ფერით ბ-ს ბრალი ედებოდა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ზ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ძარცვის განხორციელებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფერით ბ. 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის სექტემბრამდე უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ზ. კ.-ს და კ. კ.-ს მიმართ ახორციელებდა სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ფერით ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილის, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებებში და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ღონისძიებაზე მუსიკალურ ნაწილში შემსრულებლები არიან: კახა აფხაზავა, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ბერიძე, ნიკო ბერიძე, Malibu & Nika, The wall და Strawberry Fields.
გარდა ამისა, საღამოზე მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომლის თემაც არის – არაადაპტირებული ბათუმი.
შეხვედრაზე PRI-სა და ბათუმის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლებმა, სამხრეთ კავკასიაში, პატიმრობის ალტერნატიული სანქციების გამოყენების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს.
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ, მოხსენება გააკეთა ბათუმის პრობაციის ბიუროს უფროსმა როინ თურმანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაზე, როგორც პატირმრობის ალტერნატიულ სასჯელზე თავიდანვე უარს მხოლოდ 3% ამბობს, ამის მიზეზად მან მსჯავრდებულთა მენტალიტეტი დაასახელა: ”იმის გამო, რომ იმ მომენტში დააღწიონ თავი პატიმრობას, თავიდან ისინი თანხმდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულებათან დაკავშირებით, მაგრამ მოგვიანებით როცა უკვე ჩვენთან მოდიან აღარ უნდათ სამუშაოს შესრულება, ძირიტადად იმიტომ რომ ეთაკილებათ. მათ იციან, რომ სამუშაოს არ შესრულებაზე სასამართლო მათ ჯარიმას აკისრებს და ურცევნიათ ეს ჯარიმა გადაიხადონ” – ამბობს ის.
იმ შემთხვევაში, როცა მსჯავრებული არ ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს როინ თურმანიძის თქმით, პრობაციის ბიურო მიმართავს სასამართლოს, რომ ამ კონკრეტულ პირს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, სხვა სახის სასჯელით შეუცვალოს.
ბათუმში ამჟამად 22 მსჯავრდებული ასრულებს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურს. როინ თურმანიძის თქმით, ბათუმში ერთდოულად 30 პირობითი მსჯავრდებულის დასაქმებაა შესაძლებელი, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა სამუშაო ადგილები ხელვაჩაურში, ქობულეთსა და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამოიძებნოს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ლელა ბჟალავამ თქვა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები ძირითადად ფიზიკურ სამუშაოსთან ასოცირდება, რასაც ზოგიერთი პატიმარი, რომელთაც აქვთ კარგი განათლება და გონებრივი რესურსი (მაგ. ზოგიერთი პოლიტ-პატიმარი) მძიმედ განიცდიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელმა მირანდა მერკვილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საზოგადოების 77%-ს ჰქონდა ინფორმაცია პატიმრობის ალტერნატიული სანქციების შესახებ, 13%-ს ჰქონდა ზოგადი წარმოდგენა. მათი უმრავლესობა ემხრობოდა ამ სანქციების გამოყენებას, თუმცა ძალიან მსუბუქ დანაშაულებზე – ”ძირითადად ნარკოტიკების მოხმარებასა და ქურდობაზე”.
ღონისძიების მეორე ნაწილი საჯარო დებატებს დაეთმობა, რომელზეც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ ისაუბრებენ . დებატებზე მოხსენებას გააკეთებს ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფებისათვის“ წარმომადგენელი. მასში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
ღონისძიებები ტარდება პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელიც 2013 წლის ოქტომბრიდან, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია გაიზარდოს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ალტერნატიული ღონისძიებების და სასჯელების გამოყენება.
”ბათუმელების” ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ”პროკურატურიდან დაითხოვეს 76 მუშაკი”, მათ შორის 27 პროკურორი. მათგან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურს თავი მიანება 21-მა თანამშრომელმა (მთავარი პროკურატურა – 5, აჭარის პროკურატურა – 2, ბათუმის რაიონული პროკურატურა – 3, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა – 2, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – 1, რუსთავის რაიონული პროკურატურა – 2, ბოლნისის რაიონული პროკურატურა – 1, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – 1, მცხეთის რაიონული პროკურატურა – 1, კახეთის საოლქო პროკურატურა – 1, სიღნაღის რაიონული პროკურატურა – 1, სენაკის რაიონული პროკურატურა – 1).
ამავე პერიოდში წახალისდა 196 პროკურორი. პროკურატურაში არ პასუხობენ კითხვას, თუ რა შესრულებული სამუშაოსთვის წაახალისეს ეს თანამშრომლები.
რაც შეეხება დასჯას – დისციპლინური სახდელი გამოიყენეს 14 პროკურორის მიმართ, კერძოდ, 2014 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე გაათავისუფლეს სამი პროკურორი, ორ პროკურორს გამოუცხადეს საყვედური, ხოლო ცხრა პროკურორს – შენიშვნა. ასევე უცნობია, რატომ დასაჯეს ეს პროკურორები.
საქართველოს პროკურატურის ოცდათორმეტ მუშაკს მიეცა რეკომენდაცია საქმიანობის სრულყოფისა და პროკურატურის მუშაკისთვის დაკისრებული მოვალეობის განუხრელი დაცვის თაობაზე. 2014 წელს პროკურორთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
რა რაოდენობის პრემია გაიცა პროკურორებზე? – ”ბათუმელების” ამ კითხვას 5-თვიანი ლოდინისა და ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ უპასუხა. ”ბათუმელებისთვის” გამოგზვანილ წერილში პროკურორის მოადგილე წერს, რომ რეგიონების მიხედვით თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიის ოდენობაა 412 885 ლარი.
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 444 პროკურორი. აქედან, საქართველოს მთავარ პროკურატურაში – 133, აფხაზეთის პროკურატურში – 2, აჭარის პროკურატურში – 33, თბილისის პროკურატურაში – 106, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში – 28, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში – 28, კახეთის საოლქო პროკურატურაში – 24, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში – 17, დასავლეთ საოლქო პროკურატურაში – 46, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში – 27.
ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, წერია: ”მთავარი პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება უნდა მოხდეს ღიად, პიროვნული ღირსებების გათვალისწინებით, ობიექტურად და გამჭვირვალედ, არასათანადო პოლიტიკური გავლენის გარეშე”.
საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მთავარ პროკურორს ანგარიშვალდებულება ეზრდება. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში პროკურორს პარლამენტი დაამტკიცებს.
ქედის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა | 11 ივნისი 2015
13 ხმით მიიღო საკრებულომ დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა გამგეობას დაევალა.
საკითხს მხარი ოპოზიციურმა პარტიებმა არ დაუჭირეს, სხდომის მიმდინარეობისას განაცხადეს, რომ ვალდებულებები, რასაც დადგენილება ითვალისწინებს რეალურად ვერ შესრულდება.
„წარმოდგენილი დადგენილებით აუცილებელია ცალკე სამსახური შეიქმნას და პარკებისა თუ მწვანე ნარგავების მოვლა მან განახორციელოს, ვფიქრობ უკეთესი იყო ამ ტიპის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას განეხორციელებინა, როგორც დღემდე იყო“ – განაცხადა საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობის პარტიიდან ვაჟა ბოლქვაძემ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხს კი, დამსწრე 18 წევრიდან ყველამ მხარი დაუჭირა და საჯარო აუქციონში მონაწილეობის ფასი 50 ლარით განისაზღვრა.
„ნებისმიერი ტიპის საჯარო აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ვინც 50 ლარს გადაიხდის, რაც შეეხება პარკებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, ამის ვალდებულება დღემდე არცერთ სამსახურს არ ჰქონდა, გარემოს დაცვის სამინისტროსგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ დადგენილება მიგვეღო“ – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ.
ლელა ბორჩხაძე პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მისი აზრით, პირველი მიზეზი, რის გამოც მშობლები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას ვერ ახერხებენ, სოციალური ფონია. „მშობლები, ძირითადად, ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფაზე არიან გადართული და განათლების მხარე ნაკლებად აინტერესებთ. „არ მისწავლია, მაგრამ რაღაცას ხომ მივაღწიე“, – ხშირად მსმენია მშობლებისგან. მშობელიც, თავის მხრივ ფიქრობს, რომ არ სჭირდება სკოლასთან დახარჯოს მეტი ენერგია, რადგან შვილს ისედაც მოამზადებს. აი ეს არის პრობლემა. მაგრამ თუკი მშობელს დავინახავთ სკოლაში, ამით მოსწავლესთან ურთიერთობას უფრო კარგად მოვაგვარებთ“.
