საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს უჩივლებს

 

 

ირაკლი ჭეიშვილი

 

„მე მივაწოდე ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილს, რომ ნარკოტიკები რომელიც შემოვიდა სარფიდან, იდო ჭეიშვილის მანქანაში“-განაცხადა მურმან დუმბაძემ „PS-თან“ საუბარში.

 

ირაკლი ჭეიშვილის ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ის ამ განცხადების გამო ვიცე-სპიკერს სასამართლოში უჩივლებს:

 

„სიუჟეტის ანონსი და მთლიანად სიუჯეტის სტრუქტურა აგებულია ისე, რომ დააეჭვოს მაყურებელი თითქოს ამ სისაძაგლეში რაიმე წვლილი ხომ არ მიმიძღვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ეს არის ერთ ქალზე ამოფარებული (მედეა ვასაძეს ვგულისხმობ) ვითომ პოლიტიკოსის სინამდვილეში პოლიტიკით მოვაჭრე მურმან დუმბაძის პათოლოგიური ავანტიურა რომლითაც დაკავებულია იგი უკანასკნელი წლები. 

 

პირადად ჩემი, ჩემი ოჯახის, ქალაქის საკრებულოს იმ გუნდის ღირსებას რომელსაც წარმოვადგენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და ამიტომ აუცილებლად მივმართავ სასამართლოს, რადგან გაიგოს მოქალაქეებმა ვინ არის მურმან დუმბაძე და რა ინტერესი ამოძრავებს მის გაუმაძღარ კლანს. უფრო დეტალურად მოგვიანებით მოგახსენებთ!“- წერს საკრებულოს თავმჯდომარე ფეისბუკში. 

 

მურმან დუმბაძე

თინა ხიდაშელი ISIS-ის მიერ კავკასიაში ვილაიეთის ჩამოყალიბების გამო მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ

 

“ძალიან მძიმე დღეები იყო მთელი მსოფლიოსთვის. ჩრდილო კავკასია განსაკუთრებით, ვფიქრობ, არც აქამდე იყო ყველაზე უფრო მშვიდი ადგილი და ის საუბრები, რომელიც დღეს ჩვენ გვესმის ექსპერტების მხრიდან, ბუნებრივია გარდა ამ საუბრებისა არის კონკრეტული ინფორმაციები. დღეისათვის რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული ხდება – არა, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო კავკასიაზე, მეომრები მიდიან მათ ძალებში საბრძოლველად, ეს უკვე ძალიან სერიოზული შეშფოთების და წუხილის საგანია, რასაც სჭირდება ადეკვატური, პოზიტიური რეაგირება, როგორც ქართული სახელმწიფოს მხრიდან, ასევე რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ცუდი არ იქნება, რომ რუსეთი უფრო მეტად კონცენტრირებული და დაკავებული იყოს სწორედ ჩრდილო კავკასიაში არსებული საფრთხეების ერთის მხრივ შეფასებით და მეორეს მხრივ მათზე რეაგირებით, ნაცვლად იმისა, რომ მეზობელ სახელმწიფოებში საომარ მოქმედებებს აწარმოებდეს. იმიტომ, რომ ეს არის საფრთხე იმ ტიპის, იმ ხარისხის, იმ მასშტაბის, რომელიც თუ მას მიეცა განვითარების საშუალება, შესაძლებელია დამანგრეველი აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი ზომის მიუხედავად. ამიტომ ყველა ერთობლივი ძალით უნდა ვიყოთ ამ საფრთხესთან ბრძოლაში ჩართული და არა ერთმანეთთან ბრძოლაში ჩართული” – თქვა მან.

 

 

 

 

უსუფაშვილი – ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი მიიღებს ისეთ სახეს, რომელიც იქნება სასარგებლო სისტემისთვის

 

“ჯერჯერობით ჩვენ რა შეფასებებიც მოვისმინეთ უცხოელებისგან თუ ადგილობრივი დაინტერესბეული პირებისგან, მათი უმეტესობა ეფუძნებოდა კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც იყო ინიცირებული რამდენიმე კვირის წინ. გუშინ პარლამენტმა კენჭი უყარა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ კანონპროექტს, რომელშიც ის ძალიან ბევრი შენიშვნა, მოსაზრება, რომელიც ჰქონდათ ქართველ თუ უცხოელ ექსპერტებს, არის ასახული და პარლამეტმა გამოთქვა მზადყოფნა იმისთვის, რომ პირველ და მეორე მოსმენას შორის კიდევ ერთხელ ყველა დაინტერესებულ პირთან ჩატარდეს კონსულტაციები და ყველა საკითხზე მიღწეულ იქნას კომპრომისი. ვიმეორებ, რომ პირვანდელ სახესა და გუშინდელ ვერსიას შორის, ძალიან სერიოზული განსხვავებაა. ყველა ის ძირითადი პრინციპული საკითხი, რომელზეც იყო დავა –  პროექტში ასე თუ ისე ასახულია, მაგრამ იგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.  დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი მიიღებს ისეთ სახეს, რომელიც იქნება სასარგებლო სისტემისთვის და არ იქნება გარკვეული სპეკულაციების საშუალება. ზოგადად, პოლიტიკური პროცესია ნებისმიერი კანონის განხილვა. აქ პოლიტიკურ ვნებათაღელვას ვერ ავცდებით, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება პროფესიული სტანდარტების დონეზე იყოს მსჯელობა და პოლიტიზირება არ იყოს არც ერთი მხრიდან, არც პროექტის მომხრეების და არც მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბათუმში, შავი ზღვის მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა მხარი გუშინ , 78 ხმით 1–ის წინააღმდეგ დაუჭირა და გუშინვე მიიღო აღნიშნული ორგანული კანონპროეტის თანმდევი კანონპროეტებიც.

 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას შეეხება, ვეტოს დაადებს –  “ბუნებრივია, როდესაც ნებისმიერი ტიპის ინიციატივა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა, გაუარესებას გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, თავისთავად ცხადია, პრეზიდენტი ამას ვეტოს დაადებს,” – თქვა გიორგი აბაშიშვილმა.

 

ბათუმის საკრებულოს წევრი: მურმან დუმბაძე ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა

 

 

“დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ამას რა თქმა უნდა, თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მაგრამ ზოგჯერ დუმილი იმაზე მეტი დარღვევაა, ვიდრე რაიმე მოცემულობის არასწორი კონსტატირება. ის რაც “ყველაზე ობიექტური ტელევიზიის” ერთ-ერთი გადაცემის ანონსში ვნახე, ჩემთვის გახდა მთელი რიგი საკითხების განხილვის საფუძველი. რა თქმა უნდა ფაქტია, რომ მე ვერ გამოვდგები ვინმეს (თუნდაც ჩემი გუნდის წევრის) დამცველად, მაგრამ ჩემი შინაგანი რწმენა არ მომცემს იმის უფლებას, რომ ჩემივე სუბიექტური აზრი არ მოგახსენოთ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით.

დავიწყოთ მარტივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა მიზეზი ზოგადად ამ რეპორტაჟისა და კონკრეტულად მურმან დუმბაძის და მისი დამქაშების ასეთი არაჯანსაღი გააქტიურებისა. საქმე იმაშია, რომ გუშინ და დღეს არ დაწყებულა ეს დამოკიდებულება მურმან დუმბაძისა ირაკლი ჭეიშვილის და ზოგადად „ქართული ოცნებისადმი“. მიზეზი იმ პირველ უარშია, რომელიც უთხრეს “გამოცდილ პოლიტიკოსს” იმ სიმახინჯეებზე, რომლის დანერგვასაც ის ცდილობდა აჭარის პოლიტიკურ თუ ყოფით რეალობაში. სამწუხაროდ მურმანი არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა და ამ შეცდომის შედეგებს დღემდე ვიმკით. რა თქმა უნდა, ურჩევნია “პატივცემულ” მურმანს, როგორც ყველა ანტაგონისტს, დამბრალებლის პოზიციაში იყოს და ეძებოს მარტივი და სულელური გზები თავისი პოლიტიკური უმეცრების მისაჩქმალად, მაგრამ სამწუხაროდ ავიწყდება მას, რომ ჰომეროსიდან – ბეგბედერამდე არც ერთ უარყოფით გმირს არ მოუპოვებია საზოგადოების კეთილგანწყობა. თუმცაღა ბედის ირონია არსებობს ბუნებაში და ამის თვალსაჩინო მაგალითად ისიც საკმარისია, რასაც სტატუსი – ვიცე-სპიკერი ჰქვია. “პატივცემულ” მურმანს კი ავიწყდება, რომ სწორედ იმ ორგანოს წევრია, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ცნება – უდანაშაულობის პრეზუმცია. თუმცაღა ამ ცნებას არ შევეხები, რადგან მინდა დაგანახოთ – ვის და რაში სდებენ ბრალს. ირაკლი ჭეიშვილი, 33 წლის ახალგაზრდა და წარმატებული ადამიანია, რომლისთვისაც არათუ ნარკოტიკის არამედ ნიკოტინის და ალკოჰოლის მიღებაც კი არადამახასიათებელია. ამ თემის უფრო ფართოდ განხილვა საჭიროდ არ მიმაჩნია, ვინაიდან მურმანმა თავისი აზროვნება აბსურდის იმ ხარისხზე აიყვანა, რომ ეს ჩემთვის კი არა სემუელ ბეკეტისათვისაც კი მიუღწეველი სიმაღლეა. 

