აქციაზე შეკრებილთა გასაგონად მოსამართლემ თქვა, რომ მხარეების მოსმენა 15 ივლისს იგეგმება. მოსამართლემ საკუთარი თვალით ნახა მანქანის საბურავებისა და ხისგან გაკეთებული ბარიერები, რომლითაც მედრესესთვის განპირობებული შენობისკენ მისასვლელი გზა არის ჩახერგილი.
ადგილზე იმყოფებოდა ადამინის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძეც. მან თქვა, რომ სარჩელში, რომელიც მათი მხარდაჭერით შეიტანეს სასამართლოში მუსლიმი მრევლის წარმომადგენლებმა, მუსლიმების დისკრიმინაციის წყაროდ დასახელებული ჰყავთ ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიცია.
აქციის მონაწილეები მოსამართლეს უმტკიცებდნენ, რომ ეს მხოლოდ მეზობლური დავაა. მუსლიმი მრევლის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ ისინი სამართლებრივი გზებით გააგრძელებენ თავიანთი უფებების რეალიზაციისთვის ბრძოლას.
კონფლიქტი ქობულეთში გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, რომლის კულმინაცია ის იყო, რომ მედრესესთვის განკუთვნილ შენობაზე მართლმადიდებელმა მრევლმა ღორის თავი მიაჭედა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება [#2/146] „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“, მიმდიმარე წლის 2 ივლისს გამოიცა და ძალაში დღეს, 7 ივლისს შევიდა.
ბრძანებაში, რომელსაც ხელს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გაფრინდაშვილი აწერს, ასევე აღნიშნულია:
„დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიების განხორციელება… ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).
ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გალის რაიონში, სოფ. წარჩეში მდებარე ადრეული შუა საუკუნეების ციხესაც.
მათ სანაპიროზე განახლებული სამეთვალყურეო კოშკურა, სამაშველო ეკიპირება და აღჭურვილობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ბათუმის საზღვაო პორტის აკვატორიაში ყველა საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით საჩვენებელი სამაშველო მოქმედების სიმულაცია გაიმართა.
„რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ივნისის თვეში გაგრძელდა საინფორმაციო ტურების მოწყობა უცხოელი ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისათვის. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ-ივნისის თვეში დეპარტამენტმა უკვე ჩაატარა 17 საინფორმაციო ტური, რომლის ფარგლებშიც უმასპინძლა სამიზნე ქვეყნებიდან მოწვეულ 68 ჟურნალისტსა და 79 ტუროპერატორს“ – აცხადებენ დეპარტამენტში.
ივნისის დაიჯესტში იხილავთ ასევე ისეთ ინფორმაციებს, როგორებიცაა: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში გაერთიანება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2015-2018 წლების სტრატეგია, ეკოტურისტული რუკა, აჭარის საინვესტიციო და ტურისტული ვიდეო რგოლები, აჭარაში დასვენების რეკომენდაციები და სხვა.
ბათუმის სასპორტო სკოლიდან 2003-2004 და 2005-2006-წლიანების კატეგორიაში ხუთი ბავშვი მონაწილეობდა – მეგი ინწკირველი, რიტა გრიგორიანი, ეკატერინე რეპიდა, მარიამ საგინაძე და თამარ მექვაბიშვილი. 2005-2006-წლიანებში რგოლით გამოსვლაში საპრიზო მესამე ადგილი ეკატერინე რეპიდამ მოიპოვა. ხოლო ორი მედალი B კატეგორიაში მოიპოვა თამარ მექვაბიშვილმა, მათ შორის პირველი ადგილი უსაგნოდ ასპარეზობაში აიღო, მეორე ადგილი კი – საგნით (რგოლით) გამოსვლაში.
თამარისთვის ეს პირველი მონაწილეობა იყო საერთაშორისო ტურნირში. წელსვე მან თავის ასაკში აჭარის პირველობა მოიპოვა, ასევე გაიმარჯვა ქუთაისსა და თბილისში გამართულ ტურნირებზე. „შედეგით კმაყოფილი ვარ. კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი იყო გამარჯვება, რადგან იქ ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა, განსაკუთრებით უკრაინელები იყვნენ ძლიერები, ამიტომ ნამდვილად არ ველოდი პირველ ადგილს“, – უთხრა „ბათუმელებს“ 9 წლის ტანმოვარჯიშემ.
თამარ მექვაბიშვილი მხატვრულ ტანვარჯიშში სამწლინახევრიდან ვარჯიშობს. მისი მწვრთნელი ლუდმილა ტიტოვაა. პირველი ადგილის აღებას მწვრთნელიც არ ელოდა: „თურქეთში წასვლა ოცნების ნაწილი იყო, რადგან ბავშვებს იშვიათად უწევთ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, გვინდოდა მედლები, მაგრამ შედეგი მოულოდნელი იყო, ვიცი რამდენად ძლიერი სპორტსმენები გამოდიან საერთაშორისო ტურნირებზე. სასიამოვნოა, როცა მუშაობის შედეგს ხედავ. თამარს დიდი პერსპექტივა აქვს“.
ბათუმის „დინამო“ 17 წლის შემდეგ პირველად ასპარეზობს უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომლის პირველი მატჩი 2 ივლისს ზესტაფონში გამართა კვიპროსულ კლუბთან და 1:0 დაამარცხა.
ყოროლისთავის მცხოვრების დაკავებას შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროშიც ადასტურებენ. პრესცენტრის ინფორმაციით, პირი ბათუმში დააკავეს – ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება. დაკავებულ პირს დაუდასტურდა ნარკოტიკის მიღებაც.
ყოროლისთავის მცხოვრები რამდენიმე პირის თქმით, პოლიციელები დაკავების დროს სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.
შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, პირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს ჩვეულებრივმა პოლიციელებმა, რომლებსაც ეცვათ ფორმები. დაკავებულს ორი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შენახვა-მოხმარება.
დისპეტჩერის თქმით, კატა, ერთ-ერთ ქვესადგურში შეიპარა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლები შესაბამის სამუშაოებს ასრულებენ და ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება.
მომხსენებლები ყურადღებას დაუთმობენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის დაცვის კუთხით მოქმედი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო, რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ფაქტებისა და რელიგიური კონფლიქტების მიმოხილვა და სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი.
ასევე, მოხსენების თემა იქნება საჯარო სკოლებში არსებული მდგომარება დისკრიმინაციის, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის აკრძალვის კუთხით და სახელმწიფოს პოლიტიკის მიმოხილვა რელიგიის თავისუფლების კუთხით.
როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
„ეს არის საინფორმაციო შეხვედრა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ დაგეგმა, ჩვენ კი ხელს ვუწყობთ შეხვედრის ორგანიზებაში“.
მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი – მანანა ჩაუშბა
დამდგმელი რეჟისორი – ბესო კუპრეიშვილი
დამდგმელი მხატვარი – უშანგი იმერლიშვილი
დამდგმელი ქორეოგრაფი – გიორგი მარღანია
არანჟირება და გაორკესტრება – მინდია ხითარიშვილი
ქორმაისტერი – მიმოზა კილაძე
კონცერტმაისტერი – ევგენია ღოღელიანი
გახმოვანება და სტუდიური მომსახურება – ვაჟა ცისკარიძე
ხმის რეჟისორი – ვერა ქებულაძე
ხმის ოპერატორი – თინათინ ქებულაძე
მხატვარ გამნათებელი – კახა გიგინეიშვილი
გამნათებელი – ირაკლი კრასნაპოლსკი
კომპიუტერული უზრუნველყოფა – მანოლის გრიგორიადი
ვიდეო ოპერატორი – რომა შიშმანიძე
რეჟისორის თანაშემწე – მარინა გოგიტიძე
მონაწილეობენ:
თეა გელოვანი, მარიამ ძნელაძე, რამაზ ვარშანიძე, ირაკლი გოგიტიძე, ნინო კახიძე, მარიანა ჩაუშბა, მარიამ კახიძე, ნატა ფრუიძე, პაატა ფაცია, დათო აბესლამიძე, ზურაბ ბაგდოშვილი, ნუკრი ბერიძე, გია დიასამიძე, შალვა მიქაძე, ალექსანდრე კარასიოვი
და ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის გუნდი
ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძე
აჭარის განატლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა თურქეთის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით მოეწყო. გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ქ.სტამბულის მერმა ქადირ თოფბაშმა გახსნეს.
ქ. სტამბოლში ხელოვნების გალერეაში წარმოდგენილი იყო ბათუმელი მხატვრების 130- მდე ნამუშევარი. გამოფენა 13 ივლისამდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში სტამბულში ყოფნის პერიოდში ბათუმელი მხატვრები ტილოზე გადაიტანენ სტამბულის კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.
გამოფენის გახსნას ასევე, ქ.ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ქ.ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი ესწრებოდნენ.
„ამჟამად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე) მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობის. EMC-ის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო, სხვა მოწმეებთან ერთად, დაკითხავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ქობულეთის პოლიციის განყოფილების უფროსსა და პოლიციის სხვა თანამშრომლებს, ასევე სახალხო დამცველის აპარატისა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თანამშრომლებს.
2014 წლის 15 ივლისს კი, საქმეზე მთავარი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სასამართლო ძირითად მოწმეებს დაკითხავს.
ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებზე „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“, ადგილობრივი მუსლიმების სახელით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სასამართლო საქმეს აწარმოებს. სარჩელი წარდგენილია კერძო პირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან ითხოვს, კერძო პირების მხრიდან, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, დისკრიმინაციული მოპყრობისა და პანსიონის გახსნისთვის ხელშეშლის შეწყვეტის დავალდებულებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კი, მოსარჩელეები ითხოვენ, საკუთარი უფლების შეზღუდვისა და დევნის ეფექტური პრევენციისა და პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას.
ამ დრომდე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს, ბარიკადები აქვს აღმართული პანსიონატის შესასვლელთან და შენობასთან მიმოსვლის რეჟიმს ფაქტობრივად აკონტროლებს“.
აღნიშნული ინფორმაციას „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი“ საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებს.
მაია ჟღენტი მუსიკალური ცენტრის კაპელის გუნდის მსახიობია. მაია ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები კუთვნილ პრემიას ჯერ კიდევ ელოდებიან. „განცხადება დავწერეთ მთავრობის სახელზე და მოვითხოვეთ, რომ პრემიები დაგვირიცხონ დროულად“.
მაია ვარაუდობს, რომ მათი კუთვნილი პრემიები 13 ივნისს თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადარიცხეს: „სტიქია რომ მოხდა, შეგვკრიბეს და გვითხრეს, რომ უნდა დავხმარებოდით. ამ შეკრებას მოთხოვნა-თხოვნის ხასიათი ჰქონდა. ხელფასი დადგენილზე სამი დღით ადრე დაგვირიცხეს, საიდანაც ყველამ გადავრიცხეთ 10-20 ლარი _ ვისაც რამდენი შეგვეძლო. გარდა ამისა, ჩვენი კერძო ინიციატივითაც შევაგროვეთ საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები და გავაგზავნეთ. მაშინ გვითხრეს, რომ პრემიას ჩვეულებრივ დაგვირიცხავდნენ“.