პედაგოგის აზრით, რეპეტიტორთა გაძლიერებას ხშირად სტერეოტიპული დამოკიდებულებაც უწყობს ხელს: „პირადად მე მყავს კარგი მოსწავლე, მაგრამ რადგან ყველა ემზადებოდა კლასში, თვითონაც მოსთხოვა მშობლებს, რომ ცალკე მოემზადებინათ. არის მიბაძვის მომენტიც. ფაქტობრივად, მე-12 კლასელები მასობრივად ემზადებიან. ეს მოსწავლეები კლასში მხოლოდ მაშინ სხედან, როცა შემოწმებები მიმდინარეობს: „არა“ რომ არ დაეწეროთ, ამისთვის დადიან.“
ლელა ბორჩხაძის თქმით, არის შემთხვევები, როცა მშობელი პედაგოგთან შეხვედრაზე უარს მხოლოდ იმის გამო ამბობს, რომ ფიქრობს, პედაგოგი მას რეპეტიტორად აყვანას აიძულებს. „რადგან ითქვა, ალბათ იყო პრეცედენტიც“, – ამბობს ის.
პედაგოგის აზრით, კვირაში ან თვეში ერთხელ მშობლის სკოლაში გამოჩენა მნიშვნელოვანია. „განათლების სამინისტრო, სკოლა, ოჯახი _ უნდა მოვიფიქროთ მექანიზმი, რაც თანამშრომლობას გაზრდის. ეს მექანიზმები არ უნდა იყოს შიშზე დაფუძნებული“.
პედაგოგის თქმით, სკოლებში ჯეროვნად არ იყენებენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აბიტურის საათებს – ამ დროს აბიტურიენტები რეპეტიტორებთან სხედან.
მშობლისა და სკოლის ურთიერთობაში პრობლემას ხედავს მე-2 სკოლის პედაგოგი მზევინარ იმედაშვილიც. მისი აზრით, მშობლის აქტივობა და ინტერესი სასკოლო პროცესების მიმართ, ბავშვის ზრდასთან ერთად კლებულობს:
„განათლების მიმართ ინტერესი შენარჩუნებულია, თუმცა მშობელს ურჩევნია ინფორმაცია მიიღოს არა უშუალოდ პედაგოგისგან, არამედ დამრიგებლისგან. ადრე მეგონა, რომ მათ არ აინტერესებდათ სასკოლო საკითხები, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ მშობლების დიდი ნაწილი მართლაც დაკავებულია“.
პედაგოგი ამბობს, რომ მშობლები სკოლაში ხშირ შემთხვევაში მაშინ მიდიან, როცა კონფლიქტია ან ნიშნები არ აკმაყოფილებთ. „ჩვენი სკოლა ცდილობს, რომ სკოლასა და ოჯახს შორის არსებული დისტანცია როგორმე შეამციროს. ორჯერ გავაკეთეთ მშობელთა კონფერენცია, სადაც ისეთი თემები განვიხილეთ, რაც მათ აინტერესებდათ. ბოლო კონფერენციაზე შვილებისა და მშობლების ურთიერთობებზე გვქონდა საუბარი. მშობლებს შევთავაზეთ სპეციალისტის დახმარებაც, თუკი სჭირდებოდათ შვილებთან უკეთ ურთიერთობისთვის“ – გვეუბნება მზევინარ იმედაშვილი.
პედაგოგის თქმით, თუკი დააინტერესებ მშობელს, ისიც აქტიურდება: „აკაკის იუბილე გვქონდა, ყველა კლასს საკუთარი კუთხე უნდა მოეწყო. უნდა გენახათ, როგორ აქტიურობდნენ მშობლები, შვილებს ეხმარებოდნენ. სტიმულს თუ მისცემ, აქტიურდებიან~. 26-ე საჯარო სკოლის დირექტორი დონარი კაკაბაძე კი მიიჩნევს, რომ სკოლას მშობლის გააქტიურების ბერკეტი დღეს ნაკლებად აქვს. „ორი მოსწავლე მყავს, მე-6 და მე-7 კლასელები. ბავშვები რადგან არ დადიოდნენ სკოლაში, ორივეს სტატუსი შევუჩერეთ. მთელი წელი ვცდილობთ მშობლებთან დაკავშირებას და ვერაფერს გავხდით. ბოლოს საკრებულო ჩავრიეთ და ერთის მშობელს ისე მივაწვდინეთ ხმა“, – ამბობს დონარი კაკაბაძე.
დირექტორის აზრით, მშობლების დიდი ნაწილი სამუშაოდ უცხო ქვეყანაშია წასული და სკოლისთვის არ სცალიათ.
კოლეგების აზრს 29-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნური ჯაფარიძეც იზიარებს. მისი გამოცდილებით, მშობლების უმეტესობა საკუთარი სურვილით სკოლაში თითქმის არასდროს მიდის: „თუ დაიბარებ, მაშინ მოვა.“
„რა თქმა უნდა, არიან აქტიური მშობლებიც და აინტერესებთ რა ნიშნებს იღებს შვილი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი სწავლის გაგრძელებას აპირებს“ – დასძენს სკოლის დირექტორი.
სკოლაში, სადაც 160 მოსწავლე სწავლობს, გაკვეთილების ხშირი გაცდენების გამო ორმა მე-12კლასელმა გამოცდები ექსტერნად ჩააბარა, ოთხ მოსწავლეს კი გამოცდები ჩასაბარებელი აქვს.
დირექტორი ამბობს, რომ თუკი მშობელს სკოლა უფრო მეტად აუხსნის განათლების მნიშვნელობას, მშობლის აქტიურობა სასკოლო ცხოვრებაში გაიზრდება.
„სხვა ფაკულტეტებთან შედარებით იურიდიულ ფაკულტეტზე უფრო კარგი სიტუაციაა, მაგრამ არის ერთი პრობლემა – სამოქალაქო სამართლის კუთხით არ გვაქვს მაგისტრატურა. სტუდენტები იძულებულები არიან სხვა უნივერსიტეტებში გადავიდნენ. ასევე ზოგიერთ ლექტორს უწევს რამდენიმე საგნის წაკითხვა იმის გამო, რომ პროფესორების რაოდენობა არ არის საკმარისი. რამდენიმე ლექტორი განსაკუთრებულადაა დატვირთული, რაც მის სამეცნიერო მუშაობაზეც ახდენს გავლენას. საჭიროა სასწავლო პროგრამა გადაიხედოს. ზოგი ისეთი საგანი ისწავლება ბალაკავრიატში, რომ დიდი პოპულარობით არ სარგებლობს სტუდენტებში – მიიჩნევენ, რომ დროის დაკარგვაა მისი სწავლა. არის საგნები, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს ბაკალავრიატზე, მაგრამ არ ისწავლება, მაგალითად, სამოსამართლო უნარ-ჩვევები ისწავლება მხოლოდ მაგისტრატურაზე, ბაკალავრიატს არ ეძლევა საშუალება. კარგი იქნება, თუ მოწვეული პროფესორების რიცხვი გაიზრდება“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი, ბსუ-ს სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.
რამინი ერთადერთი არ არის, ვინც უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე არსებულ სწავლის ხარისხზე საუბრობს. მაგისტრატურის კურსდამთავრებულებიც ამბობენ, რომ მაგისტრატურაში ბაკალავრიატის პროგრამის გამეორება უწევთ.
ბსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს 25-წლიანი ისტორია აქვს. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე „ბათუმელებთან“ სწორედ ამ ფაქტორს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ „მოკლე ისტორიის მიუხედავად“ სასწავლო პროგრამამ განვითარება შეძლო.
„როდესაც ამ უნივერსიტეტში მე სამართალმცოდნეობის სწავლა დავიწყე, სულ ორი კაცი მასწავლიდა. იმათაც ცოტა დატვირთვა ჰქონდათ – სხვა საქმით იყვნენ დაკავებულები. დღეს ამ კუთხით საკმაოდ დიდი წინსვლაა“, – ამბობს ადამ მახარაძე და ამტკიცებს, რომ ბსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, თუ სტუდენტს სურს, კარგ განათლებას მიიღებს. ამის საილუსტრაციოდ მას კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა მოჰყავს:
„ჩვენი ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ სტუდენტთა დასაქმება მერყეობს 75-დან 85%-მდე. ეს საკმაოდ მაღალი პარამეტრია იმისათვის, რომ ვთქვათ აქედან გაშვებული კადრი ფლობს იმ უნარ-ჩვევებს, რომლის საფუძველზეც ის კონკურენტუნარიანია ბაზარზე. ვფიქრობთ, ჩვენთან განათლების ხარისხი საკმაოდ მაღალია“.
ადამ მახარაძე აკადემიური პერსონალის ნაკლებობაზე საუბრისას: „25 წელი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კადრებით იყოს დახუნძლული. ამ პერიოდისათვის ფაკულტეტზე უკვე არის 14 პროფესორი. მათგან 11-ს ხარისხი აქვს დაცული და ეს უკვე საკმაოდ ბევრს მეტყველებს“.
კითხვაზე, რამდენი მოწვეული ლექტორი მუშაობს უნივერსიტეტში, ადამ მახარაძე პასუხობს, რომ მათი რიცხვი 15-დან 20-მდეა.