P.S –P.S -ის სიუჟეტზე:
1) ჩემი აზრით ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მურმან დუმბაძე თურქეთში ლევან ვარშალომიძეს მხოლოდ სამხრეთ კორეულ კინემატოგრაფზე არ ესაუბრა და მიიღო კონკრეტული მითითებები, კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ.

2) ამ შემთხვევაში ირაკლი ჭეიშვილი არის საკრებულოს და ზოგადად ქართული ოცნების კრებითი სახე და მურმანის ეს გებელსისეული პროპაგანდა მთლიანად გუნდის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი გაეცემა” – წერს თავის ფეისბუქგვერდზე მიქელაძე.

 

სარფში 6 მილიონამდე ევროს გადასახადების დამალვისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს

 

ერდოღან დაგდევირენს ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გადასახადებისაგან თავის არიდებას გულისხმობს.


ერდოღან დაგდევირენი 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა კომპანია „კესტელს“ (საფრანგეთი), რომელიც გერმანიაში სხვადასხვა კომპანიიდან დიდი ოდენობით სიგარეტის შესყიდვას ახორციელებდა. მის მიერ გადაუხდელმა გადასახადებმა 5 684 740,31 ევრო შეადგინა.


ამჟამად ერდოღან დაგდევირენის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შსს: აჭარაში 32 კილოგრამი ტროტილი ამოიღეს

 

სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას, 32 კგ ტროტილი, 18 კაფსულ-დეტონატორი და 30 მეტრის სიგრძის ცეცხლგამტარი ზონარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

საზღვარგარეთ დაკავებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკა

 

2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე უკვე დაკავებულია საქართველოს 342 მოქალაქე.

 

“რაც შეეხება საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტირების/გამოძევების შემთხვევებს, 2010-2014 წლებში აღნიშნული ქვეყნებიდან სულ დეპორტირებულია 8 610 საქართველოს მოქალაქე. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დაკავებების მსგავსად, დეპორტირების შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება – 2 280 პირი. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი განახევრებულია, ხოლო 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში სულ დეპორტირებულია 201 საქართველოს მოქალაქე” – წერია IDFI-ს ანგარიშში.

 

 

 

ბსუ-ს თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე

 

 

ბექა მაკარაძე
ბექა მაკარაძე

ბექა, რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით თვითმმართველობის თავმჯდომარე?

ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და მინდა კარგი გავაკეთო უნივერსიტეტისთვის. ბევრი ახალი და საინტერესო იდეა მაქვს და მინდა მისი განხორციელება, ამაში კი თვითმმართველობის თავმჯდომარეობა ძალიან დამეხმარება. სტუდენტებმა ნდობა გამომიცხადეს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავამართლო. 


რის გაკეთებას აპირებთ?

 პირველ რიგში სამეცნიერო ღონისძიებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას. ასევე წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეა. გვინდა გავაკეთოთ საერთაშორისო კონფერენცია. თუ უცხოელებს ვერ მოვიწვევთ, გვინდა, რომ თბილისის უნივერსიტეტები ჩავრთოთ ამ ღონისძიებებში. რეფერატულ ნაშრომებს ამზადებენ სტუდენტები, გვინდა, შემდეგ ეს ნაშრომები სადმე დავბეჭდოთ, გამოვაქვეყნოთ. ეს მათი ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამეცნიერო ცხოვრებაში. სამსახურს რომ დაიწყებენ, გამოადგებათ. 


94 წევრი ვართ სტუდენტურ თვითმმართველობაში. მათაც რამე კარგი აზრი თუ ექნებათ განსახორციელებლად, დავამატებთ და გავაკეთებთ. ასევე გვინდა, მივხედოთ სტუდენტურ ცხოვრებას, სტუდენტური დღეების განხორციელება კარგი იქნება. ადრე რომ ხდებოდა ფაკულტეტებს შორის შეჯიბრებები, უფრო აქტიურს გახდის სტუდენტებს. ასევე სპორტულ ღონისძიებებსაც მივხედავთ, შეჯიბრებებს მოვაწყობთ.

21-ე საუკუნეა, მაგრამ ინფორმაციას, რომელიც სჭირდება სტუდენტს, იღებს სტენდზე გაკრული ფურცლებიდან. ამიტომ გვინდა დიდი ტელევიზორები შევიძინოთ, დავამონტაჟოთ რამდენიმე კუთხეში, სადაც მიღებულ ინფორმაციებს გავაშუქებთ ელექტრონულად. ყოველ სტუდენტს ახალი ინფორმაციის მიღება ელექტრონული ტაბლოს მეშვეობით შეეძლება.

ასევე შემეცნებითი ექსკურსიების ჩატარება გვსურს. როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობ, ეცნობი რომელ წელს აშენდა ეკლესია, რომელი მეფის პერიოდში, ეს და განათლების დონესაც ზრდის.

გვინდა მანტიები შევიძინოთ კურსდამთავრებულთათვის, ოღონდ არ ვიცით რამდენად მოგვცემს ბიუჯეტი ამის საშუალებას. უნივერსიტეტს არ აქვს ყველა სტუდენტისთვის საკმარისი მანტია, ამიტომ იცვამს მხოლოდ წარჩინებული სტუდენტი, რაც არ მომწონს. ყველა სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტს ამთავრებს, ამ დღეს ერთნაირად ელოდება და არ უნდა დაწყდეთ გული. ამ საკითხის მოგვარებას ვფიქრობთ. შევკერავთ იმდენს, რამდენის საშუალებასაც მოგვცემს ბიუჯეტი და ეტაპობრივად ეს პრობლემაც მოგვარდება.

 

როგორც ვიცი, საგამოცდო ბარიერი 21 ქულით არის განსაზღვრული. სტუდენტებს ამასთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია და თუ აპირებთ ამ საკითხით დაინტერესებას?

 მე პირადად ახლა ბარიერთან შეხება არ მქონია. ჩემთვის ბარიერი პრობლემა არ არის, რადგან სტიპენდიაზე გავდივარ და ყოველთვის ვეცდები მაქსიმალური ქულები მივიღო, მაგრამ სტუდენტების უმრავლესობა თუ ჩათვლის, რომ საჭიროა ბარიერის დაწევა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გვერდში დავუდგები.


უნივერსიტეტში სწავლის დონესთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რამდენად კმაყოფილი ხართ არსებული სწავლის ხარისხით?

პირადად მე ჰუმანიტარულზე ვსწავლობ, ახალი მოსული ვარ თვითმმართველობაში და სხვა ფაკულტეტებთან დიდად შეხება არ მქონია. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ. მაქსიმალურად ითხოვენ ლექტორები სტუდენტებისგან და ყოველთვის დატვირთული ვიყავი. 


 რამდენად რეალურია იმის განხორციელება, რა გეგმებიც გაქვთ?

თვითმმართველობაში მარტო მე არ ვარ, აქ არის 94 კაცი. რა თქმა უნდა, მათთან ერთად მაქსიმალურად ვეცდები განვახორციელოთ ისეთი რამ, რაც უნივერსიტეტისთვის იქნება კარგი, რაც მას მოუტანს წარმატებას. 


წინა წლებში იყო ისეთი პრაქტიკა, თვითმმართველობის თავმჯდომარე ვერ გახდებოდა ისე ვერავინ, თუკი მას არ ჰქონდა ხელისუფლების მხარდაჭერა. თქვენი აზრით, უნდა ერეოდეს თუ არა ხელისუფლება ასეთ საკითხებში?

არ უნდა ერეოდეს ხელისუფლება და ვფიქრობ, არც ერევა. სტუდენტები, თვითმმართველობა და პოლიტიკა არ არის ერთმანეთთან კავშირში. სტუდენტებს თავისი საქმე აქვთ – უნივერსიტეტში ამდენი რამაა გასაკეთებელი. 


ახალი სასწავლო წლისთვის რა გეგმები გაქვთ?

სექტემბრისთვის ჩვენი გეგმა არის კონფერენციის ჩატარება უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით.

 

ქართული მეჩეთების არქიტექტურა

აჭარაში მეჩეთების შენება აქტიურად მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 1871-1873 წლებში აჭარაში 141 ჯამე იყო აღრიცხული.

მეჩეთებს თავდაპირველად ბეგები აშენებდნენ, ოსმალეთის სულთნისთვის ერთგულება რომ დაემტკიცებინათ.

თანზიმათის  ანუ რეფორმების გატარების შედეგად თურქეთის არმიაში აჭარაში მცხოვრებთაც იწვევდნენ. ვინც ისლამი მიიღო და თურქული ისწავლა, მას არმიაში დაწინაურების შანსი ჰქონდა. ნელ-ნელა სოფლებშიც გაჩნდნენ მორწმუნეები და ჯამეების აშენებაც დაიწყეს.

ჭვანას მეჩეთის შესასვლელი კარი

საინტერესო ფაქტია, რომ აჭარაში მეჩეთების მშენებლობა აქტიურ ფაზაში 1877-1878 წლების, რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ შევიდა. მე-19 საუკუნის ბოლოს აჭარაში უკვე 200 ჯამე იყო. საკუთარი სალოცავის ქონა ამა თუ იმ სოფლისათვის პრესტიჟის საკითხად მიიჩნეოდა.

„მუსლიმანური სამლოცველოების მშენებლობის ტემპის გააქტიურებას XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე მორწმუნეთა შინაგანი სულიერი განწყობა და არსებულ სიტუაციაში გაურკვევლობა განაპირობებდა”, – წერს მკვლევარი ჯემალ ვარშალომიძე.