მას შემდეგ, რაც დათქმულ რიცხვში პრემია არ დაერიცხათ, მსახიობებმა საკითხის გარკვევა ხელმძღვანელთან სცადეს. „ჩვენ – გუნდის მსახიობები, სოლისტები და ორკესტრის წევრები შევხვდით გია მიქელაძესა და ქალბატონ ქეთინო მანელიშვილს. გვითხრეს, რომ არავის უთქვამს ბატონი გიასთვის, რომ თანხა არ დაირიცხება. ისიც თქვეს, რომ ეს არის ჩვენი კუთვნილი თანხა და ჩვენი ნებართვის გარეშე ვერავინ განკარგავსო. ამის შემდეგ ჩვენ დავწერეთ ერთობლივი განცხადება მთავრობის სახელზე“, – ყვება მაია ჟღენტი.
იმავე მდგომარეობაში არიან დრამატულ თეატრშიც. თეატრის მსახიობმა მეგი კობალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კუთვნილ პრემიებს ამ დაწესებულების თანამშრომლებიც ჯერ კიდევ ელიან:
„პრემია სამ თვეში ერთხელ გვერიცხება – ხელფასის 60%-ი და 25 რიცხვში ვიღებთ. გასულ თვეში ხელფასები სტიქიის გამო 18-ში ჩაგვერიცხა, უნდა გაგვეღო დაზარალებულებისთვის. გვითხრეს, რომ 24-25-ში იქნებოდა პრემია. რომ არ ჩამოირიცხა, დავიწყეთ გარკვევა თუ რატომ არ დაგვერიცხა პრემია, მინისტრი მოვიდა და გვითხრა – „მე ხელი მოწერილი მაქვს, უბრალოდ, ვერ ვხვდები რა ხდებაო“. პრინციპში, მინისტრმაც ვერ გაგვცა პასუხი. ეს იყო სადღაც 29-30 რიცხვი. ითქვა, რომ დაველოდოთ არჩილ ხაბაძის ჩამოსვლასო, რომელიც 2-ში უნდა ჩამოსულიყო. ჩამოვიდა და რა გადაწყვიტეს, ახლაც უცნობია ჩვენთვის. ჯერჯერობით არ ჩარიცხულა პრემიები“.
მეგის ვარაუდით, თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში მათი კუთვნილი პრემიების გადარიცხვის თაობაზე არც თეატრის ხელმძღვანელობა უნდა იყოს ინფორმირებული: „როცა 18-ში შევიკრიბეთ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, დირექტორმა გვითხრა, რომ პრემია 25-ში ჩაირიცხებოდა. თვითონაც გაუგებრობაში არიან“.
იგივე მდგომარეობაა მუზეუმებშიც. თუმცა, როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, „გასული კვარტლის პრემია აჭარის საჯარო დაწესებულებებში, მუნიციპალიტეტების ჩათვლით, არავის აუღია, რადგან ყველა საპრემიო თანხა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა“. შეკითხვაზე, თუ რატომ არ იციან ამის შესახებ იმ ადამიანებმა, ვისაც პრემია ეკუთვნის და ვინ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, აჭარის მთავრობის აპარატიდან განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ლადო მგალობლიშვილთან გადაგვამისამართეს, რომელმაც შემდეგი განმარტა:
„პრემია დარჩა ბიუჯეტში, არსად არ წასულა. უბრალოდ, რადგან ის უბედური შემთხვევები მოხდა თბილისში, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებაში სხვანაირად არ აღქმულიყო და არ გაიცა პრემია ივნისის თვეში. ახლა მიდის საუბარი, კულტურის სიპებს, ვისთანაც ყველაზე დაბალია ხელფასი, როგორ მოხდეს მათთვის დანამატის გაცემა, რა ფორმით გაიცეს, რამდენი და ა.შ. კულტურის დაწესებულებები მათ დანამატებს, რომელიც ბიუჯეტში პრემიის მუხლით არის გაწერილი, გარკვეულწილად მიიღებენ. ამ წუთას ზუსტად ვერ გეტყვით რამდენს მიიღებენ. სამ დღეში გვეცოდინება“.
ლადო მგალობლიშვილის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე პრემიის როგორმე გაცემის საკითხი“ მხოლოდ იმ ხალხისთვის იხილება, „ვინც არის კულტურის სიპები“.
შეკითხვაზე – აჭარის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მიიღეს თუ არა გასულ თვეში სახელფასო დანამატი? ლადო მგალობლიშვილმა უპასუხა: „დანამატი არის ნორმატიული აქტით გაწერილი და ამ დანამატის არგაცემის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ეს არის პირდაპირ გაწერილი. მთავრობის წევრებს არც ერთს პრემია არ აგვიღია“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სტიქიიდან სამ დღეში – 17 ივნისს განაცხადა, რომ აჭარის ყველა საჯარო დაწესებულება ერთი თვის ხელფასს სრულად გადარიცხავდა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. მთავრობის პრესცენტრმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმავე დღეს განაცხადა, „რომ ეს იყო არაზუსტი ინფორმაცია“.
23 ივნისს აჭარის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 117 500 ლარი აქვთ გადარიცხული.
„სამსახურის შეცვლაზე არის საუბარი, გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ვიცე-მერის თანამდებობის დატოვების თარიღი ჯერ ჩემთვისაც დაუზუსტებელია“- ამბობს ის.
ახალი სამსახურის შესახებ დეტალებს ზურაბ ბერიძე ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს:
„ჯერ ვერ გეტყვით. ვიცე-მერის თანამდებობაზე კი რამდენიმე დღე კიდევ დავრჩები“-ამბობს ის.
სატენდერო პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები, მშენებლობის ნებართვის გაცემიდან სამი დღის ვადაში დაიწყოს და 60 დღის განმავლობაში დაასრულოს. დასრულებული შენობის საბოლოო მიღება – ჩაბარების დროს კი გამგეობას, შესრულებული სამუშაოების ხარისხზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა წარუდგინოს.
ამფითეატრის რებილიტაციისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქობულეთის გამგეობამ 7 ივლის გამოცხადდა, პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დღის 12 საათზე დასრულდება.
„ფორმა ასი რომ შევავსეთ, იქ მიგვათითებინეს ბორჯომი. ჩვენც ვიცოდით რომ ბორჯომში უნდა დაგვესვენა და სრულიად მოულოდნელად კეჩხობში, ძალიან რთულ პირობებში აღმოვჩნდით. ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის ადაპტირებული პირობები არ არის. მეორე სართულზე უწევთ მშობლებს ბავშვების ხელით აყვანა. ჩემი შვილები ეტლით არ სარგებლობენ, თან პატარები არიან და ვახერხებ მათ გადაადგილებას, მაგრამ აქ არიან 18-20 წლის ეტლით მოსარგებლე ბიჭები და მათი მეორე სართულზე აყვანა და ჩამოყვანა ყოველდღე ხელით ძალიან ძნელია“- ამბობს ნინო მიქელაძე.
რესპონდენტი ამბობს, რომ მან პირველივე დღეს მოისურვა უკან დაბრუნება, თუმცა ავტობუსის მძღოლმა უარი განუცხადა.
„სასტუმროს პირობებს წინასწარ გაგვაცნეს, ვებ-გვერდზე ჰქონდათ ფოტოები განთავსებული, მაგრამ აქ სხვა რეალობა დაგვხვდა. როცა პრეტენზია გამოვთქვი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა მითხრა, მომავალ წელს შენი შვილი ვეღარ მოხვდება ამ პროგრამაშიო. მე იმიტომ გამოვთქვი პრეტენზია, რომ მომავალ წელს მაინც გაითვალისწინონ ასეთი დეტალები“- ამბობს ნინო მიქელაძე.
„ბათუმელები“ კეჩხობში კიდევ ერთ მშობელს, ია მოწყობილს დაუკავშირდა, მისი ტელეფონის ნომერი მერიაში მოგვაწოდეს.
„მე კმაყოფილი ვარ მერიის პროგრამით, კვებაც კარგია და ჰაერიც. სანატორიუმი არის ძველი, ინფრაქსტრუქტურა მოსაწესრიგებელია, ცოტა არეული იყო რომ ჩამოვედით, მაგრამ შემდეგ მოაწესრიგეს ყველაფერი. ხის პანდუსები გააკეთეს პირველ სართულზე, მაგრამ მეორე სართულზე ზოგს ხელით აჰყავს, ზოგს ეტლით ბავშვები. თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ“- გვეუბნება ის.
მერიის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი, მარინა რუხაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ მოქალაქე ნინო მიქელაძის პრეტენზიები უსაფუძვლოა: „ჩვენ პროგრამაში გვეწერა ბორჯომის ტერიტორია, არიან სანატორიუმში რომელიც ეკუთვნის ბორჯომს. პრეტენზია ვისაც აქვს, იმის ბავშვებს ადაპტირებული გარემო არ სჭირდებათ, რადგან არ არიან ეტლით მოსარგებლეები, მეორე ბავშვი მას არ ჰყავს შშმ პირი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ჩავსვით პროგრამაში რადგან მარტო დატოვება გაუჭირდებოდა. ჩვენ ყოველდღე გვაქვს საუბარი სხვა მშობლებთანაც, ასევე ტენდერში გამარჯვებულ შპს „თოლიას“ წარმომადგენლებთან და ვიცით ბევრი კმაყოფილია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ მათ ნორმალური პირობები და გარემო ჰქონოდათ“ -ამბობს მარინა რუხაძე.
ბათუმის მერიის შშმ პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის 2015 წლის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი, 106 ათას 287 ლარია.
„რუსთავი 2“- ის გადაცემაში „პს“ უმაღლესი საბჭოს წევრის, მედეა ვასაძის და პარლამენტარ მურმან დუმბაძის მიერ, გავრცელდა წინასწარი დაანონსებული ინფორმაცია, ჩემს მიერ 2013 წლის სექტემბერში სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტზე.
ჩემს მიერ ამ და სხვა არაკანონიერ ქმედებებს ბუნებაში ადგილი არ ჰქონია. ინფორმაციის გამავრცელებელი პირების მიერ განხორციელდა ცრუ დასმენა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაზე, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება ჩემი, როგორც უმრავლესობაში მყოფი პარტიისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის დისკრედიტაციას.