„ჩვენთან ლექციებს კითხულობენ როგორც თეორეტიკოსები, ასევე პრაქტიკოსი, გამოცდილი იურისტები. ვცდილობთ სასამართლოებიდანაც მოვიწვიოთ იურისტები. ასევე ჩვენთან თანამშრომლობენ სხვადასხვა მოსამართლეები, რომლებიც კითხულობენ ლექციებს. მოწვეული გვყავს თბილისიდან ოთხი პროფესორი მაგისტრატურაში. ისინი რეგულარულად ჩამოდიან. მგონი ჩვენი ფაკულტეტი ლექტორების დეფიციტს არ განიცდის. საკონსტიტუციო სასამართლოდან მუშაობდა ბაკურ ლილუაშვილი, რომელიც თბილისში გადავიდა. ამჟამად მუშაობს ზურაბ კვირკველია, რომელიც ასისტენტ-პროფესორია. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მერაბ ტურავასთან. შესაძლებელია მან მაგისტრატურაში წაიკითხოს ახალი საგანი – სამოსამართლეო სამართალი“.
თავის მხრივ, მერაბ ტურავა ამბობს, რომ ჯერ არ იცის დათანხმდება თუ არა შეთავაზებას: „სხვა უნივერსიტეტში ვარ პროფესორი. სანამ გავხდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი. როდესაც ამირჩიეს მოსამართლედ, ვფიქრობდი, რომ ამ უნივერსიტეტის ფილიალთან ბათუმში მქონოდა თანამშრომლობა. ამ შემთხვევაში ჩემთვის ძნელია იმის თქმა, დავთანხმდები თუ არა. მე ვიქნები თუ არა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პერსონალი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აეწყობა სასწავლო პროცესში ჩემი მონაწილეობის საკითხი, დრო რამდენად მექნება“.
მერაბ ტურავა რეგიონში საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ბათუმი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მდებარეობის ადგილი, ასევე შესაძლებელია იყოს იურიდიული სამართლებრივი განათლების და განვითარების კარგი კერა: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის რეგიონში, ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ურთიერთობა ამ ინსტიტუციასთან. ეს კარგი საშუალებაა ბათუმი იყოს არამარტო საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილმდებარეობის ადგილი, არამედ ასევე ეს იყოს ცენტრი იმისთვის, რომ იურისტებმა მიიღონ კარგი განათლება, დამატებითი გამოცდილება სამართლის სფეროში“.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ვარძელაშვილი ასევე სასამართლოს როლზე საუბრობს საგანმანათლებლო პროცესში:
„საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში ყოფნა შესაძლებლობას აძლევს ბათუმის ბსუ-ს სტუდენტებს დაესწრონ სასამართლოში მიმდინარე პროცესებს და უკეთესად გაეცნონ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. სასამართლოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ბათუმელ სტუდენტებს სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით“.
კოტე ვარძელაშვილის თქმით, სასამართლოს თავმჯდომარე, ისევე როგორც სხვა მოსამართლეები, ხშირად ატარებენ საჯარო ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ბათუმშიც:
„გარდა ამისა, სასამართლოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს საათებიც აქვთ აღებული. სხვათა შორის, გასულ წელს სასამართლოს ოლიმპიადაში ბათუმის გუნდი სასამართლოს რჩეული გახდა და სასამართლომ მათ ანაზღაურებადი ექვსთვიანი სტაჟირება შესთავაზა. ასევე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და ბსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული“.
ევროპის რეგიონთა ასამბლეის კონგრესის სესიებზე განიხილება ასამბლეის წევრ რეგიონებში არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, მათ შორის სავალუტო კრიზისი და კლიმატის ცვლილება. შეხვედრაზე დამტკიცდება ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა.
„ევროპის რეგიონთა ასამბლეა წარმოადგენს რეგიონთაშორის თანამშრომლობის ფორუმს და ლობირებას უწევს რეგიონულ ინტერესებს ევროპულ დონეზე. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ევროპასთან დაახლოების გზაზე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.
ასამბლეას ესწრება წევრი რეგიონების წარმომადგენლები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება და დავამყაროთ ახალი კონტაქტები. ყოველ წელს გლობალური გამოწვევების შესაბამისად ერა ახალ პროგრამებს გვთავაზობს, შესაბამისად კარგი იქნება ამ პროგრამებში მონაწილეობა ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ“ – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ასამბლეის საიუბილეო კონგრესს ესწრებიან ბელგიის სამეფო პრინცი ლავრენტი, ვესტრა-გეტალანდის რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი, ევროპის რეგიონთა საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტი და დელეგაციები წევრი რეგიონებიდან.
ვიზიტის ფარგლებში არჩილ ხაბაძე და გია თავამაიშვილი ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტს ჰანდე იზსან ბოზათლის შეხვდებიან.
1985 წელს დაარსებული ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER) უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგიონულ ხელისუფლებათა ქსელია ევროპაში, რომელშიც გაერთიანებულია 35 სახელმწიფოს 200-ზე მეტი რეგიონული ხელისუფლება და 15 რეგიონთაშორისი ორგანიზაცია.
12 ივნისს არჩილ ხაბაძე შეხვდება გოტებურგის მერს ქალბატონ ლენა მალმს, რომელზეც ბათუმსა და გოტებურგის ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
როგორც დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორი რიმა ცეცხლაძე ამბობს, ბექა მაკარაძეს გუშინ შეუთანხმდა, თუმცა ის დღეს სტუდენტებთან შეხვედრას არ დაესწრო. ორგანიზატორებს უთხრეს, მაკარაძე ქვეყნიდან გავიდა.
შეხვედრას დღეს ასევე უნდა დასწრებოდნენ თვითმმართველობის არჩეული წევრები [94 წევრი, რომლებმაც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ], შეხვედრაზე კი მხოლოდ რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი მივიდა.
ბატონო ამირან, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ღირშესანიშნავ თარიღს, დაბადების მე-80 წლისთავს. სასახელო და მრავლისმეტყველია თქვენ მიერ განვლილი ცხოვრების გზა . ბუნებით თანდაყოლილ ნიჭიერებასთან ერთად, ეს არის თავდაუზოგავი შრომის, დაკისრებული საქმისადმი ერთგულების, ნამდვილი პროფესიონალიზმისა და შესაშურ ადამიანურ თვისებათა ნათელი მაგალითი. ამიტომაც სრულიად დამსახურებულია ის პატივისცემა და გულწრფელი სიყვარული, რომელსაც თქვენ იღებთ თქვენი კოლეგებისა და აღზრდილებისაგან. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენი ბიოგრაფიის კვლავ მრავალ სასახელო თარიღს შეხვედროდეთ თქვენეული უშრეტი ენერგიითა და ახალი მიღწევებით.
რეგისტრაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე მოეხდინათ:” გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინება მათი იძულებითაც კი ხდება, ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და პატივსადები მიზეზის არსებობისას სასამართლომ იმსჯელოს არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე”-წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ ინიციატივით, საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამგვარი ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებდებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის, 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესის ცვლილების თაობაზე გასულ კვირას მიმართა.
დღევანდელი დისკუსიის ორგანზიატორი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ. დისკუსიის მონაწილეთა ერთ ნაწილს მიაჩნია რომ ეს კანონი არარეგისტრირებულ ქორწინების რაოდენობას გაზრდის, ნაწილი კი საკანონმდებლო ინიციატივას იწუნებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის სალიბაურის საჯარო სკოლის მოსწავლეეები თავს კარგად გრძნობენ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრიდან მათ სავარაუდოდ დღეს საღამოს გაწერენ.
რაც შეეხება იმას თუ რამ გამოიწვია სკოლის ექვსი მოსწავლის ჯანმრთელობის ერთდროულად გაუარესება ამას უახლოეს მომავალში ლაბორატორიული კვლევა დაადგენს.
დღეს, 11 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10:00 საათზე გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს სკოლის ექვსი მოსწავლე შეუძლოდ დახვდათ.
რვიდან თორმეტ წლამდე ასაკის ექვსი მოსწავლე მუცლის ჭვალის დიაგნოზით ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს.
პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულის საქმეში 4 ივნისს პროკურორ ადილარ წირღვავას სასამართლოში მოწმეები უნდა დაეკითხა, თუმცა სასამართლო პროცესზე არც მოწმეები მოსულან და არც თავად პროკურორი. წირღვავას ნაცვლად სასამართლო პროცესზე პროკურორი დავით კირჩხელი გამოცხადდა და სასამართლოს გადადება მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ საქმის მასალებს არ იცნობს.
“ზედამხედველი პროკურორი ქალაქიდან გავიდა, ქობულეთში სასტუმროს დაწვასთან დაკავშირებით”, – უთხრა მოსამართლეს დავით კირჩხელმა.
