამარჯვებულთა კონფერენცია, სადაც მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა მოისმინონ კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრაქტიკული რჩევები ევროპის საუკეთესო კომპანიებისაგან, რომლებიც არიან ხარისხის ევროპული ჯილდოს გამარჯვებულნი და პრიზიორები. მათ შორის Volvo Cars Gent (ბელგია), Nokia Mobile Phones (ფინეთი),Siemens Nederland NV, Yellow Pages BT (დიდი ბრიტანეთი), Opel Hungary Manufacturing, DHL “Portugal”, TNT Express Information (დიდი ბრიტანეთი) და სხვა. როგორც წესი, კონფერენციაზე ასევე გამოდიან იმ კომპანიის ხელმძღვანელები, რომელნიც გახდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულნი და ხარისხის ნაციონალური ჯილდოს მფლობელები.
უკრაინის ხარისხის ასოციაციის კონფერენცია, ეძღვნება ორგანიზაციული სრულყოფილების მოდელისა და მეთოდების საფუძველზე ორგანიზაციების ეფექტურობის ამაღლების მეთოდოლოგიასა და პრაქტიკას.
საავტორო სემინარები და მასტერ-კლასები, ასევე დისკუსიები ორგანიზაციის მართვის აქტუალურ საკითხებზე. სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში მონაწილეთა 50% ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტს წარმოადგენს, აქედან 25% ხელმძღვანელებია.
პროექტის «ხარისხის თანავარსკვლავედი» მომხსენებლები იქნებიან: იური ადლერი, ვილია ვერსანი, ვადიმ ლაპიდუს, ალექსანდრე გლაზუნოვი, ივან ჩაიკა (რუსეთი), პეტრე კალიტა (უკრაინა), იოზას რუზევიჩუს , დალიუს სერაფინას (ლიტვა) და ხარისხის საერთაშორისო პროფესიონალთა გილდიის სხვა წევრები. აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე ყველაზე წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეებს გაუზიარებენ მათ პრაქტიკული გამოცდილებას. პროგრამა ასევე მოიცავს საქართველოში ხარისხის სფეროში წამყვანი ორგანიზაციების ლიდერების გამოსვლებს.
„მოსახლეობას ვესაუბრეთ, შევთანხმდით რომ ხვალ, დღისით შევხვდებით და დავილაპარაკებთ დეტალებზე. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ავტობანის მშენებლობის პროექტი დამტკიცებულია და შეთანხმებულია დონორ ორგანიზაციასთან. სოფლის გზისა და ცენტრალური მაგისტრალის ძველი შემაერთებელი მონაკვეთი უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა. პროექტის მიხედვით სოფლის გზა მაგისტრალს გვირაბიდან 800-900 მეტრში შეუერთდება, რასაც 1 წელი მაინც დასჭირდება“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორმა ზურაბ სიხარულიძემ.
გოგებაშვილის ქუჩა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრებს ჯიხურები ჰქონდათ განთავსებული
„გუშინ მერიის ორი წარმომადგენელი მოვიდა, გვითხრა განცხადება დაწერეთ და ხვალ დილით მოიტანეთ მერიაშიო. ოღონდ განცხადებაში არ მიუთითოთ სად უნდა ჩადგათ ჯიხურიო. დღეს კიდევ, დილიანად მოვდივარ და ჯიხური არაა. არ ვიცით სადაა, ასე ქურდულად ღამით მიპარვით, მერია ასეთ რაღაცას გვიკეთებს… გარემოვაჭრეები დეკემბრის მერე ვიბრძვით, მერია არ გვაჩერებს, ხან გვეუბნება დარჩი, ხან გვეუბნება არ დარჩე…“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, ნინო მეფარიშვილმა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იმავე დღეს ისინი ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს შეხვდნენ. მერმა გარემოვაჭრეებს ჯიხურების დადგმა ალტერნატიული ადგილზე შესთავაზა.
გარემოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ელოდებიან |20 ივნისი 2015
„გოგებაშვილის ქუჩაზე ეს ხალხი უკანონოდ ვაჭრობდა, ხელშეკრულება არ ჰქონდათ. ხელი ეშლებოდათ ფეხით გამვლელებს, ზონა იყო უსახური“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ერმაკოვმა.
ქალაქის პირველმა პირმა ალტერნატიულ ადგილად ისევ გოგებაშვილის ქუჩაზე, ჭაჭა თაურის მიმდებარე ტერიტორია დაასახელა და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში იქ ჯიხურები განთავსდება; გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩის კვეთაში მყოფ გარემოვაჭრეებსაც აქ მოუწევთ გადმოსვლა:
„ყველაფერს უნდა ჰქონდეს კანონიერი ფორმა. ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ. იქ [საზღვაო ნავსადგურიდან გოგებაშვილის ქუჩის მონაკვეთი რუსთაველის ქუჩამდე] ჩამწკრივდება ჯიხურები და ყველა გარემოვაჭრე იქნება ერთნაირ პირობებში“.
გარემოვაჭრეები შიშობენ, რომ ეს ადგილი მათთვის მომგებიანი არ იქნება, რადგან ტურისტები ნაკლებად დადიან.
რაც შეეხება ჯიხურებს, როგორც ნინო მაფარიშვილმა გვითხრა, მერიაში განუცხადეს, რომ ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს და შეუძლიათ მათი დაბრუნება.
ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბათუმის მერიამ, სხვადასხვა ადგილას მყოფი გარემოვაჭრეები გადაიყვანა
ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 1-7 ივნისს ჩატარდა. ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში (+110 კგ) ჩემპიონი ლევან საგინაშვილი გახდა, რომელმაც გასულ წელს ასევე ჩემპიონობა მსოფლიო მასშტაბითაც მოიპოვა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვახტანგ მუსელიანია. ასევე უფროსებს შორის, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჩემპიონი ალექსი ფრეწუაშვილი, ხოლო 65 კგ. წონით კატეგორიაში ჯამბულ ვიბლიანი გახდა.
ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთა ნაკრებიც, რომელმაც 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგო. აჭარიდან ოთხი მკლავჭიდელი – ზურაბ თავბერიძე, ლევან პოღოსიანი, გოგიტა ხიმშიაშვილი და მერაბ კაკაბაძე მონაწილეობდნენ. მათ შორის საპრიზო ადგილი, ვიცე-ჩემპიონობა (მარჯვენა და მარცხენა მკლავში) 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ თავბერიძემ დაისაკუთრა. მან ორი წლის წინ დაიწყო მკლავჭიდში ასპარეზობა ეს კი მისთვის პირველი გასვლა იყო ევროპის ჩემპიონატზე.
ზურაბთავბერიძე: „კარგად ვიყავი მომზადებული. სიმართლე გითხრა, ჩემპიონობას ვგეგმავდი და ფავორიტი ვიყავი-მეთქი არა. რა თქმა უნდა, იმედი მქონდა. ჩემ წონაში მარცხენა ხელში გამოდიოდა უკრაინელი ოლენ ზოხი, რომელიც, ფაქტობრივად, დაუმარცხებელია მარცხენა ხელში. ვიბრძოლე და მეორე ადგილზე გავედი. მარჯვენა ხელში ასევე ფინალამდე მივაღწიე და ფინალში დავმარცხდი ჰაჯი მურად ზალოევთან (რუსეთი), რომელიც ბოლო 10 წელია დაუმარცხებელია. შედეგით მეც კმაყოფილი ვარ. პირველი ევროპის ჩემპიონატი იყო ჩემთვის. მეორე წელია რაც ოზურგეთიდან ბათუმში გადმოვედი სავარჯიშოდ. რვა წლიდან მოჭიდავე ვიყავი, ძიუდოისტი. მერე ტრავმები მქონდა და შევეშვი. ვთამაშობდი რაგბსაც. ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვაპირებ მომზადებას, რომლის ჩატარება მალაიზიაში ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული. ვიმედოვნებ გავაუჯობესებ შედეგს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დავბრუნდები“.
„საინტერესო აღმოჩნდა პიარ-სკოლა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ უფრო ახლოს გავცნობოდი პიარის საფუძვლებს. მე, როგორც ჟურნალისტი არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში პრესსამსახურში ვიმუშაო, ამიტომ ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი“ – გვითხრა ერთ-ერთმა მონაწილემ დიანა თურმანიძემ.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები პრაქტიკულ დავალებას გუნდურად ასრულებენ
საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ ბათუმის ფილიალის „ჯეპრა ბათუმის“ ორგანიზატორობით ჩატარდა. 5-6 საათიანი ლეციები შაბათ-კვირას მიმდინარეობდა და მოიცავდა საკითხებს პიარის საფუძვლებსა და ორგანიზაციის იმიჯის მართვაში, სიტყვით გამოსვლის ტექნოლოგიისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებში, ბრენდინგსა და კრიზისის მენეჯმენტში, ინტერვიუს ტექნოლოგიებსა და სოციალური მედიის მართვაში, ღონისძიებების მართვასა და პიარ კამპანიების ორგანიზებაში.
ლექციები წაიკითხეს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა კახა მაღრაძემ, სოსო გალუმაშვილმა, ზურა ბალანჩივაძემ, ანდრო მეტრეველმა და ნათია სირაბიძემ.