რეგიონში არსებული ხის მეჩეთთა უმრავლესობა გარეგნულად ადგილობრივ საცხოვრებელ სახლებს ჰგავს.

„ისლამიზაციის პერიოდში აჭარაში არსებული ქართული ხალხური სამშენებლო ხელოვნება ისლამურ არქიტექტურას ჩვეულ იერს აძლევდა. აღნიშნული აშკარად თვალსაჩინოა, განსაკუთრებით ხის საკულტო ნაგებობების შემთხვევაში. აჭარაში მეჩეთსა და საცხოვრებელს შორის მსგავსება შეიმჩნევა არა მხოლოდ გარეგნულ მხარეში, არამედ მეჩეთთან დაკავშირებულ სამშენებლო წესში, კარსარკმლის განლაგებაში, ფორმაში და ა.შ. ესა თუ ის არქიტექტურული ელემენტი ქართული ხითხუროობის საუცხოო ნიმუშს წარმოადგენს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ისლამისთვის აუცილებელი იყო რელიგიური დოგმატიკისა და წეს-ჩვეულებების დამკვიდრება და არა სამშენებლო თავისებურებები”, – ვკითხულობთ ისტორიის აკადემიური დოქტორის რუსლან ბარამიძის მიერ დაწერილ ნაშრომში „მუსლიმური საკულტო ნაგებობანი”.

სოფელ ღორჯომის მეჩეთის ინტერიერი

ყველა ძველი მეჩეთის ინტერიერი, რომელიც აჭარაში გვხვდება ჩუქურთმებითა და ნახატებითაა გაფორმებული.

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში 150 წლის წინ ლაზი ოსტატების მიერ აგებული მეჩეთი დგას. უძველეს კარის ანჯამაზე ამოტვიფრული არაბული წარწერები მისი მშენებლობის თარიღს გვამცნობს. კვირიკეს ჯამე ხალხური ხელოსნობისა და ხითხუროობის საინტერესო ნიმუშადაა მიჩნეული. ინტერიერი მთლიანად მოჩუქურთმებულია. ღვთის მსახურება აქ 1993 წლიდან განახლდა. რესტავრაციამ, რომელიც დღემდე გრძელდება, თავისი კვალი დააჩნია. მიჰრაბზე (ადგილი, სადაც იმამი დგება ლოცვის თუ სხვა რელიგიური წესის შესრულებისას) ნეონის ნათურებია მიმაგრებული.

რუსლან ბარამიძის თქმით, ოსტატები, რომლებიც აგებდნენ მეჩეთებს, იყენებდნენ იმ სამშენებლო ტრადიციებს, რომელიც მათთვის ნაცნობი იყო. ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში საკულტო ნაგებობების მშენებლობა რეგიონში შეჩერებული იყო, ქვით არაფერს არ აშენებდნენ. მთელი ტრადიცია გადავიდა ხეზე და ორიენტირებული იყო საცხოვრებელ სახლებზე. ამიტომ არქიტექტურა მთლიანად იმეორებს იმ სტილს, რაც იყო დაკავშირებული საცხოვრებელი სახლებისთვის. როგორც გარე იერი, ასევე გადახურვის თავისებურება, არქიტექტურული შედგენა, აივანიც. უბრალოდ შიდა სივრცე იყო მთლიანად შეცვლილი და მეჩეთის მოწყობის სტრუქტურაზე მორგებული.

კვირიკეს მეჩეთი

ხალხურ მეხსიერებაში შემორჩა ისტორია ქრისტიანული ტაძრების ადგილებზე აშენებული მეჩეთების შესახებ. მკვლევარები ამბობენ, რომ ზოგიერთი ჯამე მართლაც ნაეკლესიარზეა აშენებული, ზოგში კი სამშენებლო მასალად ეკლესიის ქვებია გამოყენებული.

„აჭარაში ხის, ქვის (ან ქვის საძირკველსა თუ სართულზე შედგმული ხის) მეჩეთები-ჯამეები თითოეული სოფლის (თემის) ცენტრალურ და საუკეთესო ადგილებშია განლაგებული, მეტწილად, იმ ადგილებში, სადაც ადრე ეკლესიები იდგა, რის გამოც მრავლადაა დამკვიდრებული ტოპონიმები: ნაეკლესიარი, ნასაყდრალი, ნაქილისვარი, ნაქართლი”, – წერს მკვლევარი ჯემალ ვარშალომიძე ნაშრომში „ჯამეების ტრადიციული დეკორი”.

რუსლან ბარამიძე ამბობს, რომ ზოგიერთ მეჩეთში მართლაცაა ეკლესიის ქვები გამოყენებული, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ ჰქონია.

„ეკლესიის მშენებლობისთვის საჭირო იყო ისეთი ადგილი, რომელიც ადამიანს სულიერი თვალსაზრისით მისცემდა საშუალებას განმარტოებულიყო, მოწყვეტილიყო ცხოვრებას. თუ მონასტერი იყო, მით უმეტეს. ცენტრში არ შენდებოდა. ისლამი პირიქით, ორიენტირებული იყო მეჩეთის ცენტრში აშენებაზე. ეს იყო უბნის ცენტრალური ნაწილი. მეჩეთი კეთდებოდა ცენტრში და შემდეგ ირგვლივ იყო უბანი. შესაბამისად, ცოტა განსხვავებული სპეციფიკა ჰქონდა განლაგების მიხედვით.

მეორე მომენტი, მეჩეთების დროს გამოყენებული იყო სამშენებლო ქვები, რომელიც მანამდე არსებულ ეკლესიებში იყო. ეს ფაქტია. ამას არავინ უარყოფს. თუმცა მეჩეთების ერთი ნაწილი სპეციალურად მოტანილი ქვებითაც კეთდებოდა. თუ იყო შენობა, მას პატივისცემით ეპყრობოდა მოსახლეობა, ყურადღებას აქცევდა. უბრალოდ, რაღაც პერიოდის შემდეგ დაიწყო მეჩეთებზე ამ მასალების გამოყენება. ეს არ იყო მუდმივი ხასიათის და ყველა მაინცადამაინც ამას არ აკეთებდა”, – ამბობს რუსლან ბარამიძე.

ერთ-ერთი მეჩეთი აჭარაში, რომელზეც ქრისტიანული კვალი აღინიშნება, ზემო ჩხუტუნეთში არსებული ჯამეა. მეჩეთი 1984 წლიდან მუზეუმადაა გადაკეთებული. მასში განთავსებულია საყოფაცხოვრებო, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ნივთები.

ზემო ჩხუტუნეთში მდებარე მეჩეთს საინტერესო არქიტექტურა აქვს. ხუთბეზე ამოჭრილი ჩუქურთმები კი მნახველის გაოცებას იწვევს.

„200 წელია ანათებს, აი, ამ ფანჯრიდან მზე და ჯერჯერობით საღებავებს ფერი არ შეუცვლია, როგორც წაუსვეს, ისევ ისე არის. ფიცარზე არის ამოკვეთილი ვაზი, ყურძენი და ორნამენტებს შორის არც ერთი მილიმეტრი გადახრა არ არის. საერთოდ მუსლიმანურ სარწმუნოებაში და განსაკუთრებით ჯამეში აკრძალული იყო ღვინო, ყურძენი, სპირტიანი სასმელები, მაგრამ ქართველებმა ამოკვეთეს ვაზი. ხუთბეზე (ხუთბე – ადგილი, საიდანაც იმამი წარმოთქვამს პარასკევის ან სადღესასწაულო ლოცვას) ასევე ამოკვეთილია დოქი და ბორჯღალო, რომელიც მეორე-მესამე საუკუნეში საქართველოს გერბი იყო”, – გვიხსნის მალხაზ ნაგერვაძე, ჩხუტუნეთის მუზეუმის დირექტორი.

ჩუქურთმა ზემო ჩხუტუნეთის მეჩეთის ხუთბეზე

რუსლან ბარამიძის აზრით კი, როგორც სამშენებლო ტრადიციები გადმოიტანეს ოსტატებმა, ისე გადმოიტანეს ორნამენტებიც.

რუსლან ბარამიძე: „ადგილობრივმა ოსტატებმა ეკლესიების მშენებლობაში გამოყენებული გაფორმება, სამშენებლო ტრადიციები გადაიტანეს მუსლიმურ არქიტექტურაში. საქმე ეხება სამშენებლო ხელოვნების გადატანას რელიგიური კომპონენტების გათვალისწინებით, ანუ ძირითადად ფარულ ან ირიბ ქრისტიანობასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ეს არის სამშენებლო ხელოვნება, რომელიც წარსულში იყო და რომელიც აღარ გამოიყენებოდა ეკლესიებში და გადმოვიდა მეჩეთებში. ეკლესიაზე გამოხატული ორნამენტები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელ ართვინის ტერიტორიაზე და რასაც ვხედავთ მეჩეთებზე, ხშირ შემთხვევაში მგავსია. ანუ სამშენებლო ხელოვნები იყენებდნენ წარსულში არსებულ ორნამენტებს, ან აკეთებდნენ იმას, რაც იცოდნენ იმ მომენტისთვის.