“ამ პროცესის ხშირად გადადება იწვევს საქმის გაჭიანურებას, ადვოკატი და ბრალდებული თბილისიდან დადიან, იხარჯება ადამიანური რესურსი, თქვენ, ბატონო პროკურორო გაფრთხილებთ, შემდეგ პროცესზე თუ არ იქნებიან მოწმეები და ბრალდების მხარე, თქვენს მტკიცებულებებს ჩავთვლი გამოქვეყნებულად. ეს გინდ შენიშვნად მიიღეთ, გინდ გაფრთხილებად, მომდევნო პროცესზე გადავალ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნების ეტაპზე”,- უთხრა მოსამართლემ პროკურორ კირჩხელს. “დაჯარიმებაც შეიძლება”, – დაამატა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ ბრალდების მხარე შეგნებულად აჭიანურებს საქმის დასრულებას. ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.
როგორც ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ “ბათუმელებს” უთხრა, ბრალდებული უდანაშაულოა:
“მე, როგორც მისი უფლებების დამცველს, არ მინდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეს მიაჩნია მართებულად, ის მუშაობს, არჩენს ოჯახს, ოთხი წლის შვილს და მეუღლეს, ამიტომ ურჩევნია საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ აღიაროს ის ბრალდება, რაც არ ჩაუდენია. პროკურატურა საპროცესო შეთანხმების პირობებში ექვსთვიან პატიმრობას ითხოვს”.
მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, საქმის მასალებით თავდასხმა არ დასტურდება: “გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს ბრალდებულის თავდასხმის ფაქტს იმიტომ, რომ კანონმდებლობა განსაზღვრავს რა არის თავდასხმა. პოლიციელები ამბობენ, რომ მათ შორიდან დაინახეს, დანა რომ ჰქონდა ბრალდებულს. თავდასხმა არის სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედება, საშიშროებას უნდა წარმოადგენდეს ადამიანისთვის, ამ კონკრეტული ინციდენტის დროს კი არავინ დაშავებულა. ბრალდებული რომ საშიში არაა საზოგადოებისთვის, ეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროსაც შეაფასა”.
ბრალდებული არის სოციალურად დაუცველი. მომდევნო სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა გამოაქვეყნოს, მოწმეები დაკითხოს, დაცვის მხარეს მოუსმინოს და ამით დასრულდება ამ საქმის განხილვა, მოსამართლემ მხარეებს ურჩია დაილაპარაკონ საპროცესო შეთანხმებაზე. მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე შეთანხმებულები ჯერ არ არიან.
რაც შეეხება იმას თუ რამ გამოიწვია სკოლის ექვსი მოსწავლის ჯანმრთელობის ერთდროულად გაუარესება ამას უახლოეს მომავალში ლაბორატორიული კვლევა დაადგენს.
დღეს, 11 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10:00 საათზე გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს სკოლის ექვსი მოსწავლე შეუძლოდ დახვდათ.
რვიდან თორმეტ წლამდე ასაკის ექვსი მოსწავლე მუცლის ჭვალის დიაგნოზით ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს.
უკვე ერთი წელია ყველა დღე შენთან ერთად ფერადი და ხალისიანია, ამიტომ, გვინდა დიდი სიყვარულით მოგილოცოთ შენი პირველი იუბილე. გისურვებთ ლაღ და ბედნიერ ბავშვობას, წარმატებულ მომავალს და დიდხანს სიცოცხლეს.
დიდი სიყვარულით – ბებო ირმა დიდმანიძე, ლევან ბაბუ, მარიამ და ლელა ხაბაზები
„გადავწყვიტეთ,ერთ ადამიანს დავხმარებოდით, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებდა. მარინე ჩეჩელაშვილს, რომელსაც მე-6 რიგში აქვს ხაჭაპურის საცხობი, დამწვარი ტექნიკის სანაცვლოდ გადავეცით მაცივარი და ელექტროჩაიდანი, სულ 938 ლარის ღირებულების“ – წერს ჯგუფში „ბათომის” ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე.
ხანძარი ხოფის ბაზრობაზე 2014 წლის 7 დეკემბერს გაჩნდა. ცეცხლი ფეიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა და სხვა მაღაზიებზე გადავიდა. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბაზრობაზე დაიწვა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა ხანძრის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად.
ხანძრის შედეგად დაზარალებული პირების დასახმარებლად ინიციატივა მხოლოდ ჯგუფ „ბათომს“ ჰქონდა.
ჩასატარებელი სამუშაოების საერთო ღირებულება, ტენდერის მიხედვით, 1 მილიონ 152 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კომპანია ბლექ სი გროუპი“. აჭარის მთავრობის ვებგვერდის ცნობით, დასაქმებულია 15 ადამიანი, მათ შორის 8 ადგილობრივი.
უნივერსიტეტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისათვის დასაქმებულია 100-მდე ადამიანი. სულ კლინიკისა და უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯა 45 მილიონი აშშ დოლარი. „ბაუ“-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში Bau Global-ის ქსელში არსებულ უნივერსიტეტებში.
უნივერსიტეტს გააჩნია კლინიკური ბაზა – ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკული მეცადიონეობების გავლა. სამედიცინო ფაკულტეტი პირველ ეტაპზე გათვლილია 50 სტუდენტზე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რვიდან თორმეტ წლამდე ასაკის ექვსი მოსწავლე მუცლის ჭვალის დიაგნოზით ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს.
ამ დროისათვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
კლინიკაში იმყოფება აჭარის აჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი.
ამ წუთებში სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით იმყოფებიან აჭარის ჯანდაცვის მინიტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ინფექციონისტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სხვა ბავშვებს რაიმე დაავადების დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ.
დამატებით ინფორმაციას „ბათუმელები“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ზაფხულში რამდენჯერმე მატულობს საკვებისმიერი ინტოქსიკაციების, როგორც ერთეული, ისე ჯგუფური შემთხვევები – ეპიდაფეთქებები, რაც უმეტესად დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და კვების ობიექტებში არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას უკავშირდება.
ექიმი-ტოქსიკოლოგი დავით მურვანიძე ამბობს, რომ საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს საწყის ეტაპზე შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: შემცივნება, ტემპერატურის მატება, გულის რევა, ღებინება, რასაც შემდეგ ერთვის დიარეა. ექიმის თქმით, საკვებით მოწამვლის კლინიკური გამოვლინება დიდებსა და პატარებში მსგავსია, თუმცა თუ დიდების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა მოწამლული ადამიანისთვის სახლშიც არის შესაძლებელი, ბავშვების შემთხვევაში უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
“წლამდე ასაკის ბავშვები, სიმპტომების პირველივე გამოვლინებისას, იმავე წუთში უნდა გადაიყვანონ სტაციონარში, რადგან ასეთ დროს ექიმთან დაგვიანებულ მიმართვას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს”, – ამბობს დავით მურვანიძე. მისივე თქმით, სიმპტომები შესაძლოა ინფიცირებული პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღის შემდეგაც დაიწყოს და ინტოქსიკაციის სიმძიმიდან გამომდინარე 1-დან 10 დღემდე გაგრძელდეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) ბავშვებზე მოდის. ეს შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით. ცენტრის ცნობით, დიარეული დაავადებების დროს თვითმკურნალობა ართულებს დიაგნოსტიკას და ხელს უწყობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რომელთა გავრცელება გარემოში სერიოზულ პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობასა და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.
დიარეით მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდს ექიმი კლინიკური გამოვლინებების შესაბამისად არჩევს. “საკვებისმიერი მოწამვლისას პირველი ზომა კუჭის ამორეცხვაა, თუ მაღალი სიცხეა – ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატების მიცემა. თუ პაციენტს უგრძელდება ღებინება და არ შეუძლია მედიკამენტის პერორალურად მიღება (დალევა), მაშინ საჭირო ხდება გადასხმა”, – ამბობს ექიმი.
დავით მურვანიძის თქმით, ზაფხულობით საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევების უმეტესობა ჰიგიენას, უფრო ზუსტად კი, მის არ დაცვას უკავშირდება: “ზაფხულის სეზონზე უმეტესად ეს უკავშირდება ხილის მიღებას, პირველ რიგში ხილი უნდა იყოს ძალიან კარგად, სუფთა წყლით გარეცხილი. გარდა ამისა, ზაფხულში ქუჩაში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა სახის მზა საკვებს, იქნება ეს მოხარშული სიმინდი თუ სხვა რამ. ჩვენ არ ვიცით როგორი დამუშავებულია ეს საკვები, რა პირობებშია მომზადებული, ამას ემატება ქუჩის მტვერი, ამიტომ ასეთი საკვების ყიდვას უნდა მოერიდოთ”- ამბობს ტოქსიკოლოგი.