გამომდინარე იქედან, რომ კანონიერი გზით დადგინდეს ჭეშმარიტება, მე შესაბამისი განცხადებით, – ცრუ დასმენის ნაწილში, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, მივმართე გამოძიებაზე უფლებამოსილ ორგანოს, პროკურატურას. რაც შეეხება ჩემი, როგორც პიროვნების ღირსების შელახვისთვის ვითხოვ, რომ მურმან დუმბაძეს დაეკისროს 200 ათას ლარის გადახდა. მზადდება სასამართლოში წარსადგენი დასაბუთებული სარჩელი, რომელსაც წინ გაუსწრებს სარჩელის უზრუნველყოფა მოყენებული მორალური ზიანის 200 ათასი ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლოს მიერ ამ თანხის მოპასუხე მხარეზე დაკისრებისა და ასრულების შემთხვევაში, გადავრიცხავ თბილისში სტიქიით დაზარალებულთა ფონდში, ნაწილს კი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში“, – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
მორალური კომპენსაციის უზრულველყოფის ნაწილში, საკრებულოს თავმჯდომარე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 200 ათასი ლარის სამ პროცენტს, ამ შემთხვევაში 3 ათას ლარს წინასწარ გადაიხდის (კანონით სარჩელის უზრუნველყოფისთვის მოსარჩელემ მოთხოვნილი თანხის 3%-ი უნდა გადაიხადოს, მაგრამ არაუმეტეს 3 ათასი ლარისა).
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ცრუ დასმენის ნაწილში განცხადება პროკურატურაში შევიდა პარასკევს, 3 ივლისს, სასამართლოში კი სარჩელი ხვალ, 7 ივლისს შევა.
„ჰით ბათუმი“ ოფიციალურად იხსნება დღეს. ბულვარში კოლონადებთან გაიხსნება ფოლკლორის ფესტივალი. ამის შემდეგ, სხვადასხვა ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში, 6 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება ქალაქში. ყველა კვირა იქნება განსხვავებული და ვფიქრობთ, ყველა გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ“- განაცხადა თიკო სამყურაშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი და სხვა, პროექტთან დაკავშირებული პირები.
როგორ ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა, ასევე პროექტის პრეზენტატორებმა განაცხადეს, „ჰით ბათუმი“ გათვლილია ქალაქის პოპულარიზაციისთვის და ტურისტების მოსაზიდად.
როგორც ქალაქის მერი აცხადებს, „ჰით ბათუმი“ ბიუჯეტიდან მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება, რადგან ზოგიერთ პროექტს ჰყავს კერძო დამფინანსებელი. მაგალითად ბათუმის კულტურის ცენტრის ბიუჯეტიდან ფინანსდება ბათუმის „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“, ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ფანტა ლავ ლენდი“. „ზოგიერთი ღონისძიება კი პროგრამულად არის გათვალისწინებული“-აცხადებს გიორგი ერმაკოვი.
მერიის ბიუჯეტიდან „ჰით ბათუმი“ სამი მილიონ 400 ათასი ლარით დაფინანსდება. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ამ თანხის დახარჯვა ღირს, რადგან ეს ბათუმის მიმართ ტურისტების დაინტერესებას გაზრდის.
პროგრამის ფარგლებში „ჰით ბათუმი 2015“ -ში მონაწილეობა უნდა მიიღონ როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა შემსრულებლებმა და თეატრის სფეროს წარმომადგენლებმა.
დაგეგმილია „სან-რემოს“ ვარსკვლავების ჩამოყვანა. ასევე, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ინდოეთის თეატრალური დასების წარმოდგენები.
დაგეგმილია პანტომიმის თეატრის წარმოდგენები, ცხენების შოუ, წარმოდგენები ბავშვებისთვის და ა.შ პროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია ათი როიალის შეძენა, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ფარგლებში დაიდგმება და მოიტახება.
როგორც ქალაქის მერი აცხადებს, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების 90 პროცენტი შემსრულებლებთან შეთანხმებულია: „გაფორმებულია კონტრაქტებიც, რაღაც ნაწილთან კი ჯერ-ჯერობით ჯენტლმენური მოლაპარაკებები გვაქვს“-აცხადებს გიორგი ერმაკოვი.
სწორედ აღნიშნული ინიციატივიდან გამომდინარე, ეტაპობრივად დაიწყო პროგრამის განხორციელება. 2015 წლის 29 ივნისიდან კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიხსნა პროექტის რეგიონული ოფისები, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც პროექტის, ასევე მასში მონაწილეობისა და პირობების შესახებ.
დაინტერესებულ მოქალაქეებს 29 ივნისიდან 3 აგვისტომდე ეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ბიზნესიდეის კონკურსში. მიკრო და მცირე მეწარმეთა იდეების განსახორციელებლად თანადაფინანსება გაიცემა: ერთ მეწარმეზე – 5000 ლარი, ორ მეწარმეზე – 10 000 ლარი, ხოლო სამ მეწარმეზე 15 000 ლარის ოდენობით, ბენეფიციარისთვის გადაცემული თანხის 20%-იანი თანამონაწილეობით.
პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა წაახალისოს რეგიონში ახალი ბიზნესის წამოწყება, დანერგოს სიახლეები და ხელი შეუწყოს უკვე არსებული მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას. გარდა ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმისა, პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ტრენინგ/სემინარებისა და გადამზადების კურსების მეშვეობით, რათა რეგიონის მოსახლეობამ მიიღოს მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია ბიზნესის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შემდგომში მოახდინონ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში განხორციელება. რაც თავის მხრივ, რეგიონის წინსვლისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:
განაცხადების შევსება მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, მისამართზე: www.qartuli.ge და მისი შევსება შეუძლიათ თვრამეტ წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეებს.
პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა. აჭარის, გურიისა და ზემო სვანეთის რეგიონში პროექტს ახორციელებს „შპს ჯი-ემ-სი-ჯი“.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აჭარის, გურიისა და ზემო სვანეთის რეგიონით დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 16100, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე , ან ეწვიონ სპეციალურად ამ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის გახსნილ რეგიონულ ოფისცენტრებს შემდეგ მისამართებზე:
ბათუმი: ა.მელაშვილის ქ.#2;
ზუგდიდი, ლაზის ქ. #14;
ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #114.
მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს პროექტში მონაწილეობას, მოუწევს გაიაროს რამდენიმე ეტაპი:
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოძრაობდა მთავარ გზაზე რა დროსაც მოქალაქე შემოვიდა მეორეხარისხოვანი გზიდან, არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს “დაუთმე გზა” და მოახდინა შეჯახება. სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა, მოქალაქე არ დაშავებულა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.”
„ერთპიროვნული მმართველობა მიდიოდა ფედრაციაში. რამაზ სოფრომაძემ არაპროფესიონალი და ისეთი ხალხი დაიყენა გვერდით, კრივთან შეხება რომ არ აქვთ, რამაც მთელი აჟიოტაჟი გამოიწვია აჭარის კრივში“, – განუცხადა „ბათუმელებს“ფედერაციის მთავარმა მწვრთნელმა გოჩა აბაშიძემ.
მისივე განმარტებით მიმდიანარე სეზონის ღონისსძიებათა კალენდარი არამიზნობრივადაა დაგეგმილი.
აჭარის კრივში არსებულ ამ პრობლემის განსახილველად 4 ივნისს, სარაჯიშვილის #22-ში მდებარე საქართელოს ადვოკატთ ასოციაციის ბათუმის ოფისში კრივის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეროვნულ ფედერაციასთან. შეხვედრას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით კვაჭაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაურიც ესწრებოდნენ.
მარცხნიდან დავით წიკლაური დავით კვაჭაძე
„ბევრი სასაუბრო გვქონდა. გვინდა რომ ჩატარდეს არჩევნები პატიოსნად და აირჩიონ ფედერაციის პრეზიდენტი, ისე რომ კრივის სამყარომ გადაწყვიტოს და არა, ვიღაცამ დანიშნოს. მაგრამ ეს ეროვნულ ფედერაციასთან უნდა იყოს შეთანხმებული, რომ ვიცოდეთ ვისთან ვითანამშრომლებთ. ჩვენ დიდი ხანია ვაპირებდით ჩამოსვლას. აჭარაში არიან ძალიან კარგი მოკრივეები და გვინდა, რომ აჭარაში კრივი ძველ დიდებას დაუბრუნდეს“ – განაცხადა დავით კვაჭაძემ.
გოჩა აბაშიძის თქმით, შეხვედრის შემდეგ რამაზ სოფრომაძე, რომელიც მეშვიდე თვეა კრივის ფედერაციას უძღვება აჭარაში, თანახმაა არჩევნების ჩატარების, რომლის ჩატარებასაც კრივის ფედერაციაში ამ კვირისთვის ვარაუდობენ და პრეზიდენტის პარალელურად უფროს მწვრთნელსაც აირჩევენ.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ბათუმისთვის. ბათუმს უბრუნდება რკინიგზა, რაც ვიზიტორებისთვის, დამსვენებლებისთვის და ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შენობის გახსნის შემდეგ ადამიანებს საშუალება მიეცემათ, რომ მახინჯაურის ნაცვლად პირდაპირ ბათუმში ჩამოვიდნენ. ფასები იგივე იქნება, არაფერი შეიცვლება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბათუმის ახალი სადგური ზღვის სანაპიროსთან ახლოს, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარეობს. უკვე მოწყობილი ამგზავრთა დარბაზები და სალაროები, ხვალიდან უკვე ბათუმი სმიმართულებით ნებისმიერი მატარებელი ამ სადგურში გაჩერდება.
რკინიგზის სადგურში ასევე განთავსებულია ბიზნეს ობიექტები.
კომპანია “ბათუმი ცენტრალმა” აჭარის ფინანსთან და ეკონომიკის სამინისტროსგან ტერიტორია აუქციონის გზით შეიძინა და შენობის ,შენებლობისთვის 8 მილიონი ლარი დახარჯა. მთავრობის ინფორმაციით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი “საქართველოს რკინიგზამ” 3 მილიონი ლარი დახარჯა.
თენგიზ ხალვაში აცხადებს, რომ გუშინ ის თურქეთში ოჯახთან ერთად გადადიოდა. „როდესაც მებაჟეს პასპორტი მივაწოდე ამ დროს ტელეფონმა დამირეკა. მე ვლაპარაკობდი ტელეფონზე და ისამოწმებდა მონაცემებს. რადგან ტელეფონზე ვლაპარაკობდი ამაზე გაბრაზდა, გამომტაცა ჩემივე ტელეფონი და მომაყენა შეურაცხყოფა – ჩემი მობილური ჩამარტყა თავში. მე მივმართე თურქეთის სამართალდამცავებს, მაგრამ არ ვიცი რას გააკეთებენ. ასევე სარფში, ჩვენს გამსვლელ პუნქტზე განვაცხადე ამის შესახებ, მათ გამოიძახეს გონიოს პოლიციის განყოფილება, რომლებმაც წამიყვანეს პოლიციაში“, – წერს თენგიზ ხალვაში პოლიციაში შედგენილ გამოკითხვის ოქმში.