თითოეული ტრენერი თავისი საგნის შესაბამისად წამოჭრიდა პრობლემას, რომლის ირგვლივაც გუნდურად დაყოფილი მსმენელები მის გადაწყვეტაზე მუშაობდნენ, შემდეგ კი პრეზენტაციის სახით წარადგენდნენ აუდიტორიის წინაშე.
„ყველა ორგანიზაციისთვის აუცილებელია ისეთი თანამშრომლის ყოლა, ვინც მიჩვეულია გუნდურად მუშაობას. საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ის, რომ ჩვენი მსმენელები მიგვეჩვია გუნდურად მუშაობას“ – განუცხადა „ბათუმელებს“ „ჯეპრას“ საზაფხულო სკოლის კოორდინატორმა ბათუმში სოფო ლორთქიფანიძემ.
სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ბოლო დღეს პრაქტიკული დავალებები შაასრულეს. ტრენინგი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატში ჩატარდა და მას „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი კახა მაღრაძე უძვებოდა.
კახა მაღრაძე – პიარისა და მარკეტინგული ორგანიზაცია ”ჯეპრას” უფროსი პარტნიორი
„საზაფხულო სკოლას ესწრებოდნენ ძირითადად პრაქტიკოსი ადამინები, ვინც მოშაობენ პიარის ან მარკეტინგული კომუნიკაციების კუთხით სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში, ბიზნეს ორგანიზაციებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათი შეფასებებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ჩვენი კურსი დაეხმარა ყველა სტუდენტს, მათი ცოდნის სისტემატიზაციასა და აკადემიური კუთხით საზოგადოებასთან ურთიერთობის დანახვაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ლექციები, რომლებიც პიარკამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას ეხებოდა, რისი პრაქტიკა ნაკლებადაა ჩვენთან დანერგილი“ – თქვა კახა მაღრაძემ.
სოფო ლორთქიფანიძის თქმით, კომპანია სამომავლოდაც გაგმავს მსგავსი ტრენინგების ჩატარებას სხვა მიმართულებებითაც.
„საქართველოს ბანკში“ მითხრეს, რომ ზუსტად იმავე პირობებით მომცემდნენ მათ ბარათს, რა პირობებითაც ვსარგებლობდი „პრივატბანკის“ ბარათით. ავიღე „ექსპრეს ქარდი“, გავანაღდე 100 ლარი და თუ „ტაოს“ დროს ზედმეტ 4 ლარს ვიხდიდი, ახლა ეს თანხა 5,9 ლარია. თუ იმავე პირობებით ცვლიან, რატომ გამიზარდეს საპროცენტო განაკვეთი გამოყენებულ თანხაზე და რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი თანხა ბარათით შესყიდვის დროს? ეს სერვისი ადრე უფასო იყო“, – ამბობს რესპონდენტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ე.წ. „მარწყვი ბარათი“ „საქართველოს ბანკის“ ბარათით შეცვალა.
არიან ადამიანები, ვისაც რამდენიმე წლის წინ ორგანიზაციებმა გაუხსნეს სახელფასო ანგარიშები „ტაო ბანკში“, არ უსარგებლიათ ამ ანგარიშებით, ახლა კი უკავშირდებიან „საქართველოს ბანკიდან“ და ეუბნებიან, რომ აქვთ დავალიანება. უნდა გაეფრთხილებინა თუ არა „ტაო ბანკს“ ასეთი კლიენტები, რომ დავალიანება უგროვდებოდათ? დგება თუ არა ამ შემთხვევაში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი და რა მიდგომა აქვს ასეთ კლიენტებთან „საქართველოს ბანკს“? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებმა“ პასუხი ბანკისგან ვერ მიიღო.
„კონკრეტულ ქეისებს რაც შეეხება, კორპორატიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება საჯაროდ ვისაუბრო კონკრეტული ადამიანის შემთხვევაზე. მომწერეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და აუცილებლად გადავცემ შესაბამის დეპარტამენტს, სადაც დეტალურად გაარკვევენ ყველაფერს.
რაც შეეხება კლიენტთა ინფორმირებას – საქართველოს ბანკის საიტზე თავიდანვე იდო და დევს ყველანაირი ინფორმაცია პროდუქტებზე, რამაც შეიძლება მომხმარებელი დააინტერესოს. ასევე სატელეფონო ცენტრი და საქართველოს ბანკის სერვისცენტრის ყველა თანამშრომელი ამომწურავ ინფორმაციას აძლევს მომხმარებელს მისთვის საინტერესო საკითხზე. ნებისმიერი კითხვის დროს მომხარებელს შეუძლია დარეკოს 2444 444-ზე და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, ან მიმართოს საქართველოს ბანკის სერვისცენტრს“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხათუნა კაკაბაძემ.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღო ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელიც ადრე „ტაო პრივატ ბანკის“ „გოლდ ბარათით“ სარგებლობდა: „ბარათი შევავსე და ბანკის თანამშრომლებს ვთხოვე გაეუქმებინა. მითხრეს, თუ არ გამოვიყენებდი ავტომატურ რეჟიმში გაუქმდებოდა. ბანკების გაერთიანების შემდეგ საქართველოს ბანკიდან დამირეკეს, რამდენიმე თეთრი დავალიანება გაქვთ ბარათზე და დაფარეო… როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ადრე დაფარული ტაო პრივატბანკის ბარათზე… ერთი დღის განმავლობაში საქართველოს ბანკში ოპერატორთან დავალიანება დავფარე და მეორესთან გადავედი ანგარიშის გასაუქმებლად. აღმოჩნდა, რომ თურმე უფრო მეტი მქონია დავალიანება. მიუხედავად მოთხოვნისა – რის თანხას ვიხდიდი, პასუხი ვერ მივიღე. რამდენიმე საათი დავკარგე, გადავიხადე რასაც ე.წ. პროგრამა აჩვენებდა და მოვითხოვე წერილობით მოეწოდებინათ ინფორმაცია, რისი თანხა გადამახდევინეს, რაზეც მიპასუხეს, ჩვენ მსგავსი სერვისი არ გვაქვსო. რამდენიმე დღეში დამირეკეს _ თქვენი ანგარიში გაუქმებულია და საბუთებს ხელი მოაწერეთო. მოვაწერე საბუთებს ხელი ანგარიშის გაუქმებაზე და რამდენიმე დღეში მომდის შეტყობინება – თქვენი ანგარიში არ დაიხურა, გთხოვთ, მიმართოთ ნებისმიერ სერვისცენტრს. რა თქმა უნდა, არ მივსულვარ, არც არაფერი მომიკითხია, მაგრამ არც არანაირად არ ვარ დაზღვეული, აქტიური და არსებული „ამექსი“ ბარათიდან არ ჩამომაჭრიან თანხას“.
მთავარი, რასაც „საქართველოს ბანკი“ სთავაზობს იმ მომხმარებელს, ვისაც „პრივატბაკში“ ჰქონდა საკრედიტო ბარათები და შესაბამისად დავალიანება, არის ის, რომ ამ სესხის ვადას გაუგრძელებენ. „საქართველოს ბანკი, ისევე როგორც სხვა დროს, სთავაზობს მათ სესხის რესტრუქტურიზაციას. ეს ნიშნავს: სესხის ვადის გაგრძელებას, ყოველთვიურად გადასახადი თანხის შემცირებას, სესხის თანხის გადანაწილებას და ა.შ.“ – გვიპასუხეს „საქართველოს ბანკიდან“.
რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთ კლიენტს საერთოდ „გაუნულდა“ სესხი, რომელსაც „პრივატბანკში“ წლების განმავლობაში ვერ იხდიდა, ბანკში აცხადებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ჩვენი ინფორმაციით, კლიენტებს, რომლებსაც ხელფასი ერიცხებოდათ „საქართველოს ბანკში“ და დავალიანება ჰქონდათ „პრივატბანკში“, მათ „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშები „გაუყინა“ „საქართველოს ბანკმა“.
„როდესაც მომხმარებელს აქვს საკრედიტო დავალიანება, ამ დავალიანებაზე ვადაგადაცილების შემთხვევაში, პროცენტი იფარება კლიენტის ანგარიშიდან, მათ შორის სახელფასო ანგარიშიდანაც. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ მომხმარებელი ვერ ახერხებს ვადაგადაცილებული თანხის გადახდას, ბანკი სთავაზობს ვალდებულებების რესრუქტურიზაციას“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“, რომელიც თავის ვებგვერდზე „პრივატბანკის“ კლიენტებს აფრთხილებდა, რომ შერწყმის შემდეგ მათ მოემსახურებოდნენ „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში და დისტანციური არხებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურა და საბანკო პოლიტიკა განსხვავდებოდა „პრივატბანკში“ არსებულისგან, მათი საბანკო მომსახურება განხორციელდებოდა გარკვეული პირობების გათვალისწინებით (რომელიც ასევე გამოქვეყნებულია ვებგვერდზე).