ისე როგორც თურქეთში, ასევე აჭარაში არსებულ მეჩეთებზე ჩვენ გვხვდებ,ა მაგალითად, ჯვრების სხვადასხვა გამოხატულება და ფორმები. ეს რელიგიური ნიშანი კი არ არის, არამედ წარსულშიც ცნობილი ძალიან კარგი საშუალება და ხერხი გაფორმებისა. მათ შორის სივრცის გაყოფისა. მაჭახლის მეჩეთში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა, ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ ჯვარს. სინამდვილეში ეს არის გაფორმების ფორმა. იგივე ეხება ვენახსაც და ყურძენსაც, ის აქტიურად გადმოდიოდა, როგორც გაფორმების მცენარეული მოტივი. ნაცნობი იყო. აქ ვერ იქნებოდა გამოყენებული უცნობი მცენარეები. ხდებოდა ელემენტების ადაპტაცია და გამოყენება. ვენახის გამოყენება იყო დაკავშირებული იმასთან, რომ ვენახი ფართოდ გამოიყენებოდა – ყველა იცნობდა ვენახს და ვენახთან დაკავშირებული ორნამენტიც პოპულარული იყო. ოსტატი ხშირ შემთხვევაში აკეთებდა იმას, რაც იცოდა.

აჭარაში არის არა ერთი მეჩეთი, სადაც გვხვდება მაგენ დავიდი (დავითის ვარსკვლავი). ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ადგილობრივებში იუდაიზმის გავრცელებაზე. ეს არის ის ტრადიციები, რასაც ოსტატები ხედავდნენ. მაგენ დავიდი ზოგადად რელიგიური სიმბოლოა, ისე როგორც ჯვარი და ნახევარმთვარე”.

ჭვანას მეჩეთის ინტერიერი

ხუთბე, ღორჯომის მეჩეთი

აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ ბათუმის პორტში

 

აშშ-ის საზღვაო ძალების გემის ეკიპაჟის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ბათუმის პორტში გაიმართა. 

 

„ლაბუნი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის. 

საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი „ლაბუნი“ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს. 

 

„ლაბუნი“ ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკშია ბაზირებული. ის აშშ-ის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.

 

აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.

 

ცერემონილას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ – ს საზღვაო ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბრეიდი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

 

მთავრობის შეფასებით “ლაბუნის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება. “ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად”.

 

 

დახვედრის ცერემონიალზე, ამერიკისა და საქართველოს ჰიმნები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორკესტრმა შეასრულა. 

 

 

დახვედრის ცერემონიალის დასრულების შემდეგ აშშ-ის საზღვაო ძალების გემის “ლაგუნი”-ს კაპიტანს კრისტოფერ მაკკალუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის სახლში უმასპინძლა. 

შეხვედრას აშშ-ს საზღვაო ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბრეიდი და კაპიტნის მოადგილე გარი ჩეისი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ნუგზარ სუმანიძემ ეკიპაჟის წევრებს რეგიონი გააცნო და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

საინფორმაციო შეხვედრა ნარკომანიის პრობლემებისა და ნარკოდამოკიდებულთათვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ

 

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, აჭარის ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, საჯარო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, სპორტსმენები, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის და ,,თანადგომა“-ს წევრები.

 

ზუსტი სტატისტიკა მოსახლეობის, თუ რამდენი პროცენტი მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს არ არსებობს, თუმცა აჭარის ნარკოლოგიური ცენტრის, ლია ჯინჭარაძის თქმით, მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოშიც, ნარკოტიკების მოხმარების ასაკი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. მისივე თქმით, სხვადსხვა სახის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე წვდომა აქვთ 12-13 წლის მოზარდებსაც. ასევე საგრძნობლად გაზრდილია ნარკოტიკების მოხმარება ქალებში, თუმცა ლია ჯინჭარაძის თქმით, ნარკოდამოკიდებული ქალების მომართვიანობა ისევ ძალიან დაბალია, რისი ძირითადი მიზეზიც ამ ქალებისადმი საზოგადოებაში არსებული სტიგმაა – “შარშან მაგალითად ჩანაცვლების თერაპიაში სულ რვა ქალი გვყავდა, იმათგან კი მხოლოდ სამი იყო ბათუმელი. წელს ჩანაცვლების თერაპიაში, მხოლოდ ერთი ქალი პაციენტი გვყავს, რომელიც ბათუმელი არ არის. დეტოქსიკაციის პროგრამაში კი წელს არც ერთი ქალი არ გვყავს” – ამბობს ის.

 

საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის, ორი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება – ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა, ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის, რომელიც თანადაფინანსებით ხორციელდება, და რომლის ფარგლებშიც თვეში პაციენტს 110 ლარი აქვს გადასახდელი. თუმცა, აჭარის რეგიონში ამ პროგრამით სარგებლობას პაციენტებისთვის სრულად აფინანსებს “გლობალ ფონდი” – “გარდა ამისა, პროგრამა უფასოა აივ ინფიცირებული და სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის” – ამბობს ჯინჭარაძე.

 

ასევე, საქართველოში ხორციელდება სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც აჭარის ნარკოლოგიური ცენტრიც არის ჩართული. “პროგრამის ფარგლებში პაციენტი ორი კვირის განმავლობაში სტაციონარში მკურნალობს, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში კი მას ფსიქოლოგის მონაწილეობით უტარდებაამბულატორიული რეაბილიტაცია, ფიზიოთეაპიული პროცედურები, მასაჟი და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტით” – ამბობს ლია ჯინჭარაძე. პროგამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან – ამ პროგრამასთან დაკავშირებით სიახლეა ის, რომ თუ ადრე იგი მხოლოდ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის იყო, შარშან წლის ბოლოს, პროგრამაში ჩართვა და დახმარების მიღება შეუძლია იმ ადამიანებსაც, რომლებიც დამოკიდებული არიან სხვა ისეთ ნივთიერებებზე (ფსიქოტროპული მედიკამენტები თუ სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები), რომლებიც არ არის ოფიციალურად ნარკოტიკების სიაში, მაგრამ მათი მოხმარება და მათზე დამოკიდებულება არა ნაკლებ სავალალო შედეგების მომტანია” – ამბობს ჯინჭარაძე.

 

ორივე პროგრამის ფარგლებში მკურნალობა კონფიდენციალურია.

ქობულეთში კულტურის სახლი გაიხსნა

სტუმრებმა ახალ აშენებული კულტურის სახლის სარეპეტიციო, საგამოფენო, საკონფერენციო და ადმინისტრაციული ოთახები დაათვალიერეს, ასევე მოინახულეს 400 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სცენა, სადაც მესამე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სასცენო ნომერი შეასრულეს.

კულტურის სახლის არ არსებობა წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა. კულტურული ობიექტის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 300 000 ლარი დაიხარჯა.

კულტურის სახლის გახსნას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და აჭარის განათლების მინისტრი ესწრებოდა.

საშიშია თუ არა პორტის ტერიტორიაზე დაყრილი ნავთობის კოქსი

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, მოქალაქის განცხადება ამ თემაზე, მათთან ორი დღის წინ შევიდა და მათი წარმომადგენლები ამოწმებენ ადგილს. “ჩვენი ინფორმაციით ეს არ არის ქვანახშირი, ეს არის ნავთობის კოქსი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. პირველადი დათვალიერებით ვერ გეტყვით, რამდენად დაცულია ამ ტვირთის შენახვის ზომები. არსებობს ასეთი ტვირთის შენახვის ზომები, მაგალითად მისი ზედაპირის მორწყვა, რომ არ გაიფანტოს, თუმცა უფრო ზუსტად ამაზე ორშაბათს შევძლებთ პასუხის გაცემას” – ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს აჭარის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

 

ფორუმი ბათუმში ”თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა შშმ მოქალაქეთათვის”

ორგანიზატორების თქმით, ფორუმი მიზნად ისახავს შშმ პირთა თემის მობილიზებასა და ინფორმირებას ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც შშმ პირთა თემისაკენ არის მიმართული, რათა მათ შეძლონ, სურვილისამებრ,  სრულყოფილად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარების მეტად ეფექტური გზების მოძიებას და იქცევა საფუძვლად შშმ პირებისთვის თანაბარი გარემოს შექმნაში.

ფორუმზე განიხილავენ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობას; გაეროს შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაციის პროცესს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეებზე. შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკას – სად ვართ და როგორ ვვითარდებით. ასევე, ისაუბრებენ შშმ პირთა თემის როლისა და გამოწვევების, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის და გაეროს შშმ პირთა კონვენციის დაცვის, პოპულარიზაციისა და განხორციელების მონიტორინგის შესახებ.

ფორუმზე, ორგანიზაცია “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” წარმომადგენელმა, გიორგი ალავიძემ აღნიშა, რომ შშმ პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, გამოსავალი მაქსიმალურ აქტივობაშია –  “შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი რა არის გამოსავალი. შეაწუხეთ ყოველ დღე და იაქტიურეთ, გამოსავალი არის შშმ პირების და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების აქტივობაში. სხვა შემთხვევაში ამას ვერანაირი მექანიზმები ვერ უშველის, რადგან ჩვენს ქვეყანაში არც ერთი მექანიზმი არ მუშაობს ისე, როგროც საჭიროა. საქმეს აკეთებს ის, ვინც აწუხებს ადამიანებს პირდაპირ” – ამბობს ის.

ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” წარმომადგენელმა თომა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიაში ორი თვეა დანიშულია მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში მერია დღემდე არ რთავს საქმიანობაში და არ იყენებს ამ რესურსს.

ფორუმი ეწყობა პროექტის „რეგიონებში შშმ აქტივისტთა და მათი ორგანიზაციების ხელშეწყობა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ჩასართავად” ფარგლებში.

შავი ზღვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები – საკონსტიტუციო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოყენებული სტანდარტები და შესაბამისი პრაქტიკა თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებით; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვის მექანიზმები და მათი სამართლებრივი და პრაქტიკული შედეგები.