მოქალაქის მიერ გონიოს პოლიციაში გამოკითხვის ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ.
ამ კვირაში ეს მეორე შემთხვეაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საჯაროდ აცხადებენ. 30 ივნისს ამის შესახებ თემურ აბაშიძემ განაცხადა.
პირველი ინციდენტის შემდეგ, ბათუმში, თურქეთის საკონსულოში განმარტეს, რომ თემურ აბაშიძის საქმის შესწავლას დაიწყებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ეს პოლიციის პრეროგატივაა. იქედან გამომდინარე, რომ დღეს არასამუშავო დღეა, მეორე ინციდენტის შესაფასებლად ვერც ერთ ამ უწყებას ვერ დავუკავშირდით.
არასამთავრობო ორგანიზაციები თავის მხრივ მოსახლეობას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ და მათი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე გაუწევენ კონსულტაციებს. დისკუსია იმასაც შეეხება, თუ როგორ ირჩევენ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, რა გზებით ცდილობენ დასახული მიზნების მიღწევას და პრობლემების გადაჭრას, რამდენად წარმატებულები არიან ამ კუთხით და რას აკეთებენ მოქალაქეებთან უფრო მჭიდრო კავშირის დასამყარებლად.
შეხვედრები არაფორმალურ გარემოში, ადგილობრივი მაცხოვრებლების ეზოებში ჩატარდება. მათ არ ექნებათ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი. საუბარი იქნება თავისუფალი – მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად ხედავენ/უსმენენ მედიაში, უშუალოდ დაუსვან კითხვები და თავიანთი წუხილი და მოსაზრებები გაუზიარონ.
არაფორმალური შეხვედრების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაა.
შეხევდრების განრიგი: 7 ივლისი 11:00 – სოფ. ოქრუაშვილები, ხულოს მუნიციპალიტეტი 16:00 – სოფ. ნიგაზეული, შუახევის მუნიციპალიტეტი 8 ივლისი 12:00 – სოფ. ვაიო, ქედის მუნიციპალიტეტი 16:00 – სოფ. მერისი, ქედის მუნიპალიტეტი
• რკინიგზის სადგურში დასაქმდება 300-ზე მეტი ადამიანი • შესაძლებელი იქნება ერთდროულად 260 ავტომანქანის პარკირება • ავტოსადგურს ექნება 25 ავტობუსის ბაქანი • საათში შესაძლებელია 50 ავტობუსის მიღება-გაშვება • სადგური პარალელურ რეჟიმში 3 მატარებლის მიღებას შეძლებს • მგზავრებისათვის შექმნილია კომფორტული და უსაფრთხო გარემო • სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთათვის მოეწყო მუშაობისა და დასვენების გაუმჯობესებული პირობები
მაღალი ხარისხის, გამორჩეული ვიზუალისა და მაქსიმალური კომფორტის ძიებით კომპანიამ წარმოადგინა ავეჯის მწარმოებელი ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა: Hülsta, Now! By Hülsta, KOINOR, Freistil by ROLF BENZ, Gautier, VONDOM, Life, Désirée, Ozzio, Hacker.
განათების სფეროში კი წარმოდგენილია ახალი ნათების პარტნიორი ბრენდების უახლესი და საუკეთესო მოდელები, როგორებიცაა: Artemide, Kolarz, Linealight, Deltalight, Philips, Flos, Prolicht, Fumagali…
ფორუმი განასხვავებს ევროპულ ბრენდებსა და „დამზადებულია ევროპაში“ იარლიყს.
ფორუმში წარმოდგენილი ბრენდების პროდუქცია იწარმოება გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და ჰოლანდიაში.
პატიმრები რედაქციაში წერილებს გვწერენ მხოლოდ ბათუმის მესამე დაწესებულებიდან. ამბობენ, რომ არ აქვთ საჭირო მედიკამენტები, პრეტენზიები აქვთ ე.წ. ანტივანდალურ საკნებში განთავსებასთან დაკავშირებით… როგორ ფიქრობთ მე-3 დაწესებულებიდან რატომ იგზავნება ყველაზე მეტი წერილი პატიმრების, სადაც ძირითად ისინი ცუდ პირობებზე საუბრობენ?
ეს დაწესებულება არის მაღალი რისკის პატიმრებისთვის, ჩვენ ჩასაფრებულის პოზიციიდან არც ერთი პატიმრის მიმართ არ ვართ, პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კომუნიკაცია გვქონდეს ამ ადამიანებთან. თუ ისინი ღირსეულად იხდიან სასჯელს, რაც სასამართლომ მიუსაჯა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და შევუქმნათ სასჯელის მოხდის ღირსეული პირობები. ამ დაწესებულებაში ფაქტობრივად არიან უმრავლესობა ის პატიმრები, რომლებიც მუდმივად არღვევენ რეჟიმს, რომლებიც მუდმივად არღვევენ სხვა პატიმრების უფლებებს. მერწმუნეთ, თითონ პატიმრებიც შეწუხებული არიან იმ კატეგორიის პატიმრებისგან, რომლებიც ახლა აქ იმყოფებიან. არ ემორჩილებიან დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ამ ადამიანების იზოლირება ცალკე დაწესებულებაში.
ასეთი მაღალი რისკის პატიმრები გადმოგვყავს ბათუმში, სადაც ეს ადამიანები არიან იზოლირებულები სხვა დანარჩენი პატიმრებისგან და აქ იხდიან სასჯელს. ის პირობები, რასაც თქვენ მეუბნებით, რომ არის სიცხე, არის უჰაერობა… ინდივიდუალურად, ყველა საკანში დავამონტაჟეთ კონდიცირების სისტემა, მაქსიმალურად ყოველ დღე ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები. შევდივართ მათ მდგომარეობაში, სეზონზე მოგეხსენებათ ბათუმში ძალიან ცხელა, 10-12 კვადრატულ მეტრში მესმის რომ გაუსაძლისი ხდება ყოფა. მე მესმის მათი, ეს რომ გავითვალისწინეთ იმიტომ დავამონტაჟეთ კონდიცირების სისტემები და საშუალება მივეცით იმის, რომ პატიმრები სიცხემ აღარ შეაწუხოს. მგონია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია ის პრეტენზიები, რაც აქედან მოდის. ეს არის დაახლოებით თავდაცვა თავდასხმაო რომ იტყვიან, აი ასე გვესხმიან თავს არაფრის გამო. იმიტომ რომ მიიპყრონ სხვა საზოგადოების ყურადღება და შეიქმნან ტანჯულის იმიჯი. რეალურად ეს ასე არ არის.
როგორც ვიცი, საუბარი იყო იმაზე, რომ ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან პატიმრების ნაწილის გადაყვანა იგეგმებოდა მე-6 დაწესებულებაში, ეს პროცესი დაიწყო? მაინტერესებს ვისი გადაწყვეტილებით გადაჰყავთ პატიმრები ერთი დაწესებულებიდან მეორეში და კონკრეტული კრიტერიუმები თუ არსებობს, მაგალითად, ვინ შეიძლება მოხდეს სამარტოო საკანში?
მე გამოვეცი ბრძანება, [მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შმადგენლობის და უფლებამოსილების განსაზგვრის წესის დამტკიცების თაობაზე ბრძანება] რომელიც არეგულირებს რისკების მიხედვით პატიმრების გადანაწილებას დაწესებულებაში. ასე ვიღაცის ნებასურვილით პატიმარს მაგალითად ა პუნქტიდან ბ პუნქტში ვერ გადაიყვან. შეიქმნება მულტიდისიპლინური ჯგუფი, რომელიც გაითვალისიწნებს ამა თუ იმ პატიმრის ყველა რისკს და ამის მიხედვით იქნებიან პატიმრები გადანაწილებული სხვადასხვა დაწესებულებში.
გვაქვს ოთხი რისკის: დაბალი, მაღალი, ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებები. მულტიდისიპლინური ჯგუფის წევრები წყვეტენ პატიმარი სად უნდა იხდიდეს სასჯელს და არა ინდივიდუალურად – პატიმრები დირექტორის ან მინისტრის შეხედულებით არ არიან გადანაწილებული.
ვინ იქნებიან ამ ჯგუფის წევრები?
ჯგუფი შედგება ფსიქოლოგისგან, სოციალური მუშაკისგან, რეჟიმისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისგან. ჯგუფის წევრი იქნება ასევე ექიმი. ესენი გადაწყვეტენ თუ სად უნდა მოიხადოს სასჯელი ამა თუ იმ პატიმარმა. დაახლოებით 11 ათასამდე პატიმარი იხდის სასჯელს ჩვენს დაწესებულებებში. 11 ათასი პატიმარი ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი და იმის მიხედვით იქნება გადანაწილება. ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი იმ საბჭოურ გადმონაშთს, რასაც ჰქვია ოპერატიული წერილების საფუძველზე პატიმრების გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან მეორეში.
ეს ბრძანება უკვე ამოქმედდა?
არა, ჯერ ახალია. ხელი მაქვს მოსაწერი ბრძანებაზე და მომავალ კვირას მოვაწერ ხელს.
სახალხო დამცველის ანგარიშში ეწერა, რომ ლგბტ თემის პატიმრების ტრანსპორტირება იყო ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი, ნახსენები იყო ე.წ ფურგუნის ტიპის მანქანები, რომლის გაუქმებასაც მოითხოვდა ომბუდსმენი, ამ კუთხით ხომ არ შეცვლილა რაიმე?
მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მოძველებული ტექნიკით გადაჰყავდათ ეს ადამიანები სასამართლოებში თუ დაწესებულებიდან დაწესებულებაში, ვადაგასული და ამორტიზირებული დაჟანგუბული მანქანებით. ეს ტექნიკა შეუსაბამო იყო ადამიანების ტრანსპორტირებისთვის. ეს უკვე გამოვასწორეთ, ვიყიდეთ ახალი სპეცტექნიკა. ორი საბადრაგო მანქანა გვაჩუქა ჰოლანდიის მთავრობამ. მერსედესის ტიპის, დანარჩენი ვიყიდეთ.
სახალხო დამცველის შუალედურ ანგარიშში ასევე ეწერა, რომ საკნებში ხშირად არ მოდის წყალი, ამ დაწესებულებაში არის თუ არა ავზები?
კი, ავზები შეძენილია და ეს პრობლემა მოგვარებულია. გაძლევთ იმის პირობას, რომ უახლოეს მომავალში ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც აწუხებთ მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს იქნება მოგვარებული. ჩვენ ვცდილობთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას პატიმრებისთვის. პრობლემები არის, მაგრამ ეტაპობრივად ვაგვარებთ, ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემა ვერ გვარდება.