„თუ არ ეთანხმებით მოცემულ პირობებს, უფლებამოსილი ხართ, აღნიშნული საფუძვლით, შერწყმიდან 60 კალენდარული დღის ვადაში ან შერწყმამდე, შეწყვიტოთ შესაბამისი საბანკო მომსახურება იმ პირობით, რომ არ გაგაჩნიათ რაიმე სახის შეუსრულებელი ან/და შესასრულებელი ვალდებულება „პრივატბანკის“ თუ „საქართველოს ბანკის“ მიმართ“ – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.
„პრივატბანკი“ „საქართველოს ბანკს“ მიმდინარე წლის 11 მაისს შეერწყა. აქედან გამომდინარე ყოფილი „პრივატბანკის“ კლიენტებს, რომლებისთვისაც არ არის მისაღები „საქართველოს ბანკის“ მომსახურების პირობები, შეუძლიათ 2015 წლის 11 ივლისამდე შეწყვიტონ ხელშეკრულება.
შერწყმიდან 60 კალენდარული დღის შემდეგ (ანუ, 2015 წლის 11 ივლისიდან) „პრივატბანკის“ მომხმარებელი ფიზიკური პირების პლასტიკურ ბარათებზე არსებულ დადებით ნაშთზე შეწყდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა;
ამასთან, პლასტიკური ბარათებიდან თანხის განაღდების საკომისიო განისაზღვრება მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ სტანდარტული პირობებით; ხოლო „პრივატბანკის“ სახელფასო პროგრამის ფარგლებში გაცემული საბანკო ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებზე იმოქმედებს „საქართველოს ბანკში“ დადგენილი შეღავათიანი ტარიფი და „საქართველოს ბანკის“ მიერ დადგენილი სხვა სტანდარტული პირობები, რომლებიც ასევე მოცემულია ბანკის ვებგვერდზე.
მომხმარებლებს, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციებში, რომლებსაც „ტაო პრივატ ბანკი“ ემსახურებოდა, ჩვენი ინფორმაციით, სახელფასო ბარათების დამზადებაში „საქართველოს ბანკი“ 55 ლარს სთხოვს. კითხვაზე, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს? „საქართველოს ბანკიდან“ გვიპასუხეს: „საქართველოს ბანკი გასცემს სხვადასხვა ტიპის სადებეტო ბარათებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული ღირებულება. მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სახელფასო ბარათის ტიპი. ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს აქცია „ექსპრესბარათი“ და მომხარებელს საშუალება აქვს აქციის ფარგლებში სრულიად უფასოდ აიღოს ექსპრესქარდი“.
ბანკის ვებგვერდის მონაცემებით ეს აქცია 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.
„პრივატბანკის“ მომხმარებელი ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშების მომსახურება უფასოა ბანკების შერწყმიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ანუ 11 ივლისამდე. შემდეგ იმოქმედებს „საქართველოს ბანკში“ დადგენილი სტანდარტული ტარიფები. თუმცა, შერწყმის მომენტიდან, ანუ 11 მაისიდან, „პრივატბანკის“ მომხმარებელი ფიზიკური პირების საკრედიტო ბარათებზე ჯარიმის დარიცხვის მეთოდი და მოცულობა უკვე „საქართველოს ბანკის“ სტანდარტული პირობებით განისაზღვრება.
ბანკების შერწყმის მომენტიდან გაუქმებულია „პრივატბანკის“ ყველა ნულოვანი ნაშთის მქონე ანაბარი. შერწყმის მომენტიდან შეწყვეტილია ასევე „პრივატბანკის“ პირობებით არსებული არაერთი მომსახურება – ეს ეხება ფულად გზავნილებს, დისტანციურ მომსახურებებს, ანაბრებს, ინკასაციას და განვადებებსაც კი.
მაგალითად, პრივატბანკის „სტანდარტული განვადების“ პარტნიორებს, რომლებიც შერწყმის მომენტისთვის სარგებლობდნენ `საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისით, შერწყმის მომენტისთვის შეუწყდათ „პრივატბანკის“ „სტანდარტული განვადებით“ სარგებლობა და სარგებლობენ `საქართველოს ბანკის~ განვადების სერვისით; „სტანდარტული განვადების“ იმ პარტნიორებს კი, რომლებიც შერწყმის მომენტისთვის არ სარგებლობდნენ „საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისით, „საქართველოს ბანკი“ უკვე მის მიერ დადგენილი სტანდარტული პირობებით ემსახურება.
შერწყმის მომენტიდან „პრივატბანკის“ მომსახურება – „სტანდარტული უპროცენტო განვადება“ საერთოდ შეწყდა, ხოლო პარტნიორებს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, შეუძლიათ ისარგებლონ „საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისით.
შპს „იმერი“ 1992 წელს დაფუძნდა, თუმცა ქედაში სიგარის დამზადება გასული წლის ბოლოს დაიწყო. ვიდრე კომპანია ქედაში სიგარის წარმოებას დაიწყებდა, კომპანია სიგარას საზღვარგარეთ, კერძოდ ინდონეზიაში ამზადებდა.
პირველი ქართული სიგარა კომპანიამ 2009 წლის 5 მაისს ინდონეზიაში, კომპანია „ტარუ მარტინი 1918“-ში დაამზადა. მას შემდეგ, წლების განმავლობაში „იმერი“ ქართულ-ინდონეზიურ თამბაქოსგან სიგარას ინდონეზიაში ამზადებდა და სარეალიზაციოდ საქართველოში ჩამოჰქონდა.
საწარმოს ორი მფლობელი ჰყავს: ირაკლი ავალიანი და თამაზ თურმანიძე.
დაბა ქედაში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, დაახლოებით 5 000 მეტრი ფართობი „იმერის“ საკუთრებაშია, თუმცა საწარმო ამ დროისთვის 300 კვადრატზეა გაშენებული. ერთ-ერთი მეწილე ირაკლი ავალიანი ამბობს, რომ ქედაში სიგარას ადგილობრივი და ინდონეზიიდან შემოტანილი თამბაქოს ნარევით ამზადებენ.
„თუ სიგარაში ჩვენი თამბაქო არ გაერია, არ გამოვა კარგი, შესაბამისად, არც მყიდველი გვეყოლება. „აჭარა“, „ჩერჩილი“, „თიფლისი“, „ბახუსი“, „პორტო-ფრანკო“… სულ 23 დასახელების სიგარას ვამზადებთ. ვიდრე ქედაში გავხსნიდით საწარმოს, ინდონეზიაში ჩაგვქონდა ქართული თამბაქო და ქართულ-ინდონეზიური თამბაქოს ნაზავით ვამზადებდით. სიგარა იქედან ჩამოგვქონდა საქართველოში.
რთულია თქვა, ერთ თვეში რამდენს ვაწარმოებთ. ეს, ძირითადად, მოთხოვნაზეა დამოკიდებული, მოთხოვნის შესაბამისად ვზრდით წარმოებას, დამოკიდებული ვართ რეალიზაციაზე. სავარაუდოდ, დღეში 800 ცალამდე ვამზადებთ, რაც შეეხება ქართულ თამბაქოს, მას სოფელში მოსახლეობისგან ვიბარებთ“.
იმერში, როგორც მფლობელი ამბობს, ამჟამად 10 მუშახელია დასაქმებული, მათი ანაზღაურება გაწეულ სამუშაოზეა დამოკიდებული. „იმ შემთხვევაში თუ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზრდება, საწარმოს გავაფართოვებთ და მუშახელსაც დავამატებთ“, – ამბობს ირაკლი ავალიანი.
კომპანიას ქედაში დამზადებული სიგარა სხვადასხვა რეგიონში გააქვს. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, მწარმოებლები ქართულ სიგარას თურქეთშიც ყიდის. თამაზ თურმანიძე იმედოვნებს, რომ მალე სიგარას სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გაიტანენ.
„ჩვენ შეგვიძლია თვეში დაახლოებით 30 000 ღერი სიგარილა, 30 000 პაკეტი გასახვევი თამბაქო და სხვადასხვა დასახელების აქსესუარები, საფერფლეები, ხის კოლოფები და ა.შ. ვაწარმოოთ. ჩვენი ძირითადი ბაზარი საქართველოა, თუმცა ყველა დასახელების სიგარა გაგვაქვს თურქეთში. ასევე უცხოური ბაზრის შესწავლის პროცესში ვართ“, – ამბობს თამაზ თურმანიძე.
საწარმოს მოსაწყობად კომპანიამ 40 000 დოლარი სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მიიღო.
კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ აბაშიძის და დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარეობს და ზაფხულობით ტროტუარის მიმდებარე ნაწილი თითქმის დაკავებული აქვს. ტროტუარზე განთავსებულია მაგიდები, სკამები და გამწვანება. სივიწროვის გამო ფეხით მოსიარულეები ან ველობილიკზე უნდა გადავიდნენ, ან ავტომანქანის სავალ ნაწილზე.
მიმდებარე ტროტუარი დაკავებული აქვს მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებულ კაფე BK-სა და „ბულანჟერიასაც“.
მსგავსი ვითარებაა ძველ ბათუმში, ქუთაისის, მაზნიაშვილისა და სხვა ქუჩებზე, სადაც ყველაზე ბევრი კაფე-ბარი ფუნქციონირებს.