რა საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა საკვებით მოწავლის დროს? ექიმი ტოქსიკოლოგი ნაირა არველაძე ამბობს, რომ პაციენტმა, რომელსაც საკვებისმიერი ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაესმება – აუცილებელია დაიცვას დიეტა, რომელშიც შედის მხოლოდ მოხარშული საკვები და რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ შემწვარ საკვებს. “არ შეიძლება ცხარე და მჟავე საკვები. მათ აუცილებლად უნდა მიიღონ ელექტროლიტები – სარეჰიდრაციო სითხეები, დაახლოებით 7-8 დღე. მოზრდილებისთვის სასურველია გაზგასული მინერალური წყლების მიღება”- ამბობს ტოქსიკოლოგი. მისივე თქმით, მოწამლულმა ადამიანმა დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე რაციონიდან უნდა ამოიღოს რძის პროდუქტები, ხილიდან კი რეკომენდირებულია მხოლოდ ვაშლი და ბანანი.
2014 წელს მუნიციპალურ ავტობუსებში მთლიანობაში 9 855 პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი პირი, – 1200 დააჯარიმეს ოქტომბერში, 1015 -სექტემბერში, 1310 კი- იანვარში.
გასულ წელს საქართველოს კანონში პარლამენტმა მიიღო დადგენილება “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ”, რის საფუძველზეც, 2015 წლის პირველ იანვრამდე დაჯარიმებულ პირებს საჯარიმო თანხა ჩამოეწერათ. “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ხელმძღვანელის თქმით, ჩამოწერილი თანხა “დაახლოებით 6 500 ლარია”. ავტობუსში უბილეთოთ მგზავრობის საჯარიმო თანხა 5 ლარს შეადგენს.
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, გახანგრძლივდა რამდენიმე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დრო. პირველი ნომერი ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:05 წუთზე და ასრულებს 0:56 წუთზე; 1ა ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:15 წუთზე და ასრულებს 0:39 წუთზე; ოთხი ნომერი ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:30 წუთზე და ასრულებს 0:40 წუთზე; 11 ნომერი ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:10 წუთზე, ასრულებს – 0:24 წუთზე.
დანარჩენი მუნიციპალური ავტობუსები კი, 22, 23 და 24 საათამდე იმოძრავებენ.
პროკურორ თორნიკე მარსაგიშვილის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, რურუას ქუჩაზე ბინა 30 მაისს იქირავა და სწორედ ამ ნაქირავები ბინიდან მოიპარა ნივთები. ასევე მეორე ბინა დაიქირავა 31 მაისს და მეპატრონეს ბინის საფასური არ გადაუხადა. ბრალდებული ადრე ნასამართლევია ქურდობის ფაქტზე და გასულ წელს ის პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
“თითქმის ნახევარი საუკუნის ვარ და მრცხვენია, რომ ახლა აქ ვარ. არ ვიცი რა დამემართა. მე ამ ბრალდებებს ვაღიარებ, ვინანიებ გულწრფელად, თავს არ გაცოდებთ ბატონო მოსამართლე, მაგრამ ჩემი შვილები ისე დაიბადნენ და გაიზარდნენ მათ გვერდით არ ვყოფილვარ, ახლა შვილიშვილს ველოდები და ძალიან მინდა ის ვნახო, კანონს და დაზარალებულს რაც ზიანი მივაყენე, ვეცდები, რომ ეს ზარალი ავანაზღაურო”, – თქვა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში.
მოსამართლემ პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ შეიძლება ბრალდებული არ მიემალოს გამოძიებას და მტკიცებულების მოპოვებას ხელი არ შეუშალოს, თუმცა ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინოს _ სწორედ ამ მოტივით შეუფარდა ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა.
ცოტა ხნის წინ ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton Batumi გაიხსნა. სასტუმროში 147 ნომერია განთავსებული. ამ დროისთვის ნომრის ფასი Hilton Batumi- ში კვების გარეშე 124 დოლარია. საუზმესთან ერთად კი ნომრის ღირებულებას 20 დოლარი დაემატება. ნახევრად ლუქსის ფასი 145 დოლარი, ხოლო ლუქსის ფასი 156 დოლარია. ყველაზე ძვირადღირებული – საპრეზიდენტო ნომრის ფასი კი 1905 დოლარია საუზმის გარეშე, საუზმესთან ერთად ნომრის ფასი იზრდება.
სასტუმროს ადმინისტრატორის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონზე შესაძლოა ფასები გაიზარდოს, თუმცა რამდენით, ეს ჯერ არ არის დაზუსტებული. სასტუმროში ფუნქციონირებს ორი საკონფერენციო დარბაზი, ორი რესტორანი და კაზინო „ავსტრია.“
სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში ბათუმში სასტუმრო „მარინა კოლიზეუმი“ გაიხსნება. სასტუმროში 101 ნომერი იქნება განთავსებული, მათ შორის იქნება შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომერი.
„მარინა კოლიზეუმში“ საკურორტო სეზონზე ნომრის ფასი 100-120 დოლარი იქნება და ღირებულებაში საუზმეც შევა. ლუქსის ფასი კი 250-300 დოლარი იქნება. სასტუმროში იფუნქციონირებს სპაცენტრიც.
მომავალ საკურორტო სეზონზე აჭარას სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისიც“ შეემატება და დამსვენებელს დამატებით 86 სასტუმრო ნომერს შესთავაზებს. სასტუმროში სტუდიოს ტიპის ოროთახიანი და სამოთახიანი აპარტამენტები გაქირავდება. გაქირავების ფასს აპარტამენტების მფლობელები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.
ამ სეზონზე დაიწყებს ფუნქციონირებას ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Leogrand Hotel & Casino. სასტუმროში 180 ნომერია განთავსებული.
ბათუმს წელს რამდენიმე მცირე მასშტაბის სასტუმროც შეემატა, გაიხსნა სასტუმრო „როიალ-ვენეცია“, რომელიც წელს მომხმარებელს 15 ნომერს შესთავაზებს. ამ დროისთვის სასტუმროს ფასები 110 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. სეზონზე კი გაიზრდება. გაიხსნა ასევე სასტუმრო „პორტო-ფრანკო“. სასტუმროში 8 ადგილია. ექსპლუატაციაში შევიდა სასტუმრო „ძველი ქალაქი“ – ამ სასტუმროში 24 ნომერია განთავსებული.
უკვე არსებულ ჰოსტელებს კი ორი ახალი Batumi Sun Hostel და „ჰოლანდ ჰუკი“ დაემატება. ჰოსტელებში ერთი ადგილი 25 ლარი ღირს და სეზონზე ფასები არ შეიცვლება.
სტუმრების დასახვედრად კერძო ბინების მფლობელებიც ემზადებიან, დეველოპერული კომპანიების გაყიდვების აგენტების ინფორმაციით, ახალაშენებულ სახლებში მცირე მასშტაბის მქონე ბინებს – 29-32 კვადრატულს მოქალაქეები ძირითადად სეზონზე გაქირავების მიზნით ყიდულობენ და შესაბამისი დიზაინით არემონტებენ. ამ ბინებით სარგებლობა მომხმარებელს ბევრად უფრო იაფი უჯდება, ვიდრე სასტუმროში გაჩერება.
მომავალ საკურორტო სეზონს იმედით უყურებენ პატარა სასტუმროების მფლობელებიც. მათი ინფორმაციით, ზაფხულისთვის ნომრების დაჯავშნა უკვე დაიწყო.
პატარა ზომის სასტუმროების მენეჯერების თქმით, ტურისტულ ჯგუფებს ან ოფიციალურ პირებს ყოველთვის სჭირდებათ იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ სასტუმროში გაჩერდნენ, რასაც ბინების მფლობელებისგან ვერ იღებენ. თუმცა როგორც თავად ამბობენ, მათ მუშაობაზე კერძო ბინებსა და სახლებში გაქირავებები სეზონზე ცუდად არ ასახულა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ტონი და კომპანიამ“ ბათუმში ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაზე 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია. მანამდე შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ, ბათუმის მერიამ „ტონი და კომპანიას“ ავანსის სახით 1 289 972 ლარი ჩაურიცხა. თანხის მიღების შემდეგ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები წარუდგინა.
ბრალდებულებმა ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის მიერ ჩადენილმა ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ თვითმმართველ ქალაქ ბათუმს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. ლაშა ბოლქვაძე მაშინ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის ხელშეკრულება ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა. მაშინ არჩილ ვანაძე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ ანანიძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის ხელმოწერაც დოკუმენტებზე ფიქსირდება, ახლანდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი იყო.
მერიამ მაშინ ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის 6 მილიონ 108 000 ლარი გამოყო. შპს „ტონი და კომპანიამ“ ელექტრონულ ვაჭრობაზე ეს თანხა 5 მილიონ ლარამდე დაწია და ექვს კონკურენტს მოუგო.