სამინისტროს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, თამთა დემურიშვილმა ჟურნალისტებს დაწესებულებაში სამედიცინო კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. მისი გამარტებით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განახლდა აფთიაქი. მისივე განმარტებით, აფთიაქში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის 500- მდე დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტია ხელმისაწვდომი.
ზეინაბ ვარშალომიძესთან დღეს ექოსკოპიის გადასაღებად რიგში 21 პატიმარი ჩაეწერა
ასევე დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით, სხვადასხვა პროფილის ექიმებმა კონსულტაცია და გამოკვლევები ჩაუტარეს პატიმრებს. ყველაზე მეტი პაციენტი დღეს ნევროპათოლოგს ჰყავდა. პატიმრების წამლებისთვის ბიუჯეტიდან წელიწადში 2 მილიონამდე ლარი იხარჯება.
პაციენტებს დღეს გამოკვლევა ღვიძლზე ჩაუტარდა
საქარათველოში სულ 11 სასჯელაღსრულების დაწესებულებაა. მათ შორის ერთია ბათუმში.
ბათუმის მესამე დაწესებულებაში ახლა 160 ადამიანი იხდის სასჯელს.
სამედიცინო ნაწილის საკანი
სამედიცინო ნაწილის საკანი
საკანი, სადაც ექიმები პაციენტებს გამოკვლევებს უტარებდნენ
დღესვე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონდიცირების ახალი სისტემის მონტაჟის სამუშაოები დაათვალიერა და პატიმართა სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს დაესწრო.
მსჯავრდებულთა კვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და N1 პოლიკლინიკის ექიმ-სპეციალისტების დახმარებით ჩატარდა.
ექიმ-კონსულტანტებმა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს.
რიჩარდ ნორლანდი: პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. როგორც ვიცი, თქვენმა ონლაინგამოცემამ, ნეტგაზეტი.ge-მ აღმოსავლეთ ევროპის პრესის პრიზი მიიღო ნორვეგიაში. მე და ჩემი მეუღლე ნორვეგიაში ვცხოვრობდით და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ნორვეგიაში ეს ჯილდო. ასეთი ჯილდოს მოპოვება დიდი წარმატებაა და გილოცავთ.
ბატონო ელჩო, რა იყო თქვენთვის საქართველოში მუშაობის სამი წლის მანძილზე ყველაზე დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი მომენტები?
ჩვენ ისეთ პერიოდში ვართ ახლა, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ამ უკანასკნელ წლებში, ვგულისხმობ წყალდიდობას თბილისში. მსურს გმოვხატო მწუხარება ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით.
ვიცით, რომ მრავალ ადამიანზე იმოქმედა ამ ტრაგედიამ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა მზადყოფნა, რომ ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ ქვეყანას აღდგენით თუ სამაშველო საქმიანობაში.
საქართველოს ისტორიის ბოლო სამი წლის მანძილზე, როცა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ვმსახურობდი, ჩემთვის გასაკვირია ის თვისობრივი ნაბიჯები, რომელიც წინ გადაიდგა. 23 წლის წინ ვმუშაობდი საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში ეუთოს წინამორბედ ორგანიზაციაში და ვხედავ, თუ რაოდენ დიდი გზა განვლო საქართველომ.
იმ დროს არ იყო ელექტროენერგია, არ იყო გათბობა, ქვეყანას შეიარაღებული ადამიანები მართავდნენ. საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ამ პერიოდში: ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ამავე დროს პოლიტიკური და დემოკრატიული ცხოვრების მხრივაც. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე იყო, რასაკვირველია, სხვადასხვა დაძაბულობა, წინსვლა, უკუსვლაც, მაგრამ ვხედავთ, რომ ძირითადი ხაზი მიდის დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციისკენ.
ამ ხნის მანძილზე ვისთან ურთიერთობას გამოყოფდით საქართველოში?
როგორც დიპლომატისთვის, როგორც ამერიკის ელჩისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო შევხვედროდი საქართველოს ლიდერებს. როდესაც ჩამოვედი, პირველად შევხვდი პრეზიდენტ სააკაშვილს. შემდეგ გავიცანი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა არჩევნების შემდეგ.
მქონდა პატივი შევხვედროდი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პრეზიდენტ მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს დავით ბაქრაძეს. ჩემთვის ეს იყო შესაძლებლობა, რომ გამეცნო ეს ადამიანები, გამეგო, როგორი ხედვა აქვთ მათ საქართველოს განვითარებაზე.
თქვენი აზრით, თუ შეიცვალა სამოქალაქო საზოგადოება საქრთველოში ბოლო სამი წლის მანძილზე?
მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ ძლიერი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში. სოროსის ფონდი თითქმის დამოუკიდებლობის დღიდან ხელს უწყობდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გაძლიერებას, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ასევე აყალიბებდნენ დიდი დაინტერესებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალი ამბების სააგენტოებს, მაგალითად, როგორიც თქვენია. ასეთი ორგანიზაციები გაძლიერდნენ ბოლო წლებში.
ჩემი აზრით, მედია არის ყველაზე თავისუფალი დღეს, მოქალაქეებს შეუძლიათ ისაუბრონ თავისუფლად, რაზეც ფიქრობენ, ვიდრე ოდესმე, ყოველგვარი შიშის გარეშე, რომ მათ ეს წინ დახვდებათ. არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა: საია [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია], საერთაშორისო გამჭვირვალობა, ISFED-ი [სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება], ზოგიერთი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია – ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქართულ საზოგადოებაში.
თქვენ ბევრს მოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვა ელჩებისგან განსხვავებით. ამას პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ ეს თქვენი მუშაობის სტილია?
პირველ რიგში, ვიცი, რომ ჩემი ევროპელი კოლეგებიც საკმაოდ დიდ დროს უთმობენ მოგზაურობას. ზოგიერთი მათგანი უფრო დიდი ხანია მუშაობს საქართველოში და უფრო კარგად იცნობს ქვეყანას. ერთი რამ, რაც ყველა დიპლომატს ესმის – თანამედროვე სამყაროში აღარ არის საკმარისი უბრალოდ იცოდე, რა ხდება დედაქალაქის ფარგლებში.
ზოგიერთს აინტერებს მხოლოდ ის პოლიტიკა, რაც ხდება დედაქალაქში და [თვალთახედვიდან] რჩებათ ის სურათი, რაც ხდება დედაქალაქის ფარგლებს გარეთ, ის, რაც რეალურად გავლენას ახდენს დედაქალაქის ცხოვრებაზე. დიპლომატს რომ ესმოდეს რეალურად რა ხდება ქვეყანაში, საჭიროა მოგზაურობა, საჭიროა საუბარი ადამიანებთან.
რიჩარდ ნორლანდი „ბათუმელების“ რედაქციაში
კიდევ ერთი რამ, რაც უკავშირდება საქართველოში მოგზაურობას: ეს არ არის მხოლოდ სამუშაო, ძალიან ლამაზი ადგილებია საქართველოში, დაწყებული ყაზბეგიდან, გაგრძელებული მესტიით. ბათუმი, ახალციხე… დაუსრულებლად შეიძლება საუბარი ულამაზეს ადგილებზე. და ეს, რა თქმა უნდა, მეხმარება ქვეყნის უკეთ გაცნობაში. ასევე მეხმარება გავეცნო ქართულ კულტურას.
როგორც ვიცით, აჭარაში იმყოფებით ბოლი ათი დღის მანძილზე. ეს სამუშაოს ნაწილია, თუ ისვენებთ?
ჩამოვედით ბათუმში, რომ დავსწრებოდით კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“. შემდეგ იყო ღონისძიება უნივერსიტეტში. ველოდებოდით, რომ ჩატარდებოდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც თბილისში მომხდარი წყალდიდობის გამო გაუქმდა. ასევე, ჩვენ ჩავატარეთ ჩოგბურთის მცირე ტურნირი ბავშვებისთვის საქართველოდან და სომხეთიდან. გავაერთიანეთ სამუშაო იმ შესაძლებლობასთან, რომ გვენახა ქვეყნის ის ნაწილი, რაც ადრე არ გვქონდა ნანახი.
ვესტუმრეთ ხულოს, გვქონდა შესაძლებლობა გვენახა ის ულამაზესი ველი [ელჩი იმყოფებოდა სოფელ თაგოში], ვიყავით მტირალას ეროვნულ პარკში, რომელიც ულამაზესი სანახაობაა. ვისარგებლეთ ამ შესაძლებლობით, რომ გავცნობოდით ბათუმის ისეთ ქუჩებს, სადაც სტუმარი არ ხვდება ხოლმე. ვესტუმრეთ პორტს, ნობელის მუზეუმს. ეს ყველაფერი გვახსენებს, რამდენად ისტორიული და მნიშვნელოვანი ქალაქია ბათუმი.
ამჟამად თან გაქვთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული წიგნი – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“. წაიკითხეთ ეს წიგნი?
ეს ფანტასტიკური წიგნია. ამ ვიზიტის დროს მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი წიგნს და თითქმის ბოლომდე წავიკითხე. ეს არის ძალიან კარგი კომბინაცია დოკუმენტური ფოტოების, ძველი პრესიდან ინფორმაციის, ბრიტანეთის საკონსულოს, რუსი პოლკოვნიკების, თურქი ბეგების წერილების…
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციური კრებული ბათუმზე, რომელიც გამოცემულა ინგლისურ ენაზე. ნამდვილად ვურჩევდი ყველას, ვინც დაინტერესებულია ბათუმის ისტორიით, გაეცნოს ამ წიგნს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის უნივერსიტეტში ამერიკელმა პროფესორმა რიპკემამ საელჩოს მხარდაჭერით წაიკითხა საჯარო ლექცია კულტურული მემკვიდრეობის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხების შესახებ. ეს თემა საკმაოდ მწვავედ დგას დღეს ბათუმში. ქალაქში იგეგმება გარკვეული საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ეს პროექტები ეხება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებს. თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა არა მხოლოდ ბათუმისთვის, არამედ თბილისისა და ნიუ იორკისთვისაც კი. ჩვენ გვყავდა სპიკერი მოწვეული ქალაქ ნიუ იორკიდან, რომელიც სპეციალიზდება სწორედ ამ თემაზე – როგორ დავაბალანსოთ ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციები კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შენარჩუნებასთან.
ჩვენი ხედვით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, არ იყოს რაიმე ფარული ან პოლიტიკური გავლენების საგანი, იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ განხორციელდება იმ ფორმით, რაც საუკეთესო იქნება ქალაქისთვის. თანამედროვე სამყაროში ხალხს სამუშაო ადგილები სჭირდება, ქალაქები იცვლება, ახალ ხასიათს იყალიბებს, მაგრამ ზოგჯერ, და ეს ამერიკაშიც არაერთხელ მოხდა, შემოდის ძლიერი ინვესტორი, კეთდება რაღაც, რაც არ იყო განხილვის საგანი კულტურული მემკვიდრეობის ან ისტორიის თვალსაზრისით და შედეგი შეიძლება სამწუხარო დადგეს.