ბათუმის მერიის 2011 წლის 10 თებერვლის დადგენილებით, ღია კაფე ბორდიურიდან 75 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული, სავალი ნაწილიდან კი – ორი მეტრით. თუმცა, როგორც მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის გარევაჭრობის განყოფილებაში ამბობენ, საკრებულოს მიერ დადგენილი პარამეტრები ყველგან დარღვეულია.
„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ძველ ბათუმში, რადგან იქ ქუჩები ვიწროა და კაფეების გამო მთლიანად იხერგება სავალი ნაწილი. მოქალაქეებს ჰქონდათ ამაზე პრეტენზია და მოგვმართავდნენ ხოლმე. მაგრამ ტროტუარის მთლიანად დაკავებას კანონი ისედაც კრძალავს“, – ამბობს მერიის გარევაჭრობის განყოფილების უფროსი თამაზ გოგიტიძე.
გოგიტიძე ამბობს, რომ მათ წელს კაფე-ბარების მფლობელებზე ტროტუარით სარგებლობის ნებართვა არ გაუციათ: „დღეს რაც გარევაჭრობები არსებობს, ყველა უკანონოა და ექვემდებარება აღებას. ამაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მოახდინოს რეაგირება და როგორც ვიცი, აფრთხილებს კიდეც, მაგრამ ერთ დღეს აკრძალავ, მეორე დღეს ისევ გამოტანილია.“
მერიაში ამბობენ, რომ გასულ წელს ტროტუარის დაკავების ნებართვა გაცემული იყო კაფე BK-ზე, თუმცა წელს მსგავსი ნებართვა აღარ გაიცემა. „წინა წლებში ქაოტური სიტუაცია იყო, ვინ აწერდა ხელს, ვინ რას გასცემდა, გაუგებარი იყო, წელს გარევაჭრობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დარეგულირდება. უკვე მომზადებულია ცვლილებების პაკეტი, რომელიც საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა და განიხილება“.
გარევაჭრობის ახალი რეგულაციების მიხედვით, ქალაქი სამ სავაჭრო ზონად უნდა დაიყოს. თამაზ გოგიტიძე: „შესაბამისად, განსხვავებული იქნება გადასახადებიც. დღეს მიზერული გადასახადი არსებობს იგივე ქალაქის ცენტრში არსებულ კაფეებზე ან სხვა სახის სავაჭრო ობიექტებზე, მაგრამ ახალი რეგულაციების მიხედვით, ბულვარის ზონაში უფრო მაღალი სტანდარტი იქნება დაწესებული, გარეუბანთან შედარებით. ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ გარეუბნებში არსებული ობიექტებზეც ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ვიცით, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა პუშკინის ქუჩაზე, ლერმონტოვის, ჭავჭავაძისა და კიდევ სხვა ქუჩებზე. სტანდარტებს ეს ქუჩებიც დაექვემდებარება“.
გასულ წელს გარევაჭრობის მოსაკრებლისგან თვითმმართველობის ბიუჯეტში 30 ათასი ლარი უნდა შესულიყო, თუმცა მერიის გარევაჭრობის განყოფილებაში ამბობენ, რომ დაახლოებით 14 ათასი ლარი დავალიანება დარჩა – მოვაჭრეებმა თანხა არ გადაიხადეს.„მონაცემები გადაგზავნილია იურიდიულ დეპარტამენტში და შემდეგ ალბათ სასამართლოში გადაიგზავნება“, – ამბობს თამაზ გოგიტიძე.
დადგენილების მიხედვით, ყოველთვიური გადასახადი ღია კაფეებისთვის ერთ კვადრატულ მეტრზე (დაახლოებით ერთი მაგიდა და ოთხი სკამი) თვეში სამი ლარია, დახლის კონსტრუქციაზე, სადაც ხილი იყიდება – 5 ლარი, მაცივარზე კი – 6 ლარი.
გიორგი აგიკიანი, ანრი ჯორბენაძე, ირაკლი ელიაშვილი და საჩოგბურთო კომპლექსის მწვრთნელები: ირაკლი ჟორდანია და ეკა ცინცაძე
„ძალიან ძლიერი მონაწილეები იყვნენ, რთული იყო მათთან შეხვედრა, მაგრამ გავიმარჯვე. კმაყოფილი ვარ ჩემი ასპარეზობით“, – გვითხრა ანრიმ.
როგორც საჩოგბურთო კომპლექსის მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ჟორდანიამ უთხრა „ბათუმელებს“, ბავშვებისთვის ეს იყო პირველი მონაწილეობა გასვლით შეჯიბრში: „ლუკა მამულაძეს შეეძლო მესამე ადგილის მოპოვება, მაგრამ არ გაუმართლა. გიორგი აგიკიანი და ანრი ჯორბენაძე ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს დიდი წარმატებაა ბავშვებისთვის. ისინი წელიწად-ნახევარია ვარჯიშობენ ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში. მინდა, რომ უფრო მეტი წინსვლა ჰქონდეთ. მომავალში დაგეგმილია ორი ტურნირი, სადაც ეს ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას“.
თეიმურაზ კაკულიას თასი 2005-2006 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით 24-31 მაისს ჩატარდა. ტურნირი თბილისში, სამედიცინო კორტ „სითი პარკში“ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ბავშვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იური ტყეშელაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა და ჰყავს შვილი ირინეტყეშელაშვილი. იუსტიციის სკოლის ერთ-ერთ მსმენელად საბჭომ სწორედ ირინე ჩარიცხა. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ. „ირინე ტყეშელაშვილი მაგისტრი მოსამართლეა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფაქტობრივად, ის ასრულებს მოსამართლის დონის მოვალეობას. მას მეც მივეცი ხმა, როგორც კარგ იურისტს, როგორც პროფესიონალს და არა როგორც ბატონი იურის შვილს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ – კახა სოფრომაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 14 ივნისს [#750 დადგენილებით] აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
გასულ თვეში იუსტიციის სკოლაში ჩაირიცხა ნათია შიოშვილი, რომელიც ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მეუღლეა. „ის პროფესიონალია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ მუშაობდა. ხელფასის გამო მას არც უნდა უღირდეს სასამართლოში წამოსვლა, იმხელა ანაზღაურება აქვს“, – განმარტა სოფრომაძემ.
„კონკურენციას მას ბევრი ვერ გაუწევდა“, – ასე აფასებს კახა სოფრომაძე სკოლის კიდევ ერთ მსმენელს, ქეთევან კობახიძეს. „იუსტიციის სახლის“ იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციას ქეთევან კობახიძე 2013 წლის იანვრიდან იკავებდა. იუსტიციის სახლში მოსვლამდე იგი თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი იყო კერძო სამართლის მიმართულებით, მანამდე კი 2010 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარებისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი; 2008-2009 წლებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი, კიდევ უფრო ადრე კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო სამართლის სექტორის უფროსი.
მოსამართლეობა სურს და სკოლაში უკვე ჩაირიცხა თამარ კაპანაძე. 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას საქართველოს საგარეო საქმეთა სა მინისტროში, მინისტრის სამდივნოს უფროსის თანამდებობა ეკავა. „ეს არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ადვოკატი. მე გამიკვირდა კიდეც, რომ ქალბატონმა თამარმა სკოლაში ჩარიცხვა გადაწყვიტა“, – უთხრა „ბათუმელებს“ საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ. სკოლის კიდევ ერთი მსმენელი გახდა ივანე აღნიაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ილონა თოდუას თანაშემწედ მუშაობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, იუსტიციის სკოლის მსმენელი გახდა 42 წლის იოსებ აბრამიძეც. ის 1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და შემდეგ წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს მრჩევლად, შემდეგ – მინისტრის აპარატში თანაშემწედ. 2004 წლის 21 მაისიდან მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2007 წლის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსულტანტად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2010 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით აბრამიძე დაინიშნა სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში მითითებულია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის კიდევ ერთი მსმენელი ლეილა გოგიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატაში მუშაობდა.
32 წლის ნათია გუდაძე ამავე სკოლის მსმენელი კი, 2006 წლის 12 ივნისიდან 2010 წლის 23 მარტამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროში სხდომის მდივნად. 2010 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ. 2012 წლის 15 მაისიდან – ამავე წლის 26 ნოემბრამდე მუშაობდა შპს „გაბ ჯგუფის“ იურისტად. 2011 წელს გაიარა ტრენინგი საბანკო საქმეში. 2012 წლის 5 მაისს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ჩაბარებულლი აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა ტესტირება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს [2012 წელს] ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობაზე.