ხელშეკრულების პირობებში წერია, რომ შემსყიდველს საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს შეეძლო შეემოწმებინა მიმდინარე სამუშაოები. გარდა ამისა, სამუშაოებზე ზედამხედველობა მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად შპს „გზამშენპროექტსაც“ ევალებოდა. რითვისაც მერიაამ ამ კომპანიას 61 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარეები სამუშაოების მიმდინარეობის წინასწარ შეთანხმებულ გრაფიკთან შესაბამისობას ყოველთვიურად შეამოწმებდნენ. რაც შეეხება ხელშეკრულების დაზღვევასა და გარანტიას, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი და დავის ძირითადი საგანია:
ხელშეკრულება უშვებდა არაუმეტეს 30%-ის საავანსო ანგარიშსწორებას, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა კი შეიძლება განსაზღვრულიყო 90 დღით, არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა. ანგარიშსწორება კი უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ. ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ყოველი გადაცილებული დღისთვის შემსრულებელს ჯარიმის სახით ხელშეკრულების 1% დაერიცხებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს მიაღწევდა, შემსყიდველი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას იტოვებდა.
ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად შემსყიდველი წარმოადგენდა საბანკო გარანტიას ხელშეკრულების ღირებულების ხუთი პროცენტის ოდენობით. ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კი მას ეს თანხა არ დაუბრუნდებოდა. ასეთი გარანტია „ტონი და კომპანიას“ სადაზღვევო კომპანია „უნისონისგან“ ჰქონდა. აქვე წერია ისიც, რომ გარანტია 2015 წლის თებერვლამდე რჩებოდა ძალაში. ანუ ამ დრომდე შეეძლო მერიის საფინანსო სამსახურს სადაზღვევო პირობების ამოქმედება. საფინანსო პოლიციის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა, მერიას სადაზღვევო კომპანიისთვის არ მიუმართავს. ბრალდებულებმა კი ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი.
რატომ გადარიცხა ავანსი მერიამ მეორედ და რატომ არ ჩართეს საქმეში სადაზღვევო კომპანია? – კითხვაზე ბათუმის მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანაძე პასუხობს, რომ კითხვა სწორად არ არის ფორმულირებული, რადგან: „სადაზღვევო კომპანია თანხას არ რიცხავს. ის მხოლოდ გარანტიას იძლევა. ასეთ შემთხვევაში იწყება ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატარა. შეწყვეტილ იქნა კონტრაქტი, დაჯარიმდა კომპანია. გამოყენებული იყო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ზომები. იმას კი – ამაზე მეტი რა ზომები უნდა გამოყენებულიყო და იყო თუ არა საჭირო დამატებით თანხის გადარიცხვა, შეაფასებს სასამართლო. ამის შეფასების უფლებამოსილება ჩვენ არ გვაქვს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“.
მერიის მიერ გატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტები „ბათუმელებმა“ გასულ პარასკევს მოითხოვა. ნუკრი დეკანაძის თქმით, მათი მოწოდება უქმეების გამო ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მათ სამუშაო დღეებში მივიღებთ.
საქართველოს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არც „ტონი და კომპანიასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული და არც „გზამშენპროექტის“ განხორციელებული ზედამხედველობის შესახებ დოკუმენტი.
კითხვებზე პასუხები არ აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ჩავლეიშვილსაც. ის ამბობს, რომ მართალია, ხელშეკრულებას ხელი მან მოაწერა, თუმცა საქმის დეტალებს არც მაშინ იცნობდა და არც ახლა იცნობს:
„ეჭვი არ მეპარება არჩილ ვანაძის პატიოსნებაში, ის ბევრს შრომობს. არ ვიცი, რატომ ხდება ეს ყველაფერი და ვერც იმას ვხვდები, რა ხდება“.
ბათუმის საქალაქო სასამართლო
„ტონი და კომპანიასთან შეწყვეტილი კონტრაქტისა და კომპანიასთან სამართლებრივი დავის წამოწყების შემდეგ „ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციის მიზნით მერიამ ხელშეკრულება, ამჯერადაც ელექტრონული ტენდერის საშუალებით, კომპანია „ჰიდროსთან“ გააფორმა. მერიამ ახლა არხის რეკოსტრუქციისთვის 5 მილიონი ლარი გაითვალისწინა, თუმცა საქმე ამჯერადაც ვერ დასრულდა. მერიამ კომპანია სამუშაოების გეგმა-გრაფიკზე ჩამორჩენის გამო ჯერ 250 000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი არ დაზარალებულა, რადგან 2014 წელს სამუშაოების შესრულებისთვის, პრემიერის გადაწყვეტილების თანახმად, ტენდერი საავანსო პოლიტიკას აღარ ითვალისწინებს.
ამის შემდეგ „ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციისთვის მერიამ, ამჯერად გამარტივებული ტენდერით, კიდევ ერთი კომპანია – „მშენებელი 80“ შეარჩია. შეთანხმებაში 6 მილიონ 322 000 ლარი ჩაიწერა.
რაც შეეხება არჩილ ვანაძისა და ლაშა ბოლქვაძის სისხლის სამართლის საქმეს, გამოძიება 132-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პარასკევს პროკურორმა ორივე ბრალდებულისთვის 20 000 ლარი გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებზე ჩანს, სამი, სახეზე ნიღაბაფარებული ადამიანი თუ როგორ აკრავს ოფისზე პლაკატებს და წარწერებს აკეთებს. ჩანაწერი დაახლოებით 25 წუთს გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ამ ადამიანებს, სავარაუდოდ, ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დილის 5 საათზე ქალაქის მთავარ ქუჩაზე, [ნაციონალური მოძრაობის ოფისი ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს] ასე „აუღელვებლად, ნიღბებით“ წარწერების გაკეთებას ვერ გაბედავდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბათუმის საკრებულოს წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ეს მთავრობის დაკვეთით მოხდა და კონკრეტულ პირებს ასახელებს:
„ადამიანები, რომლებმაც ჩვენი პარტიის ოფისი დააზიანეს, ნიღბებით იყვნენ, მოქმედებდნენ ძალიან აუღელვებლად, ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე. ეს ცხადყოფს იმას, რომ მათ ჰქონდათ დავალებები მიღებული აჭარის მთავრობისგან. კადრებში ჩვენ ამოვიცანით ჭეიშვილის [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] ცნობილი ზონდერი მერაბ ღოღობერიძე, მასთან ერთად გახლავთ მერიის თანამშრომელი დავით ლორია. ცალსახაა, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული ხაბაძისგან და მასზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ ჭეიშვილი და ერმაკოვი“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ამოცნობილი“ მერაბ ღოღობერიძე ენმ-ის ბრალდებას უარყოფს. იგი ამბობს, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მიიჩნევს, რომ ის, რაც მოხდა, დანაშაული არ არის და ამბობს, რომ ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებაც შეუძლია:
„მე არ ვმონაწილეობდი აღნიშნულ ქმედებაში, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერანაირ დანაშაულს. პლაკატებმა შეახსენა საზოგადოებას დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი რას აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს არ გამიკეთებია, მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ეს არის დანაშაული, მაშინ მე ჩამიდენია – მე ვიღებ საკუთარ თავზე, როგორც „ალ ქაიდა“, სიტყვაზე… მათ ჩემი ჩრდილი იცნეს ღამის საათებში? ხვალ რომ მომიწიოს ამის გაკეთება, ჩავიდენ, მე ვფიქრობ არ არის დანაშაული პლაკატების მიკვრა“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.
მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მერიის ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე მას შემდეგ დატოვა, რაც ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ენმ-ის წევრ პეტრე ზამბახიძისათვის კვერცხების დაშენაში მიიღო მონაწილეობა.
დავით ლორია, რომელიც ბათუმის მერიის „აიპის“ თანამშრომელია, ამბობს, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტში არ მონაწილეობდა:
„ეს რომ ჩემი იდეა ყოფილიყო, ამას საჯაროდ და ღიად, აქციის სახით გავაკეთებდი, ტელევიზიებს მოვიწვევდი და ისე. რა არის დასამალი, ის, რომ წლების განმავლობაში ადამიანებს აწამდნენ, ეს ყველასავთის ცნობილია. ამას ღამით და ფარულად არ გავაკეთებდი. ის ბრალდება, რომ გია ერმაკოვის სახელი კიდევ გაისმა დღეს, ძალიან არასერიოზულია, მათ პრინციპში არაფერი დარჩენიათ, არ იციან რა გააკეთონ, რა თქვან. ალბათ ერთგვარი სიურპრიზი მოაწყო ვინმემ, სხვა დანაშაულებრივ ქმედებას მე ვერ ვხედავ. მე მიკვირს, რატომ გაასაჯაროვეს ეს, რატომ მოიწვიეს ტელევიზიები. მე მათ ადგილას ამას ჩუმად ჩამოვწმენდდი და ამ კადრებს კიდევ ერთხელ არ ვაჩვენებდი ადამიანებს“ – ამბობს დავით ლორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე გაკეთებული წარწერების გამო ბათუმის მესამე გამყოფილებამ მოკვლევა უკვე დაიწყო, ადმინისტრაციული სამართალდადღვევის კოდექსის 150-ე მუხლით – თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა – რაც იწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არ აქვთ იმედი, რომ საქმე გამოძიებული იქნება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის ბათუმში, რომცა „ენმ“-ის ოფისთან ან პარტიის წევრების მიმართ სხვადასხვა სახის ინციდენტი ხდება.