საქართველოში მოქალაქეები დაინტერესებული არიან, ეს როგორ დაბალანსდეს. ეს დემოკრატიული ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. გზავნილი ასეთია – მოქალაქეებს, თემს ეთქმის სიტყვა, თუ როგორ მოხდება იმ არქიტექტურის ფორმირება, სადაც ეს თემი და მოქალაქეები ცხოვრობენ.
როგორც ტურისტი, ხომ ვერ გამოყოფდით სამ ადგილს ქალაქში, რომელიც ბათუმის ხასიათს უსვამს ხაზს?
პირველი – ბოტანიკური ბაღი, შესანიშნავი ადგილია. მეორე – პორტი და პორტის გარშემო ადგილები. ძალიან მიყვარს გემების ყურება, ეს ადგილი მეტყველებს იმაზე, რომ ბათუმი ინდუსტრიული, აქტიური ქალაქია და ეს არ არის მხოლოდ ის ქალაქი, სადაც ხალხი დასასვენებლად და მზეზე გასარუჯად ჩამოდის. მესამეა აბაშიძის ქუჩა, სეირნობ ამ ქუჩაზე, ათვალიერებ დაბალ შენობებს აივნებით, ნესტით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავ და თავს ისე გრძნობ, თითქოს ნიუ ორლეანში ხარ. ჩემთვის ეს განსაკუთრებული გრძნობაა.
რას აპირებთ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, სად გეგმავთ მუშაობას?
ვაშინგტონში გავემგზავრები, როგორც ჩანს. სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ დიპლომატები აგრძელებენ მუშაობას უნივერსიტეტებში. ალბათ, ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტში ვიმუშავებ დიპლომატიის სკოლაში. ჩემი როლი იქნება სტუდენტებს ვასწავლო დიპლომატიის პრაქტიკული მხარეები. ჩემი მეუღლე ჯორჯ თაუნის სამართლის სკოლის პროფესორია და ისიც დაუბრუნდება თავის სამუშაოს.
თუ აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას მომავალში მეუღლესთან ერთად დასასვენებლად?
ნამდვილად. ვერ გეტყვით როდის, მაგრამ ჩვენს გულებში ყოველთვის დარჩება საქართველოს ნაწილი, ყოველთვის გვექნება სურვილი, რომ დავბრუნდეთ, ბათუმში განსაკუთრებით.
პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდება აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ბიზნესოპერატორებს, საჯარო მოხელეებს, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს HACCP-ისა და ISO სტანდარტების შესახებ. ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდება და მეწარმეებს გადაეცემა HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის პრაქტიკული სახელმძღვანელო.
იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის – „HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ – განხორციელება, გვესაუბრა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ეკონომისტი და პროექტის საკონსულტაციო ოფიცერი დავით არძენაძე:
ბატონო დავით, რატომ გაჩნდა პროექტის – „HACP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ განხორციელების იდეა?
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველომ საკუთარ თავზე აიღო რიგი პასუხისმგებლობები, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სურსათისა და ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში ურთიერთობების მოწესრიგებას. ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომელთა დანეგრვაც ბიზნესის კონკრეტული სეგმენტებისათვის აუცილებელი გახდა. მიუხედავად რეგულაციების ამოქმედებისა, ბიზნესოპერატორების უმრავლესობას არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია, ცოდნა, კომპეტენცია და ფინანსური რესურსები, რათა დამოუკიდებლად უზრუნველყონ სტანდარტების დანერგვა საკუთარ საწარმოებში. აღნიშნული კი სამომავლოდ სახელმწიფო უწყებების მხრიდან განაპირობებს როგორც ფულადი სანქციების დაკისრებას, ასევე საწარმოთა საქმიანობის შეჩერებას.
რამდენად არის შესაძლებელი აჭარის რეგიონში HACCP-ის სტანდარტების დანერგვა?
როგორც მოგეხსენებათ, აჭარის რეგიონში მოქმედებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სააგენტო, რომელიც აქტიურად მუშაობს სურსათის წარმოების სფეროში სტანდარტების კონტროლისა და დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა გადამზადება, ასევე იმ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა გადამზადებაც, რომელთაც აქტიური შეხება აქვთ ბიზნესის ზემოაღნიშნული სეგმენტის წარმომადგენლებთან.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება HACCP-ის სახელმძღვანელო და HACCP-ის პროცესების აღრიცხვისა და მონიტორინგის კომპიუტერული პროგრამა. ასევე ჩამოყალიბდება აღნიშნული მიმართულებით გადამზადების ტრენინგცენტრი, რომელიც მოემსახურება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც პირველ ეტაპზე ვერ მიიღებენ პროექტში მონაწილეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს პროცესების დაჩქარებას და HACCP-ის სტანდარტების დანერგვის მტკივნეული გვერდითი ეფექტების შემცირებას.
რა შედეგს ელოდებით პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ?
დაჩქარდება სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი; გაიზრდება სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობის დონე HACCP და ISO სტანდარტების არსის და იმპლემენტაციის ასპექტებთან დაკავშირებით. ორგანიზაციაში ჩამოყალიბდება HACCP-ის სტანდარტების შემსწავლელი მუდმივმოქმედი ტრენინგცენტრი, რომელიც სამომავლოდ მოემსახურება სხვა ბიზნესოპერატორებს.
რეგიონში ჩამოყალიბდება არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ბიზნესოპერატორების სწავლებასა და კონსულტირებას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს HACCP და ISO სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის საფუძველი აჭარის რეგიონში. ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ხორციელდება ეს პროექტი.
რა არის HACCP-ი?
HACCP-ს (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) მეთოდი გამოიყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით სურსათის წარმოებაში. HACCP-ს პრინციპები, რომლებიც შემუშავებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) „კოდექს ალიმენტარიუსის“ კომისიის მიერ, რომელიც მოითხოვს, საფრთხეებისა და რისკების ანალიზის სისტემური მიდგომის გზით, ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა.
სურსათის წარმოების უვნებლობის სისტემაში საფრთხეებისა და რისკების ანალიზის სისტემური მიდგომა უფრო მეტად მიმართულია ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების წარმოქმნის წყაროების პრევენციის უზრუნველყოფაზე, ვიდრე საბოლოო პროდუქტის კონტროლზე. სტანდარტი გამოიყენება სურსათის წარმოებაში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად პოტენციური საფრთხეების იდენტიფიკაციის მიზნით, რათა შემცირდეს ან აღმოიფხვრას საფრთხის წარმოშობის რისკი იმ მნიშვნელოვან ეტაპებზე, რომლებსაც ვუწოდებთ კრიტიკულ საკონტროლო წერტილებს (CCP’S). სისტემა გამოიყენება სურსათის წარმოებისა და მომზადების ნებისმიერ ეტაპზე.
ვის შეუძლია გამოიყენოს HACCP-ი?
HACCP-ს გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობს სურსათის ნაწარმის მიწოდების ჯაჭვში.
HACCP-ის უპირატესობები:
• ვალდებულება – სასურსათო ჯაჭვში მონაწილე კომპანიებმა უფრო მკაფიოდ უნდა შეძლონ შედეგიანი HACCP-ს სისტემის დემონსტრირება. გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად ოფიციალური მიდგომის ვალდებულების აღება დაგეხმარებათ წარმოაჩინოთ თქვენი ვალდებულება საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში, რადგან ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს HACCP სისტემას.
• ნდობა – თქვენი კლიენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისა, რომლებიც ხედავენ სურსათის უვნებლობის მიმართ თქვენს სერიოზულ მიდგომას.
• კონკურენტუნარიანობა – თქვენს კონკურენტებთან შედარებით თქვენ გახდებით გამორჩეული, რაც საშუალებას მოგცემთ, გახდეთ სანდო მიმწოდებელი.
HACC-ი არ მოეთხოვება: პირველად წარმოებას; საბაყლო მაღაზიებს; ბაზრებს; ბაზრობებს; ბარებს; სავაჭრო ავტომატებს.
„კოდექს ალიმენტარიუსის“ („კოდექს ალიმენტარიუსი“ (ლათინურიდან ჩოდეხ Aლიმენტარიუს, რაც „საკვების კოდექსს“ ნიშნავს) არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, ნორმების, სახელმძღვანელო მითითებებისა და რეკომენდაციების კრებული სურსათის შემადგენლობის, სურსათის წარმოებისა და უვნებლობის სფეროში) მიხედვით, საწარმოში „ჰასპის“ სისტემის დანერგვა შვიდი ლოგიკური ნაბიჯისგან შედგება:
• პროდუქტისა და მისი მომზადების ტექნოლოგიის შესწავლა, რათა გამოვლინდეს ყველა შესაძლო საფრთხე (დეფექტი), რაც ამ პროდუქტს შეიძლება სჭირდეს;
• პროდუქციის წარმოების ხაზზე იმ სტადიების გამოვლენა, როცა ეს დეფექტი შეიძლება წარმოიშვას – ე.წ. კრიტიკული სტადიების/წერტილების დადგენა;
• ყოველი „კრიტიკული წერტილისთვის“ რაიმე ისეთი პარამეტრის შერჩევა, რომლის საშუალებით შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, წარმოიშვა პროდუქტის დეფექტი (ანუ დაირღვა უვნებლობა) თუ არა – მაგალითად ვიზუალური დათვალიერება, ტემპერატურის გაზომვა, სწრაფი მიკრობიოლოგიური ან ფიზიკო-ქიმიური ტესტი, ან თუნდაც სამაცივრო კამერის კარის ღიაობის ხანგრძლივობა. ამ პარამეტრს „კრიტიკული პარამეტრი“ ეწოდება. უნდა დადგინდეს ამ პარამეტრის ზღვრული მნიშვნელობა, რომლის გადაჭარბებისას ჩაითვლება, რომ პროდუქტი დეფექტურია (აღარ არის უვნებელი);
• ყოველ კრიტიკულ წერტილში უნდა აეწყოს წუნის კონტროლის სისტემა – ანუ ოპერატორი ან ავტომატი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს კრიტიკულ პარამეტრს და თუკი იგი დადგენილ ზღვარს აჭარბებს – დაიწუნებს პარტიას;
• იმ ღონისძიების დადგენა, რომელიც ხორციელდება დაწუნებული პარტიის მიმართ – ეს შეიძლება იყოს მთელი პარტიის ხელახლა მოხარშვა, ან სხვაგვარი გადამუშავება, ან განადგურება ან სხვა;
• მეტი საიმედოობისთვის უნდა დაწესდეს ორმაგი დაცვა – შემმოწმებელთა კონტროლი – რეგულარული, რუტინული პროცედურა, რომლითაც მოწმდება, თუ რამდენად გულდასმით და უწყვეტად მუშაობს წუნის კონტროლის სისტემა ყოველ კრიტიკულ წერტილზე;
• უფრო მეტი საიმედოობისთვის და აგრეთვე შესაძლო პრეტენზიების განსახილველად ან თუნდაც ბაზარზე მავნე სურსათის მოხვედრის ყველა ფაქტის გამოსაძიებლად აუცილებელია ყველა ეტაპის დოკუმენტირება-აღრიცხვა – ვინ და როდის შეამოწმა, რა პარამეტრი, რა მნიშვნელობა მიიღო, რა ზომები განახორციელა. გულდასმით უნდა იწარმოებოდეს აღრიცხვის ჟურნალები, სადაც ეს ყველაფერი იწერება. ეს ჟურნალები, მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორებისთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
HACCP-თან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ISO სტანდარტების დანერგვაც.