ბათუმელი მინდია ალელიშვილი, რომელსაც წლების წინ აქვს მოსამართლის გამოცდები ჩაბარებული (საადვოკატო საქმიანობის მრავალწიანი გამოცდილებით), უკვე წლებია ცდილობს ამ სკოლაში ჩარიცხვას, თუმცა მსმენელად ის არც წელს აირჩიეს. „მინდია ალელიშვილს ვიცნობ, მისი პროფესიონალიზმიც ვიცი. დადებითად ვაფასებ, მაგრამ მას, სამწუხაროდ, ჩემი ხმა არ ეყო. მე ნამდვილად არ შემიძლია სხვა წევრების მაგივრად რაიმეს თქმა, მაგრამ ეს არის კენჭისყრა – საბჭოს ყველა წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. ჩემი სურვილია, რომ გაცილებით ფართო სპექტრი შევიდეს სკოლაში და შემდგომ გახდნენ მოსამართლეები. ჩემი აზრით, დიდი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე, დამსახურებული ადვოკატები და პროკურორები სკოლის გარეშეც უნდა დაინიშნონ მოსამართლეებად. მაგალითად, მინდია ალელიშვილმა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ჰყავს ოჯახი, ამ სკოლაში უნდა იაროს 6-8 თვე თბილისში, ეს ძალიან რთულია“, – ამბობს კახა სოფრომაძე.
კითხვაზე, რა ტენდენციაზე მიუთითებს ის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოსამართლეებად ძირითადად ძალოვანი უწყებიდა ინიშნებოდნენ, არჩევნების შემდეგ კი მოსამართლეებად ძირითადად თანაშემწეები, მდივნები ან სასამართლოში მომუშავე ადამიანები ინიშნებიან, კახა სოფრომაძე პასუხობს: „რაც შეეხება დანიშვნის წესს, მე ხმას ვაძლევ ადამიანის პროფესიონალიზმს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ის ადვოკატი იქნება თუ თანაშემწე, ჩემთვის მთავარია, იყოს პროფესიონალი. ადამიანებს, ვინც სკოლაში ჩაირიცხნენ, პროფესიონალიზმს ვერ დავუწუნებთ“.
საქართველოს პარლამენტის წევრი, იურისტი შალვა შავგულიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის უცნობია იუსტიციის სკოლაში მსმენელის მიღების დროს რას ენიჭება პრიორიტეტი: „სასამართლოს სისტემაში დასაქმებულ პირებს რომ მიენიჭოთ, მაგალითად, უპირატესობა სკოლაში ჩარიცხვის დროს, არ მიმაჩნია გამართლებულად. მოსამართლის თანაშემწეობა ან სასამართლოში სხვა მოხელედ მუშაობა არ იძლევა იმ უნარების შესახებ წარმოდგენას, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს მოსამართლეს – დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების სურვილი და უნარი. მოსამართლის თანაშემწე ან სასამართლო სისტემაში დასაქმებული ადამიანის გამოცდილება, ჩემი აზრით, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარზე არ მიუთითებს. ჩვენ გვქონდა წლები, როცა თანაშემწეები ინიშნებოდნენ მოსამართლეებად; სასამართლო კორპუსი მოქცეული იყო პოლიტიკური ხელისუფლების გავლენის ქვეშ. თანაშემწეებით შევსებულმა კადრებმა სასამართლო კორპუსი მიიყვანა უნდობლობამდე. მე არ გამოვრიცხავ, რომ მოსამართლეების თანაშემწეები ან სასამართლოში მომუშავე პირები იყვნენ კანონისმიერი გადაწყვეტილების მიმღებნი. მე არ ვაკნინებ ამ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობას, მაგრამ ის, რომ სასამართლოში დასაქმებული მუშაკები უფრო არიან მზად მოსამართლის ძირითადი ფუნქციის განხორციელებისთვის, ეს ასე ნამდვილად არ არის. ეს დაადასტურა განვლილი წლების პრაქტიკამ, თანაშემწეები იყვნენ მორჩილები. ხელისუფლების ნება უნდა იყოს ის, რომ მიიღოს დამოუკიდებელი სასამართლო კორპუსი“.
უსტიციის უმაღლეს საბჭოს 16 წევრი ჰყავს, აქედან ერთს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს – პარლამენტი ამტკიცებს, ხოლო 9 წევრი მოქმედი მოსამართლეა, რომლებსაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. ეს საბჭო მოსამართლეს ნიშნავს თანამდებობაზე, უშვებს რეზერვში, განიხილავს მის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უზრდიან ან აკლებენ ხელფასს, ანუ იღებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც მოსამართლეს ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ურისტმა ანა ბერძენიშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იურისტ-კონსულტანტად ხუთი წელი იმუშავა. ის მოსამართლეთა კონკურსის წესით დანიშვნის პროცესში გამოვლენილ ძირითად ხარვეზებს ასახელებს: მოსამართლეების დანიშვნისა და სკოლაში ჩარიცხვის წესი ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი. თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ იცოდეს კრიტერიუმი, რითაც შეაფასებს საბჭო. ასევე გამჭირვალე კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდნენ კანდიდატები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ირიცხებიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ასევე ინიშნებიან მოსამართლეებად, რათა კითხვითი ნიშნები არ გაჩნდეს იგივე საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, ადამიანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რატომ ეთქვა უარი მოსამართლედ დანიშვნაზე“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ არიან ვალდებულები, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, რატომ დაუჭირეს ამა თუ იმ კანდიდატს მხარი, ან რატომ უთხრეს უარი. სკოლაში ჩარიცხვა არ ნიშნავს მოსამართლედ გამწესებას, თუმცა მოსამართლეებად მხოლოდ ამ სკოლის კურსდამთავრებულები ინიშნებიან.
პაციენტებს, კარდეოლოგიურ გამოკვლევასა და კონსულტაციას თბილისისა და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები უტარებენ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს გულის ექოსკოპიური კვლევაც უტარდებათ.
აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო მომსახურებას, კორპორაცია „ევექსი“ ატარებს. აქცია, 20 ივნისს,17 საათამდეგაგრძელდება.
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან კიდევ ერთი მაღლივი შენობის მშენებლობა იგეგმება. განიხილება ბარათაშვილის #24 მდებარე ორსართულიანი სახლის ადგილას შვიდსართულიანი სახლის მშენებლობის საკითხიც. ამ საკითხების ფონზე კვლავ გაურკვეველია, რა ბედი ელის ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას ევროპის მოედანზე და კაფე „რვაფეხას“ ბულვარის ტერიტორიაზე.
კიდევ ერთი მაღლივი შენობა ბათუმის ბულვართან
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ნინოშვილის ქუჩის #5-ში, შენობის დემონტაჟი მერიის ნებართვით მიმდინარეობს. ამ ადგილას დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლის შენობა უნდა აშენდეს. საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა განცხადებას, რომლითაც კომპანიამ ბათუმის მერიას მიმართა, აჭარის მთავრობის შუამდგომლობა ახლავს K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით. მსგავსი შუამდგომლობის შემთხვევაში კომპანიების მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის კმაყოფილდება, ყოველ შემთხვევაში, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა მთავრობის შუამდგომლობით შესული საკითხი ქალაქის მერიას დადებითად არ გადაეწყვიტოს.
ნინოშვილის #5-ში დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლის შენობის აგებაზე ნებართვის საკითხს აჭარაში ორი სახელმწიფო უწყება წყვეტს: ბათუმის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
„…ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ცათამბჯენი მთლიანად შეუცვლის იერსახეს ბათუმის ბულვარს და ბათუმელებისა და ქალაქში ჩამოსული ტურისტების დასვენებისა და შეხვედრის საყვარელ ადგილს ერთი შენობის ეზოდ აქცევს… ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. მისი განაშენიანება 130 წლის წინ დაიწყო. ადგილი, სადაც ამჟამად მშენებლობა იგეგმება, ბათუმის თვითმმართველობამ 1884 წელს შეიძინა ბულვარის გასაფართოებლად, შესაბამისად, ბათუმის ბულვარი პირველ რიგში ბათუმელების, თითოეული ჩვენგანის საკუთრებას წარმოადგენს.
…მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ბათუმში თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციების გამოჩენას და განვითარებას, ბათუმელების დასაქმებას, ტურიზმის განვითარებას, მაგრამ არა ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის და ბათუმის ბულვარის განადგურების ხარჯზე…“ – ეს ტექსტი 2011 წლის აპრილში გამოქვეყნდა და ბათუმში მცხოვრებლებს ბულვარის დასაცავად მოუწოდებდა იმ დროს, როცა ბულვარში, ზუსტად ნინოშვილის #5-ის წინ, ბულვარის ტერიტორია გაიჩეხა და აქ ბიზნესცენტრის, მოგვიანებით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობის აგება დაიწყეს.
ბულვარის დასაცავად მომზადებული ტექსტის ერთ-ერთი მთავარი ავტორი მირანდა ჩარკვიანი იყო, რომელიც ახლა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობს. იგი ამავდროულად სააგენტოში იმ საბჭოს ხელმძღვანელიცაა, რომელმაც ბულვარის წინ, ნინოშვილის #5-ში, მაღლივი შენობის პროექტის შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
საბჭოს პროექტი ჯერ არ განუხილავს, თუმცა მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ეს შემთხვევა განსხვავებულია, რადგან შენობა უშუალოდ ბულვარის ტერიტორიაზე არ უნდა აიგოს: „განსხვავება ძალიან დიდია, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბულვარის ტერიტორია იყო, გამწვანებული ხეებით, ეს ტერიტორია კი განაშენიანებულ ზონაშია. ეს არ არის დაუსახლებელი და მწვანე ზოლი და ამიტომ ამ კონტექსტში ვერ გავნიხილავთ. ეს არის ბულვარისპირა, განაშენიანებული ზოლი და უნდა წავიკითხოთ როგორც ბულვართან კონტექსტში მყოფი არქიტექტურა და არა როგორც ბულვარი“.