კონფერენციაზე მოწვეული არიან შავი ზღვის რეგიონისა და ბელორუსიის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრები; საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები; საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები; არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონფერენციას მართავს ევროკავშირის პროექტის “საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის”, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით.

კონფერენცია ხვალ, 28 ივნისს დასრულდება.

დიდი მწვანე ველი – კინოჩვენება ბათუმში

 

კინოსეანსის მასპინძელია რეჟისორი შოთა გუჯაბიძე. 

 

დასწრება თავისუფალი. 

 

დასაწყისი: 18 საათზე. 

 

მისამართი: ზვიად გამსახურდიას ქუჩა 1/5 


10 კერძი, რომელიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ

 

1. აჭარული ხაჭაპური – აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. 

 

2. სინორი – მის მოსამზადებლად სპეციალურად გამომცხვარი ცომის ფირფიტები, ნადუღი და ერბო დაგჭირდებათ, რომლებსაც ოსტატურად შეურევთ ერთმანეთს და კეცზე გამოცხობის შემდეგ უგემრიელს კერძს მიიღებთ.

 

3. აჭარული ღვინო – აჭარაში მევენახეობის ისტორიეულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი, რომელიც ბათუმიდან 43 კმ-ში მდებარეობს. აჭარაში ყველაზე პოპულარული ღვინის სახეობებია ცოლიკაური (თეთრი) და ჩხავერი (ვარდისფერი).

 

4. ყავა ქვიშაზე და ბაქლავა – ყავის ცხელ ქვიშაზე მოდუღებისას აუცილებელია ქვიშის სასურველი ტემპერატურის დაცვა. ქვიშაზე მომზადებული ყავა შესანიშნავი დესერტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ზღვის პირას მიირთმევთ.  ბაქლავა დესერტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომზადების წესით გამოირჩევა. ლანგარზე გადაჭიმულ სამოცზე მეტ სიფრიფანა ცომის ფენას სათითაოდ აწყობენ ერთმანეთზე წვრილად დაფქვილ თხილთან ან ნიგოზთან ერთად. ფენებს შორის ამატებენ ასევე ერბოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბაქლავის მოსამზადებლად ცხობის პროცესიც. ღუმელიდან გადმოღებულ, რომბისებურად დაჭრილ ტკბილეულს უხვად ასხამენ სიროფს, როცა კარგად გაუჯდება სიტკბო, მაშინ უკვე ბაქლავაც მზადაა.

 

5. აჩმა – აჩმა ხაჭაპურის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მისი მომზადების ტექნოლოგია საკმაოდ განსხვავებულია კლასიკური ხაჭაპურისგან: იგი თხელი ფენებისაგან შედგება, რომლებშიც ჩამდნარი ყველი და კარაქი ერთდროულად ნოყიერი და ჰაეროვანია. 

 

6. იახნი – იახნის მოყვარულებს აჭარის ყველა რაიონში შეხვდებით, მაგრამ ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია ქობულეთში. მას საქონლის მკერდის ნაჭრისგან ამზადებენ. იახნის დასამზადებლად იყენებენ სანელებლების ბევრ ნაირსახეობას, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. იახნი ქობულეთური სუფრის განუყოფელი ნაწილია და მის დამზადებას მხოლოდ გამოცდილ მზარეულებს ანდობენ.

 

7. მალახტო – მალახტო აჭარული სამზარეულოსთვის დამახასითებელი ლობიოს კერძია. მას აუცილებლად ჭყინტი ლობიოსაგან ამზადებენ, რომელსაც მოხარშვის შემდეგ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებლებს და ყველაზე მთავარ ინგრედიენტს – ისრიმის (მკვახე ყურძენი) წვენს ამატებენ, რაც მალახტოს დამახასიათებელ და განსაკუთრებულ გემოს მატებს.

 

8. ბორანო – ბორანო აჭარულ სამზარეულოში გამორჩეული კერძია, იგი ძალიან ნოყიერი და კალორიულია. მისი მომზადებისთვის ძირითადი ინგრედიენტებია ერბო და აჭარული ყველი. არსებობს ბორანოს სხვადასხვა სახეობა, მათგან ყველაზე პოპულარული კვერცხით და სიმინდის ფქვილით დამზადებული ბორანოა. 

 

9. კაიმაღი – კაიმაღი აჭარული სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს რეგიონის მოსახლეობაში. კაიმაღი რძის პროდუქტებისგან მზადდება და გამორჩეულად ნოყიერია. მისი მირთმევა სასურველია ყველთან და მჭადთან ერთად. თუკი ერთხელ მაინც დაგიგემოვნებიათ ეს აჭარული კერძი, მის მირთმევაზე უარს ვერასდროს იტყვით.

 

10. აჭარული ყველი – აჭარაში ყველის ბევრინაირი სახეობაა გავრცეებული, ყველაზე დამახასიათებელი კი აჭარული დაწნული ყველია, რომელსაც ძირითადად მაღალმთიან რეგიონში ამზადებენ. დაწნული ყველის დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია, განსხვავებული ფორმა და დამახასიათებელი გემო მიმზიდველია ნებისმიერი გურმანისთვის.


 

 

 

შსს-მ იარაღის ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით ირანისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა

 

სამინისტროს ინფორმაციით: „გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქეები: ტოჰიდ ე. ნაჰარინ მოჰჰამად ა. და სეიედ რაზავი მირ ქ. საქართველოს მოქალაქეების: ცოტნე პ-ს, ნიკა ბ-ს და ალექსანდრე ა-ს. დახმარებით საქართველოში ყიდულობდნენ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაჰქონდათ. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული პირები უკანონო იარაღის საქართველოში შეძენას და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეალიზაციას პერიოდულად აწარმოებდნენ.

 

სამართალდამცველებმა ტოჰიდ ე-ს დროებითი საცხოვრებელი ბინისა და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 520 საბრძოლო ვაზნა, ნაჰარინ მოჰამად ა-ს და სეიედ რაზავი მირ ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი ირანის რესპუბლიკის კუთვნილი ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილი ავტობუსის ჩხრეკისას 200 საბრძოლო ვაზნა და „ჩე-ზე 500“-ის მოდელის შაშხანა, ხოლო ალექსანდრე ა-ს საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 51 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით)“.

 

”მე ადამიანი ვარ” – ახალი სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თეატრალურ სარდაფში

 

 

სპექტაკლის რეჟისორი აჩი გოგუაძე ამბობს, რომ სპექტაკლზე დაახლოებით თვე-ნახევარი მუშაობდნენ. სპექტაკლში ორი პერსონაჟია, რომელთა როლებსაც, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ელისაბეტა მხეიძე და თბილისიდან მოწვეული მსახიობი – ივანე ჭელიძე ასრულებდნენ. დრამატურგი – ზურა მელიქიძე, მხატვარი კი გიორგი წულაძეა.

 

 

“სპექტაკლის ჟანრის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ეს უფრო აბსურდია, ვიდრე ტრაგედია ან კომედია. პიესა იმ ადამიანზე, რომელიც საკუთარ თავში, საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, რომელმაც თავი გაირიყა მთელი სამყაროსგან. მასთან მოდის ქალი, რომელიც ცდილობს მის გამოყვანას ნაჭუჭიდან, მაგრამ კაცი მას მაინც არ უშვებს ბოლომდე ახლოს. ჩვენი მესიჯი ამ სპექტაკლით არის ის, რომ ადამიანი არ უნდა იყოს მარტო თავის თავთან ჩაკეტილი, სულიერი მეგობარი ყველას სჭირდება და ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენთან მოდიან ეს ადამიანები, მაგრამ ჩვენ ვერ ვხვდებით. სწორედ  ეს არის ჩემი გულის ტკივილი, როგორც რეჟისორის, რომ დღევანდელ რეალობაში რთულია სულიერი მეგობრის ნახვა და როცა ის მოდის – აუცილებლად უნდა დავაფასოთ” – ამბობს რეჟისორი.

 

 

აჩი გოგუაძის თქმით, პრემიერამ წარმატებით ჩაიარა – “ნამდვილად კარგი მაყურებელი გვყავდა, დაგვესწრო ბათუმის თეატრალური საზოგადოება, ნახეს და შეგვიფასეს ნამუშევარი, როგორც მე ახალგაზრდა რეჟისორს და ახალგაზრდა მსახიობებს. ისინი დაგვიდგნენ მხარში, რის გამოც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ” – ამბობს ის.

 

 

სპექტაკლის ნახვა მაყურებელს 27, 28 და 29 ივნისსაც, ბათუმის თეატრალურ სარდაფში (ლუკა ასათიანის ქ. #66) შეეძლება. დასაწყისი 20 საათზე, ბილეთის ფასი 5 ლარი.  

 

ველომსვლელობა ბათუმში – Critical Mass Batumi III [ფოტო]

 

ველო მოყვარულები ტრადიციულად თვის ბოლო პარასკევს, 19:30-ზე ანბანის კოშკთან შეიკრიბნენ და მიუხედავად უამინდობისა, ქალაქის ქუჩებში ჯგუფური მსვლელობა მოაწყეს.