ISO-ს სტანდარტები ნდობასთან ასოცირდება. კომპანიას, რომელიც ISO 9001:2000 სტანდარტის სერტიფიკატის მფლობელია, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია აქვს. სანამ კომპანიას ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭება, მანამდე წინასასერტიფიკაციო სამუშაოები ტარდება. ამ დროს ყურადღება ექცევა ტექნიკურ უზრუნველყოფას, თუ რამდენად გამართულია საწარმო, რამდენად აკმაყოფილებს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რასაც ISO-ს სტანდარტი ითხოვს. გარდა ტექნიკური უზრუნველყოფისა, სტანდარტის დასანერგად აუცილებელია კომპანიას ჰყავდეს შესაბამისი კადრი, რადგან სისტემის შემუშავება არ ხდება მხოლოდ კონსულტანტის მიერ, ამ პროცესში საწარმოს კადრიც უნდა ჩაერთოს. ISO-ს ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი უპირველესად არის ნდობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა. ვინაიდან ISO-ს სტანდარტი საერთაშორისოა, იგი ხშირად საშვის ფუნქციასაც ასრულებს კომპანიისთვის.
ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ აჭარის რეგიონში მოქმედ მეწარმეებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს იწვევს ტრენინგზე – „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“.
ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:
– ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა სურსათის უვნებლობის სფეროში; – წინასწარი აუცილებელი (პრერეკვიზიტული) პროგრამები – GHP&GMP; – HACCP-ის დანერგვის წინაპირობები; – HACCP-ის პრინციპების მიმოხილვა სხვადასხვა სექტორისათვის.
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ HACCP-ის სახელმძღვანელო და საწარმოო პროცესის სრული ჯაჭვის აღრიცხვიანობის ელექტრონული პროგრამა.
ბიზნესოპერატორების შერჩევა უკვე მიმდინარეობს. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, მსმენელთა რაოდენობა – შეზღუდული.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდით: ტელ.: (422) 24 16 40; მობ.: 591 98 93 76 მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის ქ. #13.
ტრენინგი ხორციელდება ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ მიერ, პროექტის – „HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ – ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი ისტორიული შენობების საარქივო ფოტოები ფოტოხელოვან შოთა გუჯაბიძეს ეკუთვნის, რომელიც იმავე შენობების ამჟამინდელი ფოტოვერსიების ავტორიცაა.
პროექტის მიზანია წარმოაჩინოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შენობების სახეცვლილებები და პრობლემის აქტუალიზაცია. პროექტისთვის შერჩეულია ოთხი სამიზნე ქალაქი: ქუთაისი, თელავი, გორი და ბათუმი, სადაც ასევე ეწყობა მსგავსი გამოფენები. პროექტის ფარგლებში მოპოვებული და გადაღებული ფოტოები ოთხივე ქალაქიდან, ჯამში 400-ზე მეტი ფოტო, განთავსდება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
ბათუმის თანამედროვე არქიტეტურა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მშენებელი კომპანიების უმეტესობას საცხოვრებელი კორპუსის აშენება ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვასთან ახლოს სურს. რაც უფრო ახლოსაა დაგეგმილი ან მიმდინარე პროექტი ზღვასთან, უფრო მეტად ცდილობს დეველოპერი, რომ შენობა, რომელსაც ის მომავალში გაყიდვის მიზნით აშენებს, მაქსიმალურად მაღლივი იყოს, ეს გასაყიდ ფართობს რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრით ზრდის, შესაბამისად, რამდენიმე ასეული ათასი დოლარით იზრდება შემოსავალიც.
უკვე დაწყებულ ან დაგეგმილ სამშენებლო პროექტზე კ2-კოეფიციენტის, ანუ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე მერიასთან შეთანხმებას დეველოპერები ხშირად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დახმარებით აღწევენ. არჩილ ხაბაძე მერიას შუამდგომლობით მიმართავს, შედეგად კი დეველოპერი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2 -ის) გაზრდაზე თანხმობას იღებს. 2013 წლიდან დღემდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის საკრებულოსა და მერიას კონკრეტული პროექტის K2-კოეფიციენტის გაზრდაზე, რაც უმეტესწილად დაგეგმილი ან მიმდინარე მშენებლობის სიმაღლის გაზრდას გულისხმობს, შუამდგომლობით 95-ჯერ მიმართა. 56 შემთხვევაში კი კომპანია უარით გაისტუმრა. შუამდგომლობების დოკუმენტებში არჩილ ხაბაძე მერიას კომპანიის თხოვნის გათვალისწინებას პროექტის ეკონომიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობით უსაბუთებს, რიგ შემთხვევებში კი, მთავრობის თავმჯდომარე მერისადმი გაგზავნილ სარეკომენდაციო მიმართვაში პროექტის არქიტექტურაზეც ამახვილებს ყურადღებას.
რაც შეეხება შუამდგომლობაზე უარის შესახებ დოკუმენტებს, ყველა მათგანს ხელს მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე აწერს და თითქმის ყველა მათგანში იდენტური ტექსტია: “მთავრობამ შუამდგომლობის გაწევა მიზანშეწონილად არ მიიჩნია“. ამ დოკუმენტების მიხედვით, უარის მიზეზი აჭარის მთავრობას დეველოპერისთვის ერთხელაც არ დაუსაბუთებია.
„ბათუმელები„ თითქმის ყველა იმ დეველოპერს დაუკავშირდა, რომლებმაც აჭარის მთავრობის პირველი პირისგან K2-კოეფიციენტის გაზდასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე უარი მიიღეს. მათგან რამდენიმემ არჩილ ხაბაძეს შუამდგომლობა მეორედ სთხოვა. „დოკუმენტები გავასწორეთ და ახლა პასუხს ველოდებით,“ – უთხრეს მათ „ბათუმელებს“.
რას გულისხმობენ დეველოპერები განმარტებაში – „დოკუმენტები გავასწორეთ“, მაშინ, როცა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში არქიტექტურის სამსახური არ არსებობს? – ამას ბიზნესმენების უმეტესობა არ აკონკრეტებს. მეტი კონკრეტიკა „ბათუმელებმა“ ვერც აჭარის მთავრობისგან მიიღო – პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე სტატიის მომზადების დროს საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფებოდა, დოკუმენტების ხელმომწერმა რუსლან ქორიძემ კი კომენტარი არ გააკეთა.
უარით გასტუმრებულ დეველოპერებს სჯერათ და ამბობენ კიდეც, რომ ვისაც მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობის მიღება შეუძლია, მას „გაღების შესაძლებლობაც აქვს“.
„შეიძლება ეს იყოს ფართობი იმავე ბინაში, 100 კვ/მეტრი ან მეტი, გააჩნია რა მასშტაბების პროექტია“, – გვიხსნის დეველოპერი. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ კ2-ით კონკრეტული მოხელეები სარგებლობენ? – ამ კითხვაზე დეველოპერი კომპანიის წარმომადგენლის პასუხია: „მთავრობა ამბობს, რომ ამ ფართობს სოციალურად დაუცველებისთვის ითხოვს…“ დეველოპერს საჯაროდ საუბარი იმის გამო არ სურს, რომ „მომავალში, მთავრობასთან შეთანხმებით, მშენებარე კორპუსის სიმაღლეში მომატების იმედს არ კარგავს“. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც არჩილ ხაბაძის აპარატის უფროსისგან უარის წერილი მიიღო. კითხვაზე, გარკვეული ფართობი რომ შეგეთავაზებინათ, დარწმუნებული ხართ, რომ დადებით პასუხს მიიღებდით? – ის ამბობს, რომ ამაში დარწმუნებულია.
მთავრობის განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც აჭარის მთავრობა მერიასთან შუამდგომლობაზე უარის თქმისას ხელმძღვანელობს, ბათუმის საკრებულოს „ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილებაა. თუმცა, რიგ შემთხვევებში იგივე დადგენილება (თითქმის ანალოგიურ პროექტზე) არჩილ ხაბაძეს ხელს არ უშლის კ2-კოეფიციენტის გაზრდაზე რეკომენდაცია გასცეს. როგორც წესი, ხაბაძე ამ რეკომენდაციით ბათუმის მერს, გია ერმაკოვს მიმართავს. აქამდე ისე ხდებოდა, რომ მერიაში არსებული ზონალური საბჭო მთავრობის პირველი პირის რეკომენდაციას ძირითადად ითვალისწინებდა.
ბათუმის საკრებულოს დადგენილება კი, რომლითაც აჭარის მთავრობა ხელმძღვანელობს, ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა გამოყენებისა და განაშენიანების წესებს არეგულირებს. ამ წესებს შორისაა ქალაქის კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესიც. ეს დადგენილება კონკრეტულ ზონაში საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის კონკრეტულ კოეფიციენტს აწესებს.
ამას ემატება კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც 2013 წელს, წინა მოწვევის საკრებულომ, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და ამ ქუჩების სამხრეთით, ჭავჭავაძის ქუჩამდე ტერიტორიაზე მშენებლობისთვის მოსაკრებელი დააწესა. ზონირების წესების მიხედვით, ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საზოგადოებრივ-საქმიანი, მისი მცირე ნაწილი კი საცხოვრებელი ზონაა. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ მიიღო, ამ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორ გადასახადს ითვალისწინებს.