მირანდა ჩარკვიანის თქმით, ამჟამად საკითხის განხილვა შეჩერებულია, სააგენტოს ნინოშვილის #5-ის გვერდით სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მცხოვრებლებმა მიმართეს. მათი თქმით, ნინოშვილის #5-ში დემონტაჟის შედეგად მათი სახლი ზიანდება. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროცესები შეისწავლეს, დემონტაჟის პროცესს აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში ჩაერევიან.
კითხვაზე, აქვს თუ არა შენიშვნები სააგენტოს ბულვართან [რომელიც თავის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კანონი იცავს მის მიმდებარე ტერიტორიასაც] ახლოს დაგეგმილი შენობის სიმაღლესთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს მხოლოდ სააგენტოს თემა არ არის, რადგან ქალაქის განაშენიანება სხვა რეგულაციებითაც რეგულირდება.
„ჩემი სახლიდანაც ჩანდა მთები, ძალიან კარგი პეიზაჟი მქონდა. ურბანული განაშენიანება მოხდა და ახლა ჩანს სახლები. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, როცა აივანზე ვიჯექი და მთებს ვუყურებდი, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ვცხოვრობ ქალაქის ცენტრში და ყველაფერი ერთად: ზღვაც, მთაც და ურბანული განაშენიანებაც ცოტა რთული ფუფუნებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემონტაჟმა არ დააზიანოს ძეგლი [გვერდით მდებარე შენობა] და მეორე – უნდა ნახონ ხელოვნებათმცოდნეებმა და არქიტეტორებმა, ეს არქიტექტურა ამ ძეგლის გვერდით როგორ გამოჩნდება. იქნება ეს მისთვის ფონი, რომელიც უკეთესად გამოაჩენს, თუ პირიქით. მე მინდა, რომ ბულვარში, ძველისა და ახლის მონაცვლეობაში აქცენტები იყოს ძეგლებზე დასმული, ჩანდეს ძველი არქიტექტურა. საბოლოო ჯამში, პროფესიონალების აზრს დავეყრდნობი.“
ძეგლის სტატუსის გარეშე – ბარათაშვილის #24
თითქმის გადაწყვეტილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლის ბედი ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის #24-ში. ამ ადგილას კომპანია „დარ ბილდინგი“ გეგმავს შვიდსართულიანი სახლის აგებას. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომპანიის წინადადება პირველ სტადიაზე, რაც ქალაქმშენებლობის პირობების დადგენას, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას გულისხმობს, უკვე განიხილა.
ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთნ არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა. 2014 წლის 3 ივნისს გამართულ სტრატეგიული სექციის სხდომას 5 წევრი ესწრებოდა. სპეციალისტებმა ხელოვნებათმცოდნე ს. სანიკიძის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით დაადგინეს, რომ ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობა ძეგლის სტატუსს იმსახურებდა. ოქმში ვკითხულობთ: „მიეცეს რეკომენდაცია სტატუსის მისანიჭებლად~ [ბ. მაცაბერიძე], მიეცეს დადებითი შეფასება [გიორგი გაგოშიძე], პროექტს დადებით შეფასებას ვაძლევთ [დავით ხოშტარია], ღირებული არქიტექტურაა, თავისი ეპოქის არქიტექტურული ღირებულებით [გია ჭანიშვილი], გასაძეგლებელია – ნიკო ზაზუნაშვილი. ოქმის ბოლოს შეფასებაში ვკითხულობთ: „დაადგინეს: ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქ. #24-ში მდებარე ნაგებობას მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.“
ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო
2014 წლის ბოლოს კი თბილისში ახალი სხდომა გაიმართა, რომელსაც კახა ტრაპაიძე, გიორგი გაგოშიძე, გია ჭანიშვილი, ნიკოლოზ ზაზუნაშვილი და თემურ ბიბილური ესწრებოდნენ. სხდომამ ხელახლა განიხილა საკითხი და ამჯერად ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილის მიერ მომზადებული სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა/ძეგლის ბარათი გაითვალისწინა: „ვითვალისწინებ ქალბატონი ანდრონიკაშვილის დასკვნას, „უარი ეთქვას…“ და საბოლოო რეკომენდაცია: „ნაგებობას არ მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.“
პირველი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სახლი ძეგლის სტატუსს იმსახურებდა მისი ნიშან-თვისებების გამო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა. მეორე დასკვნა, სადაც წერია, რომ შენობას ძეგლის გამოხატული ნიშან-თვისებები არ აქვს, შენობის მესაკუთრის მიერ მოწვეული ხელოვნებათმცოდნის მიერ იყო მომზადებული, თუმცა სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ სწორედ ამ უკანასკნელის რეკომენდაცია გაითვალისწინა. კითხვაზე, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება სააგენტოს საბჭომ, სააგენტოს იურისტმა, თეა ონიანმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ შენობის მფლობელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სააგენტოს და წარადგინა დასკვნა, რომელიც კომპეტენტური პირის მიერ იყო მომზადებული. მიუხედავად ინტერესთა აშკარა კონფლიქტისა, სააგენტომ სწორედ მეორე დასკვნა გაითვალისწინა.
ორივე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბარათაშვილის #24-ში არსებული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-ათვისება ახალი მშენებლობით მხოლოდ ბათუმის ისტორიული ცენტრის მასშტაბში არსებული სართულიანობისა და არქიტექტურული რიტმის შენარჩუნებით უნდა მოხდეს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამ საკითხის განხილვას, მიუხედავად წინაპირობისა, აზრთა სხვადასხვაობა არ მოჰყოლია. 25 მაისს საბჭოზე განხილულ საკითხს – ბარათაშვილის #24-ში მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას დამსწრე ხუთი წევრიდან ოთხმა მხარი დაუჭირა, მათ შორის სააგენტოს ხელმძღვანელმაც.
„რომ მინიჭებოდა სტატუსი, მე მოხარული ვიქნებოდი, ნამდვილად არის საინტერესო ნიმუში. რადგან სტატუსი ამ სახლს არ იცავდა, საკითხი მოვნიშნე როგორ: თუ ამაზე ეტყვი უარს განმცხადებელს და თან არასაკმარისად დასაბუთებულს, აუცილებლად წავა სასამართლოში და მოგიგებს ამ პროცესს. იმ ფონზე, როცა სააგენტომ თქვა, რომ ეს არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კიდევ ერთი კოზირია ამ შემთხვევაში დამკვეთის მხარეს. ამიტომ წაგებულ თამაშს მე ვამჯობინე, რომ შევხედავ წარმოდგენილ პროექტებს და თუ მათ შორის რომელიმე იქნება ისეთი, რომ ჩავთვლი, უკეთესი გაკეთდა არა უარესი, მივიჩნევ, რომ ძალიან არ დამიშავებია. ჯერჯერობით პროექტი არ არის დამტკიცებული, მხოლოდ პირველი ეტაპი გაიარა. არსებული მასშტაბი შევინარჩუნეთ, რადგან განიერი ქუჩაა და ის მასშტაბი იქ არსებობს. არქიტექტურა უნდა იყოს აუცილებლად კარგი“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.
ბარათაშვილის #24-ში მრავალფუნქციური ობიექტის აგების წინააღმდეგი მხოლოდ სააგენტოს ყოფილი ხელძღვანელი, ამჟამად სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ბიძინა აფხაზავა იყო. „თავის დროზე ამ შენობისთვის ძეგლის სტატუსს ვითხოვდით. მოხდა ისე, რომ სტატუსი არ მისცეს და როგორ ვიტყოდი, ეს არ არის ძეგლი და დაანგრიეთ-მეთქი“, – ამბობს ბიძინა აფხაზავა.
საკითხის განხილვისას სხდომას არ ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი და სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ზაურ ახვლედიანი. იგი მივლინებაში იმყოფებოდა. კითხვაზე, მისცემდა თუ არა ხმას ბარათაშვილის #24-ში ახალი, 7-სართულიანი შენობის აგებას, პასუხობს, რომ ზუსტად არ იცის, რადგან არ დასწრებია საკითხის განხილვას: „ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემა სწორია. რადგან, კომპეტენტური პირების დასკვნა ასეთი იყო. პირადი მოსაზრება ცოტა განსხვავებულია, მაგრამ მე იურისტი ვარ. ვფიქრობ, ეროვნული სააგენტოს იმ წევრებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვას, რატომ არ მიანიჭეს შენობას ძეგლის სტატუსი, თუ კი დასაბუთება არ არის საკმარისი“.