ველო მოყვარულებმა დანიშნული მარშუტის ნელა და ორგანიზებულად პატრულის თანხლებით  გაიარეს, შემდეგ კი ისევ ანბანის კოშკთან დაბრუნდნენ, საიდანაც სოლიდარობის ნიშნად მანათობელი ფრანები გაუშვეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ტელევიზიის დირექტორის გადაყენებას ითხოვს

ირაკლი ანთიძის განმარტებით, საქმე ეხება 17 ივნისს, აჭარის ტელევიზიის ვებგვერდიდან, მოცეკვავეების ვარსკვლავის გახსნის ღონისძიების ამსახველი სიუჟეტის დროებით მოხსნას:


” ის ფაქტი, რომ მან რაღაცის დამალვის გამო, მისივე თქმით მოხსნა სიუჟეტი, მე ვიტყოდი მოიპარა სიუჟეტი, არის შეურაცხმყოფელი. აჭარის ტელევიზიის დირექტორი აღიარებს, რომ მას მიზანი  ჰქონდა დაეფარა ინფორმაცია საზოგადოებისთვის. მისი თანამდებობიდან გამომდინარე ჩემი და ჩემი მეგობრების აზრით, მან ჩაიდინა კრიმინალი. მაუწყებლობის კანონის მიხედვით, მას არ ჰქონდა ასეთი ქმედების ჩადენის უფლება” – განაცხადა ირაკლი ანთიძემ. 

მან ბორდს მოუწოდა გაათავისუფლონ თანამდებობიდან დირექტორი: “თუ ბორდი ამ ადამიანს არ გადააყენებს, მაშინ მივმართავ პარლამენტს რომელმაც დანიშნა ბორდი, იმიტომ რომ გამოდის ბორდია არაკომპეტენტური. წესით ბორდს აქამდეც უნდა გაეთავისუფლებინა იგი თანამდებობიდან და მე, როგორც მოქალაქეს, პოზიციის ამ ფორმით გამოხატვა არ უნდა დამჭირვებოდა” – ამბობს ის.

ირაკლი ანთიძის თქმით, მან აქამდეც მიმართა ბორდს წერილობით, მაგრამ რახან მის განცხადებას რეაქცია არ მოჰყოლია, გადაწყვიტა საჯაროდ მიემართა მათთვის. 

უგულავას საკონსტიტუციო სარჩელი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა. მოსარჩელის შეფასებით, ასევე, სადავო ნორმების მიხედვით,  ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება მისი კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას. თბილისის ყოფილ  მერს,  მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთი ღონისძიების გამოყენების ფორმა პატიმრობაში მყოფი პირისთვის არაკონსტიტუციურია.  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე იმსჯელოს.

 

 მოსარჩელე ასევე მიიჩნევს პრობლემად,  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გათვალისწინებული პატიმრობისთვის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. ის თვლის, რომ ეს სტანდარტი არ არის საკმარისი კონსტიტუციით გათვალისწინებული თავისუფლების უფლების დასაცავად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამ საკითხის კონსტიტუციორობაზეც იმსჯელებს.

 

 მესამე ნორმა რაზეც მოსარჩელე ფიქრობს, რომ არაკოსტიტუციურია ეს არის  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვა, ახლანდელი კანონით, მტკიცებითი ტვირთი დაცვის მხარეს ეკისრება. ეს მისი აზრით უდანაშაულობის პრეზუმციასთან მოდის წიმნააღმდეგობაში და თბილისის ყოფილ მერს, მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი ბრალმდებელის, ანუ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და არა ბრალდებულს. ეს მესამე საკიტხია რაზეც ასევე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაცხადა.

 

იყიდება ბელგიური წარმოების უნიკალური თოფი

 

იყიდება ბელგიური წარმოების 16-კალიბრიანი, ორლულიანი სანადირო თოფი. 1935 წელს გამოშვებული, დამზადებული შეკვეთით ქალაქ ლიეჟში. კონდახი გაფორმებულია უმაღლესი გრავიურებითა და ოქროს ორნამენტებით. იწონის 2,5 კილოგრამს. ფასი შეთანხმებით.

მობ: 551 27 07 07; 577 61 75 19

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედის სოფლებში

 

სატენდერო განაცხადის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2012 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (გზების და საგზაო ნაგებობების, სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია)  სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით;

 

სამუშაოების  წარმოება  უნდა  განხორციელდეს  მიმწოდებლის  მიერ  სატენდერო წინადადებით   წარმოდგენილი   გეგმა-გრაფიკის   მიხედვით   განსაზღვრულ   ვადაში,    ხელშეკრულების  გაფორმებიდან  90 კალენდარულ დღეში.

 

შესასრულებელი სამუშაოებია:

  

სოფელ  დანდალოში  საჯარო  სკოლის  მიმდებარედ  წყალშემკრები მეწყერსაწინააღმდეგო  არხის  მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 4585 ლარი;

 

სოფელ  ტაკიძეებში  გიორგი  ბერიძის  საცხოვრებელ  სახლთან  საწრეტი არხის მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 1195 ლარი;

 

სოფელ  გოგიაშვილებში  ალიშანიძეების  უბანში  მეწყერსაწინააღმდეგო არხის მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 7869 ლარი;

 

სოფელ  ბალაძეებში  ტარიელ  ბალაძის  საცხოვრებელ  სახლთან წყალშემკრები  არხის  მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 1185 ლარი;

 

სოფელ  ცხმორისში  სასაფლაოების  ტერიტორიაზე  ღია  არხის  მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 7230 ლარი;

 

სოფელ  კოკოტაურში  ძანაძეების  უბანში  ღია  სანიაღვრე  არხის  მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 6436 ლარი;

 

სოფელ  გეგელიძეებში  საჯარო  სკოლის  ეზოსთან  და  ნური  კეკელიძის სახლთან  სანიაღვრე  არხების  მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 8517 ლარი;

 

სოფელ  ახოში  ჭაკლაურის  ტერიტორიაზე  საფრთხის  შემცველი  ქვის ლოდების გამაგრება, სავარაუდო ღირებულება 3573 ლარი;

 

სოფელ  აბუქეთაში  სირმა  ბერიძის საცხოვრებელ  სახლთან  სანიაღვრე  არხის მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 7389 ლარი;

 

სოფელ  აბუქეთაში  თედორაძეების  უბანში  სანიაღვრე  არხების  მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 4247 ლარი;

 

სოფელ  წონიარისში  წალკოტის  ტერიტორიაზე  წყლის  საწრეტი  არხების მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 8137 ლარი.

 

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მირება 9 ივლისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო თანხა ჯამში 60 363 ლარია.

 

აჭარაში არაერთი მეწყერსაშიში ზონაა. სად არის აჭარაში “ცხელი წერტილები”, რამდენად ინფორმირებულია ამ პროცესების შესახებ ხელისუფლება? – “ბათუმელები” აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.

მერის განცხდება რკინის ჯიხურების უკან დაბრუნების შესახებ

“მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია, ტურისტულ სეზონს ქალაქი მომზადებული შეხვდეს. იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრი გათავისუფლებულიყო ქაოტურად მიმოფანტული უსახური ჯიხურებისგან, გადაწყდა, მათი ერთად განთავსება, რასაც გარე მოვაჭრეებისა და საზოგადოების არცთუ ისე დადებითი შეფასება მოყვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბათუმელებისა და საზოგადოების აზრი. გავითვალისწინეთ გარე მოვაჭრეების მდგომარეობა, რომ მათ გააჩნიათ იპოთეკური სესხები, არიან სოციალურად დაუცველები, მივიღეთ გადაწყვეტილება და წავედით კომპრომისზე რომ, გარემოვაჭრეები დროებით დავაბრუნოთ ძველ ტერიტორიაზე, სადაც მათ მიეცემათ საშუალება, ტურისტული სეზონის განმავლობაში გააგრძელონ სამეწარმეო საქმიანობა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი ის პრობლემაა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და ვერ შეძლო ამის გადაწყვეტა. ახლა კი ჩვენ გვიხდება ამ ყველაფრის მოგვარება. გვინდა საბოლოოდ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ჩვენი ქალაქისა და ბათუმელების ინტერესებს გაითვალისწინებს” – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზღვაო ნავსადგურთან ახლოს,  რკინის ჯიხურების განთავსების თაობაზე ბათუმის მერიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო, გუშინ ღამით ჯიხურების ნაწილი ისევ ძელ ადგილებზე დააბრუნეს.

კომუნისტური მმართველობის პერიოდში დახვრეტილთა უკვდასაყოფად მემორიალური დაფა გაკეთდება

 

 

მემორიალური დაფა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ განთავსდება.

 

ჯგუფის  შექმნისა და შეკრების მიზანს წარმოადგენდა, შეესწავლა  და დაედგინა დაკარგული (უცნობი) სამარხების ადგილსამყოფელი, რომლის ერთერთი  სავარაუდო ადგილია ე.წ „სალიბაურის სამთავრობო სახლი“  მიმდებარე ტერიტორია.

 

სამუშაო ჯგუფმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში  გაწია სამუშაოები და დღეს სხდომაზე ერთობლივად გადაწყდა, რომ 1937-38 წლებში კომუნისტური მმართველობის  პერიოდში დახვრეტილთა უკვდასაყოფად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ განთავსდეს მემორიალური დაფა.

 

ბათუმში ოპერის ვარსკვლავი ცისანა ტატიშვილი იმღერებს

 

კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიმართება. გალა კონცერტში ცისანა ტატიშვილის გარდა მონაწილეობენ   ნანა ქავთარაშვილი, ირინა ალექსიძე, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი და ირმა ქობულია. 

                                                        

ასევე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები: ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი, სულხან ჯაიანი, ზაზა ხამათაშვილი, ნონა კორიფაძე, ლია ჯაში, ირმა ჟღენტი, ლელა სიხარულიძე.                                                                                                                                

კონცერტში მონაწილეობს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა და სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი, ზაზა აზმაიფარაშვილი. 