2015 წლის 14 მარტს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლეს. ინციდენტში მონაწილე გიორგი თუშმელაშვილი აღნიშნული ფაქტის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. თუშმელაშვილი ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის უფროსია.
საინფორმაციო ტური, რომელშიც დაბა ქედის, პირველი მაისისა და მერისის საჯარო სკოლების 16 მოსწავლე მონაწილეობდა, სოფელ წონიარისში ჯაიმელას ისტორიული ხიდის მონახულებით დაიწყო. პარალელურად ახალგაზრდებმა, საჯარო მოხელეებთან ერთად, ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მოსწავლეებმა შემდეგ სოფელ ვაიოში ლადო შავიშვილის ღვინის მარანი და სოფელ ზვარეში წმინდა გიორგის ეკლესია დაათვალიერეს.
„გამგეობის მიზანია ადგილობრივი ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობისთვის ისტორიულ და ღირშესანიშნავ ადგილებზე ინფორმაციის მიწოდება. დღევანდელი ტურიც ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, საინფორმაციო ტურის მსვლელობისას ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ვაჟა ფარტენაძე ახალგაზრდებს ისტორიას აცნობდა. მსგავსი საინფორმაციო ტიპის პროგრამა წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება და მასში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან“ – აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო ხაბაზმა.
საინფორმაციო ტური მოსწავლეებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
კონკურსი სულ 10 პოზიციაზე გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურია პოზიციები – აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ერთეულებს, ვაკანსია ქედის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში (დაბა ქედის, დანდალოს, პირველი მაისის, ზვარეს, მახუნცეთის, ოქტომბრის, მერისის, ცხმორისისა და წონიარისის) არის გამოცხადებული.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი შესული განცხადებების გადარჩევას, მეორე – ტესტირებას, ხოლო მესამე ეტაპი გასაუბრებას ითვალისწინებს.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა 9 ივნისს გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის ხუთი წევრიდან ორი არ ესწრებოდა, კომისიის წევრებმა კონკურსანტების შესაფასებლად კრიტერიუმები დაადგინეს.
კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით კონკურსის მეორე ეტაპი 2015 წლის 25 ივნისამდე ჩატარდება და ამ ეტაპის საბოლოო შეფასებად კონკურსატის მიერ ნაჩვენები დადებითი შედეგის (ტესტირებისას მიღებული ქულების) მეათედი ნაწილი მიიჩნევა.
რაც შეეხება კონკურსის ბოლო – მესამე ეტაპს, გასაუბრებისას კონკურსანტები 10-ბალიანი ქულათა სისტემით შეფასდებიან. გასაუბრებაზე კონკურსანტმა მინიმუმ 5.1 ქულა უნდა დააგროვოს, ხოლო ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსანტთა მიერ თანაბარი უმაღლესი საერთო ქულის დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულ კონკურსანტს კომისია ღია კენჭისყრით გამოავლენს.
კონკურსანტების ცოდნას ქედაში კომისიის ხუთი წევრი შეაფასებს, კომისიის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძეა.
10 ვაკანტურ პოზიციაზე შეტანილი განცხადებების მიხედვით ყველაზე დიდი მოთხოვნა გამგებლის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამოცხდებულ პოზიციაზეა, ამ თანამდებობის დასაკავებლად ქედაში 27 კონკურსანტი იბრძოლებს.
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით 7 მოგებამდე მამაკაცებს და 5 მოგებამდე ქალთა შორის ჩატარდება.
ჩემპიონი ფულად პრემიასთან ერთად ოქროს მედალს, პირველი ხარისხის დიპლომსა და თასს მოიპოვებს. მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 27000 ამერიკული დოლარია, რომელსაც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბათუმის მერიასთან ერთად უზრუნველყოფს.
ჩემპიონატის ორგანიზებას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი 55000 ლარით აფინანსებს. დეპარტამენტის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელის მინდია ქათამაძის თქმით, საერთო ჯამში ამ ღონისძიებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 90000 ლარია გამოყოფილი.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, კლუბის წევრები 2016 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საზოგადოებრივი მიმართულებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამას“ 2011 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სამინისტრო აფინანსებს სასკოლო კლუბების ინიციატივებს 3 000 ლარის ოდენობით.
გასულ წელს სულ 11 კლუბი დაფინანსდა. აქედან 3 სასკოლო კლუბი ბათუმში (პირველი, მეორე და მერვე საჯარო სკოლა), ორი – ხელვაჩაურში, ორი – ქედაში, ორი – შუახევში, თითო-თითო სასკოლო კლუბი კი – ხულოსა და ქობულეთში.
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ბექა ბასილაია იცავს: “ჩვენ ვასაჩივრებთ იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც უკავშირდება პირის გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ცხრა თვეზე მეტ ხანს პატიმრობაში ყოფნას. დღეს მოქმედი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნორმა განიმარტება ისე, რომ თითქოს სასამართლოსა და სამართალდამცავებს აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, იარსებებს თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ცხრა თვეზე მეტ ხანს ამყოფოს ციხეში. ეს არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რადგანაც კონსტიტუციის მე-18 მუხლში წერია, რომ პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს”.
გიგი უგულავას წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში
საკონსტიტუციო სასამართლო გამწესრიგებელი სხდომა ვალდებულია ცხრა თვის განმავლობაში გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა ამ სარჩელს განსახილველად.
გიგი უგულავა სასამართლოში საქართველოს პარლამენტს უჩივის. „დავის საგანი არის სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი ნორმები, რომელიც არეგულირებს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების წესებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა. მოსარჩელის შეფასებით, ასევე, სადავო ნორმების მიხედვით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება მისი კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას”, – განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოში მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა.
პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების ხარისხის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს სავარძელ-ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო – საკონსულტაციო და ტექნიკურ მომსახურებას და საგარანტიო მომსახურებას ერთი წლის ვადით.
2014 წელს სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სავარძელ-ეტლი 300 შშმ პირს და ხანდაზმულს გადასცა.
სამინისტრო, შშმ პირებისა და ხანდაზმულების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის პარალელურად, დამხმარე საშუალებებს უსინათლო მოქალაქეებსაც გადასცემს. ამ მიზნით წელს პირველად ამოქმედდა პროგრამა – „უსინათლო მოქალაქეების უზრუნველყოფა უსინათლოთა თეთრი ხელჯოხებით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 100 ერთეული ხელჯოხის გაცემა. პროგრამებში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინონ: – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს სავარძელ-ეტლის ან ხელჯოხის საჭიროება; – პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია; სავარძელ-ეტლის ან ხელჯოხის ღირებულების წინასწარი ანგარიშფაქტურა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე აცხადებს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების ხარჯები ქედის საკრებულოში ამ ეტაპზე არ გაიზრდება. „საკითხის განხილვას უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ვფიქრობთ. მე თანახმა ვარ, რომ მოხდეს მატება, თუმცა თანხა რომ დაემატოს, ამისთვის საჭიროა ფინანსური რესურსი. ამ ეტაპზე ეს არ გვაქვს“, – ამბობს ამირან ცინცაძე.
სადეპუტატო უფლებამოსილების შესასრულებლად ანაზღაურება 400 ლარით, 950 ლარამდე გაეზარდათ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, საპრემიო ფონდის გაუქმების ხარჯზე, თუმცა ერთი კვირით. სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებისთვის ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ინიცირება შუახევის საკრებულოში დამოუკიდებელმა დეპუტატმა გელა აბაშიძემ შეიტანა. საკითხი, რომელიც რიგითი წევრების, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებისთვის ხელფასის ზრდასა და საპრემიო ფონდის გაუქმებას ითვალისწინებდა, საკრებულომ მარტის ბოლოს განიხილა, სხდომაზე დამსწრე 20 დეპუტატიდან უმრავლესობამ ხელფასების მატებასა და პრემიის გაუქმების საკითხს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა გაზრდილი ხელფასიც კი აიღეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა და ხმების უმრავლესობით გადაწყდა, რომ დეპუტატებს 950 ლარის ნაცვლად ისევ 550 ლარი აეღოთ. ასევე, თანამდებობის პირებისთვის ძალაში დარჩენილიყო დანამატი.
საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ფრაქციის თავმჯდომარე სოსლან ზოიძე აცხადებს, რომ გაუქმებული პრემიის აღსადგენად და გაზრდილი ხელფასის შესამცირებლად წარმოდგენილი საკითხის მხარდასაჭერად საკრებულოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
„მოვითხოვდით რიგითი დეპუტატის ხელფასი 400 ლარით, ხოლო თანამდებობის პირების ხელფასი 200 ლარით გაზრდილიყო. თანამდებობის პირებიდან ხელფასი არ ეზრდებოდა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს, რადგან ის მაქსიმალურ თანხას – 2650 ლარს იღებს და მეტი ზრდა კანონით არ შეიძლებოდა. პრემიაზე საკრებულოში 100 000 ლარამდე თანხა იხარჯება და თანამდებობის პირები იღებენ, რიგითი დეპუტატები კი – არა. წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ამ გადაწყვეტილებით თანამდებობის პირები ზარალდებოდნენ – პრემიას ვერ აიღებდნენ, ყველა ღონე იხმარეს, რომ გაზრდილი ხელფასები ისევ შემცირებულიყო და პრემიები აეღოთ“, – ამბობს სოსლან ზოიძე.
შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე კი ამბობს, რომ ხელფასების გაზრდით კანონი დაირღვა:
„იმ მომენტში, როდესაც ინიცირება შემოიტანა დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა, ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით, არ იყვნენ იმ დღეს ჩვენი მხარდამჭერები და საკითხი გავიდა. ბიუჯეტში ცვლილების გარეშე ხელფასის ზრდა არ შეიძლება, ამდენად მომდევნო სხდომაზე, როცა ჩვენ ვიყავით უმრავლესობა, ისევ განვიხილეთ საკითხი და ანაზღაურება უცვლელი დარჩა.
ხელფასი რომ გაიზარდოს, ამისთვის ბიუჯეტში ცვლილება უნდა შევიდეს, რისთვისაც გამგებლის წერილი უნდა იყოს. ასეთი წერილი კი არ არსებობდა. არის მუნიციპალიტეტები, სადაც უფლებამოსილების შესრულებისთვის რიგითი დეპუტატები 150-200 ლარს იღებენ, ქვეყნის მასშტაბით რიგითი დეპუტატების ანაზღაურება შუახევსა და, ზოგადად, აჭარის მაღალმთიანეთში საკმარისია, უფლებამოსილება რომ შეასრულონ – 450 ლარს იღებენ ხელზე. ეს საჯარო მოხელის სპეციალისტის ხელფასს უტოლდება“.
ბატონო რამაზ, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ კომისიის შექმნის აუცილებლობა?
ამ საფლავების მოძიების ინტერესი ხალხში ყოველთვის არსებობდა. საბჭოთა პერიოდში ბუნებრივია ამას არავინ აქცევდა ყურადღებას და მიჩქმალული იყო. დამოუკიდებლობის შემდეგ კი, ხალხში ისევ გაჩნდა ამ საკითხის მიმართ ინტერესი. გამსახურდიას ხელისუფლების დროს მე უზენაესი საბჭოს წევრი ვიყავი და დახვრეტილი პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიება დავიწყე.
რა ცნობები არსებობს რეჟიმის მიერ დახვრეტილი პირების შესახებ?
საარქივო მასალების მიხედვით, ბათუმში 760 ადამიანია დახვრეტილი. მათ შორის, 12 ქალია. მასალების მიხედვით უცხოელებიც არიან დახვრეტილი, ისინი, ვინც თურქეთიდან იყვნენ გადმოსულები. სიები ორ ნაწილად დავყე, პირველი ნაწილი „ბათუმელებში“ გამოვაქვეყნე და ვითხოვე, რომ ამ ადამიანების შესახებ ვისაც რა ცნობა ჰქონდა, მოეწოდებინა. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, მოგვაწოდეს ფოტომასალებიც. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მაშინ ერთი პატარა წიგნი გამოვეცი.
დაახლოებით რომელ ადგილებზეა საუბარი, სადაც ფიქრობთ, რომ დახვრტილთა საფლავები აღმოჩნდება?
ერთი-ორი ადგილის შესახებ მეც მაქვს ინფორმაცია, არის საუბარი ადლიაზე, ფერიასა და ჭოროხის სანაპიროზეც არსებობს ინფორმაცია. ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად ე.წ. `სალიბაურის სამთავრობო სახლის~ მიმდებარე ტერიტორიაც სახელდება. ამ ადგილების შესახებ ინფორმაციას საბჭოთა ხელისუფლება ასაიდუმლოებდა, თუმცა გარკვეული ინფორმაცია დოკუმენტებში და ხალხში მაინც შემორჩენილია.
როგორ მოხდება ამ პირების იდენტიფიცირება, ხომ შეიძლება იმ ადგილებში სხვა ადამიანებიც ყოფილიყო დაკრძალული?
ეს ადგილები საარქივო მასალებშია მითითებული. გარდა ამისა, ხალხს აქვს ინფორმაცია, თუ სად ყრიდნენ დახვრეტილ ადამიანებს. აქ საეჭვო არაფერია. საბჭოთა პერიოდში არსებობდა ჯგუფი, რომელსაც კვალმაძიებლებს ეძახდნენ და ჩვენც მათ მსგავსად გადავწყვიტეთ, რომ მოგვეძია მათი საფლავები.
დნმ-ს დადგენა საჭირო არ იქნება? ამ დონეზე თუ აპირებთ შესწავლას?
ეს ძალიან რთული სამუშაო იქნება, არა მგონია ამას გავწვდეთ. ამ ადამიანების შთამომავლები თუ ისურვებენ, მათ შეუძლიათ დნმ-ის ანალიზი გააკეთონ. კომისია რამდენიმე დღეა რაც ამოქმედდა, ამიტომ ბევრი დეტალი დასაზუსტებელია. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ იქ ნამდვილად იმ ადამიანების ნაშთები აღმოჩნდება.
კომისიაში რამდენი ადამიანია და რა მეთოდოლოგიით აპირებთ მუშაობას?
ექვსი ადამიანია ჯგუფში. ინიციატივა ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელს ზურაბ ზაქარაძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯუმბერ ვარდმანიძეს ეკუთვნის. ამ დროისთვის კომისიის წევრები ენთუზიამზე მუშაობენ, ჯერ მხოლოდ პირველი სხდომა იყო და დეტალები ბოლომდე არ განხილულა. მუშაობის პროცესში ალბათ უფრო გამოჩნდება, რა როგორ უნდა გაკეთდეს. ძიების პროცესში თუ გამოჩნდება დაფინანსების აუცილებლობა, ალბათ საკრებულო გამოყოფს საჭირო თანხას.
რა იქნება ამ საფლავების აღმოჩენის შემდეგ?
გვინდა, რომ უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანების ნაშთები ერთ ადგილზე გადავასვენოთ და იქ მემორიალი დავდგათ, სადაც ამ ადამიანების სახელი და გვარები იქნება ამოტვიფრული.
„აქ ყაზახი ტურისტები უყვართ და მათ მთელი წლის მანძილზე ელიან’’ – აცხადებს ყაზახეთის მე-7 არხის ერთ-ერთი წამყვანი და აჭარა-ბათუმს ვრცელ სიუჟეტს უძღვნის. სიუჟეტში ჟურნალისტი მაყურებელს აჭარის მთის, ჩანჩქერების, ზღვისა და უნიკალური ღირშესანიშნაობების მიმზიდველობაზე ესაუბრება და რეგიონს არამარტო ზაფხულში, არამედ წლის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ტურისტულ დესტინაციად მიიჩნევს. უგემრიელესი აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებასთან ერთად ჟურნალისტი მაყურებელს მთიან აჭარაში სტუმრობასაც ურჩევს. „აჭარაში სასტუმროების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, უმჯობესდება სერვისი. აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობ, რადგან საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პოლიცია და კეთილგანწყობილი ხალხია…“- წერია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის პოპულარიზაციას მიეძღვნა ასევე ორი ვრცელი სიუჟეტი ყაზახეთის „1 არხის“ ნაციონალურ ტელევიზიის გადაცემებში, სადაც ჟურნალისტები მაყურებელს თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და არდადეგების გატარებას ბათუმში ურჩევენ.
ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბათუმში 11-15 მაისს, მედია ტურის ფარგლებში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდნენ. გარდა სატელევიზიო სიუჟეტებისა, ზაფხულის ცხელ სეზონამდე უკვე გამოქვეყნებულია სტატიები ყაზახეთის წამყვან ბეჭდურ და ონლაინმედიაში.
აჭარის შესახებ სარეკლამო მასალები გაჩნდა უნგრულ მედიაშიც, „უნგრეთის ბეჭდურ და ონლაინსაშუალებებში საქართველოს, ისევე როგორც მისი ულამაზესი ზღვისპირა რეგიონის – აჭარის შესახებ მრავალი სარეკლამო ხასიათის სტატია დაიბეჭდა. წამყვანი მედიის 8 სხვადასხვა პორტალსა და ჟურნალში 10-ზე მეტი სტატია მიეძღვნა შავი ზღვის ულამაზეს ქალაქს – ბათუმს, მის ღირშესანიშნაობებს, აჭარული სამზარეულოს ტრადიციებსა და ღვინოს“.