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ მერიაში საკითხის განხილვის პირველი სტადიის შემდეგ კომპანიას შენობის დემონტაჟის უფლება აქვს, მაგრამ პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს, რაც ბარათაშვილის #24-ის შემთხვევაში ჯერ არ მომხდარა. „მე ვფიქრობ, 7-სართულიანი შენობა არ იქნება აქ ურბანული ქსოვილიდან ამოვარდნილი და არ დაარღვევს ალბათ განაშენიანების ზოგად პრინციპებს, რომელიც იმ ადგილას არის“, – ამბობს ირაკლი ახალაძე. კითხვაზე, შეიძლება თუ არა 7-სართულიანი სახლის სიმაღლე კიდევ უფრო გაიზარდოს, იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია ბიუჯეტში შეიტანს თანხას [მსგავს პრაქტიკას ხშირად მიმართავენ ბათუმში მშენებელი კომპანიები], არქიტექტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს არ მოხდება, რთულია.
კულტურული მემკვიდრეობის მართვის ახალი პოლიტიკა
„მე მგონია, რომ სააგენტომ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესთან, თუ უნდა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უშველოს და გადაარჩინოს, რადგან ზუსტად ვიცით: ჩვენს სახელწიფოს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 260 შენობას მოუაროს ბათუმში. აქედან დაახლოებით ათია ისეთი შენობა, რომელსაც არაფერი არ სჭირდება და რეაბილიტირებულია, დანარჩენი მეტ-ნაკლებად ყველა პრობლემურია. იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვუაროთ, დიდხანს არ გვექნება. დონორები ამ თემებში არ შემოდიან იმ დოზით, რომ ჩვენ დონორებზე გადავიტანოთ აქცენტი. ძირითად პარტნიორად ამ საქმეებში სააგენტომ ბიზნესი უნდა აქციოს“ – მიიჩნევს მირანდა ჩარკვიანი.
მირანდა ჩარკვიანი
კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ბიზნესის პარტნიორად ქცევას სააგენტოს ხელმძღვანელი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღწერაში ხედავს. მირანდა ჩარკვიანი განმარტავს, რომ მალე ყველა ძეგლზე განახლდება აღრიცხვის ბარათი, შესწავლილი იქნება შენობა, მეპატრონეების რაოდენობა, ფართობი და ქულებით შეფასდება თითოეული ძეგლის მდგომარეობა. „თითოეული ქეისი შეგვიძლია ცალ-ცალკე დავამუშაოთ. არის შენობა, რომელიც იმდენად დასრულებულია, სივრცე მის ირგვლივ იმდენად შეკრულია, რომ არაფრის დამატების საშუალებას არ იძლევა. ასეთ შენობებზე ბუნებრივია სხვაგვარად უნდა იმსჯელო. როცა შენობას კარგი სოციალური ფონი აქვს, მათ მოვლა-პატრონობის კონტრაქტზე უნდა ელაპარაკო, თუ მთლიანად ვერ წევს ტვირთს [იქ მცხოვრები], თანამონაწილეობა სახელმწიფოსი იქნება, ვთქვათ ფასადზე, სახურავზე, სარეაბილიტაციო დეტალებზე. ბიზნესი უნდა დააინტერესო, სახელმწიფო უნდა იყოს მედიატორი ბიზნესსა და მოქალაქეს შორის და ზომიერი იყოს მოთხოვნები, რომ არსებული მდგომარეობით რეაბილიტირება მოხდეს. ბიზნესისთვის ეს შეიძლება იყოს საინტერესო, იმიტომ, რომ ეს არის ფაქტობრივად ანტიკვარიატი, ძვირადღირებული ქონება, როცა ის რესტავრირდება და აღდგება.“
რატომ უნდა იზრუნოს ამ თემაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, რომლის უშუალო მოვალეობაც პირველ რიგში ძეგლის ინტერესების დაცვაა? მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ სააგენტომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ძეგლის ინტერესს წაადგება: „სააგენტო უნდა ელაპარაკოს ყველას, ვისთანაც ლაპარაკი ძეგლისთვის უკეთეს შედეგს მოიტანს. თუ ჩვენ გვექნებოდა ისეთი მოცემულობა, რომ ყველა წელს 5-10 მილიონი შეგვიძლია გამოვყოთ ძეგლებზე და ნელ-ნელა ვაკეთოთ, რა თქმა უნდა, არავისთვის არაფერი არ გვექნებოდა შესახვეწი“ – ამბობს ის.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჯერ არ განხილულა ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ყოფილ პირველ აფთიაქზე კომპანია „ჟასმინის“ პროექტი. ასევე, ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ელის „რვაფეხას“, ყოფილ კაფე „ფანტაზიას“ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის დასაცავად ბათუმში აქციაც გაიმართა. „ჯერჯერობით სიახლე არ არის. სააგენტოს კონსტრუქტორებისგან რაც ვიცით, არის ის, რომ ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული მისი რეაბილიტაცია და რეკოსტრუქცია. გადატანაც დაკავშირებული იქნება დიდ ფინანსურ ხარჯებთან, ამიტომ ეს ფაქტობრივად თავსატეხია, როგორც თვითმმართველობის, ისე რეგიონალური ხელისუფლებისთვის, სად და როგორ მოინახება საჭირო ფინანსები. ესეც იქნება ხანგრძლივი მოლაპარაკებების თემა, ვის რა ტვირთი შეუძლია აწიოს ან ვერ აწიოს, პრობლემური თემაა“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.
სააგენტოს ხელძღვანელი ახლა მერიის ტენდერს ელოდება, სადაც გამარჯვებული კომპანია ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობას ხელახლა, დეტალურად აღწერს. ეს პროცესი, მირანდა ჩარკვიანის თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს. მანამდე კი, ბოლო ერთი თვის მანძილზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭო, სადაც სააგენტოში შესული პროექტები განიხილება, სამმა წევრმა: გიორგი რამიშვილმა, ზაზა ჩავლეიშვილმა და ბეგლარ კახიძემ დატოვა. ზაზა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ უბრალოდ როტაცია მოხდა და ამას სერიოზული მიზეზები არ უდევს საფუძვლად. ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, გია რამიშვილი კი ამ თემაზე ვრცელი განმარტებისგან თავს იკავებს: „პირადი მიზეზების გამო, რთული ასახსნელია ეს, სხვას ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრა გია რამიშვილმა „ბათუმელებს“. განახლებული საბჭოს წევრების სია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სააგენტომ უკვე გადაგზავნა: საბჭოს ახალი წევრი არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე იქნება.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი | დავით მიქელაძე და სტუდენტები თბილისის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობისთვის შეგროვებულ ნივთებს სატვირთო ავტომობილში ალაგებენ
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი | სტუდენტები თბილიში გასამგზავრებისთვის ემზადებიან
აქცია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით დაიგეგმა და პირველადი მოხმარების ნივთების შესაგროვებლად ბათუმში ორი შტაბი შეიქმნა – ბათუმის საზღვაო აკადემიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აქციაში ჩაერთვნენ აჭარის რეგიონში არსებული უმაღლესი სასწავლებლებლები და მათ შორის სასწავლებლების ადმინისტრაციული პერსონალი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამინისტრაციის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული პერსონალი მიღებეული ხელფასის 1%-ს, საერთო ჯამში დაახლოებით 7000 ლარს სოლიდარობის ფონდში ჩარიცხავს, შემდგომში კი დამატებით – 5000 ლარს. ხოლო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის თანამშრომლები სოლიდარობოს ფონდში თავიანთი ხელფასიდან 5%-ს, საერთო ჯამში კი დაახლოებით 10 000 ლარს გადარიცხავენ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა
შეჯიბრება ბორჯომის ხეობაში სოფელ ჩითახევში, მდინარე მტკვარზე ჩატარდება, სადაც იმართება საქართველოს ჩემპიონატი და სხვა საჯომარდო ტურნირები. 2016 წლის ევროთასზე მონაწილეობას მიიღებს ჩეხეთი, ხორვატია, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, სერბეთი.
2015 წლის მაისში საქართველოს ჯომარდობის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში. მანამდეკი ნაკრები საწვრთნო შეკრებას ბორჯომის ხეობაში გადიოდა.
– ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია. არც არავინ შემხმიანებია. ტელევიზიით ვნახე. მისაღები? მთელი ჩემი ცხოვრება, 21 წელი აქტიურ სპორტში ვიყავი და იმის შემდეგ კიდევ 10 წელი გავიდა, რაც აქტიურ სპორტს ჩამოვცილდი. 31 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. ჯანდაცვა რომ იყოს ან სხვა რგოლი – კიდევ ჰო, მაგრამ სპორტი ჩემი სფეროა და ყველაზე მეტად ამ სფეროში ვარ გარკვეული. ეს სფერო მიყვარს.
– ჯერ არ გადავსულვარ და ვფიქრობ, უხერხული იქნება შენიშვნებზე ვილაპარაკო. მაგ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებ შემდეგში. სპორტი არ არის გასართობი საშუალება. მე მინდა, რომ ხალხს უფრო მეტად შევაყვარო სპორტი და უფრო მეტად ავუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ჯანსაღი ახალგაზრდობა. ყველაზე დიდი ღონისძიება მსოფლიოში სპორტში ტარდება, რომელსაც ოლიმპიური თამაშები ჰქვია. ასე რომ, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში სპორტი არის პრიორიტეტი. მსოფლიო რუკაზე საქართველოს რომ იცნობენ, დიდი როლი ამაში სპორტმა ითამაშა. მინდა, ჩვენი სპორტსმენების, წვრთნელების, სპორტის დამსახურებული მუშაკების ღვაწლი და შრომა დაფასდეს. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, უკეთესი იქნება კონკრეტულ გეგმებზე იმის შემდეგ ვისაუბრო, იქ [დეპარტამენტში] რომ გადავალ. წესი ასეა და მოდი მოვლენებს არ გავუსწროთ.