                     


   

 

”City game- ქალაქურ თამაშებში” მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება

 

მონაწილეების ასაკობრივი და პროფესიული კუთვნილება არ არის შეზღუდული. თითოეულ ეტაპზე გამოვლენილი საუკეთესო გუნდი მონაწილეობას მიიღებს სეზონის ფინალში.

 

თამაშის წესების მიხედვით მოწინააღმდეგე გუნდები განლაგდებიან სპეციალურად განკუთვნილ ადგილებზე (ბაზებზე). გუნდებისთვის წინასწარ ცნობილი იქნება ადგილი სადაც განთავსდება დაფა, რომელზეც აისახება თითოეული გუნდის გემი. მონაწილეებს სხვადასხვა დავალებების შესრულება მოუწევთ, რომლის სანაცვლოდაც მიიღებენ ბარათებს, რაც შემდგომში დაეხმარებათ თავიანთი გემების წინ წაწევაში. ის გუნდი რომლის გემიც პირველი აღმოჩნდება ფინიშთან გამარჯვებულად გამოვლინდება.

 

გამარჯვებულ გუნდებს სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცემა.

 

მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი მონაცემები მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:

 

1. 7 მონაწილისგან შემდგარი გუნდის სახელწოდება

 

2. მონაწილეთა სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ინფორმაცია

 

ელ-ფოსტა: youth@dsy.gov.ge

 

 

გია ზედანიას რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში

 

ტურნირში საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული ჭაბუკთა ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

 

გია ზედანიას რესპუბლიკური ტურნირი მიზნად ისახავს: ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას მოზარდ თაობაში, საუკეთესო გუნდებისა და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას.

 

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები, ასევე ნომინაციის მიხედვით საუკეთესო მოთამაშეები შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან.

 

კონკურსი მოყვარული მუსიკოსებისთვის

 

ახალგაზრდებს, რომლებიც უკრავთ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, გაქვთ შანსი თავად ჩამოაყალიბოთ მუსიკალური ჯგუფი და ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობა მიიღოთ მუსიკალურ პერფომანსებში.

 

პროექტი ფინანსდება ქალაქ ბათუმის მერიისა და კაპაროლის მიერ.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა: batumiijh@gmail.com მობ: 591 95 03 95 სალომე

 

რკინის ჯიხურის მეპატრონე: სეზონის მილევამდე ძველ ადგილებზე დაგვაბრუნებენ

“გუშინ დილით განცხადება დავტოვეთ მთავრობაში, მერე ღამის ორ საათზე გავიგეთ, რომ იღებდნენ ამ ჯიხურებს, სად მიჰქონდათ არ ვიცი. დიდი ჩხუბისა და დავის შემდეგ მერიის წარმომადგენლები დაგვთანხმდნენ, რომ ისევ იმავე ადგილებზე დავბრუნებულიყავით ყველა, გვითხრეს რომ მერი დათანხმდა და 30 სექტემბრამდე, სეზონის მილევამდე ისევ ძველ ადგილებს დაუბრუნდითო, მერე კი რაღაც ახალს შეიმუშავებენ, როგორც გვითხრეს” – ამბობს ნინო მეფარიშვილი.

რკინის ჯიხურები აქამდე საბაგირო გზასთან და სხვა ადგილებში იყო განთავსებული. 

მერია ოფიციალურ განცხადებას ამ თემაზე, 13:00 საათზე გააკეთებს.

ამერიკის ელჩმა აჭარაში თაგო და მტირალას პარკი დაათვალიერა

 

რიჩარდ ნორლანდი სოფელ თაგოს საბაგირო გზაზე
რიჩარდ ნორლანდი სოფელ თაგოს საბაგირო გზაზე

„მოვინახულეთ ხულო, სადაც გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ საოცარი „საჯარო ტრანსპორტი“, საბაგირო გზა გვაჩვენა, რომელიც ხეობას კვეთს. დავათვალიერეთ ქალაქის მუზეუმებიც. ხულოში დავრწმუნდით, რომ ქვეყნის შორეულ კუთხეებშიც კი თბილისში მომხდარის გამო ყველა დათრგუნულია.

 

ხულოს გამგებელი საგზაო ინფრასტრუქტურაზე გვესაუბრა და ამ ისტორიულად მნიშვნელოვან რეგიონში ქრისტიანთა და მუსლიმთა ურთიერთობებზე ჩემ შეკითხვებს უპასუხა.

მერიმ და მე მტირალას შესანიშნავი ეროვნული პარკიც ვინახულეთ. აქ, ბათუმის მახლობლად, ქართველებსა და უცხოელ ტურისტებს უნიკალური მიკროკლიმატი ელოდებათ. მათ ძალიან მოეწონებათ ჩანჩქერი, ტბა და ბუნების სხვა ღირსშესანიშნაობები“ – აღნიშნულია რიჩარდ ნორლანდის გზავნილში, რომელიც ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუქის გვერდზე. 


დღეს, 26 ივნისს, რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსან „ლაბუნს“ დახვდება ბათუმის პორტში. 

11 ლარი – ხელფასი ექთნებს

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში რესპუბლიკური საავადმყოფოს 40-მდე ექთნისა და სანიტრის მიერ ხელმოწერილი წერილი შევიდა ფიქსირებული ხელფასების მოთხოვნით, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაამისამართეს, რადგანაც საავადმყოფო სწორედ ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა და დამუშავება. თუმცა პასუხი, თუ რა ზომებს მიიღებს სამინისტრო და როდის – ჯერ უცნობია.

“პაციენტები ნამდვილად ნაკლები გვყავს, მაგრამ ღამეებსაც ვათევთ და საქმესაც მაინც იმავეს ვაკეთებთ, რასაც ადრე. მოვა თუ არა პაციენტი, ჩვენ ყველაფერი მწყობრში უნდა გვქონდეს, ადრე თუ მუდმივად 100 და 150 ლარი გვქონდა, ახლა 11 და 15 ლარი ავიღეთ. ჩვენ რა, დავაშავეთ რამე? პაციენტები რომ არ მოდიან, ჩვენი რა ბრალია, გააუმჯობესონ პირობები და მოვა მეტი ხალხი”, – ამბობს საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც სამსახურში დამატებითი პრობლემების შექმნის თავიდან აცილების მიზნით, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, დაუშვებელია ექთნის, მისი თანაშემწისა თუ ნებისმიერი სხვა სპეციალისტის მიერ გაწეულ შრომაზე ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმზე (160 ლარი) დაბალი ანაზღაურების გაცემა. “ეს საცოდაობაა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არ იყო პაციენტი, ადამიანმა რვა ღამე გაათია საავადმყოფოში. 15 ლარის ოდენობის ანაზღაურება სირცხვილია, შესაფერისი სიტყვაც ვერ მომიძებნია”, – ამბობს ის.

ამ აზრს იზიარებს აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე ილია ვერძაძეც და ამბობს, რომ აუცილებელია შრომის კოდექსით გათვალისწინებული იყოს ადეკვატური მოცულობის მინიმალური ხელფასი, რომელიც საქართველოში მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც 90-იან წლებში, მაშინდელი პრეზიდენტის მიერ 20 ლარით განისაზღვრა. ილია ვერძაძე: “წინა ხელისუფლებამ ერთადერთი, რაც გააკეთა იყო ის, რომ საჯარო სამსახურებში დააწესა მინიმალური ხელფასი (115 ლარი). საკითხის გადახედვას გვპირდება ახალი ხელისუფლება, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს ხელფასის მინიმალური ზღვარი და ამას ძალიან მოხერხებულად იყენებენ ინვესტორები თუ სხვა დამსაქმებლები.”

ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, ამ მხრივ მთავარი პრობლემა ის არის, რომ არც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არც სახელმწიფოს არანაირი მექანიზმი, სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია იმისთვის, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინონ ექთნებისა და მათი თანაშემწეების ანაზღაურების გაზრდაზე. “უბედურება იმაშია, რომ ეს ყველაფერი პრივატქსელშია გადასული. თუ, რამდენს გადაუხდის სამედიცინო პერსონალს, სამწუხაროდ, სრულად დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული”, – ამბობს გარსევანიშვილი. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ხშირად ექთნები ხელს აწერენ ისეთ ხელშეკრულებას, სადაც არ არის დადგენილი ფიქსირებული ზღვარი, საიდანაც დაიწყება გამომუშავებული ხელფასის ათვლა. “როცა გაუფორმეს ხელშეკრულება, რომ ანაზღაურება უნდა ყოფილიყო პაციენტების შემოსავლების მიხედვით, შეამოწმა ვინმემ იყო თუ არა გათვალისწინებული რისკები იმისა, რომ პაციენტი იქნებოდა ნაკლები? სამწუხაროდ, ამის გამოცდილება არ აქვთ ხშირად ექთნებს.”

ილია ვერძაძე ამბობს, რომ დამსაქმებელს კანონი არ ავალდებულებს ასეთი რისკების გათვალისწინებას შრომით ხელშეკრულებაში. მისივე განმარტებით, საავადმყოფოს მენეჯერები საშუალო და დაბალ სამედიცინო რგოლზე იმიტომ არ აწესებენ ფიქსირებულ ხელფასს, რომ პაციენტების ნაკლებობის დროს ზარალი აიცილონ თავიდან. “სამწუხაროდ, პრობლემაა ისიც, რომ სამსახურის დაკარგვის შიშით ისინი ბოლომდე მაინც არ იმაღლებენ ხმას და არ იცავენ საკუთარ უფლებებს. ჩემი რჩევა იქნება, პასუხი მოსთხოვონ თავიანთი პროფკავშირის თავმჯდომარეს, გააქტიურიონ ისინი, რომ ჩვენც გვქონდეს საშუალება ჩავერთოთ და დაველაპარაკოთ ხელმძღვანელობას, იქ მისულს გვეუბნებიან, რომ პერსონალს არ აქვს პრეტენზია. სამწუხაროდ, ხშირად ადმინისტრაციის თანდასწრებით პერსონალიც იმავეს გვეუბნება”, – ამბობს ილია ვერძაძე.

ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, საქართველოში ექთნების ნაკლებობაა, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც მათი დაბალი ანაზღაურებაა. “რისთვის ისწავლოს ადამიანმა ბაკალავრიატზე, ან სამი წელი 1500 ლარი რაში უნდა ხარჯოს, რომ მერე ასეთი მიზერული ხელფასი აიღოს?” 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინით, 1 ექიმზე 4 ექთანი უნდა მოდიოდეს, საქართველოში არსებული მონაცემებით, ერთ ექიმზე 0.7 ექთანი მოდის და მათგან დაახლოებით 40% საპენსიო ასაკისაა. სამედიცინო სასწავლებლებმა 2015 წლისთვის 1800-მდე ექიმი გამოუშვეს, ექთანი კი მხოლოდ – 200, როცა პროპორციულად ეს ციფრი 7200 უნდა ყოფილიყო.

 

როგორ უნდა ჩავერთოთ ბათუმში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში

რას მოიცავს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა – დიაგნოსტიკა დაყოფილია რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე, მკურნალობის დაწყებამდე, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ექიმთან კონსულტაცია და PCR მეთოდით სისხლში HCV რნმ-ის განსაზღვრა. მეორე ეტაპზე HCV რნმ დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები). განისაზღვრება ღვიძლის ფიბროზის ხარისხი FIB-4 ტესტის დათვლით – “იმ შემთხვევაში, თუ ქულა 1.45-ზე ნაკლებია, პაციენტი წელს ვერ ჩაერთვება პროგრამაში, როცა მაჩვენებლები არის 1.45-დან 3.25-მდე, პაციენტს უტარდება ღვიძლის ელასტოგრაფია. თუ ეს მაჩვენებელი 3.25-ზე მეტია, პაციენტს ფიბრო ელატოგრაფია აღარ უკეთდება, ისე აგრძელებს შემდეგ გამოკვლევებს”, – ამბობს ჯემალ დუმბაძე. თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფიბროზის F3, F3-F4 და F4 ხარისხი, იგი აგრძელებს გამოკვლევებს.

ჯემალ დუმბაძის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში სულ 18 ანალიზი კეთდება, რომელთა ჩატარებაც ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრშია შესაძლებელი. “ერთადერთი დაწესებულება ვართ აჭარაში, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ამ სერვისებს, ელასტოგრაფიაც გვაქვს და PCR ლაბორატორიაც, შესაბამისად, პაციენტებს ადგილზევე შეუძლიათ ყველა სერვისის მიღება”, – ამბობს ის.

დიაგნოსტიკის შემდეგ ექიმი გამოწერს ფორმა #100-ს, რომელიც პაციენტმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა მიიტანოს, საიდანაც იგი თანხმობის წერილს მიიღებს, რის შემდეგაც ჩაერთვება მკურნალობაში, ანუ აქედან იწყება პროგრამის შემდეგი ეტაპი – პაციენტისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების მიწოდება.

რას აფინანსებს სახელმწიფო – ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (70 000-მდე სარეიტინგო ქულა) სახელმწიფო საჭირო კვლევებს 70 %-ით, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის (70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა) 30%-ით აფინანსებს. გარდა ამისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის რეგიონში დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსების პროცესში ჩართულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის მერია. “ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს კვლევა 100%-ით დაუფინანსდებათ, სხვა დანარჩენს კი თანაგადახდის 60%-ი”, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ. პროგრამის ფარგლებში საჭირო გამოკვლევების ღირებულება (დაფინანსების გარეშე) 480 ლარია, საიდანაც სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს სახელმწიფო დაუფარავს 30%-ს, კიდევ 60%-ს გადაუხდის მერია ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს მკურნალობამდე პროგრამაში ჩართვა დაახლოებით 100 ლარი დაუჯდებათ. პროგრამის ფარგლებში სამკურნალო მედიკამენტები უფასოა.

C ჰეპატიტის სამკურნალოდ, პროგრამის ფარგლებში სამი მედიკამენტი – სოფოსბუვირი, პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი გაიცემა. თუ რომელი მედიკამენტით იმკურნალებს პაციენტი, ამას მისი ჩვენებების მიხედვით წყვეტს მკურნალი ექიმი და არა პაციენტი. “იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პაციენტს გარკვეული სამედიცინო ჩვენებების გამო ინტერფერონზე აქვს უკუჩვენება (ასციტი, ანუ სითხე მუცელში, თრომბოციტოპენია ან სხვა), მას დაენიშნება სოფოსბუვირისა და რიბავირინის კომბინაცია. ამას დაადგენს ექიმი და არა პაციენტი”, – განმარტავს ჯემალ დუმბაძე.
მედიკამენტებს აჭარაში, სავარაუდოდ, ივლისში ჩამოიტანენ.

შეზღუდულია თუ არა ბენეფიციართა რაოდენობა და ვის შეუძლია მონაწილეობა პროგრამაში – ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს სამკურნალოდ 5000 ადამიანი შეირჩევა. ჯემალ დუმბაძის თქმით, პროგრამით სამკურნალოდ ყველაზე მძიმე კონტინგენტს შეარჩევენ: „არ მგონია, ეს 5000 ადგილი შეივსოს, რადგან თბილისში, სადაც პროგრამა ერთი თვით ადრე ამოქმედდა – სულ 1000 ადამიანი მკურნალობს. მომავალ წელს კი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 20 000 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.” ჯემალ დუმბაძე ამბობს, რომ საზოგადოების აქტივობა დაბალია. “მეგონა, რომ უფრო აქტიურები იქნებოდნენ, უკვე სამი დღეა პროგრამის განხორციელება დავიწყეთ და ჯერჯერობით 150-მა კაცმა მოგვმართა მხოლოდ”, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.
მკურნალობის პოტენციური კანდიდატია ყველა პაციენტი HCV ინფექციით, ვისაც მკურნალობის სურვილი აქვს და არ აქვს ამ მედიკამენტებზე უკუჩვენებები.

რა დოკუმენტებია საჭირო პროგრამაში ჩასართავად – პროგრამაში ჩართვის მსურველმა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში (ჯ. ქათამაძის ქუჩა #11) უნდა მიიტანოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომ ის ნამდვილად არის საქართველოს მოქალაქე და C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევის პასუხი. ვირუსზე შემოწმება სხვადასხვა დაწესებულებაში სწრაფი მარტივი მეთოდით 10 ლარი, იმუნოფერმენტული მეთოდით კი, 12 ლარი ღირს. „ამის გაკეთება აქვე, ადგილზეც არის შესაძლებელი. პასუხს იღებს 2 საათში, სწრაფი, მარტივი მეთოდით. იმუნოფერმენტული ტესტი კი მხოლოდ ხუთშაბათობით კეთდება. ანუ ნებისმიერ დღეს ჩაიტარებს და ხუთშაბათს საღამოს იქნება პასუხი”, – განმარტავს ჯემალ დუმბაძე.

დისკუსია ნარკომანიის პრობლემის და ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკის შესახებ

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება უფროსკლასელთა პრეზენტაცია – ,,არა ნარკოტიკს“.  ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორი ჯემალ დუმბაძე ისაუბრებს ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებისა და მისი მოხმარებით გავრცელებული ინფექციების შესახებ.

აჭარის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი ლია ჯინჭარაძე ისაუბრებს ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობასა და ამ მხრივ აჭარაში არსებული მდგომარეობის შესახებ. კავშირი ,,იმედი” გამართავს პრეზენტაციას ცენტრის მუშაობისა და საქართველოში არსებული ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკის შესახებ. მოხენებების დასრულების შემდეგ გაიმართბა დისკუსია.

შეხვედრას დაესწრებიან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, აჭარის ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, საჯარო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, სპორტსმენები, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის და ,,თანადგომა“-ს წევრები.

26 ივნისი, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, 1987 წელს, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ, მას შემდეგ ის ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის მიზანია მოსახლეობისთვის ნარკოტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ნარკოტიკებისაგან თავისუფალი გარემოს ხელშეწობაა. ნარკომანია რჩება 21 საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ჯანმრთელობას.

 

ბათუმში რკინის ჯიხურებს იღებენ

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეებმა ბათუმში, პორტის  მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს რკინის ჯიხურები. მერიის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა, მოქალაქეები აპროტესტებდნენ ბათუმის ცენტრში რკინის ჯიხურების განთავსებას. 


25 ივნისს ბათუმის მერიამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მერიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო უსახური, თვითნებურად ჩადგმული ჯიხურების ერთად განთავსების მიზნით და საამისოდ გოგებაშვილის ქუჩა შეარჩია. მერიის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ჯიხურები მოიხატებოდა და ქალაქის იერ-სახესთან შესაბამისობაში მოვიდოდა, თუმცა როგორც ჩანს, საზოგადოების პროტესტის შედეგად ბათუმის მერიამ ჯიხურების აღების გადაწყვეტილება მიიღო. 


Exit mobile version