გადასახადი მშენებლობის სხვა შენობებთან მიმართებაში სიმჭიდროვესთან, ასევე მის სიმაღლესთან გარკვეულ კავშირშია, ამიტომაც მას ბათუმში პირობითად „ჰაერის გადასახადიც“ უწოდეს. რეგულაციის მიღების აუცილებლობა საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაუსაბუთა. რეგულაციის ავტორი კი მაშინდელი ბათუმის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი იყო. „ბათუმი დაყოფილია ზონებად და თითოეული ზონისთვის დადგენილია გარკვეული კოეფიციენტი, ანუ სამშენებლო ტერიტორიის ნაკვეთის მდებარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია აიგოს გარკვეული ფართობის შენობა. მსგავსი კოეფიციენტი დადგენილია ყველა ზონისთვის ლიმიტის ფარგლებში. ერთ ზონაში სხვა ციფრია, მეორე ზონაში – სხვა. დავაწესეთ რეგულაცია, რომელსაც აქვს ორი მიზანი: პირველი ის, რომ არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა – კონკრეტულ ტერიტორიაზე არ აშენდეს მრავალსართულიანი შენობები. ვფიქრობთ, რეგულაცია ხელს შეუწყობს ამ ტენდენციას, ანუ რეალურად ეს არის პირველი ნაბიჯი უძრავი ქონების სტაბილური ბაზის ჩამოყალიბებისაკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ღონისძიებით ქალაქის დანარჩენ ნაწილში მშენებლობის გააქტიურების სტიმულირება მოხერხდება, სადაც რეგულაცია მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს“, – განმარტავდა მაშინ ბათუმის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი.
ამ რეგულაციით საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში (გრიბოედოვის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და სამხრეთით ჭავჭავაძის ქუჩამდე) ორი კატეგორიის გადასახადი ამოქმედდა, რაც მშენებლობის მდებარეობის მიხედვით საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარის, საცხოვრებელ ზონაში კი – 143 ლარის გადახდას ითვალისწინებს.
ბათუმის თანამედროვე არქიტეტურა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
რეგულაციას თავიდანვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, არა მხოლოდ დეველოპერები, აჭარის მთავრობის წევრებიც კი პირად საუბრებში ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიმართ საყვედურებს არ ერიდებოდნენ და მას მოიხსენებდნენ, როგორც არქიტექტორს, რომელიც „სიმაღლეებზე ჭედავს“. გიორგი რამიშვილი, იმის საილუსტრაციოდ, რომ რეგულაციამ ერთ-ერთი მთავარი მიზანი – „მშენებლობები გარეუბნებში გადაინაცვლებს“, გაამართლა, პერიოდულად ბრიფინგს მართავდა და ახალი სამშენებლო ნებართვების სტატისტიკას აცნობდა საზოგადოებას.
თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ ბათუმში ქალაქმშენებლობის პოლიტიკა ისევ შეიცვალა. ბათუმის ცენტრში მაღლივ მშენებლობებზე ნებართვები მომრავლდა, ხოლო ქალაქის მთავარი არქიტექტორის შტატი მერიაში ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ირაკლი ჩავლეიშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა, გიორგი რამიშვილს კი ვერც „პატიოსნების საზომით გამორჩეულობამ“ და ვერც „პროფესიონალიზმმა“ უშველა. ის ბათუმის ახალარჩეულმა მერმა არქიტექტურას ჩამოაშორა და მრჩევლის თანამდებობაზე გადაიყვანა.
რა რჩევებს აძლევს ქალაქის ყოფილი არქიტექტორი მერს? – არც ამ და არც სხვა კითხვებს გიორგი რამიშვილი არ პასუხობს. ქალაქის ყოფილი არქიტექტორი „დუმილის უფლებას“ იყენებს. დაახლოებით ერთი თვეა მან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული ზონალური საბჭოც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა.
„ბათუმელების“ კითხვებს ქალაქის არქიტექტურაზე არც ბათუმის მოსახლეობის რჩეულმა, მერმა გიორგი ერმაკოვმა უპასუხა. „მის პოზიციას ქალაქის არქიტექტურაზე ირაკლი ახალაძე გაახმოვანებს, შეგიძლიათ მას მიმართოთ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში.
ირაკლი ახალაძე ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელია. ის სამსახურის უფროსად გიორგი ერმაკოვმა დანიშნა, მისი თანამდებობა კონკურსის გავლას არ ითვალისწინებდა. მისი მოადგილე კი ბათუმის მთავარი არქიტექტორის ფუნქციასაც ითავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მთავარი არქიტექტორი რეალურად სამსახურის უფროსის მოადგილეა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ის სამსახურის უფროსს ემორჩილება.
ირაკლი ახალაძის განმარტებით კი, კ2-კოეფიციენტის გაზრდა არ ნიშნავს იმ რეგულაციებისა და ნორმების უგულებელყოფას, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე არსებობს: „რაც ახალი მერი აირჩია ქალაქმა და ჩვენ დავინიშნეთ, მას შემდეგ მრავალბინიანი სახლების პროექტირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ავტოფარეხების, ასევე შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას. იდეალური არაფერია, პროექტები კონკრეტული ქუჩის სიგანის შესაბამისობაშია, ურბანული ქსოვილიდან რომ არ ამოვარდეს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალაქმშენებლობის პირობები შუამდგომლობის საფუძველზე მტკიცდება, ყოველთვის არის დაცული ნორმა. შუამდგომლობები არ არის მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში გაცემული, საკმაოდ ბევრია ქალაქის ტერიტორიაზე გაცემული შუამდგომლობა. არის სამთავრობო პროგრამა არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის თაობაზე, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე ე.წ. ბარაკული, სანიტარულად გამოუსადეგარი და ვიზუალურად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი ობიექტების ლიკვიდაციას და მის ნაცვლად ახლის მშენებლობას ითვალისწინებს. სანაცვლოდ აჭარის მთავრობა დეველოპერებს მერიასთან K2-კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობს. შემდეგ ეს დოკუმენტაცია იგზავნება სამთავრობო კომისიაში, რომლის ხელმძღვანელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრია“.
აჭარის მთავრობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ არჩილ ხაბაძემ 42 შემთხვევაში შუამდგომლობა ქალაქის ცენტრში, ფასიან ზონაში სიმაღლის გაზრდაზე გაუწია ინვესტორს. 52 შემთხვევაში კი – არაფასიან ზონაში, თუმცა მათ შორის უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აშენდება. მათ შორის 12 პროექტი ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე უნდა განხორციელდეს, სადაც რამდენიმე მაღლივი კორპუსი უკვე აშენდა.
არქიტექტორ რეზო გოგიტიძის განმარტებით, განაშენიანების ეს პოლიტიკა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე და სხვაგანაც, განსაკუთრებით ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მაღლივი შენობების რიცხვმა იმატა, ხოლო რეკრეაციული ზონები თანდათან ქრება, ადამიანებს ცხოვრება გაუჭირდებათ. იქნება ჰაერისა და მზის სხივის ნაკლებობა. ვიწრო ქუჩებში გავლისა და მანქანის გაჩერების პრობლემა: „საბოლოოდ კი მოხდება ის, რომ ადამიანები გამოვლენ გარეთ, როგორც ნიუ იორკში. იმუშავებენ ქალაქში, მაგრამ ვერ იცხოვრებენ. განსაკუთრებით საშიში კი რეკრეაციული ზონების ათვისების ტენდენციაა, რომლის დასაწყისსაც, სამწუხაროდ, ვხედავ“.
„ბათუმელები“ არჩილ ხაბაძის რეკომენდაციამოპოვებული დეველოპერების მიერ სამშენებლოდ გამზადებულ რამდენიმე მისამართზე გავიდა. მაგალითად, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე თითოეული პროექტის სანაცვლოდ კომპანიას დაახლოებით 20 საცხოვრებლის ათვისება მოუწევს. ერთ-ერთი მათგანია „მარდი ჰოლდინგი“.
„კომპანია მარდი ჰოლდინგი შვილობილი კომპანიების, – „მარდი ჰაუსისა“ და „მარდი თაუერის“ მეშვეობით მონაწილეობს არასტანდარტული საცხოვრისების ათვისების სამთავრობო პროგრამაში. ჩვენ შემთხვევაში ერთი პროექტი ხორციელდება ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ფორმალური მხარე, სამშენელო ნებართვის მოპოვების ჩათვლით, უკვე დავასრულეთ და ამჟამად სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ვემზადებით. რაც შეეხება მიწი ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (ე.წ. K2) მომატებას გადახდის გარეშე, ეს ამ სამთავრობო პროგრამის შემადგენელი ნაწილი და ის სტიმულატორია, რითაც ხდება სამშენებლო ბიზნესის დაინტერესება. პროექტში მონაწილე კომპანიის ვალდებულება ბარაკულ ტერიტორიაზე მცხოვრები მესაკუთრეების დაკმაყოფილებაა. საბინაო ფონდში შენატანის ვალდებულებას ეს პროგრამა არ ითვალისწინებს“, – ამბობს „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე.
ბათუმის ცენტრში, თუნდაც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ერთი კვადრატული ბინის ფასი 700-1000 დოლარია. 20-მდე არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების სანაცვლოდ კომპანიას ხშირად 15 ან მეტსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა ეძლევა. ქალაქის ცენტრში მოსახლეობასთან მოლაპარაკების სანაცვლოდ ახალი მშენებლობის დაწყების ტენდენცია, ცხადია, სამთავრობო პროგრამის დაწყებამდეც არსებობდა. რატომ ჩადგა მთავრობა ინვესტორსა და მოქალაქეებს შორის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა, გასულ წელს, ქალაქის ცენტრში სიმაღლის გაზრდის გადასახადით ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარი შევიდა? – კითხვაზე არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამის კომისიის თავმჯდომარემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, იონა წითელაძემ, უპასუხა, რომ მთავრობა მოლაპარაკებებში არ ერევა.
„სახელწიფოს ვალდებულება რა არი? – პირობა შეუქმნას როგორც დეველოპერს, ასევე მოსახლეობას. ბევრ კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც მოსახლეობაც დაზარალდა. ამ პროგრამის შემთხვევაში მთავრობა გარანტად უდგება როგორც მოსახლეობას, ასევე ბანკს, რომელიც დეველოპერს ეხმარება. რაც შეეხება K2-ის გაზრდას, ცხადია, რაც მეტია სიმაღლე, მით მეტია შემოსავალი. მეტი მშენებლობა ბიუჯეტში მეტ მოგების გადასახადს ნიშნავს“, – განმარტა კომისიის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, პროგრამა მთავრობის საბინაო ფონდში შენატანს არ ითვალისწინებს.
სამთავრობო პროგრამა ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ უფრო შორს მიდის: არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების სანაცვლოდ, დეველოპერს მომავალში ბინების ვერ გაყიდვის შემთხვევაში, თვითღირებულების ფასად, ბიუჯეტის სახსრებით მათ გამოსყიდვას ჰპირდება. აი, რა წერია მთავრობის დადგენილებაში: „საფინანსო ორგანიზაციების მოვალეების მიერ მათზე ამ პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის მთავრობის მიერ საფინანსო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საფინანსო ორგანიზაციებისგან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძენს მათ მოთხოვნებსა და მათი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ნივთს ან მასთან დაკავშირებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს“.
„ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის ივნისში მოაწერა ხელი.