– ფაქტობრივად ეს [ორი] ერთი მხარეა. ეს, როგორც ერთი ოჯახი, ისე უნდა იყოს. ერთი მიმართულება უნდა იყოს, ერთი გეზი უნდა იყოს აღებული. სხვანაირად სპორტი არ განვითარდება. ჩვენ ახალი ველოსიპედის შექმნას ნამდვილად არ ვაპირებთ. ვისაც სპორტი უყვარს, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველა ფედერაცია უნდა გავერთიანდეთ როგორც ერთი ოჯახი და ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ. ჩემი მიზანი ესაა.
– სწორ მართვას – როცა იცი, რა სჭირდება სპორტსმენს, სად სტკივა, როდის სტკივა. სპორტსმენის სწორად მიყვანა შეჯიბრზე. არის ათასი ნიუანსი – წონის კლების მეთოდები, ვიტამინები… ზოგიერთს ჰგონია, რომ სპორტი არის გასახდომი საშუალება… სპორტი არის ფილოსოფია.
მთელი ცხოვრება უნდა ჩადო, რომ სპორტში რაიმე წარმატებას მიაღწიო. მე ბევრი სპორტსმენი მინახავს, ვისაც მართლაც მაგრად უშრომია, უწვალია და მსოფლიოზე მეოთხე, მესამე ადგილს ზემოთ ვერ წასულა. შემშინებია, ვაი თუ მეც ასე უნდა დამემართოს-მეთქი. ვფიქრობ, ყველაზე რთული და ყველაზე ფაქიზი სფერო სპორტია. თუკი დეპარტამენტში გადავალ, იქ მარტო სპორტი არ იქნება, იქნება ასევე ახალგაზრდობის სფერო. ჩემი დიდი სურვილია, ეს ორი რგოლი რამენაირად დავაკავშირო ერთმანეთს და შევიმუშავოთ ძალიან კარგი და სწორი პროგრამები. ვნახოთ, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ.
– ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რომ სპორტსმენებს დაფასება და მოფერება სჭირდებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს და პირობების შექმნა. ჩვენთან, პორტსკოლაში, სპორტის 25 სახეობაა გაერთიანებული. ასე თუ ისე ყველასთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი სპორტსმენებს რა სჭირდებათ. სჭირდებათ დარბაზი, დარბაზში – სითბო, ცხელი წყალი, კარგი მწვრთნელი და ასე შემდეგ.
_ წლების წინ აქ რვა სპორტსკოლა გაერთიანდა. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა – ვინ სად იყო და რას აკეთებდა არავინ იცოდა. სერიოზული არეულობა იყო. ზუსტად 45 დღეში დავალაგეთ, სპორტსკოლის თანამშრომლები ამომიდგნენ მხარში. მარტო სპორტსმენობა არ შველის და მარტო მსოფლიო ჩემპიონობა. ბევრი მსოფლიო ჩემპიონი მინახავს, ვისაც მწვრთნელობა არ შეუძლია. ბევრი მწვრთნელი მინახავს, ვინც სერიოზული სპორტსმენი არ ყოფილა და მინახავს წარმარტებული სპორტსმენი, რომელიც ყოფილა ასევე კარგი მწვრთნელი და მენეჯერი. მძლეოსნობას აქვს დიდი პრობლემები. ძალიან უყურადღებოდ დაგვრჩა სპორტის ეს ერთ-ერთი უძლიერესი სახეობა – დედოფალ სახეობას უწოდებენ მსოფლიოში. ვფიქრობ, მათ უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება.
– მაგ საკითხზე მე მთავრობასთან არ მისაუბრია. აქ დაახლოებით 200-მდე მუშაკია და 2000-მდე სპორტსმენი. სპორტსკოლა სამინისტროს ბალანსზეა. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება დირექტორის ვინაობა, მაგრამ მეც თუ დამაფასებენ და შემეკითხებიან, მადლობელი ვიქნები. ვფიქრობ, ისეთი კანდიდატი უნდა შეირჩეს, ვინც მთელი სპორტული საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, ვისაც უყვარს სპორტი სულით და გულით და ვისაც დიდი გამოცდილება აქვს.
–რამდენადიცნობთდეპარტამენტისთანამშრომლებს?
– ისეთი მძიმე ხასიათის კაცი არა ვარ, რომ ვერავინ ვერ შემეგუოს, ვფიქრობ არანაირი პრობლემა არ იქნება. დეპარტამენტი ჩემი შექმნილი არ არის და არც ჩემი სახლია, როგორც ხელისუფლება გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი. ჩემი მიზანია, სპორტი ვმართო და ამ ხალხის შრომა სათანადოდ დაფასდეს. მე სხვა მიზანი არ მაქვს.
– რასაც მიყვებით, მეცინება და არის აბსურდი. ეტყობა, როგორც სპორტსმენი, ვიღაცამ სიმბოლურად შემიყვანა. 101-ე თუ ვიყავი, სასაცილო ციფრია. ციდან ჩამოფრენილი არც მე არ ვარ და სხვა გალაქტიკიდან. ვისაც ჩემთან ერთად მუშაობა გაუჭირდება, გზა ფართოა. ნაციონალების დროს ვმუშაობდი, სპორტსკოლის დირექტორი ვიყავი. ცხოვრებაში პარტიაში არ ვყოფილვარ, პირველად ვარ „ოცნების“ წევრი.
„სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს. „შერლოკში“ გამარჯვება პირველი არ არის, მანამდე „ევერესტშიც“ პირველ ადგილზე გავედი. რომ გითხრათ ბევრს ვმეცადინეობ გასამარჯვებლად-მეთქი, არ იქნება მართალი. მამაჩემს მოაქვს ხოლმე მათემატიკის ამოცანები სახლში და ვმეცადინეობ. დღეში ოც ამოცანას ვხსნი. ტურისთვის რომ ვმეცადინეობთ, მაშინ 100 ამოცანასაც ვხსნი “, – ამბობს გიორგი ვარშალომიძე.
ძმის მსგავსად მეცადინეობს თორნიკეც.
„მეორე საჯარო სკოლაში ვსწავლობ. ჩემს კლასში ბევრი ნიჭიერი ბავშვია. მეც მინდა სულ პირველ ადგილზე გასვლა, მაგრამ ხანდახან არ გამოდის. თუმცა ამაზე დიდად არ ვნერვიულობ. „შერლოკის~ ოლიმპიადაზე პირველ ადგილს თუ დავიკავებდი, არ ველოდი. ძალიან გამიხარდა“, – ამბობს თორნიკე.
გიორგის წარმატების მიღწევის საკუთარი გზა აქვს.
„როდესაც ოლიმპიადაზე გავდივარ, ჯერ ვცდილობ ადვილი ამოცანები გავაკეთო, შემდეგ რთულები დავიწყო“, – ამბობს ის.
გიორგი ამბობს, რომ გენური ინჟინერია აინტერესებს და როდესაც გაიზრდება შესაძლოა ამ სფეროში დაიწყოს მუშაობა.
„იურისტის პროფესიაც მომწონს, მაგრამ უფრო გენური ინჟინერია მაინტერესებს. „National Georgraphic“-ზე და დისქავერზე ვუყურებ ხოლმე გადაცემებს. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, მეც მინდა ოდესმე ამაში მონაწილეობა მივიღო“, – ამბობს ის.
თორნიკეს გამომგონებლის პროფესია უფრო ხიბლავს. მისი თქმით, ჯერჯერობით ქაღალდისგან თვითმფრინავებს აკეთებს. მერე რა იქნება, ჯერ არ იცის. გიორგიც და თორნიკეც სკოლაში ხუთი წლის შეიყვანეს მშობლებმა. თავის მიღწევებზე საუბრისას გიორგი ამბობს, რომ გული დაწყდებოდა სკოლაში უფრო გვიან რომ შესულიყო.
„მეც და თორნიკეც ხუთი წლის შევედით სკოლაში. ჩემი კლასელებიდანაც ბევრია ხუთი წლის შესული სკოლაში. მე რასაც ვხედავ, ძირითადად ყველაზე წარჩინებული მოსწავლეები სკოლაში ხუთი წლის შესული ბავშვები არიან“, – ამბობს გიორგი.
მისი თქმით, სწავლა ყველაზე ადვილი პირველ კლასში იყო.
„პირველ კლასში უფრო თავისუფალი ვიყავი. არც ბევრ დროს ვუთმობდი სწავლას, არც ცოტას, ზუსტად იმდენს, რომ ყველაფრისთვის მრჩებოდა დრო~. თუ სამეცადინო არ აქვთ, თავისუფალ დროს კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ ან წიგნებს კითხულობენ. გიორგის საყვარელი წიგნი „განძის კუნძულია“, თორნიკესი კი – „ტომ სოიერის თავგადასავალი“.